რამდენი ქართული კომპანია არის ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი?
ლონდონის საფონდო ბირჟა ყველაზე ძველი გაცვლითი პლატფორმაა რომელიც ჯერ კიდევ 1801 წელს დაარსდა და დღემდე ყველაზე მსხვილი ბირჟაა ევროპაში. მისი სათავო ოფისი მდებარეობს ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში. ბაზრის საერთო ღირებულებით, მრავალფეროვნებით, ვაჭრობის მოცულობითა და ლიკვიდურობით მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს და შეიძლება ითქვას, რომ მას ერთადერთი კონკურენტი ჰყავს ნიუ იორკის საფონდო ბირჟის სახით.
Contents
აღსანიშნავია ის, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ქართული კომპანიაც არის წარმოდგენილი, რომლებიც წარმატებით ოპერირებენ ბაზარზე. მათ შორის არის ”თიბისი ბანკი”, ”საქართველოს ბანკი” და ”საქართველოს კაპიტალი”. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული კომპანიები ერთი სფეროს, ფინანსური სექტორის წარმომადგენლები არიან, ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, თუ ჩვენს ქვეყანაში რა ტიპის კომპანიები არიან განსაკუთრებით წარმატებულები. აშკარაა, რომ სწორედ ფინანსური სფეროს უკავია ბაზრის დიდი წილი და შესაბამისად, უდიდეს როლსაც ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.
გარდა ამისა, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ზემოთხსენებული ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ნელ-ნელა მატულობს და ზოგადი ტენდენცია მზრდადია (ზოგადი არასახარბიელო გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის ფონის გათვალისწინებით). მაგალითად, 2 აპრილის მონაცემებით, ”საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასმა 6.21%-ით მოიმატა, რაც საკმაოდ საგულისხმო მაჩვენებელია და ნამდვილად მიუთითებს აღნიშნული კომპანისს წარმატებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ეს მონაცემები იმედების დამყარების საშუალებას იძლევა, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში არსებული სხვა კომპანიებიც შეძლებენ მსგავსი წარმატების მიღწევას, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სხვა სექტორებიდანაც, იქნება მეტი ქართული აქციები ლონდონის ბირჟაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა თუ ფინანსურ სტაბილურობას.
აღნიშნულ სტატიაში, ჩვენ განვიხილავთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილ ქართულ კომპანიებს: ”თიბისი ბანკს”, ”საქართველოს ბანკსა” და ”საქართველოს კაპიტალს”, ვიმსჯელებთ, თუ რამდენად ღირებულია მათი აქციები ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რამდენად წარმატებით ოპერირებენ უცხოურ ბაზარზე და ფასის ცვლილების რა ტენდენციები შეინიშნება ბოლო წლების განმავლობაში.
ქართული კომპანიები ლონდონის საფონდო ბირჟაზე
როგორც უკვე ვახსენეთ, დღესდღეისობით ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 ქართული კომპანია იმყოფება, მათ შორისაა ‘თიბისი ბანკი”, ”საქართველოს ბანკი” და ”საქართველოს კაპიტალი”. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ჩამონათვალში ასევე იმყოფებოდა კიდევ ერთი ქართული კომპანია ,,საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG), რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 8 ივლისს გამოაკლდა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს უკანასკნელი კომპანია საქართველოს კაპიტალის შემადგენლობაში შედიოდა. მისი ხელმძღვანელები საფონდო ბირჟიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე ფინანსურმა თუ ეკონომიკურმა ფაქტორებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს სხვადასხვა ქართული კომპანიის აქციების ფასებზე. საბოლოო ჯამში კი სახეზე გვაქვს როგორც აქციის ფასების, ასევე აღნიშნული კომპანიების საერთო კაპიტალის დიდი კლება. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კოპმანიები ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ვეღარ ახერხებდნენ ისე წარმატებით ოპერირებას, როგორც გასულ წლებში.
სწორედ ამ მსოფლიოში არსებული მწვავე ფაქტორებისა და ზემოთნახსენები მიზეზების გამო, ,,საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” (GHG) გადაწყვიტა ორი პატარა ზომის კომპანიის ნაცვლად, ერთი მოზრდილი დაეტოვებინა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ამჟამად უცხოურ ბაზარზე წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოს კაპიტალი (GCAP) და ეს უკანასკნელი საკმაოდ მაღალი ლიკვიდურობით სარგებლობს ბაზარზე.
საქართველოს კაპიტალი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
საქართველოს კაპიტალი ლონდონის საფონდო ბირჟას სულ ცოტა ხნის წინ, 2018 წელს შეუერთდა. მაშინ, როდესაც 2018 წლის მაისში BGEO ორ ნაწილად გაიყო- საქარველოს ბანკად და საქართველოს კაპიტალად. საქართველოს კაპიტალი ფლოს სხვა მცირე მნიშვნელობის აქციების გარდა ფლობს ისეთ მნიშვნელოვან წილებს, როგორებიცაა სამშენებლო ფირმა მ2 და ალდაგი. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ქართული კომპანიები ლონდონის ბირჟაზე გაფართოვდა, ზემოთხსენებულმა კომპანიამ დამოუკიდებლად დაიწყო ოპერირება და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. მიუხედავად ამისა, ბოლო წლის განმვალობაში მსოფლიოში არსებულმა არასახარბიელო მაკროეკონომიკურმა ვითარებამ ამ კომპანიაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. სამწუხაროდ, ეს ეფექტი ნეგატიურად აისახა მის ჯამურ კაპიტალზე, რადგანაც როგორც უკანასკნელ სტატისტიკაში ვკითხულობთ, საქართველოს კაპიტალის აქციის ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამჟამად 3.8 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ამ რიცხვით კომპანია დაახლოებით 11%-ით ჩამორჩება წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი გამოეთიშა საფონდო ბირჟას, იგი მთლიანად საქართველოს კაპიტალის მფლობელობაში გადავიდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი წილი 70% დან 100%-მდე გაიზარდა. საგულისხმოა ასევე ისიც, რომ საბოლოო ჯამში, ეს კომპანია ფინანსური სექტორის გარდა წარმოდგენილია ჯანდაცვის სექტორშიც, რომელშიც, თავის მხრივ, ქვეყნის ლიდერი ფარმაცევტული კომპანიებია გაერთიანებული (ისეთი, როგორიცაა ევექსი თუ ფარმადეპო).
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოს კაპიტალის ქართული აქციები ლონდონის ბირჟაზე დაახლოებით 6.2%-ით ფასის ზრდას აფიქსირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ წინა კვირასთან შედარებით 18 მილიონი ფუნტით გაიზარდა მისი აქციები და ჯამურად 287 მილიონი სტერლინგი შეადგინა.
თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
როგორც ვიცით, თიბისი ბანკი იყო მეორე ქართული კომპანია, რომელიც 2014 წელს ლონდონის საფონდო ბირჟას შეუერთდა. ის არის საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი საბანკო სექტორში, რომელიც ჯამურად დაახლოებით 700 ათას კლიენტს ემსახურება.
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ქართული აქციების ფასები საგრძლობლადაა შემცირებული საფონდო ბირჟაზე, გასაკვირი არაა, რომ ამან თიბისი ბანკზეც იქონია გავლენა. მსოფლიოში არსებული არასახარბიელო ეკონომიკურმა მდგომარეობამ იქონია ის ნეგატიური გავლენა, რომ ბოლო სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 8.91 ფუნტ სტერლინგს შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უკანასკნელი 1.25%-ით არის გაზრდილი ივლისის თვესთან შედარებით. თუმცა, ამავდროულად საგულოსხმოა ის ფაქტიც, რომ 2 აპრილის მონაცენების მიხედვით აქციების ჯამური ღირებულება თითიქმის 1%-ით შემცირდა. საბოლოოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად თიბისი ბანკის ერთი აქცია 10.20 ფუნტი სტერლინგი ღირს. ამ კლების გამო კომპანიის ჯამური ღირებულება 5 მილიონი ფუნტი სტერლინგით შემცირდა და 562,59 მილიონს შეადგენს ის ახლა.
იმის გათვალისწინებით, რომ თიბისი ლონდონის ბირჟაზე გასული წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ოპერირებდა, ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ტენდენცია ძალიან მალე, ეკონომიკური მდგრადობის დაბრუნების თანავე აღდგება და კომპანია შეძლებს, უცხოურ ბაზარზე კვლავ გაზარდოს საკუთარი აქციების ღირებულება.
საქართველოს ბანკი ლონდონის ბირჟაზე
როგორც უკვე ვახსენეთ, სამი ქართული კომპანიიდან, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე იმყოფება ამჟამად, ერთ-ერთი საქართველოს ბანკია. საქართველოს ბანკი არის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ბიზნესი, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს ათასობით მომხმარებელს. ეს უკანასკნელი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯერ კიდევ 2006 წელს შევიდა და ის გახდა პირველი, რომელმაც შეძლო, რომ ლონდონის ბირჟის პრემიუმლისტინგში განთავსებულიყო. ამ ფაქტმა კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა, რომელმაც საშუალება მისცა მას, რომ უფრო თანამედროვე და მაღალი ხარისხის ფინანსური სერვისები შეეთავაზებინა მოსახლეობისთვის.
როგორც უკვე ვახსენეთ, BGEO ჯგუფი 2018 წელს გაიყო ორ ნაწილად, საქართველოს ბანკად და საქართველოს კაპიტალად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის აქციის ღირებულება 2017 წლისთვის 23,2 ფუნტი სტერლინგი იყო, 2018 წლის ბოლოსთვის კი 13,5 გირვანქა სტერლინგი. საყურადღებოა ასევე ის, რომ საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებულ უკანასკნელ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2 აპრილის მონაცემების მიხედვით კომპანიის აქციების ფასი 0.36%-ით გაიზარდა და საბოლოო ჯამში 11,16 გირვანქა შეადგინა. ეს მაჩვენებელი გლობალურად არსებული ცუდი მაკროეკონომიკური მდგომარეობის ფონზე საკმაოდ კარგია და მიგვითითებს იმისკენ, რომ უახლოეს მომავალში, მაშინ როდესაც მსოფლიოში სიტუაცია ნელ-ნელა დასტაბილურდება, საქართველოს ბანკის აქციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე თანთადან უფრო მოიმატებს.
დასკვნა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ქართული კომპანიაც არის წარმოდგენილი, რომლებიც წარმატებით ოპერირებენ ბაზარზე. მათ შორის არის ”თიბისი ბანკი”, ”საქართველოს ბანკი” და ”საქართველოს კაპიტალი”. ამ ჩამონათვალში ასევე იმყოფებოდა კიდევ ერთი ქართული კომპანია ,,საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG), რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 8 ივლისს გამოაკლდა, რადგანაც ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ორი პატარა ზომის კომპანიის ნაცვლად, ერთი მოზრდილი (საქართველოს კაპიტალი) დაეტოვებინა საფონდო ბირჟაზე.
საქართველოს კაპიტალი ლონდონის საფონდო ბირჟას 2018 წელს შეუერთდა. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, ბოლო წლის განმვალობაში მსოფლიოში არსებულმა სუსტმა მაკროეკონომიკურმა ვითარებამ ამ კომპანიაზეც ნეგატიური გავლენა იქონია და მისი ჯამური ღირებულება დაახლოებით 11%-ით შემცირდა.
თიბისი ლონდონის ბირჟაზე 2014 წლიდან მოღვაწეობს. როგორც ვიცით, ის საქართველოში ერთ-ერთი ლიდერია საბანკო სექტორში, თუმცა ბოლო წლებმა ამ კომპანიასაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. რაც შეეხება საქართველოს ბანკს, ის იყო პირველი ქართული კომპანია, რომლის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, ჯერ კიდევ 2006 წელს. უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ბანკის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 0.36%-ით გაიზარდა, რაც მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ზრდის ტემპზე მიგვითითებს, მაინც დადებითი ტენდენციის შენარჩუნებისკენაა მიმართული.