VipTrade ფორექს ბროკერის მიმოხილვა

VipTrade ფორექს ბროკერის მიმოხილვა post thumbnail image

VipTrade ქართული საბროკერო კომპანიაა რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. ვიპტრეიდი ქართველ ტრეიდერებს სთავაზობს სავალუტო წყვილებითა და CFD-ებით ვაჭრობას.  საბროკერო კომპანია რეგულირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, რაც უზრუნველყოფს მის ლეგიტიმურობას. ვიპტრეიდის მიმოხილვა დეტალურად გაჩვენებთ რას სთავაზობს ბროკერი ქართველ ტრეიდერებს, რა სავაჭრო პირობები აქვს მას და ღირს თუ არა კომპანიასთან ანგარიშის გახსნა.

ვიპტტრეიდი ფორექს ბროკერი

არის თუ არა ვიპტრეიდი სანდო ბროკერი?

ვიპტრეიდ ფორექს ბროკერს მართავს კომპანია შპს “თრეიდ ჰოლდინგი”, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრაციის ნომრით 2-19/1292. საბროკერო კომპანია ლიცენზირებულია 2018 წლის აპრილიდან და რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.  ბროკერის ლიცენზია იცავს ქართველ ტრეიდერებს ვიპტრეიდის მხრიდან კანონდარღვევისა და თაღლითობისაგან, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგულაციების თვალსაზრისით ბროკერი სანდოა და მის მიერ შემოთავაზებული სერვისები არ იძლევა ეჭვის საფუძველს.

VipTrade.ge მიმოხილვა

საბროკერო კომპანიის ვებსაიტი ნამდვილად დახვეწილი და ოპტიმიზირებულია. სექციები ლოგიკურად არის დალაგებული და დამწყები ტრეიდერები საკმაოდ მარტივად იპოვნიან მათთვის სასურველ ინფორმაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეტალურადაა ინფორმაცია მითითებული სავაჭრო პლატფორმების და სხვა დეტალების შესახებ. საიტი საკმაოდ სწრაფია და თავსებადია მობილურ მოწყობილობებთან, რაც ბროკერის უდავოდ დიდი უპირატესობაა.

ვიპტრეიდის რეიტინგი

რას სთავაზობს ვიპტრეიდი მომხმარებლებს

ვიპტრეიდი საკუთარ მომხმარებლებს არაერთ ინოვაციას სთავაზობს. საიტიდან ჩანს, რომ ბროკერი მომხმარებლებს სთავაზობს  ვაჭრობას სავალუტო წყვილებითა და კონტრაქტებით ფასთა შორის სხვაობაზე.  CFD-ებით ვაჭრობა შესაძლებელია ნედლეულზე, ლითონებზე და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტების კლასებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ MetaTrader 5 პლატფორმაზე, რომელიც თავსებადია ყველა მოწყობილობასთან, გამოირჩევა მულტიფუნქციონალიზმით და საჭირო ფუნქციებით. ასევე, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ როგორც უფასო, ასევე ინდივიდუალური სწავლება ბროკერის ვებ გვერდიდან.

ვიპტრეიდის ძირითადი მახასიათებლები – მინიმალური დეპოზიტი, საკრედიტო მხარი და სპრედები

თუ ჩვენ საიტზე არსებულ ხელშეკრულებას შევამოწმებტ, დავინახავთ რომ ანგარიშის გასახსნელად საჭირო მინიმალური კაპიტალი 10,000 დოლარია.

ვიპტრეიდი მომხმარებლებს სთავაზობს 1:100 საკრედიტო მხარს, რაც საკმაოდ ნორმალურია და ასეთ ტიპის საკრედიტო მხარე ხელს უფრო მეტად დამწყებ ტრეიდერებს აძლევთ.

ბროკერის მიერ შემოთავაზებული სპრედები ძირითად სავალუტო წყვილებზე სტანდარტულია. მაგალითად ევრო/დოლარის სპრედი განისაზღვრება 0.27 პუნქტით. ამასთანავე, კომპანიას აქვს swap-ის საკომისიო რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად იმის მიხედვით რომელი CFD ინსტრუმენტით ვაჭრობს ტრეიდერი. დამატებითი ინფორმაციის მოძიება საკომისიოების შესახებ მარტივადაა შესაძლებელი საიტის ვებ-გვერდის მეშვეობით.

ვიპტრეიდის სავაჭრო ანგარიშის ტიპები

ვიპტრეიდი მომხმარებელს სთავაზობს ექვსი ტიპის სავაჭრო ანგარიშს:

რეგულარული ანგარიში: ამ ანგარიშის გასახსნელად დაგჭრიდებათ არანაკლებ 10,000 აშშ დოლარი. ფუნქციები რომლებიც ანგარიშს მოყვება საკმაოდ მრავალმხრივია. ამ ანგარიშთან ერთად მიიღებთ ბექ-ოფისის მხარდაჭერასა და ანალიტიკურ დღეებზე მიწვევას. ასევე ანგარიშის აღწერაში მითითებულია თანხის შეტანა-გატანის საკომისიო.

პრემიუმ ანგარიშის გახსნიათვის მინიმალური დეპოზიტის მოთხოვნა 25.000 დოლარია,  VIP ანგარიშისთვის 50.000 დოლარი,  VIP+ ისათვის 100.000, ოქროს ანგარიშისთვის 250.000 დოლარი, ხოლო პლატინუმის ანგარიშისთვის 500.000 დოლარი.  მინიმალური დეპოზიტის მოთხოვნა ყველა ტიპის სავაჭრო ანგარიშისათვის ნორმალურია. გამომდინარე იქიდან, ხართ დამწყები თუ უკვე შემდგარი ტრეიდერი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ანგარიშები. დამწყები ტრეიდერებისთვის უმჯობესია რეგულაური ანგარიშის გახსნა, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა მახასიათებლებზე და ზოგადად ტრეიდინგის სფეროზე.

საბროკერო კომპანია ვიპტრეიდი

თანხის განაღდება და გადახდის მეთოდები

როგორც აღვნიშნეთ, ვიპტრეიდის სავაჭრო ანგარიშის აღწერაში ნახსენებია საკომისიო თანხის შეტანისა და გატანისათვის. ხშირად დასმულ შეკითხვებში მოცემულია კატეგორია თანხის შეტანისა და განაღდებისათვის. საიტის ვიზიტორებს აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ როგორ უნდა შეიტანონ თანხა სავაჭრო ანგარიშზე, რომელი გადახდის მეთოდები შეიძლება გამოიყენონ, არის თუ არა საკომისიო თანხის შეტანისთვის და რამდენია ის, რამდენ ხანში დადასტურდება მათი განაცხადი თანხის გატანისათვის. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ტრეიდერებისათვის და ბროკერი ამ ყველაფრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სთავაზობს მომხმარებლებს.

ვიპტრეიდის კლიენტთა მომსახურების სერვისი

ვიპტრეიდ ფორექს ბროკერს აქვს ფიზიკური ოფისები თბილისში. ვიპტრეიდი წარმოდგენილია რამოდენიმე ლკაციაზე, რაც საშუალებას აძლევს ტრეიდერებს საჭიროების შემთხვევაში მიმართონ ბროკერს. სხვა შემთხვევაში მათ შეუძლიათ გამოიყენონ ბროკერის ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი.  საიტზე ასევე არის ონლაინ კონსულტაციის ფორმა, თუმცა იმისთვის რომ დაიწყოთ ბროკერის წარმომადგენელთან საუბარი საჭიროა შეიყვანოთ თქვენი მობილურის ნომერი.

ვიპტრეიდის რეიტინგი

ვიპტრეიდის დეტალურად მიმოხილვის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ნამდვილად კარგი არჩევანია. ბროკერი რეგულირებულია საქართველოში, მისი საიტი და სერვისები სრულიად სანდო და ლეგიტიმურია. ბროკერის საიტი იძლევა სრულ ინფორმაციას სავაჭრო პირობებთან დაკავშირებით, აქვს დაბალი საკომისიოები და ნორმალური მინიმალური კაპიტალი. მიუხედავად იმისა რომ ბროკერი ახალია ფორექს სივრცეში, მას აქვს ის გამოცდილება და სერვისი, რისი შეთავაზებაც ქართველი მომხმარებლებისათვის შეუძლია. ყოველივე ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიპტრეიდი ნამდვილად შედის რეკომენდირებული ბროკერების ჩამონათვალში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *