აქციები თუ უძრავი ქონება: სად სჯობს ფულის ინვესტირება?

აქციები თუ უძრავი ქონება: სად სჯობს ფულის ინვესტირება? post thumbnail image

ფინანსური ექსპერტების დიდი უმრავლესობა მუდმივად საუბრობს ფულის შენახვის აუცილებლობაზე. რა თქმა უნდა გასაგებია, რომ ყველა ადამიანსა თუ ორგანიზაციას სჭირდება გარკვეული ფინანსური რეზერვი, რათა თავი გაართვას ამა თუ იმ ფინანსურ პრობლემას. ეს შეიძლება მოიცავდეს სამსახურის მოულოდნელად დაკარგვას, მანქანის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაფუჭებას და ა.შ.

აქედან გამომდინარე, დანაზოგი ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ მსგავს პრობლემებს გაუმკლავდეს ფულის სესხების გარეშე, რაც რა თქმა უნდა მათთვის საკმაოდ დიდ შეღავათს წარმოადგენს. თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფულის დაზოგვის ერთადერთი მიზანის არ არის. არის კიდევ ერთი მიზანი რის გამოც შეიძლება ადამიანებს გაუჩნდეს იმის მოტივაცია, რომ დააგროვონ ფული.

აქ საუბარი ფულის ინვესტირებასთან. ეს ტერმინი გულისხმობს თანხის დაბანდებას მისი გაზრდის ან შემოსავლის მიღების მიზნით. რა თქმა უნდა, როცა საუბარია ინვესტირებაზე, აქ არჩევანი მართლაც საკმაოდ ფართოა. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ანაბრებსა და ობლიგაციებში თანხის ინვესტირებას.

ამ მიდგომას ნამდვილად აქვს თავისი უპირატესობები. საქმე იმაშია, რომ ანაბრებსა და ობლიგაციებზე ინვესტირებული თანხის ძირი ფიქსირებულია და ყველა შემთხვევაში ინვესტორი ვადის ბოლოს ამ ფულს სრულად იბრუნებს, თავის პროცენტებთან ერთად. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ თანხის ძირის ღირებულება დაზღვეულია და ბაზრის ყოველდღიურ მერყეობაზე დამოკიდებული არ არის.

მიუხედავად ამისა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მდგომარეობით დოლარის და ევროს ანაბრებსა და ობლიგაციებზე საპროცენტო სარგებელი ძალიან დაბალია და ხშირ შემთხვევაში 0%-დან 2%-მდე მერყეობს.

ეს თავისთავად არ არის მისაღები ინვესტორების დიდი ნაწილისთვის. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამერიკული დოლარის გრძელვადიანი საშუალო ინფლაცია 3%-ს უტოლდება. ანუ ინვესტორებმა აშშ დოლარის აქტივებზე სულ ცოტა წლიური 3% მაინც უნდა გამოიმუშავონ, რათა მათმა კაპიტალმა მსყიდველობითი უნარი შეინარჩუნოს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ახლანდელი მოცემულობით დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბრებსა და ობლიგაციებზე საქართველოში მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი რეალურად ფულს ჰკარგავს.

აქ არ არის გასაკვირი, რომ ამ სიტუაციის ფონზე, ადამიანები ეძებენ ფულის დაბანდების შედარებით უფრო მეტად სარფიან გზებს. ამ სტატიაში განვიხილავთ აქციებსა და უძრავ ქონებას, აქტივებს, რომლებიც დღემდე დიდი პოპულარულობით სარგებლობენ. მოდით შევადაროთ ამ ორი საინვესტიცია კატეგორიის მახასიათებლები და უპირატესობები ერთმანეთს.

შემოსავლიანობა

როდესაც საუბარია ორი ტიპის აქტივის შედარებაზე, პირველ რიგში რა თქმა უნდა საინტერესოა მათი შემოსავლიანობის შედარება. აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ თავად შემოსავლიანობას აქვს ორი კომპონენტი.

პირველ რიგში აქ საქმე გვაქვს ყოველთვიურ ან თუნდაც ყოველკვარტლურ შემოსავალთან. აქ გასაგებია, რომ უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში შესაძლებელია იჯარის სახით შემოსავლის ყოველთვიურად მიღება. რაც შეეხება უშუალოდ შემოსავლიანობის პროცენტულობას, ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა ბინების ფასი და ქირის ოდენობა.

შესაბამისად გაქირავების შემოსავლიანობის პროცენტულობა უშუალოდ რეგიონსა და უბანზეა დამოკიდებული და ძირითადად წლიური 3%-დან 10%-მდე მერყეობს. ამავრდოულად, აქ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გრძელ ვადაში, უძრავი ქონების ფასი იზრდება და დაახლოებით ინფლაციის დონეს უტოლდება.

რაც შეეხება აქციებს, აქ საუბარია იმაზე, რომ დივიდენდის გამხდელი კომპანიების დიდი ნაწილი თავის აქციონერებზე განაცემებს გასცემს სამ თვეში ერთხელ. აქ შემოსავლიანობის პროცენტულობა დამოკიდებულია აქციის ფასზე, ისევე როგორც დივიდენდის განაკვეთზე. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც ამერიკის ბაზარზე დღემდე შესაძლებელია ისეთი აქციების შესყიდვა, რომლის შემოსავლიანობა დივიდენდის მიხედვით 3%-დან 6%-მდე მერყეობს.

გარდა ამისა, აქ ასევე აღსანიშნავია რომ წარმატებული ფირმები დივიდენდებზე განაკვეთებს ყოველწლიურად ზრდიან. მაგალითად, უკვე 58 წელია, რაც კოკა-კოლას მენეჯმენტი აქციონერებისთვის დივიდენდს ყოველწლიურად ზრდის. ანუ თუ ვთქვათ ინვესტორისთვის პირველ წელს დივიდენდი 3%-იანი სარგებლის ეკვივალენტს უდრის, უკვე 5 ან 10 წლის შემდეგ, ეს პროცენტულობა შეიძლება უკვე 6%-ს გაუტოლდეს.

მეორე მხრივ აქციების კაპიტალური ზრდის პოტენციალი უშუალოდ დამოკიდებულია იმ კომპანიის ფინანსურ წარმატებაზე, რომელსაც ეს აქციები წარმოადგენენ. აქ უნდა ითქვას, რომ წარმატებული ფირმების აქციების ფასის ზრდის ტემპი სულაც არ არის ლიმიტირებული ინფლაციის დონით. მაგალითად, არაერთხელ ყოფილა შემთხვევები, როდესაც აქციების ფასი 5 ან 10 წლიან პერიოდში გაორმაგებულა, რაც არც ისე ხშირია უძრავი ქონების ბაზარზე.

ანუ აქ როგორც ვხედავთ, აქციების შემთხვევაში დივიდენდისა და კაპიტალური ზრდის პოტენციალი კიდევ უფრო მაღალია ვიდრე როდესაც საქმე ეხება უძრავ ქონებას.

ხელმისაწვდომობა და ლიკვიდურობა

შემდეგი საინტერესო საკითხია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ინვესტორისთვის ამ ორი ტიპის აქტივებში ფულის ჩადება. რაც შეეხება უძრავ ქონებაში თანხის ინვესტირებას, საქართველოს პირობებში აქ აუცილებელია ბინის ღირებულების მინიმუმ 20%-ის ფლობა. ახლანდელ ფასებს თუ გავითვალისწინებთ, ეს თანხა შეიძლება $10,000-დან $20,000-მდე მერყეობდეს.

თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ ბინის ღირებულების 20%-ს ფლობა იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ინვესტორი აუცილებლად შეძლებს უძრავ ქონებაში ფულის ჩადებას. აქ ამ ადამიანს ასევე უნდა ჰქონდეს სტაბილური ხელფასი ან სხვა ტიპის რეგულარული შემოსავალი, რათა მას საბანკო სესხი დაუმტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტორს ფართის ღირებულების 100%-ს შეგროვება და გადახდა მოუწევს, რაც უკვე შეიძლება $40,000-დან $100,000-მდე მერყეობდეს. რა თქმა უნდა, აქ გასაგებია, რომ ამხელა თანხის შეგროვებას სავარაუდოდ ათწლეულები დასჭირდება.

მეორე მხრივ, აქციებში ფულის ინვესტირება დიდი თანხების მობილიზაციას სულაც არ არის საჭიროებს. მაგალითად, საქართველოში საბროუკერო ანგარიშის გახსნა $1,000-დან არის შესაძლებელია, რომლის შეგროვებაც გაცილებით უფრო ადვილია ვიდრე $10,000-ანი დანაზოგის გაკეთება. გარდა ამისა, ანგარიშის გახსნის შემდეგ, ინვესტორებს საშუალება აქვთ თავის ინვესტიციებს რეგულარულად რამდენიმე ასეული დოლარი დაუმატონ და ამ გზით გაზარდონ საკუთარი აქტივების ღირებულება.

აქ ასევე გასათვალისწინებელია ლიკვიდურობის ფაქტორიც. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების მფლობელს სურს საკუთარი აქტივების ფულად გადაქცევა, მან უნდა უნდა გამოაქვეყნოს განცხადება ინტერნეტ სივრცეში და დაელოდოს პოტენციურ მყიდველებს. საბოლოო ჯამში გაყიდვის პროცესი შესაძლოა თვეების განმავლობაში გაიწელოს. ანუ აქ ვხედავთ, რომ უძრავი ქონება დიდი ლიკვიურობით ნამდვილად არ გამოირჩევა.

მეორე მხრივ, საჭიროების შემთხვევაში აქციების გაყიდვა გაცილებით უფრო მარტივი და სწრაფი პროცესია. სავაჭრო პლატფორმაზე აქციების გასხვისება რამდენიმე წუთის საკითხია. ამის შემდეგ უკვე თანხის საბროუკერო ანგარიშზე დარიცხვასა და აქედან ამ ფულის ბანკის ანგარიშზე გადატანას შესაძლოა 1-დან 3-მდე სამუშაო დღე დასჭირდეს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქციების ფულად გადაქცევას სულ რამდენიმე დღეშია შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, აქ საქმე გვაქვს საკმაოდ ლიკვიდულ აქტივთან.

დასკვნა

ცხადია, რომ აქციებსაც და უძრავ ქონებასაც შეუძლია ინვესტორებისთვის საკმაოდ დიდი სარგებლის მოტანა. თუმცა აქ უნდა აღნიშნოს, რომ აქციებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა. აქ ფულის ჩადება შედარებთ მცირე თანხებითაცაა შესაძლებელი, მათ გააჩნიათ ლიკვიდურობის მაღალი დონე და ასევე შემოსავლიანობისა და ღირებულების ზრდის უფრო მაღალი პერსპექტივა.

რა თქმა უნდა, არჩევანი უძრავ ქონებასა და აქციებს შორის, ინვესტორის გემოვნებასა და მიზნებზეა დამოკიდებული. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით აქციებში ფულის ჩადება შედარებით უფრო მარტივ პროცესს წარმოადგენს და გრძელ ვადაში მას ასევე აქვს უფრო მაღალი შემოსავლიანობის პერსპექტივა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *