ბანკის ლოიალობის პროგრამები
ლოიალობის პროგრამები ლოალური მომხმარებლის შეძენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ასეთ პროგრამებს ბევრი ტიპის კომერციულ კომპანიაში შეხვდებით. ახლაც, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ, ალბათ თქვენს საფულეში რამდენიმე კომპანიის ლოალობის ბარათი გიდევთ. ეს შეიძლება იყოს სუპერმარკეტი, ბეზინგასამართი სადგური, წიგნების მაღაზია, აფთიაქი თუ სხვა. თუ ასე არ არის, ძალიან ბევრს კარგავთ. ლოიალობის პროგრამა არამხოლოდ კომერციული დაწესებულებებისთვის არის კარგი, არამედ მომხმარებლებისთვისაც. სწორედ ორმხირივი სარგებლიანობის გამო კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს ლოალობის ბარათს, მომხმარებლები კი სხვა ამ ტიპის კომპანიებიდან სწორედ იქ ყიდულობენ საჭირო ნივთებს, სადაც ამისთვის ქულებს დააგროვებენ. ლოალობის პროგრამები არც ბანკისთვის არ არის უცხო. მოდით, ვნახოთ, როგორ იყენებენ ბანკები ამ პროგრამებს და რა საგრებელის მიღება შეგიძლიათ თქვენ.
Contents
რა არის ლოალობის პროგრამები
დღეს თითოეულ ინდუსტრიაში კონკურენცია საკმაოდ დიდია, ისეთ პატარა ბაზარზეც კი, როგორიც საქართველოშია. კომპანიებს კარგად ესმით ლოიალური მომხმარებლის მნიშვნელობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისათვის, რომლებიც ყიდიან ისეთ მომსახურეობას ან პროდუქტს, რაც ადამიანს ხშირად ჭირდება. ასეთი კომპანია შეიძლება იყოს სუპერმარკეტი, აფთიაქი, ან მაგალითად ბანკი.
ლოალობის პროგრამის დასანეგრად კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს ფიზიკური ბარათი ან ელექტრონული საფულე. მაგალითად სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კომპანიასთან და მიიღოთ ბარათი. ნებისმიერ შენაძენზე, შეგიძლიათ გაატაროთ თქვენი ბარათი სადაც დაგიგროვდებათ გადახდილი თანხის შესაბამისი ქულები. შემდეგ, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ამ ქულებით შეიძინოთ შესაბამისი ღირებულების პროდუქტი. თუ თქვენ ფლობთ ერთი კომპანიის ბარათს, კომპანიას აქვს მოლოდინი, რომ ქულების დაგროვების მიზნით პროდუქტებსა თუ ნივთებს არა მის კონკურენტ კომპანიასთან შეიძენთ, არამედ, სწორედ მასთან. თქვენც, როგორც მომხმარებელი, ძირითად შემთხვევაში ასე იქცევით, ანუ ლოალობის პროგრამები ნამდვილად მუშაობს.
რატომ სთავაზობენ კომერციული ბანკები ლოიალობის პროგრამებს
ბანკებისთვის ლოალობის პროგრამას იგივე დანიშნულება აქვს, რაც სხვა ტიპის ბიზნესებისთვის. ბანკს სურს ყავდეს ლოალური კლიენტურა, რომელიც ისარგებლებს მისი სხვადასხვა პროდუქტებით. აიღებს სესხს, გააკეთებს განვადებას, განახორციელებს ტრანზაქციებს, გახსნის ანაბარს, ექნება სადებეტო და საკრედიტო ბარათები და სხვა. ბანკისთვის მნიშვნელოვანია იყოს პირველი ბანკი, რომელიც გაგახსენდებათ, როდესაც საბანკო სერვისები დაგჭირდებათ. კლიენტთან ამგავრი ურთიერთობის შექმნა მარტივი სულაც არ არის, განსაკუთრებით კონკურენტულ გარემოში. ლოალობის პროგრამების სწორედ ამ მისიის ნაწილია ისევე როგორც პრემიუმ პროგრამები.
საბანკო ლოალობის პროგრამები, როგორც წესი, ერთანირია. საბანკო ბარათის გამოყენებისას, მომხმარებელს ერიცხება ქულები, რომლებიც კონკრეტული თანხის ექვივალენტია. მაგალითად 1 ლარი შეიძლება იყოს ერთი, ხუთი ან ათი ქულა და ა.შ.
მომხარებელი ბარათით გადახდის დროს აგროვებს ქულებს, რომელთაც მომავალში გადაცვლის სხვადასხვა პროდუქტზე. თუმცა, ყველა ბიზნესი როდია ჩართული ამა თუ იმ ბანკის ლოალობის პროგრამაში. თქვენ ქულები არ დაგერიცხებათ ნებისმიერ ადგილას, არამედ მხოლოდ იმ ობიექტებში, რომლებიც თანამშრომლობენ ბანკთან ამ მიმართულებით.
როგორც წესი, ბანკებს ლოალობის პროგრამები მიბმული აქვს არა სადებეტო არამედ საკრედიტო ბარათებზე, ან სადებეტო ბარათებზე, რომელთაც აქვთ საკრედიტო პარამეტრები. ეს იმიტომ, რომ ბანკმაც მიიღოს ხეირი ლოალობის პროგრამიდან, რაც უფრო მეტ თანხას გამოიყენებთ თქვენი საკრედიტო ბარათიდან, მით უკეთესია ეს ბანკისთვის. საქართველოში ხშირად არა ერთი არამედ ორი ან რამდენიმე საკრედიტო ბარათი აქვთ. ლოალობის პროგრამა უბიძგებს მომხმარებელს გადაიხადოს კონკრეტულად იმ ბანკის საკრედიტო ბარათით, რომელზეც ქულები ერიცხება.
ლოალობის პროგრამას კიდევ ერთი ფუნქცია აქვს – გამოარჩიოს ბანკის საკრედიტო ბარათი სხვებისაგან. საბანკო ინდუსტრია გარკვეულწილად ერთნაირია. არსებობს დროისთვის და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული სტანდარტი, თუ რამდენია საპროცენტო განაკვეთი სესხზე, ანაბარზე და სხვა. ამ მხრივ ბანკები ერთმანეთისგან იშვიათად განსხვავდებიან, თუ ასეთი განსხვავება არსებობს, როგორც წესი, ის ძალიან მცირეა. საკრედიტო ბარათებზეც, ძირითადად, ერთნაირი პირობები მოქმედებს, ამიტომ, ბანკებს სჭირდებათ ჰქონდეთ დამატებითი სერვისი, რაც გახდის მის ბარათს გამორჩეულს.
ხშირად, ეს დამატებითი სერვისი ლოალობის პროგრამაა. წარმოიდგინეთ, რომ საკრედიტო ბარათის აღება გსურთ. საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან შეარჩიეთ ხუთი, შემდეგ თქვენი არჩევანი კიდევ უფრო დაავიწროეთ და დაგრჩათ ორი ბანკი. მათ საკრედიტო ბარათებზე ერთანირი პირობები აქვთ, ერთი გთავაზობთ ლოალურ პროგრამას, სადაც ქულები დაგიგროვდებათ, ხოლო მეორე კი არა. თუ ორივე ბანკის სხვა ყველა პირობა თანაბრად გაკმაყოფილებთ, რომელს შეარჩევთ? ადამიანების უმრავლესობა ირჩევს იმ ბარათს, რომელიც ჩართულია ლოალობის პროგრამაში.
ლოალობის პროგრამები ქართულ ბანკებში
ლოალობის პროგრამები არც ქართული ბანკებისთვის არ არის უცხო. მაგალითად, საკრედიტო ბარათზე ლოალობის პროგრამა აქვს თიბისი ბანკს და საქართველოს ბანკს, ორივე მათგანს კი შეგიძლიათ მობაილ ბანკითაც გაეცნოთ და გამოიყენოთ. მოდით, გავეცნოთ თითოეულ პროგრამას.
თიბისი ბანკის ლოალობის პროგრამა – ერთგული
ლოალობის პროგრამა ერთგული განკუთვნილია ყველა თიბისის ყველა მომხმარებლისათვის. თუ თქვენ რაიმეს შეიძენთ ერთგულის პარტნიორ ობიექტებში, ავტომატურად დაგერიცხებათ შესაბამისი ქულა. ერთგულის ქულების გადაცვლა შესაძლებელია როგორც პროდუქტებში, ასევე ფასდაკლებაში.
თუმცა, თუ გსურთ მეტი ერთგული ქულა დააგროვოთ, ბანკი გთავზობთ ერთგულის საკრედიტო ბარათის შეძენას. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ბარათი ოთხი შემოთავაზებული ვარიანტებიდან:
ერთგული სტანდარტი, რომლის საკრედიტო ლიმიტი 250 ლარიდან – 499 ლარამდეა,
ერთგული კლასიკი, საკრედიტო ლიმიტით 500 ლარიდან – 2000 ლარამდე.
ერთგული გოლდი, საკრედიტო ლიმიტით 2001 ლარიდან – 5000 ლარამდე.
ერთგული პლატინუმი, საკრედიტო ლიმიტით 5001 ლარიდან – 20000 ლარამდე.
ერთგულის ლოალობის პროგრამაში პარტნიორი კომპანიების დიდი არჩევანია. თქვენ შეგიძლიათ გადაცვალოთ თქვენი ქულები და შეიძინოთ აქსესუარები, პარფიუმერია, ტანსაცმელი, სახლისთვის საჭირო ნივთები, გარდა ამისა, ეწვიოთ თქვენს საყვარელ კვების ობიექტებს თუ სილამაზის სალონებს, დახარჯოთ ქულები თქვენი ავტომობილის საჭიროებებზე და ა.შ.
სპეციალურად ერთგულის ლოალობის პროგრამაში ჩართულებისთვის და ერთგულის ბარათის მფლობელებისთვის, თიბისი ბანკი ერთგულის საიტზე ანთავსებს ექსკლუზიურ შემოთავაზებებს. მათი საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ ქულების დიდი რაოდენობა, საჩუქრები ან უბრალოდ სარფიანად გამოიყენოთ თქვენი ქულები.
ერთგულის პროგრამაში 1 ქულა უდრის ერთ ლარს. შესაბამისად, თუ თქვენ ბარათზე დაგროვილი გაქვთ 60 ქულა, შეგიძლიათ ქულები გადაცვალოთ 60 ლარის ღირებულების ნივთში, ერთგულის პარტნიორ ობიექტში.
საქართველოს ბანკის ლოალობის პროგრამა Plus
საქართველოს ბანკის ლოალობის პროგრამა პრინციპის მიხედვით თიბისი ბანკის ლოალობის პროგრამის იდენტურია. აქაქც, ბარათით გადახდის დროს იღებთ ქულებს, რომლებსაც შემდეგ პროდქუტსა თუ სერვისში გადაცვლით. საქართველოს ბანკის შემთხვევაში ამ ქულებს პლუს ქულები ეწოდებათ, რომლებიც, თქვენს სპეციალურ, პლუს ანგარიშზე თავსდება.
თქვენ მიიღებთ პლუს ქულებს, თუ პროდუქტს შეიძენთ პლუს ლოიალობის პროგრამის პარტნიორ ობიექტებში. თუ თქვენ სარგებლობთ სქართვლეოს ბანკის რომელიმე ბარათით, სავარაუდოდ უკვე გექნებათ დაგროვებული რაღაც რაოდენობის ქულები. თუმცა, უფრო მეტ პლუს ქულას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საკრედიტო ბარათით ახორციელებთ გადახდებს.
ლოიალობის პროგრამა პლუსი მომხმარბეელს სთავაზობს სამი ტიპის საკრედიტო ბარათს- პლუს კლასიკი, პლუს სილვერი და პლუს გოლდი. სამწუხაროდ, საიტზე არ არის მოცემული ინფორმაცია თითოეული ამ ბარათის საკრედიტო ლიმიტის შესახებ. თუმცა, მოცემულია თუ რამდენ პლუს ქულას მიიღებთ თითო დახარჯულ ლარზე თითოეული მათგანით სარგებლობის შემთხვევაში.
თუ თქვენ ფლობთ პლუს კლასიკს, ყოველ დახარჯულ ერთ ლარზე დაგერიცებათ 1.25 ქულა, პლუს სილვერით სარგებლობის შემთხვევაში 1.5 ქულა, ხოლო თუ პლუს გოლდი გაქვთ, ერთ ლარზე 1.75 პლუს ქულას მიიღებთ. გარდა ამისა, ისარგებლებთ შეღავათებით საკრედიტო ბარათის წლიურ ღირებულებაზე. პლუს ლოალობის პროგრამა, ზემოთ ჩამოთვლილი ბარათის მფლობელებისთვის ასევე ითვალისწინებს თანადაზღვევას სხვადასხვა მომსახუროებაზე კლინიკა ევექსში. ამასთან ერთად, თქვენ მიიღებთ საჩუქრად მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას სადაზღვეო კომპანია ალდაგში.
საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პლუს ლოალობის პროგრამას ამ დროისთვის 104 პარტინორი ჰყავს, სადაც შეგიძლიათ პლუს ქულების დაგროვება და გადაცვლა. პარტნიორი ობიექტები ერთიანდებიან სხვადასხვა კატეგორიებში, როგორიცაა მაგალითად, ჯანმრთელობა და სილამაზე, ავეჯი და დეკორი, მოგზაურობა, პარფიუმერია და სხვა. თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ არის თუ არა თქვენთვის სასურველი კომპანია პლუს პროგრამის პარტნიორი, ან შეარჩიოთ მოცემულ კატეგორიებში სასურველი ობიექტი და პროდუქტი.
უნდა ჩაერთოთ თუ არა ლოალობის პროგრამაში
ამ კითხვის დასმა, ვფიქრობ, ზედმეტია. შეიძლება ითქვას, ლოალობის პროგრამაში ჩართვა, თქვენი თავისთვის გაკეთებული საჩუქარია. მაგალითად, თქვენ შეიძლება შეიძინოთ სახლისთვის პროდუქტები მთელი თვის განმავლობაში, შემდეგ კი ლოალობის პროგრამით მიღებული ქულებით შეიძინოთ დამატებით პროდუქტი. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ თანხას დახარჯავთ, მით უფრო მეტ ქულას დააგროვებთ და მით უფრო მაღალი ღირებულების ნივთის შეძენა შეგეძლებათ აღნიშნული თანხით.
თუ გსურთ, მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ბანკის ლოალობის პროგრამით და თანაც საკრედიტო ბარათიც გჭირდებათ, გირჩევთ შეიძინოთ სწორედ ის ბარათი, რომელზეც მაქსიმალურად ბევრ ქულას დააგროვებთ. თუ გადაწყვიტეთ ჩაერთოთ ლოალობის პროგრამაში, გადახედეთ ბანკის პარტნიორ ობიექტებს. ერთ ობიექტში, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ბანკია წარმოდგენილი. ამიტომ, წინასარ ნახეთ, რომელი ბანკის პარტნიორია თქვენი საყვარელი ობიექტი. ასევე წინასწარ გადახედეთ იმ ობიექტებსაც სადაც შემდეგ დაგროვილი პლუს ქულების გადაცვლას შეძლებთ. ასე ისეთ პროგრამას შეარჩევთ, რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ.