10 საუკეთესო კომპანია, რომლებშიც ინვესტიცია უნდა ჩადოთ

10 საუკეთესო კომპანია, რომლებშიც ინვესტიცია უნდა ჩადოთ post thumbnail image

აქციის ყიდვა მარტივია, თუმცა სწორი აქციის ყიდვა ზედმეტი დროის ხარჯვისა და უსიამოვნებების გარეშე, საკმაოდ რთულია. 2020 წელს კორონა ვირუსის ფონზე მსოფლიო ბაზარი ძლიერ დაზარალდა. მიუხედავად ამისა, დღესდღეისობით საერთაშორისო კომპანიები და გიგანტები ცდილობენ დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას და აღიდგინონ ძალები.

ბაზრის გამოცოცხლების სტაბილური ტენდენცია კი აშკარად შეინიშნება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ჯერ კიდევ რჩება მთავარ პრობლემად, ადამიანების ჰოსპიტალიზაციებისა და სიკვდილის რაოდენობა მკვეთრად კლებულობს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში,  სწორედ ახლა არის ყველაზე კარგი დრო იმისთვის, რომ მზარდ კომპანიებში ინვესტიციები ჩაიდოს.

იმისათვის, რომ აირჩეს ასეთი კომპანია, რეკომენდირებულია აქციების გადახედვა, არჩევა და გააანალიზება, რომელია საუკეთესო ფასიანი ქაღალდები საყიდლად. სწორ დროს და სწორ ადგილას ფულის დაბანდება არის ის საუკეთესო ფორმულა, რომელიც ყოველთვის მუშაობს. ამისათვის უმჯობესი იქნება, თუ პოტენციური ინვესტორები გადახედავენ კომპანიების ბოლო სამი თვისა და ბოლო წლის ზრდას, რაც მინიმუმ 25%-ს უნდა შეადგენდეს იმისათვის, რომ ღირდეს ფულის დაბანდება.

გარდა ამისა, კარგი იქნება ისეთი კომპანიების არჩევაც, რომლებიც მომხმარებლებს ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობენ. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი აქციების განხილვაც, რომლებიც მართალია ჯერ ნაკლებად მომგებიანები ჩანან, თუმცა აშკარაა მათი დიდი პოტენციალი და აღენიშნებათ შემოსავლის ზრდა. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ ისეთ ტოპ 10 კომპანიას, რომლებმაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მათში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს.  ეს კომპანიებია:

10 საუკეთესო კომპანია ინვესტირებისთვის

დისნეი

დისნეი არის ის კომპანია, რომლის ბოლო დროინდელი მაჩვენებლებიც ნამდვილად აჩვენებს, რომ ამ აქციაში ფულის დაბანდება პოტენციურად მომგებიანი იქნება. აღნიშნული კომპანიის ფარდობითი სიძლიერის ხაზი (relative strength line RS) ბოლო წლის განმავლობაში მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. RS რეიტინგში დისნეის აქცია შესაძლო 99 დან 73-ე ადგილზეა.

ბაზრის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, ხოლო დისნეის აქცია ბოლო 4 კვირის განმავლობაში უკვე 9%-ით გაიზარდა. IBD-ის ინდექსის მიხედვით კომპანია ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კორონა ვირუსმა დისნეიზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.

კერძოდ, EPS რეიტინგის მიხედვით, რომელიც აჩვენებს კომპანიის შემოსავლების ზრდასა და სტაბილურობას ბოლო სამი წლის განმავლობაში, დისნეის მაჩვენებელი 99-დან მხოლოდ 11 იყო. თუმცა საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ფაქტი გასაკვირი არაა. ეკონომისტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული მდგომარეობა აუცილებლად დასტაბილურდება როგორც კი მსოფლიო თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

საგულისხმოა ის, რომ დისნეი+ სატელევიზიო პლატფორმის გამომწერების რაოდენობამ 2 იანვრის მონაცემებით რეკორდულ რაოდენობას, 94,9 მილიონს მიაღწია, ხოლო 2 დეკემბერს ეს რაოდენობა მხოლოდ 86 მილიონი იყო. ჯამში, დისნეის სტრიმის შემოთავეზებებს 100 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს მსოფლიოში. ეს ციფრები ნათლად მეტყველებს კომპანიის ძალიან მზარდ ტენდენციაზე და მის უდიდეს პოტენციალზე მომავალში.

როგორც კი კორონა ვირუსი გაუჩინარდება და ბაზრის მდგომარეობა დასტაბილურდება, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ დისნეის შემოსავლები რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ როდესაც 10 საუკეთესო ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, დისნეი ნამდვილად არის ერთ-ერთი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ კომპანიის აქციებში ფულის დაბანდება ნამდვილად სარფიანი გადაწყვეტილებაა.

MaxLinear

MaxLinear არის ამერიკული ჰარდვეარ კომპანია, რომელიც 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ეს არის ნიუ იორკის აქციების გაცვლის კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს კომუნიკაციური ქსელების გაუმჯობესებას ინტეგრირებული რადიო სიხშირის საშუალებით.

(RF) აღნიშნული კომპანიის აქციები ბოლო პერიოდის განმავლობაში გაყიდვის ზონაშია (buy zone), ხოლო ზრდის ტემპის მიხედვით აღენიშნება 50 დღიანი უწვეტი ზრდა. გარდა ამისა, RS ინდიკატორის მიხედვით, MaxLinear-ის აქცია რეიტინგში 99-დან 88-ე ადგილს იკავებს, რაც შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო მაჩვენებელია. ამას მოწმობს ისიც, რომ ეს კომპანია თავისი ბოლო 12 თვის ბაზრის მდგომარეობითა და  მაჩვენებლებით არის ტოპ აქციების სიაში. ამ მხრივ მან 425%-იანი ზრდა აჩვენა ბოლო წლის მანძილზე.

გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ EPS-ის რეიტინგის მიხედვით, ბოლო სამი კვარტალის განმავლობაში MaxLinear-ის აქციების მაჩვენებელი პროგრესულია. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შემოსავლების სტატისტიკა დადო, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა 194.7 მილიონ დოლარს მიაღწია, ეს რიცხვი კი, თავის მხრივ, ნიშნავს 178%-იან წლიურ ზრდას.

როგორც ვხედავთ, თითქმის ყველა სტატისტიკური მონაცემი მიგვითითებს იმაზე, რომ ეს კომპანია უდაოდ ძალიან მზრდადი და დიდი პოტენციალის მქონეა. ამიტომაც, ახლა სწორედ ის დროა, რომ ინვესტორებმა გამოიყენონ ეს შანსი, გაითვალისწინონ ზემოთ ნახსენები ინფორმაცია და დააბანდონ ფული ისეთ წარმატებულ საერთაშორისო კომპანიაში, როგორიც MaxLinear-ია.  შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად ღირსეულად არის ნაწილი სიისა- 10 კომპანია ინვესტიციისთვის.

PayPal Holding

PayPal არის ამერიკული კომპანია, რომელიც ოპერირებს ონლაინ საგადასახადო სისტემის ბაზარზე და წარმოადგენს ტრადიციული ქაღალდის ფულით ტრანზაქციის ელექტრონულ ალტერნატივას. პეიპალის ბაზრის ჯამური ღირებულება 247 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბუნებრივია, რომ ამ კომპანიის სტატისტიკებიც მის მზარდ პოტენციალზე მეტყველებს. ამის მაგალითია ის, რომ PayPal-ისთვის ბოლო კვარტალი იყო საუკეთესო ისტორიაში მთლიანი შემოსავლითა და ჯამური საგადასახადო მოცულობით (payment volume).

მართალია პეიპალი, რომელიც ამავდროულად Venmo-ს მფლობელიც არის, ყველა შემდეგ კვარტალში ასეთ ციფრებს ვერ აჩვენებს, თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი აღნიშნული კომპანიისგან ყოველთვის ძალიან მაღალ შედეგებს ელის მომავლისთვის.

ეს მოლოდინები კი ციფრებშიც აისახება, კერძოდ, PayPal -ისგან ელიან შემოსავლების 22.8%-ით ზრდას, ხოლო EPS ინდექსი სავარაუდოდ 16.3%-ით გაიზრდება. ეს ყველაფერი მხოლოდ ბოლო კვარტლის შედეგები კი არ არის, არამედ ცხადი მაჩვენებელია იმისა, თუ რამხელა პოტენციალი აქვს მას განვითარების მომავალში.

ამიტომაც, PayPal Holding სწორედ ის საიმედო კომპანიაა, რომელი კომპანიის აქციებში ფულის დაბანდება მოგების ძალიან მაღალ პროცენტიან გარანტიას იძლევა. კარგი სტატისტიკური მონაცემები და მუდმივი უპირატესობები მისი თამასაა, რომელსაც 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ინარჩუნებს მოცემული კომპანია.საუკეთესო ფასიანი ქაღალდები საყიდლად

Alibaba Group

Alibaba Group Holding Limited, ასევე ცნობილი, როგორც Alibaba Group და Alibaba.com არის ჩინური მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია, დაფუძნდა 1999 წელს და რომელიც სპეციალიზებულია ონლაინ ვაჭრობაზე, ინტერნეტსა და ტექნოლოგიაზე.

კომპანია უზრუნველყოფს რამდენიმე ტიპის ვაჭრობის სერვისს ვებ პორტალების საშუალებით, ასევე ელექტროუნლი გადახდების, საყიდლების საძიებო სისტემისა და ქლაუდ სერვისებს. იგი ფლობს ძალიან ბევრი ტიპის კომპანიას სხვადასხვა ბიზნეს სექტორში, მსოფლიოს ყველა წერტილში. ალიბაბა ჯგუფი იყო წინა წლის 10 საუკეთესო კომპანია -ს შორის, რომლის აქციების ყიდვას ყველაზე მეტადაა ღირებული. ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც ამ უკანასკნელის მასშტაბები ძალიან დიდია, მისი ჯამური ღირეულება შეადგენს $725 მილიარდს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან სწრაფად იზრდება.

ამაზე მეტყველებს ისიც, რომ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მისი გაყიდვების მოცულობა 30%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Alibaba Group ძალიან კარგად უმკლავდება ბაზრის უცაბედ შოკებს. როგორც ვიცით, 1 წლის წინ, პანდემიის დაწყების დროს, ჩინეთს კორონა ვირუსით გამოწვეული პრობლემები და კრიზისები განსაკუთრებულად მწვავეთ შეეხო.

მიუხედავად ამისა, მოცემულ კომპანიას ზრდა მაინც არ შეუწყვეტია. ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს, კერძოდ ის, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე მისი აქციის ფასები 25%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, Alibaba Group-ის ქლაუდ განყოფილება კომპანიის გაყიდვების 10%-ს შეადგენს და მან 60%-იანი შემოსავლების ზრდა განიცადა ბოლო კვარტლის განმავლობაში. აღნიშნული კომპანია აზიის ვაჭრობის გიგანტადაა მიჩნეული, შესაბამისად, თუ ინვესტორებს სურთ ჩინურ ბაზარზე სცადონ ბედი, Alibaba Group უდაოდ არის საუკეთესო ვარიანტი ინვესტიციის ჩასადებად.

Spotify Technology

Spotify Technology არის შვედური აუდიო სტრიმინგისა და მედია სერვისის პროვაიდერი კომპანია, რომელიც 2008 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს ბაზარზე. პლატფორმას ფლობს Spotify AB ნიუ იორკის აქციების გაცვლის კომპანია. მის ბაზაშია 70 მილიონზე მეტი სიმღერა სხვადასხვა ხმის ჩამწერი სტუდიებიდან და მედია კომპანიებიდან.

ზემოთ ნახსენები გიგანტებისგან განსხვავებით, Spotify ისეთი ტიპის აქციაა, რომელიც ასეთი სტაბილურობითა და განსაკუთრებულად მაღალი ზრდის ტემპით არ გამოირჩევა, ამიტომაც კონსერვატორ ინვესტორებს მოეთხოვებათ რისკების რაციონალური შეფასება მანამ, სანამ კომპანიის აქციებში ფულის დაბანდება მოხდება.

მიუხედავად ამისა, Spotify-ს პოპულარობა დღითი დღე იზრდება. ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა (MAUs) წლიურად 29%-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 320 მილიონს შეადგინა უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ის, რომ აქედან 144 მილიონი ადამიანი პრემიუმ გამომწერის სტატუსით სარგებლობს, აღნიშნული მაჩვენებელი კი 27%-ით არის გაზრდილი ბოლო კვარტალში.

კომპანიამ შეძლო, რომ ციფრული მუსიკა გარდაექმნა მნიშვნელოვან სოციალურ გამოცდილებად. გარდა ამისა, მას ძალიან დიდი მომავალი აქვს პოდკასტების ინდუსტრიაში, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას პოდკასტი სწორედ სპოტიფაიზე აიტვირთა 2020 წელს.

ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ Spotify უკანასკნელ კვირაში ქართულ ბაზარზეც შემოვიდა. შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, Spotify Technology  ნამდვილად არის ის მაღალი პოტენციალისა და ღირებულების კომპანია, რომელში ფულის დაბანდებაც დიდი ალბათობით სარფიანი იქნება.10 საუკეთესო აქცია

Facebook

ეს საერთაშორისო სოციალური პლატფორმა და ტექნოლოგიური კონგლომერატი ყველასთვის ძალიან კარგადაა ნაცნობი. მისი უდიდესი წარმატება საუკუნის დასაწყისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. უკვე ტრადიციაა, რომ ის ყოველ წელს, აუცილებლად იქნება სიაში – 10 საუკეთესო აქცია, რომლის ყიდვაც ღირს.

2021 წელი მეხუთე წელია, როცა კომპანია ამ ტრადიციას უწვეტად ინარჩუნებს. მისი აქციების ღირებულება 2017 წელთან შედარებით 172%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა (MAUs) სექტემბრის მონაცემებით 2.74 მილიარდს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ Facebook ოჯახში გაერთიანებულია ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა Instagram, WhatsApp და Messenger, რომელთაც ჯამურად აქტიური ადამიანების რაოდენობა თვეში 3.2 მილიარდი ჰყავთ. კომპანიის აქვს ძალიან მაღალი სუფთა მოგების განაკვეთი და უსაზღვრო შესაძლებლობები ონლაინ ვაჭრობის თვალსაზრისითაც (Facebook Shops, Facebook Marketplace).

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ Facebook არის საუკეთესო საინვესტიციო აქციის ეტალონი, რომელიც არა მხოლოდ ახლა არის წარმატების მწვერვალზე, არამედ მისი წარსულიც და სავარაუდო მომავალიც ანალოგიურ სურათს იძლევა. მას აქვს უშრეტი პოტენციალი და ამოუწურავი რესურსი, რომელიც ყოველთვის იქნება ინვესტორების ინტერესის საგანი.10 საუკეთესო კომპანია

Nautilus

Nautilus არის ფიტნეს აღჭურვილობის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია რომლის პროდუქტები გათვლილია გლობალურ მომხმარებლებზე. ის ზემოთ ნახსენები კომპანიებიდან ყველაზე პატარაა სიდიდით, თუმცა მივიჩნევთ, რომ მისი მოხვედრა სიაში – ტოპ 10 კომპანია ინვესტიციისთვის, სრულიად სამართლიანია.

მისი აქციების ჯამური ღირებულება 530 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა საგულისხმოა ის, რომ მას ბევრად უფრო გიგანტი კონკურენტები ჰყავს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოცემულ კომპანიას სხვებზე ნაკლები პოტენციალი გააჩნია, ამიტომაც თუ კონსერვატორი ინვესტორები რაციონალურად შეაფასებენ Nautilus-ის შესაძლებლობებს, აუცილებლად მიხვდებიან, რომ მასში ფულის დაბანდება მომგებიანი იქნება მომავლისთვის. კომპანიის მოგება ბოლო ხანებში 10.7 ჯერ გაიზარდა, ხოლო გაყიდვების მოცულობამ 1,2 ჯერ იმატა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ Nautilus ჩაერთო ვარჯიშის გამოწერის ბიზნესში (subscription workout business), რაც თავის მხრივ, ძალიან სარფიანი საქმიანობაა. ისინი თითოეულ მომხმარებელს $19.99 -ს აჭრიან თვიურად, რომელშიც შედის ვიურტუალური ტრენინგი და ვარჯიშის ვიდეოები. ეს ბიზნესი კორონა ვირუსის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა და ვფიქრობთ, რომ შემდეგ პერიოდშიც შეინარჩუნებს ამ ტენდენციას. ამიტომაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ Nautilus ნამდვილად არის ის კომპანია, რომლის აქციების ყიდვაც 2021 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია იქნება.

Sonos

Sonos არის ამერიკული უსადენო აუდიო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, მათ შორის სმარტ სპიკერების. ის დაფუძნდა 2002 წელს. მას ჰყავს 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია, რომლებიც მუსიკალურ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს, მათ შორის Pandora, iHeartRadio, Spotify, MOG, QQ Music და Amazon Music. Sonos არის კომპანია, რომელმაც შეძლო, დაემტკიცებინა, რომ home entertainment ინდუსტრია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის. აქციების ჯამური ღირებულება შეადგენს $2.4 მილიარდს.

2020 წელს პანდემიის პირობებში სონოსის პროდუქტებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, რაც ბუნებრივია მისი ინდუსტრიიდან გამომდინარე. ამიტომაც, ადამიანებმა ახალი პლატფორმების აღმოჩენა დაიწყეს Sonos-ის სახით რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას განსაკუთრებით დიდი ზრდა ელოდება მომავალში.

ამას დღევანდელი მონაცემებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალმა 32 ჯერ იმატა ბოლო წელს. აქედან გამომდინარე, დიდად სავარაუდოა, რომ Sonos -ის ფასიანი ქაღალდების ყიდვა ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი შესაძლებლობა უნდა იყოს.

Roku

Roku არის ამერიკული ციფრული მედია ფლეიერების მწარმოებელი კომპანია. ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ სტრიმინგ მედიაზე კონტენტზე წვდომას სხვადასხვა ონლაინ სერვისებიდან. Roku-ს პირველი მოდელი შეიქმნა Netflix-თან კოლაბორაციაში, ჯერ კიდევ 2008 წელს. ციფრული მედიის ინდუსტრიაში კომპანიის მოწყობილობები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

Roku-ს განსაკუთრებულად დიდი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი სოფთვეარის ინტეგრაცია შესაძლებელია ტელევიზორში. კომპანიის სერვისები ბოლო წლებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც აჩენს სამართლიან საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ მას მომავალში დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, აღნიშნული კომპანია ღირსეულად იკავებს ადგილს სიაში – 10 საუკეთესო კომპანია, რომელშიც შემდგომ წლებში უდაოდ ღირს ფულის დაბანდება.

Upwork

Upwork არის ამერიკული ფრილანს პლატფორმა, სადაც სხვადასხვა კომპანიები და ინდივიდები უკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის საქმიანობის საწარმოებლად. კომპანიის სრული დასახელება არის Upwork Global Inc. ის ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და ემსახურება ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

Upwork-ს ჰყავს დაახლოებით 18 მილიონი რეგისტრირებული ფრილანსერი და 5 მილიონი რეგისტრირებული კლიენტი. ამ მაჩვენებლით მოცემული კომპანია არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფრილანს ბაზრის წარმომადგენელი. კომპანიის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ამ პლატფორმაზე შევხვდებით თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლებს მათ შორის გრაფიკულ დიზაინერებს, პროგრამისტებს, ვიდეო თამაშების ტუტორებსა თუ მწერლებს.

შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია ყველა ტიპის ბაზარზე ახდენს გავლენას. გარდა ამისა, კორონა ვირუსის პირობებში დისტანციური მუშაობა ისეთი აქტუალური გახდა, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე,  ამ პლატფორმის მოთხოვნა და საჭიროება ბევრად უფრო გაიზარდა.

ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური პანდემიის პირობებში. ასეთი ადამიანებისთვის Upwork იყო ერთადერთი საშუალება, სადაც შეძლებდნენ თავიანთი პროფესიით მუშაობით, ონლაინ სივრციდან მაინც მიეღოთ შემოსავალი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2020 წლამდეც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, გასაკვირი არაა, რომ აღნიშნულ წელს მისი შემოსავალი წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო გაიზარდა. შესაბამისად, Upwork გახდა კომპანია, რომელსაც აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ფასიანი ქაღალდები საყიდლად. 2021 წელს მასში ფულის დაბანდება სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური და მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის.

შეჯამება

სტატიაში განვიხილეთ 10 კომპანია, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მათში ფულის დაბანდება ნამდვილად ღირს. ამიტომაც, ინვესტორებს, რომლებიც ეძებენ საუკეთესო შესაძლებლობებს ბაზარზე, ვურჩევთ, რომ გადახედონ თითოეულ მათგანს და თავიანთი პირადი მიზნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ფული დააბანდონ ერთ-ერთ ზემოთ ნახსენებ ინვესტიციაში. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ეს ინვესტიცია სამომავლოდ ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს და მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტორის პოტენციურ შემოსავლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *