როგორ ვივაჭროთ Tether-ით საქართველოში – ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ!

როგორ ვივაჭროთ Tether-ით საქართველოში – ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ! post thumbnail image

კრიპტოვალუტა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ის ბევრად კომფორტულ და მეტად პერსპექტიულ სივრცეს ქმნის ვაჭრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ ბაზარზე კრიპტოვალუტები 2008 წლიდან ჩნდება, საზოგადოების მხრიდან მისი ფართო გამოყენება და აქტუალურობის მაღალი ტემპით ზრდა, 2020 წლიდან იწყება. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ამ ყოველივეს გამომწვევი მიზეზი პანდემიით გამოწვეული მზარდი ფინანსური კრიზისი და შეზღუდული მოქმედების არეალი გახდა, სადაც კრიპტოვალუტა, როგორც ვაჭრობის ახალი შესაძლებლობა ონლაინ სივრცეში, მეტად კომფორტული, მიმზიდველი და აქტუალური გახდა. მოკლედ რომ თქვათ, ეს არის ციფრული ვალუტა, რომელიც არ რეგულირდება სახელმწიფოს სამთავრობო კომპეტენციების თუ ეროვნული ბანკების მიერ. მისი სტრუქტურა სრულიად დეცენტრალიზებულია და ის დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე.

დღესდღეისობით კრიპტოვალუტის მრავალფეროვნება, მომხმარებლებს მეტად გაფართოებულ ვაჭრობის შესაძლებლობებს აძლევს, თუმცა მიუხედავად არჩევნის სიდიდისა, ყველაზე მაღალი პოპულარობით სარგებლობს BTC, DOGE, USDT, LTC და BCH.  დღეს ჩვენ ვისაუბრებთ USDT იგივე Tether-ზე, რომლის დეფინიცია იხსნება, როგორც სტაბილური ღირებულების კრიპტოვალუტა. იგი ეკუთვნის ჰონკ-კონგში, ამავე სახელწოდების მქონე კომპანიას. ბაზარზე ჩნდება 2014 წელს, თუმცა სხვა სახელით. მოქმედი, როგორც Realcoin  დაფუძნებული იყო Omni პლატფორმაზე, რომელიც თავისთავად ბლოკჩეინ ტექნოლოგიას წარმოადგენდა.

მთავარი დამფუძნებლები კი იყვნენ კრეიგ სელარსი, რივ კოლინზი და ბროკ პირსი. თითოეულ მათგანს დიდი გამოცდილება ჰქონდა კრიპტო ინდუსტრიაში სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციისა და კრიპტო პროექტების შექმნის სახით.  დაარსებიდან, რამდენიმე წლის შემდეგ, ვალუტის სახელი შეიცვალა ჯერ USDTether-ით შემგომში კი USDT იგივე Tether-ით. როგორც დამფუძნებელთა გუნდი აცხადებს, Tether-ის მთავარი მიზანია, დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს კრიპტოვალუტის შეუზღუდავი ხასიათი და შესაძლებლობები, რომელშიც მომხმარებელთა ჩართვა შუამავლების გარეშე მოხდება და მიმართული იქნება, აშშ დოლარის სტაბილური ღირებულებისკენ.

თუ თქვენ გინდათ, რომ ჩაერთოთ კრიპტოვალუტის სავაჭრო ინდუსტრიაში, თუმცა გინდათ ეს ყველაფერი მინიმალური რყევებისა და სტაბილურობის გარანტით მოხდეს, Tether საუკეთესო კრიპტოვალუტაა ამისთვის. სწორედ აღნიშნულში მდგომარეობს მისი მთავარი უპირატესობა. კონკრეტულად, USDT, რომელიც ეფუძნება Tether-ს, თავისთავად დაკავშირებულია აშშ დოლართან. შესაბამისად, თითოეული ახლად გამოშვებული USDT, ნიშნავს სარეზერვო აშშ დოლარის საჭირო ოდენობით უზრუნველყოფის გარანტს.

კერძოდ, თითოეული USDT არის მხარდაჭერილი ფულადი რეზერვებითა და სახსრებით. მისი გამოყენებით, თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ის მაღალი რყევები, რაც ზოგადად კრიპტოვალუტის ბაზარს ახასიათებს. დანაკარგები და რისკები, რომლებიც ბაზრის საშუალო 20%-იან რყევებში ჩნდება, Tether-ის შემთხვევაში ანულირებულია. შესაბამისად, ეს არის კრიპტო ვაჭრობის ბევრად უსაფრთხო და სტაბილური გზა.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით, ასევე ხდება მესამე მხარის შუამავლების ჩარევის თავიდან აცილება, რაც ამცირებს ექვივალენტების მასშტაბური გადატანისთვის საჭირო დროსა და მასთან დაკავშირებულ რისკებს. ზოგადად, ბოლო ტენდენციების მიხედვით, Tether სხვა ვალუტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ინარჩუნებს საფასო სტაბილურობას, თუმცა არსებობდა პერიოდი, როდესაც სხვადასხვა პრეტენზიისა და სხვა მხარეების ჩართვის პროცესში, მისი ფასი საგრძნობლად დაეცა და 0.90 დოლარზე ნაკლები შეადგინა. თუმცა, ამ ფაქტის შემდეგ, მსგავსი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

Tether და მისი მიმოქცევა მსოფლიოს კრიპტო ბაზარზე

USDT კრიპტოვალუტა კერძო კომპანიის საკუთრებაა და შესაბამისად, მისი ბაზარზე მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხები არ არის ფიქსირებული წესდების რეგულირების ქვეშ. ის მთლიანად არის დამოკიდებული კომპანია Tether-სა და მის პოლიტიკაზე. როგორც უკვე აღინიშნა, კომპანია უსაფრთხოებისთვის და გარანტირებული სტაბილურობისთვის, ქმნის აშშ დოლარის შესაბამის რეზერვებს. კომპანიის მთავარი პოლიტიკა აღნიშნულ კრიპტოვალუტასთან მიმართებით არის ის, რომ თითოეული გამოშვებული USDT გამყარებული იყოს 1 აშშ დოლარით. აქედან გამომდინარე, ფულადი რეზერვებით, ტოკენების რაოდენობა სპეციფიურად განსაზღვრულია.

Tether გამჭვირვალე კომპანიაა. ის რეგულარულად აქვეყნებს სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს, რაც დაინტერესებულ პირებს საჯაროდ აძლევს უფლებას, გაეცნონ კომპანიის რეზერვებს, აქტივებთან და ვალდებულებებთან მიმართებით. ვალდებულებების კუთხით, კი რაოდენობა ბაზარზე არსებულ USDT რაოდენობას შეესაბამება. თუმცა კომპანია ახლად გამოშვებულ, გეგმიურ ვალუტასთან დაკავშირებით, აღნიშნული ანგარიშების გასაჯაროებას ვადაზე ადრე არ ახდენს.

შესაბამისად, თუ მსგავს ანგარიშებს დავეყრდნობით, ბოლო მონაცემებით, მიმოქცევაშია 14.4 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ოდენობის მქონე USDT. რაც შეეხება Tether დაცვის სისტემას, ის როგორც სხვა გავრცელებული მეორე ფენის კრიპტოვალუტა (Bitcoin, Bitcoin Cash, Ethereum და სხვა) იმართება ბლოკჩეინით და მისი უსაფრთხოების სისტემა დაფუძნებულია შესაბამისი ჰეშირების ალგორითმებზე.

სად შეგიძლიათ Tether-ის შეძენა

Tether ერთ-ერთი ტოპ კრიპტოვალუტაა და მიმდინარე პოზიციით, მესამე ადგილს იკავებს. ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მისი დღიური მოცულობა საკმაოდ მაღალია და ხშირად Bitcoin-ის მოცულობასაც აღემატება. შესაბამისად, ხელმისაწვდომია ბევრი ბირჟა, სადაც მარტივად შეძლებთ USDT-ს შეძენას. უკეთესი ორიენტირებისთვის, კი თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი პოპულარული ბირჟებით, როგორიცააა OKEx, HitBTC და სხვა.

გაითვალისწინეთ, რომ Tether იმ კრიპტოვალუტის ტიპს განეკუთვნება, რომლის შეძენა Fiat ვალუტით არ არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ თქვენ USDT ვაჭრობა დაიწყოთ თქვენს მიერ არჩეულ ბირჟაზე, საჭიროა ჯერ ისარგებლოთ თქვენ მიერ შერჩეული Fiat-to-Crypto ბირჟით და შემდგომში დაიწყოთ კრიპტოვალუტით ვაჭრობა ოფიციალურ ბირჟაზე.

ვაჭრობის დასაწყებად საჭირო ეტაპები, მეტ წილად არ განსხვავდება სხვა კრიპტოვალუტების სავაჭრო პროცესებისაგან. შესაბამისად, საქართველოშიც, ჯერ თქვენ გჭირდებათ Fiat  ბირჟისაგან იყიდოთ USDT და შედგომში გადაიტანოთ ის, სავაჭრო კრიპტო ბირჟაზე. რაც შეეხება Fiat-to-Crypto ბირჟებს, არჩევანი აქაც დიდია, ხოლო საფასო პოლიტიკა განსხვავებული. ერთ-ერთი პრესტიჟული და მაღალ გამოყენებადი ბირჟაა Coinbase, სადაც fiat ვალუტით, მარტივად და უსაფრთხოდ შეგიძლიათ შეიძინოთ USDT.

სანამ ვაჭრობისთვის შესაბამის ბირჟებს შეარჩევთ, დარწმუნდით მის რეპუტაციასა და სანდოობაში. კრიპტო ვაჭრობა ბოლო პერიოდში კიბერ შეტევების აქტიური სამიზნე გახდა. შესაბამისად, საჭიროა ისეთი ბირჟის არჩევა, რომელიც  გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოების დონითა და კონკრეტული გარანტიებით. ბევრი ადამიანი იყენებს შესაბამის კრიპტო საფულეებს, რომელსაც მხოლოდ ბლოკჩეინზე აქვს წვდომა. დაიმახსოვრეთ, რომ უსაფრთხოება თქვენს ხელშია.

კრიპტოვალუტის დეცენტრალიზებული სისტემა ერთი მხრივ, წარმოადგენს დიდ უპირატესობას რეგულირების საკითხში, თუმცა მეორე მხრივ, უსაფრთხოების მართვასა და შენარჩუნებაზე, მთლიანად თქვენ გაკისრებთ ვალდებულებას. შესაბამისად, ჩვენი რჩევაა გამოიყენოთ დაცული კრიპტო საფულეები და ამ გზით დაიცვათ თქვენი კრიპტო ინვესტიცია, სხვასხვა სახის კიბერშეტევისაგან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *