როგორ დაიხარჯება 2020 წლის ბიუჯეტი?
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ანტიკრიზისული ბიუჯეტი მომზადებულია კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მასში ასახულია, როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ხარჯები, რომელიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.
გიორგი კაკაურიძის თქმით, ადრეულ ეტაპზე დაწყებული პრევენციული ზომებით, ეფექტიანი მართვით, ხელისუფლებამ წარმატებით შეძლო ქვეყანაში ეპიდემიის ფართოდ გავრცელების აღკვეთა. პარალელურად კი, მუშაობა დაიწო ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში საჭირო დამატებითი რესურსი (შემოსულობებში მოსალოდნელი 1.8 მლრდ ლარის დანაკლისის გარეშე) შეადგენს 3,4 მლრდ ლარს და მოიცავს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებისთვის საჭირო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც საჭიროა გამოიყოს მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში.
ამ ანგარშში კი კონკრეტულად არის აღწერილი, თუ რა რაოდენობის თანხა დაiხარჯება გარკვეულ ღონისძიებებსა თუ პროექტებზე. 450,0 მლნ ლარი დაიხარჯება იმ დაქირავებულ დასაქმებულ პირებზე, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური ან ხელფასი. ისინი ყოველთვიურად მიიღებენ დახმარებას 200 ლარის ოდენობით, 6 თვiს განმავლობაში. გარკვეულწილად ამ პორბლემასთან საბრძოლველად და სხvა მიზეზების გამოც, 250,0 მლნ ლარი დაიხარჯება სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე, რაც ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ბევრ დაწესებულებას.
მთავრობამ ასევე გამოყო თანხა თვითდასაქმებულთა ერთჯერადად დასახმარებლად და ეს თანხა ბიუჯეტიდას საბოლოო ჯამში გამოიყენებს 75,0 მლნ ლარს.
იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ან დაკარდა სამსახური, შეუმცირდა შემოსავალი თუ საერთოდ დაკარგა, მთავრობამ გადაწყვიტა მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსდირება და ამაზე დაიხარჯება 170,0 მლნ ლარი.
თანხა გამოყოფილია 65-დან 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების დასახმარებლადაც 6 თვის განმავლობაში და ეს თანხა შეადგენს 48,0 მლნ ლარს. ხოლო 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი მრავალშვილიანი ოჯახები კი მიიღებენ 100 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში. ამ პროექტზე დაიხარჯება 13,0 მლნ ლარამდე. მსგავს დახმარებას მიიღებენ ასევე მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვებიც და ამაზე დაიხარჯება 24,0 მლნ ლარი.
მთავრობამ ასევე გადაწყვტა თანხის მობილიზება StopCoV ფონდის ანგარიშზეც და ამაში დაიხარჯება 133,5 მლნ ლარი. ფული დაიხარჯება ასევე საკარანტინო სივცრეებით მომსახურების ანაზღაურებისა და ფრენების სუბსიდირებისთვისაც. ეს პროექტი საჭიროებს 45,0 მლნ ლარს. ასევე მოხდება სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებაც, რაცეზ დაიხარჯება 70,0 მლნ ლარი. ტურისტული ობიექტები ასევე განთავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან, რაშიც მთავრობა 45,0 მლნ ლარს დახარჯავს.
საკმაოდ მაღალია ხარჯები ჯანდაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მხრივ და საბოლოო ჯამური თანხა შეადგენს 285,0 მლნ ლარს. ფული ასევე ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნის გაუმჯობესებისთვისაც დაიხარჯება. ეს პროექტი დაფინანსდება 60,0 მლნ ლარით.
ძალიან დიდ ფინანსურ ძალისხმევას მოითხოვს საკრედიტო და საგარანტიო სქემების დაფინანსებაც. ამაზე მთავრობა 330 მლნ ლარს დახარჯავს.
ამ ყველაფერთან ერთად ასევე გაიცემა მცირე გრანტებიც, რაც საჭიროებს 20,0 მლნ ლარს. აუცილებელია ასევე სამშენებლო სექტორის მხარდაჭერაც (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვების) და ამაზე დაიხაჯება 40,0 მლნ ლარი.
მიმდინარე მოვლენების პირობებში სოფლის მეურნეობის სექტორი ნამდვილად არ იყო მთავრობის პრიორიტეტი, რის გამოც ის 2020 წლის ბოლომდე აპირებს მის სრულ მხარდაჭერას და ამ სექტორის გასაძლიერებლად გამოყო 139,0 მლნ ლარი;
ყველაზე დიდი ოდენობით თანხა კი დაიხარჯება ორ პროექტზე. ეს არის: დღგ-ს დამატებით დაბრუნება და კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნა. ამ ორი პროექტიდან თითოეულზე დაიხარჯება ზუსტად 600,0 მლნ ლარი.