სწრაფი გზამკვლევი ფორექსის სამყაროში –  როგორ დავიწყოთ ვაჭრობა post thumbnail image

სწრაფი გზამკვლევი ფორექსის სამყაროში – როგორ დავიწყოთ ვაჭრობა

ფორექსი ყველაზე დიდი ფინანსური მარკეტია მსოფლიოს გარშემო. 2019 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ფორექსის დღიურმა ბრუნვამ მსოფლიოს გარშემო 5 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი ციფრია.

მაგრამ, რა ხდის ფორექსს ასეთ პოპულარულს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არცთუ ისე მარტივია. ფორექსს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ბოლო დეკადების განმავლობაში ეს ინდუსტრია ბევრჯერ შეიცვალა. ფორექსი, რამდენიმე დეკადის წინ, მხოლოდ მსხვილი ფინანსური კომპანიებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

იყო დრო, როდესაც ეს მარკეტი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. წყლების განმავლობაში, მხოლოდ ისეთ ფინანსურ კომპანიებს, როგორებიც არიან ცენტრალური ბანკები, შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა ფორექს ტრეიდინგში. მაგრამ, ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ეს ტრენდი შეიცვალა.

დღეს, ყოველ ჩვენგანს აქვს საშუალება იმისა, რომ ამ მარკეტის ნაწილი გახდეს. მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფორექსი საკმაოდ ბევრ რისკებს შეიცავს. თუ შენ ეძებ გზებს იმისთვის, რომ საქართველოდან დაიწყო ვაჭრობა უცხოური ვალუტებისა, მინდა გითხრა რომ სწორ ადგილას ხარ!

დღეს ჩვენ ერთად განვიხილავთ იმ გზებს რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ფორექსის მარკეტში ჩართვისთვის. თუ სწრაფად გინდა გახდა ამ მარკეტის ნაწილი და არ გაქვს დრო დამატებითი ძებნისთვის, ჩვენ ძალიან კარგი შემოთავაზება გვაქვს შენთვის!

XM არის საერთაშორისო, ძალიან პოპულარული ფორექს კომპანია, რომელიც ინვესტორებს არაჩვეულებრივ სერვისებს სთავაზობს. ამიტომ, თუ გინდა დღესვე დაიწყო ვაჭრობა, დარეგისტრირდი ამ კომპანიასთან დღესე.

დაიწყე Forex ვაჭრობა XM-თან ერთად!

სტატიაში წაიკითხავთ

  • ფორექსის ისტორია – მოკლე მიმოხილვა
  • როგორ დავიწყოთ ფორექს ტრეიდინგი
  • ფორექს რეგულაციები მსოფლიოს გარშემო
  • ფორექსი საქართველოში
  • ვის შეუძლია გახდეს ფორექს მარკეტის ნაწილი? 
  • რა უნდა ვიცოდეთ ფორექსის შესახებ
  • სავაჭრო პლატფორმები
  • სხვადასხვა ტიპის ანგარიშები
  • სტრატეგიები
  • გადახდის გზები

ფორექსის ისტორია – მოკლე მიმოხილვა

ფორექსი ყოველთვის იყო მსოლფიოს ნაწილი, მაგრამ სხვადასხვა სახით. დღევანდელი სახე მან სულ რამდენიმე დეკადის წინ მიიღო. ყველამ კარგად ვიცით რომ 1971 წერს, ვალუტა ფიქსირებული კურსიდან, მცოცავ კურსზე გადავიდა. რაც იმას გულისხმობს, რომ მსოლფიოს გარშემო, ვალუტების ფასები ყოველდღიურად, საკმაოდ აქტიურად იცვლება.

ფორექსის მთავარ პრიცნიპს დღეს წარმოადგენს ერთი ვალუტის გაცვლა მეორეზე. ფორექს ტრეიდერები ერთდროულად ყიდულობენ ერთ ვალუტას, ხოლო ყიდიან მეორეს. ფორექსი ყველა დანარჩენ მარკეტს აჭარბებს თავისი მოცულების.

ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას ამ ძალიან პოპულარულ მარკეტში, რაც ხდის ფორექსს ყველაზე პოპულარ მარკეტს. ფორექსის ყოველდღიური ბრუნვა უტოლდება სხვა ბაზრების ბრუნვას რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ განსაცვიფრებელია.

რა არის ფორექსი

პირველი ნაბიჯები ფორექსის სამყაროში

დამწყებები ხშირად ერთი და იმავე შეცდომას უშვებენ. ფორექსი საკმაოდ სარისკო და რთული მარკეტია, აქ წარმატების მიღწევა ყველას ერთნაირად არ შეუძლია. იმისთვის, რომ წარმატებული მოთამაშე გახდეთ ფორექსის სამყაროში, აუცილებელია იფიქროთ თქვენი და თქვენი თანხის უსაფრთხოებაზე.

იმისთვის კი, რომ ეს შეძლოთ, აუცილებელია ისწავლოთ რაც შეიძლება ბევრი ფორექსის შესახებ. ჩვენ ინტერნეტის სამყაროში ვცხოვრობთ, დამეთანხმებით საჭირო ინფორმაციის პოვნა დღეისთვის არ წარმოადგენს პრობლემას.

იმისთვის რომ ფორექსის ნაწილი გახდეთ, აუცილებელია პირველ რიგში იპოვოთ ფორექს ბროქერი. ბროქერი პროვაიდერი, რომელიც მოგცემთ საშუალებას გქონდეთ წვდომა სავაჭრო მარკეტზე. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ სამყარო სავსეა სკამერებით, რომლებიც ძალიან აქტიურად ცდილობენ თქვენ მოტყუებას.

საბედნიეროდ, რამდენიმე გზა არსებობს, რომ თავიდან აიცოლოთ მსგავსი სიტუაციები. ალბათ უკვე გსმენიათ, რომ მსოფლიოში მრავალი ფორექს რეგულატორი კომპანია არსებობს. ეს კომპანიები საკმაოდ აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეს მარკეტი უფრო უსაფრთხო გახადონ.

სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ ცოტამ თუ იცის ამ მარკეტის რისკების შესახებ. ხშირად, სწორედ ეს ხდება მიზეზი, იმისა, რომ ადამიანები კარგავენ საკუთარ ფულს. არაუსაფრთხო კომპანიასთან ვაჭრობამ შეიძლება დიდი ზიანი მოგაყენოთ, სწორედ ამიტომაა აუცილებელი მხოლოდ ლიცენზირებულ კომპანიებს ენდოთ.

ფორექს რეგულაციები მსოფლიოს გარშემო

გასული წლების განმავლობაში ერთიანად შეიცვალა ფორექს სამყარო. დღეს, ის რისკები, რომლებსაც შეიძლება თქვენ წააწყდეთ ძირეულად განსხვავდება იმ რისკებისგან, რომლებიც გექნებოდათ 10-20 წლის წინათ ამ მარკეტში.

ამისი მთავარი მიზანი ინტერნეტი გახლავთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერნეტმა ფორექსს ახალი სიცოცხლე მისცა. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა ეს საკუთარი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენა. დღეისთვის, ინტერნეტია სკამერებით, რომლებიც ცდილობენ ადამიანების მოტყებასა და მათი შეცდომაში შეყვანას.

საბედნიეროდ, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ყველა ფორექს ტრეიდერის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ესენი არიან რეგულატორები, რომლებიც არეგისტრირებენ ბროქრებს. მსოფლიოს გარშემო არაერთი რეგულატორი არსებობს, რომელთა ძალისხმევითაც ხდება ფორექს მარკეტის უსაფრთხოების შენარჩუნება, მათ შორის:

  • გაერთიანებული სამეფოს რეგულატორი ორგანო: FCA
  • კვიპროსის რეგულატორი ორგანო: CySEC
  • ავსტრალიის რეგულატორი ორგანო: ASIC

ფორექს რეგულაციები

ასევე, არსებობს სხვა მრავალი რეგულატორი ორგანო მსოფლიოს გარშემო. გასულ წლებში, ისინი უფრო აქტიურები გახდნენ. მათი რეგულაციები საკმაოდ გამკაცრდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ფორექს კომპანია არღვევს წესებს, რეგულატორებისგან პასუხო საკმაოდ მკაცრი და ცალსახაა.

არაერთი ფორექს კომპანია დაიბლოკა გასული წლების განმავლობაში საეჭვო სერვისების შეთავაზებების გამო, მათი რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს შენი უსაფრთხოებ, აუცილებელია გამოიყენო იმ კომპანიების სერვისები, რომლებიც ლიცენზირებულები არიან მოწინევა რეგულატორი ორგანიზაციების მიერ.

ფორექსი საქართველოში

რომ გითხრათ საქართველოში ფორექსი ძალიან პოპულარულია-მეთქი, მოგატყუებთ. საქმე იმაშია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, არც თუ ისე ბევრი ადამიანია დაინტერესებული ამ მარკეტით საქართველოში.

მაგრამ, გასული წლების განმავლობაში, ფორექსის პოპულარობა საქართველოში ნამდვილად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სულ რამდენიმე ფორექს ბროკერია რეგისტრირებული, ტრეიდერებს აქვთ საშუალება იმისა, რომ ინვესტიციებისთვის მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება გახდნენ ფორექსის ნაწილი მსოფლიოს მოწინავე კომპანიების დახმარებით. მაგრამ, როგორც აქამდე გითხარით, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მხოლოდ ლიცენზირებულ კომპანიებს ენდოთ.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარი ბროკერი მსოფლიოს გარშემო, რომელიც საქართველოდანაც იღებს კლიენტებს, არის XM-ი. ეს კომპანია უკვე რამდენიმე წელია ონლაინ სამყაროში მოწინავე პოზიციებს არ თმობს. თუ გსურთ, რომ დაიწყოთ ფორექს ტრეიდინგი უსაფრთხოდ, გირჩევდით რომ გადახედოთ იმ სერვისებს, რომლებსაც გთავაზობთ XM-ი. ეს კომპანია ასევე გთავაზობთ არაერთ ბონუს შეთავაზებებს, რომლებიც შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.

მიიღე XM-ის ბონუსი!

საქართველოს ბაზარზე ძირითად რეგულატორს წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული ბანკი. სამწუხაროდ, რეგულაციები ხშირად არაა საკმარისად მკაცრი, იმისთვის რომ ამ მაკრეტის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. ამიტომ, გირჩევდით, სანამ ვაჭრობას დაიწყებთ, გაითვალისწინოთ, რომ მარკეტი ჯერ კიდევ ვითარდება საქართველოში.

მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ არაერთი საერთაშორისო ლიცენზირებული კომპანია გთავაზობთ სერვისებს ქვეყანაში. მათი დიდი ნაწილი რეგისტრირებულია ევროპის წამყავნ ქვეყნებში, რის გამოც, მათთან ვაჭრობა უსაფრთხოა.

ვის შეუძლია გახდეს ფორექს მარკეტის ნაწილი?

თუ გინდა დაიწყო ვაჭრობა ამ მარკეტში, ერთადერთი რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ იპოვო კომპანია, რომელთან ერთადაც დაიწყებ ვაჭრობას. დღესითვის, ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, აქვს საშუალება ამა თუ იმ გზით გახდეს ამ ინდუსტრიის წევრი.

მაგრამ, ეს საერთოდაც არ არის მარტივი. საქართველოში ფორექსი ლეგალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუძლია გახდეს ტრეიდერი. მაგრამ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გაიაზროს ამ მარკეტის მნიშვნელობა და ის რისკები, რომელსაც ის შეიცავს.

გახსოვდეთ, მხოლოდ ენდოთ მოწინავე, კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიებს, რომლებიც ოფიციალურად არიან რეგისტრირებულები რეგულატორ კომპანიებთან. იმ შემთხვევაში თუ ეჭვი გეპარებათ კომპანიის ლიცენზიაზე, მიმართეთ რეგულატორ ორგანოს და სთხოვეთ მათ მოგაწოდონ ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, რომლის გამოყენებასაც გეგმავთ.

ხშირ შემთხვევაში, რეგულატორ კომპანიებს აქვთ სპეციალური გვერდები შექმნილი საკუთარ საიტებზე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დეტალური ინფორმაცია ფორექს ბროკერების შესახებს. დამერწმუნეთ, ეს ნაბიჯი საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს თქვენი უსაფრთხოებისათვის.

სანამ დაიწყებ ტრეიდინგს, გაითვალისწინე, რომ ბევრი რამ ახდენს გავლენას ფორექს მარკეტზე.

რა უნდა ვიცოდეთ ფორექსის შესახებ?

ფორექსი ბევრად მეტია ვიდრე უბრალო ადგილი სადაც ვაჭრობა შეიძლება. სიმართლე გითხრათ, ბევრ ახალბედას ავიწყდება რამდენად ბევრი დეტალის ცოდნაა აუცილებელი იმისთის, რომ ამ მარკეტში წარმატებლნი იყვნენ. დღეს ჩვენ შევეცდებით აგიხსნათ მთავარი კონცეფციები ფორექსის შესახებ, გაგიმხილოთ ის დეტალები, რომლებიც თქვენს საქმეს ფორექსის სამყაროში ბევრად უფრო მარტივს გახდის.

ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორექსის ნაწილი გახლავთ სავაჭრო პლატფორმა. ფორექსის სამყაროში არაერთი პლატფორმა არსებობს, ყოველი მათგანი თქვენ მოგცემთ საშუალებას იმისა, რომ გქონდეთ წვდომა სავაჭრო ასეტებზე. ქვემოთ უფრო მეტს ვისაუბრებთ სავაჭრო პლატფორმებზე.

სავაჭრო პლატფორმები ფორექსში

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფორექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სავაჭრო პლატფორმები გახლავთ. ძალიან ბევრი სავაჭრო პროგრამა არსებობს ინტერნეტში, მაგრამ ის თუ რომელს გამოიყენებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფორექს ბროკერს იყენებთ.

ფორექს კომპანიები სხვადსხვა სავაჭრო პლატფორმებს სთავაზობენ საკუთარ კლიენებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა გახლავთ MetaTrader 4, რომელსაც მოკლედ MT4-ს უწოდებენ. MT4 ზუსტად 15 წლის წინ, რუსულმა კომპანიამ, MetaQuotes-მა გამოუშვა.

მას შემდეგ, მეტატრეიდერის პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. დღემდე, ყველაზე ხშირად, ბროკერები სწორედ ამ პროგრამას სთავაზობენ საკუთარ კლიენტებს. MT4-ი შეგხვდებათ მსოფლიოს გარშემო 90%-ზე მეტ ბროკერებთან, რაც კარგად უსვამს ხაზს მის პოპულარობას.

ასევე არსებობს ამ პროგრამის განახლებული ვერსია, რომელსაც MetaTrader 5 ჰქვია. მისი წინამორბედისგან გასნხვავებით, MT5-ი არცთუ ისე პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ მასაც ბევრი კომპანია იყენბეს, მისი წინამორბედი უფრო ხშირად შეგხვდებათ სხავდასხვა კომპანიებთან ვაჭრობის დროს.

დაიწყე ფორექს ვაჭრობა დღეს

ფორექსი მობილური ტელეფონებით

ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ფორექსს ძალიან “უყვარს” ინოვაციები. პირველად, ამ ინდუსტრიამ გამოიყენა ყველაფერი რასაც მას ინტერნეტ სამყარო სთავაზობდა, დღეს კი, ფორექსის სამიზნე სმარტფონები გახდა. ინდუსტრიის მოწინავე კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში.

აბოსილუტური უმეტესობა მსოფლიოს მოწინავე კომპანიებისა სთავაზობენ თავიანთ კლიენტებს ფორექს ტრეიდინგს მობული ტელეფონებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მუდამ გადაადგილდება და არ აქვს დრო მუდმივად ერთ ადგილას იჯდეს.

სმარტფონების დახმარებით, მიუხედავად იმისა თუ სად ხართ, სანამ ინტერნეტი გაქვთ, გექნებათ საშუალება ივაჭროთ ამ მარკეტში. ფორექსის მომავალი განვითარებისათვის ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია. დღეს, როგორც აიფონის, ისე ანდროიდის მომხმარებლებს აქვთ საშუალება გადმოწერონ სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც ბროკერების მიერაა შექმნილი.

შედეგად, თქვენ შეგეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ფორექს ტრეიდინგში თქვენი ტელეფონით, მიუხედავად იმისა, თუ სად ხართ.

სხვადასხვა ტიპის ანგარიშები

როდესაც გადაწყვეტთ თუ რომელი კომპანია გამოიყენოთ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შექმნათ ონლაინ ანგარიში, საიდანაც განახორციელებლთ ვაჭრობას. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ბროკერების უმრავლესობა საკუთარ მომხმარებლებს სხვადსხვა ტიპის ანგარიშებს სთავაზობენ.

არსებობს რეგულარული, დიდი, მიკრო, VIP, და სხვა მრავალი ანგარიშები, რომლებიც ყველა ტრეიდერს სთავაზობს საშუალებას იმისა, რომ მიიღონ ამ მარკეტში მონაწილეობა საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

ჩვენ გირჩევდით, რომ სანამ ე.წ. ლაივ ანგარიშის მოხმარებას დაიწყებთ, დემო ანგარიში გახსნათ.

დემო ანგარიშები

დემო ანგარიშები, ვფიქრობ, საუკეთესო გზაა ფორექს ტრეიდინგის დასაწყებად. მოგეხსენებათ, ეს ინდუსტრია საკმაოდ რთულია ახალბედებისთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენ მოგიწევთ ბევრი ისწავლოთ სანამ დაიწყებთ ვაჭრობას.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა ყველაფრის სასწავლად და პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად გახლავთ დემო ანგარიში. დემო ანგარიშებს წააწყდებით თითქმის ყველა ბროკერთან, მაგრამ როგორ მუშაობენ ისინი?

როდესაც დემო ანგარიშს ხსნით, ბროკერი თქვენ გაძლევთ გარკვეული რაოდენობის ვირტუალურ ქეშს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაჭრობისთის. საუკეთესო მხარე ამ ანგარიშისა გახლავთ ის, რომ თქვენ არ მოგიწევთ ინერვიულოთ რისკებზე, რადგან ეს ანგარიში არის ვირტუალური.

თქვენ არ აყენებთ საკუთარ თანხას არანაირი რისკების ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ მშვიდად ივაჭროთ და ისწავლოთ ყველაფერი ამ მარკეტის შესახებ.

სხვათაშორის, ძალიან ბევრი პროფესიონალი ტრეიდერი არსებობს ფორექსში რომლებიც საკმაოდ აქტიურად იყენებ დემო ანგარიშებს. შეიძლება გაგიკვრიდეთ, მაგრამ ეს სიმართლეა. მთავარი მიზეზი ამისი არის ის, რომ დემო ანგარიშები აძლევენ ტრეიდერებს საშუალებას იმისა, რომ ისწავლონ უფრო მეტი ვიდრე უკვე იციან.

სავაჭრო ანგარიშები

დატესტე სტრატეგიები დემო ანგარიშით

ასევე, თქვენ შეგეძლებათ დატესტოთ სხვადასხვა სახის სტრატეგიები, ნახოთ რომელი მუშაობს თქვენთვის უკეთესად, და შეეჩვიოთ ახალ პლატფორმას. ვფიქრობ, აუცილებელია ყველამ ერთხელ მაინც გამოიყენოს დემო ანგარიში, რათა უკეთ გაიგოს როგორ მუშაობს მარკეტი.

მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, დემო ანგარიშებს საკუთარი მინისებიც მრავლად აქვთ. მაგალითად, თუ თქვენ ახალბედა ბრძანდებით, დემო ანგარიშებზე ვაჭრობის დროს არ გექნებათ ფსიქოლოგიური მომენტი – თქვენ არ შეგეშინდებათ საკუთარი ფულის დაკარგვის.

ნამდვილ ცხოვრებაში კი უცხოური ვალუტების ვაჭრობის დროს ფსიქოლოგია ძალიან დიდ როლს თამაშობს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც შუა ვაჭრობის დროს, მთელი მარკეტი დრამატულად იცვლება. ამ დროს ბევრი ტრეიდერი ვარდება პანიკაში და არ იცის რა ქნას, რის გამოც კარგავს საკმაოდ დიდ თანხმებს.

სწორედ ესაა ის გამოცდილება რასაც დემო ანგარიში ვერ მოგცემთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, აუცილებელია მისი გამოყენება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დამწყები ბრძანდებით.

სხვა ტიპის ანგარიშები

ფორექსში მრავალი ტიპის ანგარიშები არსებობს, მაგრამ ის თუ რომლის გამოყენება შეგეძლება შენ, დამოკიდებულია იმ კომპანიაზე, რომელსაც იყენებ. ზოგიერთი ბროკერი მხოლოდ რამდენიმე ტიპის ანგარიშს სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს, მაგრამ არიან სხვები, რომლებიც საკმაოდ ბევრი სახის ანგარიშებს სთავაზობენ ადამიანებს.

თუ თქვენ ახლახან დაიწყეთ ვაჭრობა, უკეთესი იქნება სტანდარტული ანგარიში გამოიყენოთ. ხშირად, ასეთი ანგარიშები ყველაზე ნაკლები თანხის გადახდას ითხოვენ, და რისკებიც ნაკლებია. ასევე არსებობს VIP ანგარიშები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი მათთვის, ვინც ყველაფერი იციან ფორექსის შესახებ.

თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ან პროფესიონალური, ან VIP ანგარიშები, რადგან ისინი ტრეიდერებს სპეციალურ სერვისებს სთავაზობენ. ფორექსში კი ყველანაირი დახმარება შეიძლება წარმატების საწინდარი აღმოჩნდეს.

სტრატეგიები

თუ გინდა, რომ წარმატებული ფორექს ტრეიდერი გახდე, აუცილებელია აირჩიო სტრატეგია, რომელიც საუკეთესოდ ასახავს შენს სრუვილებსა და მიზნებს ფორექსის სამყაროში. ძირითადად ფორექს სტრატეგიები შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ, ესენია:

  • მოკლე ვადიანი სტრატეგიები
  • გრძელ ვადიანი სტრატეგიები

თითოეული მათგანი კი, თავის მხრივ, სხვადასხვა ტიპის სტრატეგიებს მოიცავს. მაგალისთის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოკლე ვადიანი სტრატეგია არის ე.წ. სკალპინგი (Scalping Strategy). ადამიანები რომლებიც ამ სტრატეგიას იყენებენ, ყოველდღიურად ხსნიან და ხურავენ რამდენიმე პოზიციას.

სავაჭრო სტრატეგიები

ეს პოზიციები საკმაოდ პატარებია, მათი მოგება კი მინიმალური. მაგრამ, იქიდან გამომდინარე რომ დღეში შეიძლება სკალპერმა გახსნას ათეულობით პოზიცია, მათი შემოსავალი, შეიძლება ითქვას, უფრო მეტად სტაბილურია. ხშირად, ისინი, ვინც იყენებენ მოკლე ვადიან სტრატეგიებს, ტრეიდერობას უყურებენ როგორც სრულ განაკვეთიან სამუშაოს და მთელ დროს ამ საქმიანობას უთმობენ.

მეორე მხრივ, არსებობენ ტრეიდერები რომლებიც იყენებენ გრძელ ვადიან სტრატეგიებს. მათი საქმიანობა, ვფიქრობ, ბევრად უფრო რისკშემცველია. მთავარი მიზეზი ამისთვის არის ის, რომ გრძელ პერსპექტივაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, განსაკუთრებით კი როდესაც საუბარი ეხება ვალუტებით ვაჭრობას. ასევე, ეს ტრეიდერები ხსნიან საკმაოდ დიდ პოზიციებს, რის გამოც, ერთი წაგებაც კი შეიძლება საკმაოდ ცუდი შედეგებით დამთავრდეს.

როგორ ავირჩიოთ სტრატეგია ვაჭრობისთის?

იმისთვის, რომ შეძლოთ სწორი სტრატეგიის არჩევა, აუცილებელია გაიაზროთ რას ეძებთ ფორექსში. ეს მარკეტი საკმაოდ მრავალფეროვანია და გთავაზობთ არაერთ სერვისებს. თუ თქვენ გინდათ, რომ გახსნათ პოზიციები, დაჯდეთ, დაისვენოთ, და დაელოდოთ საბოლოო შედეგს, მე გირჩევდით, რომ გამოიყენოთ გრძელ ვადიანი სტრატეგიები.

მაგრამ, თუ თქვენ გინდათ, რომ ფორექს ტრეიდინგი თქვენ მთავარ საქმიანობად იქცეს, მაშინ მოკლე ვადიანი სტრატეგიები თქვენთვის საუკეთესოა. ეს ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მაშინ, როდესაც მოკლე ვადიანი სტრატეგიების გამომყენებელ ტრეიდერებს უწევთ, რომ მუდამ ჩართულები იყვნენ ამ მარკეტში, გრძელ ვადიანი სტრატეგიების გამომყენლები უფრო მეტად თავისუფლები არიან.

ყველაფერი ამ მარკეტში თქვენი მოთხოვნილებების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოთ. თუ შეამჩნევთ, რომ რამე არ მოქმედებს, დროა სხვა რამ სცადოთ.

როგორ შევავსოთ სავაჭრო ანგარიშზე ბალანსი?

ჩვენ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ. მოგეხსენებათ, არაერთი გზა არსებობს გადასახადების განხორციელებისთვის. თუ თქვენ საქართველოდან აპირებთ ვაჭრობას, ჩემი რჩევა იქნებოდა, გამოიყენოთ ისეთი გადახდის გზები, რომლებიც ყველაზე ნაკლები დაგიჯდებათ.

მაგალითად, ვთქვათ ბარათები. საქართველოში საკრედიტო თუ სადებეტო ბარათები საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. ყველაზე ხშირად კი შევხვდებით Mastercard-ისა და Visa-ს საკრედითო თუ სადებეტო ბარათებს. იმისთვის, რომ გაიგოთ რა დაგიჯდებათ გადარიცხვები, მიმართეთ თქვენი ბარათის გამცემს.

საქართველოში ბანკებს ერთმანეთისგან ცოტათი განსხვავებული ტარიფები აქვთ, ამიტომ, ამისი გადამოწმება კარგი აზრი იქნება. საქართველოში ასევე შეგიძიან ონლაინ გადახდის მეთოდებით ისარგებლოთ. ბევრი ქართული ბანკი გვათავზობს ონლაინ გადახდებს, მაგრამ თუ გინდათ, შეგიძლიათ PayPal-იც კი გამოიყენოთ როდესაც ავსებთ სავაჭრო ანგარიშს.

როგორ შევავსოთ ანგარიში

შეჯამება

ფორექსი, როგორც უკვე ბევრჯერ მოგახსენეთ, მსოფლიოში ყველაზე დიდ და წარმატებულ მარკეტს წარმოადგენს. თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გახდეთ ამ საკმაოდ პოპულარული მარკეტის ნაწილი, მე გირჩევდით რომ ბევრი იმუშაოთ და ისწავლოთ.

ბევრი გზა არსებობს ფორექსის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებისათვის. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს მარკეტი სავსეა რისკებით, რომელთა თავიდან აცილების მიზნით, თქვენ უნდა ენდოთ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ლიცენზიები ოფიციალური რეგულატორი ორგანოებიდან.

ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ ტრეიდერობას, გაითვალისწინეთ, რომ ეს მარკეტი არის ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან ბევრი რამეა რისი სწავლაც მოგიწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ფორექსი საქართველოში არცთუ ისე პოპულარულია, მაინც არსებობს ბევრი საერთაშორისო კომპანია რომლებიც საქართველოში საკუთარ სერვისებს გვთავაზობენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მათგანი გახლავთ XM-ი, რომლის შემოთავაზებებიც შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

დაიწყე Forex ვაჭრობა XM-თან ერთად!