კომერციული ბანკები და საბანკო სერვისები საქართველოში post thumbnail image

კომერციული ბანკები და საბანკო სერვისები საქართველოში

საბანკო სექტორი საქართველოში საკმაოდ განვითარებულია, ხოლო საბანკო სერვისები ჩვენი ყოველდღიურობის თითქმის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ბანკებს ხანდახან ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვთ, არავინ დაობს იმაზე, რომ ბანკების არსებობა აუცილებელი და თანაც მოსახლეობისთვის ძალიან საჭიროა. რამდენადაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ მათ სერვისებს. საბანკო სერვისები ძალიან მრავალფეროვანია, დაწყებული ხელფასის მიღებით, დასრულებული აბანრის გაკეთებით თუ იპოთეკური სესხით, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა, თქვენთვის საჭირო სერვისებითა და მომსახურებით. თუმცა სანამ გადაწყვეტთ რომელ ბანკთან გსურთ ურთიერთობა, საჭიროა კარგად გაერკვეთ რას გთავაზობთ ესა თუ ის კომერციული ბანკი, როგორი სერვისი და მომსახურეობაა მათთან და რამდენად კარგი პირობები აქვთ მათ. აუცილებელია შეადაროთ ერთი და იგივე მომსახურეობა სხვადასხვა ბანკებთან და ისე მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ კომერციულ ბანკებს საქართველოში და მოკლედ განვიხილავთ იმ მომსახურეობებს, რომელთაც ესა თუ ის ბანკი გვთავაზობს.

კომერციული ბანკები საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოში ამ დროისთვის მოქმედებს თხუთმეტი ბანკი, რომელთაგან ზოგიერთი ქართული, ზოგიერთი კი უცხოურია. ეს ბანკებია: “თიბისი ბანკი,” “საქართველოს ბანკი,” “ლიბერთი ბანკი,” “ბაზისბანკი,” “ვითიბი ბანკი ჯორჯია,” “ბანკი ქართუ,” “პროკრედიტ ბანკი,” “სილქ როუდ ბანკი,” “ზირაათ ბანკი საქართველო,” “იშ ბანკი საქართველო,” “ტერაბანკი,” “ხალიკ ბანკი საქართველო,” “პაშა ბანკი საქართველო,” “ფინკა ბანკი საქართველო” და “კრედო ბანკი.” თითოეული ბანკი მოსახლეობას სთავაზობს თითქმის ყველა საბანკო მომსახურეობას, შესაბამისად, თქვენ საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ, როდესაც ფიქრობთ რომელ ბანკს მიმართოთ განვადებისთვის, სესხისთვის ან რომელ ბანკში გახსნათ დაგროვებითი ანაბარი.

საბანკო რეგულაციები საქართველოში

საქართველოში მთლიანად ფინანსურ ბაზარს არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ეს ეხება როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე არა საბანკო ფინანსურ სექტორს. ეროვნული ბანკი ზედამხედველობს კომერციული ბანკების საქმიანობას, განსაზღვრავს საკანონმდებლო ზედამხედველობის ჩარჩოს ბანკებისათვის, აწესებს კაპიტალის სტანდარტებსა და ლიკვიდურობის წესს. გარდა ამისა, კომერციული ბანკები ვალდებული არიან წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ანგარიშგება, რათა დაცული იყოს ფინანსური გამჭირვალობა.

საბანკო სერვისების მიმოხილვა

როგორც ზემოთ ავღნიშნე, საბანკო სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი დაყოფილია სერვისებად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ მეტწილად იმ სერვისებზე, რომლებიც ფიზიკური პირებისთვის არის განკუთვნილი. ძირითადი მომსახურობები, რაც ბანკისაგან შეგიძლიათ მიიღოთ შესაძლებელია დავყოთ რამდენიმე კატეგორიად. პირველ რიგში, ბანკების საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ ხელფასი საბანკო გადარიცხვით, გვქონდეს ბარათი და ვისარგებლოთ თანხის გადახდისა და გადარიცხვის სერვისებით. საქართელოში ყველაზე პოპულარული საბანკო სერვისი ალბათ სესხია. საჭიროებიდან და შესაძლებელობებიდან გამომდინარე ბანკებუ გვთავაზობენ სხვადასხვა ტიპის სესხებს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს სამომხმარებლო სესხი, სწრაფი სესხი, განვადება, ბიზნეს სესხი, აგრო სესხი, იპოთეკური სესხი და სხვა. გარდა ბანკიდან ფულის აღებისა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ საბანკო მოსმახურეობა ფულის დაგროვებისთვის, მაგალითად გავხსნათ მოკლე ან გრძელვადიანი ანაბარი. ანაბრებიც რამდენიმე სახის არსებობს და მოსახლეობას საშუალება ეძლევა თავად შეარჩიოს სასურველი ანაბარი და პირობები მიზნებიდან გამომდინარე. გარდა ამ სერვისებისა, ბანკები საშუალებას იძლევნიან გადავრიცხოთ ფული მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ვისარგებლოთ ფულადი გზავნილებით. რადმენადაც საქართველოში ბანკებს შორის კონკურენცია არსებობს, ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ძველი კლიენტები და მოიზიდონ ახლები. შესაბამისად ისინი სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის ლოიალობის პროგრამებს, რათა მეტ პოტენციურ მომხმარებელს გაუჩნდეს მათთან ურთიერთობის სურვილი. კომერციული ბანკებისთვის ასევე მნიშვნელოვანია მაღალი გადახდისუნარიანი მომხმარებლის მოზიდვა, სწორედ ამიტომ, მათ აქვთ სპეციალურად შექმნილი პრემიუმ პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომია მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილისათვის მათი შემოსავლებიდან გამომდინარე. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ აბ საბანკო სერვისებს, რათა გქონდეთ ინფორმაცია, სანამ რომელიმე ბანკთან თანამშრომლობას გადაწყვეტდეთ.

ბანკები საქართველოში

სადებეტო ბარათები

ალბათ არ გაგჩენიათ კითხვა რა არის სადებეტო ბარატი, რამდენადაც საქართველოში, მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს სადებეტო ბარათები და დარწმუნებული ვარ, თქვენც სარგებლობთ ამით. თუმცა, არის რიგი საკითხები, რომელსაც ადამიანები დიდ ყურადღებას არ აქცევენ. სადებეტო ბარათები ალბათ ყველაზე გავრცელებული საბანკო ბარათებია. მისი მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია. სადეებტო ბარათით თქვენ გაქვთ წვდომა მხოლოდ იმ თანხაზე, რომელსაც ნამდვილად ფლობთ. მაგალითად ეს შეიძლება იყოს თქვენს მიერ გამომუშავებული ფული, რომელიც დამსაქმებელმა ანგარიშზე ჩაგირიცხათ. ან თანხა, რომელიც თქვენ თავად შეიტანეთ თქვენს ანგარიშზე. სადებეტო ბარათის გამოყენება შეგიძლიათ თითქმის ყველა კომერციულ დაწესებულებაში, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა (მაგალითად პატარა ჯიხურები). სადებეტო ბარათები გამოიყენება ნაღდი ფულის სანაცვლოდ. შესაბამისად, მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თქვენ დაცული ხართ დიდი თანხის ტარების რისკებისაგან. საბანკო ბარათები დაცულია კომერციული ბანკების მიერ, ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ დამტებით, მიზერული წლიური საფასურის სანაცვლოდ დააზღვიოთ თქვენი ბარათი. შესაბამისად, ბანკი აგინაზღაურებთ წინასწარ განსაზღვრული ლიმიტით თანხას, თუკი თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნიდით და თქვენი ანგარიშიდან ვინმემ უნებართვოდ გადარიცხა თანხა სხვა ანგარიშზე.  დაზღვევის პირობები და საფასური, ასევე ანაზღაურებადი ლიმიტი დამოკიდებულია თვითონ ბანკის პოლიტიკაზე. სადებეტო ბარათის ფლობის დროს ასევე დაცული ხართ ფულის დაკარგვისაგან, თუ ნაღდი ფული დაკარგეთ, დიდი ალბათობით მას ვეღარ დაიბრუნებთ. თუ სადებეტო ბარათი დაკარგეთ, საკმარისია დაუკავშირდეთ ბანკს და დროულად დაბლოკოთ ბარათი – ასე მას ვერავინ ვერ გამოიყენებს.

სადებეტო ბარათის აღება ნებისმიერ ბანკში შეგიძლიათ რომელსაც შეარჩევთ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ სადებეტო ბარათებს აქვს საკომისო ხარჯები და წლიური ღირებულება. საკომოსიო ხარჯებისა და წლიური ღირებულების ოდენობა განსხვავდება თითოეულ ბანკში, ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ რომელ ბანკში აიღოთ ბარათი, აუცილებელია გადახედოთ ამ  პირობებს. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სადებეტო ბარათებიდან თახნის ბანკომატიდან განაღდებაზეც მოქმედებს საკომისიო.

სახელფასო ბარათები სადებეტო ბარათებია, თუმცა მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პარამეტრები. მაგალითად, თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე შეგიძლიათ სადებეტო ბარათზე აიღოთ დამატებითი თანხა, რითიც ის საკრედიტო ბარათს ემსგავსება. ასევე, თუ სადებეტო ბარათი თქვენი სახელფასო ბარათია, შეგიძლიათ აიღოთ დამატებითი ოვერდტრაფტი. სწორედ ამ განსხვავებული პირობების გამო, აუცილებელია კარგად გაეცნოთ ყველა პირობას. აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ დეტალურად სადებეტო ბარათების შესახებ და ნახოთ რა პირობებს გთავაზობთ თითოეული კომერციული ბანკი სადებეტო ბარათებზე.

საკრედიტო ბარათები

საკრედიტო ბარათები ასევე ძალიან გავრცელებულია. შეიძლება ითქვას, საკრედიტო ბარათები სადებეტო ბარათების საწინააღმდეგოა. თუ სადეებტო ბარათით სარგებლობისას თქვენ გაქვთ წვდომა თქვენს საკუთარ ფულზე, საკრედიტო ბარათები გაძლევენ წვდომას ბანკის ფულზე. საკრედიტო ბარათები გამოიყენება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ადამიანმა იცის, რომ იმაზე მეტი ფული დაჭირდება ვიდრე მისი შემოსავალია, მაგრამ ამასთანავე გაცნობიერებული აქვს, რომ ეს თანხა უნდა დაფაროს, და შეუძლია მისი დაფარვა.

თქვენ შეგიძლიათ სადებეტო ბარათის ნაცვლად აიღოთ საკრედიტო ბარათი და ისარგებლოთ იმავე მოსმახურებით, რითიც სადებეტო ბარათის ქონის შემთხვევაში ისარგებლებდით, მაგალითად გადარიცხოთ თანხა, გადაიხადოთ მოსმახურეობისა თუ სერვისის საფასური და ა.შ. სადებეტო ბარათებს აქვს განსაზღრული ლიმიტი და გამოყენების დრო. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ლიმიტის ფარგლებში გამოიყენთ თუ დამატებითი თანხა გჭირდებათ. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკრედიტო ბარათებს თავისი საფასური აქვთ. შესაბამისად, ზოგჯერ საკრედიტო ბარათის ქონა და მისი არ გამოყენება შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე მისი გამოყენება. ამიტომაც, კარგად უნდა გაეცნოთ პირობებს და გადაწყვიტოთ, მართლც გჭირდებათ საკრედიტო ბარათი თუ არა. თუ ამის აუცილებლობა არ გაქვთ, უმჯობესია ისარგებლოთ სადებეტო ბარათით და დამატებითი ხაჯრების შემთხვევაში მიმართოთ სხვა გზას.

ალბათ მიხვდით, რომ საკრედიტო ბარათზე დამატებითი თანხის დახარჯვისას, უნდა დააბრუნოთ ის. ზოგიერთ საკრედიტო ბარათს აქვს ნულოვანი საპროცენტო განაკვეთი, ასეთ შემთხვევაში თქვენ განსაზღვრულ ვადაში უნდა დააბრუნოთ სრულად ის თანხა, რომელიც დამატებით გამოიყენეთ. თუ საკრედიტო ბარათს აქვს საპროცენტო განაკვეთი, მაშინ შესაბამისად უნდა დააბრუნოთ ძირი თანხა და პროცენტი. საკრედიტო ბარათის საფასური და ვადა დამოკიდებულია თვითონ ბანკზე, ხოლო საპროცენტო განაკვეთი და ლიმიტი დგება თქვენი შემოსავლების, გადახდისუნარიანობისა და საკრედიტო ისტორიის შესაბამისად. აქ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას საკრედიტო ბარათებზე და ნახოთ პირობები, რომლებსაც სხვადასხვა კომერციული ბანკები გთავაზობენ.

ბანკის მომსახურება

ანაბარი

ანაბრები ძალიან მნიშვნელოვანი საბანკო სერვისია, თუმცა სამწუხაროდ საქართველოში მათ ბევრი ადამიანი არ იყენებს. ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციაა. ბევრს არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ თანხა გადადოს და ანაბარზე ჩარიცხოს. თუმცა, ანაბრის ქონა ძალიან კარგია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ მიზერული თანხის გადადებას ახერხებთ. ანაბარის გაკეთება კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ წინასწარ შეაგროვოთ ფული, რომელიც იცით, რომ აუცილებლად დაგჭრიდებათ, მაგალითად ფული დასვენებისთვის, ან ახალი ტექნიკის შესაძენად. ასევე შეგიძლიათ ვადიანი ანაბარი გქონდეთ, რომელიც უახლოეს მომავალში არ გჭირდებათ. საზღვარგარეთ ძალიან გავრცელებულია ანაბრის გაკეთება მაგალითად ბავშვისთვის, რომელსაც მშობლები შვილის გაჩენამდე ხსნიან, რათა წინასწარ დააგროვონ საკმარისი თანხა. ასევე ხშირად ხსნიან ანაბარს ისეთი გრძელვადიანი მიზნებისათვის, როგორიცაა პენსიაზე გასვლა. როგორც ხედავთ, ანაბრის გახსნას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რატომ გახსნით ანაბარს თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა, სანამ გახსნას გადაწყვეტდეთ უნდა გქონდეთ განსაზღვრული მიზანი, რათა სწორად შეარჩიოთ ანაბრის სახეობა.

ანაბრები სხვადასხვა სახის არსებობს, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ მოკლევადიანი ანაბარი განსაზღვრული დროით, მაგალითად რამდენიმე თვით, იმისთვის რომ კონკრეტული თანხა დააგროვოთ. ან გრძელვადიანი ანაბარი. ზოგიერთ ანაბარზე თანხის გამოტანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ზოგიერთზე კი აუცილებელია ვადის გასვლას დაელოდოთ, რათა არ დაკარგოთ სარგებელი. ანაბრები განსხვავდება სარგებლითაც, როგორც წესი, გრძელ, ვადიან ანაბარს ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი აქვს. თქვენ შეგიძლიათ გახნათ ანაბარი როგორც ეროვნულ ასევე სხვა ვალუტაში, მაგალითად დოლარში. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა სახის ანაბრებს და ნახოთ რა პირობებს გთავაზობთ ანაბრებისათვის ესა თუ ის ბანკი საქართველოში.

საბანკო მომსახურეობები

სესხები

რამდენადაც ცოტა ანაბარია საქართველოში, იმდენად მეტი სესხია. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც არავითარი საბანკო ვალდებულება არ აქვს. შესაბამისად, ყველაზე ხშირად მოსახლოება სესხით ინტერესდება. ამიტომაც, ბანკები მრავალ სხვადასხვა ტიპის სესხს სთავაზობენ მოსახლეობას, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება პირობებითა და დანიშნულებით.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სესხის სახე სამომხმარებლო სესხია, როგორც წესი ამ ტიპის სესხის აღება ერთ-ერთი ყველაზე მარტივია. სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით, მაგალითად თუ გსურთ რამდენიმე ტიპის ტექნიკის შეძენა, თანხის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება და ასე შემდეგ.

ასევე ძალიან პოპულარულია საბანკო სწრაფი სესხები. საქართველოში ძალიან მომრავლდა მიკროსაფინანსო კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას  ონლაინ სწრაფ სესხებს სთავაზობენ ბანკებთან შედარებით ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთით. თუმცა, რადმენადაც მათთან სესხის აღება გაცილებით მარტივია და არ მოითხოვს ბანკისთვის დამახასიათებელ ბიუროკრატიას, მათ საკმაოდ ბევრი კლიენტი ჰყავდათ. შესაბამისად, ბანკებმაც დაიწყეს ამ ტიპის სესხების შეთავაზება უკეთესი პირობებით.

მოსახლეობას ასევე შეუძლია ისარგებლოს იპოთეკური სესხებით, კონკრეტული დანიშნულების სესხებით და სხვა. ზოგიერთი ბანკი უფრო მეტი ტიპის სესხს სთავაზობს მოსახლეობას, ზოგიერთი კი ნაკლებს. ასევე განსხვავებულია სეხსების პირობები, ვადები და საპროცენტო განაკვეთი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია მსესხებლის შემოსავალზე, გადახდისუნარიანობაზე და მის საკრედიტო ისტორიაზე.  სესხების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ამ სტატიაში, სადაც ნახავთ რომელი ბანკები რა ტიპის სესხებს სთავაზობენ მოსახლეობას და როგორი პირობებით.

საუკეთესო ბანკი საქართველოში

განვადება

განვადებაც, სესხებთან ერთად ძალიან პოპულარული საბანკო სერვისია. განვადება საშუალებას გვაძლევს ვიყიდოთ ესა თუ ის პროდუქტი და ნივთი, ან ვისარგებლოთ იმ მომსახურეობებით, რომელთა საფასურის სრულად დაფარვა არ შეგვიძლია. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ ახალი სმარტფონი, რომლის ღირებულება 1500 ლარია, მაგრამ ამ თანხის გადახდა სრულად არ შეგიძლიათ თქვენ გაქვთ ორი არჩევანი, ან დაელოდოთ როდის შეაგროვებთ საფასურს სრულად, ან გამოიტანოთ განვადება და ყოველთვიურად დაფაროთ თანხის გარკვეული ნაწილი.

როდესაც განვადებით ყიდულობთ ნივთს, მისი ღირებულება იზრდება, თუმცა პროცენტი, რომელიც ნივთის საფასურს ემატება, როგორც წესი, ძალიან მაღალი არ არის. რაც უფრო დიდხნიანია განვადება, მით უფრო მეტი თანხის გადახდა გიწევთ დამატებით. თუ თქვენ ნივთის საფასურის გარკვეული ნაწილი უკვე გაქვთ, შეგიძლიათ ეს თანხა გადაიხადოთ, ხოლო დარჩენილ ნაწილზე გააკეთოთ განვადება. მაგალითად, თუ სმარტფონი 1500 ლარი ღირს, თქვენ კი 700 ლარი გაქვთ, შეგიძლიათ განვადება გააკეთოთ დარჩენილ 800 ლარზე.

განვადება გაიცემა იმ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ საბანკო ანგარიში და შემოსავალი. ბანკი უფლებამოსილია შემოსავლებისა და საკრედიტო ისტორიის მიხედვით გასცეს ან არ გასცეს განვადება. ბანკი ასევე ადგენს კონკრეტულ ლიმიტს, რა თანხაზე შეგიძლიათ გააკეთოთ განვადება.  სხვა მხრივ, თუ ბანკში შემოსავლები გიფიქსირდებათ, განვადების მიღება საკმოად იოლია. ზოგიერთი ბანკის შემთხვევაში შეგიძლიათ განვადებაზე განაცხადი გააკეთოთ სახლიდან, ასე წინასწარ გეცოდინებათ გიმტკიცდებათ თუ არა განვადება. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ მიხვიდეთ ბანკის ოფისში ან მაღაზიაში სადაც ნივთის ყიდვა გინდათ, ზოგიერთ მაღაზიაში (მაგალითად ტექნიკის მაღაზიებში) ჰყავთ ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზევე გაგიფორმებენ განვადებას. განვადების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ და შეიტყოთ რომელი ბანკები რა პირობებით გთავაზობენ ამ მომსახურეობას.

ბანკები საქართველოში

ფულადი გზავნილები

ბანკის საშუალებით შეგიძლიათ განახორციელოთ ფულადი გზავნილები როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ბანკები გთავაზობენ სხვადასხვა კომპანიების მომსახურეობას იმისათვის, რომ საზღვარგარეთ გააგზავნოთ ფული, მაგალითად ასეთი კომპანიებია ვესტერნ იუნიონი და სხვა. ფულადი გზავნილები შეგიძლიათ განახორციელოთ როგორც ლარში ასევე სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში, მაგალითად დოლარში, ევროში და რუბლში. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ფულად გზავნილებს აქვს ლიმიტი და საკომისიო, რომელიც როგორც წესი, განისაზღვრება ერთი პროცენტიდან. საკომისიო და თანხობრივი ლიმიტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კომპანიას შეარჩევთ. ფულად გზავნილებს არ სჭირდება ანგარიშის გახსნა, თუ მაგალითად არ გაქვთ კონკრეტულ ბანკში ანგარიში, მაინც შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ბანკის მომსახურეობით თუ ფულის გაგზავნა დაგჭირდებათ. ამავე მომსახურეობით თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ფულადი გზავნილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფულადი გზავნილების სერვისის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ პირადი დანიშნულებით, მაგალითად თუ მეგობარს ან ოჯახის წევრს უგზავნით თანხას საზღვარგარეთ, ან პირიქით ისინი გიგზავნიან ფულს საქართველოში. ამ მომსახურეობას ვერ გამოიყენებთ, თუ მაგალითად საზღვარგარეთ რაიმეს ყიდულობთ და ღირებულების გადახდა გსურთ. აქ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ფულადი გზავნილების სერვისს და შეადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიებისა და ბანკების პირობები.

საბანკო სერვისები

ლოიალობის პროგრამები

როგორც ზემოთ ავღნიშნე, საქართველოში თხუთმეტი ბანკი ოპერირებს. შესაბამისად, მათ შორის კონკურენცია არსებობს და ბანკები გამუდმებით ცდილობენ ახალი კლიენტურის მოზიდვასა და ძველის შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ, ისინი სთავაზობენ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ლოალობის პროგრამებს. ეს ლოიალობის პროგრამები შეიძლება იყოს დროებითი და მოკლევადიანი ან გრძელდებოდეს დიდი ხნის განმავლობაში. როგორც წესი, ლოიალობის პროგრამები მიბმულია ბანკის ზოგიერთ სერვისს, მაგალითად საკრედიტო ან სადებეტო ბარათებს. ლოალობის პროგრამის მაგალითია ზოგიერთ კომერციულ დაწესებულებაში შენაძენზე თანხის ან ქულების დაგროვება, ასევე ქეშბექ სისტემა. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა კომერციული ბანკების ლოალობის პროგრამებს რომლებიც ახლა მიმდინარეობს.

საუკეთესო ბანკი

პრემიუმ პროგრამები

ზოგიერთი კომერციული ბანკი მოსახლეობას სთავაზობს პრემიუმ პროგრამებში ჩართვას. პრემიუმ პროგრამები განკუთვნილია ადამიანებისთვის რომელთაც აქვთ საშუალოზე მაღალი შემოსავალი. თუ რამდენი შემოსავალია საჭირო პრემიუმ პროგრამაში ჩართვისათვის დამოკიდებულია თავად ბანკებზე. ბანკებმა, რომელშიც თქვენი შემოსავალი გერიცხებათ შესაძლოა თავად შემოგთავაზოთ პრემიუმ პროგრამებში ჩართვა, ან თუ ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებთ, თქვენ თავად შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ პროგრამებში გაწევრიანება. ის ბენეფიტები, რაც პრემიუმ პროგრამებს აქვთ დამოკიდებულია თავად ბანკებზე. უმეტეს შემთხვევებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ პირადი ბანკირის მოსმახურეობით. ასევე ხშირად პრემიუმ პროგრამების ფარგლებში ბანკები სთავაზობენ კლიენტებს გარკვეულ ფასდაკლებებს ივენთებზე, მომსახურეობებსა და გარკვეულ პროდუქციაზე.  აქ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა ბანკების პრემიუმ პროგრამებს.

შეჯამება

როგორც ხედავთ საბანკო მომსახურეობები საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანია. იმისთვის, რომ მიიღოთ საუკეთესო პირობები და მომსაუხრეობა აუცილებელია კარგად იცოდეთ რას გულისხმობს თითოეული ეს მომსახურეობა და დეტალურად გაეცნოთ ამა თუ იმ კომერციული ბანკების პირობებს. ასევე მნიშვნელოვანია შეადაროთ ამა თუ იმ მომსახურეობაზე პირობები სხვადახხვა ბანკებში. მაგალითად, თუ იპოთეკური სესხის აღება გსურთ, ნუ დაკმაყოფილდებით ინფორმაციის მიღებით მხოლოდ ერთი ბანკიდან, არამედ გაეცანით პირობებს ყველა იმ ბანკში, რომელსაც იპოთეკური სესხი აქვთ. ეს დაგეხმარებათ შეარჩიოთ ესა თუ ის საბანკო მომსახურეობა იმ პირობებით, რომლებიც ყველაზე მისაღებია თქვენთვის.