რას ნიშნავს კორონავირუსი სადაზღვევო კომპანიებისთვის post thumbnail image

რას ნიშნავს კორონავირუსი სადაზღვევო კომპანიებისთვის

კორონავირუსის პანდემიამ ძალიან ბევრი სექტორი დააყენა საფრთხის წინაშე და ყველაზე რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინ აქვს მსოფლიოს უდიდეს ნაწილში. კორონავირუსის ახალი ვარიანტი, კოვიდ-19 ჩინეთის პროვინცია ვუჰანიდან გავრცელდა და ახლა უკვე მთელს მსოფლიოში არის მოდებული. თითქმის არ დარჩა ქვეყანა, რომელშიც ეს ვირუსი ჯერ არ აღმოჩენილა და მისი გავრცელების სისწრაფის გათვალისწინებით განსაკუთრებული ზომების მიღება აუცილებლად გახდება საჭირო ქვეყნების უმრავლესობაში. ამ ვირუსის გავრცელებმა სამყარო სულ სხვა პრობლემებზე დააფიქრა, რომლებიც სულ რაღაც 2-3 თვის წინ არავინ ახსოვდა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია დღეს უკვე აცხადებს, რომ პანდემია დიდი ალბათობით კიდე თვეების განმავლობაში გაგარძელდება და კიდევ ბერვ სხვა ინდუსტრიასაც შეეხება და დააზარალებს.

ბევრისთვის სიტყვა პანდემია აქამდე სრულად უცნობი იყო, ეს კი სწორედ იმიტომ, რომ პანდემიაბი კაცობრიორბის ისტორიაში სულ რამდენიმეა. დაავადების ასეთი ტიპის გავრცელების შანსი დაახლოებით საუკუნეში ერთხელ ჩნდება, და იმ შემთხვევაში თუ მაქ სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, შესაძლოა სავალალო შედეგებამდეც მიგვიყვანოს. მაგალითისთვის ისტორიაში ბოლო პანდემია ე.წ “ისპანკა” იყო, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 50 მილიონი ადამიანი შეეწირა. ეს 1918 წელს, ანუ თითქმის ზუსტად 100 წლის წინ. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობების გათვალიწინებით სიკვდილიანობის დონე გაცილებით დაბალი იქნება და იმ ზომების მიღების გამო რომლებსაც მსოფლიოს გარშემო ქვეყნები დღესდღეობით მიმართავენ, შესაძლებელი გახდება გავრცელების ტემპის შენელებაც, თუმცა საქმე იმაშია, რომ დღეს ვირუსის გავრცელებსი ბევრად მეტი საშიშროებაც არსებობს და შეიძლება ეს პანდემიაც კი გადაწვდეს მოსახლოების დიდ ნაწილს.

როდესაც ვსაუბრობთ პანდემიაზე, ანუ ვირუსული ინფექცისს პანდემიურ გავრცელებაზე, ეს უკვე ცვლის იმ სამოქმედო გეგმასა და ინფრასტრუქტურების ფუნქციონირებს ცვეულ რიტმს და საკითხსი უკვე სულ სხვა მნიშვნელობის ხდება. როგორ ცშეამჩნევდით მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში ახლა ან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინია. ეს ზომების იმისთვის არის მიღებულის რომ მოსახლეობაში ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად იქნეს შენელებული და რაც შეიძლება გახანგრძლივდეს ვირუსის პიკის პერიოდი, რათა ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს ეფექტურად გაუწიოს დახმარება ყველა იმ ადამიანს ვისაც სამედიცინო ყურადღება დასჭრიდება. ასეთი მეთოდებით კი უკვე შესაძლებელი ხდება, რომ გაკონტროლდეს სიტუაცია და მოსახლოებაც უფრო დაცულად გრძნობდეს თავს. ამ პანდემიის დროს განსაკუთრებულად წამოიჩრა წინ დაზღვევის საკითხი, კერძოდ კი რა პროტოკოლი ვრცელდება სადაზღვევო კომპანიებსა და მათ სერვისებზე პანდემიის დროს და საჭიროებს თუ არა არსებული მოდელი ცვლილებას?

სიტუაცია მსოფლიო მასშტაბით

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა მიდგომებს იყენებს კორონავირუსთან საბრძოლველად. მაშინ როდესაც მათი უმრავლესობა პანდემიის დროს მაინც უფასუდ სთავაზობს მოსახლეობას იმ დახმარებას რომელიც მათ სამედიცინო პერსონალისგან სჭირდებათ, ასევე არის გამონაკლისებიც, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები.  ამერიკაში მიუხედავად ამ დაავადების პანდემიად გამოცხადებისა, არ არის უფასო ტესტის გაკეთება და დაზღვევის არ ქონის შემთხვევაში პაციენტს თავისი სამედიცინო ხარჯების მთლიანად დაფარვა თავად მოუწევს. ამ მიდგომას ბევრი მოწინაააღმდეგე ჰყავს თავად შტატებშირადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის რომ უნივერსალური ჯანდაცვის პაკეტი , მათ როგორც განვითარებული ქვეყნის წევრებს ნამდვილად ეკუთვნით, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს, თუმცა საინტერესო რომ ეს დისკუსიები და ეს მოთხოვნები აქამდეც ძალიან პოპულარული იყო და ამ ცვლილებას მოსახლოების დიდი ნაწილი ემხრობა. თუმცაღა, დღესდღეობით ამერიკაშირელობა ასეთია: არ არისებობს უნივერსალური ჯანდაცვა, დაზღვევის გარესე წარმოუდგენელია დახმარების მიღება, რადგან როგორც ალბათ იცით, სამედიცინო სერვისები ამერიკაში განსაკუთრებით ძვირია.ეს პრობლემა შეიძლება ტრივიალურად მოგეჩვენოთ ან ჩათვალოთ რომ მხოლოდ ერთეულებს არ აქვთ დაზღვევა, თუმცა რეალური სურათი სულ სხვანაირია. როდესაც ვსაუბრობთ პანდემიაზე, ეს ნიშნავს რომ იმის ალბათობა რომ ის ნებისიერ მოქალაქეს შეიძლება დაემართოს ძალიან მაღალია. რადგანაც ამ ვირუსზე ჯერ ბერვი არაფერი ვიცით, მისი მკურნალობის მეთოდებიც ძირითადად პროფესიონალების ინტუიციაზე არის დამოკიდებული. ეს დაავადება განსაკუთრებულ საფრტხე წარმოადგენს მათთვის ვინც იმუნოკომპრომიზირებულია და შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაურთულდეს ეს დაავადება. როდესაც ვსაუბრობთ პანდემიაზე რომელიც ასეთი სსწრაფით ვრცელდება და ასეთ საფრტხეს წარმოადგესნ მთელი საზოგადოებისთვის, იმ პიროვნების ჰოსპიტალიზირირება, რომელსაც სავარაუდოდ კორონავირუსი აქვს არის აუცილებლობა და არა არჩევანი. ნებისმიერ ნორმალურ სიტუაციაში, იმ პიროვნების საავადმყოფოში არ მოთავსება დაზღვევის არ ქონის შემთხვევაში თავად მისი გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს და რაც მთავარია ის არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს სხვებისთვის, თუმცა როდესაც საუბარია პანდემიაზე, რომელიც ასე სწრაფად ვრცელდება და რომელი სასწრაფოდ უნდა იქნებს აყვანილი კონტროლის ქვეშ თქვენ მოგიწევთ, რომ დროზე გადახვიდეთ აღმოუჩინოთ ამ პიროვნებას დახმარება და ეს ნამდვილად გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოს.

ბევრი იწერება ამ ვირუსის სიკვდილიანობის დონეზე. ყველაზე ობიექტური სიმართლეს ამ ომენტში არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით თუ რეალურად რა პროცენტული მაჩვენებელი აქვს ამ ვირუსს, რადგანც ჩვენ ასევე არ ვიცით თუ სრულიად, მსოფლიო მასშტაბით რამდენ პიროვნებას აქვს კორონავირუსი, რადგან კორონავირუსის ყველა ქეისის 80% მიმდინარეობს მსუბუქად, ზოგჯერ კი სრულიად უსიმპტომოდ. ამიტომ მისგან თავის დაცვაც ბევრად უფრო რთული ხდება. ასეთი შემთხვევებისას აუცილებელის ერთიანობა და ყველა რესურსის მობილიზება რათა  მოხდეს პანდემიის სწრაფად შეჩერება და მოსახლეობსი მაქსიმალურად დაცვა ამ ვირუსის გავრცელებისგან.

ამის გაკეთებული შეუძლებელია, თუ პიროვნებას ვერ მიეწოდება აუცილებელი სამედიცინო მომსახურება და თუ ის ვერ ახერხებს იმკურნალოს ჰოსპიტავლში იმის გამო რომ არ აქვს სადაზღვევო პაკეტი.  ასეთი პაციენტისთვის უარის თქმა დიდ საფრთხეს უქმნსი მთლიანად თემს, რეგიონს და ქალქასაც კი და ამ შემთხვევების უყურადღებოდ დატოვება წარმოუდგენლად დიდი რისკია.

თუმცა თ დაზღვევაზე ვლაპარაკობთ  ასევე უნდა ვახსენოთ, რომ ასეთ შემთხვევებში სადაზღვევო კომპანიეს იშვიათად არიან პასუხისმგებლები უფასო მომსახურებებზე და ეს უფრო თავად სახელმწიფო დაწესებულებებისა და სამედიცინო დაწესებულებების დამსახურებაა, რომლებიც აცნობიერებენ სიტუაციის სიმძიმეს და დახმარების ყველასთვის გაწევის აუცილებლობას. ეს ეხება საჯარო კლინიკებს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ამას კერზო კლინიკებიც აკეთებენ პანდემიის დროს, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია.

ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და ევროპის მასშტაბით ამ მოვლენებს სახელმწიფო აპარატები და სამედიცინო დაწესებულებების ერთობლივი რესურსებით ებრძვიან, და სადაზღვევო კომპანიების დახმარებით, რომლებიც ყველა მოქალაქეს სთავაზობენ თუნდაც რაცად დონეზე შეზღუდულ სადაზღვევო პაკეტს, ყველას ეძლევა შანსი რომ ჩაიტაროს ტესტი, მიიღოს საჭირო დანიშნულებები და რაც მთავარია იმკურნალოს, როგორც საჭიროა, ასევე საჭიროების შემთხვევაში. ასეთი მიდგომა ბევრად უფრო ამარტივებს პანდემიასთან ბრძოლის პროცესს და როგორც წესი, პანდემიემზე სპეციალური შეთავაზებებიც ვრცელდება თითქმის ყველა ტიპის სადაზღვევო პაკეტებში. საქმე იმაშია, ღომ მაგალითისთვის შეიძლება დაგემართოთ ბევრად უფრო სერიოსული და გართულებული ფორმა რაიმე სხვა დააავადების, თუმცა როგორც ერთი ინდივიდუალური შემთხვევა,  თქვენ შეიზლება არ აგინაზღაურდეთ ამა თუ იმ გართულებისთვის მიღებული დახმარება, რადგან ეს კონკრეტული პროცედურა არ შედიოდა თქვენს სადაზღვევო პაკეტში, რომელიც შეიძლება იყოს უნივერსლური დაზღვევის ნაწილი ან რაიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის შეთავაზების ნაწილი. როდესაც ვსაუბრობთ პანდემიაზე, მაშინ ნებისმიერ ტიპის დაზღვევა უნდა ფარავდეს ამ გადასახადებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ დაზღვევა სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულებები უნდა უზრუნველყოფდნენ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რადგან ამ შემთხვევაშ ნებისმიერ ადამანის ჯანმრთელობა სახელმწიფოს ინტერესებში შედის და მასზე ზრუნვა წარმოადგენს აუცილებლობას რათა შენელდეს გავრცელების ტემპის და ქვეყანა მალევე გამოვიდე ამ რთული მდგომარეობიდან.  როდესაც ცხადდება პანდემია ყველა დაწესებლების მოვალეობაა, რომ ამ პანდემიასთან გამკლავების პროცესი ბევრად უფრო იოლი გახდეს, და რაც მთავარია დაჩქარდეს ქვეყნის გამოჯანმრთელების პროცესი. თუმცა აქ უნდა ვიფიქროთ იმ ფინანსებზეც რომელბიც ამ ყველა ოპერაციას ჭირდება და სად უნდა ვეძებოთ ისინი იმ შემთხვევაში თუ ისეთ ადგილა მოვხვდით, სადაც კორონავირუსზე მკურნალობა უფასო არ არის. და სადაც უმარტივესი პროცედურებიც კი შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს.

ვითარება საქართველოში

საქართველოში ბევრი დაზღვევის პაკეტი მოქმედებს, კერძო კომპნიებიც სთავაზობენ მომხარებლებს ამ სრვისებს და ასევე არსებობს გარკვეული ჯგუფებისთვის უფასო დაზღვევა რომეზეხ სახელმწიფო ზრუნავს. გამომდინარე იქიდან რომ პანდემია ხდება ძალიან იშვიათად და იმიტომ, რომ ბევრი ამ პრობელმას საერთოდაც ვერ მოესწრება მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ეს არცერთი პროვაიდერისთვის არ არის პრიორიტეტი ასე რომ თქვენ იშვიათად თუ შეხვდებით სადაზღვევო პაკეტს, რომელიც პანდემიაზე საუბრობს. საქართველოს შემთხვევაში მიდგომა სრულიად განსხვავდება ა.შ.შ-ს მიდგომისგან და საქართველოს მოსახლოების მასშტაბით ყველას მიეწოდება ეს სერვისი დაზღვევის გარეშეც კი ასეთ მიდგომას მსოფლიოს უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს და ეს ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა ამ პროცედურაში  ბევრი გართულებაც შეიძლება წამოიჭრად რამაც შეიძლება უკან დაწიოს ქვეყნის პროგრესი.

როდესაც საქართველოში კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, საჭიროება იმისა, რომ  გამოყოფილი ყოფილიყო დამატებითი ადგილები და რესურსები ჯერ კიდევ არ იყო. თუმცა დროთა განმავლობაში, როდესაც უფრო მომრავლდეაბ ქეისების რაოდენობა ბუნებრივია დაგვჭირდება დამატებითი რესურსებიც. თანდაპირველად საუბარი იყო მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებზე, და იმაზე რომ საყოველთაო დაზღვევა ამ ხარჯებს დაფარავდა ხოლო ტესტებისა და თავა მკურნალობის პროცედრა მოსახლოებისთვის უფასო იქნებოდა. ეს ბუნებრივი რთულია პერიოდი იქნება თავად  სადაზღვევო კომპანიებისთვის, კერძო კომპანიებისთვის განსაკუთრებით, რადგანაც მათი რესურსები ამ მომენტში ძალიან შემცირებულია რადგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას ზოგადად რთულდეაბ ნებისმიერი ბიზნესის წარმოება, თუმცა ბევრი კერძო სადაზღვევო პაკეტი ფარავს პანდემიის შესაძლებლობასაც, მაგრამ ამ შემტხვევასი არ დადგება ამ დაზღვევით სარგებლობის აუციელბლობა ქვეყნის მასშტაბით.

თუმცა რესურსები, რომელბცი უნდა გამოიყოს იმისთვის, რომ ყველას შეძოს მკურნალობა ბერვდ აღემატება ყველა იმ საჯარო დაწესებულები რესურსს სადანც მკურნალობსი საშუალება არის. როდესაც თავიდან გაჟღერდა იდეა, რომ კერძო სექტორი უფრო ჩართული უნდა ყოფილიყო მთელ ამ პროცედურაში და რა თქმა უნდა უსასყიდლოდ, კერძო სექტორისგან წამოვიდა კომენტარები, რომელიც სულ სხვა რეალობას ხატავდა და გამორიცხავდა ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობას, რომელიც დაავალდებულებდა კერზო სექტორს რომ არ მიეღო არანაირი ანაზღაურება იმ  სერვისებისთვის, რომლებსაც მოსახლეობას კორონავირუსის პანდეემიის დროს დაუწევდნენ. თუმცა მას შემდეგ რც საზოგადოებისა და ოფიციალური პირების მხრიდან წამოვიდა მოწოდებები, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსეი ჩადებულიყო ამ პანდემისტან ბრძოლისთვსი კერო სექტორი მხრიდან რადგან სახელწიფო მხოლოდ თავისი რესურსებით ამას წარმტებით ვერ გაუმკლავდებოდა. ასეთი მოწოდებების შემდეგ კი ბევრმა კერძო კლინიკამ გამოყო საკუთარი სივრცე რათა უფასოდ ემკურნალათ მოსახლეოისთვის.

რეალურად ასეთი მოდელით სარგებლობის დროს სახელმწიფო თავის თავზე იღებს იმ ხარჯებს რაც კორონავირუსის დროს დასჭირდება მოახლოებას, თუმცა ასევე ითხოვს გარკვეულ თავშეწირვას კერძო სექტორის მხრიდან რომელიც შემოსავალს ამ სერვისებიდან ვერ ნახავს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველა იზიარებს მოსაზრებას, რომ ასეთ სიტუაციებში ფულის კეთესბისთვის ადგილი ნამდვილად არ არის, ასევე რეაისტურადაც უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ასეთი მოწოდოებებისგან ყვეაზე მეტად დაზარალდება სწორედ კერძო სექტორი რადგან როდესაც სახლემწიფოს რესურსები ბერვად უფრო დიდია და მათ უკეთ გამოყენებც შეუძლია სახელმწიფოს ეს არ ვრცელდება თუნდა იმ კლინიკებზე რომლებიც საკუთარ სივრცეს დაუთმობენ უსასყიდლოდ მთავრობას. საგანგებო მდგომაორების გამოცხადები და შემდეგ უკვე კარანტინის გამოცხადება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს საახელმწიოს სხვადასხვა უფლებამოსილებებს აძლეს, რაც სხვა დროს მმართველ ძალას არ აქვს. მაგალისთისთვის როდესაც ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა ხელისფლებას ეძლევა უფლება, რომე ნებისმიერ კერძო დაწესებულების სივრცე საჭიროების მიხედვით გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის, ამ შემთხვევაში ავადმყოფების განთავსებისთვის და მათთვის საჭირო დახმარების აღმოჩენისთვის.  სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს მანამდე სანამ ამის აუცილებელი საჭიროება დადგენა, თუმცა კერძო სექტორისა და დაზღვევის თემა მაინც საკმაოდ ბუდნოვანია.

სადაზღვევო კომპანიების მოვალეობა ამ პერიოდში სრულად არის დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ მიღოებულ პოლიტიკაზე. მაგალითისთვის შეერთებულ შტატებში ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიებს წინ ძალიან რთული რამდენიმ თვე ელით რადგან დიდი ალბათობით მათი კლიენტების აბსოლიტური უმრავლესობა რაღაც მომენტსი დადგება სამედიცინო დათვალირერების ან ტესტის გაკეთების საჭიროსბი წინაშე და ეს ხარჯები დააწვება ამ კონკრეტულ სექტორს, რომელიც არ თანამშრომლობს ამ ეტაპზე სახელმწიფოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი მხრივ სახელმწიფოს უტოვებს მეტ თახნას სხვა რესურსები მოსაპოებლად, ემორესხმრივ ართულებს მთლიან მკურნალობის პროცეუდუასაცა რადგან მას ნაკლებად ინკლუზიურს ხდის და მის მიღებას თითქმის შეუძლებლად აქცევს მოსახლოების იმ ნაწილისთვსი, რომელიც სულაც არ არის დაზღვეული. ისევე როგორც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვაზე, ასევე უნდა განვიხილოთ ის სცენარიც, როცა ეს სადაზღვევო კომპანიები უკვე ვეღარ აუვლენ განახადებს და მოუწევთ წარმოუდგენლად დიდი თანხების დაბრუნება მოსახლეობისთვის.

როდესაც პანდემიაზე ვსაუბრობთ ესავტომატურად ზრდის იმ მასშტაბებს რასაც სწვდება ვირუსი და იმ ადამიანების რიცხვებს ვინც ამ პანდემიის ნაწილი გახდება. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში უკვე ფიქსირდება კოვიდ-19 თუნდაც ერთი შემთხვევა დიდი შანსია, რომ არის სხვა, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი შემთხვევები, და ეს ძალიან ზრდის იმის საშისროება რომ სიტუაცია გამოვიდეს კონტროლიდან. როდესაც სახელწმიფო პირდაპირ არის ჩართული თვითონ მკურნალობის პროცესის ფინანსურ ასპექტებში ეს ყველა ამ პროცესის თანამონაწილება უმარტივებს საქმეს. ეს ეხება როგორც სადაზღვევო კომპანიებს, ისე თავად პაციენტებსაც რომლებსაც აღარ მოუწევთ იმაზე ნერვიულობა მოახერხებენ თუ არა იმას, რომ გაიკეთონ საჭირო ტესტირებები და შეძლებენ თუ არა რომ მოაგროვონ ფინანასური ხარჯები ნებისმიერი საჭირო პროცედურისთვის. თავისთავად, როცა ექიმი დარწმუნებულია რომ ამ პროცედურებზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო და არა კერძო სადაზღვევო კომპანია, წარამტებული კომუნიკაციის შესაძლებლობებიც იზრდება. ეს განსაკუთრებიტ მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა და რომლის ეკონომიკა და ფინანსრუი პრაქტიკები საკმაოდ სუსტია ჯერ კიდევ. ქვეყნის მასშტაბით ასეთი პოლიტიკის გატარება დააჩქარებს მთელს პროცედურასაც რადგან მოსახლეოას არ უწევს დამატებითი ფორმების შევსება ან მარჩიელობა, თუ რა თანხის გადახდა მოუწევთ ადგილზე ან ფარავს თუ არა კონკრეტულად მათთვის საჭირო პროცედურას მათი დაზღვევა.

ეს შექმნის გარკვეულ ეკონომიკურ პრობლემებს მომავალში და რესურსები მხრვი შეიძლება სხვა სექტორებისთვის უკვე აღარ დარჩეს  იმდენი რესურსი. ჩვენ უკვე განვიხილეთ თუ როგორი ეკონომიკური შედეგები შეიძლება ქონდეს პანდემაის, კონრეკტულად კი კოვიდ-19-ის გავრცელებას ზოგადად ნებისმიერი ასეთი კრიტიკურლი სიტუაცია ძალინ ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მიუხედავად იმისა, თუ რა პროცედურებს გაატარებს მტავრობა პრევენციის სახით,  ქვეყანას წინ ურთულესი რამდენიმე თვე ელის.

შესაბამისა ამჟამას საქართველოს პრიორიტეტი მოსახლეობსი ჯანრმთელბოს შენარჩუნებაა. ამის მიღწევის ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდი კი არის უფასო ტესტები და პანდემიის განმავლობაში მოსახლეობსი სამედიცინო მომსახურებების საფასურის დაფარვა.  ასეთი მიდგომა უკეთ მორგებულია ასევე პატარა სახელმწიფოებზე რადგან უფრო მარტივად დასაორგანზიზებელი ასეთი პოლიტიკა და ნაკლები შანსია რომ გამოიწვიო ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა უბრალოდ იმიტომ, რომ სერვისები უფასოა. საქართველოს მოქალაქეებს ტესტების გაკეთება შეეძლებათ უფასოდ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროებას თავად მკურნალი ექიმები დაინახავენ. საქართველოში სადაზღვევო კომაპნიებს ამ რთულ პერიოდში დიდი ცვლილებები არ ელით, რადგან ყველა ვინც კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას და დადასტურების შემთხვევაში მკურნალობას დაიწყებს, ეს ხარჯები იქნება დაფარული ამ სადაზღვევო კომპანიის ჩარევის გარეშე.

ეს კარგი პრეცენდენტია და ასევე მოსახლოების გაერთიანებასაც უწყობს ხელს, თუმცა ის თუ რა ეფექტი ექნება ასეთ სვლას ქვეყნის ეკონომიკასა და ბიუჯეტზე ჯერ უცნობია, თუმცა შეგვიზლია ვივარაუდოდ რომ დარტყმა საკმაოდ დიდი იქნება. როგორც ნებისმიერ სხვა ასეთ შემთხვევაში, პრიორიტეტების თავიდანვე დაწესება ყველაზე მნიშვენლოვანია და საქართველოსმ მთელი თავისი რესურსები მოქალაქეების უსაფრთხოებაში და ჯანდაცვაში ჩადო. ეს ბუნებრივია შეანალებეს ვირუსის გავრცელების ტემპს და დიდ ალბათობით ასევე შეამცირებს კოვიდ-19-ის შეთხვევებს ქვეყნის მასშტაბით თუმცა ამის გამო შეიქმნება სხვა ტიპის პრობლემები რომელთანაც გასამკლავებლად ჩვენ მზად შეიძლება არ აღმოვჩნდეთ.

რომელი მიდგომა არის ოპტმალური

იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსთან ბრძოლაში სადაზღვევო კომპანიები არიან ჩართულები და ამ პოლიტიკას მთელი ქვეყანა ემორჩიება, ეს შედარებით ასუსტებს წნეხს თავად სახელმწიფოზე და იმ რესურსებზე, რომელბიც აუცილებელი დაიხარჯოს ისევ ამ მიმართულებით თუმცა სხვა კუთხით. შესაბამისად მეტი შანსი აქვს ქვეყნას, რომ ფინანსური კუთხით უფრო მომზადებული აღმოჩნდეს რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსთან ბრძოლისას. ხშირად შეიძლება წავაწყდეთ მოწოდებებს, რომლებიც ყველა არსებული წესრიგის დარღვევისკენ მოგვიწოდებენ მაშინ, როდესაც საქმე პანდემიასთან გვაქვს. ანუ ყველა ის ეკონომიკური სტრუქტურა და წესი, რომელიც ნორმალურ პირობებში აუცილებელია ეკონომიკისი სტიმულირებისთვის ახლა უკანა პლანზე უნდა გადავიდეს ან საერთოდაც დავიწყებული უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნის რესუსრსების პანდემიისთან საბრძოლველად მობილიზება ნამდვილად კარგად ჟღერს ეს იშვიათად არის რეალური რადგან, ქვეყანამ ასევე უნდა განაგრძოს არსებობა პანდემიის შემდეგაც და ის სტრუქტურები და სისტემები, თუნდაც როგორიცაა სადაზღვევოები და მათი პოლიტიკა, ამ აღდგენითი სამუშაოების დროს გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმის დადგენაში, თუ რამდენად მოახერხებს ქვეყანა მალევე დაუბრუნდეს თავის თავდაპირველ, პანდემიამდელ მდგომარეობას. აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებული იყოს რაც შეიძლება მეტი ფულის ბრუნვა და ის ფინანსური რიტუალების, რომელბიც ქვეყნის ეკონომიკას აუცილებლად სჭირდება და ამის კარგად განსხაზღვrა გადამწყვეტი იქნება ყველა ქვეყნისთვის. თუ შევხედავთ ამერიკის შემთხვევას, ბევრი ადამიანი ვერ მიირებს საჭირო დახმარებას, თუმცა სადაზღვევოს კომპანიები ცვეულბ რეჟიმში მოემსახურებიან მათ კლიენტებს და სახელმწიფოს. ეს ნიშნავს, რომ რისკი იმისა, რომ ამ ვირუსისგან დაიღუპებიან ამერიკის მოქალაქეები უფრო მაღალია, თუმცა ამ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ამერიკისთვის ახლა ზედმეტი თავსატეხია, რადგან ეს პროცედურების მაინც გაწელილი იქნება ბიუროკრატიულ დონზეზე და სავარაუდოდ იმდენი დრო დასჭირდება რომ ცვლილებების ეფექტურობაც აღარ იქნება ისეთი მაღალი. ამით ქვეყანა ასე თუ ისე ინარჩუნებს “ნორმალურობის” შეგრძნებას ანუ ისეთი მნიშვენლოვანი დაწესებულებები, როგორებიცაა სადაზღვევო კომპანიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ თავისი სერვისების მიწოდებას. როგოგრც ვახსენეთ ასეთ მომენტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი სტრუქტურა დარჩეს უცვლელი რათა ქვეყანას ეკონომიკა თავზე არ ჩამოენგრეს. ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკა უფრო გრძელვადიან სურათს უყურებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასევე გულისხმობს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის უგულებელყოფას. როგორც ვახსენეთ სხვადასხვა ზომის ქვეყნებზე სხვადასხვა მიდგომა უფრო კარგად მუშაობს. ამერიკაში დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი არის დაუზღვეველი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მათი დიდი ნაწილი ან ვერ მიიღებს საჭირო დახმარებას რადგან უბრალოდ არ ექნება ამის ფინანასები, ან ის ვინც მიიღებს შემდეგ წლების განმავლობაში მოუწევს ამის საფასურის გადახდა. თუმცა ამის ფონზე ქვეყნის ეკონომიკა ასე თუ ისე დაზღვეული იქნება, თუმცა მაინც მოუწევს ბევრი სირთულის გადალახვა. ასეთი მიდგომა, როდესაც სადაზღვევო კომპანიები არიან პასუხისმგებლები კორონავირუსით მკურნალობაზე ან ასეთი დაზღვევის არქონის შემთხვევაში სულაც არ მიეწოდებათ ადამიანებს ასეთი სერვისები, პრიორიტეტს ეკონომიკაზე აკეთებს და სწორედ ამით ხელმძღვანელობს გადაწყვეტილებების მიღებაში და შეიძლება ბევრს ასეთი მიდგომა არაჰუმანური ეგონოს, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ არის. როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, პანდემიის შემდგომი პერიოდი არც თუ ისე ნაკლებად მტკივნეული გადასატანი იქნება მოსახლეობისთვის და ქვეყნებისთვის. დაიწყება ძალიან ბერი ისეთი ეკონომიკური გამოწვევა, რომელსაც სახელმწიფოები ან გაუმკლავდებიან ან არა. აუცილებლად იქნება დეფიციტი სხვადასხვა პროდუქციაზე, გართულებული იქნება გადაადგილების სისტემები, ტურიზმი ალბათ კიდევ კარგა ხანს არ იქნება კარგ მდგომარეობაში და ბევრი ბიზნესი კიდევ თვეების განავმლობაში ვერ შეძლებს რომ რეგულარულ სამუშაო განრიგს დაუბრუნდეს. ეს ყველაფერი სწორედ ეკონომიკას დააწვება პირველ რიგში და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტორიც იყოს გათვალიწინებული ქვეყნის პანდემიასთან ბრძოლის პოლიტიკაში. საქმე იმაშია, რომ ეს ეკონომიკური სირთულეები არ შეეხება მხოლოდ ბიზნესებსა და ტურიზმის ინდუსტრიას ეს გაართულებს და გააძვირებს ყოველდღიურ ცხოვრებას და თუნდაც ყველაზე აუცილებელი საგნების შეძენას თითქმის შეუძლებელს გახდის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილისთვის. ამან შეიძლება უფრო დიდ და გრძელვადიანი კვალი დატოვოს საზოგადეობაზე ვიდრე ეს კორონავირუსმა ქნა რადგან უკვე ამ პერიოდში სისტემების უმრავლესობა ჩვეულებრივ ფუნქციონირებას დაუბრუნდება და უბრალოდ რთული იქნება იგივე მეთოდებით ხელმძღვანელობა, როგორითაც დღეს, პანდემიიც პერიოდში ხელმძღვანელობს მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე ვიცით რომ პანდემიის შემდგომი პერიოდიც რთული იქნება, თუმცა უფრო ეკონომიკურად. თუ კოვიდ-19-თა გამკალვების პერიოდში ეკონომიკა იმ დონეზე დაზარალდა, რომ შემდეგი თვეები ეკონომიკურად ბევრად გართულდეს მაშინ ამასაც თავისი მსხვერპლი მოჰყვება.