2021 წლის საქართველოს ბიუჯეტი 18.4 მილიარდს შეადგენს

2021 წლის საქართველოს ბიუჯეტი 18.4 მილიარდს შეადგენს post thumbnail image

გასული დღეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს გაუგზავნა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვერსია. ეს გახლავთ მესამე წარდგენის დოკუმენტი. მის თანახმად, მომდევნო წლის განმავლობაში, მთავრობა ხარჯებს 2.46 მილიარდი ლარით გაზრდას აპირებს.

შესაბამისად, ბიუჯეტის განახლებული ვერსიის მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტის ჯამური მოცულობა შეადგენს 18.4 მილიარდ ლარს. როგორც ბიუჯეტიდან ირკვევა, გაზრდილი ხარჯების დაფინანსებისთის, მთავრობა მთავარ წყაროდ გამოიყენბს ახალი ვალის აღებას. 2021 წლისთის ვალი ბიუჯეტის დასახმარებლად 5.27 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

როგორც წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, ახალი ვალებიდან 1.45 მილიარდი ლარი მიმართული იქნება საინვესტიციო ინფასტრუქტურულ პროექტებზე. რაც შეეხება ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს, ამისთვის 2.17 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი. ხოლო, 1.65 მილიარდი ლარით მთავრობა გეგმავს $500 მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას.

რაც შეეხება ბიუროკრატიულ ხარჯებს, ისინი ქვეყანაში არ მცირდება. პირიქით, სამთავრობო აპარატის სახელფასო ფონდი 60 მილიონი ლარით გაიზრდება და შეადგენს 1.61 მილიარდ ლარდს.

როგორც მთავრობის მიერ მესამედ წარდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, 2021 წელსაც, ყველაზე მეტი თანხა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას მოხმარდება. როგორც სამთავრობო ბიუჯეტიდან ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 48 მილიონი ლარით.

მისი საბოლოო მოცულობა 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია რომ იყოს 5.56 მილიარდი ლარი. როგორც მთავრობაში განმარტავენ, რამდენიმე მიზეზით არის ეს ფაქტი გამოწვეული. ერთ-ერთი მათგანია პენსიის გაზრდა ასაკობრივი კუთხით, ინდექსაციის ახალი კანონის მიხედვით. ასევე, უწყების დაფინანსებაზე უდიდესი როლი ითამაშა ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ და დაწესებული ლოქდაუნის პირობებში სოციალურად დაუცვველთათვის 6 თვის განმავლობაში 100 ლარიანი დახმარების გამოყოფამ.

როგორ გადანაწილდება 2021-ის ბიუჯეტი?

სამინისტროების მიხედვით, როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველაზე მეტი თანხმა გამოყოფილია ჯანდაცვის უწყებისთის. სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება 48 მილიონით და ის 5.56 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან, 3.85 მილიარდი ლარი გამოყოფილია სოციალური დაცვის ბიუჯეტისთის, ჯანდაცვის პროგრამების ხარჯი იქნება 1.54 მილიარდი საქართველოში 2021 წელს. ხოლო, რაც შეეხება დევნილთა განსახლებას, ამისთის ბიუჯეტიდან 72 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

მეორე ადგილზე გამოყოფილი თანხით არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამ უწყებისთის გამოყოფილი თანხა ჯამში შეადგენს 2.43 მილიარდ ლარს. როგორც ცნობილი ხდება, სამინისტროს დაფინანსება 2021-ში გაიზრდება 551 მილიონი ლარით. აქედან, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენობლობისთისა და რეაბილიტაციისთის მთავრობა გამოყოფს 1.53 მილიარდ ლარს.

2021 ბიუჯეტით გათვალისწინებულია რამდენიმე პროექტის განხორცილება. მაგალტად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეტის რეკოსტრუქცია და მშენებლობა, რისთვის 60 მილიონი ლარია გამოყოფილი. იგივე გზის ხევი უბისას მონაკვეთისთის გამოყოფილია 130 მილიონი ლარი.

იბისა შორაპნის მონაკვეთისტვის 150 მილიონი ლარი, შორაპანი არგვეთას მონაკვეთისტვის 40 მილიონი ლარი. ასევე, ბიუჯეტით დაფინანსდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტიც, რომლისთისაც მთავრობა გამოყოფს 80 მილიონ ლარს.

ასევე მოხდება სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და მშენებლობა, რომლისთისაც 65 მილიონი ლარია გამოყოფილი. 70 მილიონი ლარია გამოყოფილი სენაკი-ფოტი-სარფის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთისთვის. ასევე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გზის მშენებლობისთის და გვირაბის მშენებლობისთის გამოყოფილია 80 მილიონი ლარი.

2021 ბიუჯეტი – განათლება

როგორც წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელთან შედარებით 2021-ში საქართველოში გაიზრდება 264.5 მილიონი ლარით და განისაზღვრება 1.8 მილიარდი ლარით.

აქედან, 1.03 მილიარდი ლარი გამოიყოფა სკოლამდელი და ზოგადი განათლებისთვის, ეს 22 მილიონი ლარით მეტია 2020 წელთან შედარებით. პროფესიული განათლების კუთხით სამინისტრო გამოყოფს 62.5 მილიონ ლარს. ეს გახლავთ 10 მილიონით მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება ახალი ინფასტრუქტურის მშენებლობას, ამისთის დაიხარჯება 137 მილიონი ლარი.

აქედან, 46 მილიონი ლარი გამოიყოფა სპორტულ იმფრასტრუქტურას მოხმარდება. კულტურის ბიუჯეტი სამინისტროში შეადგენს 69.5 მილიონს, ხოლო, რაც შეეხება სპორტის დაფინანსებას, ის 122 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ასევე, მთავრობის წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა რომ გრძელდება ფეხბურთის განვითარების პროგრამაც, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთის განვითარებას ქვეყანაში მოხმარდება 37 მილიონი ლარი 2021 წელს.

სხვა სამინისტროები

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთის დაფინანსება იქნება 463.6 მილიონი ლარი. ეს იმას გულისხმობს, რომ უწყების დაფინანსება წინა წელთან შედარებით მცირდება 13 მილიონი ლარით.

როგორც ირკვევა, 352 მილიონი ლარით შემცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება, და 2021 წელს შეადგენს 469.8 მილიონ ლარს. ძირითადად, არსებული კლდება ეხება პროგრამას აწარმოე საქართველოში, რომლის ბიუჯეტიც 2021 წელს შემცირდება 300 მილიონი ლარით, ის 157 ლარით განისაზღვრება 2021 წელს.

მეორეს მხრივ, გაიზრდება ინოვაციების სააგენტოს ბიუჯეტი და 28.7 მილიონ ლარს მიაღწევს. ასევე, გამოიყოფა 51 მილიონი ლარი ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციისთის, ხოლო Covid კარანტინის ზონების დასაფინანსებლად, სამინისტრო 50 მილიონ ლარს გამოყოფს.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, მისი დაფინანსება გაიზრდება 88.9 მილიონ ლარამდე. მატება შეადგენს 8 მილიონ ლარს. იუსტიციის სამინისტროსთის გათვალისწინებული თანხა გახლავთ 246.5 მილიონი ლარი. ეს გასულ წელთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2021 წელს მიიღებს 174.2 მილიონ ლარს, ეს არის 18.2 მილიონი ლარით მეტი გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც გაიზრდება 95 მილიონი ლარით და მიაღწევს 900 მილიონ ლარს 2021 წელს.

როგორც განმარტავენ, ეს მატება გამოწვეყლია NATO-სთან თავსებადობის პრინციპით, რაც იმას გულისხმობს რომ სახელმწიფობ მშპ-ის 2%-ის ოდენობის ხარჯები თავდაცვის სისტემის დასაფინანსებლად უნდა გამოიყენოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი 30 მილიონი ლარით მეტს მიიღებს 2020-თან შედარებით, და თანხა 790 მილიონ ლარს შეადგენს.

ასევე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაც, ის 2021 წელს იქნება 69.2 მილიონი ლარი. არსებული ბიუჯეტი, ძალაში შესვლამდე, უნდა დაამტკიცოს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *