უნიკალური ბონუს შეთავაზება XM-ის ახალ წევრებს

უნიკალური ბონუს შეთავაზება XM-ის ახალ წევრებს post thumbnail image

თუ თქვენ ფორექს ვაჭრობაში არ ხართ ახალი მოთამაშე, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ წარმატებული და პრესტიჟული XM ბროკერის შესახებ. ეს არის მასშტაბური ფორექს სავაჭრო კომპანია საერთაშორისო ბირჟაზე, რომელიც 2009 წელს დაარსდა და ითვლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგი არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს სანდო და ეფექტურ კომპანიას ვაჭრობისთვის. ეს არის ბროკერი, რომელიც საერთაშორისო მარეგულიებელი ჩარჩოების მიერ არის ლიცენზირებული და გამოირჩევა სანდო პარტნიორობითა და ათ წლიანი გამოცდილებით.

XM გამორჩეულია ცვალებადი და მრავალფეროვანი შეთავაზებით, რომელიც კიდვე უფრო სასურველ და ეფექტურ სავაჭრო გარემოს ქმნის მომხმარებლებისთვის. ერთ-ერთი ახალი ბონუს შეთავაზება კი საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ სხვადასხვა ტიპის პრიზები, ყოველგვარი სავალდებულო დეპოზიტის გარეშე. ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ ყველა საჭირო და მნიშნელოვანი დეტალი ამ საინტერესო შემოთავაზების შესახებ. ამასთანავე, ჩვენი გაიდი, სადაც თანმიმდევრობით იქნება თითოეული საჭირო საფეხური მოცემული, დაგეხმარებათ მიიღოთ ეს უნიკალური შეთავაზება მარტივად.

რას გვთავაზობს XM-ის 30USD ბონუსი?

XM მაქსიმალურად ზრუნავს შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ნებისმიერი ტიპისა და მიზნის მქონე მომხმარებელს შეუქმნის პერსპექტიულ და სარგებლის მომცემ შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, ის ხშირად სთავაზობს დაინტერესებულ პირებსა და უკვე არსებულ მომხმარებლებს ახალ ბონუსებს, მათთან გრძელვადიანი და ეფექტური ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ამის ნათელი მაგალითია, ბონუს შეთავაზება 30 USD პრიზით, რომელსაც მიიღებთ XM-ზე რეალური ანგარიშის გახსის შემდეგ. ეს არის ერთგვარი საჩუქარი ბროკერისგან, ყოველგვარი სავალდებულო დეპოზიტისა და სპეციფიური მოთხოვნების გარეშე.

თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, დაიწყოთ ფორექს ვაჭრობა თქვენთვის სასურველი და მორგებული პირობებით და მიიღოთ ავტომატური პრიზი, რომელიც დაგეხმარებათ ივაჭროთ უფრო ეფექტურად. კერძოდ, ეს არის ნულოვანი რისკის მქონე  შეთავაზება, რომელიც თქვენგან არ მოითხოვს კონკრეტული რაოდენობის დეპოზიტის ანგარიშზე განთავსებას. ის მყისიერად აისახება თქვენს საბალანსო გვერდზე მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახსნით XM-ზე ანგარიშს. ბონუსები, რომლებიც შეგიძლიათ ვაჭრობით გამოიმუშავოთ, შესაძლებელია განაღდეს თქვენზე მორგებული პირობებით.

აღნიშნული შეთავაზება არის მათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს გახნილი საკუთარი ანაგრიში XM-ზე და დაინტერესებულია დაიწყოს ფორექს ვაჭრობა, აღნიშნული ბროკერის დახმარებით. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ბონუსის გამოყენების მაქსიმალური ვადა არის 30 დღე და თუ ამ პერიოდის განმავლობაში, ანგარიშის მფლობელი მას არ გააქტიურებს, ბონუსის გამოყენება შეუძლებელი იქნება. ბონუს თანხა, 30 დღის შემდეგ, ავტომატურად ჩამოეჭრება თქვენი ანგარიშის ბალანსს.

პირობები, რომლებიც აუცილებელია იცოდე!

XM საბროკერო კომპანიისთვის უსაფრთხოება და სამართლიანი ვაჭრობა ერთ-ერთი ცენტრალური პრიორიტეტია. ამიტომ ის ეფექტურად ცდილობს გაატაროს შესაბამისი პრევენციები იმისათვის, რომ თავიდან იქნეს არიდებული, მომხმარებლის მიერ თაღლითური ქმედებები. მიმდინარე ნაწილში გაგაცნობთ იმ პოტენციურ შედეგებს, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად წარმართავს ფორექს ვაჭრობას.

იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილ იქნა, რომ მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად და ბოროტად იყენებს კონკრეტულ ბონუს შეთავაზებას, კომპანია იტოვებს უფლებას, უარყოს ბონუს პრიზის განაღდებისა და გამოყენების უფლება და მომხმარებელს შეუზღუდოს მასთან წვდომა. რიგ შემთხვევებში,  როდესაც აშკარაა, რომ მომხმარებლის მიერ ირღვევა კომპანიის პირობები და მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები, XM-ს ასევე აქვს უფლება, შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა მის ანგარიშთან და დროებით ან სამუდამოდ აკრძალოს XM-ის მის მიერ გამოყენება.

ამასთანავე, თუ დადასტურდა ფაქტი, რომ მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად იყენებს სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმებს და არღვევს XM -ის მიერ დაწესებულ ვაჭრობის პირობებს, ბროკერი იტოვებს უფლებას, გააუქმოს ნებისმიერი ტიპის ბონუს შეთავაზება კონკრეტულ მომხმარებელზე. ამასთან ბროკერს აქვს უფლება, მომხმარებლის პირადი გაფრთხილების ან ოფიციალური განცხადების გამოქვეყნების გარეშე, შეცვალოს ბონუსის მიღების წესები და პირობები. თუ სახეზე იქნება კონკრეტული გაუგებრობა, რომელიც იწვევს პირობების დარღვევას, ბროკერს აქვს უფლება, დააწესოს შემზღუდველი პირობები.

XM მუდმივად ცდილობს მიიღოს, მაქსიმალურად სამართლიანი გადაწყვეტილება და უზრუნველყოს უმაღლესი დონის უსაფრთხოება, სამართლიანი ვაჭრობის სახით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ XM-ის პლატფორმის ოფიციალური ენა არის ინგლისური. კომპანია მთარგმნელებს აფრთხილებს, რომ თუ ინფორმაცია საჭიროებს თარგმნას, საჭიროა მისი ზუსტი შესაბამისობის წარგდენა, რადგან არასწორმა კონტექსტმა, შეიძლება დაწესებული პირობების არასწორად ცოდნა გამოიწვიოს, რაც მომავალში აუცილებლდ შექმნის შეუსაბამობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემებს. სწორედ ამ ყოველივეს თავიდან ასაცილებლად, ბროკერი სთავაზობს ვიზიტორებს, ერთად შეუწყონ ხელი, სამართლიანი ვაჭრობის განვითარებას.

როგორ მივიღოთ XM-ის 30 USD ბონუსი?

როგორც უკვე აღინიშნა, XM-ის ეს შეთავაზება განკუთვნილია მხოლოდ ახალი და  იმ პოტენციური მომხმარებლებისთვის, რომლებიც უახლოეს მომავალში აპირებენ საკუთარი ანგარიშის ამ საბროკერო პლატფორმაზე შექმნას. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი სწორედ რომ ანგარიშის XM-ზე გახსნაა. ეს საკმაოდ მარტივი პროცესია, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება. რეგისტრაციის დასრულების საშუალო ვადა არის 2 წუთი. კომპანია დასაწყისშივე გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ პირობებსა და წესებს და მათი დათანხმების შემთხვევაში, დაიწყოთ ანგარიშის შექმნა.

პირველ ეტაპზე, თქვენ გჭირდებათ მიუთითოთ ზოგადი ინფორმაცია თქვენს შესახებ, როგორიცაა სახელი, გვარი, საცხოვრებელი ქვეყანა, პლატფორმაზე საორიენტაციო ენა, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სავაჭრო პლატფორმისა და ანგარიშის ტიპი. ანგარიშის ტიპების კუთხით, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, სტანდარტული, XM ultra low micro, XM ultra low standard ან shared ანგარიშები. აღნიშნული მონაცემების შეყვანის შემდეგ, მეორე ეტაპზე, თქვენ გჭირდებათ შემდეგი მონაცემების შეყვანა: დაბადების თარიღი, ქალაქი, მისამართი და საფოსტო კოდი.

პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, საჭიროა მიუთითოთ, ხართ თუ არა აშშ-ს მოქალაქე, რათა მოხდეს იდენტიფიცირება პირის, რომელზეც მოქმედებს სავალდებულო გადასახადი. აღნიშნულის შემდეგ, საჭიროა თქვენი ანგარიშის მონაცემების მითითება. კერძოდ, თქვენი სავაჭრო ვალუტის, სადაც ხელმისაწვდომია 10 სხვადასხვა საერთაშორისო ვალუტა. ასევე საჭიროა მიუთითოთ, გსურთ თუ არა ბონუსების მიღება.

შემდეგი ეტაპი ინვესტიციასთან და მომხმარებლის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაციაა. ამ ეტაპზე თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი საინვესტიციო თანხის რაოდენობა USD-ში. ასვეე დასაქმების სტატუსი, განათლების დონე, წლიური ჯამური შემოსავლი USD-ში, ფორექს ვაჭრობის დაწყების მიზანი, და ტიპი. პლატფორმაზე ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ ინფორმაცია, თუ რა დონის ცოდნა ან გამოცდილება გაქვთ, ფორექსით ვაჭრობაში. ასევე, რამდენად იცნობთ OTC დირექტივებს და რა სიხშირით ვაჭრობთ. საბოლოო ეტაპი, სისტემაში შესასვლელი პაროლის მითითიებაა და დადასტურების ღილაკის მონიშვნის შემდეგ, თქვენი ანგარიშის გახსნა დასრულებულია. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის ეტაპზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მიიღებთ სისტემაში შესასვლელ მონაცემებს, თქვენ ოფიციალურად გექნებათ წვდომა ანგარიშზე.

ბონუსის მისაღებად, რეგისტრაციის შემდეგ, აუცილებელია სხვადასხვა სავალდებულო დოკუმენტის წარდგენა, რათა მოხდეს პიროვნების და მისი ფინანსური სტატუსის რეალობის იდენტიფიკაცია. ამის შემდეგ, შეგეძლებათ გააქტიუროთ ბონუსი ღილაკზე Claim Your Bonnus-ზე დაჭერით. მალევე დამადასტურებელი კოდის სახით მიიღებთ მოკლე SMS შეტყობინებას, რომლის გააქტიურების შემდეგ, თქვენ მიიღებთ 30 USD ბონუსს, ყოველგვარი სავალდებული დეპოზიტის  განთავსების გარეშე.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *