ინვესტიციები VS დანაზოგები

ინვესტიციები VS დანაზოგები post thumbnail image

თუ ინვესტიციებსა და დანაზოგებს შორის არჩევანის გაკეთება გიჭირთ, იცოდეთ რომ იგივე დილემას მილიონიბობით ადამიანი აწყდება ყოველდღიურად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ფინანსური ქმედების შინაარსი ყველასთვის ასე თუ ისე გასაგებია, მაინც რთულია არჩევანის გაკეთება. ინვესტიციები საქართველოში არც თუ ისე პოპულარურია. განსხვავებით ამერიკისგან, სადაც მოსახლოების 55% ინვესტიციებში ყოველწლიურად დებს ფულს. იმისთვსი რომ უკეთ გავარჩიოთ ერთი მეორესგან და გავაკეთოთ არჩევანი ამ ორს შორის საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭიროა დეტალურად გავიგოთ, თუ რომელ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი. მიუხედავად ბევრი მითისა ინვესტიციებზე, ისინი მარტივად გასაგებია და მათი ფინანსური ცხოვრების ნაწილად ქცევაც დიდი მონდომების გარეშე შეიძლება. იდეალურ შემთხვევაში თქვენ უნდა გქონეთ დანაზოგებიც და ამავდროულად ინვესტიციებიც, თუმცა ორივეს თავისი დანიშნულება აქვს, რომელსაც აქ განვიხილავთ. სანამ ამ ორ ფინანსურ მიდგომას შორის გააკეთებეთ არჩევანს მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა არის თქვენი მთავარი ფინანსური მიზანი. უფრო სწორად, ყველაზე საჩქარო ფინანსური მიზანი. სწორედ აქედან გამომდინე შეძლებთ გააკეთოთ არჩევანი დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის, ხოლო როდესაც მთავარი ფინანსური მიზნები მიღწეული იქნება, შეძლებთ მეორე მიმართულებაზე ფოკუსირებას. თუმცაღა არსებობს უნივერსალური მიდგომა რომელიც თქვენს ფინანსური ცხოვრებას გააიოლებს.

საიდან დავიწყოთ?

ფინანსური მრჩევლების უმრავლესობა აუცილებლად გაიძულებთ თავიდან დანაზოგების შექმნაზე ფოკუსირებას, ხოლო ინვესტიციები სამომავლოდ ჩადებაზე. საქმე ის არის, რომ ხალხის უმრავლესობას არ ესმის თუ რაში მდგომარეობს ფინანსური თავისუფლება. დანაზოგების კეთება დიდ ნებისყოფას მოითხოვს. ადამიანიების უმრავლესობას, სჩვევია შემოსავლის ზრდასთან ერთდ საკუთარი ხარჯებიც გაზარდოს, თუმცა ამის ფუფუნება ბევრს რეალურად არ აქვს. როდესაც ჩვენი შემოსავალი იზრდება, ყველაზე მომგებიანი რაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის შევქმნათ პირველადი დანაზოგი, საიდაც გაუთვალისწინებელი, თუმცაღა გადაუდებელი ხარჯის წარმოქმნის შემთხევაში შეგვიძლია თანხა სწორედ ამ ფონდიდან ამოვიღოთ. ის თუ რა რაოდენობით თანხა შეიძლება ჩავდოთ ამ ფონში დიდწილად თქვენ ცხვრების სტილსა და შემოსავალზე იქნება დამოკდებულები, თუმცა აქაც საწყის რაოდენობად შეგიძლიათ 1000 ლარი აიღოთ. ამ ფონდის შექმნა უნდა იყოს პირველი რასაც თქენ გააკეთებთ, სტაბილური შემოსავლის გაჩენისასვე, რადგან ეს მოგანიჭებთ ფინანსური თავდაჯერებულობას, რომელიც საშუალებას მოგცემთ დარჩენილი თანხა მშვიდად დახარჯოთ. მნიშვენლოვანია,რომ ეს დანაზოგი ისეთ ადგილას შეინახოთ სადაც მასზე მარტივად მიგიწვდებათ ხელი. ასე რომ სტანდარტული დანაზოგების ანაბრები ამ შემთხვავაში არ არის საჭირო. შეგიძლიათ ეს დანაზოგი ბანკის გარეშეც დააგროვოთ და შეინახოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში თანხა უკვე თქვენ განაკრუგულებაში იყოს.

ინვესტიციები

თუ ასეთი ფონდი თქვენ ფინანსური ისტორიაში არ არის, მაშინ ინვესტიციებზე ფიქრი შეიძლება ადრე იყოს. მიუხედავად იმის, რომ არსებობს მაგალითები, როდესც ინვესტიციები მალევე ხდება მნიშვენლოვანი შემოსავლის წყარო, ეს უფრო გამონაკლისი შემთხვევებია ვიდრე წესი. ამიტომ საჭიროა, ჯერ დანაზოგებზე ფოკუსირდეთ და ფინანსური თავდაჯერებულობა მოიპოვოთ, ხოლო ინვესტიციებზე მხოლოდ შემდეგ დაფიქდეთ. ამის შემდეგ თქვენი მიზანი უნდა იყოს შემდეგი 3-6 თვის ხარჯებისთვის საკმარისი თანხის შეგროვება, რათა დააზვღვიოთ  საკუთარი თავი ან თქვენი ოჯახიც, სამსახურის დაკარგვასთან თანდართული სირთულეებისგან. შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯოებსება, რის მისაღწევადაც ინვესტიციები არაჩვეულებრივი გზაა.

როდის უნდა დავიწყოთ ინვესტიციებზე ფიქრი

თუ თქვენ უკვე მიაღწიეთ იმ ფინანსურ მდგომარეობას,როდესაც მზად ხართ გაუთვალსწინებელი სიტუაციებისთვის და საკუთარი თავის შენახვას რამდენიმე თვით შემოსავლს გარეშეც შეძლებთ, მაშინ დროა დაფიქრდეთ ინვესტიციებზე. ინვესტიციები შეიზლება იყოს საფონდო ბირჟაზე, უძრავ ქონებაში ან თუნდაც ობლიგაციებში, თუმცა ყველა ინვესტიციის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მათ უნდა გაზარდონ თქვენი შემოსავალი დროთა განმავლობაში, რათა არა მარტო ამოიღოთ ის ფული, რომელიც მასში ჩადეთ, არამედ ის დამატებით შემოსავლის წყარო გახადოთ.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

დროის მნიშვნელობა

როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ ძალიან მნიშვენლოვანია გავითვალისწინოთ, რომ ინვესტიციებისგან შემოსავლის მიღებას დრო სჭირდება. ხშირ შემთხვევში დრო სწორედ ის ფაქტორია, რომელიც ინვესტიციებს წარამატებულად აქცევს. ინვესტიციებს სჭირდება დრო, მოთმინება და რა თქმა უნდა სანდრო წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება და მათთან თანამშრომბლობა. ინვესტიციების ყველაზე გავრცელებული ფორმა საქართველოში ისევ უძრავი ქონებაა, რომელიც დღესაც ერთ-ერთი ყველაზე სანდრო და სტაბილური  ინვესტიციაა.

როდის მივმართოთ ინვესტიციებს?

მას შემდეგ რაც თქვენ ფინანსურ თავისუფლებას მოიპოვებთ კარგია, თუ მალევე დაიწყებთ ინვესტიციებზე ფიქრს. თქვენი ფინანსური მიზნები შეგიძლიათ  3 ძირითად კატეგორიად დაჰყოთ: თქვენი მოკლევადიანი მიზნები, საშუალოვაიდანი მიზნები და გრძელვადიანი მიზნები. მოკლევადიან მიზნებშში თქვენი ის გეგმები შედის, რომელთა განხორციელაბასაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში გეგმავთ. საშუალოვადიანი გეგმები კი 5 დან 10-წლამდე ვადაში უნდა აშერსულდეს, ხოლო თქვენ გრძელვადიან გეგმებში შედის ის მიზნები, რომლებიც შემდეგი 10 წის მანძილზე არ განხორციელდება. შესაბამისად, ყველა ამ კატეგორიას ინვესტიციებისადმი სხვადასხვა მიდგმომა სჭირდება.

თქვენი მოკლევადიანი გეგმებისთის საფონდო ბირჟაზე ინვესტიციები გაკეთება არც თუ ისე კარგი აზრია, რადგაც ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება ფასის ცვლილებამ  საბოლოოდ წაგებაში დაგტოვოთ. თუ სახლის შეძენაზე ფიქრობთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში საშუალო-ვადიანი მიზნების რიცხვში შედის, აქ თქვენი მიდგომა სწორედ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ხართ მზად რისკებისთვის. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ სახლისთვის გადადებული თანხა შეინახოთ ბანკში, მიმდინარე ანგარიშზე, ანდა შემნახველ ანგარიშზე რომელსაც წლების განვამვლობაში რამდენიმი პროცენტი დაემატება. ეს მიდგომა არის სავსებით საკმარისი და თქვენ მიზნამდე უპრობლემოდ მიგიყვანთ, თუმცა ეს მიდგომაც კი არ არის დაზღვეული ინფლაციისგან, რომელმაც შეიძლება თქვენი დანაზოგების წონა შეამციროს. თუ ეს მიდგომა თქვენთის საკმარისად მომგებიანი არ არის, მაშინ შემდეგი გზა არის ამ თანხის საფონდო ბირჟაზე ჩადება და მაღალი ზრდის იმედად დატოვება. თუ თქვენ გაგმიართლათ მაშინ მოგება ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ეს თანხის ბანკში განთავსებით იქნებოდა თუმცა, რისკებიც უფრო მაღალია და შეიძლებ თქვენ ინფლაციის ფონზე იმაზე უარესი შედეგი მიიღოთ ვიდრე ელოდით. ამ შემთხვევაშიც მნიშველოვანია წინასწარ იცოდეთ თუ რის დასაკარგად ხართ მზად, თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა იძლევა გარისკვის შესაძლებლობას, მაშინ ინვესტიციების გაკეთება საშუალოვადიანი მიზნებისთვისაც შეიძლება. ამ მიდგმებით თქვენ ზრდით იმის შანსს, რომ  წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალ პროცენტიან მოგებას ნახავთ, თუმცა საწინააღმდეგოს მოხდენის შანსებიც არსებობს, რაც ბანკებთან ურთიერთობისას ნაკლებად რეალისტურია. თუ თქვენ სახლის ან მსგავსი ღირებულებისა და მნიშვენლობის შენაძენის გაკეთებას აპირებთ, მაშინ თქვენთვის ორივე გზა მისაღებია, რადგან ორივეს აქვს თავისი დადებითი მახასიათებლები. ორივე მიდგომის რისკების ცოდნა დაგეხმარებათ არჩევანი თქვენი რეალობას მოარგოთ და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ.

როდესაც გრძელვადიან მიზნებს მიადგებით, ამ შემთხვევაში ინვესტიციებს კონკურენტი არ ჰყავს. თუნდაც საფირმო ბირჟაზე მცირედი ინვესტიციების დაწყებით, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მიუხედავდ ბევრი ცვლილებისა წლების განმავლობაში, თქვენ მაინც ნახავთ მოგებას და შეძლებთ წარმატებულად მიაღწიოთ დასახულ ფინანსურ მიზნებს. თუ საფონდო ბირჟაზე ინვესტიციების კეთება მაინც ზედმეტად სარისკოდ გეჩვენაბთ, შეგიძლიათ შედარებით მცირე ზომის ინვესტიციები სხვადასხვა ინდუსტრიებზე გადაანაწილოთ, რადგან დივერსიფიცირებული ინვესტიციებს კიდევ უფრო ნაკლები რისკიანობა ახასიათებთ.

შეჯამება

როგორც ხედვათ ინვესტიციებს და დანაზოგებს, ორივეს საკუთარი მკვეთრად გამოკვეთილი მიზანი აქვს და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოთ. ინვესტიციებზე დაყრდნობა უმჯობესია, როდესაც ფულს გრძელვადიანი მიზნებისთვის აგროვებთ, ხოლო მოკლევადიანი ფინანსური მიზნები მიზანშეწონილია ინვესტიციების გარეშე დააგროვოთ. ორივე ფინანსური მიდგომა საჭიროა რათა ბოლომდე გამოვიყენოთ ჩვენი ფინანსური პოტენციალი და გადაწყვეტილებები ინფორმირებულად მივიღოთ.

ხშირად საზოგადოების ნაწილი უარს ამბობს ბანკებთან საქმის დაჭერასა თუ ინვესიციებით დაინტერესებაზე იმიტომ, რომ ეს თავიდანვე წამგებიანი საქმე ჰგონიათ. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ასე თუ თავად არ ვიცით რომელს რა შემთხვევაში მივმართოდ და როგორ მოვახერხოთ ჩვენი ფინანსების სწორად მართვა, რათა მიზნებს მარტივად, ზედმეტი გართულებების გარეშე მივაღწიოთ.

ყველაზე მნიშვენლოვანი რაც ჩვენი ფინანსებისთვის  შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის რომ რეალურად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლები და იმ შემოსავლების მართვის მიდგომებს ჩავუღრმავდეთ, რომლებიც ჩვენ სიტუაციას ყველაზე კარგად ერგება.  დღესდღეობით ასეთი ინფორმაცია მარტივად არის ხელმისაწვდომი და აღარაფერი გვაკავებს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისგან, სწორედ ამიტომ დროა გავიღრმავოთ ცოდნა ფინანსებთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *