სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად შემცირდა
სავალუტო რეზერვები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აქტივია, სწორი ეკონომიკური მდგომარეობის ჩამოყალიბებასა და მისი სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რეზერვების მოცულობა მუდმივად ცვალებადია და ეს ნორმალურია. საქართველოს შემთხვევაშიც, მცირედით თუმცა მაინც, ყოველთვიურად სავალუტო რეზერვების მოცულობის ცვლილება სახეზეა, თუმცა 2023 წლის მაისის მონაცემებით, სხვაობამ საკმაოდ არსებით ნიშნულს – 128 მილიონ დოლარს მიაღწია. ყოველივე ამაზე დეტალები იხილეთ ქვემოთ.
რა მიზეზით შემცირდა სავალუტო რეზერვები?
საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით, მთლიანი სავალუტო რეზერვების ზომა მცირედით აღემატებოდა 5 მილიარდ დოლარს. 2023 წლის აპრილთან შედარებით, კი მოცულობა 128 მილიონი დოლარით შემცირდა. მიუხედავად დეტალური ანგარიშის გამოქვეყნებსა, ეროვნული ბანკი ჯერჯერობით არ ასახელებს სავალუტო რეზერვების შემცირების მიზეზს. მკვლევარების აზრით მსგავსად არსებითი ცვლილების მიზეზი სავარაუდოდ საგარეო ვალების გადახდაა. მოგეხსენებათ ქვეყნების მიერ საგარეო ვალის ერთ-ერთი აქტიური პრაქტიკა, სწორედ რომ სავალუტო რეზერვების გამოყენებაა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, აქტიურად დაიწყო რეზერვების შესყიდვა რომელთა მიზანი თავისთავად, სავალუტო რეზერვების გაზრდაა. თუმცა მუხედავად ამისა, 2 ივნისს უკვე მოხდა 40 მილიონი დოლარის გასაყიდად გამოტანა, ლარის სწრაფი გაუფასურების მიზეზით. აქედან, ბაზრის მიერ მხოლოდ 17 მილიონი დოლარის ათვისება მოხდა.
როგორ იცვლებოდა სავალუტო რეზერვების მოცულობა წლების მანძილზე?
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის მსგავსად წინა პერიოდი არც ისე დაღმავალი ტრენდებით გამოირჩეოდა. მაგალითისთვის აღსანიშნავია, 2010 წლის რეკორდულო მზარი მაჩვენებელი, როდესაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგია მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის გამოყენება იყო, რაც ბანკს საშუალებას აძლევდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაფიქსირებით, მეტად გაეზრდა გავლენა საერთაშორისო ბაზარზე და დადებითა აესახა ეს ყოველივე საქართველოს საბანკო სექტორზე. შესაბამისად, საქართველო იმ პერიოში მთავარ ორიენტირად სარეზერვო ფულის მასას იყენებდა, რომლის რეკორდული ზრდის მაჩვენებელი ბუნებრივი პროცესებით იყო გამოწვეული.
ეს ტრენდი 2017 წლის შემდგომ პერიოდშიც სტაბილურად შენარჩუნდა. უფრო მეტიც, 2017-2019 წლები სავალუტო რეზერვების მოცულობის კუთხით საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა. ორი წლის მანძილზე, თვიურად ფულადი რეზერვების მოცულობა მცირედ აღმასვლას ან შემცირებას განიცდიდა და საბოლოოდ 2.7 მილიარდი დოლარიდან 3.6 მილიარდ დოლარამდე მაიღწია. შედარებითი მნიშვნელოვანი ცვლილება სავალუტო რეზერვებმა პანდემიის პერიოდში დაიწყო. 2020-2022 წლები მნიშვნელოვანი დაღმასვლის ტენდენციით ხასიათდებოდა. უდაბლესი შედეგი იყო 2022 წლის ზაფხულში არსებული ნიშნული რაც 3.5 მილიარდ დოლარს მცირედით აღემატებოდა. რაც შეეხება 2023 წლის ტენდენციას, წლის დასაწყისში ფულადი რეზერვების ნიშნული 4.5 მილაირდ აშშ დოლარს აღემატებოდა. უმაღლესი რეზერვული მასა დაფიქსირდა 2023 წლი მარტში, 5 მილიარდზე მეტი მაჩვენებლით, ხოლო მაისში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სავალუტო რეზერვები კვლავ 5 მილიარდიანი ნიშნულის ქვევით დაეცა.
ერთი შეხედვით სავალუტო რეზერვების ცვლილებას მოქალაქეებზე არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი გავლენა თუმცა რეალობა იმაში მდგომარეობს რომ მსგავსი ცვლილებების ფონზე, ასევე იცვლება ქვეყნის შიდა ეკონომიკური თავისებურებები, განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მხრივ. ეს კი პირდაპი გავლენას ახდენს მათზე, ვინც საფინანსო სექტორში ოპერირებს, თუნდაც ეს იყოს საერთაშორისო ბაზრებზე და ბროკერებზე ვაჭრობა, მათ შორის XM-სა და სხვა პრესტიჟულ პლატფორმებზე. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ისევე როგორც საქართველოს სავალუტო რეზერვების სტაბილურობის ზრდა დადებითი ტენდენციების გამომწვევია ქვეყნის შიდა ეკონომიკურ ვითარებაში.