საზღვარგარეთიდან ნივთების შეძენა – ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
გასული წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან ნივთების შეძენა ძალიან პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთის. ამისი მთავარი მიზეზი გახლავთ საქართველოს ბაზარზე სხვადსხვა წამყვანი კომპანიების შემოსვლა, როგორიცაა UPS, DHL, და FedEx.
ეს კომპანიები მსოფლიოში არიან ცნობილი, როგორც წამყვანი დაწესებულებები, რომლებიც საკმაოდ ხარისხიანად და სწრაფად ასრულებენ გადაზიდვებს. საქართველოს მოქალაქეებს ასევე ემსახურება საქართველოს ფოსტაც, რომელიც ზემოთ ნახსნები კომპანიების მსგავს სერვისებს სთავაზობენ ადამიანებს საქართველოში.
ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანებს მთელი მსოლფიოს გარშემო მიეცათ საშუალება გამხდარიყვნენ განვითარებული მსოფლიოს ნაწილები. დღეს, თქვენ შეგიძლიათ თითქმის ყველა ინდუსტრიის წევრი გახდეთ სახლიდან გაუსვლელად.
არ აქვს მნიშვნელობა რა გსურთ თქვენ, ახალი ტელეფონის შეძენა, ტანსაცმლის, თუ ნებისმიერი სხვა რამის – თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, თქვენ თითქმის ყველაფერთან გაქვთ წვდომა. ერთ-ერთი ინდუსტრია, რომლის ნაწილიც შეგიძლიათ საქართველოდან გახდეთ, არის უცხოური ვალუტებით ვაჭრობა. XM-ი გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე კომპანია ამ მიმართულებით. თუ გაინტერესებთ მათი სერვისები, იხილეთ ბმული ქვემოთ.
Contents
UPS, DHL და FedEx – როგორ მუშაობენ?
ეს სამი კომპანია გახლავთ მოწინავე კომპანიები ამ მარკეტში. თუ თქვენ გსურთ, რომ ისარგებლოთ მათი სერვისებით, მაშინ მიყევით ჩვენს გზამკვლევს, რათა გაიგოთ თუ როგორ მუშაობენ ისინი.
UPS გახლავთ მულტინაციონალური, ამერიკაში დაარსებული კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კომპანია 1907 წელს დაარსდა, რის შემდეგაც, მათი სერვისები მსოფლიოს გარშემო ძალიან პოპულარული გახდა. 2019 წლის მონაცემებით, მსოლფიოს გარშემო, კომპანიას 495,000-ზე მეტი თანამშრომელი ყავს. სწორედ ამის გამო, ამ კომპანიის სერვისები საკმაოდ პოპულარულია საქართველოშიც.
დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება იმისა, რომ მიიღონ და გააგზავნონ ამანათები 220 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით UPS-ის დახმარებით.
DHL გახლავთ მეორე საშუალება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ამანათების გასაგზავნად ან მისაღებად. სხვა სერვისებთან შედარებით, DHL შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ, ამასთან, მათი სერვისები, მეტად სანდოცაა. სწორეედ ამის გამო, ბევრი ქართველი იყენებს DHL-ის სერვისებს ყოველდღიურად.
ეს კომპანია არის გერმანული, რომელიც სერვისებს ბევრი ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს. DHL-ი წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიარდ ამანათს აბარებს მომხმარებლებს, რაც, საკმაოდ დიდი რიცხვია. DHL 1969 წელს დაარსდა, 51 წლის წინ, და მას შემდეგ, მოწინავე პოზიციებს არ თმობს ბაზარზე.
ერთ-ერთი ასევე საკმაოდ პოპულარული კომპანია გახლავთ FedEx-ი, რომელიც ასევე მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს ემსახურება. FedEx-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამანათები მრავალი ქვეყნიდან, ან გააგზავნოთ ამანათები სხვადსხვა მიმართულებით.
კომპანია დაარსდა 1971 წელს, 49 წლის წინ, და მას შემდეგ, უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს გარშემო. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ყველა ზემოთ აღნიშნული კომპანიის ვებსაიტს, სადაც თქვენ გექნებათ საშუალება ნახოთ მათი ტარიფები.
სამივე მათგანი მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. როგორიცაა, მაგალითად, რეგულარული სერვისები, დაჩქარებული სერვისები, და ექსპრეს სერვისები. თანხები საკმაოდ განსხვავდება მიმართულებებისა და იმ სერვისების მიხედვით, რომლეთაც თქვენ იყენებთ.
USA2Georgia
ნივთების გამოწერისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი საქართველოში არის USA2Georgia, რომლის გამოყენებითაც, თქვენ შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერი ნივთის შეძენა მსოფლიოში მოწინავე კომპანიებიდან. ეს კომპანია გახლვათ IATA-ს წერვი, და ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს მრავალი მიმართუბელით. ის სთავაზობს მომხმარებლებს ლოჯისტიკის სერვისებს, ტვირთების მიწოდების სერვისებს მითითებულ მისამართებზე, ტვირთების შეჯგუფებას, რთულად გადასაზიდი ტვირთების ტრანსპორტირება და სხვა მრავალი.
როდესაც იყენებთ USA2Georgia-ს სერვისებს, თქვენ გეძლევათ სპეციალური მისამართი ამერიკაში, ინდივიდუალური ოთახის ნორმით. ეს მისამართი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ მაღაზიებში მისათითებლად. როდესაც თქვენი ამანათი მიღებულია თქვენს მისამართზე, კომპანია უზრუნველყოფს მის გამოგზავნას საქართველოში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენი ამანათის მდგომარეობას და მის ადგილს. როგორც კი ამანათი შევა თქვენს პერსონალურ მისამართზე ამერიკაში, თქვენ მიიღებთ სპეციალურ შეტყობინებას იმეილისა ან ტელეფონის საშუალებით. რაც შეეხება თრექინგ კოდს, ის აისახება USA2Georgia-ს ვებგვერდზე, ამანათების მართვის პანელში.
ამ საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერი მაღაზიით რომელიც ამერიკაში ასრულებს მიტანის სერვისებს. ფასები საკმაოდ შეღავათიანია და დროც საკმაოდ ცოტა. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იყენებს USA2Georgia-ს სერვისებს. სწორედ ამხელა პოპულარობის გამო, კომპანია ამანათებს ყოველდღიურად გზავნის საქართველოში, რაც მათ სერვისებს საკმაოდ სწრაფს და სანდოს ქმნის. საშუალოდ, ტრანსპორტირების ვადა არის 1 კვირა.
არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც USA2Georgia-ს სერვისებს იყენებთ, აუცილებელია მიღებული პროდუქციის დეკლარირება, ეს გულისხმობს პროდუქციის დასახლების, ფასისა და გამომგზავნის მითითებას. დეკლარირება თქვენ შეგიძლიათ ამანათის მიღებამდე, მისი თრექინგ კოდის დახმარებით. ასევე, რეისის გამოგზავნიდან 3 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დეკლარირების ფუქნცია იბლოკება. ასევე, თქვენ შეგიძლიათ დეკლარირება გააკეთოთ ნივთის რეისის ჩამოსვლის შემდეგ. თუმცა, ამ შემთხვევაში დაგვიანებული დეკლარირების გამო, ამანათის მიღება შეგეძლებათ 1 კვირის დაგვიანებით.
საქართველოს ფოსტა
საქართველოს ფოსტა მომხმარებლებს სთავაზობს სხვადსხვა სახის საფოსტო მომსახრუბებს. საქართველოს ფოსტა არის წერვი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა, როგორებიცაა UPU და PsotEurop-ი. UPU არის უნივერსალური საფოსტო კავშირი, რომელიც 1874 წელს დაარსდა შვეიცარიის დედაქალაქში, ბერნში, და აერთიანებს 192 ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით. PostEurop დაარსდა 1993 წელს და აერთიანებს 49 ქვეყანას და 52 საფოსტო ოპერატორს.
დღეისთვის, საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 191 ქვეყანასთან თანამშრომლობს ტვირთების გადაზიდვის სექტორში. ის ქვეყანაში უმსვხილესი საფოსტო ორგანიზაციაა, და მომხარებლემს სთავაზობს სხვადსხვა სახის საკმაოდ პოპულარულ სერვისებს. მას აქვს 81 სერვის ცენტრი ქვეყანაში, და 2700-ზე მეტი მაღალვალიფიციური დასაქმებული კადრი.
საქართველოს ფოსტის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ სხვადსხვა ტიპის გზავნილები, როგორიცაა, მაგალითად, წერილობითი კორესპონდენცია, ამანათის გაგზავნა, EMS გავნილები, ავია გზავნილები და სხვა მრავალი.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი, რომელსაც საქართველოს ფოსტა სთავაზობს მომხმარებლებს არის EMS სერვისები – საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტა. ის Express mail service-სარეთაშორისო, მსოლფიო ქსელში 2001 წლის 1 მარტიდან არის ჩართული.
მიუხედავად დიდი ისტორიისა და პოპულარობისა, სამწუხაროდ, საქართველოს ფოსტის მომხმარებლები წლებია რაც სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე საუბრობენ. მათ შორისაა დაგვიანებული მიწოდება, რომელიც საკმაოდ დიდ პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მომხმარებლებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს ფოსტის სერვისები საკმაოდ გამრავალფეროვნდა და გამოკეთდა. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი მაინც აღნიშნავს, რომ გარკვეულ პრობლემებს წააწყდნენ საქართველოს ფოსტის სერვისების გამოყენებისას.
საქართველოს ფოსტას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. 1993 წელს გახდა საქართველო პირველად მსოფლიო საფოსტო კავშირის წერვი, რის შემდეგაც, საფოსტო სერვისები ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად განვითარდა.
საუკეთესო სერვისები
როდესაც საუკეთესო სერვისებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავარკვიოთ რისთვის გსურთ რომელიმე ნახსენები სერვისის გამოყენება. ასევე, რა თანხის დახარჯვას გეგმავთ ამა თუ იმ სერვისისთვის. როდესაც რაიმე საბუთის გაგზავნა გსურთ სადმე, ძალიან კარგი გამოსავალია DHL-ი.
მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფასები, სხვა სერვისებთან შედარებით, DHL-ს უფრო მაღალი აქვს. მაგრამ ფასთან ერთად იღებთ არაჩვეულებრივ სერვისებს, რომლებიც იმედებს არ გაგუცრუებენ. რაც შეეხება სხვა სერვისებს, როგორიცაა, მაგალითად, FedEx-ი, საკმაოდ ბევრი მომხმარებლები ჰყავთ, რომლებმაც გამოთქვეს უკამყოფილება გარკვეულ სერვისებთან დაკავშირებით.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ ერთი უკეთესია მეორეზე. საქმე იმაშია, რომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რას ანიჭებთ უპირატესობას. თუ გსურთ რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად, და ამასთან, უსაფრთხოდ მოხდეს, მოგიწევთ, რომ გადაიხადოთ მეტი თანხა.
ამიტომ, აუცილებელია კარგად გაიაზროთ რას ეძებთ, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას რომელიმე კომპანიის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით.
რატომ გახდა ასე პოპულარული ეს სერვისები?
გასული წლების განმავლობაში სამყარო ძალიან შეიცვალა. დღეს ონლაინ სივრცე სავსეა სხვადსხვა გამოწერის სერვისებით, რომლებსაც ერთმანეთზე უკეთესი შეთავაზებები აქვთ მომხმარებლებისთის. გასული წლის განმავლობაში, მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ამისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ კორონავირუსის პანდემია, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ვირუსის გავრცელების დაწყებიდან, ადამიანების უმეტესობას აღარ ჰქონდათ საშუალება იმისა, რომ გასულიყვნენ გარეთ და შეეძინათ ესა თუ ის ნივთი.
სწორედ ამიტომ, მოთხოვნა ისეთ სერვისებზე, როგორსაც ეს კომპანიები სთავაზობენ ადამიანებს ერთი-ორად გაიზარდა. მაშინ, როდესაც თქვენ არ გაქვთ საშუალება ეწვიოთ ტექნიკის მაღაზიას, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ სხვადსხვა საერთაშორისო კომპანიების ვებგვერდებს და გამოიყენოთ რომელიმე სერვისი რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ნივთების შესაძენად.
მთავარი პლიუსი ამ ყველაფრისა გახლავთ ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი საკუთარი სახლიდან გააკეთოთ. ყველა ზემოთ ნახსენები კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს კურიერის მომსახურებას. უმეტეს შემთხვევებში, კურიერები უფასოდ მოგაწვდიან სახლში თქვენ მიერ შეძენილ ნივთს, მაგრამ შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა გარკვეული თანხა მოგთხოვონ. ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ რომლის გამოყენება გსურთ, აუცილებელად შეამოწმეთ რამდენს მოგთხოვენ ისინი კურიერის მომსახურებისთვის.
ოლნაინ მაღაზიები
საქართველოს ბაზარს არაერთი ონლაინ მაღაზია ემსახურება, მათ შორისაა ასევე საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, ამაზონი. იმისთვის, რომ ამაზონიდან ნებისმიერი ნივთის გამოწერა შეძლოთ, ძალიან კარგი იქნება თუ გამოიყენებთ USA2Georgia-ს სერვისებს.
როგორც უკვე გითხარით, ეს კომპანია თქვენ მოგანიჭებთ პირად მისამართს ამერიკაში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივთების მისაღებად. მას შემდეგ კი რაც თქვენი ამანათი იქნება თქვენს მისამართზე, USA2Georgia უზრუნველყოფს ნივთის საქართველოში გამოგზავნას.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი, მას შემდეგ რაც დეკლარაცია გაკეთებული გექნებათ, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ რომელიმე ფილიალს და აიღოთ თქვენი ამანათი, ან ანდოთ ის კომპანიის კურიერებს, რომლებიც ამ სერვისს უფასოდ გთავაზობენ.
ონლაინ მაღაზიებმა ერთიანად შეცვალეს ადამიანების შოპინგის ხერხები. დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ნივთებს სწორედ ონლაინ მაღაზიების გამოეყენებით ყიდულობს. ეს სერვისები ყოველდღიურად იხვეწება და ვითარდება და სწორედ ამიტომ, უფრო მეტი ადამიანი იყენებს მათ ყოველდღიურად.