რა უნდა ვიცოდეთ ბიზნეს სესხების შესახებ საქართველოში

მცირე და საშუალო ბიზნესებზე აგებული ეკონომიკა, ბევრისთვის ძალიანაც კარგად ჟღერს, თუმა ყველა ბიზნესის მფლობელი აუცილებლად გეტყვით თუ როგორი რთულია ბიზნეს სესხის აღება და რამდენად გრძელვადიან პროცედურასთან არის ეს ფინანსური სერვისი დაკავშირებული. ეს განსაკუთრებით პატარა, ახლად-დაწყებულ ბიზნესებს ეხება, რადგან მათ არც გამოცდილება  და არც საწირო კავშირები აქვთ, რომ ბიზნეს სესხი იმ შემთხვევაშიც მიიღონ თუ საქმის წარმატების არავითარი გარანტია არ აქვთ. მცირე და საშუალო ბიზნებესის წამოწყება ბევრისთვის სესხის გარეშე წარმოუდგენელია და ბანკებთან, თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მათთვის ყოველთვის გარდაუვალი იქნება. ამიტომ თუ ფიქრობთ ბიზნეს სესხის აღებაზე, და გსურთ თქვენ საქმიანობას პირველადი ბიძგი მისცეთ მაშინ აუცილებელი გესმოდეთ ბიზნეს სესხის ანატომია და ქართულ ბაზარზე არსებულ არჩევანსაც ზედმიწევნით იცნობდეთ.

მართალია, ბიზნეს სესხის მოპოვება არასდროს არ არის მარტივი, რადგანაც ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი ცდილობს, რომ მხოლდე ისეთ კლიენტებთან დაიჭიროს ურთიერთობა, რომლებსაც შეუძლიათ ფინანსური გარანტიები მისცენ ანდ ისეთ საქმეს აკეთებენ, რომელბიც თავად ბანკისთის მნიშვნელოვანია და მის ინტერესებში შედის.  ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თუ არ გყავთ შუამავალი ან არ გაქვთ წარმატებული ბიზნების, სესხის აღება ვერ მოახერხებთ. არის რამდენიმე ნაბიჯი, რომელბიც ყვეა მცირე ბიზნესის მფლობელმა და თავად კომპანიამ უნდა გადადგას რათა გაზარდოთ თქვენი სესხის მოპოვების ალბათობა.

თუ ბიზნეს სესხზე განაცხადს აკეთებთ, ეს პროცესი ახალი სამსახურისთვის გასაუბრებაზე მისვლის პროცესს მიაახლოვეთ. მნიშვენლოვანია ზუსტად იცოდეთ თუ რატომ უნდა მიიღოთ სესხი, რატომ იქნება თქვენი ბიზნესი წარმატებული და რატომ უნდა შედიოდეს მისი დაფინანსება ბანკის ინტერესებში. აუცილებელია, რომ მსესხებელი დარწმუნებული იყოს, რომ თავად თქვენ გჯერათ საკუთარი წამოწყების და მზად ხართ მთელი ენერგია და ფინანსები სწორედ ამ წამოწყებას დაახარჯოთ. რა თქმა უნდა, საკრედიტო ისტორია და ფინანსური წარსული დიდ როლს ითამაშებს თქვენი სესხის აღების პროცესში.

ასევე მნიშვენლოვანია, რომ სწორი თანხა მოითხოვოთ. ხშირად პატარა და დამწები ბიზნესები ზედმეტად დიდი თანხას ელიან, და რაც უფრო ართულებს მათთვის სესხის მირების პროცესს, რადგანც დამწყებ ბიზნესებს როგორც წესი, ნაკლებ დაფინანსებას აძლევენ, საშუალო ზომის ბიზნესებთან შედარებით. ზედმიწევნით შეისწავლეთ ყველა ის ხარჯი რომელიც სესხში გაქვთ გათვალისწინებული და შეეცადეთ ზედმეტ ხარზებზე უარი თქვატ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს თქვენი პირველი წამოწყებაა. საჭიროზე დიდი თანხის გამოტანა ასევე ნიშნავს, რომ გადახდის დროს მეტი თანხის დამატება მოგიწევთ. დამწყები ბიზნესებისთვის ასეთი ხარჯებიც კი მნიშვნელოვანია და ასე რომ ყოველთვის უმჯობესია თავი შეიკავოთ ისეთი ხარჯები გათვალისწინებისგან, რომლებიც აუცილებლობას არ წარმოადგენს. ეს გაზრდსი თქვენი სესხის მიღების შანსებს და თუ გადაწყვიტეთ სესხი გამოიტანოთ, მაქსიმალურად შეამცირეთ თანხა.

ასევე მნიშვნელოვანია, თუ რომელ ბანკთან თუ მსესხებელ კომპანისთან დაიწყებთ თანამშრომლობას. ის თუ რომელი არჩევანია თქვენთვის შესაფერისი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია თქვენი საკრედიტო ისტორია, როგორი ფინანსური წარსული გაქვთ, გაქვთ თუ არა ბანკებთან ასეთ დონეზე თანამშრომლობის ისტორია. მართალია, რომ თუნდაც ონლაინ მსესხებლები ხშირად ბევრად მაღალ პროცენტულ განაკვეთს აწესებენ თავიანთ სესხებზე, თუმცა მათ ასევე შედარებით დაბალი სტანდარტები აქვთ და სესხებსაც უფრო მარტივად იძლევიან. ეს ასევე იმის შედეგია, რომ ასეთ კომპანიებს ნაკლები ნდობა და ერთგული კლიენტურა ჰყავთ, ამიტომ მათ ინტერესებში შედის რომ რაც შეიძლება მეტი კლეინტი წაართვან ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს. ბევრისთვის ასეთ დაწესებულებებთან თანამშრომლობა ერთადერთი გზაა სესხი მოპოვებისთის, რადგან საკრედიტო ისტორიის თუ სხვა ფინანსური პრობლემის გამო ისინი ვერ მოახერხებენ, ბანკებისგან მიიღონ ის დახმარება, რომელიც მათი ბიზნესის წამოწყებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. ამიტომაც ონლაინ სესხების კომპანიებს ნამდვილად აქვთ თავიანთი პლიუსები რადგან ისინი შანსს აძლევენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სხვაგვარად არ მიუწვდება ხელი ფინანსურ სერვისებზე, რომ ასევე წამოიწყონ ბიზნესები და შეძლებისდაგვარად გაიუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა.

ქართულ ბაზარზე ბევრი ბანკი და საფინანსო ორგანიზაცია აკეთებს აქცენტ მცირე და საშუალო ბიზნესებზე და ასერომ თქვენთვის მოსაწონი არჩევანიც მარტივი საპოვნელი იქნება. თუმცა იმისთვის, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ პირველ რიგში აუცილებელია, რომ თავად იცოდეთ თუ რა ტიპის მომსახურებას ეძებთ, რა არის თქვენი ლიმიტები და რაც მთავარია არ ჩათვალოთ, რომ თუ ერთ ბანკთან ვერ შედგა თანამშრომობა ესეიგი სრულიად უნდა დანებდეთ. როგორც ვახსენეთ, არჩევანი დიდია და მათ შორის განსხვავება არა მხოლო საკრედიტო ლიმიტებში არამედ მათ კრიტერიუმებშიც არის. შეიძლება ერთი ბანკი ძალიან აფასებდეს საკრედიტო ისტორიას, ხოლო მეორე ბანკი აქტიურად მუშაობდეს კარგი იდეების წინ წამოწევაზე და მის ინტერესში შედიოდეს ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც ბანკის იმიჯს გააუმჯობესებს და მეტ ყურადღებას მიაპყრობს ბანკს. ზოგი ბანკისთვის ზოგადად მცირე ბიზნესების დაფინანსებაც  კი შეიძლება იყოს მისიის დიდი ნაწილი და ამიტომ, შეეცადეტ სწორედ ასეთ ბანკებთან დაიწყოტ ტანამშრომლობა და საბოლოო ჯამში თქვენი სესხის მიღების შანსები გაზარდოთ. ბანკებთან თანამშრომლობა ბევრისთის რთული და ზედმეტად გაწელილია. თუ თქვენთვის პროცედურის სიმარტივეა პრიორიტეტი მაშინ აჯობებს ისევ ონლაინ სესხების კომპანიებთან იმუშავოთ, ხოლო თუ გამოცდილება და გარანტირებული უსაფრთხოება თქვენთვის ყველა სხვა მაჩვენებლზე მნიშვნელოვანი მაშინუმჯობესია თქვენი მსესხებელი ისევ ტრადიციულ ბანკებში ეძებოთ.

დღესდღეობით ყველა დიდი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ბიზნეს სესხებს მათ სორის ზოგი მცირე და საშუალო ბიზნესებზე ფოკუსირდება, ხოლო სხვები დიდი ბიზნესებთან თანამშრომლობას ამჯობინებ. თუმცაღა მიუხედავად იმისა, თუ რა რომელი ტიპიხ ბიზნესი წარმოადგენს ბანკისთვის პრიორიტეტს, მაინც სჯობს რაც შეიძლება ბევრ ადგილას შეიტანოტ განაცხადი რათა გაზარდოთ თქვენი სესხი მიღების შანსი.

ახლა კი განვიხილოთ ყველა ის ბანკი და ონლაინ სესხების კომპანიები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნების დაფინანსებაზე მუშაობენ. ყველა მათგანს თავისი უნიკალური შემოთავაზებები აქვს და იმაზე დაყრდნობით თუ რას ეძებთ სესხში და რა არის მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის არჩევანიც სწორედ ამ შეთავაზებებზე დაფუძნებით შეგიძლიათ გააკეთოთ. თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, სესხზე მოთხოვნა ყოველთვის რამდენიმე ადგილზე უნდა გააგზავნოთ, რათა თავიდან აირიდოთ სესხის არ დამტკიცების შესაძლებლობა, რომელიც თქვენს ბიზნეს გეგმებს კიდევ უფრო გადაავადებს.

თი ბი სი-ს ბიზნეს სესხები

თი ბი სი-ს დიდი არჩევანი აქვს და ბევრ სხვადასხვა ტიპის სესხს სთავაზობს მომხმარებლებს. ერთ-ერთი ყველაზე ინოვატორული ტიპი სსესხი ეს არის ქალი მეწარმეებისთვის დაწესებული სესხი, რომლიც აღების შემთხვევაშიც ბანკი მეწარემეეს სთავაზობს შეღავათებს უზრუნველყოფაზე. ეს სესხი ემსახურება არსებული ბიზნესების გაფართოებას და ახალი ბიზნეიდეების დაფინანსებას. ეს სესხი თი ბი სი-მ EBRD-ს დახმარებით შექმნა და მისი მიზანია ქალებს გაუმარტივოს ბიზნესის გაფართოება და მათი იდეების რეალიზება. ეს სესხი ეხება როგორც არსებული ბიზნესის გაფართოებას ასევე სტარტაპებს. ამ კონკრეტული სესხის საკრედიტო ლიმიტი 1,000,000 ევროა და მისი დაფარვა უნდა მოხდეს არა უმეტეს 84 თვეში.

თუმცა თი ბი სი ასევე ბევრ უფრო სტანდარტულ სესხი პირობებსაც სთავაზობს მომხმარებლებს. სტარტპებისტვის დაწესებული სპეციალური სასესხო პირობები. ამ კონკრეტული სესხის ლიმიტი 200,000 ლარია, ხოლო თუ თქვები სესხი 15,000 ლარზე ნაკლებია, მაშინ არც უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა არ დაგჭირდებათ. ამ სესხის გასტუმრება თქვენ 7 წელიწადის ვადაში შეგიძლიათ, ხოლო საშეღავათ` პერიოსი  ამ შემთხვევაში 1 წელი გასტანს. სტარტაპებისთვის განკკუთვბილი სესხები, შეიძლება მიიღოთ ინოვაციური პროექტებისთვის, ტექნოლოგიური პროექტებისთვის, მომსახურების სფეროსა და წარმოებისთვის. თი ბი სი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ელ. კომერიას ანიჭებს, ასე რომ თუ თქვენი პროექტი ელექტრონულ სფეროს ეხება, მაშინ თი ბი სისგან სესხის მიღების ბევრად დიდი შანსი გაქვთ. ბანკი სტარტეპებს ინდივიდუალურ პირობებს სთავაზობს და მზად არის კონსულტაციაც გაუწიოს ახალბედა სტარტეპერებს ფინანსურ საკითხებში, ციფრუ მარკეტიგსა და ბრენდიგნის საკითხებში. ასევე ბანკი თანამშრომლობს სტარტპებთან გაყიდვების, მენეჯმენტის და რესურსების მართვის თაოაბაზე და ამ კონსულტაციის ხარჯებს თი ბი სი თავად ფარავს.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

ვი თი ბი ბანკის სესხები

ვი თი ბი რამდენიმე ტიპის ბიზნეს სესხსს სთავაზობს მომხმარებლებს, ორი რომელზეც აქ ვისაუბრებთ არის ბიზნეს სესხი ძირითადი საშუალებებისათის, და ასევე სწრაფი სესხები დამწყები ბიზნესებისათვის. პირველი ტიპის სესხი ისეთი ბიზესებისათვის, რომლებიც გაფართოების  შესაძლებლობებს ეძებენ და სჭირდებათ  ფინანსური დახმარება. იმისთვის, რომ ფინანსური დახმარება ამ ტიპის სესხით მოიპოვოთ აუცილებელია, რომ თქვენი ბიზნესი უკვე რაღაც დონეზე მაინც იყოს განვითარებული.  ეს სესხი დაფარავს დანადგარების შეძენასა და განახლებას საწარმოებში ან ოფისებში, ასევე სასაწყობო, საწარმოო ან საოფისე სივრცეების შეძენას,  უძრავი ქონების შესყიდვა ან რემონტი, ასევე მიწის შეძენას და სხვადასხა სატრანსპორტო საშუალებებსაც დაფარავს. სესხის არება შეგიძლიათ ლარში, ევროსა და დოლარში. სესხის ლიმიტი ინდივიდუალური მეწარმეების შემთხვევასი 100,000 ლარამდეა, თუმცა კომპანიების პირობებსი კრედიტი ლიმიტის გაზრდა შესაძელებლია.

მეორე ტიპის სესხი, რომელსაც ვი თი ბი ბანკი გასცემს ახლად წამოწყებულ ბიზნესებზეა ორიენტირებული და სტარტაპებს მომგებიან და შეღავათიან პირობებს სთავაზობს.  მცირე ბიზნესებისთვის განკუთვნილი ეს სესხი ასევე იმით გამოირჩევა რომ სწრაფია და სტადარტული სესხების პროცედურებისგან განსხვავებით ნაკლები დრო მიაქვს. ეს სესხი “ბიზნეს ექსპრესის” ნაწილია, რომელიც ბანკა თანამედროვე ჩქარ-რიტმიანი ბიზნესის მფლობელებისთვის შემქნეს. გაწეილი პროცედურები ყველა ბანკისთვის დიდი პრობლემაა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ვი თი ბის გუნდმა, რომ აქცენტი სწორედ ჩქარ სესხებზე გადაეტანა.  ასეთი რთული მომსახურების მოკლე ვადაში შესრულებას ბანკის რისკების შეფასების ავტომატიზირებული სისტემა უზრუნველყოფს, რომელიც თავად ირებს გადაწყვეტილებას სესხი გაცემის თაობაზე. ამ სისტემის გამოყენების შემთხვევაში თქვენ განაცხადის შეტანიდან 45 წუთში გექნებათ ზუსტი პასუხი იმაზე, გასცემს თუ არა ბანკი თქვენი ბიზნესის სახელზე სესხს.

ამ კონკრეტული სესხის ლიმიტი 100,000 ლარია, ცოლო თუ სესცი არაუზრუნველყოფილია, მაშინ ეს ლიმიტო 20,000 ლარამდე დაიწევს. სესხი გასტუმრება შეგიძლიათ 1 დან 120 თის ვადაში,  თანაბარი ყოველთვიური შენტანით და დამატებითი საშეღავათო პერიოდზეც მიგიწვდებათ ხელი. ამ სესხის მიღებისთვის თქვენ ასევე არ დაგჭირდებათ ბევრი დამატებითი დოკუმენტის მოძიება და მთლიანი პროცესი საბოლოო ჯამში მარტივი და სწრაფი იქნება.

ეს სესხი კომფორტული და მარტივია, რაც ბევრი დამწყებისთვსი და მცირე ბიზნესებისთვის გადამწყვეტია. ეს განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ ბევრმა დამწყებმა უბრალოდ არ იცის თუ როგორ მართოს და გამოიყენოს დოკუმენტები, ეს იმის შედეგიცაა, რომ ახალი ბიზნესებისთვის ხშირად ასეთ დოკუმენტების წვდომაც შეზღუდულია არ საერთოდაც არ აქვთ ასეთი დოკუმენტები. დამწყები ბიზნესებისთვის საქმის გამარტივება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ნებისმიერმა ბანკმა შეიძლება გააკეთოს თავისი კლიენტებისთვის და შესაბამისად ვი თი ბის ეს გადაწყვეტილება ბევრი ახალი ბიზნესისთვის შვების მომგვრელი იყო. თუ თქვენ გსურთ გაიმარტივოთ თქვენი სესხის აღების პროცედურა და სესხი რაც შეიძლება მალე და უპრობლემოდ მიიღოთ, მაშინ ეს შემოთავაზება თქვენთვის იდეალურია. იმ შემთხვევაშიც თუ არ ხართ ამ კონკრეტული ბანკსი მომხარებელი შეგიძლიათ სესხი განაცხადი მაინც შეიტანოთ. ვი თი ბის მარტივი სესხის პირობები ყველა ტიპის ახალი თუ მცირე ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების პროცეუდრას ძალიან ამარტივებს და რაც მტავარია გიზოგავთ ბერვ დროსა და ენერგიას, რომელიც თქვენთვის ფასდაუდებელია ბიზნესის განვითარებისთვის.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ფოკუსირებულია ადგილობრივი ბიზნესების განვიტარებაზე და ყველა იმედისმომცემ წამოწყებას მხარს უჭერს. საქართველოს ბანკში სესხი აღების პროცედურა დროთა განმავლოაში ასევე გამარტივდა და შეიქმნა რამდენიმე ძირიტადი ტიპის სესხი, რომელიც ყველაზე ხშირად მოტხოვნად კრიტერიუმს აკმაყოფილებს სხვადასხვ აწარმოებელებიდა და ბიზნესის მფლობელებისთვის.

მიკროსესხები 40,000 ლარამდე თანხას ფარავს და ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროცედურაა ბიზენის მფლობელებისთვის. ამ შემთხვევაში თქვენ თავდაპირველად უნდა გააკეთოთ განაცხადი სესხი აღებაზე, რის შემდეგაც ბანკის წარმომადგენელთან ერთად შეავსებთ ამგანაცხადს. ეს სესხი ასევე ძალიან სწრაფია და 10 წუთის განმავობაში თქვენ უკვე გექნებათ თქვენი სესხი და შეძლებტ თანხა ბიზნესს მოახმაროთ. თქვენ ადგილზევე მიიღებთ ბარათს თვენი სასურველი თანხით. ამ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იწყება 7% დან.

საქართველოს ბანკს ცალკე სესხი აქვს ბიზნესის დაწყვებისთვის. ეს სესხი თქვენ გთავაზობთ მიმდინარე ანგარიშს, ქეშ ქარდს, ინტერნეტბანკისა და შეტყობინებების სერვისით სარგებლობას. საქართველოს ბანკი მათი სერვისების არჩევისას ბევრ დამატებით ბენეფიტსაც სთავაზობს მომხარებლებს. 40,000 ლარამდე მოცულობის სეხის აღებისას მხოლოდ თავდებობიტ უზრუნველყოფა დაგჭირდებათ, ხოლო 40,000 ლარზე მეტი მოცულობის სესხი აღების შემთხვევაში საჭიროა დეპოზიტი, მაგალიტად უძრავი ქონება, საბანკკო გარანტია და ა.შ.

სვის კაპიტალი

სვის კაპიტალი ბიზნესის მფლობელებს სესხი გაცემას 1 დღის ვადაში სტავაზობს. გარდა სხვა დამატებითი პლიუსებისა, რომელბსაც კიდევ განვიხილავთ, სვის კაპიტალით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიატ 9 თვემდე საშეღავათო პერიოდით ისარგებლოთ და უზრუნველყოფის საასურველი ფორმაც კი აირჩიოთ. განაცხადის შევსება ბიზნეს სესხისთვის ონლაინ არი შესაძლებელი და კრედიტის ლიმიტი 100,000 ლარს აღწევს. თუ სვის კაპიტალში 20,000 ლარამდე სესხს იღებთ, მაშინ უზრუნველყოფა საჭირო არ არის. ამ თანხის დაბრუნება კი 60 ტვემდე ვადაში უნდა მოახერხოთ, ყოველთვიური შენატანებით. ნებისმიერი თანხის სესხის შემთხვევაში თქვენ ყოველთვის 9 თვიანი საშეღავათო პერიოდი გექნებათ. თუ თქვენი ბიზნეს სესხი 100,000 ლარამდეა თვენ ორი ძირიტადი არჩევანი გაქვთ. შეგიძლიათ უზრუნველყოფა ავტომობილით ხოლო გადახდის პერიოდი ისევ 60 თვეზე შეგეძლებათ გადაანაწილოთ. ხოლო თუ სესხი უძრავი ქონებით გაქვთ უზრუნველყოფილი, მაშინ შეგიზლიათ სესხის დაფარვის პერიოდი გაიორმაგოთ და 120 თვიანი ვადა აირჩიოთ. ეს კონკრეტული სესხი გაიცემა მიკრო და მცირე ბიზნეს საქმიანობით დაკავებუ ფიზიკურ ანდ იურიდიულ პირებზე და ყველას ვისაც სვის კაპიტალთან სურს ფინანსური შეთანხმების მიღწევა მინიმუმ 3 თვიანი ბიზნესგამოცდილება ესაჭიროება. მართალია, სხვა შემოთავაზებებთან შედარებით, სვის კაპიტალის სესხის მიღბას მეტი დრო სჭირდება, პროცედურები მაინც გამარტივებულია და უზრუნველყფოს პირობებისც კი გაძლევთ საშუალებს რომ ეს შემოთავაზება თქვენს სიტუაციას მოარგოთ. სვის კაპიტალის ლიმიტი იგივე ,როგორიც სხვა საბანკო სერვისებისა თუმცა გადახდის ვადა შედარებიტ ხანგრძლივია. და შეიძლება 10 წელსაც კი მიაღწიოს. სვის კაპიტალი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე უკვე კარგახანია ფუნქიონირებს და მოახერხა მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობის მოპოვებაც. ეს არის კომპანიე რომელიც საკუთრ საქმეს პასუხისმგებლობითა და მონდომებით ეკიდება და ამიტომაც მოახერხა და დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ ფინანსურ მარკეტზე. ეს კოპმანია სანდო და უსაფრთხოა, რადგანაც უკვე წლებია თავის საქმეს წარმატებულად აკეთებენ.

ყველაზე დიდი საფრთხე რომელიც მომხმარებელს ნაკლებად ტრადიციულ ფინანსრუ ინსტიტუტებთან მუშაობისას ემუქრებათ, არის ის რომ კომპანი ვერ ან რაიმე დაფარული პუნქტის მეშვეობით შეძლებს მათგან გათვალისწინებულზე მეტი თანხის გამოთხოვას ან დამატებიტ გადასახადებს დაუწესებს მომხმარებელს. ამიტომ როდესაც მსგავს კომპანიებთან იჭერტ საქმეს აუცილებლად გადააამოწმეთ მათი ისტორია დაგაეცანით გამოხმაურებებს ყოფილი კლიენტებისგან.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

ფინკა ბანკი

ბოლო ბანკი რომლის სერვისებსაც განვიხილავთ არის ფინკა ბანკი. ეს კონკრეტული სესხი ძირითადა უკვე გამოცდილი ბიზნესის მფლობელებისთვისაა და გაიცემა 1 დღის ვადაში. ფინკა ბანკდან ბიზნეს სესხის გამოტნა მხოლოდ ლარში არის შესაძლებელი და თანხა 4001 ლარიდან 60 000 ლარამდე მერყეობს. ის თუ რა ვადაში გსურტ გაისტუმროთ ეს თანხა შეგიძლიათ თავად აირჩიოთ 60 თვის ფარგლებში , ხოლო საშეღავათო პერიოდი 11 თვემდე შეგიზლიათ გაიხანგრძლივოთ, რაც ყველაზე გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდი სხვა სერვისებთან შედარებით. თუ თქვენ სესხხ 15,000 ლარამდე იღებთ, მაშინ შესაძლოა სესხი თავდებიტ გარეშე გაიცეს, თუ თქვენი სესხი 40,000 ლარამდეა მაშინ ის გირაოს გარეშე გაიცემა, ხოლო 40 001-დან 60 000 ლარამდე სესხები მხოლოდ გირაოთი. თუ თქვენთვის საშეღავათო პერიოდი გადამწყვეტია მაშინ არჩევანიც ამ კონკრეტულ ბანკზე უნდა გააკეთოთ რადგან ყველაზე მაღალი მაცვენებელი სწორედ აქ არის, მაშინ როდესაც დანარჩენ ბანკებს 9 თვემდე ლიმიტები აქვს.

როგორც ხედავთ ბიზნეს სესხის გამოტანისას ქართველ მოქალაქეს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს, ბანკების და მსესხებელი კომპანიები უმრავლესობის ლიმიტი არ სცდებ 100,000 ლარს თუმდა თუ თქვენი უფრო დიდ თანხებს საჭიროებს შეიძლება ამაზე მოლაპარაკება საქართველოს ბანკთან დაიწყოთ. თუ დაბალი საპროცენტო განაკვეთი არის თქვენთის მნიშვნელოვანი მაშინ ვი თი ბიზე და თი ბი სი ზე შგიძლიატ გააკეთოთ არჩევანი. ხოლო თუ თქვენ სწრაფი და გამარტივებუი პროცედურები გჭორდებატ სვის კაპიტალის შეგიძლიათ შემოიფარგლოთ.

ქართული ფინანსური ინდუსტრია ჯერ კიდევ განვითარების დაწყებიტ ფაზაშია და ბევრი სერვისი კვლავაც საჭიოებს დახმარებას და კონსულტაციებს. მცირე და საშუალო ბიზნესები განვითარების გზაზე დგანან თუმცა მათ უკეთესი სასესხო პირობები სჭირდებათ. სესხი  სწრაფად გაცემა, როგორც მიხვდებოდთ არ წარმოადგენს არცერტი ასეთი ბანკიშტვის პრობლემას და ზოგი მათგანი ალგორითმის მეშვეობით ამ გადაწყვეტილებას წუთების განმავლობაში მოგაწვდით. თუმცა ლიმიტები კრედიტთან დაკავშირებით და ასევე კონკრეტული ჯგუფებისთის დაწესებული სესხების ნაკლებობა აშკარად შეიმჩნევა.  ამის მიუხედვად არჩევანის ნაკლებობის პრობლემა ქართვულ ბიზნესებს ნამდვილად არ აქვთ და შესაბამისად ერთი ბანკის ან კომპანიის არჩევა არც დიდ სირთულეს წარმოადგენს რადგან საშუალო ყველა აქ ჩამოთვლილი სერვისი მაღალი ხარისხისაა და უსაფრთხოების გარანტიებსაც მოგცემთ.