ყველაფერი რაც უნდა იცოდეს დამწყებმა ინვესტორმა post thumbnail image

ყველაფერი რაც უნდა იცოდეს დამწყებმა ინვესტორმა

დღესდღეობით, ფულის დახარჯვის ცდუნება თითქმის ყოველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ადამიანი ცდილობს ამ ცდუნებასთან გამკლავებას, მაგამ ხშირ შემთხვევაში, ის ნებდება თავის სურვილებს და ადგილზე, დაუფიქრებლად ხარჯავს თავის ფულს. ეს არის სწორედ ის ძირითადი მიზეზი, რომელიც აკავებს ადამიანს ფინანსური სტაბილურობის მიღწევისგან. ამავდროულად, ყველა ადამიანს აქვს სურვილი რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთოს, რაც სავსებით ბუნებრივია. ძირითადად ამითვის მიმართავენ მაღალანაზღაურებად სამსახურებს ან აგროვებენ თანხას სხვადასხვა მცირე შემოსავლის წყაროდან. ამ დროს, იგივე ან უფრო დიდი მოგების მიღება შესაძლებელია ბევრად უფრო მარტივად და ნაკლები ძალისხმევის ჩადებით. ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატვა, რომელიც ადამიანს შეუძლია აირჩიოს, ეს არის თავისი თანხის ინვესტიციებში ჩადება.

ხშირ შემთხვევაში თუ ადამიანს აქვს დაზოგილი თანხა, მას უჩნდება კითხვა ანაბარზე მოვათავსო თუ ინვესტიციებში ჩავდო? იდეალურ შემთხვევაში კი, ადამიანს ანაბარზე უნდა ჰქონდეს ფული შენახული და ამავდროულად ინვესტიციებშიც დებდეს მას. იმ შემთხვევაში, თუ ორივეს ერთდოულად გაკეთების საშუალება არ აქვს ადამინს, მაშინ თუ ინვესტირების რისკების უგულებელჰყოფას მოვახდენთ, ის ფულის შენახვაზე უფრო ოპტიმალურიც კი არის რადგან ეს არის იდეალური გზა ფულის გასაკეთებლად და ამაზე დახარჯული დროის მინიმუმადე დასაყვანად. ინვესტიციებით ფულის გაკეთების შემდეგ კი უკვე აუცილებელი იქნება ანაბრის გახსნაც.

ინვესტიციები წარმოადგენს პასიური შემოსავლის ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ, მომგებიან და ეფექტურ გზას. თუმცა, ხშირად საქართველოში ფულის შოვნის ამ მეთოდს ეჭვის თვალით უყურებენ, რაც გასაგებია თუ გავითვალისწინებთ რომ ქვეყნის ეკონომიკა არც თუ ისე სტაბილურია. მაგრამ ეს წინ არ გადაეღობება იმ ინვესტორს, რომელსაც შეუძლია სიტუაციის მართებულად გაანალიზება და შესაძლებლობების სწორად შეფასება და გამოყენება. რეალურად ბევრად უფრო მეტი არის დამოკიდებული თვითონ ინვესტორზე, ვიდრე იმ გარემოებებზე, რომლებშიც ის არის მოხვედრილი, უბრალოდ იმიტომ, რომ ყველაფერი იმ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რომელსაც ის მიიღებს.

ინვესტიციების სახეები

ფულის ინვესტიციებში ჩასადებად აუცილებელია ავირჩოთ ის სექტორი ან გზა, რომელიც ყველაზე ოპტიმალური იქნება კონკრეტული პირისთვის. საბედნიეროდ, საკმარისზე მეტი სხვადასხვა საშუალება არსებობს ინვესტიციებში ჩასართობად, ნებსმიერი გამოცდილების დონის მქონე პირისთვის. იმისათვის, რათა ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ იმის შესახებ, თუ რა ტიპის ინვესტციების არსებობს, მარტივად განგიმარტავთ მათ სტრუქტურას.

ინვესტიციები უპირველეს ყოვლისა იყოფა რეალურ და ფინანსურ კატეგორიებად. რეალური ინვესტიციები ხშირ შემთხევვააში უფრო მომგებიანია მაგრამ ამასთან ერთად, ბევრად უფრო მეტ შრომის ჩადებასაც საჭიროებს. რეალური ინვესტიციები წარმოადგენენ ყველაფერს მიწათმფლობელობიდან დაწყებული, ნედლეულობით ვაჭრობით დამთავრებული. რაც შეეხება ფინანსურ ინვესტიციებს ან სხვაგვარად, სპეკულაციურ ინვესტიციებს, ეს ბევრად უფრო მარტივი გზაა ფულის ამ გზით გასაკეთებლად. ეს გაცილებით ნაკლებ გამოცდილებას საჭიროებს ვიდრე რეალურ ინვესტიციებთან მუშაობა, რადგან არც თუ ისე რთულია იმის სწავლა, თუ როგორ გავხდეთ იმ კატეგორიის ინვესტორი, რომელიც ძირითადად ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსრუი ინსტრუმენტების შეძენით არის დაკავებული.

ინვესტიციებს ასევე არჩევენ ფულის ჩადებიდან მოგების მიღებამდე დროის მანძილის მიხედვითაც. არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინვესტიციები. გრძელვადიანი არის მაგალითად, საწარმო ინვესტიციები, როდესაც ადამიანი ფულს დებს პერსპექტიულ კომპანიაში და მოგებას ელის გარკვეული დროის შემდეგ, ძირითადად ერთი ან რამოდენიმე წლის შემდეგ. მოკლევადიანი კი ეწოდება ნებისმიერ ინვესტიციას, რომელიც მოგებას ერთი წლის მანძილზე ელის.

ინვესტიცებს ასევე რისკის მიხედვითაც არჩევენ ერთმანეთისგან. მიჩნეულია, რომ რაც უფრო სარისკოა ინვესტიცია, მით უფრო მეტი მოგება მოაქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, გამოცდილი და დამწყები ინვესტორებიც ხშირ შემთხვევაში, თავს არიდებენ მაღალ რისკიან ინვესტიციებს, მიუხედავად იმ პოტენციალისა, რომელიც მათ გააჩნით.

და ბოლოს, ინვესტიციებს ანსხვავებენ საკუთრების ფორმის მიხედვით. კერძო ინვესტიცია, გულისხმობს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, ინდივიდუალურად განხორციელებულ ინვესტიციას. სახელმწიფო ინვესტიცია ნიშნავს, ინვესტიციას, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტის გამოყენებით ჩაიდო. უცხოური, სახელწოდების შესაბამისად, გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქისა თუ კომპანიის მიერ ჩადებულ ინვესტიციას. უკანასკნელი კატეგორია, ეს არის შერეული ინვესტიციას, როდესაც სახელმწიფო და კერძო პირი ერთბლივი ძალებით ახორცილებენ ინვესტიციას.

ეს რაც შეეხებოდა უფრო ტრადიციულ კატეგორიებს. თუმცა, 21-ე საუკუნეში ბევრად უფრო ფართო შესაძებლობები აქვთ პოტენცურ ინვესტორებს. ინვესტიციების ყველაზე პოპულარულ ინსტუმენტებს მიეკუთვნება:

  • ფორექსის ბაზარი
  • მიკროკრედიტი
  • საბანკო დეპოზიტები
  • აქციები
  • საფონდო ბირჟა
  • კრიპტოვალუტით ვაჭრობა
  • უძრავი ქონების ინვესტიცია
  • ძვირფასი ლითონები

რა თქმა უნდა, ყველა ეს კატეგორიაც ქვეკატეგორიებად იყოფა რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის უზარმაზარი ვარიანტების რაოდენობა არსებობს, თუ რომელი სახის ინვესტიციებში ჩაერთოს და აირჩიოს, რომელი შეეფერება მას ყველაზე მეტად. სწორედ ამ მიზეზის გამო, პოტენციურად ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს, თუნდაც თვითგანსწავლული ინვესტორი და მიმართოს ფულის გამომუშავების ამ არაორდინალურ და განსხვავებულ გზას, რაც მას ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში დაეხმარება.

ინვესტირების პოზიტიური და ნეგატიური მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ ფულის გაკეთების უამრავი საშუალება არსებობს, მათ უმეტესობას ბევრი ძალისხმევა, დრო და ენერგა ესაჭიროება. ინვესტიციის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ფაქტორიც სწორედ ამას უკავშირდება. მათი მეშვეობით ადამიანს შეუძლია ზუსტად იმდენივე თანხის გამომუშავება, რამდენსაც აკეთებს რიგითი კომპანიის თანამშრომელი, მაგრამ ამისთვის მას 2-ჯერ ან  3-ჯერ ნაკლები დრო დასჭირდება.

თუ ინვესტიციები თქვენი მთავარი შემოსავლის წყარო გახდება, ამ შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ თავისუფლად მართოთ თქვენი დღის განრიგი და იმუშაოთ მაშინ, როდესად მოგესურვებათ, რაც უფრო მეტ საშუალებას მოგცემთ ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად, გასართობად და სხვა არა-პროფესიული საქმეებისთვის დროის დასათმობად.

ამასთან ერთად, იმ შმეთხვევაში, თუ ინვესტიციები თქვენი შემოსავლის ერთ-ერთი დამატებითი წყაროა, ეს საკმაოდ დიდი სარგებელს წარმოადგენს. ეს გაძლევთ შემოსავლების დივერსიფიკაციის საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მაშინ, როდესაც უმეტესობას ერთი შემოსავლის წყარო აქვს, თქვენ როგორც ინვესტორს გაქვთ, რამოდენიმე ფულის კეთების წყარო. ეს გაძლევთ კრედიტის შეუზღუდავ აქტებს შორის განაწილების საშუალებას. ეს ფაქტორი ძალზედ მნშვნელოვანია ფინანსური დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისთვის, რადგან ამით თქვენი ბიუჯეტის უსაფრთხოებას ზრდით. ამ მოცემულობაში, თუ თქვვენ  შემოსავლის რომელიმე წყაროს დაკარგავთ, ყოველთვის გექნებათ უზრუნველყოფილი ფულის შოვნის ალტერნატიული გზა.

ინესტიციები ასევე მშვენიერი გზაა დამატებთი განათლების მისაღებად ისეთ საკითხზე, რომელიც ყოველთვის რელევანტური და გამოსადეგი იქნება. ინვესტიციებში ჩართვის უმნიშვნელოვანესი ასპექტია წინასწარ ამის შესახებ განათლბის მიღებაც. მიუხედავად იმისა, მიღებულ განათლებას გამოიყენებთ და გახდებით ინვესტორი, თუ არა, არასდროს გაწყენთ იმის შემეცნება, თუ როგორ მუშაობს ბაზარი და როგორ დამოკიდებულებაშია ის ქვეყნის ეკონომიკასთან. რა თქმა უნდა, ამას გარდა კიდევ ძალიან ბევრ ინფორმაციას გაიგებთ ინვესტიციებზე ცოდნის მიღებისას, მიუხედავად იმისა, თუ რა პლათფორმას გამოიყენებთ ამისთვის.

საკმაოდ მიმზიდველია ის ფაქტიც, რომ ინვესტიციებით მიღებული თანხა თეორულად შეუზღუდავია, მას ლიმიტი არ აქვს. ეს ძალიან დიდ მოტივაცას უნდა წარმოადგენდეს თითოეული პოტენციური ინვესტორისთვის. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ სამსახურში ხელფასი განისაზღვრება ჩადებული შრომს რაოდენობით, ინვესტიციებში სხვაგვარად ნაწილდება შემოსავლები. ამასთან ერთად, იმ შემთხვევაშიც, თუ ინვესტიციებიდან თავიდან ფული ვერ ამოიღეთ, ხელახალი ინვესტიციით მისი ანაზღურების შესაძლებლობა მოგეცმათ.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციებს თან სდევს ბერვი სარგებელი, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ეს საკმაოდ სარისკო სფეროა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მომზადებული ან გამოცდილი ხარ ამ სფეროში, ყოველთვის იარსებებს ჩადებული კაპიტალის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვის რისკი. ეს კი განაპირობებს საინტერესო, თუმცა ნერვიულობით სავსე გამოცდილებებს. ეს განსაკუთრებით ხშირია დამწყებ ინვესტორებში, რომლებსაც გონიათ რომ მცირედი წაგება წარუმატებლობის ნიშნანია, მაშინაც კი, როდესაც ის შეიძლება დროებითი იყოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რას ვაკეთებს თანხის ინვესტიციების ჩადებამდე, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი შედეგისთვის და ვიცოდეთ მისი მნიშვნელობა ჩვენი ინვესტორული კარიერისთვს.

ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ინვესტიციის გაკეთებას სჭირდება გარკვეული ოდენობის კაპიტალი. მისი რაოდენობა დამოკიდებულია იმ მიზანზე, რომლის მიღწევაც გსურთ ინვესტიციის გაკეთებით. რაც უფრო მეტი ფულის გაკეთება გინდათ, მით უფრო მეტი ოდენობის კაპიტალი იქნება საჭირო. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მცირე კაპიტალით დაწყებისას შეუძლებებლია დიდი მოგების მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველაფერ სხვას, ინვესტიციებსაც აქვთ თავიანთი პლიუსები და მინუსები, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რომელი გადაწონის მეორეს. რა თქმა უნდა, ამის ანალიზი თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან როდესაც ერთი მზადა არის ფულის გასაკეთებლად რისკზე წასასვლელად, მეორეს არ უღირს ინვესტიციებში ფულის ჩადება, რადგან არ შეუძლია მსგავსი ნერვიულობის გადატანა. სწორედ ამიტომ არის, რომ ინვესტიციები არ არის ისეთი რამ, რასაც ყველა ტიპის ადამიანი მოირგებს. მაგრამ თუ საკმარის ცოდნას მიიღებთ და თავს თვლით ემოციურად მზად მაშინ თქვენთვის გზა ხსნილია ინსვესტიციების სამყაროში წარმატებული მოღვაწეობისთის.

როგორ დავიწყოთ

აუცილებელია გავიაზროთ, რომ განათლების მიღება ინვესტიციების შესახებ იმდენადვე მნიშნელოვანია, რამდენადაც ნებისმიერ სხვა სფეროში სამოღვაწეოდ. რა თქმა უნდა, განთლება ამ კუთხით ნაკლებად ფორმალურია და მოკლევადიანიც, მაგრამ აუცილებელია იმისათვის, რათა წარმატებული ინვესტორი გახდეთ. თუმცა, ეს ბუნებრივია არ არის წარმატების გარანტი, რადგან ინვესტიციებს ასევე სჭრდება სწორი და გამჭრიახი აზროვნება, რასაც ვერც ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ გასწავლით. საბედნიეროდ, არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც აგარიდებთ არასასიამოვნო გამოცდილებებისგან.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიწყოთ ზოგადი განათლების მიღებით, რათა ისწავლოთ რისკების გათვლა და უბრალოდ შეიძინოთ ინვესტიციის უნარი. ამის გაკეთება რამოდენიმე სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც გვთავაზობენ კურსებს და სემინარებს ამ თემის გარშემო. ასევე არსებობს ბევრი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იგივე ტიპის ტრენინგს უზრუნველყოფს. საინტერესო და განსაკუთრებით ნაყოფიერი არის ის ტრენინგები, რომლებსაც საბროკერო კომპანები აწარმოებენ. ის ხან ფასიანია, ხან უფასო და მიმართულია ტრეიდერების მომზადებისკენ, ამიტომაც აქ აქცენტი გაკეთებულია არა ინვესტირებაზე, არამედ ვაჭრობაზე. ესეც საკმაოდ მომგებიანია იმ თვალსაზრისით, რომ ინვესტორებს ეძლევათ საშუალება გაეცნონ ბაზრის ტერმინოლოგიას, მის სტრუქტურას და იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ის.

ინვესტიციებზე ცოდნის მიღების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წყარო, ეს თვითგანათლებაა. ინვესტორთა ზრდადი რიცხვის გამო, დღეს უფრო და უფრო მეტი სხავდასხვა ვებ-გვერდი თუ აპლიკაცია არსებობს, რომლის ფუნქციაც სწორედ ამ ტიპის განათლების და გამოცდილების უზრუნველყოფაა მომავალი ინვესტორებისთვის. არსებობს ბევრი შესაბამისი ლიტერატურული ნაწარმოებიც ისეთი ცნობილი ავტორებისგან, როგორებიც არიან რობერტ კიოსაკი, ჯორჯ სროსი და მრავალი სხვა. ისინი ამ წიგნებში გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და იმ რჩევებს, რომლებიც უდაოდ ყველა ინვესტორს გამოადგება.

განათლების მიღების ეს მეთოდი გარკვეულწილად უკეთესიც კი არის ტრადიციული მეთოდებზე. იქედან გამომდინარე, რომ ინვესტორობის დიდი ნაწილი მოიცავს გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღებას, აქ გამოცდილება ისეთი მნიშნელოვანია, როგორც ნებისმიეს სხვა სფეროში. თვითგანათლებისას კი, იქედან გამომდინარე, რომ თქვენთვითონ ერკვევით ყველა საკითხში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგებით ამას, რაც უფრო მეტ გამოცდილებას გაძლევთ.

აუცილებელია, ნებისმიერ მომავალ ინვესტორს შესწავლილი ჰქონდეს ბაზარი და შეეძლოს დამოუკიდებლად იმის გაგება, თუ რა და როგორ ოპერირებს. ასევე აუცილებელია წინასწარ ინფორმციის მოძიება იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები აქვს თავის რეგიონსა ან ქალაქში და რა სახის ინვესტიციებზე მიუწვდება ხელი, როგორია ადგილობრივი ბანკების მიერ შემოთავაზებული განაკვეთები სესხებზე და ა.შ.

მას შემდეგ, რაც თქვენ მიიღეთ თეორიული ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ არის ერთმანეთზე დამოკიდებული მაღაზიაში ჩაის ფასი და ლარის კურსი, უკვე დროა ბაზარზე პირველი ნაბიჯის გადადგმაზე დაიწყოთ ფიქრი.

თითოეულმა ინდივიდმა თავიდან უნდა განსაზღვროს, თუ რა არის მისი ბიუჯეტი, როგორ შეეფარდება ის მის შემოსავლებს, რამდენად დააზარალებდა მას ამ ბიუჯეტის დაკარგვა და ა.შ. იმისათვის, რათა დაადგინოთ, თუ რა არის თქვენი საინვესტიციო კაპიტალი თქვენს შემოსავალს უბრალოდ უნდა გამოაკლოთ თქვენი ხარჯები, რისი გამოთვლაც ალბათ ცალკე დაგჭირდებათ, მაგრამ ეს დიდ დროს არ წაიღებს. ხანდახან, განსაკუთრებით დაწყებისას, შეიძლება მოგიწიოთ თქვენი ხარჯების შემცირება, მაგრამ თუ თქვენ გონივრულად იმოქმედებთ, სახარჯი თანხა მალევე შეიძლება გაიორმაგოთ კიდეც.

შემდეგი ნაბიჯი, ეს გახლავთ იმ მიზნის მკაფიოდ გამოკვეთა, რომლის მიღწევაც გსურთ ინვესტიციებით. ის, თუ რამხელა ბიუჯეტი დაგჭირდებათ, სწორედ ამაზე არის დამოკიდებული, ამიტომ ეს ნაბიჯი ძალზედ მნიშვნელოვანია. იმისათვის, რათა სწორი მიზანი დაისახოთ უნდა გადაწყვიტოთ რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენითვის: იღბალზე მინდობა და კაპიტალის დროებით შემცირების დაშვება იმისათვის, რათა უფრო დიდი მოგება ნახოთ მომავალში, თუ მცირე, მაგრამ გარანტირებული შემოსავალი. ამ კითხვის გარშემო უნდა შემოიფარგლოს თქვენი მიზანიც. ამას გარდა, დასახული მიზანი ფსიქოლოგიურადაც დაეხმარება თითოეულ ინვესტორს, რადგან მას ექნება ერთგვაროვანი გეგმის შემუშავების საშუალება და მოტივაცია მისი ნელ-ნელა გაყოლის.

მას შემდეგ რაც დაადგენთ იმ ინვესტიციის სახეს, რომელიც თქვენთვის ყველაზე მისაღებია, თქვენ უნდა განსაზღვროთ თუ რამხელა რისკებთან გაქვთ საქმე და რამხელა რისკზე წასვლის საშუალებას გაძლევთ თქვენი ბიუჯეტი. ეს სრულიად თქვენზეა დამოკიდებული რადგან არსებობენ ინვესტორები, რომლებიც კაპიტალის 50%-ის დაკარგვაზეც კი არ ღელავენ, მაგრამ ამავდროულად სხვებისთვის 5%-იანი დანაკარგიც მძიმე გადასატანია.

ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ასევე მზად უნდა იყოთ წარუმატებლობისთვის და გქონდეთ ე.წ ,,გეგმა ბ”, რაც დამცავი ინვესტიციის გეგმას გულისხმობს, რომელსაც მაღალი შანსები ექნება დაკარგული თანხის დაბრუნდების.

მხოლოდ ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ გადადგათ თქვენი პირველი ნაბიჯები ბაზერზე. თუმცა, რაც მთავარია არ უნდა მოდუნდეთ და შეეცადოთ თავი აარიდოთ ისეთ შეცდომებს, რომლებსაც ხშირად უშვებენ დამწყები ინვესტორები.

რას მოვერიდოთ, როგორც ინვესტორი

არ აქვს მნიშვნელობა დამწყები ინვესტორი ხარ თუ გამოცდილი, ყველამ შეიძლება დაუშვას შეცდომა. საბედნიეროდ, ძირითად შემთხვევებში, ეს შეცდომები წარმოადგენს სწავლის საშუალებას, რაც გამოცდილებას მატებს ინვესტორს. თუმცა, თუ ის წინდაუხედავად და თავქარიანად მიუდგება ამ საქმეს, ეს შეცდომა შეიძლება საბედისწეროც კი აღმოჩნდეს.

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც საკმაოდ ხშირად უშვებენ დამწყები ინვესტორები, ეს არის ზედმეტად დიდი ოდენობის ფულის ჩადება ისეთ ინვესტიციაში, რომელიც მაღალი რისკიანობით გამოირჩევა. ბევრი ფიქრობს, რომ მათ გაუმართლებს და სპონტანურად ათავსებს თავისი კაპიტალის უდიდეს ნაწილს ერთ რაიმე ინვესტიციაში. რა თქმა უნდა, იღბალზე მინდობა ინვესტირების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ამას ყოველთვის თან უნდა სდევდეს გონივრული ანალიზი იმისა, თუ სად რა საშიშროებაა. ინვესტიციაში თანხის ჩადებამდე ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, შეუძლია თუ არა იმ თანხის დაკარგვის გაუჭირვებლად გადატანა, რომელიც შეიძლება წააგოს. თუ პასუხი ამ კითხვაზე არის არა, მაშინ რეკომენდირებულია ამ ინვესტიციის გაკეთებისგან თავის შეკავება.

მეორე დიდი შეცდომა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი დამწყებმა ინვესტორმა, ეს არის მთელი თავისი კაპიტალის ერთ ინვესტიციაში ჩადება. ყველა გამოცდილმა ინვესტორმა იცის, თუ რამდენად მნიშნელოვანია ფინანსების დივერსიფიკაცია. ამის მიზეზი გახლლავთ ის, რომ ფულის ერთ საინვესტიციო ინსტრუმენტში მოთავსება დაკავშირებულია დიდ რისკებთან, რადგან ნებისმიერი მათგანი დამოკიდებულია ფასების მერყეობაზე. მაგალითად, თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ აქციებს, თუ საფონდო კვოტები დაეცემა, მაშინ თქვენ დიდი ზარალის რისკის წინაშე აღმოჩნდებით. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ერთი ტიპის ინვესტიციებს, მაგალითისთვის ისვე აქციები ავიღოთ, აუცილებელია, რომ თანაბრად გაყოთ ჩადებული თანხა სხვადასხვა კომპანიასა და ინდუსტრიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც არც ერთმა ინვესტორმა არ უნდა დაივიწყოს, ეს არის რომ რაც უფრო მრავალფეროვანია ინვესტიციის პორთფელი, მით ნაკლებია წარუმატებლობის შანსი.

ამ ძირითადი შეცდომების გარდა, კიდევ ბევრი წვრილმანია, რომელზეც უნდა გაამახვილოს წინდახედულმა ინვესტორმა ყურადღება. მაგალითად, არ უნდა ეშინოდეს გაკოტრების, უნდა იყოს სისტემატური, მოერიდოს არასანდრო კომპანიებსა და ადამიანებს, ან იმ სფეროებს, რომელთა შესახებაც ბევრი არ იცის და ა.შ. ამ ყველაფრის შესახებ თქვენ ისწავლით ინვესტორობისთვის მოსამზადებელ კურსებსა თუ ლექციებში და ასევე გამოცდილებითაც.

შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ თუ ადამიანი მიზამიმართულად მიუდგება ამ საქმეს, შექმნის კარგად გათვლილ გეგმას, სწორ სტრატეგიას, რეალისტურად შეაფასებს თავის პერსპექტივას და რაც მთავარია სიფრთხილითა და ამავდროულად გამბედაობით დაიწყებს ინვესტირებას სწორი ინსტრუმენტებით, ის მაქსიმალურად შეამცირებს წარუმატებლობის შანსებს, ნელ-ნელა მიუახლოვდება თავის წინასწარ განსაზღვრულ მიზანს და გარკვეული დროის შემდეგ, გახდება წარმატებული ინვესტორი.