ყველაფერი ფულადი გზავნილების შესახებ
ფულადი გზავნილები ნებისმიერი ბანკისთვის აუცილებელი ატრიბუტია და დღესდღეობით როდესაც საერთოშორისო დონეზე ტრანზაქციები უფრო და უფრო საჭირო და ხშირი ხდება მათზე მოთხოვნა გაიზარდა და შეიცვალა ასევე სტანდარტები. ფულად გზავნილებს უკვე მრავალი სხვადასხვა კომპანია და ბანკ გვტავაზობს და არ უნდა ვიფიქროთ რომ ან ყველა ფულადი გზავნილების სერვისი ერთანირია ან ყველა შემთხევაში ერთსა და იმაზე სერვისს უნდა მივმართოთ. სხვადასხვა ტიპის გზავნილები სხვადასხვა პირობებს საჭიროებს და თუ თქვენ თავიდანვე არ იცით, თუ როგორია თქვენი არჩევანი ფინანსური გზავნილების არეალში, შესაძლოა წამგებიანი ტრანზაქციების მსხვერპლი გახდეთ და ზედმეტი თანხა სულაც ტყულად გადაუხადოთ სერვისის მომწოდებელს. როდესაც ფულად გზავნილებზე ვსაუბრობთ, უნდა გამოვყოთ რამდენიმე 3 ძირითადი მახასიათებელი, რომელტა კომბინაციითაც თქვენ შემდეგ შეძლებთ თქვენთის ყველაზე მომგებიანი სერვისისი მომწოდებლის არჩევას და საქმეს ბევრად გაიმარტივებთ. ეს მახასიათებლებია, იმ თანხის ოდენობა, რომელსაც აგზავნით, თანხის დანიშულება და მისამართი. სხვადასხვა პროვაიდერები სხვადასხვა პირობებს შემოგთავაზებენ ამ სამ კატეგირიაში და სასურველის აირჩიოთ ის კომპანიე რომელიც ბევრ დამატებით გადასახადს არ მოითხოვს რაც საკმაოდ ხშირია როდესაც ფულად გზავნილებზე მიდგება საქმე. თუ თქვენ სანდო კომპანიასთან გაქვთ საქმე, რომელიც საკუტარ სერვისებს პასუხსმგებლობით ეკიდება, სავარაუდოდ დამატებითი თანხა გადასახდელი გექნებათ, მაგრამ ყოველთის უნდა იფიქროთ იმაზე რომ ეს თანხა ადეკვატური უნდა იყოს და არ უნდა შეადგენდეს გადაგზავნილი თანხის რამდენიმე პროცენტზე მეტს. ახლა კი გადავხედოთ იმ ძირითად მახასიათებლებს დეტალებში და იმ კომპანიების ჩამონათალს, რომლებიც ფულადი გზავნილები სერვისებს სთავაზობენ საქართველოს მოქალაქეებს. როდესაც საქმე საქართელოს ფარგლებში გადარიცხვეს ეხება, ქვეყანა საკამოდ განვითარბულია და კლიენტებს საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს თითქის ყველა ბანკში.
Contents
ფულადი გზავნილების მეთოდები
ყველაზე გავრცელებული ფულადი გადარიცხვის მეთოდეი ეს არის ანგარიშის ნომრით გაკეთებული გზავნილები. როდესაც ხელი მიგვიწვდება ანგარიშის ნომერზე შეგვძლია ფულადი გადარიცხვები ბანკის , ბანკომატის ანდ მობაილბანკის მეშვეობით მოვახდინოთ.
ფულის გადასარიცხვად ბანკი იშვიატად თუ მიდის ვინმე, ყოველშემთხვევაში ახალგზარდა თაობის წარმომადგენლები. მათთვის ვინც ჯერ ვერ გადაერთო თანამედროვე საბანკო მომსახურებების რიტმზე, ბანკი ოფისიდან შესთავაზებს გადარიცხვის სერვისებს. ამისთვის მხოლოდ საწიროა თქვენთვის სასურველი თანხით მიხვიდეთ ბანკში, იქონიოთ თან იმ ანგარიშის ნომერი რომელზეც გსურთ თავნხ გადარიცხვა ასევე თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც იქონიეთ. ამი შემდეგ კი ბანკის თანამშრომელი დაგეხმარებათ გადარიცხვის წარმოებაში. ამ შემთხვევაში, თქვენ დამატებითი გადასახადების გადახდა არ მოგიწევთ სერვისისთის.
შედარებით თანამედროვე მეთოდი კი ფულადი გზავნილების ბანკომატის მეშვეობით გაკეთებაა. როდესაც გადარიცხვებისთვის ბანკომატს ვიყენებთ, აქაც გვჭირდება ანგარიშის ნომერი სადაც ვრიცხავთ თანხას და ქეში, რომელსაც ისევ ბანკომატში ჩავრიცხვათ. როდესაც ბანკომატს ვიყენებთ, როგორც წესი, ამ პროცედურას დამატებითი გადასახადი ემატება, რომელიც ძირითადად ფიქსირებულია და არ სცდება ერთ ლარს, ან ზოგ ბანკომატში ეს შეიძლება იყოს თანხის 5% -ის ფარგლებში. თუ გადარიცხვას იმ ბანკის ბანკომატით ახორციელებთ რომლის ანგარიშზეც რიცხავთ თანხას . გადასახდელიც ნაკლები გექნებათ, ამიტომ შეეცადეთ სწორედ ასეთი ბანკომატები გამოიყენოთ რატა თავიდან აიროთ დამატებითი გადასახადები, ხოლო გაურკვევლობის შემთხვევაში ბანკიც უფრო მარტივად მოახერხებს პრობლემის მოგვარებას და რისკიც ნაკლები იქნება.
უკვე ნახსენებ ორ გავრცელებულ მეთოდთან შედარებით, ეს უკანასკნელი ყველაზე ახალია. მობაილბანკინგის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად გადახორციელოთ ფულადი გზავნილები და რაც მტავარია, ფიქსირებული გადასახადით. თუ თვენს ბანკს აქვთ ინტერნეტბანკინგის ფუნცია ან მობაილბანკის აპლიკაცია, მაშინ თქვენ გჭირდებათ ადრესატი ანგარიშის ნომერი, ხოლო გადარიცხვას საკუთარი ანგარიშიდანვე გააკეთებთ. თუ თქვენი ანგარიში და ანდესატის ანგარიში ერთ ბანკში არის მაშინ გადასახდელიამ შემთხვევაში არაფერი გექნებათ, მაგრამ თუ ტრანზაქცია ორ ბანკს შორის ხდება, მაშინ თქვენ მოგიწევთ 1 ლარამდე დამატებითის გადასახადის გადახდა, თუმცა ეს ნამდვილად ყველაზე მარტივი პროცედურაა და ალბათ ყველაზე ნაკლებ დროსაც წაიღებს სხვა მეთოდებტან შედარებით. დღესდღეობით ძალიან მარტივია მობაილბანკინგით სარგებლობა რადგანაც, მობილურზე წვდომა თითქმის ყველას აქვს და ბანკებიც ხვდებიან თუ რამდენად მნიშვენლოვანი მობაილბანკინგ აპლიკაციის ქონა იმისთის რო დამატებიტ მოიზიდონ კლიენტები და მათ საუკეთესო გზავნილების პირობები შესთავაზონ, მარტივ და თანამედროვე დიზანთან და სხვა პრივილეგიებტან ერთად.
გადარიცხვა მობილური ნომრით
ამ სერვისს ყველა ბანკი არ შემოგთავაზებთ, თუმცა თი ბი სი და ვი თი ბი ის ბანკებია, რომელთა მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ გადაურიცხოთ თანხა ადრესათს მხოლოდ მისი მობილური ნომრის გამოყენებით. თუ თქვენი ადრესატის ნომერი მითითებულია ბანკის სისტემაში და მასაც ანგარიში იმავე ბანკში აქვს, მაშინ შეგიძლით ისევ მობაილბანკის გამოყენებით გადარიცხოთ თანხა ისე რომ არ დაგჭირდებათ ადრესატის ანგარიშის ნომერის გაგება და უკვე თვენთვის ცნობილი ინფორმაციის გამოყენებიტ განახორციელებთ ამ ტრანზაციას. თი ბი სის შემთხვევაში ეს მობაილბანკინგით ხდება, ხოლო ვი თი ბი გთავაზობთ სერვისს, რომელიც მობაილ აპლიკაციის გარეშეც მოახდენს თანხოს გადარიცხვას იმ შემთხვევაში თუ ადრესატის მობილური ტელეფონი იცით. ასეთ ტრანზაქციებს როგორც ასეთი დამატებითიტი გადასახადები არ ემატება და საკმაოდ მოსახერხებლია მათთვის ვისაც ესმის აპლიკაციების და მათთვისაც ვისაც ურჩევნია, ასეთი ფინანსური ოპერაციები ბანკის თანამშრომლების დახმარებიტ შეასრულოს.
გადარიცხვა პირადი ნომრით
ამ სერვისს საქართველოს ბანკი გვტავაზობს, და . ასევე მობაილბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ამ მარტივი მეთოდი ყოველგგვარი დამატებიტი ხარჯების გარეშე ისარგებლონ, თუ ბანკის ანგარიში ამ კონკრეტული ბანკის ქვეშ არის გაფორმებული. პროცედურა ისეთივე მარტივია, როგორც ნომრით ან თუნდაც ანგარიშის ნომრით გადარიცხვისას და ასევე ერთ-ერთ ყველაზე სწრაფი მეთოდიე ფულადი გზავნილების დანიშნულებამდე მიტანისთვის. პირადი ნომრით გადარიცხხვა ასევე შეგიძლიათ თავად ბანკის ფილიაელბში თუმცა უმრაველობა ვინც ამ მეთოდს მიმართავს აპლიკაციის გამოყენებას ამჯობინებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებლად უნდა ენდობოდეთ პირდს რათა თქვენი პირადი ნომერი უსაფრთხოდ იყოს და მისი თქვენს წინააღმდეგ გამოყენება არ შეძლონ. ამიუხედავად იმისა რომ ეს საფრთხე თქვენთვის უცხო ადამიანისთსი ანგარიშის ნომრის მიცემაზეც ვრცლედება, ბანკების ბევრად უფრო მარტივად მოახერხებენ საეჭვო ფინანსური აქტივობების აღმოფხვრას და თანხასაც დაგიბრუნებენ. ყოველთვსი როდესაც გადარციხვებზე ვსაუბრობტ აუცილებელი რომ ყველა უსაფრთხოები პრინციპი დაცული იყოს და ზუსტად იცოდეთ ყველა ინფორმაცია, ყველა ნომერი და ციფრი რათა თავიდან აიცილოტ არამხოლოდ გართულებები არამედ არასაჭირო დამატებითი ხარჯები და დროც.
როგორც ხედავთ თანამედროვე გადახდის მეთოდების ნაკლებობას საქართელო ნამდვილად არ უჩივის. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თანხა თქვენს ადრესატამდე დროულად მივა როდესაც არჩევანი გაკეთებას ცდილობთ გაითვალისინეთ თუ რამდენად ღირს დიდი რაოდენობის ანხის მობილურის ნომრით გადარიცხვა, ან რამდენად გიღირს ისეთი ჩასარიცხი აპარატის გამოყენება, რომელიც ტანხის 10%-ს მოგაჭრით.
ამ სხვადასხვა ტიპის გადარიცხვებზე ბანკები სხვადასხვა ლიმიტებს აწესებენ, ასერომ სანამ თქვენით გადაწყვეთ ასეთი ოპერაცების ჩატარებას გადაამოწმეთ რომ თქვენი თანხა რჩებოდეს ამ ლიმიტების შიგნით.
გადარიცხვა იმელით
ეს მეთოდი არც ისე გავრცელებულია და ძირითადად იმ ტრანზაქციებისთვის გამოიყენება რომელბიც უფრო სოლიდ თანხას ექვემდებარეს ანდაც გადაუდებელია. იმეილის გადარიცხებს ყველაზე ნაკლები დრო სჭირდება და ადრესატამდე საჭირობეის შემთხვევაში წამებშიც მიაღწევს მიუხედავად იმისა, თუ რომელ ბანკთან არის თქვენი ადრესატი დარეგისტრირებული. ეიმისთვის,რომ იმელითი გადარიცხვების სერვისებზე მიგიწვდებოდეთ ხელი ხშირ შემთხვევაში საჭირო პრემიუმ ბანკინგინგ წევსრი იყოთ. საქართველოს ბანკი პრემიუმ დანაყოფი სოლო, გთავაზობთ ამ სერვისს, რომლის მეშვეობითაც 10,000 ლარამდე გადარიცხების გაკეთება შეგიძლიათ იმელისი მეშვეობით. იმეილით გადარიცხვები შეგიძლიათ განახორციელოთ გარეთ გასვლის გარეშე, ისევე როგორც ამას მობაიბანკინგის შემთხვევაში ახერხებთ, თუმცა აქ დამატებით ინფორმაცია არ დაგჭირდებათ და პროცესის უფრო დაჩქარებული და გამარტივეულია. ასევე იმელით განხორციებული ტრანზაქციებზე თანხაზე ლიმიტები ბევრად მაღალი ვიდრე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში და დამატებითი გადასახადების გადახდაც არ გიწევთ, თუ რა თქმა უნდა ლიმიტს არ გადააჭარბეთ. იმეილით გადარიცხვა ასევე შეგიძლიათ ვი თი ბი ბანკში რომელიც თქვენს თანხას ადრესატამდე სწრაფად მიიტანს
ქოლ ცენტრის მეშვეობით გაკეთებული ფინანსური გზავნილები
ბევრისთვის ქოლ ცენტრი ყველაზე მარტივი გამოსავალია და ამ სერვისს ვი თი ბი შემოგთავაზებთ, ქოლ ცენტრი მას შემდეგ რაც მოახდენს თქვენ იდენტიფიცირებას, დაგეხმარებას სხვადასხვა ფინანსური გადარიცხვების სისტემების მეშვეობით რომლებიც ასევე ხშირად გამოიყენება ფულადი გზავნილებისთვის, განსაკუთრებით თუ გზავნილები საერთაშორისოა და მათ რეგულარელუ საბანკო სერვისები ვერ დაფარავს. ეს სისტემები არის Western Union,Intel Express, Zolotaya corona, KoronaPay, MoneyGram, Express და სხვა სერვისები. ქოლ ცენტრის გამოყენება შეიძლება ხშირ შემთხვევაში ასევე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მეთოდი იყოს.
საეთაშორისო გზავნილები
საერთაშორისო გზავნილებზე არ ვრცელდება იგივე პირობები როგორებიც, ქვეყნის შიგნით განხორციელებულ გადარიცხვებზე. იმის გაოს რომ საერთაშორისო გადარიცხვები ბევრად მეტ ჩართულობას ოითხოვს ბევრი სხვადასხვა ინსტიტუსისგან და რადგან სხვადასხვა ქვეყნების ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს გადასახადები საერტაშორისო გადარიცხვებზე უფრო მაღალია. თუ თქვენ საერთაშორის გადარიცხვის განხორციელება გსურთ,
მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო გადარიცხვების კომპანიებს შეგიძლიათ გადახედოთ, რადგანაც თითოეული ეს სისტემა სხვადასხვა სერვისებს შემოგთავაზებთ, სხვადასხვა დამატებით ხარჯებითა და გეოგრაფიული შეზღუდვებით.
Western Union
Western Union-ის მეშვეობით შეგიძლიათ გზავნილები 200-ზე მეტ ქვეყანაში გააგზავნოთ მათ შორის, ამერიკაში, კანადაში, ევორპის ქვეყნებში, თურქეთში და ა.შ. ეს კონკრეტული დაწესებულება ყველა სხავდასხვა ქვეყნაში განსხვავებული თანხა არის გადასახდებილი. ეს დამოკიდებულია არა მარტო ქვეყანაზე არამედ გადასარიცხ თანხაზე. მაგალითად დსთ-ს ქვეყნებში 50 დოლარამდე თანხის გადარიცხისთვის თქვენ დამატებით 13 დოლარის გადახდა მოგიწვეთ. მიუხედვად იმისა, რომ დამატებით გადასახადი საკმაოდ მაღალია, თქვენი ადრესატი თანხას ნებისმიერ ქვეყანაში , რომელშიც Western Union-ი მოქმედებს, 15 წუთში მიიღებს თანხას. ამ სერვისით სარგებლობისას თანხის 20 პროცენტი, ან ხოგ შემთხევაში მეტიც სწორედ სერვისების გადასახადია, თუმცა ეს კომპანი მთელს მსოლფიოში ცნობილი და სანდროა ასერომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტრანზაქციების სჯობს სწორედ ასეთ კომპანიას დაუკავშირდეთ. Western Union-ით სარგებლობისას არ არის აუცილებელი გახსნათ ცალკე ანგარიში საერთაშორისო გადარიცხვებისთვის რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. ეს კომპანია უსაფრთხო, სწრაფი და ძალიან გავრცელებულია, რაც ნიშნავს რომ ყველაზე მთავარ კრიტერიუსმ აკმაყოფილებს, რომელიც საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანის უნდა ჰქონდეს.
Intel Express
ინტელ ექსპრეს არ სჭირდება ანგარიშის გახსნა რათა ფული გადარიცხოთ, თუმცა ვესტერნ იუნიონისგან განსხვავებით წვდომა მხოლოდ 90 ქვეყანაზე აქვს. თვენ შეზღუდუსლი ხართ ვალუტაშიც, რადგან ამ კომპანიიის საშუალებით გადარიცხვების გაკეთება შეგიძლიათ, მხოლოდ დოლარსა და ევროში. მიუხედავად ამისა, თუ თქვენი სასურველი ქვეყანა ამ ჩამონათვალშია, მაშინ ინტელ ექსპრესი ასევე სწრაფი და უსაფრთხო სერვისია, რომელსაც ყოველთის თამამად შეგიძლიათ რომ დაეყრდნოთ. ინტელ ექსპრესი დამატებით გადასახადს თანხის მიხედვით იანგარიშებს და დსთ-ს ქვეყნებში გადარიცხული თანხის 1.5%-2%-მდე,როდესაც გადარიცხვებს ევროში აკეთებთ, თანხის 2%-ს დამატება მოგიწევთ, ხოლო დოლარშ გაკეთებული გადარიცხვები 2%-დან იწყება. ინტელ ექსპრესი ბევრად ნაკლედბ ქვეყანას ფარავს, თუმცა თუ თქვენი სასურველი ქვეყანა ამ სიაში, მოხვდა მაშინ არჩევანი სწორედ ამ კომპანიაზე უნდა გააკეთოთ რადგან ბევრად ნაკლები თანხის დამატება მოგიწევთ, იგივე სერვისების მისაღებად. იმ შემთხვევაშიც კი თუ, თანხსი ჩარიცხვას რამდენიმე საათი დასჭრიდება მაინც სასურველია, რომ დამატებითი ხარჯეში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღოთ თუ სხვაგვარად სასურველ ქვეყანაში თანხას ვერ გადარიცხავთ. ეს გადარიცხვის მეთოდიც, ისევე როგორც Western Union ადვილად მისაწვდომია და სწრაფად მუშაობს. ამასთან არ საჭიროებს ბევრ დამატებით პროცედურას.
Money Gram
ეს კომპანია Western Union-ის მსგავს სერვისებს სთავაზობს თავიანთ კლიენტებს. მათი სერვისები ხელმისაწვდომია 200ზე მეტ ქვეყანაში ხოლო თანხა 15 წუთში მიმღების ანგარიშზე დაჯდება. დსთ-ს ქვეყნებსა და მის გარეთ სხვადასხვა ტარიფები ვრცელდება. დსთ-ს ქვეყნებში დამატებითი გადასახადის გადარიცხული თანხის 2%ს შეადგენს, ხოლო თუ გადარიცხები სხვა ქვეყნებში გნებავთ მაშინ დამატებით 10% პროცენტის დამატება მოგიწევთ.
Money Gram-ს მხოფლიო მასშტაბით 82,000 ოფისი აქვს და მარტივად მისაწვდომია ნებისმიერ ქვეყანაში სადაც კომპანია გადარიცხვეს აწარმოებს. თუ თქვენთის ეს საპროცენტო დანამატი უფრო მისაღებია, მაშინ არჩევანიც Money Gram-ზე უნდა გააკეთოთ, რომელიც ასევე სწრაფ და დაცულ გადარიცხვებს გვთავაზობს, შედარებით ზელმისაწვდომი დამატებითი სერვისის გადასახადებით.
საერთაშორიოს გადარიცხვებისას, თუ არ იცით როგორი ფასები აქვთ სხვა კომპანიებს მარტივად შეიძლება, რომ ბევრად მეტი თანხის დახარჯვა მოგიწიოთ ვიდრეს ეს სწორ კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში მოგიწევდათ. საერთაშორისო გადარიცხვები დღეს იმდენად მნიშვენლოვანი და ამავდროულად ხშირი და აუცილებელია, რომ დრო არის საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანიები ისევე კარგად შევისწავლოთ როგორც ადგილობრივი ბანკები და მათი სერვისები.
რა თქმა უნდა ასეთ დროს ნდობასა და უსაფრთხოებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება,უმთარესად კი იმიტომ რომ ასეთ გადარიცხვებში ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტი არის ჩართული, პასუხისმგებლობაც ხშირად ბევრ სხვადასხვა ადგილას არის გადანაწილებული, ამიტომ როდესაც შეცდომას აქვს ადგილი მისი გამოსწორება ბევრად უფრო რთული და რაც მთავარია ხანგრძლივი პროცესი ხდება. სწორედ ამიტომ როდესაც საერთაშორისო გადარიცხვების კომპანიას არჩევთ გაითალისწინეთ, რომ მხოლოდ იმ კომპანიებთან ღირს მუშაობა რომლებსაც საერთაშორისო ნდობა აქვთ და რომლებიც უკვე დიდი ხანია ამ საქმით არიან დაკავებულები. საქართველოში ასეთი სერვისების არჩევანი დიდია და არჩევანი შეგიძლიათ თქვენი მოთხოვნების მიხედვით გააკეთოთ. თუ თქვენთვის პრიორიტეტია თუ რამდენად ცნობილი და გავლენიანია კომპანია მაშინ შეგიზლიათ შედარებით ძვირადღირებული არჩევანი გააკეთოთ, ხოლო თუ ფულის დაზოგვას ცდილობთ არც ამ მხრივ არის ხარისხიანი სერვისების ნაკლებობა და არჩევანიც შეგიძლიათ სასურველი ქვეყნისთის დაწესებული ტარიფებიდან გამომდინარე გააკეთოთ.
ფულადი გზავნილები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც საკრედიტო და სადებიტო ბარათებით გადახდა ასეთ პოპულარული გახდა. გლობალიზაციამ და ასეთი სერვისების საჭიროებამ კი ასევე მოიტანა ქვეყანათაშორისი ფულადი გზავნილების სერვისები აუცილებლობა, სფერო სადაც დღესდღეობით ძალიან დიდი არჩევანია. სწორედ იმიტომ რომ დღესდღეობით ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება უფრო მარტივი ხდება, როდესაც ადრე კომპანიები სარგებლობდნენ დაბალი ცნობადობით დონის საზოგადეობა და მათ არამომგებიან პირობებს სთავაზობენ. დღეს ინფორმაცია თითოეულ ასეთ კომპანიაზე შეიძლება ინტერნეტის მეშვეობით მოიძიოთ რათა დარწმუნდეთ, რომ სანდო კომპანიასთან გაქვთ საქმე და ასევე შეგიძლიათ ტარიფები ერთამენთს შეადაროთ რათა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოთ.
ჯერჯერობით ყველა ქართული ბანკი ერთნაირ სერვისებს ვერ სთავაზობს თავის მომხმარებელს და იქიდან გამომდინარე თუ რა ტიპის გადარიცხვა გინდა განახორციელოთ და აქვს თუ არა საერთოდ მეთოდს მნიშვენლობა. თქვენი არჩევანი სწორედ აქედან გამომდინარე უნდა გააკეთოთ. ზოგ შემთხვევაში მოხერხებულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დამატებითი გადასახადები და ამიტომ შეიძლება ღირდეს მოხერხებული სერვისებისთვის დამატებით ცოტაოდენი თანხა გადავიხადოთ.
საქართველოში ფინანსური ცოდნა და ზოგადად ინდუტსრია ჯერ კიდევ ვითარდება და ცდილობს ამავდროულად სიახლეებს არ ჩამორჩეს, რაც ნიშნავს, რომ ზოგ ასპექტში ის ბოლომდე განვითარებას ვერც ახერხებს. ახლა თანამედროვე სერვისები უფრო ფართოდ გამოიყენება თუმცა ხალხის ცოდნა ამ სერვისებთან დაკავშირებით და მათი მიდგომა ბანკებისა და ფულადი გზავნილების კომპანიების მიმართ სწორედ ახლა ყალიბდება. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ასევე შეიცვლება სტანდარტები და მოთხოვნები ამ ინსტიტუტების მიმართ და ბანკებს მოუწევთ უფრო გაუმჯესებული სერვისების მიწოდება რათა კლიენტები შეინარჩუნონ. რადგანაც ეს სფერო ჯერ კიდევ ვითარდება, ეს ნიშნავს რომ მომავალში კიდე უფრო გაიზრდება არამარტო იმ ბანკების რიცხვი რომლებიც თანამედროვე გადარიცხვების მეთოდებს შემოგვთავაზებენ, ეს ასევე შეეხება საერთაშორისო გადარიცხვების კომპანიებს და ასევე იმ ფინანსურ ტექნოლოგიებს, რომლებიც ტრანზაქციებს ბანკების ჩარევის გარეშეც ახორციელებენ და დამატებით თანხასაც არ ითხოვენ , ან ეს თანხა ბევრად ჩამორჩება იმ დაწესებულ გადასახადს, რომელსაც უფრო ტრადიციულ ინსტიტუბეთან ურთიერთობისას ვხვდებით.
ფულადი ტრანზაქციების არაკონვენციური მეთოდები საქართველოში მალე გახდება პოპულარული, და შეიძლება ამ ფინანსურმა ტრენდმა საერთოდ შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ფინანსური სერვისებისადმი და ზოგადად მთელი ამ სფეროს სტანდარტები შეცვალოს. თუმცაღა ამ მიმართლებით საქართველოს მეტად განვითარებულ ქვეყნებს ჩამორჩება, ამ თემაზე საუბარი უფრო და უფრო პოპულარული ხდება.