პრემიუმ საბანკო პროგრამები საქართველოში

საბანკო პროდუქტები ყველას სჭირდება, იქნება ეს სახელფასო ბარათი, სადებეტო თუ საკრედიტო ბარათები, ანგარიშის გახსნა, კრედიტი, განვადება, ანაბარი თუ სხვა საბანკო პროგრამები – ისინი საჭიროა სხვადასხვა ტიპის ადამიანებისათვის. ძალიან ხშირად ერთი ადამიანი ერთდროულად თითქმის ყველა საბანკო სერვისით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სერვისები სჭირდება ყველას, თითოეული ადამიანი ირჩევს მისთვის სასურველ კომერციულ ბანკს ამ სერვისებისა თუ მომსახურეობის მისაღებად. რამდენადაც ერთ ბანკთან ურთიერთობა გაცილებით იოლია, ვიდრე რამდენიმე სხვადასხვა ბანკთან, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ირჩევენ ერთ ბანკს რამდენიმე მომსახურეობისათვის. მაგალითად, უფრო მარტივია სესხი აიღოთ უკეთესი პირობებით იმ ბანკში, სადაც სახელფასო ანგარიში გაქვთ, ან ისარგებლოთ სხვა მომსახურეობებით. სწორედ ამიტომ, ბანკებს შორის კონკურენცია საკმაოდ მაღალია. იმისთვის, რომ მეტი მომხმარებელი მიიზიდონ და თანაც, გახადონ ეს მომხმარებლები ერთგულები ბანკის მიმართ, ისინი ცდილობენ შექმნან განსაკუთრებით კარგი პროდუქტი და შესთავაზონ ბაზარზე საუკეთესო პირობები. ეს მომსახურება სადებიტო ბარათებზე ვრცელდება და ფინანსურ ტრანზაქციებს ბევრად უფრო ამარტივებს.

პრემიუმ საბანკო პროგრამები ერთ-ერთი გზაა ლოალური მომხმარებლის მისაზიდად. ამ სტატიაში გაგაცნობთ პრემიუმ პროგრამებს, რატომ სთავაზობენ ბანკები მათ მომხმარებელს და რა ბენეფიტები შეგიძლიათ მიიღოთ ასეთი პროგრამებისაგან,

რა არის პრემიუმ საბანკო პროგრამები

თითოეული ბანკი მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე სახის საბანკო მომსახურეობას კონკრეტული პირობებით. პრემიუმ პროგრამები, როგორც სახელი გვკარნახობს, არის საბანკო მომსახურეობის განსაკუთრებული ფორმითა და პირობებით მიწოდება კონკრეტული მომხმარებლებისათვის. რა თქმა უნდა, თითოეული ბანკი თავად განსაზღვრავს რა ტიპის მომხმარებელი კვალიფიცირდება პრემიუმ პროგრამისთვის და შესაბამისათ სთავაზობს მას ჩართვას.  პრემიუმ პროგრამები მოიცავს ყველა საბანკო მომსახურეობას უკეთესი პირობებით. ეს პირობები დამოკიდებულია თავად ბანკზე. პროგრამაში შეიძლება იგულისხმებოდეს დაბალი პროცენტი სესხზე, მაღალი პროცენტი ანაბარზე, მაღალი ლიმიტი თანხის განაღდებაზე, პირადი ბანკირის მომსახურეობა და სხვა. ასევე, ხშირად პრემიუმ პროგრამები ითვალისწინებს გარკვეულ ფასდაკლებებს ჩართული ადამიანებისათვის სხვადასხვა ივენთებზე, პროდუქციაზე თუ სერვისზე.

რატომ სთავაზობენ კომერციული ბანკები პრემიუმ პროგრამებს?

შეიძლება ითქვას, პრემიუმ პროგრამები ბანკის ცალკეული პროდუქტია. მისი შეთავაზება ყველა ბანკს არ შეუძლია, ან უბრალოდ მათ ამის მზაობა ან სურვილი არ აქვთ. კომერციული ბანკების უმრავლესობაში, პრემიუმ პროდუქტებად ითვლება პრემიუმ სატარიფო პაკეტები, რომლებიც მიბმულია სხვადასხვა ტიპის სადებეტო თუ საკრედიტო ბარათებთან, მაგალითად ვიზა გოლდი და ვიზა პლატინა.

თუმცა, რამოდენიმე ბანკს აქვს პრემიუმ საბანკო პროგრამები ცალკეულ პროდუქტად. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კონკურენციაა, რამდენადაც ბანკები ცდილობენ მიიზიდონ მეტი მომხმარებელი, მათთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ განსაკუთრებული პროდუქტი, რაც მათ კონკურენტებისგან გამოარჩევს.

ამასთანავე, რადგან პრემიუმ პროგრამები საშუალებას აძლევს ბანკებს მიიზიდონ მათთვის ყველაზე სასურველი ტიპის კლიენტები – ადამიანები მაღალი შემოსავლით. ძირითადი კრიტერიუმი, რისი დაკმაყოფილებაც აუცილებელია პრემიუმ პროგრამებში ჩასართავად, სწორედ ყოველთვიური შემოსავალია. პრემიუმ საბანკო პროგრამების შექმნით, ბანკები ცდილობენ მიიზიდონ მსხვილი კლიენტები, რომლებიც აიღებენ ბიზნესს სესხს, განათავსებენ ანაბარს ან ისარგებლებენ სხვა მსხვილი საბანკო სერვისებით.

რა სარგებელი აქვს პრემიუმ პროგრამებში ჩართვას მომხმარებლისთვის?

რატომ სთავაზობენ პრემიუმ საბანკო პროგრამებს კომერციული ბანკები უკვე  გავიგეთ, მაგრამ რა ბენეფიტები აქვს მათ მომხმარებლებისათვის?

როგორც ზემოთ ავღნიშნე, პრემიუმ პროგრამები ძალიან მიმზიდველია. თქვენ, როგორც მათ მომხმარებლებს შეგიძლიათ ისარგებლოთ უკეთესი პირობებით, ვიდრე ჩვეულებრივმა კლიენტმა. მაგალითად, გქონდეთ უკეთესი ეფექტური პროცენტი თუ სესხის აღებას გადაწყვეტთ. მიიღოთ მაღალი პროცენტის სარგებელი თქვენს ანაბარზე და სხვა. ამასთანავე, პრემიუმ პროგრამები კარგად მოქმედებენ ადამიანების ფსიქოლოგიაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს უჩნდებათ პრივირეგილებურობის შეგრძება და უკეთ გრძნობენ თავს ბანკებთან ურთიერთობისას. პრემიუმ პროგრამები აერთიანებენ ძირითად საბანკო სერვისებს, მაგრამ ამასთან ერთად, მათ აქვთ ისეთი მომსახურეობებიც, რასაც ამ პროგრამების გარეშე ვერ მიიღებთ.

შესაბამისად პრემიუმ პროგრამაში ჩართვის სანაცვლოდ თქვენ იღებთ უნიკალურ, თქვენზე მორგებულ სერვისს, პირადი ბანკირის მომსახურეობას, უკეთეს პირობებს საბანკო სერვისებზე და ისეთ მომსახურეობებს, რომელთაც სხვაგვარად ვერ მიიღებდით. საბოლოო ჯამში, თქვენ ხდებით ელიტარული ჯგუფის ნაწილი და სარგებლობთ უკეთესი პირობებით. ისევე როგორც, ლოიალობის პროგრამები, პრემიუმ პროგრამებიც მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული.

პრემიუმ საბანკო პროგრამები საქართველოში

საქართველოში ყველაზე ცნობილ პრემიუმ პროდუქტებს მომხმარებელს საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი სთავაზობს. საქართველოს ბანკის კლიენტებს საშუალება აქვთ გახდნენ სოლო კლიენტები, თიბისის მომხმარებლებისთვის კი არსებობს თიბისი სტატუსი. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

თიბისი ბანკის პრემიუმ პროგრამა – თიბისი სტატუსი

თიბისი ბანკის მომხმარებლები, რომლებიც ერთვებიან ბანკის პრემიუმ პროგრამა სტატუსში იღებენ მრავალ ბენეფიტებს. თუ თქვენ  ბანკში მისვლისას სხვადასხვა მომსახურეობებზე სხვადასხვა თანამშროლები გემსახურებიან და საჭიროების შემთხვევაში სხვასთან გამისამართებენ, თიბისი სტატუსის კლიენტებს ბანკთან მხოლოდ ერთი საკონტაქტო პირი ჰყავთ. დამეთანხმებით, ეს ძალიან კომფორტულია ნებისმიერი ადამიანისათვის. ნებისმიერ მომსახურეობაზე, იმის ნაცვლად, რომ თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ფილიალში მიხვიდეთ, შეგიძლიათ პირდაპირ აკრიფოთ ერთი პირის ნომერი და მიიღოთ პასუხი თქვენს კითხვებზე ან ისარგებლოთ საბანკო მომსახურეობით.

ამასთანავე, თიბისი სტატუსის კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ დისტანციური მომსახურეობით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. თიბისი სტატუსი გათვლილია მაღალი შემოსავლის მქონე პირებზე, მათ ახასიათებთ ხშირი მოგზაურობა საზღვარგარეთ, ბიზნეს ვიზიტებისთვის თუ დასვენების მიზნით. სწორედ ამიტომ, თიბისი სტატუსი სთავაზობს მათ დისტანციურად მიიღონ საბანკო მომსახურობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

სტატუს კლიენტები იღებენ ინდივიდუალურ მომსახურეობას და მათი საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებულ პირობებსა და პროდუქტებს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბენეფიტებისა, რასაც თიბისი სტატუსი გთავაზობთ.  თუ თქვენ თიბისი სტატუს ბარათს ფლობთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ  თანხის განაღდების მაღალი ყოველდღიური ლიმიტით და დღის განმავლობაში ანგარიშიდან გამოიტანოთ 15,000 ლარი. რა თქმა უნდა, განაღდების საკომისიო 0%-ია. ამასთანავე, თქვენ მიიღებთ სარგებელს დადებით ნაშთზე თქვენს საბანკო ანგარიშზე ანაბარის გახსნის გარეშე.

როგორც ავღნიშე, პრემიუმ პროგრამების მისაღებად, საჭიროა მომხმარებელი აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს, რომლებიც, როგორც წესი შემოიფარგლება ყოველთვიური შემოსავლის რაოდენობით. იმისთვის, რომ თიბისი სტატუსის კლიენტი გახდეთ, საჭიროა გქონდეთ ყოველთვიური შემოსავალი 3000 ლარი და მეტი, ან ანაბარი ან სესხი 30 000 ლარის ოდენობით.

თიბისი სტატუსს აქვს სხვა დამატებითი ბენეფიტებიც, მაგალითად სპეციალური პირობები ბარათის დაზღვევაზე, სადაზღვეო შემოთავაზებები, და სხვა, მათ შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ თიბისი ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნოთ.

საქართველოს ბანკის პრემიუმ პროგრამა – სოლო

საქართველოს ბანკის პრემიუმ პროგრამა სოლოს კონცეფცია ახლოსაა თიბისი სტატუსთან.  სოლო კლიენტად ყოფნა, ასევე ბადებს პრივილეგირებულობის და გამორჩეულობის შეგრძნებას, რამდენადაც მისი სერვისი არ არის მისაწვდომი ყველასთვის.

სოლო კლიენტები სარგებლობენ სპეციალური სოლო ბარათით, რომელსაც აქვს ჩვეულებრივ ბარათზე უკეთესი პირობები, მაგალითად მისი დამზადება უფასოა, თანხის განაღდების დროს მომხმარებელს არ ეჭრება საკომისიო და აქვს თანხის განაღდების მაღალი ლიმიტი, ერთ დღეში მომხმარებელს შეუძლია გაანაღდოს 10 000 ლარი. როგორც თიბისი სტატუსი, ასევე სოლო ანგარიშზეც კლიენტს ერიცხება სარგებელი ნაშთზე.

სოლო კლიენტებს შეუძლიათ გახდნენ Solo Club-ის წევრები და შესაბამისად აიღონ სოლო კლუბის ბარათი, რომელსაც განაღდების კიდევ უფრო მაღალი ლიმიტი აქვს. ამასთანავე, სოლო კლუბის წევრობით შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი მომსახურეობები.

სოლოს კლიენტებს ასევე ჰყავთ ერთი საკონტაქტო პირი, სხავდასხვა საბანკო მომსახურეობებისათვის. ამასთანავე, სოლო კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სადაზღვეო პროდუქტებით.  ამასთანავე, სოლო მომხმარებლები მუდმივად იღებენ სპეციალურ შემოთავაზევებს სხვადასხვა პროდუქტებზე, სერვისებსა და ივენთებზე. სოლო სერვისების სხვა სარგებელს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ბანკისა და სოლოს ოფიციალურ ვებგვერდებზე.

შეჯამება

როგორც ხედავთ, პრემიუმ პროგრამებს ძალიან ბევრი სარგებელი აქვს მომხმარებლისათვის. მათში ჩართვა ნამდვილად გაგრძნობინებთ თავს გამორჩეულად და ამასთანავე, საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ გაცილებით უკეთესი პირობებით საბანკო მომსახურეობაზე, ვიდრე დღეს გაქვთ. ამასთანავე, პრემიუმ პროგრამების მთავარი ხიბლი ის არის, რომ ისინი არ ვრცელდება მხოლოდ საბანკო მომსახურეობაზე, თქვენ საშუალება გაქვთ ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით სხვადასხვა პროდუქტებზე, ივენთებსა და სერვისებზე. გქონდეთ დისტანციური მომსახურეობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და მრავალი სხვა სარგებელი. პრემიუმ საბანკო პროგრამები საქართველოში ერთმანეთის მსგავსია, ისინი მომხმარებელს სთავაზობენ ერთი ტიპის მომსახურეობებს, თუმცა მათ შორის განსხვავებებიც არსებობს, რომლებიც მეტწილად დეტალებშია. თუ თქვენ გაქვთ საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ ჩაერთოთ პრემიუმ საბანკო პროგრამებში, გირჩევთ კარგად გაეცნოთ მათ პირობებს და შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო.