საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი იკრძალება
2024 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანა იკრძალება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა, რადგან მიიჩნევა, რომ ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის სიღარიბის დონის გათვალისწინებით, რეგულაცია უადგილო და უდროოა. სწორდ ამ ყოველივეზე ვისაუბრებთ დღეს.
რით ახსნა პრემიერმა მიღებული გადაწყვეტილება?
ფაქტია, რომ პრემიერი ნაკლებად ფიქრობდა იმაზე რომ საქართველოს მოსახლეობის შემოსავლისუნარიანობა ბევრად დაბალი და არასაკმარისია იმისთვის, რომ ერთეულმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა 2013 წლის შემდგომ წარმოებული მანქანები შეიძინონ საზღვარგარეთიდან და შემოიყვანონ ქვეყანაში. ამის მაგივრად მისივე განცხადებით, რეგულაციის მიღების მთავარი მიზეზი ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხია. ამავე მიზეზით, ღარიბაშვლიმა ისევე როგორც თბილისის მერმა – კახა კალაძემ რამდენიმე რეგულაცია წლების მანძილზე აამოქმედეს, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი ეფექტიანი არ აღმოჩნდა, და საჭიროდ ჩათვალეს ეკონომიკური უნარიანობის იგნორირება და პრობლემის მსგავსი კუთხით გადაჭრა. შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს. 2025 წლის პირველი იანვრიდან ვერც ავტობუსების და სატვირთო მანქანის მეპატრონეები ვერ შეიძენენ და დაარეგისტრირებენ კუთვნილ ტრანსპორტს, თუ ის წარმოებულია 2013 წლამდე.
გამომდინარე იქედან, რომ ავტომობილების ბაზარზე უკვე არსებობს ხარისხის დეფიციტი, არარეალური ფასები რუსეთის მოქალაქეების მაღალი შემოდინების გამო და არჩევანის სიმცირე, ამ რეგულაციის დაცვით კიდევ უფრო დიდი დეფიციტი შეიქმნება. მოსახლეობას ფიზიკურად არ აქვს საშუალება გადაიხადოს შესაბამისი თანხა 2013-წელს ზემოთ გამოშვებულ ავტომობილებზე. სწორედ ამით აიხსნება ქვეყანაში ის რომ უფრო ხშირია ქუჩაში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანები ვიხილოთ. თუმცა ვინაიდან მალე რეგულაციას გვერდს ვერ ავუვლით, საჭიროა დამატებითი შემოსავლის ძებნა და დაგროვება. ამისთვის ცნობილ ხერხს – ტრეიდინგს შეგიძლიათ მიმართოთ, რომელიც მარტივი და ხელსაყრელია. ამისთვის შეგიძლიათ ცნობილი ბროკერები, როგორიცაა XM გამოიყენოთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფინანსური მარკეტი და დაიწყოთ ფორექსით, აქციებით თუ სხვა მარკეტით ვაჭრობა.
როგორ ეხმაურებიან ექსპერტები და საზოგადოება ახალ რეგულაციას?
მთავრობის გარდა ყველა, მოსახლეობა, ავტოინდუსტრიაში ოპერირებადი კომპანიები და ექსპერტები მიიჩნევენ რომ ეს რეგულაცია არა თუ სიკეთის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, არამედ უფრო მეტად დააზარალებს საქართველოს ვიდრე, ეს დღეს ხდება, ქვეყანაში 2013 წლამდელი მანქანების გადაადგილებით. მათივე თქმით ეს არ მოაგვარებს ან არ შეამცირებს კლიმატის დაბინძურების პრობლემას. რეგულაციის ერთადერთი შედეგი ავტობაზრის ფიასკო და დეფიციტის გაჩენა იქნება.
მაგალითისთვის, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუნებლის, ალექსი ნონიაძის განცხადებით ეს რეგულაცია უფრო მეტად რისკია ვიდრე დამხმარე ინსტრუმენტი, რადგან მიღებისას მთავრობას ხედვაში არ ჰქონდა მოსალოდნელი შედეგები. ჰაერის დაბინძურება გლობალური პრობლემაა და მხოლო ერთი რეგულაციით მისი გადაჭრა ან შემსუბუქება ვერ მოხდება. თან ეს საქართველოში იმაზე ნაკლებადაა მწვავე ფორმაში გამოხატული ვიდრე სხვა ქვეყნებში. მთავრობის გადწყვეტილება ეხება ექსპორტში ლიდერ პროდუქტს, რომელიც უკვე იზღუდება. ფაქტია, რომ გააწყვეტილების მიღებისას არ გაკეთებულა წინასწარი ფინანსური პროგნოზები, მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებით.
ამასთან ის აკრიტიკებს გადაწყვეტილებას იმის გამო რომ რეგულაცია გამჭვირვალედ არ იქნა მიღებული. მოსახლეობამ მზა წესის სახით გაიგო ეს ყველაფერი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ეს კი დამკვიდრებულ ნორმებს ეწინააღმდეგება. საჭიროა ყველას ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე თუ რა მოჰყვება რეგულაციას ეკონომიკური მაჩვენებლების, ინფლაციის, საგარეო ვაჭრობის მხრივ. პროგნოზებისა და კვლევების გაკეთების გარეშე მიღებული რეგულაცია კი სხვა არაფერია თუ არა რისკი, რომელიც ყველა სექტროსა და მოქალაქეს შეეხება.
დამფუძნებელი ასევე დარწმუნებულია იმაში რომ 2024 წლიდან ავტოინდუსტრიაში მომუშავეებს კრიზისული პერიოდი დაუდგებათ და უფრო მეტიც, ერთ-ერთი ლიდერი ინდუსტრია ფიასკოს წინაშე აღმოჩნდეს. ეს რეგულაცია შეამცირებს საგარეო ვაჭრობას ავტომობილებით, გაჩნდება დეფიციტი, შემცირდება ავტოპარკი, გაიზრდება უმუშევრობა, რაც სერიოზულ ფინანსურ ზიანს მოიცავს საბოლოო ჯამში. გამომდინარე იქედან რომ საქართველოს მოსახლეობა ამ რეგულაციისთვის არ არის საკმარისად მსყიდველთუნარიანი, ეს დარჩენილი ავტოპარკის არჩევანში ფასების არარეალურ გაძვირებას გამოიწვევს. გაზრდილი უმუშევრობის, არასაკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ბევრი სხვა ეკონომიკური პრობლემის ფონზე, ახალი რეგულაცია კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოში თითოეული მოსახლის მდგომარეობას და ამასთან ვერ გააუმჯობესებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს.