არჩევნები 2020: ქართულ ოცნებას ხმების 48.17% აქვს
31 ოქტომბერს საქართველოში რიგით მეათე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველად ქვეყნის ისტორიაში, პარლამენტი ძირითადად დაკომპლექტდება არჩევნების პროპორციული წესით მიღებული შედეგებით. უფრო კონკრეტულად, 120 პარლამენტარი შეირჩევა პროპორციული წესით, ხოლო, დარჩენილი 30, მაჟორიტარები იქნებიან.
წელს არჩევნებზე აქტივობა 56,11% იყო, რაც თითქმი 5 პროცენტით მეტია 2016 წლის არჩევნებზე. დარეგისტრირებული ამომრჩევლებიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1,970,540-მა ადამიანმა. შედეგების მიხედვით, პარლამენტი ჯამში ცხრა პარტიით დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, წელს, სხვა წლებისგან განსხვავებით, მინიმალური ზღვარი პარლამენტში მოსახვედრად 1% იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ ბიულეტინების 100% დაითვალა და შედეგებიც გამოაქვეყნა, ოპოზიციის უმრავლესობა შედეგებს არ ემხრობა. ასევე, არის ლაპარაკი იმის შესახებ რომ შესაძლოა ოქმების გარკვეულ ნაწილს სჭირდებოდეს შესწორება, რამაც, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შეიტანოს არჩევნების საბოლოო შედეგებში. ოპოზიცია ამბობს რომ არჩევნები არ არის ლეგიტიმური. ისინი განიხილავენ მანდატებზე უარის თქმას.
ადგილების გადანაწილება პარლამენტში
ამ დროისთის არსებული შედეგების მიხედვით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარლამენტში ხვდება 9 პოლიტიკური პარტია. როგორც ახალი საარჩევნო სისტემა ითვალისწინებს, პარლამენტში 120 ადგილი იქნება გამოყოფილი პროპორციული სიისთვის. ცესცკოს ამ დროისთის გამოცხადებული შედეგების მიხედვით, პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება:
- ქართული ოცნება – 61 მანდატი
- ნაციონალური მოძრაობა, ძალა ერთობაშია – 35 მანდატი
- ევროპული საქართველო – 5 მანდატი
- ლელო – 4 მანდატი
- პატრიოტთა ალიანსი – 4 მანდატი
- გირჩი – 4 მანდატი
- მოქალაქეები – 2 მანდატი
- ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი
რაც შეეხება მაჟორიტარულ უბნებს, თბილისში ყველა უბანში მეორე ტური გაიმართება. ვერც ერთმა კანდიდატმა თბილისში ვერ შეძლო 50% მეტი ხის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ოქმების გასაჩივრებამ გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, ექსპერტები ამბობენ რომ ეს ცვლილებები არ იქნება საკმარისი თბილისში პირველივე ტურში, რომელიმე ოლქში გამარჯვებულის გამოსავლენად. რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური თბილისის ყველა უბანში გაიმართება.
ამ დროის მონაცემებით, ყველა თბილისის ოლქში ლიდერობს მმართველი გუნდის წარმომადგენელი, გარდა გლდანისა, სადაც ოპოზიის წარმომადგენელს, ნიკა მელიას, 43.88% აქვს. მმართველი გუნდის წარმომადგენელს, ლევან კობიაშვილს, გლდანში ხმების 42,69% აქვს. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 16 მაჟორიტარულ ოლქში არის მოსალოდნელი არჩევნების მეორე ტურის ჩატარება.
ოპოზიციის გეგმა და დაანონსებული აქცია
ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს არასამართლიანს უწოდებენ და იძახიან, რომ შედეგებს არ მიიღებენ. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლობის აბსოლიტური უმრავლესობა ამბობს, ისინი ემზადებიან შემდეგი ნაბიჯებისთის, რომელთა შესახებ მომალაპარაკებები მიმდინარეობს.
ერთ-ერთი გამოსავალი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, არის მანდატებზე უარის თქმა, რაც ნიშნავს იმას, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში. როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქარაძემ განაცხადა, პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. მან ამის შესახებ განაცხადა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებთან. როგორც ის ამბობს, არჩევნები არათავისუფალ გარემოში ჩატარდა, რის გამოც, ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ შეუწყობენ ხელს. ბაქრაძის შემდეგ მედიას გიგი უგულავამ მიმართა, მან პარლამენტში შესვლა ქართულ ოცნებაში შესვლას შეადარა.
პარლამენტის მე-9 მოწვევის ერთ-ერთი წევრი, თამარ ჩუგოშვილი, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ის ამბობს, იმ პირობებში როდესაც 31 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა ოპოზიციის მხრიდან გამოიწვევს ამომრჩევლებისა და საერთაშორისო პარტნიორების დაბნევას. ასევე, მან დაამატა, რომ ოპოზიციამ უარი არ უნდა თქვა პარლამენტში შესვლაზე.
როგორც ის ამბობს, დაუშვებელია ხელისუფლება ოპოზიციამ ოპონირებისა და კონკურენციის გარეშე დატოვოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღეს იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული ვიდრე ოდესმე ჰქონია და ამ მანდატებს უდიდესი ძალა აქვთ.
საერთაშორისო შეფასებები
ძირითადად, საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ რომ 2020 არჩევნები წარიმართა კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლების პრინციპების დაცვით. მაგრამ, საერთაშორისო პარტნიორები ასევე მიუთითებენ აღნიშნულ დარღვევებზეც, როგორებიცაა, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავცელებული ბრალდებები, ბუნდოვანი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახემწიფოს შორის, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, და სხვა მრავალი.
როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიიდან, თინი კოქსი ამბობს, ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, მაგრამ არის რამდენიმე გარემოება რაც ქმნის სამართლიანობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ბარიერს. აქ ლაპარაკია განსაკუთრებით ორ პრობლემაზე, ესენია მმართველი პარტიის აბსოლიტური დომინირება, და უხილავი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ასევე ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოზე. როგორც ისინი ამბობენ, ამ კუთხით ქვეყანაში კვლავ რცება პრობლემები. საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ იმ შეუსრულებელ რეკომენდაციებზე, რომლებიც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა დიდი ხნის წინ გააჟღერეს. ეს რეკომენდაციები ძირითადად ჩატარებულ საარჩევნო საკმპანიებს, დაფინანსებას, მედიას, და საჩივრებს ეხებოდა.