ნამახვანჰესის მშენებლობა 12 თვით შეჩერდა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურმავამ განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში ნამახვანჰესის მშენებლობა შეჩერებული იქნება შემდეგი თორმეტი თვის განმავლობაში. როგორც ვიცით, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა ჰესის მშენებლობას და მთავრობისგან კოკრეტული პირობების დაკმაყოფილებას მოითხოვდა. სწორედ ამ მოთხოვნებს შორის იყო მშენებლობის შეჩერება, რომელიც როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დააკმაყოფილა.
ნათია თურმავამ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო კანონთან შესაბამისობაში მოქმედებს. მათ მიაღწიეს იმას, რომ ნამახვანჰესი შემეგი თორმეტი თვის განმავლობაში აღარ აშენდება, შესაბამიად ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმი უკვე ამოქმედდა. ეს ყველაფერი კი მოხდა იმის გამო, რომ ჰესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კვლევებია ჩასატარებელი მისი ვალიდურობის დასადასტურებლად.
ეს მედიაციის პროცესი ჩატარდება მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის, სადაც მთავარი საკითხი იქნება გარემოს ეფექტის შეფასება და ის, თუ როგორი ტიპის კვლევა უნდა ჩატარდეს მომავალში. ეს უკანასკნელი კი, ნათია თურნავას აზრით, ჰესის პროექტს უფრო მეტ ნდობას შესძენს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაციის პროცესში ჩართულია ევროკავშირის ენერგო კავშირის დავების საბჭოს თავმჯდომარე. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე რიონის ხეობაში მთავრობის წევრების ვიზიტი ჯერ-ჯერობით არ არის დაგეგმილი, თუმცა მოლაპარაკებებისთვის მათი კარი ყოველთვის ღიაა.
ნამახვანჰესის პროექტი
ნამახვანჰესის პროექტი მოიცავს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას მდინარე რიონზე, კერძოდ კი საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში, წყალტუბოსა და ცაგერში. პროექტი გულისხმობს ორი სადგურის მშენებლობას, ქვედა ნამახვანი (333 მეგავატი) და ზედა ნამახვანი (100 მეგავატი), ჯამური მოცულობა არის 433 მეგავადი და მათი საშუალო წლიური ენერგიის გენერაცია იქნება 1.514 გიგავატი საათში.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ნამახვანჰესის პროექტი ხორციელდება თურქტული კომპანია ენკა (ENKA)-ს მიერ. რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, ისინი აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას სეისმურად აქტიურ რეგიონში და ამასთან, ამბობდნენ, რომ მშენებლობა დაწყებული იქნება კარგი გამოძებისა და შესწავლის გარეშე, არ არის გათვალისწინებული პოტენციური რისკები, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები აქტიური სეისმური პროცესების გამო. სწორედ ამის გამო, არაერთი აქცია გაიმართა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა აქტივისტების ჩართულობით, რომელთა მთავარი მოთხოვნა ნამახვანჰექსის პროექტის და მისი მშენებლობის შეჩერება იყო. ისინი მკაცრად მოითხოვნდენ, რომ თურქულ კომპანია ენკას დაეტოვებინა რიონის ხეობა და შეეჩერებინა მშენებლობისთვის მზაობის პროცესი.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქული კომპანია ენკა (ENKA)-ს განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი ენერგო პროექტი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, რომლის საშუალებითაც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში 800 მილიონი დოლარის მოცულობის. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კი ნამახვანის ჰესი საქართველოს მოსახლეობას 12% ენერგიით უზრუნველყოფს და დაახლოებით 1600 ადამიანი იქნებოდა ჰესის მშენებლობაში დასაქმებული. თუმცა, როგორც ვხედავთ, პროექტი ჯერ-ჯერობით შეჩერებულია და საბოლოო გადაწყვეტილება მის მშენებლობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უცნობია. სავარაუდოდ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ნათელი გახდება ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მომავალი.
მთავარი მიზაზი იმისა, თუ რატომ აპროტესტებდნენ ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას არის ის, რომ მათი აზრით, ჰესს ექნება დამანგრეველი გარემო ეფექტი მოცემულ რეგიონზე, გაანადგურებს არსებულ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას და ამასთან იმ მიკროკლიმატს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ღვინის წარმოების პროცესში.