XM ფორექს ბროკერის მიმოხილვა

XM ფორექს ბროკერის მიმოხილვა post thumbnail image

XM ფორექს ბროკერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული ბროკერია ფორექს ბირჟაზე. საბროკერო კომპანია 2009 წელს დაარსდა და მალევე მოიპოვა წამყვანი ბროკერის სახელი. XM უკვე ათი წლის განმავლობაში ოპერირებს ფორექს ბირჟაზე მსოფლიო მასშტაბით და ერთ-ერთ ყველაზე სანდო კომპანიად ითვლება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ კვიპროსში დაფუძნებულ საბროკერო კომპანიას აქვს არამარტო ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოს CySEC-ის ლიცენზია, არამედ რეგულირებულია სხვა ყველაზე სანდო მარეგულირებელი ორგანოების მიერ.

XM ფორექს ბროკერი

არის თუ არა XM სანდო ბროკერი?

ამაზე პასუხი ნაწილობრივ უკვე გავეცით. ბროკერს აქვს ათწლიანი გამოცდილება და მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. საბროკერო კომპანია რეგისტრირებულია ნიქოზიაში, კვიპროსში და ავტორიზებულია ლოკალური მარეგულირებელი კომპანიის CySEC-ის მიერ ლიცენზიის ნომრით 120/10. ბროკერი ასევე რეგულირებულია ბრიტანეთის ფინანსური მარეგურილებელი ორგანოს FCA UK- ის მიერ ლიცენზიის ნომრით 705428, და ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომიისიის (ASIC) მიერ ლიცენზიის ნომრით 443670.
სამივე მარეგულირებელი ორგანო ითვლება რესპექტაბელურ ორგანოებად, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ბროკერების და მათი საქმიანობის შესწავლას ინვესტორთა დაცვის მიზნით. შესაბამისად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბროკერი სანდოა და XM-ის მხრიდან თაღლითობა მოსალოდნელი არ არის.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

რას სთავაზობს XM მომხმარებლებს

XM-ის რეიტინგი მაღალი მხოლოდ ლიცენზიების გამო არ არის. ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს სავაჭრო ინსტრუმენტების ფართო არჩევანს. ტრეიდერებს საშუალება აქვთ აირჩიოთ მათთვის სასურველი სავაჭრო ინსტრუმენტი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან

  • 55 სავალუტო წყვილი, რომელიც მოიცავს როგორც ძირითად, ასევე მეორეხარისხოვან და ეგზოტიკურ სავალუტო წყვილებს
  • CFD-ები ძირითად ინდექსებზე
  • CFD-ები ასობით კომპანიის ფასიან ქაღალდებზე, როგორიცაა Adobe, Alibaba, JP Morgan, Netflix, Amazon, Apple და სხვა.
  • CFD-ები ისეთ ნედლეულზე როგორიცაა კაკაო, შაქარი, ხორბალი და სხვა
  • CFD-ები ძვირფას ლითონებზე, მათ შორისაა პალადიუმი, ოქრო, ვერცხლი და სხვა.
  • CFD-ები ენერგიებზე, მათ შორის გაზზე, ნავთობზე და სხვა.
  • CFD-ები ძირითად კრიპტოვალუტაზე: ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი, ბიტკოინ-ქეში და ლაითკოინი.
  • CFD-ები ასამდე ამერიკული, გერმანული და ბრიტანული კომპანიების აქციებზე.

XM მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე სანდო, მაღალტექნოლოგიურ და პოპულარულ სავაჭრო პლატფორმებს MetaTrader და 4 MetaTrader 5 -ს. მათი გამოყენება შეიძლება როგორც კომპუტერსა და ლეპტოპზე ასევე ტაბლეტზე და IOS და Android ოპერატიული სისტემის მქონე სმარტფონებზე. ეს საშუალებას აძლევს ტრეიდერებს ივაჭრონ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში რაც კიდევ უფრო მარტივს და მომგებიანს ხდის ფორექსზე ვაჭრობას.

არის თუ არა XM სანდო ბროკერი

XM ის ძირითადი მახასიათებლები – მინიმალური დეპოზიტი, საკრედიტო მხარი და სპრედები

XM-თან ანგარიშის გახსნა შესაძლებელია სულ რაღაც 5 აშშ დოლარით. ბროკერის დაბალი მინიმალური დეპოზიტი საშუალებას აძლევს ნებისმიერი კაპიტალის მქონე ტრეიდერებს გახსნან ანგარიში და დაიწყონ ვაჭრობა. არც თუ ისე ბევრი ბროკერია რომელიც ასეთ დაბალ მინიმალური დეპოზიტის შემოთავაზება შეუძლია

რაც შეეხება საკრედიტო მხარს, ბროკერთან მომხმარებელს შეუძლია 1:888 საკრედიტო მხარის გამოყენება. თუმცა არ არის აუცილებელი მაქსიმალური საკრედიტო მხარის გამოყენება, მომხმარებელს თავად შეუძლია აირჩიოს რამდენად გამოიყენებს შემოთავაზებულ საკრედიტო მხარს.  ევროკავშირის ქვეყნებში შეზღუდულია საკრედიტო მხარის გამოყენება, რომელიც აღემატება 1:30, თუმცა ის ფაქტი რომ ბროკერი არამხოლოდ ევროპაშია რეგულირებული არამედ აქვს IFSC საშუალებას აძლევს სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს, მათ შორის ქართველებს შესთავაზოს გაცილებით მაღალი საკრედიტო მხარი.

ბევრი ტრეიდერი XM-ს უპირატესობას სწორედ სპრედების გამო ანიჭებს. ბროკერთან სპრედები იწყება 1 პიპიდან სტანდარტულ ანგარიშზე და 0.6 პიპიდან Ultra low სავაჭრო ანგარიშზე.

XM-ის სავაჭრო ანგარიშის ტიპები

ქართველ მომხმარებელს XM სთავაზობს სამი ტიპის სავაჭრო ანგარიშს: Micro, Standard, და Ultra low სავაჭრო ანგარიშს. მათი გახსნა შესაძლებელია რამოდენიმე ვალუტაში და სამივე ექაუნთი დაცულია უარყოფითი ბალანსისაგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელობავანია ფორექსზე ვაჭრობის დროს, მითუმეტეს დამწყები ტრეიდერებისათვის. მიკრო და სტანდარტული ექაუნთების გასახნელად საკმარისია 5 აშშ დოლარი, ხოლო Ultra low ანგარიშის გახსნისთვის საჭიროა 50 აშშ დოლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ბროკერები ხშირად მოითხოვენ 250 დოლარს და მეტს სტანდარტული ექაუნთისათივს XM ითვლება ყველაზე ხელმისაწვდომ ბროკერად.

გარდა ამისა, XM საბროკერო კომპანია კლიენტების განვითარებაზე ზრუნვითაცაა გამორჩეული. ბროკერს აქვს რამდენიმე ტიპის საგანმანათლებლო და დამხმარე მასალა განთავსებული საიტზე, მათ შორისაა ტექნიკური ანალიზი, ფორექსისა და საფონდო ბირჟის მიმოხილვები, ბაზრის ყოველდღიური მიმოხილვები, საგანმანათლებლო ვიდეობი, ვებინარები, და სემინარები.  XM-თან ანგარიშის გახსნა რამდენიმე ენაზეა შესაძლებელი, რამდენადაც ბროკერის საიტის ნახვა შეიძლება დაახლოებით 25 ენაზე. სამწუხაროდ, შემოთავაზებულ ენებს შორის ქართული არ არის, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გახსნათ XM-ის ინგლისური ან რუსული ანგარიშები.

თანხის განაღდება და გადახდის მეთოდები

თანხის განაღდება და გადახდის მეთოდები მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საერთაშორისო ბროკერთან ვაჭრობისას. XM-თან სავაჭრო ანგარიშის შესავსებად და თანხის განაღდებისთვის  შეგიძლიათ გამოიყენოთ გადახდის რამოდენმე მეთოდი, მათ შორის საკრედიტო/სადებეტო ბარათები, საბანკო ტრანზაქცია ან ელექტრონული გადახდის მეთოდები. ბროკერთან თანხის განაღდება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ტრეიდერს შეუძლია საკუთარ სავაჭრო ანგარიშზე დააფიქსიროს თანხის განაღდების მოთოვნა. მოთხოვნის დადასტურებას დაახლოებით ერთი სამუშაო დღე სჭირდება, ამის შემდეგ მომხმარებელი თანხას მიიღებს იმ დროში რა დროც ჭირდება კონკრეტული გადახდის მეთოდის მომწოდებელ კომპანიას ტრანზაქციისათვის.
რაც მთავარია ბროკერს არ აქვს საკომისიო დეპოზიტისა და თანხის განაღდებისათვის, ორივე ტრანზაქცია სრულიად უფასოა.  ეს XM-ის კიდევ ერთი უპირატესობაა, რადგან ბროკერების დიდი ნაწილი საკომისიოს სწორედ მომხმარებელს აკისრებს.

XM-ის კლიენტთა მომსახურების სერვისი

ფორექს ბაზარზე არსებულ ბროკერებს შორის XM ნამდივლად გამოირჩევა კლიენტების მომსახურების სერვისით. ბროკერთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ელექტრონული ფოსტა, ასევე ონლაინ კონსულტაცია რომელიც კვირაში 5 დღე, 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ. ასევე, შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ ბროკერის მულტილინგვისტურ დამხმარე გუნდს თვენი სასაუბრო ენის შესაბამისად. როგორც ავღნიშნე, სამწუხაროდ მათ რიგებში ჯერ-ჯერობით ქართული არაა, რადგან საქართველოში ფორექსზე ვაჭრობა ჯერ-ჯერობით პოპულარული არ არის.

XM რეიტინგი

XM არამხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბროკერია, არამედ აქვს საუკეთესო პირობები ფორექს და CFD ვაჭრობისათვის. ის რეგულირებულია რამოდენიმე მარეგულირებელი ორგანოების მიერ რაც სრულად გამორიცხავს რაიმე ტიპის თაღლითობის შესაძლებლობას. ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს მათზე მორგებულ სავაჭრო პირობებსა და ტარიფებს. შედეგად XM-თან ვაჭრობა მისაღებია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ტრეიდერისათვის. დაბალი მინიმალური დეპოზიტი, საკომისიო გადასახადების არ არსებობა, დაბალი სპრედები, სავაჭრო ინსტრუმენტებისა და პლატფორმის ფართო აღჩევანი –  ეს მხოლოდ ნაწილია მთელი რიგი მახასიათებლებისა რომლებიც XM-ს გამოარჩევს სხვა ბროკერებისაგან. შესაბამისად, შეგიძლიათ თამამად გახსნათ ანგარიში ბროკერთან და გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა რასაც საბროკერო კომპანია გთავაზობთ.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *