LiteForex ფორექს ბროკერის მიმოხილვა

LiteForex ფორექს ბროკერის მიმოხილვა post thumbnail image

LiteForex საერთაშორისო ბროკერია რომელიც სავაჭრო სერვისებს სთავაზობს ქართველ მომხმარებელს. ბროკერის ვებსაიტის მიხედვით საბროკერო კომპანია რეგისტრირებულია კვიპროსში და ლიცენზირებულია ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოს CySEC – ის მიერ. ბროკერი მომხმარებელს სავალუტო წყვილებითა და ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტებით ვაჭრობას სთავაზობს. LiteForex ფორექს ბროკერთან ანგარიშის გახსნა შესაძლებელია 50 აშშ დოლარით. ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენოთ საკრედიტო მხარი 1:500-მდე. ბროკერი ასევე სთავაზოვბს გადახდის მეთოდების საკმაოდ დიდ არჩევანს და დაბალ სპრედებს. შესაბამისად, ერთი შეხედვით ბროკერი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ნუ იჩქარებთ მასთან ანგარიშის გახსნას სანამ არ დარწმუნდებით რომ ბროკერი ნამდვილად სანდოა. LiteForex-ის მიმოხილვა გაგაცნობთ ინფორმაციას ბროკერის რეგულაციების, მახასიათებლებისა და სერვისის შესახებ რათა სწორი არჩევანი გააკეთოთ.

არის თუ არა LiteForex სანდო ბროკერი

არის თუ არა LiteForex სანდო ბროკერი?

ბროეკრის ვებსაიტის მიხედვით, LiteForex დარეგისტრირებულია ლიმასოლში, კვიპროსში და შესაბამისად ლიცენზირებულია კვიპროსის მარეგულირებელი ორგანოს CySEC-ის მიერ. ბროკერს მითითებული აქვს რეგისტრაციისა და ლიცენზიის ნომერი რომელიც მარეგულირებელი ორგანოს ვებსაიტზე გადავამოწმეთ რათა მის ნამდვილობაში დავრწმუნებულიყავით. ბროკერი ნამდვილად ავტორიზირებულია, თუმცა მნიშნვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ ერთი გარემოება. LiteForex-ს მართავს კომპანია Liteforex (Europe) Limited (რომელიც რეგულირებულია კვიპროსში), და კომპანია LiteForex Investments Limited, რომელიც რეგისტირებული და ლიცენზირებულია მარშალის კუნძულებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ტრეიდერებს, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ემსახურება Liteforex (Europe) Limited, ხოლო ტრეიდერებს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ემსახურება  LiteForex Investments Limited.

ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რამდენადაც CySEC მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და მკაცრ მარეგულირებელ ორგანოდ, რაც შეეხება მარშალის კუნძულებს, იქ ხშირად რეგისტრირდებიან თაღლითი ბროკერები რომელთაც რეგულაციებისაგან თავის არიდება სურთ.  ამასთანავე, ბროკერს შეცდომაში შეყავს ქართული ვებსაიტის ვიზიტორები, რადგან საიტზე მითითებულია რომ იგი ეკუთვნის Liteforex (Europe) Limited-ს, ხოლო რეგულატორის ლიცენზიაში ჩამოთვლილ ვერიფიცირებულ დომეინებში ka.liteforex.com არ შედის. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ, რომ საბროკერო არ არის სანდო. ამასთანვე liteforex არ არის რეგისტრირებული საქართველოში და არ აქვს ეროვნული ბანკის ლიცენზია.

LiteForex საბროკერო კომპანია

ka.liteforex.com მიმოხილვა

ბროკერის ქართული ვებსაიტი არ არის შექმნილი ქართველი აუდიტორიისათვის, არამედ წარმოადგენს სხვა ვებსაიტის თარგმანს, რომელიც არც თუ ისე კარგია. თუ ბროკერის ინგლისურ ვებსაიტზე მოცემულია დიდი რაოდენობის კონტენტი ბროკერის მომსახურებისა და სავაჭრო პირობების შესახებ, საიტის ქართული ვარიანტი მხოლოდ საიტის პირველი გვერდისაგან შედგება. შესაბამისად, ქართველ მომხმარებელს არ შეუძლია სრული ინფორმაციის მიღება ბროკერისს ქართული ვებგვერდიდან, რაც მას არსებობის აზრს უკარგავს.  საიტზე არ არის მოცემული სავაჭრო ინსტრუმენტების სრული ჩამონათვალი, ინფორმაცია საკომისიო გადასახადების შესახებ და სხვა პირობები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტრეიდერისათვის.

LiteForex-ის ძირითადი მახასიათებლები – მინიმალური დეპოზიტი, საკრედიტო მხარი და სპრედები

LiteForex მომხმარებელს სთავაზობს სავალუტო წყვილებს და CFD პროდუქტებს ლითონებზე, ნავთობზე, საფონდო ინდექსებსა და კრიპტოვალუტაზე. ბროკერთან ვაჭრობა შესაძლებელია MT4 და MT5 სავაჭრო პლატფორმებზე. მინიმალური დეპოზიტი, რომელიც საჭიროა LiteForex-თან ანგარიშის გასახსნელად 50 დოლარია. შემდეგ ტრეიდერებს შეუძლიათ შეარჩიონ სავაჭრო ინსტრუმენტები და გამოიყენონ საკრედიტო მხარი 1:1 დან 1:500 -მდე. შემოთავაზებული საკრედიტო მხარი საკმაოდ მაღალია, ზოგადად საკრედიტო მხართან დიდი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ასეთი მაღალია.

რაც შეეხება სპრედებს, ბროკერი საიტზე დაბალ სპრედებს აჩვენებს, ვებსაიტის მიხედვით სპრედები იწყება 0.2 პუნქტიდან. თუმცა, ეს დამოკიდებულია სავაჭრო ანგარიშის ტიპზე. ამიტომ მოდით, განვიხილოთ სავაჭრო ანგარიშები და შემოთავაზებული სპრედები.

LiteForex-ის სავაჭრო ანგარიშის ტიპები

ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს ორი ტიპის ანგარიშს ელექტრონული კომუნიკაციის ნეთვორქის (ECN) და კლასიკურ ანგარიშს. ანგარიშის ტიპების შესახებ საიტზე საკმაოდ მწირი ინფორმაციაა მოცემული. მითითებულია მხოლოდ სპრედი, მინიმალური დეპოზიტი და საკრედიტო მხარი. საიტის ინგლისურ ვარიანტში მოცემულია უფრო ვრცელი ინფორმაცია. მაგალითად ქართული საიტისგან განსხვავებით იქ ჩანს რომ ECN ანგარიშისათვის საკომისიო გადასახადი 5 დოლარია თითოეულ ლოტზე, ხოლო კლასიკურ ანგარიშზე სპრედები 1.8 პუნქტიდან იწყება, რაც არც თუ ისე დაბალია.  თუ შევადარებთ LiteForex-ის სპრედებს სხვა საბროკერო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ სპრედებს ნახავთ, რომ განსხვავება ძალიან დიდია. მაგალითად XM მომხმარებელს სთავაზობს სპრედებს 1 პუნქტიდან სტანდარტულ ანგარიშზე.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

LiteForex რეიტინგი

თანხის განაღდება და გადახდის მეთოდები

საიტზე არ არის ინფორმაცია მოცემული არც თანხის შეტანისა და განაღდების პირობებზე. თუმცა, ჩვენ დავუკავშირდით მომსახურების სერვისს. მათი ინფორმაციით ბროკერს სჭირდება 3 სამუშაო დღე თანხის განაღდების მოთხოვნის დასადასტურებლად. თანხის განაღდებაზე არის საკომისიო გადასახადიც, თუმცა ის განსხვავებულია სხვადასხვა გადახდის მეთოდებისათვის. სამწუხაროდ საიტზე არ არის მოცემული დეტალური ინფორმაცია საკომისიოს შესახებ.

LiteForex-ის კლიენტთა მომსახურების სერვისი

მომსახურების სერვისთან დაკავშირება მხოლოდ ორი გზით შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ბროკერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ან გამოიყენოთ ონლაინ კონსულტაციის ფუნქცია. სამწუხაროდ საბროკერო კომპანიას არ ჰყავს ქართულად მოსაუბრე თანამშრომელი, შესაბამისად მასთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე მოგიწევთ. ასევე, ბროკერს არ აქვს მითითებული ტელეფონის ნომერი, რაც შეიძლება მიანიშნებდეს რომ ბროკერი მაინცდამაინც კეთილსინდისიერად არ  ემსახურება კლიენტებს. თაღლითი ბროკერები ხშირად მალავენ ტელეფონის ნომერს რათა უკმაყოფილო მომხმარებლების თავიდან არიდება მარტივად შეძლონ.

LiteForex-ის რეიტინგი

LiteForex-ის რეიტინგი ძალიან დაბალია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.  ადვილი შესაძლებელია რომ ბროკერი თაღლითიც კი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ საბროკერო კომპანია რეგულირებულია კვიპროსში, როგორც ნახეთ ქართველ ტრეიდერებს ის კომპანია ემსახურება, რომელიც რეგისტრირებულია არა კვიპროსში, არამედ მარშალის კუნძულებზე. ბროკერი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი და ამასთან ერთად, არ აწვდის მათ სრულ ინფორმაციას მომსახურეობაზე და მასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებზე. შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ რომ LiteForex არ არის რეკომენდირებული ბროკერი. უმჯობესი იქნება თუ არ დაიჭერთ მასთან საქმეს და გააგრძელებთ უკეთესი ბროკერის ძიებას, რათა თქვენი სავაჭრო კაპიტალი არ აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *