რატომ უნდა თქვა უარი სწრაფ სესხებზე და რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად

რატომ უნდა თქვა უარი სწრაფ სესხებზე და რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად post thumbnail image

ალბათ ყველას ჰქონია სიტუაცია, როდესაც თითქოს არსაიდან გაუთვალისწინებელი ხარჯი გიჩნდებათ და არ იცით როგორ მოიქცეთ. შეიძლება უეცრად მანქანა გაგიფუჭდა, ან სესხი გაქვს შესატანი მაგრამ თანხა არ გყოფნის, მეგობრებმა სადმე წასვლა გადაწყვიტეს და არ გინდა გამოაკლდე, ექიმთან წასვლა დაგჭირდა და ასე შემდეგ. ასეთი მიზეზი შესაძლოა უამრავი იყოს. საქმე ისაა, რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობას ხელფასი ყოველდღიურ საჭიროებებში ეხარჯება და სხვა დამატებითი, განსაკუთრებით კი მსხვილი ხარჯებისთვის თანხა არ ჰყოფნის. ასეთ მომენტებში, ადამიანს რამდენიმე არჩევანი აქვს. შეუძლია თანამშრომლებს, მეგობრებს ან ოჯახის წევრებს სთხოვოს გარკვეული თანხა ხელფასამდე, თუმცა ეს გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, ამიტომ ადამიანების უმრავლესობა, როგორც წესი ერიდება სხვისთვის ფულის თხოვებას. მეორე შესაძლო ვარიანტია ბანკიდან სესხის აღება, მარგამ ეს შეუძლებელია თუ თანხა სწორედ ბანკში სესხის დასაფარად გჭირდებათ,  გარდა ამისა, ბანკათან ურთიერთობა გარკვეულ ბიუროკრატიას მოითხოვს და ადამიანებისთვის მნიშვნელოვან ვალდებულებად ასოცირდება. ამასთანავე, რამდენადაც თანხის რაოდენობა შესაძლოა არც ისე დიდი იყოს და თანაც ის ადამიანს მოკლე დროისთვის ჭირდებოდეს, საბანკო სესხი თითქოს ამგვარი ხარჯებისთვის განკუთვნილი არ არის. მესამე მეთოდი, რასაც ყველაზე ხშირად მიმართავენ – სწრაფი სესხია. ის არ არის დაკავშირებული არც საბანკო ბიუროკრატიასთან და არც მძიმე ვალდებულებასთან. თანაც, არ გიწევთ თქვენს თანამშრომელთან თუ მეგობართან არაკომფორტული საუბარი და მათთვის თქვენი ფინანსური პრობლემების განდობა.

რა არის სწრაფი სესხი

თქვენ აუცილებლად გექნებათ ნანახი სწრაფი სესხის რეკლამა სატელევიზიო სივრცეში ან ინტერნეტში. ათობით კომპანია საქართველოში სთავაზობს მოსახლეობას სწრაფ სესხს მინიმალური ხელფასითაც კი. სწრაფი სესხების უპირატესობა მდგომარეობს მისი აღების სისწრაფეში. საკმარისია რომელიმე ასეთი კომპანიის ვებსაიტზე დარეგისტრირდეთ, შეავსოთ სესხის მოთხოვნა, მიუთითოთ თქვენი შემოსავალი და ხშირ შემთხვევაში ადამიანის მონაცემები, რომელიც შესაძლოა თქვენი თავმდები იყოს და სესხს თქვენს საბანკო ანგარიშზე 15 წუთში მიიღებთ.

სწრაფი სესხები განსხვავებულია საბანკო სესხებისგან. სწრაფი სესხი შესაძლოა აიღოთ თვიდან თვემდე ვადით, რაც ნიშნავს, რომ თანხას ვერ გადაანაწილებთ თვეებზე და თუ მაგალითად დღეს სწრაფი სესხი აიღეთ 500 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადაში ეს თანხა სრულად და ერთიანად უნდა დაფაროთ.

როდესაც არ იცით როგორ მიიღოთ უეცრად გარკვეული თანხა, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯები დაფაროთ, სწრაფი სესხი შესაძლოა უპირობო გადამრჩენლადაც მოგევლინოთ. მაგალითად თუ სესხი გაქვს შესატანი მომდევნო დღეს და ამისთვის თანხა არ გყოფნით, აიღებთ სწრაფ სესხს და ფიქრობთ რომ ერთ კვირაში ხელფასს აიღებთ და ამ სესხს უპრობლემოდ დაფარავთ. სამწუხაროდ ყოველთვის და ყველასთვის ხშირად ასე არ ხდება. ბევრი ადამიანი ვარდება ძალიან რთულ ფინანსურ სიტუაციაში სწორედ სწრაფი სესხების გამო. თვითონ სწრაფი სესხის პროდუქტი და ასეთი კომპანიების შემოთავაზება შეიძლება ძალიან კარგი გეჩვენთ, მაგრამ საკმარისია დაფიქრდეთ რეალურად რა პირობებზე თანხმდებით რომ მიხვდებით – ჯობია თანხა სხვა, უკეთესი გზით იშოვოთ. აი რატომ არ უნდა აიღოთ სწრაფი სესხი.

ონლაინ სესხები

მაღალი საპოცენტო განაკვეთი

პირველი უარყოფითი მხარე რაც სწრაფ სესხზე შეიძლება გაგახსენდეთ ეს მაღალი საპროცენტო განაკვეთია. მართლაც, ბანკებთან შედარებით სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები მაღალ საპროცენტო განაკვეთს აწესებენ. მიუხედავად იმისა, რომ რაციონალური ადამიანი კონტრაქტის წაკითხვისთანავე მიხვდება, რომ კომპანია მას არახელსაყრელ პირობებს სთავაზობს და სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება 500 პროცენტიც კი იყოს, მაინც თანხმდება ამგვარ პირობებს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

  • პირველ რიგში, ადამიანების უმრავლესობა, ვინც სწრაფ სესხს იღებს, დარწმუნებულია ან თავს არწმუნებს რომ ხელფასზე სრულად გაისტუმრებს ამ თანხას და სანერვიულოც არაფერია.
  • სწრაფ სესხს იღებენ მაშინ, როდესაც  დამატებითი თანხის მიღების სხვა გზა არ არსებობს და შესაბამისად, ერთადერთ გამოსავლად სწრაფი სესხი რჩება. ასეთ დროს ადამიანები თავს ირწმუნებენ, რომ ზედმეტად გადახდილი პროცენტი მომავალში, ნამდვილად ღირს იმისთვის, რომ დღეს ეს თანხა ჯიბეში ჰქონდეს.
  • სწრაფი სეხსის აღება შესაძლებელია ონლაინ. რამდენი ადამიანი გინახავთ ვინც ინტერნეტში ხელშეკრულებას ან გამოყენების წესებს კითხულობს? ალბათ ძალიან ცოტა. შესაბამისად ადამიანები მაუსის ერთი კლიკით ეთანხმებიან იმ პირობებს, რომლებიც არც კი წაუკითხავთ. მათ არ იციან რა დამატებითი ხარჯები შეიძლება გამოჩნდეს და რეალურად რამხელა პროცენტს იხდიან.

თვენ შეიძლება აიღოთ სწრაფი სესხი 500 ლარის ოდენობით და იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი თქვენი სასურველი სცენარით არ განვითარდა მოგიწიოთ 1500 ლარის გადახდა. 1000 ლარის გადახდა კი 500 ლარის საფასურად, დამერწმუნებით ძალიან ბევრია. არც ერთი ბანკი თუ ფულის სესხების პირადი შეთანხმება არ მოგთხოვთ ამხელა პროცენტის გადახდას.

პერიოდულად გადახდის შესაძლებლობის არ ქონა

მაშინ როდესაც ბანკში გაქვთ აღებული კრედიტი, შესაძლებლობა გაქვთ ყოველთვიურად დაფაროთ თანხა. მაგალითად თუ 1000 ლარის ოდენობის კრედიტი გაქვთ, შეგიძლიათ ის გადაანაწილოთ 6, 12 ან მეტ თვეზე, იმის მიხედვით თუ რა რაოდენობის თანხის დაფარვა შეგიძლიათ ყოველთვიურად. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ისე გადაანაწილოთ ეს თანხა, რომ გქონდეთ საკმარისი ფული თქვენი ყოველდღიური საჭიროებებისთვის და აქტივობებისთვის.

სწრაფი სესხის შემთხვევაში თქვენ გიწევთ ერთიანად შეიტანოთ თანხა, რაც გაცილებით მარტივი ჩანს, როდესაც სესხს იღებთ. თუმცა, როდესაც გადახდის დრო მოახლოვდება, მიხვდებით რომ არც ისე მარტივია. მაგალითად თუ თქვენ გაქვთ 1000 ლარის ოდენობის ხელფასი და აიღეთ სწრაფი სესხი 400 ლარი, შეიძლება იფიქროთ რომ მარტივად შეძლებთ თავი შემდეგი თვის განმავლობაში 600 ლარით გაიტანოთ. თუმცა, როდესაც გადახდის დრო მოვა, მიხვდებით რომ 600 ლარი სულაც არ გეყოფათ, ან უარესი, თანხის დიდი ნაწილი სესხის გადახდამდე უკვე გახარჯული გაქვთ.  შესაბამისად, სესხს დროულად ვერ ფარავთ და უამრავი დამატებითი გადასახადი გაქთ.

სწრაფი სესხები

დამატებითი გადასახადები

გარდა იმისა, რომ სწრაფი სესხის წლიური საპროცენტო განავეთი ძალიან დიდია, მას თან ახლავს დამატებითი გადასახადები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სესხის გადახდის დრო მოახლოვდა, თქვენ კი საკმარისი თანხა ერთიანად არ გაქვთ. რადგან შეუძლებელია თანხის მხოლოდ ნაწილის გადახდა, ამიტომ ორი რეალური გზა გაქვთ. პირველი – აიღოთ კიდევ ერთი სესხი, გადაიხადოთ ეს სესხი და შემდეგ იფიქროთ როგორ გაისტუმრებთ მეორეს, ან გადაავადოთ სესხი. სესხის გადავადების საფასური განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რა რაოდენობიდ სესხი გაქვთ აღებული და რომელ კომპანიასთან. საშუალოდ, სესხის ერთი თვის გადავადების საფასური შეიძლება განისაზღვროს 50 ლარით. 50 ლარი თითქოს არაფერია, იმისთვის რომ კიდევ ერთი თვე მისცეთ საკუთარ თავს იმითვის, რომ სესხი სრულად დაფაროთ და გათავისუფლდეთ ამ ვალდებულებისაგან. თუმცა, როგორც წესი, გადავადება მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ხშირად არ არის საკმარისი ადამიანებისთვის (გაითვალისწინეთ, ისიც, რომ ხშირად მსგავს სესხებს იღებენ ადამიანები რომელთაც არ აქვთ დადასტურებული შემოსავალი, შესაბამისად მათთვის რთულია სესხის დაბრუნება). სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების გათვლა სწორედ დამატებით გადასახადებსა და მაღალ საპროცენტო განაკვეთებზეა. მარტივად რომ ვთქვათ, მათ იციან რომ მომხმარებლების უმეტესობა თანხას დროულად ვერ გადაიხდის და სწორედ ამით ხეირობენ.

შესაძლებელია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა სესხი რამდენიმე თვის განმავლობაში განმეორებით გადაავადოს. დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს, თუ სესხის რაოდენობა 400 ლარია, თქვენ კი სესხი 6 თვით გადაავადეთ, ამ გადავადებაში 300 ლარს დახარჯავთ. გარდა ამისა, გაიხსენეთ, რომ თუ 400 ლარი აიღეთ, გაცილებით მეტი თანხის დაბრუნება მოგიწევთ მაღალი პროცენტის გამო. შედეგად კომპანიას უხდით ორჯერ, სამჯერ და ხანდახან სულაც ხუთჯერ მეტ თანხას ვიდრე თავდაპირველად ისესხეთ. ამ ყველაფერთან ერთად, როდესაც სწრაფი სესხის გადავადების თანხას იხდით, ის არ იჭრება არც ძირიდან და არც პროცენტიდან, შესაბამისად შეიძლება გადავადებისთვის სწორედ იმდენი გადაიხადოთ, რამდენიც სესხის დასაფარად გჭირდებათ , ხოლო სესხს კი ერთი თეთრიც არ მოაკლდეს.

სწრაფი სესხები იწვევს შეჩვევას

რასაკვირველია, არავის მოსწონს სწრაფი სესხები და არ ეჩვევა მას იმიტომ რომ სწრაფი სესხი კარგია. თუმცა, ზემოთ მოცემული მიზეზების გამო, ადამიანები ხშირად თავს ვეღარ აღწევენ სწრაფ სესხებს რადგან უწევთ ახალი სესხების აღება ერთი მეორეს მიყოლებით. ერთ-ერთი მთავარი პრობელმა ისაა, რომ თქვენ შეიძლება სესხი აიღოთ ერთდროულად რამდენიმე სწრაფი სესხის კომპანიისგან. მაგალითად თუ ერთ სესხს ვერ იხდით, აიღებთ დამატებით სესხს სხვა კომპანიიდან, შემდეგ დაფარავთ მეორე კომპანიის სესხს და აღმოაჩენთ რომ მთელი ფული ამისთვის დაიხარჯა და აიღებთ კიდევ ახალ სესხს რომ თვის განმავლობაში თანხა გქონდეთ. შემდეგ კვლავ სესხის გადახდის დრო მოვა, კვლავ უფულოდ დარჩებით და ახალ სესხს აიღებთ და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, სწრაფმა სესხებმა შეიძლება ჩაგითრიოთ და ის რაც უწყინარ შემოთავაზებად ჩანდა თქვენთვის ფინანსურ კოშმარად გადაიქცეს.

უსიამოვნო ზარები

თუ საერთოდ ვერ მოახერხეთ ვერც ფულის დაბრუნება და ვერც სესხის დაფარვის თარიღის გადავადება და თან მყარი ნერვებითაც არ გამოირჩევით მოემზადეთ ყველაზე უარესისთვის.  სწრაფი სესხის კომპანიიდან აუცილებლად დაიწყებენ დარეკვას, რომელიც ძალიან შორს არის იმისგან, რასაც მაგალითად ბანკის ზარებისგან ვართ მიჩვეული. ადამიანი ყურმილის მეორე მხრიდან ნამდვილად არ იქნება თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებს უწევთ შეურაცყოფისა და დაშინებების მოთმენაც. გამორიცხული არ არის, რომ საკრედიტო კომპანია თქვენი ოჯახის წევრებსაც დაუკავშირდეს, ან იმ ადამიანს ვისი ნომერიც განაცხადის შევსების დროს მიუთითეთ.

საკრედიტო ქულის დაცემა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინუსი რაც სწრაფი სესხის აღებას ახლავს თან არის საკრედიტო ქულის დაცემა. თუ თქვენს საკრედიტო ისტორიაში ბევრი ონლაინ სესხი ფიგურირებს, ეს დადებითად არ იმოქმედებს თქვენს საკრედიტო ქულაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ონლაინ სესხების გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნათ და დროულად ვერ გადაიხადეთ ან ვერ გადაავადეთ.  ასეთ შემთხვევაში თქვენთვის გართულდება ბანკიდან სესხის აღება, განვადების გაკეთება, იპოთეკური სესხის აღება და ა.შ ნებისმიერი ის ოპერაცია თუ სერვისი, რაც ბანკის მიერ თქვენთვის ფულის სესხებასთან არის დაკავშირებული. ძირითადად ასეთ შემთხვევებში ბანკები 3-6 თვის განმავლობაში თქვენზე არანაირ სესხს ან განვადებას არ გასცემენ, თუმცა ეს დამოკიდებულია ბანკის შიდა პოლიტიკაზე და იმაზე რამდენად გაქვთ გაფუჭებული საკრედიტო ისტორია.

რა უნდა გააკეთოთ სწრაფი სესხის აღების ნაცვლად?

ამის წაკითხვის შემდეგ შეიძლება თქვათ, დიახ ეს ჩვენც კარგად ვიცით მაგრამ რა უნდა ვქნათ თუ უეცრად ფული დაგვჭირდა, თანაც სასწრაფოდ და აუცილებლად. ამ დროს სწრაფი სესხები მართლაც საუკეთესო გამოსავალი ჩანს, ზოგიერთისთვის კი ერთადერთიც. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ სწრაფი სესხით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამოსავალი თუ პირველ რიგში ზუსტად გაქვთ განსაზღვრული როგორ გადაიხდით თანხას ერთთვიან პერიოდში, და მეორე- თუ ყველა სხვა გზა მოსინჯეთ და არ გამოვიდა. ისე კი, უმჯობესი იქნება თუ ქვემოთ მოცემულ სამ რჩევას გაითვალისწინებთ.

საბანკო სერვისებით სარგებლობა

საბანკო სერვისებით სარგებლობა გაცილებით ჯობია ონლაინ სესხის აღებას. პირველ რიგში, ბანკთან შეგიძლიათ ბევრად უფრო ჰუმანური კომუნიკაცია გქონდეთ, თუ სესხის გადახდას მოცემულ დროში ვერ ახერხებთ. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ გადაანაწილოთ თანხა რამდენიმე თვეზე და შესაბამისად ბევრად უფრო მარტივად გადაიხადოთ სესხი. როდესაც ბანკში სესხის დასაფარად რაიმე თანხა შეგაქვთ, იფარება როგორც ძირის, ასევე პროცენტის ნაწილი, ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ დაფაროთ ძირი. ასეა თუ ისე, ორივე შემთხვევაში, როდესაც რაიმე თანხა შეგაქვთ, ის თქვენი საერთო სესხის რაოდენობას აკლდება. ბანკში საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სწრაფი სესხების კომპანიებში. გარდა ამისა, ბაკნებმა ასევე შექმნეს ისეთი პროდუქტები, რომელთაც შეიძლება სწრაფი სესხების ალტერნატივა ეწოდოს იმ თვალსაზრისით, რომ მათი აღება ძალიან სწრაფად შეგიძლიათ. თუმცა, იქამდე სანამ ბანკში სესხის აღებას გდაწყვეტდეთ, აუცილებლად გაეცანით იმ პირობებს რაც უნდა გაითვალისწინოთ სანამ სესხს აიღებდეთ.

ბიუჯეტირება

ბიუჯეტირება დაგეხმარებათ სესხი რაციონალურად გამოიტანოთ, თუ მომდევნო თვის ბიუჯეტი გაქვთ, ზუსტად გეცოდინებათ რა მოსალოდნელი ხარჯები გაქვთ. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ხარჯი გამოგიჩნდათ, შეგიძლიათ მარტივად გასნაზღვროთ რა თანხის გადახდა შეგეძლებათ სესხისთვის მომდევნო თვეში. შესაბამისად, არ დადგებით იმ სიტუაციის წინაშე, რომ სესხი გამოიტანეთ და ახლა არ იცით რით დაფაროთ. თუ ყოველთვიურად მხოლოდ 150 ლარის გამოყოფა შეგიძლიათ სესხის დასაფარად, თქვენი მხრიდან არასწორი იქნება 400 ლარიანი სწრაფი სესხის აღება. ასეთ შემთხვევაში მომდევნო 5 თვის განმავლობაში 5 ჯერ უნდა გადადოთ დაახლოებით 50 ლარი სესხის გადასავადებლად (თუმცა გადავადება შეიძლება კიდევ უფრო ძვირი ღირდეს), და კიდევ 100 ლარი ყოველთვიურად უშუალოდ ძირის დასაფარად. გამოდის რომ უნდა გადაიხადოთ 650 ლარი და დამატებით სესხის პროცენტი.

თანხის დაზოგვა

ფინანსური პრობლემებიდან თავის დაღწევის საუკეთესო გზაა საერთოდ არ გაეხვათ ამგვარ უსიამოვნებებში. ამისთვის კი საჭიროა შექმნათ დანაზოგი. ფულის სწორად მართვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სესხის საჭიროება.  თუ თვის განმავლობაში 100-150 ლარი შეგიძლიათ გამოყოთ სესხის დასაფარად, შეგიძლიათ ეს თანხა იქმადე გადადოთ დანაზოგის სახით, ვიდრე სესხის გამოტანა დაგჭირდებათ. 12 თვის განმავლობაში შეგიძლიათ  1200-1800 ლარამდე დაზოგოთ. ეს თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაუგეგმავი ხარჯი გამოგიჩნდებათ.  ასეთ დროს დაცული იქნებით ფინანსური და ემოციური უსიამოვნებებისგან რაც სწრაფ სესხებს ახლავს თან და ბევრად უფრო მშვიდად შეხვდებით ახალ ფინანსურ საჭიროებებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *