რა არის კრიპტოვალუტა და როგორ შევიძინოთ ის? post thumbnail image

რა არის კრიპტოვალუტა და როგორ შევიძინოთ ის?

Contents

კრიპტოვალუტას ნამდვილად არ სჭირდება დიდი წარდგენა. ის საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. მას შედმეგ რაც პირველი კრიპტოვალუტა – ბიტკოინი გამოჩნდა, მსოფლიო ალაპარაკდა ტრანზაქციების ახალ, რევოლუციურ მოდელზე, რომელსაც შეუძლია სრულად შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ.

2017 წელს ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა. დღეს გვაქვს არაერთი კრიპტო, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისაგან მახასიათებლებითა და ღირებულებით. ინტერესი კრიპტოს მიმართ ძალიან მაღალია.  შეიძლება თქვენ ხართ დაინტერესბული ინვესტირების ამ საშუალებით.  ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიას, რომელიც გაგაცნობთ, თუ რა არის კრიპტოვალუტა და ბიტკოინი, როგორ შეიძლება მათი გამოიყენება და როგორ ხდება ამ აქტივებით ვაჭრობა საქართველოში.

რა არის კრიპტოვალუტა და როგორ შეიქმნა ის

კრიპტოვალუტა ანუ ელექტრონული ფული მსოფლიოში პირველად 2008 წლის აგვისტოში გამოჩნდა, როდესაც ერთმა ადამიანმა, ან პიროვნებების ჯგუფმა სახელწოდებით “სატოში ნაკამოტო” შექმნა ბიტკოინის ოფიციალური საიტი, სადაც მისი დახასიათებული იყო როგორც ელექტრონული ფულადი სისტემა, ასევე მისი პირდაპირი გადარიცხვები. მალევე, საიტზე გამოჩნდა ბიტკოინის ოფიციალური გამოცემა (white paper).  2009 წელს სატოში ნაკამოტომ შექმნა ბლოკჩეინის პირველი, გენეზის ბლოკი რომელმაც გამოიმუშავა 50 ბიტკოინი. მას შემდეგ ამ ჯგუფმა კიდევ 1 მილიონი ერთეული შემოიყვანა მიმოქცევაში და 2011 წელს ამ პროექტს ჩამოშორდა, ისე, რომ მათ ნამვდილი ვინაობა უნცობი დარჩა.

რადგან ბიტკოინის კოდი ამ დროისთვის უკვე საჯარო იყო, სხვებმაც დაიწყეს მისი გამომუშავება და სხვა კრიპტოვალუტის შექმნა. მათ წარმოებას მაინინგს უწოდებენ, რომელიც მიმდინარეობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით. მარტივად რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტის მაინერი იყენებს კომპიუტერის ძალას რათა ამოხსნას სხვადასხვა მათემატიკური პრობლემა. მას შემდეგ რაც გამოყენებული იქნება საკმარისი ენერგია, იქმნება ახალი ბლოკი და გამომუშავდება კრიპტოვალუტა. ამ ვალუტის მაინინგი განსაკუთრებით გავრცელებული იყო მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი მუდმივად იზრდებოდა 2017 წლამდე. ამ დროისათვის მას ინდივიდუალურადაც გამოიმუშავდებდნენ, თუმცა დღეისთვის ამით ძირითადად დიდი კომპანიები არიან დაკავებული.

კრიპტოვალუტით ვაჭრობა

ამ ერთეულით ვაჭრობა შესაძლებელია ორი გზით. შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი კრიპტოვალუტა და გაყიდოთ ის, როდესაც მისი ფასი გაიზრდება ან ივაჭროთ კონტრაქტებით ფასთა შორის სხვაობით (CFD). ამ პროცესში ჩართვლა შესაძლებელია კრიპტოვალუტის გაცვლის კომპანიებთან. რაც შეეხება CFD-ებს, ამ სავაჭრო ინსტრუმენტით ვაჭრობა შესაძლებელია ფორექს და CFD საბროკერო ფირმების საშუალებით.

ხოლო ყველაზე პოპულარული და საუკეთესო კრიპტოვალუტები სავაჭროდ არიან:

ქართველი ტრეიდერებისთვის ერთი-ერთი რეკომენდირებული ფორექს და CFD ბროკერი XM-ია. ეს  საბროკერო კომპანია ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური და ცნობილია მსოფლიოში. ის მომხმარებელს სთავაზობს ტრეიდინგის თანამედროვე მიდგომას, მაქსიმალურ დაცულობას, დაბალ მინიმალურ დეპოზიტსა და სავაჭრო ინსტრუმენტების მრავალფეროვან არჩევანს. ამ ბროკერთან შესაძლებელია CFD-ებით ვაჭრობა ძირითად კრიპტოვალუტებზე, ისეთი როგორიცაა: ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერუმი, რიპლი და სხვები.

დაიწყე CFD-ებით ვაჭრობა კრიპტოვალუტაზე XM-თან!

კრიპტოვალუტის მახასიათებელი თვისებები

კრიპტოვალუტას რამდენიმე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აქვს.

  • პირველ რიგში ბლოკჩეინ ტექნოლოგია და კრიპტო სრულიად დეცენტრალიზებულია. ეს ნიშნავს რომ ის არ კონტროლდებაკონკრეტულ ქვეყანის ხელისუფლების ან რომელიმე პირის მიერ. ინფორმაცია, რომელიც დაშიფრულია ბლოკჩეინზე, არ არის თავმოყრილი ერთ ადგილას, რაც კიდევ უფრო დაცულს ხდის მას.
  • კრიპტოვალუტის ღირებულება არ არის მიბმული ინფლაციის მაჩვენებელთან. მასზე არ მოქმედებს ის გარემოებები, რამაც შესაძლოა საერთო ფასების ზრდა გამოიწვიოს.
  • კრიპტოვალუტა სრულიად ანონიმურია. აქ შესრულებულ ტრანზაქციაზე ინფორმაცია აქვს მხოლოდ მიმღებს და გამგზავნს. არავის, მათ შორის არც სახელმწიფოს ან არც ეროვნულ ბანკს არ აქვს წვდომა კრიპტოთი განხორციელებულ გადახდებსა და ტრანზაქციებზე.
  • კრიპტოთი შესრულებული ტრანზაქციები სწრაფი და იაფია. ამ მეთოდით გაცილებით უფრო მარტივად, რომ იაფად და სწრაფად განახორციელებთ ტრანზაქციებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეთოდით.

რაში და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ კრიპტოვალუტა

მსოფლიოში არ არსებობს არავითარი საერთაშორისო შეთანხმება კრიპტოვალუტის შესახებ და ყველა ქვეყანას ამ საკითხთან თავისი მიდგომა აქვს. მას შემდეგ, რაც მისი პოპულარობა მასიურად გაიზარდა მთელს მსოფლიოში სახელმწიფოებმა დაიწყეს ამ სფეროს რეგულირება. ზოგიერთი ქვეყანა უფრო გახნილია კრიპტოსთან მიმართებაში და მისი გამოყენების არეალიც შედარებით ფართოა. მაგალითად, იაპონიაში შესაძლებელია ბიტკოინით ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისა და სერვისის შეძენა. მეორეს მხრივ, ზოგიერთ სახელმწიფოში კრიპტოვალუტა და ანონიმური ტრანზაქციების განხორციელება სრულად აკრძალულია.

საქართველოში არ არსებობს რეგულაცია კრიპტოვალუტის შესახებ, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებლებს, რომ თავისუფლად შეიძინონ ელექტრონული ფული  და განახორციელონ კრიპტო ტრანზაქციები. საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ასევე იდეალურია იმისთვის, რომ ივაჭროთ XM-ზე და სცადოთ ბედი ფინანსურ მარკეტებზე. თუმცა ქვეყანაში ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტის გამოყენების არეალი საკმაოდ მცირეა. აქ ისმის კითხვა, რაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ერთეული საქართველოში?

შეგიძლიათ გაანაღდოთ კრიპტოვალუტა კრიპტო ბანკომატის საშუალებით.

საქართველოში კრიპტოვალუტის ბანკომატები რამდენიმე ადგილას არის განთავსებული. თუ თქვენ გაქვთ კრიპტოვალუტა შეგიძლიათ გადაცვალოთ ის ლარში და გაანაღდოთ. ბანკომატებით შეგიძლიათ როგორც ბიტკოინის განადღება, ასევე სხვა ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტების ფულზე გადაცვლაც.

გამოიყენოთ უნაღდო ანგარიშსწორებისათვის სხვადასხვა საიტებზე

ზოგიერთ საიტს აქვს ბიტკოინით ანგარიშსწორების ფუნქცია. თქვენ მისი საშუალებით შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები ინტერნეტში.

დაიწყოთ კრიპტოვალუტით ვაჭრობა

თავდაპირველ პერიოდში სანამ ბიტკოინის ფასი მაქსიმუმს მიაღწევდა, ადამიანები მოქმედებდნენ მარტივი სქემის მიხედვით – ყიდულობდნენ ბიტკოინს და ელოდებოდნენ მისი ღირებულების გაზრდას, რათა შემდგომ გადაეცვალათ დოლარში. მას შემდეგ რაც მისი ფასი გაიზარდა და სხვა კრიპტოვალუტამაც მოიპოვა პოპულარობა, მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო ამ ერთეულებით  ვაჭრობა და ფულის გამომუშავება. ანალოგიურად, თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ კრიპტოვალუტა ამ მიზნებისთვის.

ამჯერად უკვე გაცენობით, თუ რას გულისხმობს კრიპტოვალუტით ვაჭრობა და როგორ შეიძლება დაიწყოთ ის საქართველოში.

რა არის კრიპტოვალუტით ვაჭრობა?

კრიპტოვალუტით ვაჭრობა შეგვიძლია შევადაროთ ნებისმიერი ღირებული ნივთის ყიდვა-გაყიდვას. მაგალითად, თქვენ ფიქრობთ, რომ უძრავი ქონება თქვენს სამეზობლოში ახლო მომავალში გაძვირდება, რადგან ახლახანს გაკეთდა დიდი პარკი და მახლობლად სკოლის მშენებლობაც დასრულდა. თქვენ თვლით, რომ ამის გამო ბევრი მსურველი იქნება ვისაც ახლომდებარე ბინის ყიდვის სურვილი გაუჩნდება და ბინების ღირებულებაც გაიზრდება. ამიტომ, ყიდულობთ უძრავ ქონებას და ელოდებით, როდის გაიზრდება მისი ღირებულება, რათა გაყიდოთ და მიიღოთ მოგება. დაახლოებით იგივე ხდება კრიპტოვალუტის შემთხვევაშიც.

თქვენ ყიდულობთ რომელიმე კრიპტოვალუტას, რადგან ფიქრობთ რომ სამომავლოდ მისი ფასი გაიზრდება და შეძლებთ უფრო ძვირად გაყიდოთ. თუ მისი ღირებულება მართლაც გაიზარდა და ამასთანავე ამ კრიპტოვალუტის შეძენის მსურველები არიან, შეძლებთ გაყიდოთ ის. ამ ფასებს შორის სხვაობა კი იქნება თქვენი მოგება. სწორედ ეს პრინციპი იკვეთება ნებისმიერ სხვა ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობისას, მნიშვნელობა არ აქვს იყენებთ ცნობილ ბროკერებს როგორიცაა XM თუ ადგილობრივ პლატფორმებს.

კრიპტოვალუტით ვაჭრობა საქართველოში

როგორც ხედავთ აქ საკმაოდ მარტივი პრინციპი მოქმედებს, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება. ბიტკოინის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ აშშ დოლარითა და სხვა კრიპტოვალუტით. არ არის აუცილებელი იყიდოთ ერთი ბიტკოინი, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მისი ნაწილი იმ თანხით სასუალებით, რისი მობილიზების შესაძლებლობაც გაქვთ.

დოლარით შეგიძლიათ რამდენიმე კრიპტოვალუტის შეძენა, რომელიც ითვლება ყველაზე ძლიერ და გავრცელებულ კრიპტოვალუტებად, მათ შორისაა ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH) და ლაითკოინი (LTC).

სხვა ნაკლებად ცნობილი და შედარებით მცირე ღირებული კრიპტოვალუტის შეძენა შეგიძლიათ ზემოთ მოცემული კრიპტოვალუტით. შესაბამისად თუ მაგალითად მონეროს (XMR)  შეძენა გსურთ, ჯერ დოლარით უნდა შეიძინოთ ეთერიუმი, და შემდეგ მხოლოდ ამის საშუალებით შეგიძლიათ მისი შეძენა.

როგორ დავიწყოთ კრიპტოვალუტით ვაჭრობა საქართველოში

რადგან ეს სისტემა დეცენტრალიზებულია, მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობთ. თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენთვის სასურველი კრიპტოვალუტით ვაჭრობა. ეს პროცესი მიმდინარეობს გაცვლით კომპანიებთან (cryptocurrency exchange), მათ მიერ მოწოდებულ პლატფორმების საშუალებით.

კრიპტოვალუტის გაცვლის კომპანიები

იმისათვის რომ იყიდოთ კრიპტოვალუტა, საჭიროა, რომ ანგარიში გახსნათ კრიპტოვალუტის გაცვლის კომპანიებთან. მას შემდეგ რაც დარეგისტრირდებით  პლატფორმაზე და თქვენს ანგარიშზე ჩარიცხავთ თანხას, ის ავტომატურად დაკონვერტირდება დოლარში არსებული გაცვლითი კურსით. ამ ფულით შეგიძლიათ შეიძინოთ კრიპტოვალუტა, მაგალითად ლაითქოინი.  ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაელოდოთ, სანამ მისი ფასი გაიზრდება ან გადაცვალოთ ის სხვა კრიპტოვალუტაში.

უმჯობესი იქნება თუ შეარჩევთ კარგი რეპუტავიის მქონე კომპანიას და მასთან გახსნით ანგარიშს. როგორც წესი ისინი ყველაზე უკეთ უზრუნველყოფენ თქვენი ანგარიშის დაცვას. (ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან ძალიან ხშირია მსგავს ფირმებზე ჰაკერული შეტევები). გარდა ამისა, დიდ კომპანიებთან კრიპტოვალუტის დიდი არჩევანია, შესაბამისაც ტრანზაქციებიც უფრო სწრაფი და დაცულია.

ასეთი ფირმები მომხმარებელს სთავაზობენ როგორც სავაჭრო პლატფორმას, ასევე ელექტრონულ საფულეს, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი კუთვნილი კრიპტოვალუტა. თუმცა ამ კომფორტისათვის დიდი კომპანიები საკმაოდ სოლიდურ საკომისიოებს ითხოვენ. შესაბამისად, სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელიმე მათგანთან აპირებთ თანამშრომლობას, დარწმუნდით, რომ ეს ხარჯები ადეკვატურია და გიღირთ მათი გადახდას.

კრიპტოვალუტის საფულეები

როგორც უკვე ვხედავთ, კრიპტოვალუტის ვაჭრობისათვის გჭრიდებათ ორი რამ – პლატფრომა, სადაც შეიძენთ და გაყიდით მათ და საფულე, სადაც მოხდება მათი შენახვა. ამ საქმიანობაში ჩართული კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ ორივეს, თუმცა როგორც აქამდე აღინიშნა, მათ აქვთ დიდი ოდენობის საკომისიოები.

თუ გსურთ, რომ არ დახარჯოთ მნიშვნელოვანი ტანხები ამ გადასახადებში და კრიპტოვალუტით ვაჭრობა თქვენთვის მაქსიმალურად მომგებიანი იყოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი განსხვავებული ფირმის მომსახურება ვაჭრობისა და კრიპტოვალუტის შესანახად. ბევრი ორგანიზაცია თავის კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის (hot and cold) საფულეებს. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ საფულე ერთ კომპანიასთან და მცირე ოდენობის საკომისიოს სანაცვლოდ, შეინახოთ თქვენი კრიპტოვალუტა მათთან. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ მეორეს მხრივ ნახოთ სანდო პლატფორმა, სადაც ასევე უმნიშვნელო ხარჯების სანაცვლოდ ივაჭრებთ ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტებით.

კრიპტოვალუტით ვაჭრობის უარყოფითი მხარეები

მედალს ყოველთსი აქვს ორი მხარე, მათ შორის კრიპტოვალუტით ვაჭრობასაც. გასულ წლებში ბიტკოინის ბაზარმა ბევრი ადამიანი გაამდიდრა, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც ამ პროცესში მნიშვნელოვანი ზარალიც მიიღეს.

რა არის ბიტკოინი

მაღალი რისკი

ისინი, ვინც ამ პერიოდში სკეპტიკურად უყურებდა ბიტკოინს, ახლა ყურადღებით აკვირდება სხვა კრიპტოვალუტებს, იმის იმედით, რომ რომელიმე მათგანი გაიმეორებს ბიტკოინის წარმატებას. თუმცა, ამ ტიპის აქტივებს არ აქვთ ჩვვეულებრივი ვალუტების დამახასიათებელი თვისებები. რთულია იმის განსაზვრა, გაიზრდება თუ არა კონკრეტული კრიპტოვალუტის ღირებულება.

შესაბამისად არსებობს დიდი რისკი, რომ მისი ფასი დარჩება იგივე დონეზე, ან საერთოდაც დაეცეს იგი. სხვა შემთხვევაში, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი კრიპტოვალუტის ყიდვა არავის არ უნდა. შესაბამისად რისკი იმისა, რომ სწორად ვერ განსაზღვრავთ ღირებულების ცვლილებას, ან ვერ გაყიდით მას, საკმაოდ დიდია. ასეთ შემთხვევაში დაკარგავთ ფულს, და დაგრჩებათ კრიპტოვალუტა რომელზეც მოთხოვნა საკმაოდ მცირეა.

პლატფორმების დაუცველობა

კიდევ ერთი უარყოფითი მხარე დაუცველობაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები მუდმივად ცდილობენ გაძლიერებული უსაფრთხოება შესთავაზონ მომხმარებლებს, მსგავსი ფირმები არაერთხელ გამხდარან ჰაკერული თავდასხმის მსხვეპრლნი, რომლის შედეგად მომხმარებლის კუთვნილი კრიპტოვალუტა და მისი ღირებულება უგზოუკვლოდ დაიკარგა. პრობლემად რჩებიან ასევე ორგანიზაციები, რომლებიც თაღლითური გზითა და დაპირებებით ცდილობენ დაგარწმუნოთ იმაში, რომ ინვესტიცია ჩადოთ სხვადასხვა კრიპტოვალუტებში.

გრძელვადიანი ინვესტიცია

კრიპტოვალუტის ყიდვა შედარებით გრძელვადიანი ინვესტიციაა. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ტიპის აქტივები, თუმცა მაინც გიწევთ ლოდინი მანამდე, ელოდოთ სანამ გაიზრდება მისი ღირებულება რათა მოახერხოთ მისი სარიფიანად გაყიდვა.

შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიიღოთ მოგება. თუ გაგიმართლებთ და თქვენ მიერ შეძენილი კრიპტოვალუტის ფასი რამდენჯერმე გაიზრდება, მაში შეძლებთ ერთჯერადად დიდი შემოსავლის მიღებას. სხვა შემთხვევაში, ამ შედეგის მიღწევა რთულია.  ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კრიპტოვალუტით მაქსიმალური სარგებლის მისაღებად დაგჭირდებათ შედარებით დიდი ინვესტიციის ჩადებაც, რაც ასევე ზრდის რისკებს.

კრიპტოვალუტით ვაჭრობის ალტერნატივა

ბევრ ადამიანს აქვს ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სურვილი საქართველოში. მიუხედავად ამისა, ისინი ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო თავს იკავებს. კრიპტოვალუტით ვაჭრობა მოითხოვს შედარებით დიდ ინვესტიციასა და მნიშვნელოვანი დროს დათმობას. ამასთანავე, რადგან ფასთა ცვლილების განსაზღვრა რთულია, კრიპტოვალუტით ვაჭრობა რისკიან ინვესტიციად მიიჩნევია.

აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც გვინდა კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში ჩართვა ისე, რომ მსგავსი პრობლემები არ გვაწუხებდეს? კიდევ ერთი შესაძლებლობა, რაც კრიპტო ენთუზიასტებს აქვთ არის CFD (Contracts For Differences) – კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე.

მას შემდეგ რაც კრიპტოვალუტით ვაჭრობა განსაკუთრებით პოპულარული გახდა, ბევრმა ფორექს ბროკერმა დაიწყო ალტერნატივის შეთავაზება. დღეისათვის თითქმის ყველა ფორექს და CFD ბროკერთან შეგიძლიათ მისი ფასით სპეკულირება.

ბიტკოინით ვაჭრობა

რა განსხვავებაა კრიპტოვალუტასა და  CFD-ით ვაჭრობას შორის

მთავარი განსხვავება კრიპტოვალუტით და CFD-ით ვაჭრობას  შორის არის ამ აქტიის ფლობის საკითხში. იმისათვის, რომ ამ აქტივით ივაჭროთ, საჭიროა მისი შეძენა. CFD-ით ვაჭრობის დროს, თქვენ არ ყიდულობთ და ყიდით კრიპტოვალუტას, არამედ უბრალოდ სპეკულირებთ მისი ფასით.

კონტრაქტით ფასთა შორის სხვაობაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ფორექს და CFD ბროკერთან. მას შემდეგ, რაც შეარჩევთ კრიპტოვალუტის წყვილს, რომლის ფასით სპეკულირებაც გსურთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ, გთავაზობთ თუ არა ამ წყვილით ვაჭრობას ესა თუ ის ბროკერი.

ვთქვათ გსურთ ბიტკოინის ფასით სპეკულირება დოლართან მიმართებაში. ეს წყვილი ფორექს ბროკერის პლატფორმაზე მოცემულია როგორც BTC/USD.  პოზიციის გახსნამდე უნდა იცოდეთ რა არის მისი ფასი მოცემული მომენტისათვის.  ვაჭრობის დაწყებისას თქვენ მიიღებს ბილეთს, რომელშიც მოცემულია გაყიდვისა (sell/bid price) და ყიდვის ფასი (buy/offer price).

აქ უნდა გახსნათ პოზიცია თქვენი მოლოდინის მიხედვით. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ბიტკოინის ფასი გაიზრდება, მაშინ შეგიძლიათ იყიდით ის, ხოლო თუ გგონიათ, რომ ფასი დაეცემა, მაშინ გაყიდით მას. შესაბამისად თუ თქვენი მოლოდინი გამართლდა, ეს მოგცემთ მოგების მიღების საშუალებას.

CFD- ით ვაჭრობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

  • განსხვავებით კრიპტოვალუტის ინდუსტრიისაგან, CFD ით ვაჭრობა რეგულირებულია, შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ ლიცენზირებული ბროკერი, რომელთან თანამშრომლონის დროსაც დაცული ხართ თაღლითობისაგან.
  • CFD-ით ვაჭრობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ მარჟებით ვაჭრობა და საკრედიტო მხარი. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ივაჭროთ მცირე თანხებით და მიიღოთ იმაზე მეტი მოგება, რაც რეალური კრიპტოვალუტით ვაჭრობის შემთხვევაშია შესაძლებელი.
  • CFD-ით ვაჭრობა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. თქვენ პოზიცია შეგიძლიათ გახსნათ და დახუროთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და ამავროდულად მიიღოთ მოგება. ასევე მუდმივ რეჟიმში გაქვთ შესაძლებლობა, რომ აკონტროლოთ რისკები და დახუროთ პოზიცია, როგორც კი ნახავთ, რომ თქვენი ინესტიცია წამგებიანია.
  • CFD-ით ვაჭრობა ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბროკერები ძირითადად მოგებას იღებენ სპრედების საშუალების.ეს ტერმინი ნიშნავს ყიდვა-გაყიდვის ფასებს შორის სხვაობას. როგორც წესი სპრედში გათვალისწინებულია ბროკერის მოგება, რის გამოც არ გიწევთ დამატებით საკომისიოს გადახდა.
  • რაც შეეხება უარყოფით მხარეებს – CFD ით ვაჭრობა რისკის შემცველია. დამწყებ ტრეიდერებს როგორც წესი, არ აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და მომგებიანად ივაჭრონ. შესაბამისად, სანამ გადაწყვეტთ ვაჭრობის დაწყებას, უნდა დარწმუნდეთ, რომ იცით თუ როგორ წარიმართება ვაჭრობა და ბოლომდე აცნობიერებთ მასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს.

სად შეიძლება ვივაჭროთ კრიპტოვალუტის CFD -ებით?

კრიპტოვალუტის CFD-ებით ვაჭრობა შესაძლებელია ფორექს და CFD ბროკერებთან. თითქმის ყველა საბროკერო კომპანია ამ მიმართულებით სთავაზობს ტრეიდერებს CFD -ებს. უმეტესად ბროკერები აქვთ წვდომა ბიტკოინთან, ლაითკოინთან, რიპთანი და ეთერიუმთან, როგორც მაგალითად  XM, რომელთანაც სწორედ ამ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას შეძლებთ.

ზოგიერთი ბროკერი კიდევ უფრო მეტ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ამიტომ საბროკერო კომპანიის შერჩევისას სხვა დანარჩენ მახასიათებლებთან ერთად, უნდა გაითვალისწინოთ რომელ სავაჭრო ინსტრუმენტებთან აქვს მათ წვდომა და დარწმუნდეთ, რომ თქვენთვის სასურველი კრიპტოვალუტის წყვილები ხელმისაწვდომი იქნება ბროკერის პლატფორმაზე.

რა ახდენს გავლენას კრიპტოვალუტის ფასზე

მნიშვნელობა არ აქვს რეალური კრიპტოვალუტით ივაჭრებთ. თუ მისი ფასის სპეკულირებით, ორივე შემთხვევაში მნიშნველოვანია სწორად განსაზღვროთ მისი ფასის მოსალოდნელი ცვლილებები. ეს გაცილებით მარტივი იყო ბიტკოინის შემთხვევაში მაშინ, როდესაც მისი ღიებულება მუდმივად იზრდებოდა. ბოლო პერიოდში კი, ბიტკოინს ყიდულობდნენ არა ფასის ანალიზის საფუძველზე, არამედ ოპტიმიზმის გამო. დღეს, როდესაც უამრავი სხვა კრიპტოვალუტა არსებობს კიდევ უფრო რთულია მისი ფასებზე პროგნოზების გაკეთება.

ძირითადი მიზეზი, რაც განაპირობებდა ბიტკოინის ღირებულების ზრდას, იყო მისი პოპულარობა, რაც მეტ ადამიანს ჰქონდა მისი შეძენის სურილი, მით უფრო მეტად ძვირდებოდა იგი. მას შემდეგ, რაც ფასმა გარკვეულ ნიშნულს მიაღწია, ის აღარ იყო ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი, შესაბამისაც მასზე მოთხოვნამ იკლო და მისი ღირებულებაც შემცირდა.

ჯერ-ჯერობით იმ ფაქტორების განსაზღვრა, რაც განაპირობებს ფასის ცვალებადობას საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევაში კრიპტოვალუტის ბაზარი დამოკიდებულია ბიტკოინის ღირებულებაზე. კანონზომიერების მიხედვით თუ ბიტკოინის ფასი ეცემა, მას მთელი რიგი კრიპტოვალუტები მიჰყვებ.თუმცა რასაკვირველია არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.

მნიშვნელოვანია, რომ სანამ კრიპტოვალუტით ვაჭრობას დაიწყებდეთ, მუდმივად დააკვირდეთ ფასის ცვლილებებს და გაეცნოთ მის ანალიზებს, რათა თავადაც შეძლოთ განსაზღვრა, თუ რა მიმართულებით შეიცვლება ბაზარი.

რამდენად ღირს კრიპტოვალუტით ვაჭრობა?

როგორც განვიხილეთ, კრიპტოვალუტით ვაჭრობას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები. თუ ფიქრობთ რომ მზად ხართ ინვესტირებისთვის, რომელიც მოითხოვს დროსა და ფინანსებს, შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ელექტრონული ვალუტა და დაელოდოთ მისი ფასის ზრდას, რათა მოგვიანებით ის სარფიანად გაყიდოთ და მიიღოთ მოგება.

სხვა შემთხვევაში. შეგიძლიათ ივაჭროთ CFD-ით ლიცენზირებულ ფორექს ბროკერებთან, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ კრიპტოვალუტის ფასით სპეკულირებას. ასეთ შემთხვევაშიც. მოგიწევთ კარგად გაიაზროთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკები.