რა არის სამოგზაურო დაზღვევა და როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო პოლისი post thumbnail image

რა არის სამოგზაურო დაზღვევა და როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო პოლისი

მოგზაურობა წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნო და სასურველია. ახალი ქვეყნის აღმოჩენით გამოწვეული სიხარული და სასიამოვნო დასვენების მოლოდინი ხანდახან არ გვაძლებს იმის საშუალებას გავთვალოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული რიკსები. როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხართ, ალბათ სასურველია მაქსიმალურად დაცული იყოთ, რათა ბოლომდე ისიამოვნოთ თქვენი შვებულებით და წინასწარ, თავიდან აიცილოთ გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული ფინანსური გართულებები. ისევე როგორც სიცოცხლის დაზღვევა, სამგზავრო დაზღვევაც თავს უფრო მშვიდად გაგრძნობინებთ. სწორედ ამისთვის არსებობს სამოგზაურო დაზღვევა. ამ სტატიაში ვუპასუხებთ ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებს სამოგზაურო დაზღვევასთან დაკავშირებით – საჭიროა თუ არა ის, კონკრეტულად რა რისკებს არღვევს, როგორ ითვლება მისი ფასი და სან უნდა შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა, და რაც მთავარია, როგორ უნდა მიიღოთ კომპენსაცია, თუ სადაზღვეო შემთხვევა დადგა. ასევე, განვიხილავთ რომელი კომპანიები სთავაზობენ სამოგზაურო დაზღვევას და როგორი პირობებით.

Contents

საჭიროა თუ არა სამოგზაური დაზღვევა

მიუხედავად იმისა, რომ სამოგზაურო დაზღვევა ძალიან იაფია, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს რომ ის არათუ არასაჭირო, არამედ უსარგებლოცაა და დამატებითი ხარჯი და ბიუროკრატიაა. თუმცა ეს ნამდვილად არ არის ასე. ქვეყნების უმეტესობა, სადაც შეიძლება გაემგაზვროთ ითხოვს, რომ გქონდეთ დაზღვევა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად თქვენ ვალდებული ხართ შეიძინოთ სადაზღვეო პოლისი. გარკვეულ ქვეყნებში წასვლისას, ამის ვალდებულება არ არსებობს, თუმცა ზოგადად, თქვენთვის უკეთესია თუ დაზღვევას შეიძენთ.

მაშინაც კი, თუ ქვეყანა, სადაც ვიზიტს აპირებთ არ იმ ქვეყანას არ აქვს სამოგზაურო დაზღვევის მოთხოვნა, შეიძინეთ ის ქვემოთ მოვანილი მიზეზების გამო:

  1. როდესაც უცხო ქვეყანაში ხართ და დაზღვევა გაქვთ, თავს უფრო დაცულად გრძნობთ.
  2. თქვენ არ იცნობთ იმ ქვეყანას სადაც ჩადიხართ, განსაკუთრებით კი მისი ჯანდაცვის სფეროს, ბიუროკრატიასა და ექიმის მოსმახურეობის საფასურს. თუ უცხო ქვეყანაში უეცრად ექიმის მომსახურეობა დაგჭირდებათ, შესაძლოა თქვენს შვებულებას დიდი ფინანსური ზარალი მიადგეს. ოღონდ არა იმ შემთხვევაში თუ დაზღვევა გაქვთ.
  3. სამოგზაურო დაზღვევის პოლისი საკმაოდ იაფია, საკუთარი ჯანმრთელობისთვის, კეთილდღეობისთვის და კარგ დასვენებისთვის ამ თანხის გადახდა ნამდვილად ღირს.

რას აზღვევს სამოგზაურო დაზღვევა?

როგორც ყველა სხვა სადაზღვეო პროდუქტი, სამოგზაურო დაზღვევაც რამდენიმე პაკეტისაგან შედგება. თქვენ შეგიძლიათ შეძინოთ სრული პაკეტი, ან აიღოთ რომელიმე პოლისი და დამატებითი დაფარვის სახით შეიძინოთ სხვა ტიპის სამოგზაურო დაზღვევა, რათა გაითვალისწინოთ ყველა შესაძლო რისკი.

გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოცემული სადაზღვეო პაკეტები სტანდარტულია. ზოგიერთი სადაზღვეო კომპანია შეიძლება სთავაზობდეს განსხვავებულ პაკეტს, ჰქონდეს ნაკლები დაფარვა ერთი კონკრეტული სადაზღვეო პოლისისათვის ან მეტი. შესაბამისად, კონკრეტულ პოლისის პირობების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიძიოთ უშუალოდ სადაზღვეო კომპანიის საიტიდან.

იაფი სამოგზაურო დაზღვევა

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები -სამედიცინო ხარჯების დაფარვა

სამოგზაურო დაზღვევის ძირითადი დანიშნულებაა დაიცვას ადამიანი დამატებითი ხარჯებისაგან, სამედიცინო დახმარების საჭიროება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკია მისთვის, ვინც უცხო ქვეყანაში სამოგზაუროდ მიდის. თქვენი ადგილობრივი ჯანმრთელობის დაზღვევა საერთაშორისო არ არის და შესაბამისად ყველა სამოგზაურო დაზღვევა ფარავს სამედიცინო ხარჯებს.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სამოგზაურო დაზღვევა ანაზღაურებს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დაზღვეულის ჯანმრთელობის რაოდენობა მოულოდნელად გაუარესდა. მაგალითად, თუ დაზღვეულს მოგზაურობისას აქვს გადაუდებელი სამედიცინო დამხარების საჭიროება, მაგალითად მიიღო ტრამვა და დასჭირდა ტრამვატოლოგის მომსახურება, ან მოიწამლა და ა,შ, ასევე თუ დასჭირდა გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურეობა. დაზღვევაა აანაზღაურებს ასეთ ხარჯებს.

დაზღვევა არ აანაზღაურებს  ისეთ ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებთან, რომელიც არ აფერხებს მოგზაურობას.
ასევე შემთხვევებს, როდესაც ჯანმრთელობის გაუარესება პირდაპირი შედეგია ან უკავშირდება ალკოჰოლური სასმელების, ფსიქოტროპული, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას.
დაზღვევა არ აანაზღაურებს ხარჯებს, რომელიც პირდაპირი შედეგია ან უკავშირდება დაზღვეულის მიერ ექსტემალური ან/და სამოყვარულო სპორტის სახეობებში მონაწილეობას, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს.
სამოგზაურო დაზღვევას სტანდარტულად კიდევ ბევრი გამონაკლისი აქვს, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება სადაზღვეო კომპანიების ოფიციალურ ვებსაიტზე, ან დაზღვევის პოლისის ხელშეკრულებაში შეგიძლიათ.

სხვადასხვა სამოგზაურო რისკების დაზღვევა

ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მოგზაურობამდე ვგეგმავთ, ჩვენ გვუსრს რომ ჩვენმა მოგზაურობამ თუ სამსახურეობრივმა მივლინებამ საუკეთესოდ ჩაიაროს, მაგრამ მოულოდნელობები მაინც ხდება. შესაძლოა თქვენმა ფრენამ დაიგვიანოს, არ მივლინება გადაიდოს, ან სულაც საერთოდ გაუქმდეს. სწორედ ასეთი რისკებისგან დასაცავად არსებობს სამოგზაურო რისკების დაზღვევა. თუ ეს პოლისი ან დაფარვა გაქვთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებშიც კი.

სამოგზაურო დაზღვევა ერთ ლარად

რეისის გადადების დაზღვევა

ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო რამ, რაც მოგზაურობისას შეიძლება შეგემთხვეთ, თქვენი რეისის გადადებაა. ეს შეიძილება სხვადასხვა მიზეზით მოხდეს, ავიაკომპანიას მიზეზით ან სულაც ამინდის გაუარესების გამო. რეისი შესაძლოა გადაიდოს რამდენიმე საათით, ან რამდენიმე დღითაც კი. ასეთ შემთხვევაში თქვენ გიწევთ შეცვალოთ თქვენი გეგმები, მოძებნოთ ახლომდებარე სასტუმრო თავისუფალი ნომრებით და თქვენთვის მისაღები ფასით. ასეთი უსიამოვნო მოვლენებნისაგან სადაზღვეო კომპანიის ეს დარავა დაგიცავთ. თუკი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, სადაზღვეო კომპანია იზრუნებს თქვენს მშვიდად და კომფორტულად დაბინავებაზე სასტუმროში. თუმცა, გაითვლაისწინეთ, რომ ეს იქნება შედარებით დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო.

ბარგის დაზღვევა

ბარგის დაგვიანების დაზღვევა

ბარგის დაგვიანებაც არანაკლებ უსიამოვნო სიტუაიცაა, თქვენმა ყველა მეგობარმა მიიღო თაივის ბარგი, თქვენი კი არ ჩანს. სადაზღვეო კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ ბარგის დაგვიანების დაფარვას. თუ თქვენი ბარგი რაღაც დროით დაიგვიანებს, სადაზღვეო კომპანია აგინაზღაურებთ ხარჯებს. დაგვიანების დრო და სადაზღვეო ანაზღაურება განსხვავდება ყველა სადაზღვეო კომპანისთან და განისაზღვრულია ხელშეკრულებით.

ბარგის დაკარგვის დაზღვევა

რა მოხდება თუ თქვენი ბარგი არა მხოლოდ დააგვიანებს, არამედ საერთოდ დაიკარგება? წარმოიდგინეთ, დასასვენებლად მიდიხართ და ყველა ის ნივთი, რომელიც წინა დღეს სათუთად ჩაალაგეთ თქვენთან აღარ არის. შესაბამისად, ჩახვედით ჰავაიზე და არაფერი გაქვთ. თქვენ ნამდვილად დაგჭირდებათ ნივთების, ტანსაცმელის თუ პირველადი მოხმარების ნივთების შეძენა. სწორედ ამიტომ, კარგი აზრია დააზღვიოთ ბარგის დაკარგვის რისკი. თუმცა, აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სადაზღვეო ანაზღაურება დამოკიდებულია არა ჩემოდნის შიგთავსზე, არამედ ბარგის წონაზე. შესაბამისად, თქვენ შესაძლოა 1000 დოლარის  ღირებულების ნივთები გედოთ ჩემოდანში, მაგრამ მიიღოთ 500 დოლარის ანაზღაურება თქვენი ბარგის წონის შესაბამისად.

რომელი სადაზღვეო კომპანიები სთავაზობენ მოსახლეობას სამოგზაურო დაზღვევას.

მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დაიწყო ფრენების განხორცილება მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოს მოსახლეობისათვის მოგზაურობა ბევრად უფრო მარტივი და იაფი გახდა. ამას დაერთო უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა სასურველი ქვეყნების მონახულება. სწორედ ამიტომ, მოგზაურობის სიხშირე გაიზარდა და სამოგზაურო დაზღვევაც საჭირო პროდუქტი გახდა. ამიტომაც, სამოგზაურო დაზღვევას საქართველოში არსებული 17 სადაზღვეო კომპანიიდან 15 გვთავაზობს. ეს სადაზღვეო კომპანიებია: იმედი L, ჯიპიაი ჰოდლინგი, ირაო
თიბისი დაზღვევა, არდი, ალფა, აისი ჯგუფი, პე ეს პე დაზღვევა, უნისონი, ალდაგი, ტაო, კამარა, გლობალ ბენეფიტს ჯორჯია,  პრაიმი და ჰუალინგ დაზღვევა მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანის სამოგზაურო დაზღვევის პირობები.

იმედი L სადაზღვეო კომპანია

კომპანია იმედი L მომხმარებელს სთავაზობს სამოგზაურო დაზღვევის ძირითად პაკეტს დამატებითი დაფარვებით. ძირითადი პაკეტი გულისხმობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას. სადაზღვეო კომპანიას აქვს სამი განსხვავებული პაკეტი – მსოფლიო პაკეტი, პაკეტი სპორტსმენებისთვის და ამექს დაზღვევა. აქ ვისაუბრებთ სადაზღვეო პაკეტზე -მსოფლიო. სამწუხაროდ საიტზე მოცემული არ არის დაზღვევის ტარიფები.

რას ანაზღაურებს იმედი L სამოგზაურო პოლისი:

სასწრაგო სამედიცინო დახმარება
გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ლიმიტი 5000 დოლარი/ევრო
ჰოსპიტალური მკურნალობა ყოველ საწოლ დღეზე ლიმიტი 400 დოლარი/ევრო
გადაუდებელი სტოამტოლოგიური მკურნალობა ლიმიტი 500 დოლარი/ევრო
გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მკურნალობა ლიმიტი 1000 დოლარი/ევრო
რეპატრიაცია – ლიმიტი 3000 დოლარი/ევრო

დამატებითი დაფარვები:

დაზღვეულის თანხმლები პირის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
ეს დაფარვა მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ დაზღვეული დაშავებულია/ავადმყოფობს და მისი ტრანსპორტირებისას მესამე პირის თანხლება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. დაფარვა გულისხმობს სამოგზაურო ბილეთის ხარჯის ანაზღაურებას კონკრეტულ შემთხვევევბში, დეტალებს შეგიძლიათ საიტზე თანდართულ ხელშეკრულებაში გაეცნოთ,

ბარგის დაგვიანება

ბარგის დაგვიანება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაზღვეულმა ბარგი მიიღო 6 საათის და მეტი დროის დაყოვნებით.  ასეთ დროს, სადაზღვეო კომპანია დაზღვეულს 150 დოლარს გადაუხდის. დაზღვევა არ მოქმედებს საქართველოს აეროპორტში.

ბარგის დაკარგვა

თუ თქვენ ბარგი დაკარგეთ, სადაზღვეო კომპანია იმედი L  აგინაზღაურებთ ბარგის თანხას. თუმცა კონკრეტული პირობებით.
ერთ კილოგრამზე ქველიმიტის რაოდენობაა 20 დოლარი.
ბარგის წონა არ უნდა აღემატებოდეს 28 კილოგრამს.
დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ საჰაერო მგზავრობაზე.
ჩარტერული რეისების დროს დაკარგული ბარგი არ ანაზღაურდება.
თუ ავიაკომპანია, რომელმაც ბარგი დაგიკარგათ, ან მესამე პირმა აგინაზღაურათ დაკარგული ბარგის საფასური კონკრეტული თანხით, სადაზღვეო ანაზღაურებას ეს თანხა გამოაკლდება. მაგალითად, თუ თქვენი სადაზღვეო ანაზღაურება შეადგენს 600 დოლარს, თუმცა ავიაკომპანიამ 300 დოლარის ზარალი აგინზაღაურათ, სადაზღვეო კომპანია 600 ის ნაცვლად 300 დოლარს გადაგიხდით.

რეისის გადადება

თუ თქვენი რეისი გადაიდო და ღამის გათენება სასტუმროში გიწევთ, სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს სასტუმროში დარჩენის ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის ანაზღაურებაზე თავად ავიაკომპანია უარს აცხადებს. სადაზღვეო კომპანია იმედი ელის ქველიმიტი ერთ ღამეზე 70 დოლარია, სადაზღვეო კომპანია ანაზღაურებს არა უმეტეს სამი ღამის ხარჯებს.

ჯიპიაი ჰოლდინგი

სადაზღვეო კომპანია ჯიპიაი ჰოდლინგი მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე ტიპის სადაზღვეო პოლისს, პოლისები განსხვავებულია დღეების რაოდენობითა და მოგზაურობის სიხშირით, ასევე განსხვავებული ფასებია ევროპის რეგიონისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს. დამატებით დაფარვად ჯიპიაი ჰოლდინგი მომხმარებელს სთავაზობს ბარგისა და ფრენის გადადების დაზღვევას.

რას ანაზღაურებს ჯიპიაის სამოგზაურო დაზღვევის პოლისი

პოლისით ანაზღაურდება შემდეგი შემთხვევები:

მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები, თუ მოგზაურობისას დაზღვეულის ჯანმრთელობა ისე გაუარესდა, რომ საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას საავამდყოფოში.
მოგზაურობის დროს საჭმლით მოწამვლა, ალერგია, დამწვრობა, მოტეხილობა, ტრავმა, მწერის ან ცხოველის ნაკბელი, ბრმა ნაწლავის ანთება, ნაღვლის ბუშტის ანთება, გასტრიტის გამწვავება, ანგინა, ყურის ანთება და სხვა.
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება.

ჯიპიაის სამოგაზურო დაზღვევის პოლისები

სტანდარტული ანუ ერთჯერადი პოლისი
ეს პოლისი განსაზღვურლია მათთვის, ვინც მოკლე დროით მიდის საზღვარგარეთ და იცის გამგზავრების და დაბრუნების თარიღები. მაგალითად თუ თქვენ 10 ივნისიდან 20 ივნისამდე გერმანიაში გადაწყვეტთ წასვლას, შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთდჯერადი პოლისით, რომელიც ფარავს ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს.  თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად, თუ 16 წელს მიუღწეველი ხართ და ევროპის ქვეყანაში მოგზაურობთ. ქვემოთ ცხრილში შეგიძლიათ გაეცნოთ დაზღვევის ფასებს ქვეყნებისა და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

სამოგზაურო დაზღვევა საქართველოში

პოლისი ბიზნეს თრეველი

თუ თქვენ იმ პირთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელთაც ხშირად უწევთ მოკლე ვადით მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, შეგიძლიათ შეიძინოთ პოლისი ბიზნეს თრეველი. პოლისი საშუალებას გაძლევთ წინასწარ შეიძინოთ გარკვეული დღეების რაოდენობა და ისარგებლოთ დაზღვევით მთელი წლის განმავლობაში სანამ დაზღვეული დღეები არ ამოგეწურებათ. შესაბამისად, თქვენ გადაიხდით დაზღვეული დღეების რაოდენობის საფასურს და არ მოგიწევთ დაზღვევის ხელახლა ყიდვა ქვეყნიდან ყოველ გასვლაზე.  ბიზნეს თრველის დაზღვევის საფასური 16 დან 64 წლამდე პირებისთვის დღეზე 14 ლარია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სამოგზაურო დაზღვევა ერთ ლარად

მრავალჯერადი პოლისი

თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში აპირებთ საზღვარგარეთ ყოფნას, მაშინ მრავალჯერადი პოლისი სწორედ თქვენთვისაა. შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი ლარიდან.

იაფი სამოგზაურო დაზღვევა

წლიური მრავალჯერადი პოლისი

წლიური მრავალჯერადი პოლისი ითვალისწინებს წლიურ დაზღვევას საზღვარგარეთ გრძელვადიანი ვიზიტებისათვის. ამ პოლისით დაზღვეულია პირველი 28 დღე, რომელსაც საზღვარგარეთ ერთ წასვლაზე ატარებთ.

იაფი სამოგზაურო დაზღვევა

ბარგის დაზღვევა

სადაზღვეო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი ანაზღაურებს ბარგის დაკარგვას, მაშინ როდესაც ბარგი დაიკარგა დაზღვეულის ავიაკომპანიით ტრანსპორტირების დროს. ჯიპიაი ჰოლდინგი ანაზღაურებს 25 ევროს/დოლარს ერთ კილოგრამ ბარგზე, გასათვალისწინებელია ფრანშიზაც, რომელიც ასევე 25 ევროს/დოლარს უდრის.  მაქსიმალური სადაზღვეო ანაზღაურება, რაც ჯიპიაი ჰოლდინგინსგან შეგიძლიათ მიიღოთ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში 500 დოლარი/ევროა, შესაბამისად, ბარგის მაქსიმუმი წონა, რომელზეც დაზღვევა მოქმედებს 20 კილოგრამია.
ბარგის დაზღვევის ფასი 6 ლარია.

ფრენის გადადების დაზღვევა

ჯიპიაი ჰოლდინგი ასევე აზღვევს ფრენის გადადებასაც, თუმცა, ამ დაფარვის შეძენა შესაძლებელი არ არის. დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ მათთვის, ვინც ავია ფრენის ბილეთი პეგასუსის ოფიციალურ წარმომადგენლობაში GASA-ში შეიძინა. ასეთ შემთხვევაში დაზღვევის საფასური შეტანილია ავიაბილეთში.

სადაზღვეო კომპანია ირაო

სადაზღვეო კომპანია ირაო მომხმამრებელს სთავაზობს ოთხი სახის სამოგზაურო დაზღვევის პოლისს.  სტანდარტულ დაზღვევას, რომელიც იცავს დაზღვეულს უბედური შემთხვევისგან და ავადმყოფობისგან, მულტიპოლისს, პოლის მოგზაურსა და ბარგის დაზღვევას.

რას ანაზღაურებს ირაოს სამოგზაურო პოლისი:

საერთო სადაზღვეო ლიმიტი არის 50 000 დოლარი/ ევრო რომელიც სხვადასხვა მომსახურეობებზე ნაწილდება შემდეგნაირად:

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობა  ლიმიტი 1500 დოლარი/ევრო.
გადაუდებელი სტოამტოლოგიური მკურნალობა ლიმიტი 1000 დოლარი/ევრო.
გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მკურნალობა ლიმიტი 1000 დოლარი/ევრო.
რეპატრიაცია – ლიმიტი 5000 დოლარი/ევრო.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება ლიმიტით 200 დოლარი/ევრო.

სტანდარტული და მულტიპოლისი

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სტანდარტული, მოკლევადიანი დაზღვევა თუ ცოტა ხნის განმავლობაში მიდიხართ და იცით წასვლისა და დაბრუნების თარიღები, ან შეიძინით მულტიპასი ექვსი თვის ან ერთი წლის პერიოდისათვის.

პოლისი მოგზაური

თუ ხშირად მოგზაურობთ მოკლე ვადით, შეგიძლიათ წინასწარ შეიძინოთ დაზღვეული დღეები და არ მოგიწიოთ დაზღვევის ყიდვა ყოველ ჯერზე. პოლისი მოგზაურის ქონის შემთხევაში დაზღვეულია პირველი 15 დღე საზღვრის გადაკვეთის შემდეგ. \

ბარგის დაზღვევა

ირაო ანაზღაურებს ბარგის დაკარვას მაქსიმუმ 500 დოლარით/ევროთი. ერთ კილოგრამ ბარგზე ანაზღაურება 25 დოლარი/ევროა ფრანშიზას გარეშე.  დაზღვევა მოქმედებს 20 კილოგრამ ბარგზე.

სამწუხაროდ სადაზღვეო კომპანია ირაოს სამოგზაურო დაზღვევის ფასები საიტზე მოცემული არ არის.

თი ბი სი დაზღვევა

თი ბი სი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს სტანდარტულ დაზღვევას, ანუ სამედიცინო და უბედური შემთხვევების რისკების დაფარვას. მომხმარებელს შეუძლია აიღოს ორი ტიპის პოლისი – მარტივი და მულტიდაზღვევა.

რას შემთხვევებს ანაზღაურებს თი ბი სი დაზღვევა

  • გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება
  • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება
  • რეპატრიაცია

მარტივი და მულტი დაზღვევა

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მარტივი დაზღვევა, თუ მოკლე ვადით მიდიხართ საზღვარგარეთ, ამ პოლისის შეძენა შესაზლებელია ბი ბოტის მეშვეობით.
მულტი დაზღვევით შეგიძლიათ შეიძინოთ დაზღვეული დღეები და გამოიყენოთ მთელი წლის განამვლობაში.

ბარგის დაზღვევა

თი ბი სი-ს სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ ბარგის დაზღვევაც. ბარგის დაკარგვის შემთხვევაში მიიღებთ სადაზღვეო ანაზღაურებას მაქსიმუმ 500 დოლარის/ევროს ოდენობით, ბარგის საერთო წონის მიხედვით.

დაზღვევის საფასური

ბარგის დაზღვევის საფასური 6 ლარია, რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევას მარტივი დაზღვევა შეგიძლიათ შეიძინოთ 1 ლარად.

TBC დაზღვევა

სადაზღვეო კომპანია ალდაგი

სადაზღვეო კომპანია ალდაგი მოსახლეობას სთავაზობს მოგზაურობის დაზღვევის ორ სხვადასხვა პოლისს განსხვავებული დაფარვებით, ეს პოლისებია სტანდარტი და კომფორტი. მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც ერთჯერადი დაზღვევა, ასევე მულტიპოლისი. საიტზე მოცემული არ არის ინფორმაცია კონკრეტული პოლისების შესახებ, მათი პირობები და ღირებულება. თუმცა დაზღვევის აღწერაში წერია, რომ პოლისი მოიცავს შემდეგ რისკებსა და ხარჯებს:

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება
  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობა
  • გადაუდებელი ამბულატორული მკურნალობა
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მკურნალობა
  • გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მკურნალობა
  • რეპატრიაცია
  • მოგზაურობის გაუქმება
  • მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტა
  • შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი
  • ბარგის დაკარგვა
  • ავიარეისის გადადება
  • პირადი უპასუხისმგებლობა

რასაკვირველია წარმოუდგენელია, რომ დაზღვევის პოლისი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ერთი დღე ერთ ლარად დააზღვიოთ ამ ყველა ხარჯს ფარავს. სამწუხაროდ, საიტზე არ არის მოცემული თითოეული დაფარვის ღირებულება, ასევე ანაზღაურების ლიმიტი და გამონაკლისები. შესაბამისად მათ, ვისაც ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა სურს, მოუწევთ წინასწარ დაუკავშირდნენ კომპანიას და გამოითხოვონ მისგან საჭირო ინფორმაცია პირობებზე, ღირებულებასა და გამონაკლისებზე.

როგორც ავღნიშნე, სამოგზაურო დაზღვევას საქართველოში თხუთმეტი სადაზღვეო კომპანია გვთავაზობს, სამუწხაროდ დეტალები ყველას არ აქვს აღნიშნული ოფიციალურ ვებ საიტზე, ამიტომ მოდი მოკლედ განვიხილოთ თუ რას გვთავაზობენ ეს კომპანიები:

სადაზღვეო კომპანია ალფა

სადაზღვეო კომპანია ალფას აქვს სამოგზაურო დაზღვევის რამდენიმე პოლისი, აზღვევს როგორც სამედიცინო და უბედური შემთხვევის რისკებს, ასევე დამატებითი დაფარვების საკმაოდ დიდ არჩევანს. სამწუხაროდ კომპანიას არ აქვს დეტალები მოცემული ვებ საიტზე. მათი ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულებაში, რომელიც ატვირთულია საიტზე. შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წაიკითხონ ხელშეკრულება და შეიტყონ მათთვის საინტერესო დეტალების შესახებ.

სადაზღვეო კომპანია აისი ჯგუფი

აისი ჯგუფი ფარავს სტანდარტული დაზღვევის რისკებს, ანუ სამედიცინო და უბედური შემთხვევების რისკებს. მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც ერთჯერადი პოლისი, ასევე მრავალჯერადი სამოგზაურო პოლისი. დამატებით შესაძლებელია ბარგის დაზღვევაც. როგორც საიტიდან ვიგებთ, საერთო დაფარვის ლიმიტი განისაზღვრება 30 000 ევროდან, თუმცა, რომელი მომსახურებისთვის კონკრეტულად რა ლიმიტი მოქმედებს, ან რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა საიტზე მოცემული არ არის.

სადაზღვეო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს სამედიცინო და უბედური შემთხვევის რისკებს. საიტზე მოცემული არ არის ინფორმაცია საერთო თუ ცალკეული მომსახურეობების ლიმიტების შესახებ. ასევე, არ არის შემოთავაზებული ერთჯერადი ან მულტიპოლისი.  როგორც საიტზეა აღნიშნული, გლობალ ბენეფიტს ჯორჯია ასევე აზღვევს ბარგის დაგვიანებას, ბარგის დაკარგვასა და ფრენის ან სხვა სახით მგზავრობის დაგვიანება გამოტოვებას. თუმცა არ აკონკრეტებს ამ დაზღვევის ღირებულებებს.

ჰუალინგ დაზღვევა

ჰუალინგ სამოგზაურო დაზღვევა აზღვევს სამედიცინო და უბედური შემთხვევის რისკებს, თუმცა მომხმარებელს არ აწვდის ინფორმაციას პირობებისა და ღირებულების შესახებ.

პე ეს პე დაზღვევა

პე ეს პე დაზღვევის ვებსაიტზე მოცემული არაა არანაირი ინფორმაცია სამოგზაურო დაზღვევის შესახებ. თუმცა, მოცემულია დაზღვევის კალკულატორი. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სად მიდიხართ სამოგზაუროდ, შენგენის ქვეყანაში თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ასევე თქვენი მოგზაურობის დღეების რაოდენობა, თქვენი ასაკი და პოლისის ტიპი. კალკულატორის მიხედვით 30 წლის ადამიანისთვის, შენგენის ქვეყნებში 10 დღიანი მოგზაურობის დაზღვევის ერთჯერადი პოლისის ღირებულება 11 ლარია.

სადაზღვეო კომპანია უნისონი

უნისონის საიტზე ასევე არ არის მოცემული ინფორმაცია სამოგზაურო დაზღვევის ღირებულების, პოლისის ტიპების, პირობების და გამონაკლისების შესახებ, ამის ნაცვლად მოცემულია დაზვეულის შესავსები ფორმა დაზღვევის მისაღებად.

სადაზღვეო კომპანია ტაო

სადაზღვეო კომპანია ტაოს სამოგზაურო დაზღვევა ითვალისწინებს გადაუდებელ სამედიცინო რისკებს და ანაზღაურებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობების ხარჯებს. შესაძლებელია ბარგის დაზღვევის შეძენაც. ტაო მოგზაურებს სთავაზობს როგორც ერთჯერად ასევე მულტიპოლისს.

შესაძლებელია სამი სახის მულტიპოლისის შეძენა
– სამთვიანი, რომელიც გულისხმობს 25 სადაზღვევო დღეს
– ექვსთვიანი, რომელიც გულისხმობს 45 სადაზღვევო დღეს
– ერთწლიანი, რომელიც გულისხმობს 90 სადაზღვევო დღეს.

სადაზღვეო კომპანია პრაიმი

სადაზღვეო კომპანია პრაიმის სამოგზაურო დაზღვევა ფარავს გადაუდებელი სამედიცინო რისკების ხარჯებს. თქვენ სეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთჯერადი ასევე მულტიპოლისი.

სადაზღვეო კომპანია კამარა

სადაზღვეო კომპანია კამარს საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო შეუძლებელია სამოგზაურო ან სხვა ტიპის დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

სადაზღვეო კომპანია არდი

რაც შეეხება სადაზღვეო კომპანია არდის, მას საიტზე სადაზღვეო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ აქვს.

როგორ შევარჩიოთ სადაზღვეო პოლისი?

როგორც ხედავთ პოლისები მრავალგვარია და როცა საქმე სამოგზაურო დაზღვევის შეძენას ეხება საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ. იმისთვის რომ სწორად შეარჩიოთ სადაზღვეო პოლისი მნიშვნელოვანია სწორად გქონდეთ განსაზღვრული თქვენი მოგზაურობის მიზანი და შესაძლო რისკები.

ნებისმიერ შემთხვევაში, მოგზაურობამდე უნდა შეიძინოთ სტანდარტული სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც ფარავს ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. როგორც ნახეთ სტანდარტული, ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა ერთ ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ გამონაკლის შემთხვევბს. მნიშვნელოვანი გარემოება რაც უნდა გაითვალისწინოთ ანაზღაურების წესია.

როდესაც სამოგზაურო დაზღვევით გათვალისწინებული სადაზღვეო შემთხევა დადგება, აუცილებლად გარკვეულ ვადაში უნდა შეატყობინოთ სადაზღვეო კომპანიას, შემდეგ ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გაუგზავნოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ამის შემდეგ, სადაზღვეო კომპანია გარვკეული ვადის განმავლობაში ვადლებულია აგინაზღაუროთ დანახარჯი.
როგორც წესი, სადაზღვეო კომპანიები ითხოვენ 24 ან 48 საათში დაკავშირებას, საბუთების მიღებას 5 სამუშაო დღის ვადაში და თანხას ანაზღაურებენ საბუთების სრულად მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუმცა, სადაზღვეო კომპანიების მიხედვით ეს ვადები შეიძლება განსხვავდებოდეს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ პირობებს და შეარჩიეთ ისეთი კომპანია, რომელსაც მომხმარებლისთვის უკეთესი პირობები აქვს.

კიდევ ერთი რჩევამ თუ ტქვენ ხშირად მოგზაურობთ და გინდათ მულტიპოლისის შეძენა, შეიძინეთ სტანდარტული პოლისი მოკლე ვადით იმ კომპანიასთან, რომლის მულტიპოლისის შეძენასაც აპირებთ, რათა დარწმუნდეთ რომ მათ ნამდვილად კარგი მომსახურეობა აქვთ. თუმცა, უკეთესი იქნება თუ სადაზღვეო კომპანიის მომსახურეობა არ დაგჭირდებათ და თქვენი ყველა მოგზაურობა უსიამოვნო მოვლენების გარეშე ჩაივლის.