როგორ ეხმარება მთავრობა ადგილობრივი წარმოების განვითარებას?
საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ახლახანს იყო სოფელ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრზე და იქ ჩაწერილ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ,,ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს”
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველამ ნახა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრს, როგორც კი კრიზისი დაიწყო, მოუწია რაღაც პროდუქტებზე მარაგების გაკეთება, რადგან ყველა იმ ქვეყანამ, საიდანაც ამას შეძენა ხდებოდა, უბრალოდ დახურა საზღრები, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თქვეს, რომ ექსპორტი დამთავრდა.
„ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. არ არის ეს მარტივი, მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემაა, ძალიან ბევრი პრობლემებია, მაგრამ ნელ-ნელა აქთკენ უნდა წავიდეთ. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, ვერ მოხდება ეს ერთ დღეში, მაგრამ ადგილობრივი ფერმერი გიორგი მჭედლიძე არის ამის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ასეთი ქცევის წარმატებულ მოდელზე ახალგაზრდებმა და ყველა ჩვენგანმა გააკეთოს ისე, როგორც ეს კაცი ეფექტურად, შედეგიანად საქმეს აკეთებს და შედეგიც აგერ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობამ გარკვეული დროის წინ შეიმუშავა ადგლობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რადგან მათი ერთ-ერთ პრიორიტეტი 2020 წელს, სწორედ ეს გახლდათ და სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში უკვე დაიწყო სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. მაგალითად აგარის შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველია, რომელიც ამ გეგმის საფუძველზე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქარხანაში 500 ადგილობრივია დასაქმებული და პროდუქციის დღიური წარმადობა 500 ტონამდეა. რაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დიდი ნაწილის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.
ახალ ქარხანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.
„ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართულ წარმოებას, რათა ქართული პროდუქციით დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. მნიშვნელოვანია, რომ ერთი თვის წინ დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით დასრულდა და ტრადიციების მქონე აგარის შაქრის საწარმომ მუშაობა განაახლა. დღეს ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და დღეში 500 ტონამდე შაქარს აწარმოებს, რაც იმპორტის ჩანაცვლების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. საწარმო იმ მხარდაჭერის პირობებში, რომელიც სახელმწიფომ შექმნა სხვადასხვა პროგრამის სახით, შეძლებს წარმატებულ საქმიანობას. ახლა ძალიან აქტიური პერიოდია სურსათის, როგორებიცაა მურაბები, ჯემები და სხვა წარმოების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ადგილობრივი, ხარისხიანი ნედლეული კონკურენტუნარიან ფასად, ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. აგარის შაქარი ჩვენს ბაზარზე წარმატებული იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.