აპრილი, 2021: წლიური ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში 7.2%-ს შეადგენს
საქართველოს სტატისტიკის ოფისის (ჯეოსტატის) ბოლო მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, მაშინ, როცა წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. ჯეოსტატის განცხადებით, წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, ფასები ჯამში 6.9%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა წლიური ძირითადი ინფლაცია თამბაქოს გარეშე 6.8% იყო.
თვიური ინფლაციის დონეზე ძირითადად გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებსა თუ სერვისებზე:
- ტრანსპორტი (გაიზარდა 3%-ით)
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (გაიზარდა 4.9%-ით)
- ავეჯი და საოჯახო აღჭურვილობა (გაიზარდა 2.1%-ით)
- საჭმელი და არაალკოჰოლური სასმელები (გაიზარდა 0.3%-ით)
რაც შეეხება წლიური ინფლაციის დონეს, ფასები გაიზარდა ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა რესტორანი და სასტუმრო (15%-ით), ჯანმრთელობა (13.8%-ით), ტრანსპორტი (12.4%-ით), კომუნალურები, წყალი, ელექტრო ენერგია, გაზი და საწვავი გაიზარდა 7.1%-ით და საკვები და არაალკოჰოლური სასმელები 3%-ით.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციის დონის შემცირება წინა დეკემბრის თვიდან მოყოლებული, დაკავშირებულია კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის მიერ გაკეთებული სუბსიდიებით. როგორც ვიცით, ეს ყველაფერი კოვიდ-19-ისგან გამოწვეული პანდემიის შემდეგ დაიწყო, როდესაც მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, დახმარებოდა ქართველ მოსახლეობას და სწორედ კომუნალურების გადასახადის დაფარვის გზით, მათთვის ხელი შეეწყო ეკონომიკურ გაჯანსაღებაში. თუმცა, როდესაც სუბსიდია დასრულდა წინა თვეში, ამ ყველაფერმა ინფლაციის სწრაფი აღმასვლა გამოიწვია, რაც გასაკვირი არაა, რადგნაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სწრაფად აისახება პროდუქტებსა და სერვისებზე ფასების ცვლილებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება
იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა დიდი ხანია გადაიხარა თავისი მიზნიდან და გამწვავდა ინფლაციის ზემოქმედებები, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ გაზარდოს მონეტარული პოლიტიკის მაჩვენებელი 1 პროცენტით. თუ გავითვალისწინებთ შეცვლილ მდომარეობას, რომელიც წინა შეხვედრის შემდეგ განვითარდა, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 6.5% იქნება 2021 წლისთვის, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა მიაღწევს მიზნობრივ ნიშნულს. რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების პროგნოზს, საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 4%-ით უნდა გაიზარდოს დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალური ბანკის თქმით, ინფლაციის წნეხი ძირითადად განპირობებულია საერთაშორისო პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო უცხოურ ბაზრებზე და ამასთან, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო, რომელიც ასევე გარკვეულწილად რისკის შემცველია ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში ლარი მდგომარეობა ძალიან სუსტია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაკარგულია მისი მსყიდველობითი უნარი. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ დოლართან მიმართებაში ლარმა უკვე უმაღლეს, 3.44 ნიშნულს მიაღწია, რაც ყველა დროის ანტირეკორდია. ეს ყველაფერი კი ცხადია, ბოლო დროინდელი ეკონომიკური კრიზისის გამო არის გამოწვეული, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა დასტაბილურდება და საქართველო შეძლებს ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალ ნიშნულამდე ავიდეს.
დასკვნა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს სტატისტიკის ოფისის (ჯეოსტატის) ბოლო მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, მაშინ, როცა წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. ფასები გაიზარდა ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებსა თუ სერვისებზე როგორებიცაა ტრანსპორტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, საჭმელი და არაალკოჰოლური სასმელები და ა.შ. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციის დონის შემცირება წინა დეკემბრის თვიდან მოყოლებული, დაკავშირებულია კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის მიერ გაკეთებული სუბსიდიებით.