როგორ მუშაობს საქართველოს საფონდო ბირჟა?
საქართველოს საფონდო ბირჟა წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ლიცენზირებულ საფონდო ბირჟას. სსბ დაფუძნდა 1999 წლის 12 იანვარს. მის დაარსებაში უდიდესი როლი ითამაშეს საქართველოში იმ დროისთვის არსებულმა წამყავნმა საბროკერო კომპანიებმა, კომერციულმა ბანკებმა, სადაზღვევო კომპანებმა და სხვა წარმომადგენლებმა. მისი წესები, პროცედურები და სისტემები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის დახმარებით შეიქმნა.
სწორედ წამყვანმა ამერიკელმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები, რათა წარმატებით მომხდარიყო საქართველოს საფონდო ბირჟის დაარსება და შემდგომი განვითარება. 2000 წელს მოხდა მისთვის პირველი თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება საქართველოში. 2010 წლიდან კი სსბ-ზე სავაჭროდ დაშვებული 10 კომპანიის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციის საფუძველზე იანგარიშება საქართველოს საფონდო ბირჟის, GSX, ინდექსი.
მისი საბაზრო კაპიტალიზაცია, 2013 წლის ოფიციალური მონაცემებით, შეადგენს 1.9 მილიარდ ლარს. ჯამში ბირჟაზე დაშვებულია 129 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, მათ შორისაა A და B ლისტინგის კატეგორიების კომპანიები, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს ბანკისა და ლიბერთი ბანკის აქციებს.
ქართველ ტრეიდერებს სერვისებს ასევე სთავაზობს უცხოური ბროკერი, XM-იც. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებსაიტი და გეცნოთ მის შემოთავაზებებს.
Contents
საქართველოს საფონდო ბირჟა – მოკლე ისტორია
როგორც უკვე გითხარით, საქართველოს საფონდო ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს USAID-ის დახმარებით. 1999 წლიდან ის ოფიციალურად დაარსდა და შექმნიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მას მიენიჭა ლიცენზია და გამოცხადდა საქართველოში პირველ თვითრეგულირებად ორგანიზაციად.
2000 წლიდან ოფიციალურად დაიწყო საქართველოს საფონდო ბირჟამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ოპერაციები. როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ის არის ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში.
ასევე, მათი განცხადებით, ის შესაბამისობაშია ფასიანი ქაღალდებით ვაშწრობის საერთაშორისო სტანდარტებთან და ზუსტად პასუხობს საბაზისო მოთხოვნებს, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე არსებობს. სსბ სთავაზობს ტრეიდერებს ეფექტურ საინვესტიციო მექანიზსმს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.
თუ 2016 წლის მონაცემებს დავეყრდნობით, საქართველოს საბაზრო ბირჟაზე 128 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია დაშვებული, მათი სრული საბაზრო კაპიტალი კი 0.653 მილიარდის გარშემოა.
რაც შეეხება ბირჟაზე ემიტენტების მიხედვით დაფიქსირებულ გარიგებების კრებსითი ინფორმაცია, ანუ აქციები, წლების განმავლობაში მნიშვნელობნად მერყეობდა. 2007 წლიმდა აღინიშნებოდა გარიგებების რაოდენობის მზარდი ტენდენცია, შემდგომ წლებში კი, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ისევ აქტიური კლება. რაც შეეხება 2014 წელს, ის მხოლოდ 246-ს შეადგენს.
როგორც სსბ-ს საიტიდან ირკვევა, 2020 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდი. ატი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 0.735 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საშუალი დღიური ბრუნვა კი 2020 წლის ოქტომბერში 4 ლარი იყო.
რისი ყიდვა შეგიძლიათ ქართულ საფონდო ბირჟაზე
ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით, ორი ტიპის ეკონომიკური ქცევის ადამიანები ერსებობენ. ერთი, ისინი, რომლებიც ფულსა და რესურსს ზოგავენ, რათა მომავალში დახარჯონ, და მეორე ტიპის, რომლებსაც საკუთარი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად სჭირდებათ ფული დღეს.
ისინი ერთმანეთს ძირითადად სწორედ საფონდო ბირჟაზე ხვდებიან, ისინი ვისაც დაზოგვა სურთ, ყიდულობენ პერსპექტიულ აქციებს, ხოლო ისინი, ვისაც სრუთ რომ დახარჯონ ფული, აქციებიდან ამოღებული კაპიტალით ავითარებენ საკუთარ ბიზნეს იდეებს.
21 წლიანი ისტორიის განმავლობაში, საქართველოს საფონდო ბირჟა ორივე ტიპის ინვესტორებს ემსახურება. დღეს, თქვენ შეგიძლიათ საქართველოს საფონდო ბირჟაზე შეიძინოთ A კატეგორიის სამი ემიტმენტის, რომლებიცაა EBRD-ი, სილქნეტი, და საქართველოს ბანკი, და B kატეგორიის 6 ემიტმენტი.
ასევე, საქართველოს საფონდო ბირჟა ივესტორებს სთავაზობს 101 უკატეგორიო კომპანიის აქციებს და ობლიგაციებს. საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქციების შესაძენად მინიმალური ფასი 1 თეთრიდან იწყება. თქვენ შეგიძლიათ შეიძილით 1 თეთრად ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა, მაგალითად, თელიანი ველი და ლიბერთი ბანკი.
ხოლო მათი მაქსიმალური ფასი აღწევს 50 ლარს, ამისი მაგალითია თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზა. რაც შეეხება ობლიგაციებს, მათი შესყიდვა შეგიძლიათ 1000 ლარიდან, მაგალითად, სიქლნეტი,10,000 ამერიკულ დოლარამდე, მაგალითად, ნიკორა. აქციებით ვაჭრობა სქართველოს საფონდო ბირჟის გარდა ასევე შესაძლებელია ლიცენზირებული ბროკერების მეშვეობითაც.
როგორ მუშაობს საქართველოს საფონდო ბირჟა?
საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი, GSX, იზომება ბირჟაზე დაშვებული 10 ყველაზე დიდი ქართული კომპანიის ჯამური კაპიტალიზაციით. ეს კომპანიებია ისინი, რომლეთაც 2009 წლიდან, 2017 წლის ოქტომბრამდე ჰქონდა სტაბილურად მცირე ზრდა. 2017 წლის ნოემბერში, აღსანიშნავია, რომ ინდექსი თითქმის გაორმაგდა. ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი ამისთის შესაძლოა იყოს ლიბერთი ბანკის გაყიდვა.
2018 წლის 26 იანვრიდან დღემდე ქართულ ბირჟაზე სულ 25 გარიგება დაიდო, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 117,627 ლარი. შედარებისთვის, იგივე პერიოდში, ლონდოლის საფონდო ბირჟა ვაჭრობდა დღეში საშუალოდ 6 მილიარდ 192 მილიონ ევროს. საქართველოს ბირჟაზე, როგორც უკვე მიხვდებოდით, განუვითარებლობა საკმოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამის დემონსტრირებისთვის ისიც კი კმარა რომ მისი მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებს შევადაროთ. მაგალითისთვის, 2017 წელს ბაქოს საფონდო ბირჟაზე ბრუნვამ შეადგინა 11 მილიარდი აზერბაიჯანული მანათი, რაც 6.52 მილიარდი დოლარია.
რა იწვევს ასეთ დაბალ ციფრებს საქართველოში?
საოკმაოდ ბევრი მიზეზია საქართველოს საფონდო ბირჟის განუვითარებლობისა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისა არის ის რომ საკმაოდ მცირეა შიდა დანაზოგები ქვეყანაში. ასევე, საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული ბირჟის არსებობისა და მისი მოქმედებისა თუ მუშაობის არსის შესახებ.
მეტიც, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, არც კი იცის რომ საქართველოში საფორდო ბირჟა არსებობს. სწორედ ამის გამო, ისინიც კი, ვინც იცის მისი არსებობის შესახებ და თან ახერხებს რაიმეს დაზოგვას, საკუთარ ფულს უფრო მეტად სანდო და ტრადიციულ აქტივებში აბანდებს. მაგალითისთის, ისინი ამჯობინებენ იყიდონ უძრავი ქონება, ძვირფასი მეტალები, ანტიკვარიატი, და სხვა მრავალი.
ასევე, აღსანიშნავია ისიც რომ ის სააქციო საზოგადობა, რომელიც საკუთარ ფასიან ქაღალდებს ყიდიან საფონდო ბირჟაზე, იმდენად იშვიათად გასცემენ დივიდენდებს, რომ შეუძლებელია მათ ვებ-გვერდებზე მსგავსი ინფორმაციის მოძიება. ამიტომ, სამწუხაროდ, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ საფონდო ბარჟის ფუნქცია საქართველოში საკმაოდ ზედაპირულია.
მისი არსებობის შესახებ მოსახლეობის უმეტესობა ინფორმირებულიც კი არაა, რაც ქმნის განცდას, რომ მისი არარსებობა ბევრ არაფერს შეცვლიდა. მაგრამ, ასეთი ცალსახა განცხადების გაკეთება მაინც არაა სწორი, რადგან ქვეყანას სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის სჭირდება სავაჭრო ბირჟა.
საქართველოს საფონდო ბირჟა ციფრებში
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფრომაციით, 2019 წლის მონაცემებით, საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებული გახლდათ 35 ემიტენტის ფასიანი ქაღალდი. ამის შესახებ ეროვნული ბანკმა განაცხადა მისი წლის შეფასების შესახებ გამოშვებულ სპეციალურ განცხადებაში.
ცენტრალური ბანკის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში სავაჭრო სესიებზე და ბირჟაზე ფასიქრებული გარიგებათა საერთო ღირებულება შეადგენდა 109 მილიონ ლარს. აქედან, 0.05 მილიონი ლარის გარიგებები დაიდო ბირჟის სავაჭრო სესიაზე ხოლო რაც შეეხება ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებების ჯამურ ღირებულებას, ის 109.14 მილიონ ლარს შეადგენდა. როგორც ეროვნული ბანკის ინფორმაციიდან ირკვევა, ცენტრალური დეპოზიტარი 2019 წელს დეპონირებული იყო 721 მილიონი ფასიანი ქაღალდი და 0.96 მილიონი ლარი.
ამ რიცხვიდან, ფულადი დეპონირების ტრანზაქციების 57 პროცენტზე მეტი და ჯამში, საერთო თანხის 90 პროცენტზე მეტი, განხორციელდა საქართველოს ბანკის მონაწილეობით. წინა წელთან შედარებით, ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებულ ფასიან ქაღალდებზე ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა 18.6 პროცენტით, ხოლო რაოდენობა გაიზარდა 6719.3 მილიონი ცალი ფასიანი ქაღალდით.
როგორც ეროვნულმა ბანკმა განმარტა, ზრდის მთავარი მიზეზი გახლდათ ერჟერადი დეპონირების ოოპერაცია ერთ-ერთი ემინენტის ფასიან ქაღალდებზე, რომლის წილიც შეადგენს ფასიანი ქაღალდების რაოდენობის 99 პროცენტს. რაც შეეხება ცენტრალურ დეპოზიტარში ფულადი სახსრების ბრუნვას, ის 0.11 მილიონი ლარით გაიზარდა 2019 წელს. მეორეს მხრივ, ფულადი სახსრების ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა 59 პროცენტით 2018 წელთან შედარებით.
ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგებები
საქართველოს საფონდო ბირჟაზე დადებულ ფასიან ქაღალდებზე გარიგებებს კლირინგსა და ანგარიშწორებას ახორციელებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი. ის დაფუნძდა საქართველოს საფონდი ბირჟის მიერ 1999 წლის 1 ნომბერს.
მას რადმენიმე ძირითადი ფუნქცია აკისრია, პირველი, არის ის, რომ ის ვალდებულია გახსნას, ამოქმედოს და დახუროს ფასიანი ქაღალდების ანგარიშები. ასევე, მიიღოს ფასიანი ქაღალდები და უზრუნვეყოს მათი შენახვა. მესამე, განახორციელოს საბირჟო გარიგებების კირინგი და მათი ანგარისშწორება.
მეოთხე, ის ვალდებულია უზრუნველყოს მის ნომინალურ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის მთლიანობა, და, რაც მთავარია, უსაფრთხოება. ასევე, მისი მოვალეობაა განახორციელოს ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგებების ანგარიშოწრებაც. ამასთან, არსებობს სხვა მრავალი ვალდებულება და ოპერაციები რომლებიც მთლაიანდ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარს აკისრია.
რატომ ვაჭრობს ხალხი ფასიანი ქაღალდებით?
ფასიან ქაღალდებში და კომპანიის წილებში ინვესტირება საკმაოდ დიდი ხანია რაც ძალიან პოპულარულია მსოფლიოს გარშემო. ამის მთავარ მიზანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას გრძელვადიანი მომგებლიანობა აქვს.
მაგალითად, ფორექს მარკეტისგან განსხვავებით, სთოქებით ვაჭრობის დროს, ადამიანები ელოდებიან შემოსავალს შორეულ პერსპექტივაში. თუ თქვენ გადაწყვეტთ იყიდოთ რომელიმე დიდი კომპანიის წილი, ეს ძირითადად იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ გარკვეული სახის მოლოდინი იმის მიმართ, რომ მათი ფასი მომავალში აიწევს.
ამის შემდეგ, თქვენ, სავარაუდოა, რომ გადაწყვეტთ ამ წილების გაყიდვას, რის შედეგადაც, თქვენი შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდება. რაც შეეხება უცხოური ვალუტებით ვაჭრობას, ამ შემთხვევაში, შემოსავლები შედარებით უფრო მოკლე პერიოდში ჩანს. მაგრამ, რისკების მხრივ, ის ბევრად უფრო რისკიანია.
სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი ამჯობინებს ფული დააბანდონ კომპანიებში, რომლეთა ფასი უფრო მეტად მოსალოდნელია რომ მომავალში გაიზარდოს. დაბანდების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ცვლილებებს რომელიც ხდება კომპანიის გარშემო. ხოლო, როდესაც გაყიდვა მოგინდებათ, გაყიდოთ მაშინ, როდესაც თქვენთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელ ფასს მიაღწევს.
ბევრმა არ იცის, მაგრამ ქართველებს ასევე აქვთ საშუალობა დაიწყონ ვაჭრობა უცხოურ წარმომადგენლებთან. ახელბედებს XM-ი ასევე სთავაზობს სპეციალური სახის ბონუს სისტემას, რომელიც შეგიძიათ იხილოთ ქვემოთ:
რა მნიშვნელობას ატარებს საფონდო ბირჟა?
საფონდო ბირჟა წარმოადგენს ორგანიზებულ ბაზარს, რომელიც მისი წევრი ფინანსური ინსტიტუტების წყალობით უზრუნვეყლოფს სავაჭრო სისტემაში დაშვებულ ფასიან ქაღალდებზე ვაჭრობასა და დადებული გარიგებების შესრულების ორგანიზებას არსებული წესებისა თუ სხავდასხვა პროცედურების თანახმად. საფონდო ბირჟის მნიშნელობა ქვეყნისთვის უდიდესია.
ის, როგორც საჯარო ვაჭრობის ინსტიტუტი, ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას ფასიანი ქაღალდების საჯარო განიტარებისა და მათი მიმოქცევის ორგანზიების გზით. ფასიანი ქაღალდები, თავის მხრივ, წარმოადგენენ მიმოქცევადი ფინანსურ ინსტრუმენტებსა და უფლებებს, რომლებიც არსებობს წილობრივი და სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით.
სამწუხაროდ, ის საქართველოში არ არის საკმარისად განვითარებული, რაც საკმაოდ ცუდია ქვეყნისთის. ბევრ ექსპერტს უსაუბრია მისი არსებობის მნიშვნელობაზე საქართველოში. როგორც ისინი განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა შეიძლება არ იყოს წარმატებული, მისი არსებობა ქვეყნისთვის მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია.
სამომავლოდ მისმა განვითარებამ შეიძლება უდიდესი როლი ითამაშოს ქვეყნის ფინანსურ სამყაროში. ძირითადად ეს ხდება იმიტომ, რომ საფორდო ბირჟას აქვს საშუალება იმისა, რომ გახდეს ინვესტიციების მოზიდვის უდიდესი წყარო. სწორედ ამიტომ, მიუხედავად, იმისა, რომ ბევრი ექსპერტი საქართველოში არსებულ საფონდო ბირჟას საერთოდაც არ მიიჩნევს წარმატებულად, ისინი მაინც რჩებიან იმ აზრზე რომ მისი არსებობა აუცილებელია.
თუ საფონდო ბირჟის განვითარება მომავალში მოხერხდა, ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის. საფონდო ბირჟა კომპანიებს აძლევს იმის საშუალებას რომ მოახდინონ საკუთარი წილების გასხვისება საფონდო მარკეტში, რაც მათ დაეხმარებათ საკუთარი კაპიტალის გაზრდაში. აუცილებელია, რომ ვაჭრობა მოხდეს რეგულირებულ, უსაფრთხო გარემოში, რათა მოხდეს როგორც ტრეიდერების, ისე კომპანიების უფლებების დაცვა.
კაპიტალის გაზრდა კი, თავის მხრივ, ეხმარება კომპანიებს გაზარდონ საკუთარო ბიზნესი, მათი ფუნქციონირება და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ კომპანიებისთვის, არამედ მთელი ეკონომიკისთვისაც.
საფონდო ბირჟა საქართველოში – მიმოხილვა
როგორც უკვე გითხარით, საფონდო ბირჟას საქართველოში არცთუ ისე დიდი ისტორია აქვს. ის სულ რაღაც 21 წელია რაც არსებობს. სხვა საფონდო ბირჟებთან შედარებით, საქართველოს საფონდო ბირჟა საერთოდაც არ არის წარმატებული.
მიუხედავად ამისა, ის ქვეყნისთვის მაინც უდიდეს როლს თამაშობს. ვფიქრობ, მისი განვითარება ქვეყნის ეკონომიკას ძალიან დაეხმარებოდა. საფონდო ბირჟებს აქვთ საშუალება იმისა, რომ გაზარდონ ქვეყანაში არსებული ინვესტიციები. დამეთანხმებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების გზაზე დგას.
მაგრამ, ამ სექტორის განვითარებას, შესაფაბისი რეფორმები სჭირდება, რაც, დღეისთვის, არ გვაქვს. საფონდო ბირჟა 1999 წელს დაარსდა. მის მერე აქ ქართული კომპანიების წილებსა და თუ ფასიან ქაღალდებს საკმაოდ მარტივად შეიძენთ, მაგრამ ის ძალზედ არაპოპულარულია.
მეტიც, დამეთანხმებით, ადამიანების დიდმა ნაწილმა, არც კი იცის რომ საქართველოს საფონდო ბირჟა არსებობს. სწორედ ამ ცნობადობის მინიმალური დონის გამო, ძალიან ცოტას თუ მიუწვდება ხელი საფონდო ბირჟაზე, რაც, მის წლიურ და საშუალო დღიურ ბრუნვაზე ძალიან მარტივი შესამჩნევია.