ლიზინგი საქართველოში
ლიზინგი საქართველოში პოპულარული ფინანსური სერვისი მხოლოდ ახლო წარსულში გახდა,და სმიტომ ბერვმა არც იცის თუ რა განსცვავებაა ლიზინგსა და სესხებმსა თუ განვადებას შორის. პრინციპულად ლიზინგი ჰგავს ამ ორივე პროცედურას თუმცა თავისი უნილაური პირობები აქვს და ზოგ შემთხვევაში ლიზიინგი საუკეთესო გამოსავალია მომხმარებლისთის. დღესდღეობით ბანკებს უწევთ მეტი და მეტი სიახლე შემოიტანონ კლიენტების ფინანსულ ცხოვრებაში რათა დარჩნენ რელევანტურები და მათი ჩანაცვლება არ მოხდეს სხვა, ნაკლებად ტრადიციული ფინანასური სერვის პროვაიდერებით. ლიზინგის გაკეთება შეგიძლიათ როგორც ბანკებთან თანამშრომლობისას ასევე ლიზინგის კომპანიებთან, რომლებიც წლებთან ერთად უფრო დიდი რაოდენობით ჩნდება ქართულ ფინანსურ მარკეტზე. იმისთის რომ გავიგოთ თუ რა განსხვავებაა ლიზინგსა და სხვა მსგავს ფინანსურ სერვისებ შორის, პირველ რიგში უნდა გავიგოთ თუ რა შემთხვევებში მიზანშეწონილი რომ ავირჩიოთ სწორედ ეს სერვისი და როგორ შეგვიძლია ეს ფინანსური სერვისი მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენს პირობებს და მოლოდინებს. ლიზინგი მსოფლიოში უკვე წლების განმავლობაშია პოპულარული ფინანსური სერვისია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს აქვთ საშუალება, რომ გრძელვადიანი იჯარით შეიძინონ მანქანა-დანადგარები, აპარატურა, ავტომობილები, სამშენებლო ტექნიკა და ასე შემდეგ. თუ ლიზინგით სარგებლობთ, პროცედურა დაახლოებით ასე გამოიყურება: კლიენტს გადაეცემა სასურველი აღჭურვილობა ან მექანიკა, რომლის საფასურიც გარკვეული დროის მანძილზე უნდა აუნაზღაუროს ბანკს, გადახდის სრულად დაფარვის შემდეგ კი ექნება შესაქლებლობა მისი მფლობელი გახდეს და სწორედ ამ პროცედურას ეწოდება ლიზინგი. შეიძლება მას ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა რომ ჩაანაცვლოს აქტივები ან უბრალოდ დაასრულოს კონტრაქტი და არ გახდეს ამა თუ იმ ქონების მფლობელი. ლიზინგი არ ავალდებულებს ადამიანს რომ ვადების გასვლის შემდეგ დაიტოვოს ქონება, მაგრამ მომხმარებელს ამის შანსი მაინც ეძლევა.
ამდენ სხვადასხვა ფინანსურ სერვისს შორის ხშირად რთული დასადგენია რადგან თეორიულად ყველი მათგანი ერთმანეთს ჰგავს,მაგრმა გარდა იმისა, რომ ყველა ასეთ სერვისს სხვადასხვანაირი პროცენტული მაჩვენებელი და ბენეფიტი აქვს.ლიზინგის შემთხვევაში კლიენტს ბევრი ფინანსური შეღავათი აქვს თუმცა ამაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ლიზინგის მომსახურების გამოყენება შეიძლება აქტივის ციკლის ნებისმიერ პერიოდში. ის კომპანია რომელთანაც ლიზინგთან დაკავშირებით თანამშრომლობთ ამ პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულია. ამასთან ერთად თქვენ არ დაგჭირდებათ უზრუნველყოფა როგორც ეს სესხის დროს არის საჭირო რაც თავად ამ ფინანსური სერვისის მიღებას ბევრად ამარტივებს. ლიზინგის დროს ბანკები შენაძენის აქტივის ფინანსური ეფექტსა და აქტივის ლიკვიდურობას ითალისწინებენ რაც მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს და მათ მეტ შანსს აძლევს მომხმარებელს რომ დადებითი პასუხი მიიღოს.
ლიზინგი მომხმარებილისთის ზოგადად უფრო კომფორტული სერვისია და საქართველოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. პირველი სალიზინგო კომპანი საქართელოში 2000 -იანი წლბის დასაწყისში გამოჩნდა თუმცა ამ სერვისის სიახლის გამო მას ბევრი მომხმარებეი არ ყოლია. ეს სერვისი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში სადაც უძრავი ქონება და სხვა მსგავსი დიდი ღირებულების ობიექტები მოსახლეობის დიდ ნაწილს ლიზინგის მეშვეობით გამოაქვს. ევროპასა და ამერიკაში სწორედ ამ სერვისით სარგებლობს მოსახლეობის უმრავლესობა, განსაკუთრებიტ კი ავტომობილების შეძენისას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ქვეყნებში ეს სერვისი ბევრად უფრო დიდი ხანია არსებობს ვიდრე საართველოში და სწორედ ამიტომ არის რომ უცხოვეთი ლიზინგი ბევრად უფრო პოპულარულის ვიდრე ჩვენთან. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ამაღლდა ცნობადობა ზოგადი ფინანსური სერვისები შესახებ, ლიზინგმაც გაიჩინა ბევრი ახალი მომხმარებელი. ამას დაემატა ისიც, რომ დროთა განმავლობაში გამოჩნდა ბევრი ბანკი და კოპმანი რომელმაც თავსი მოსახლეობას ეს სერვისები შესთავაზა და მოსახლეობის რეაქციაც დადებითი აღმოჩნდა. თუმდა ის რომ ამა თუ იმ სერვისზე მოთხოვნდა მაღალია, სულაც არ ნიშნავს, რომ ბევრი მათგანი ახერხებს ამ სერვისით სარგებლობას, რადგანც ლიზინგს აქვს თავისი კრიტერიუმები რომელსაც ყველა ვერ დააკმაყოფილებს. რომ შევადაროთ საქართველოში ლიზინგით დაფინანსება სხვადასხვა მსგავს ფინანსურ სერვისებს შორის ყველაზე ნაკლებად გამოიყენება საქართველოში და ბიზნესების მიერ ლიზინგით აღებული აღჭურვილობა მხოლოდ 2% შეადგენს, როდესაც ეს მაჩვენებლი სხვა ქვეყნებში დაახლოებიტ 35% აღწევს. თუმცა აუცილებელია ვახსენოთ, რომ ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება და მეტი ხალხი და კომპანის ირჩევს ლიზინგის მეთოდს. ეს ფინანსური სერვისი განსაკუთრებით წყალობს სტარტაპებს, რომლებიც კარგად ერგებიან ლიზინგის უნივერსალურ პირობებს, მათ შეუძლიათ შეიძინონ ბიზნესისთის საჭირო აპარატურა და დანადგარები და თანხა თანდათანობით გადაიხადონ, და საბოლოოდ დაიტოვონ კიდევაც ეს პროდუქტი. ეს მოდელი ახალგზარდა მეწარმეებსა და ახალბედა ბიზნესმენებს აძლევს საშუალებას რომ ბიზნესი წამოიწყონ და რისკები მაქსიმალურად შეამცირონ. ასეთი სერვისები მხოლდო დაბალი ცნობადობის გამო შეიძლება არ იყოს პოპულარული, თუმცა ეს მოცემულობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ იცვლება.
მას შემდეგ რაც ქართული ფინანსური ინდუსტრია მიხვდა, რომ ასეთ სერვისებზე მოთხოვნა მალე გაიზრდებოდა შეიქმნა ბევრი კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად ამ სერვისებზე მუშოაბს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი მომსახურება ბანკების მომხსახურებაზე უმჯობესია, თუმცა პირობებს შორის განსხვავება ნამდვილად შეიმჩნევა. საქმე იმაშია, რომ ახალბედა კომპანიებსი უფრო არიან კლიენტებზე ორიენტირებულები და მათ მოზიდვას ყველანაირ მეთოდით ცდილობე. ეს შეიძლება იყოს დაბალი საპროცენტო განაკვეთის, დიდი არჩევანი ლიზინგსი ვადაში ან გამორჩეულად სწრაფი მომსახურება. ეს სამივე მაჩვენებელი თანამედროვე კლიენტისთვის აუცილებლობასაც კი წარმოადგენს, თუმცა ისინი ბანკებთან თანამშრომლობისას ხშირად ვერ იღებენ ასეთ პირობებს, ასერომ მათ ალტერნატივების ძიება უწევთ. ამასთნა ბანკებს არ სურთ დათმონ ი ტრადიციული მიდგომა და პრინციპები რომელზეც საბანკო მომსახურებების უმრავლესობა დგას. მიუხედავად იმისა, თუ რომელი სერვისი გამოიყურება თქვენთის უფრო მიმზიდველად, ბანკთან თანამშრომლობა თუ ლიზინგის კომპანიებთან , ფაქტია რომ საქართველოშ ამ სერვისს დიდი პოტენციალი აქვს და შეიძლება მალე ჩვენ ვიხილოთ თუ როგორი გახდება ლიზინგი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარუ ფინანსური გარიგება.
დაიწყე ვაჭრობა XM-თან!როდესაც ლიზინგისსი ვცდილობთ შევარჩიოთ ფინანსური პარტნიოტი აუცილებელია, რომ რამდენიმე საკითხზე უკვე ჩამოყალიბებული გქონდეთ აზრი, რათა არჩევის მომენტში წამგებიანი ხელშეკრულების წინაშე არ აღმოჩნდეთ. პირველი რასაც ყველა მომხმარებელი უყურებს ეს საპროცენტო განაკვეთია, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს ხშირ შემთხვევაში თუ რამდენად მომგებიანია, ლიზინგით სარგებლობა სხვა სერვისებთან შედარებით. იმის გათვალისწინებით, რომ ლიზინგი ასევე ბევრს სხვა ასპექტს მოიცავს, მაგალითად გათავისფულებთ დამატებითი ხარჯებისგან რომელიც ამა თუ იმ შენაძენის გაკეთების შემთვევაში თქვენითვე უნდა მოგეგვარებინათ. ეს კი ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ბანკი ბევრად უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს და მისი სერვისების ხარისხზე ბევრად მეტია დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ლიზინგისას ასევე მნიშვნელობა აქვს დამატებით საკომისიო გადასახადებს, და ბანკის ან კომპანიის მიმართ ნდობას რომ საქმე საუკეთესოდ და საუკეთესო პარტნიორების დახმარებით შეასრულებენ. პროცენტული მაჩვენებელი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანა, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ ის პირობები რომელსაც ლიზინგსი შემთხვევაში გთავაზობენ ასეთივე მნიშვნელოვანია. ეს რა თქნა უნდა ეხება ყველა ფინანსურ სერვისს, თუმცა მაგალიტად სესხი დროს თქვენ შეიძლება უბრალოდ საკომისიო დაგემატოთ, იგივე ეხება განვადებას, თმცა ლიზინგის შემთვევაში პირობებმა შეიძლება გაგირთულოს შენაძენის დატოვების პროცესი, ან დროულად არ გადახდის შემთხევაში საერთოდ ჩამოგართვათ ტექნიკა. ლიზინგის დროს ფინანსური რისკები თუმცა ასევე სხვა, ბიზნესისთვის საშიში რისკებიც, რისთვისაც წინასწარ, ლიზინამდე უნდა ჩაუღრმავდეთ. ამის შემდეგ ასევე მნიშვენლოვანი იცოდეთ თუ რა არის თქვენთის პრიორიტეტი, თანხის სასწრაფოდ დაფარვა, თუ მისი ნელ-ნელ კომფორტულად გასტუმრება. ლიზინგის ვადა დიდწიად გადანპირობებს თუ რამდენ პროცენტიანგანაკვეთს მიიღებთ ამა თუ იმ შენაძენზე, თუმცა ის თუ რამდენად გიღირთ გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი ლიზინგის კონტრაქტი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ფინანსური ფსიქოტიპი გაქვთ და რომელი ხერხი გაგიადვილებთ ლიზინგის დაწესებულ გადასახადთან და მის პირობებთან მარტივად გამკლავებაში.
ეს იმას ნიშნავს, რომ ლიზინგი ყველა კომპანიას ერთი და იმავე პირობებით არ აქვს და გარდა იმისა, რომ თქვენთვის ბანკის სანდოობა მნიშვენლოვანი უნდა იყოს, ასევე გაითვალისწინეთ, რომ იმაზე დაყრდნობით თუ როგორ და რა ტემპით გსურთ ლიზინგი შეიძლება კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ. ხშირ შემთხვევაში ბანკს ექნება ან მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ან მეტი დამატებითი ხარჯი და ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება ერთიშემოტავაზება უფრ ერგებოდეს თქვენს სიტუაციას ფინანსურად, ხოლო მეორე შემთხვევაში სხვა. ინდივიდუალური მიდგომა ასევე იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება ზოგი ტიპის ქონებაზე მოქმედებდეს განსაკუთრებული შეღავათები რადგანაც ესა თუ ის კომპანია ამ ინდუსტრიის განვითარებიტ არი დაკავებული, ან შეიძლება კონკრეტულ ტექნიკაზე და მის დატოვებაზე შემდეგში დამატებითი შეღავათები მოქმედებდეს და ასე შემდეგ. ისევე როგორც ყველა სხვა ფინანსური სერვისით დაინტერესებისას, პირველ რიგში უნდა გაეცნოთ საკუთარ ინტერესებს და დაადგინოთ თანხა, ვადების და შეღავათები რომლებიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს სწორი შემოტავაზების არჩევაში ძალიან დაგეხმარებათ.
თუ ეს თქვენი პირველი გამოცდილებაა ლიზინგთან შეიძლება დიდი არჩევანი პირიქიტ დამაბნეველი იყოს, და სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად უნდა სცადოთ ღომ რაც შეიძლეა მალე ჩამოყალიბდეთ იმაზე თუ რას ელით ამ გარიგებიდან და პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტიც აქედან გამომდინარე აირჩიოთ. როგორ ცუკვე ვახსენეთ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ლიზინგის სერვის საკმაოდ ხელმისაწვდომია და თანამედროვე კლიენტს დიდი არჩევანიც აქვს. სწორედ ამიტომ ჩვენ აქ განვიხილავთ იმ ძირითათ შემოთავაზებებს, რომელბიც დღეს ხელმისაწვდომია ქართულ ფინანსურ მარკეტზე და განვიხილავთ მათი შემოთავაზებების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს, რათა გაგიადვილოთ არჩევანის გაკეთების პროცესი. იმისთის რომ თქვენთის საუკეტესო პროგრამა აირჩიოთ, მნიშვნელოვანი იცოდეთ თუ რა ტიპის პირობები და შემოთავაზებები გარშემო. ჩვენ განვიხილავთ როგორც ბანკების შემოთავაზებებს, ასევე ლიზინგის კომპანიებს, რომლებიც მხოლოდ ამ სერვისს სთავაზობენ მოქალაქეებს.
საქართველოს ბანკი
საქართელოს ბანკი გამოირჩევა მარტივი და სწრაფი ფინანსური სერვისებით და ლიზინგის შემთხვევაშიც ინარჩუნებს ასეთ მიდგომას. საქართელოს ბანკში ლიზინგით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც, ფიზიკურმა ისე იურიდიულმა პირებმა. საქართელოს ბანკს რამდენიმე გამოყოფილი ლიზინგის პროგრამა აქვს, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაზე თუ კონკრეტულ აქტივებზე არის მორგებული. ჩვეულებრივი ლიზინგი ფიზიკურ პირზე სულ რაღაც 1 დღეში შეიძლება მოგვარდეს. ასეთი სერვისი ძირითადად ავტომობილების შესასყიდლად გამოიყენება ხოლმე. ბანკი შეიძენს თქვენთის სასურვე ავტომანქანას და გადმოგცემთ სარგებლობაში. ლიზინგის ვადის გასვლის შემდეგ კი, თუ ტანხა მთლიანად დაფარული გექნებათ ავტომანქანას ბანკი მფლობელობაში გადმოგცემთ. საქართელოს ბანკის სერვისებით სარგებლობისას თქვენ გაქვთ არჩევანი რამდენიმე მანქანის სახით. მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში მინიმალური თანხა 2000 ლარია, მაქსიმალურა ვადა კი 72 თვეა. ლიზინგის ამ ტიპის შემთხვევაში თანამონაწილეობაზე 0%-დან იწყება თუ ლიზინგი ახალი ავტომობილისთვის გსურთ, ხოლო თუ მეორადი ავტომობილისთის არის ლიზინგი მაშინ თანამონაწილეობა 15%-25%ს აღწევს. ამასთან აქტივის ფასის საშუალო წლიური გაძვირება 5%-7% მდეა. ბანკი ასევე მომხარებლებს უკულიზინგის სერვისს სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ გყავთ მანქანა, თუმცა დამატებით თანხა გჭირდებათ, ბანკი შეიძენს ავტომობილს, და შემდეგ მას ლიზინგით გადმოგცემთ. ამ შემთხვევაში თქვენ ჩვეულებრივად შეგიძლიათ გააგრძელოთ ავტომობილით სარგებლობა და უბრალოდ თვიურად გადაიხდით თანხას, ვადის ამოწურვის შემდეგ კი მანქანა თქვენს საკუთრებაში დაბრუნდება. ამ შემთხვევაში მინიმალური თანხა ისევ 2000 ლარია, ხოლო ვადის გასტუმრების ვადა 60 თვე. თანამონაწილეობა 15%-35% მდე, ხოლო აქტივის ფასის საშუალო წლიური გაძვირება 5%-7%.
ასევე არსებობს საოპერაციო ლიზინგი, რომლითავ საქართველოში ბერვი არ სარგებლობს ეს კონკრეტული შეთავაზება მასებისთვის ნაკლებად არის ანკუთვნილი. საოპერაციო ლიზინგით შეიძლება ისარგებლოს ისეთმა პირმა, რომელსაც სურს სულ ახალი ავტომობილი ყავდეს, ანყ ყოველ 2-3 წელიწანდში იცვლის მანქანას. ამ შემთხვევაში ბანკი ყიდულობს თქვენთის სასურველ ავტომობილს, რომელსაც გადმოგცემენ მხოლოდ იმ პერიოდით რომელსაც თქვენ აარჩევთ, თქვენ სტანდარტულად გადაიხდით ყოველთვიურ საფასურს,ხოლო ვადის ბოლო ატივს გამოისყიდით ან ბანკს დაუბრუნებთ. ვადის ბოლოს ან დააბრუნებთ ავტომობილს, ან გამოისყიდით წინასწარ განსაზღვრულ ფასად,ან ისარგებლებთ გრძელვადიანი ფინანსური ლიზინგით და გამოისყიდით ავტომობილს ყოველთვიური გადახდების სანაცვლოდ. ასეთი ლიზინგის ტიპის დროს მინიმალური თანხა ბევრად მაღალია, საქართველოს ბანკის შემთხვევაში ეს თანხა 15,000 ლარს აღწევს, ხოლო გადახდის ვადა 36 თვემდე შეგიძლიათ აირჩიოთ, თანამონაწილეობა კი 0%-10% იქნება.
თუ საქართველოს ბანკთან ითანამშრომლებთ ასევე შეძლებთ ისარგებლოტ ტურბოიმპორტის სერვისით, რომელიც საქართელოს სალიზინგო კომპანიის შვილობიი ბრენდია და ამ სერვისით შეგიძლიათ ავტომობილები ჩამოაყვანინოთ საზღვარგარეთიდან, ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშე. ამ ლიზინგის შემთხვევაში თქვენ გეკუთვნით შეკეთების გარანტია და 20% თანამონაწილეობა. ტურბპიმპორტისთვის უნდა შეავსოთ ონლაინგანაცხადი, გადაიხდით მისი ღირებულების 20%ს და ავტომანქანა თქვენთან წინასწარგანსაზღვრულ დროში ჩამოვა.
იურიდიული პირებისთის საქართველოს ბანკს დამატებითი შემოთავაზებებიც აქვს, კერძოდ აგროლიზინგი, რომელიც შანს მოგცემთ სოფლი მეურნეობის პროექტებეის მართვის სააგენტოს პროგრამებში ჩაერთოთ. ბანკი პრიორიტეტს ისეთ კომაპნიებს ანიჭებს, რომლებიც ადგილობრივი ნედლეული გადამუშავებაზე და ადგილობრივ შრომით რესურსებზე არიან ორინტირებულები. ამ ლიზინგის შემოთავაზების ხელშეწყობით თქვენ შეძლებთ გადამამუშავებელი საწარმოები , ინფრასტრუქტურული საწარმოები და პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები აითვისოთ და თქვენი ბიზნესი შემდეგ ეტაპზე მარტივად გადაიყვანოთ. აგროლიზინგი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება წლიური 12%-იანი განაკვეთით, და ამ პროექტის ფარგლებში ასევე ფინანსდება სტარტ-აპ აგრობიზნესიც, რადგან აგროლიზინგით სარგებლობისას არ მოგეთხოვებათ შემოსავლების დადასტურება. ამ შემთხვევაში დაფინანსება 20,000-1,500,000 ლარამდეა, ლიზინგის ვადა კი 12 თვიდან 60 თვემდეა. თანამონაწილეობა 20%-30% იქნება, ხოლო თანადაფინანსების პერიოდი 66 თვეა, ხოლო საშეღავათო პერიოდი სარგებლის თანხაზე არ შეიძლება შეადგენდეს 12 თვეზე ნაკლებს.
დაიწყე ვაჭრობა XM-თან!საქართველოს ბანკში ასევე შეგიძლიათ პროექტ “აწარმოე საქართველოში” ლიზინგიც გამოიყენოთ. ამ პროექტის მიზანია საქართელოში საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა, და ამ ლიზინგში ჩართვისას სახელმწიფო თქვენი ლიზინგის 12% დაფარავს. აქტივის ტიპი შეიძლება იყოს ახალი ან მეორადი, ხოლო თანხა 100,000-დან 5,000,000 ლარამდე ლიმიტში უნდა მოაქციოთ. ლიზინგით სარგებლობა 12 თვიდან 60 თვემდე შეგიძლიათ, ბიზნესის თანამონაწილეობა 20%-30% არის ხოლო თანადაფინანსების პერიოდი 24 თვეა.
თი ბი სი
თი ბი სის წინასწარ აქვს გაწერილი ის სექტორები, რომელთა დაფინანსებაც მის ინტერესებში შედის, თუ თქვენი ბიზნესი მედიცინის, სერვისი, დეველოპმენტის, მშენებლობის, გზის მშენებლობის, ინდუსტრიული, ბუნებრივი რესურსების, განახლებადი ენერგიების, ტექნოლოგიები, მედია და ტელეკომუნიკანიის სექტორში შედის მაშინ თი ბი სი მზად იქნება თქვენი ბიზნეს იდეა ლიზინგის მეშვეობით რეალობად აქციოს. თი ბი სის არ აქვს იმდენი სხვადასხვა შემოთავაზება როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია და მომხმარებელს უფრო ზოგად პირობებს სთავაზობს რომელიც ინდივიდუალი შემთხვევაში იცვლება. აქტივის ტიპი უნდა იყოს ახალი ან მეორადი, დაფინანსება იწყება $5000-დან ხოლო ვადა შეიძლება ოყოს პერიოდი 12 თვიდან 6- თვემდე. საშევათო პერიოდი თი ბი სი-ში 1 დან 6 თვემდეა დაწერილი. ლიზინგი შეიძლება მოხდეას ლარში, დოლარში და ევროში. უზრუნველყოფა კი იქნება ის დანადგარი თუ მანქანა, რომელსაც თვენ შეისყიდით.
რაც შეეხება საოპერაციო ლიზინგს, თი ბი სი-ში ერთი ინვოისის პრინციპი მოქმედებს, სადაც გაეთიანებულია ავტომობილის შენახვის ყველა ხარჯი. ბანკი ასევე მოგცემთ საშუალებას მოახდინოთ ხარჯების სტანდარტიზაცია და ოპტიმიზაცია. აუცილებელია, რომ გქონდეთ დადასტურებული შემოსავალი. ყოველთვიურ გადასახადში ამ შემთხვევაში ასევე შედის ავტომობილის მოვლა-შენახვის ხარჯები. ყველას დაფინანსების მოცულობა ინდივიდუალურუად დაუდგინდება, ვადა კი 36 თვიდან 60 თვემდე შეიძლება იყოს. თანამონაწილეობა 10%ია. იმისთვის რომ ამ ლიზინგის მოთხივნა შეძლოთ გჭირდებათ, საკრედიტო ისტორია და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
თი ბი სი ასევე სთავაზობს სპეციალურ შეთავაზებას მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს. “სწრაფი სამედიცინო პროდუქტი” გთავაზობთ კონკრეტულ საპროცენტო განაკვეთს, დაფინანსების 1 დან 3 თვემდე ვადას. ეს შეთავაზება ვრცელდება ექოსკოპებსა და რენტგენებზე, აქტივის ტიპი არის ახალი და დაფინანსების მოცულობა $150,000 ნაკლები უნდა იყოს. მომწოდებელი კპი ჯორჯია არს,იმისთვის რომ ამ ლიზინგის ფრომაზე მიგიწვდებოდეთ ხელი, საჭიროა ინვოისი მომწოდებლისგან, ამონაწერი საკრედიტო ბიუროდან, საბანკო ამონაწერი და ამონაწერი სამეწარმეო რესტრიდან. ამ ტიპის ლიზინგი უნდა დიაფაროს 12 თვიდან 36 თველმდე ვადაში და თანამონაწილეობა 20%-30%-ს შორს მერყეობს.
ასევე სპეციალური შეთავაზება აქვს ბანკს სამშენებლო პროდუქტებისთვის. დაფინანსება გათვლილია ყველა იურიდიული პირისთვის ვინც საქმიანს სამშენებლო სექტორში. დაფინანსების მოცულობა არ უნდა აჭარბებდესნ$300,000-ს, გაიცემა ევროში, დოლარში და ლარში და მოიცავს ისეთ აქტიბებს, როგორებიცაა ექსკავატორი, უკუციცხვიანი და ფრონტალური დამტვირთველი, გრეიდერი, ფრეზი და ბულდოზერი. თანამონაწილეობა 20%ია 60-48 თვის ვადის შემთხვევაში, 36 თვის შემთხევევაში თანამონაწილეობა 15%-ია, ხოლო 10% 12 თვის შემვევაში. თი ბი სის მომწოდებლების სია საკმაოდ დიდია და მოიცავს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა თეგეტა , ელიტ მოტორსი და ჯი-თი გრუპი.
როგორც უკვე დაინახავდით, ბანკები საკმაოდ დიდ არჩევანს სთავაზობე საკუთარ კლიენტებს და თითქმის ყველა დიდი ინდუსტრიისთის სპეციალურად მასზე მორგებული შეთავაზებები არსებობს. ლიზინგო განსაკუთრებიტ მხარდაჭერილაი მთავრობის მიერ, რომელიც ცდილობს დამატებიტ წაახალისოს ადგილობრივი მწარმოებლობა. იმ შემთვევაშიც კი თუ თქვენ ლიზინგი პირადი მიზნისთის გინდა არჩევანი ასევე დიდი გექნებათ. თუმცა როგორც დასაწყისში ვახსენეთ, კომპანიები, რომელბიც უბრალოდ ლიზინგზე მუშოაბენ ასევე ძალინ პოპულარულია და მათ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით ქართულ ბაზარზე. ეს ტენდენია ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა ეს ასეე ზრდის იმის შანსს, რომ მართლაც კარგ ლიზინგის კომპანიის პოვნა შეიძლება გართულდეს. თუმცა მეორემხრივ რაც უფრო დიდი იქნება არჩევანი ლიზინგისთის, მით უფრო მოუწევს ყველა კომპნიას იზრუნოს თავის სტანდარტებზე და შეძლებისდაგავარად გააუმჯობესო ის სერვისები რომლებსაც სთავაზობენ თავიანთ კლიენტებს. ასეთი კომპანიებისადმი, ზოგადად ნდობა ნაკლეი არია და მეტად რისკიანადაც აღიქმებიან მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ. თმცა უფრო ხშირად ამის საფუძველი ნამდვილად არ არის რადგან კომპანიის ლეგიტიმურობის გადამოწმობა დღეს უკვე მარტივად შეიძლება და რაც მთავარია გამწვირვალეობის საკითხი ყოველ წელიწადს უფრო და უფრო მწვავედ დგება ყველა ფინანსური ინსიტუტის წინ და ისინი იძულებულები არიან გაზარდონ კლიენტის ჩახედულობა თავიანტ საქმიანობაში, რაც კრიმინალური თუ კლიენტისთვის წამგებიანი პოლიტიკის გატარებას ბევრად რთულს ხდის.
ბი ეიჩ ელ
ეს კომპანია ექსკლუზიურად ლიზინგზე მუშაობს და ბაზისბანკის შვილობილი კომპანიაა და ასევე სთავაზობს კლინტებს ავტოლიზინგს, უკულიზინგს, აგროლიზინგს და ძირითადი საშუალების ლიზინგს და ბი ეიჩ ელთან თანამშრომლობით შეგიძლიათ ჩაერთოთ აწარმოე საქართველოში, apmaსა და სხვა საინტერესო პროექტებში. ამ კომპანიას აქვს განსაკუთრებიტ მაღალი ხარისხის მომსახურების სერვისი, რომელიც თანამედროე და ეფექტურია, რაც ყველა მსგავსი კომპანიისთის დიდი პლიუსია.
ავტოლიზინგის აღბა შეგიძლიათ 21 წლიდან, სულ ღაღაც 1 დღიტ განმავლობაში. ამ ლიზინგისთვის საჭიროა პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ტექნიკური პასპორტი, შესაძენი ავტომობილის ფოტოები ან ლინკი. თანხის ლიმიტი 5000-250 000 ლარია, თანამონაწილება 15% დამ, ვადა კი 6 თვიდან 60 თვემდეა. ამ კომპანიას ასევე აქვს გაცემის საკომისიო რომელიც შეიძლებ 0.5-2%-მდე დაგიჯდეთ. ასევე გაქვთ წინსრებით დაფარვი საკომისიო – 2%, ხოლო 0.4% გადავადაცილების საკომისიო.
ალიანს ჯგუფი ლიზინგი
ეს კომაპნია საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნა 2006 წელს და თავის მოღვაწეობა მიკრო სამომხმარებლო ლიზინგით დაიწყო. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფინანსრუი ინსტიტუი საქართველოში,რომელიც იმ დროს მოსახლეობას ლიზინგის სერვისებს სთავაზობდა. მოგვიანებით კომპანიამ დაიწყო ავტო და კორპორატიული ლიზინგის მომსახურება, ხოლო მოგვიანებით აგროლიზინგიდაც დაკავდა.
ალიანსი მოსახლეობას სთავაზბს კორპორატიულ ფინანსურ ლიზინგს, ექსპრეს მიკრო ლიზინგს, სერვისი ომელსაც ხშირად ვერ შეხვდებიტ ქართულ ბაზარზე. კომპანია ასევე ფარავს აგრო ლიზინგს,ექსპრეს ავტო ლიზინგს, საოპერავიო ავტო ლიზინგს, ავტომანქანის უკულიზინგს და სტანდარტული ლიზინგი. კორპორატიული ლიზინგი გულისხმოსბ ლიზინგის გაცემას ისეთ აპარატურაზე, რომელიც შემდეგ შეიძლება მეორედაც გასხვისებას და 10,000 ლარიდან თანხას ფარავს, 13-დან 60 თვემდე ვადაში. საშუალო წლიური გაძვირება საკმაოდ დაბალია და 4% დან 8%-მდე, ხოლო მინიმალური თანამონაწილეობა 10 %.
ექპრეს მიკრო ლიზინგი კი განკუთვნილია ისეთი იურიდიული და ფიზიკური პირებისთის, ახალი ან მეორადი აღჭურვილობის სწარაფად ლიზინგით მისაღებად ადგილობრივი მომწოდებლებისგან. თანხა 1,000 ლარიდან 10,000 ლარამდეა, ლიზინგი 13 თვიდან 24 თვემდე ვადაში უნდა დაიფაროს. საშუალო წლიური გაძვირება 5%-დან 14%მდეა, ხოლო მინიმალური თანამონაწილეობა 30%-დან არის.
როგორც ხედავთ, კომპანიები რომელბიც მხოლოდ ლიზინგით არიან დაკავებულები, შედარებით ნაკლებ საპროცენტო განაკვეტს აკისრებენ კლიენტს, თუმცა ტანამონაწილეოაბ უფრო მაღლაი და საკომისიოებიც დიდი ალბათობით სწორედ ასეთ კომპანიაში შეგხვდებათ. გამომიდნარე იქიდან, თუ გინდათ თუ არა შედარებით მაღალი პროცენტის გადახდა გარანტირებული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, თუ გირჩევნიათ ნაკელბი პროცენტი დაამატოთ და სხვა ტიპიც პასუხისმგებლობები აიღოთ საკუთარ თავზე შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნები.
ასევე დიდი განსხვავება თანხის ლიმიტებში და ვადებს შორის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ თქვენ საკუთარი ფინანსური მდგომრეობის რეალისტური აღქმა გქონდეთ რათა თავიდანე წარმატებით შეაფასოთ თქვენი საჭიროებები და შემდეგ ის თუ როგორი გადახდის მეთოდი იმუშავებს თქვენთის და შეღავათის პერიდი დაგჭირდებატ თუ არა, ან რამხელა შეღავათის პერიოდი დაგჭირდებათ. გამომიდნარე იქიდან ,რომ არჩევანი ასეთი დიდია თქვენ სიტუაციაზე მორგებული შემოთავაზების პოვნა არ უნდა გაგიჭირდეთ.
მომავალში ეს არჩევანი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება და საბოლოო ჯამში მივიღებთ შედეგს,რომელიც საქართველოში ლიზინგის გამოცდილებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და გაამარტივებს ლიზინგის პროცესს. შედეგად მეტი და მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაიწყებს ლიზინგიტ სარგებლობას, რაც ზოგადად ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება