რა სურთ ახალგაზრდებს თანამედროვე საბანკო მომსახურებებისგან?
საბანკო მომსახურებების უდიდესი წილი შუახნის და სტაბილური შემოსავლის მქონე პირებზე მოდის, თუმცაღა თანდათანობით ბანკებისთვის უფორ მნიშვენლოვანი სწორედ ახალგაზრდების ჯგუფი ხდება. ონლაინ ბანკინგინსა და მარტივი აპლიკაციების მეშვეობით ახალგზარდები ახლა უფრო ჩართულები არიან ფინანსულ სფეროში და ეძებენ მარტივ და შედარებით შეღავათიან სერვისებს. ბანკებისთვის ახლა საკმაოდ გაურკვეველი პერიოდი დადგა, სწორედ იმ ფინანსური ტექნოლოგიების გამო რომლებიც ადამინებს სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციების შესრულებას ბანკების გარეშე სთავაზობენ, შესაბამისად ყველა დავალებად უფრო სწრაფად და იაფადაც ასრულებენ. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მხოლოდ გამარტივებულ მომსახურებას არიან მიჩვეულნი, ხშირად ტრადიციული საბანკო სერვისები საერთოდაც მიუღებელია, ამიტომ ყველა თავიანთ ფინანსური მოვალეობას თუ გეგმას, ხშირად ბანკებისთვის გვერდის ავლით აკეთებს ან ბოლო მომენტამდე იცდის, რომ ბანკის ოპერატორს დაუკავშირდენენ. ინტერნეტ ბანკინგისა და მობაილბანკინგის დამსახურებით ბანკებმა შეძლეს შეძლებისდაგვარად შეერნაჩურენებინათ თავიანთი ახალგაზრდა კლიენტები, თუმცა ფინტექების აღზევება ახლა ამ ტრენსაც კი საფრთხეს უქმნის. ბანკებისთვის, სადაც თანამშრომლებთა უმრავლესობა ხშირად მოწყვეტილია ახალგზარდების რეალობას, რთულია შექმნა ისეთი პროდუქტი და სერვისები, რომლებიც ახალგზარდების ცხოვრებაზე იქნება მორგებული და შეძლებს, მათი ერთგულება შეინარჩუნოს. ბანკებისთვის რთულია საკუთარი თავის გაიგივება ამ კონკრეტულ ჯგუფებთან, რის გამოც ახლა ყველა ფინანსური დაწესებულება ეძებს ინოვაციურ გზებს, რათა შეინარჩუნონ ახალგზარდა მომხმარებლები. ამ სტატიაში განვიხილავთ დეტალურად თუ როგორ ფინანსურ სერვისებს ეძებენ ახალგზარდების, რა სახის წინააღმდეგობებს აწყდებიან ტრადიციულ ბანკებთან ურთიერთობისას და როგორ შეიძლება არსებული სერვისების შეცვლა ისე, რომ ისინი მოზრდილი მომხრმარებისლისთვისაც გასაგები და სანდო იყოს და ამავდროულად აკმაყოფილებდეს ახალგაზრდების ფინანსურ საჭიროებებსაც.
Contents
მარტივი პროცედურები
თუ შეიძლება რომ ერთი მთავარი მახასიათებელი გამოვყოთ, რომელიც ამ თაობის ახალგაზრდებს მათი მშობლებისგან გამოარჩევს, ეს არის მათი დამოკიდებულება სირთულეებისადმი. Gen z-ის წარმომადგენლები არც ისე მომთმენნი არიან გაწელილი პროცედურებისადმი და ცდილობენ ყოველთვის ყველაზე მარტივი გამოსავალი მოძებნონ. საბედნიეროდ, დღევანდელობაში, ასეთი დამოკიდებულება უკვე აღარ საჭიროებს ხარისხზე უარი თქმას, რადგანაც არსებული სერვისები უკვე ასეთ დამოკიდებულებაზეა მორგებული და კლიენტების მაგივრად ბევრ პასუხმგბგებლობასა და მოსაწყენ პროცედურებს იღებენ თავის თავზე. გამარტივებული სერვისები, რომლებიც წამების განმავლობაში ახერხებენ იგივე შედეგის დადებას, რასაც ბანკში მისვლისას ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა არის ის მთავარი მახასიათებელი, რომელსაც ყველა ახალგზარდა ეძებს საბანკო სერვისებში. ახალგზარდები რომლებიც ჯერ კიდევ ერკვევიან საბანკო პროცედურებში, დებიტ ბარათებსა და სხვადასხვა სერვისებში, სიმარტივე აუცილებელი მახასიათებელია.
სერვისების ხელმისაწვდომობას, რა თქმა უნდა, თავისი ნაკლოვანებებიც მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სერვისები ძირითად შემთხვევაში დაზღეულია და რისკის ალბათობაც დაბალია, ტრადიცუილ მეთოდებთან შედარებით უსაფრთხოება მაინც დაბალ დონეზეა. თუ 30-40 წლის მომხმარებლებისთვის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია, ახალგაზრდებისთვის პროცესების “უმტკივნეული’ მიმდინარეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც მათ სხვა სტანდარტები აქვს მომსახურების სფეროსთან დაკავშირებით და ხშირ შემთხვევაში ამჯობინებენ, რომ ნაკლებად სანდო თუმცა ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი აპლიკაცია გამოიყენონ ვიდრე გართულებული რეგისტრაციისა და ტრანზაქციების პროცედურებით შეიწუხონ თავი. ნდობა ტექნოლოგიების მიმართ ძალიან დიდია და ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური ასპექტის გარეშე ნებისმიერ ბიზნესთან თუ სერვისთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ინოვაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა არა მარტო სახლიდან გაუსვლელად იგივე ტრანზაქციების შესრულება, არამედ მოხდა პროცესების მნიშვენოვნად გამარტივება, რაც დიდწილად გამოიხატება იმაში, რომ ახალგაზრდებს სურთ მარტივი სერვისები უპირველეს ყოვლისა. ბანკებისვის ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დამატებითი პასუხისმგებლობების აღება მათ საკუთარ თავზე მოუწევთ, თუ სურთ რომ შეინარჩუნონა ახალგაზრები, როგორც კლიენტები და არ დაუთმონ ისინი გამარტივებულ სტარტაპებს, რომლებიც იგივე სერვისებს უფრო იაფად და სწრაფად სთავაზობენ თავიანთ კლეინტებს. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს ტექნობოლოგიის გავლენის შედეგად ნაკლებად შეუძლიათ მოსაწყენ საქმეებზე დიდი ხნით კონცენტრაცია, იმის გათვალისწინებით რომ მათ მარტივად მიუწვდებათ ხელი უფორ მარტივ, თუმცაღა ნაკლებად სანდო სერვისებზე რომლებიც მათ იმავე ტრანზაქცეიბის შესრულებას სთავაზობენ, ბანკების არსებული მიდგომა სრულადაც არ ჯდება ახალგაზრდების მიდგომაში ფინანსებისა და ზოგადად ნებისმიერ საპასუხისმგებლო სერვისების მიწოდების ფორმაში.
პერსონალური მიდგომა
შესაძლოა, ბანკინგზე საუბრისას პერსონალურ მიდგომაზე ფოკუსირება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა ყველა კვლევა თუ ჩვეულებრივი დაკვირვება ბიზნესის თუ მარკეტინგის ნებისმიერ სფეორზე იმაზე მიგვანიშნებს, რომ კლიენტების პერსონალი მიდგომას ეხმაურებიან და ეს ყველაზე მეტად ახლაგზარდებში ჩანს. ახალ თაობას ნაკლებს აინტერესებს ისეთ კომპანიებთან თუ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, რომლებიც მათ უნივერსალურ სერვისებს სთავაზობენ. რაც უფრო პერსონალური და დეტალებზე ორიენტირებულია ნებისიერი კომპანია თუ ინოვაციური სერვისი, მით მეტია იმის შანსი, რომ მან ერთგული მომხრმარებლები გაიჩინოს და შეინარჩუნოს. თუ უფროსი თაობა ბანკებისგან არაპიროვნულ და ზედაპირულ დამოკიდებულებას ელის, ახალი თაობის წარმომადგენლისთვსი ეს საკამრისი მიზეზია იმისთვის, რომ იგივე სერვისების ძებნა უკვე სხვა კომპანიებთან დაიწყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ დღესდღეობით ბანკებს აღარ აქვთ იმის ფუფუნება, რომ კლიენტებს მარტივი და უნივერსალური სერვისები შესთავაზონ და თან რელევანტურებიც დარჩნენ. არჩევანი დღესდღეობით იმდენად დიდია,რომ უკვე აღარავინ ეხმაურება ისეთ შემოთავაზებებს რომლებიც მათ ზედმეტ დისკომფორტს შექუმნის, ან რომლებიც მის სიტუაციას იდეალურად არ ერგება. ბანკებისთვის მარტივია ფოკუსირდნენ რამდენიმე მომსახურებაზე და მათი შესრულების ხარისხზე იმუშაონ, თუმცა ეს მიდგომა მოძველებულია. ახალგაზრდებს სჭირდებათ სერვისები, რომლებიც მათ ცხოვრების სტილს ერგება რაც შეიძლება დიდი სიზუსტით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ბანკებმა ზედმიწევნით შეისწავლონ მათ არსებული კლიენტურა და დაადგინონ თუ როგორ შეუძლიათ გააუმჯობესონ მათი მომსახურება ისე, რომ კლიენტისთის სერვისებით სარგებლობა ნაკლებ დაბრკოლებებთან იყოს დაკავშირებული. ამ ტენდენციებს ჩვენ ვხედავთ უკვე ბევრ მსოფლიო დონის ბანკში, რომლებიც თავიანთ მიდგომას ნელა, თუმცაღა ხარისხიანად ცვლიან. ეს ნიშნავს, რომ ბანკებს რომლებსაც სურთ რომ ახალგაზრდა კლეინტები შეინარჩუნონ, აუცილებლად სჭირდებათ ისეთი სერვისები, რომლებიც კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება ამ ჯგუფისთვის. ის დრო, როდესაც ბანკის შემოთავაზებები მოლაპრაკებებს არ ექვემდებარბოდა უკვე დიდი ხანია წარსულ ჩაბარდა. მომხმარებლებს ახლა ბევრად მეტი ძალა აქვს რადგან, ბანკების მომავალი ახლა შედარებით გაურკვეველია. ტრადიციული ფინანსური სერვისები ნაკლებად პოპულარულია ახალგაზრდებში, რომლებიც როგორც უკვე განვიხილეთ სიმარტივეს ყველაზე მეტად აფასებენ. იმისთვის რომ ახალგაზრდებისთვსი ესა თუ ის ბანკი სასურველი იყოს, მნიშვენლოვანია რომ ბანკს ესმოდეს ახალგაზრდების მოთხოვნები.
ონლაინ ბანკინგის მომხმარებელბების დიდი ნაწილი სწორედ ამ ჯგუფის ნაწილია, და ამიტომ მნიშვნელოვანია აპლიკაციები და ვებსაიტები არ გადავტვირთოდ მათთის უსარგებლო შემოთავაზებებით. ბანკის წარმატების გაზრდა, შესაძლებელია ამ სერვისებისადმი უფრო პერსონალური მიდგომით, რომლებიც კლიენტს ისეთ სერვისებს სთავაზობს, რომლებიც მათთვის იმ მომენტში საჭიროა მათი ცხოვრების სტილის, შემოსავლის და ფინანსური წარსულის გათალისწინებით. ბანკებს ძირიდადად აქვთ წვდომა ამ ინფორმაციაზე და სასურველია მათ ეფექტურად გამოყენონ ეს პრივილეგია და ის ბანკის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახადონ, რათა მომსახურება იმ სტანდარტის შესაბამისი იყოს, რომელსაც ახალგაზრდები თავიანთი ფინანსური სერვისების მომწოდებლისგან ელიან. ერთი სიტყვით დღესდღეობით, რადიკალურად შეცვლილია დინამიკა ბანკებსა და მომხმარებლებს შორის. თუ ადრე ბანკების შემოთავაზებების მიხედვით აწყობდა მომხმარებელი თავის ფინანსურ გეგმებს, დღესდღეობით ეს პირიქით არის, სწორედ იმიტომ რომ გაიზარა არჩევანი, შეიცვალა მომხმარებლის დამოკიდებულება ბანკებისადმი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების წყალობით ბანკებს უკვე სერიოუზული საფრთხე დაემუქრა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკების გაქრობაზე ჯერ სერიოზულად არავინ საუბრობს მათი გაველნა მართლაც რომ ძალიან შემცირებულია ფინანსური სტარტეპების გამო, რომლებიც კლიენტებს არამარტო პერსონალურ, არამედ იაფ და მარტივ სერვისებს სთავაზობენ, რაც როგორც უკვე ნათელია, ახლაგზრდა მომხმარებლის ყველა მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ უწევთ ბანკებს დღესდღეობით უფრო მეტი ყურადღების დათმობა კლიენტების მოთხვოვნებისთვსი ვიდრე ამ ინსტიტუიტების ტრადიციული მიდგომა ითვლისწინებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
დღესდღებით ტექნობოლოგიის გარეშე ნებისნიერ კომპანიის თუ ბიზნესის წარმატებაზეც კი რთულია ლაპარაკი. ტექნოლოგიებო უკვე დიდი ხანია აღარ არის განყენებული სფერო და ნებისმიერი კომპანიისთვის საარსებო მნიშვნელობის ელემენტია. მიუხედავდ იმისა, რომ ყველა ინდუსტრიას ერთნაირად არ სჭირდბა ტექნოლოგიების გამოყენება ყოვედღიურ აქტივობებში, დანარჩენებისთვის ტექნოლოგია აუცილებელია წარმატებისთვის და ბანკებიც სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ონლაინ ბანკინგის გარეშე ნებისიერ ბანკის განვითარება და სამომავლო წარმატება დღესდღეობით გამორიცხულია. ტექნოლოგია იმდენად მნიშვენლოვანია, რომ წარმოუდეგენლია მის გარეშე თანამედროვე ფინანსური ცხოვრება. გარდა იმისა, რომ ეს ტექნოლოგია ბანკებს ბევრ დროსა და რესურსებს უზოგავს, კლეინტებისთვის აუცილებელია მარტივად ჰქონდეთ წვდომა საკუთარ მიმდინარე ანგარიშებზე და მოახერხონ გადარიცხვების წარმოებაა სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ მობილურის საშუალებითაც. თუ 2-3 წლის წინ ეს სერვისი აუცილებლობას ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა, დღესდღეობით ჩვენი ცხოვრება იმდენად არის ტექნოლოგიებსა და ონლაინ სერვიზებზე აგებული, რომ აუცილებელია ფინანსების მართვა მხოლოდ მობილურითაც იყოს შესაძლებელი. ბანკებს დღესდღეობით მოეთხოვებათ არამარტო ონლაინ ბანკინგის სერვისის არსებობა, არამედ ტრანზაქციების მაქსიმალურად გამარტივებული სტრუქტურა, რომელიც ზედმეტედ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ბევრი ფიქრობს, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ბანკები მომხმარებლებს ონლაინ და მობაილ ბანკინგს სთავაზობენ, ესეიგი მათ სხვა ფინანსური ტექნოლოგიებზე მომუშავე სტრატეპეპი ვეღას შეეჯიბრებიან.
დღესდღეობის ბანკები შიდა გადარიცხვებზე აღარ აწესებენ დამატებით გადასახადებს, თუმცა ტრანზაქციებს სჭირდება დრო დაასრულებლად, რომელიც კიდევ უფრო იწელება როდესაც საქმე სხვა ბანკში ანგარიშზე თანხის გადარიცხვას ეხება. ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დახმარებით კი ეს პროცესები ბევრად უფრო სწრაფი და რაც მთავარია იაფი გახდა. ბანკები მომხმარებლებს მსგავს სერვისებს სთავაზობონ, თუმცა უფრო ნელს და ძვირადღირებულს. სწორედ ამიტომ ტექნოლოგიურ განვითარებას ბანკებმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. ონლაინ სერვისები ის სფეროა, რომელიც განუყოფელი ნაწილია ახალგაზრდა კლიენტისთვის და რომელიც ხშირ შემთხვევაში, ბანკის უმთავრეს პრიორიტეტებში ნაკლებად შედის. თუ ბანკს სათანადოდ დახვეწილი და მარტივი სამართავი აპლიკაცია არ აქვს, დიდი შანსია რომ მომხმარებელმა თავი შეიკავოს მისი გამოყენებისგან და ფინანსური ტრანზანქციის განხორციელება ან დიდი ხნით გადადოს ან საერთოდაც დაივიწყოს. ძალიან მნიშვენლოვანია ბანკებმა თავიანთ აპლიკაციებში საკმარისი დრო და თანხები ჩადონ რათა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბანკს არ ჰყავს ყველაზე დიდი კლიენტურა, სწორედ საბანკო აპლიკაციამ შეძლოს ახალი ჯგუფის დაინტერესება ბანკის სერვსებში.
დღესდღეობით ონლაინ ბანკინგს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ტრაიდიული სერვისების მიწოდებას და და პროცედურბს, ბანკის აპლიკაციით ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ, თუ რამდენად არის ბანკი ორიენტურებული კლიენტზე და რამდენად ესმის თანამედროვე გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ბანკინგი დღესდღეობით ბანკების უმრავლეოსა აქვს, ზოგიერთი მათგანის განლაგება და ზედმეტად რთული სისტემა ხშირად ხელს უშლის მობაილ ბანკით სარგებლობის კულტურის განვითარებას. სწრედ ამიტომ არის მნიშვენლოვანი, რომ ბანკებმა სათანადოდ შეაფასონ აპლიკაციები და ონლაინ ბანკინგის მნიშვნელობა ბანკის სიცოცხლისუნარიანობისთვის და ახალგზარდა კლეინტების შენარჩუნებისა და მოზიდვისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე ონლაინ სერვისები, რომლებიც ბანკების გარეშე ახორციელებენ გადარიცხვებს, ბანკების საქმიანობის ამ ასპექტს საბოლოდ მიითვისებენ.
ეთიკის საკითხები
ახალგაზრდების უმრავლესობისთვის ძალიან მნიშენლოვანია ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებიც მათ ღირებულელებებს იზიარებენ. ეს ტრენდი ჯერ კიდევ ძალიან ახალია, და ხშირად უფროსი თაობისთვის გაუგებარია თუ რატომ არი მნიშვენლოვანი ისეთ ბანკთან ურთიერთობა რომელიც კლიენტსი შეხედულებებს არაფინანსურ საკითხვებთან დაკავშირებითაც იზიარებს. ამიტომ ბანკები მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ ისეთ საქმეებში ჩადონ ინვესტიციები რომლებიც კლიენტებისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს პროექტები გარემოს დავცისთვის, ან სხვადასხვა უმცირესობებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. სოციალური გავლენა დღესდღეობით მნიშნველოვანია ყველა მომხმარებლისთვის და კომპანიისთვისაც. ამიტომ კლიენტებს ისეთ ბანკებთან ურჩევნიათ მუშაობა რომლებიც საკუთარ ღირებულებებზე ღიად საუბრობენ და შესაბამის პროექტებშიც იღებენ მონაწილეობას. თანამედროვე ბანკიმ გარდა თავისი ფინანსური სერვისებისა სხვა მიზეზების გამოც უნდა იყო მიმზიდველი და კლიენტს უჩენდეს გრძნობას, რომ ის თავის არჩევანს გაცნობიერებულად აკეთებს, რადგანაც საკუთარ ღირებულებებთან შესაბას კომპანიებთან მუშაობას. ეს ტრენდი სავარაუდოდ კიდევ უფრო უნივერსალური გახდება დროთა განმავლობაში და ბანკები მეტად წამოწევენ წინ ეთიკის საკითხებს.
თანამედროვეობაში მნიშვნელოვანია გამჭვირვალე პოლიტიკის წარმოება საკუთარი კოპმანიის შესახებ. ასევე ისეთი ინსტიტუციები როგორიც ბანკები ხშირად მტრულ დამოკიდებულებას იწვევენ რადგაც ასოცირედებიან ნეგატიურ კლიშეებთან. ბანკი ღირებულებების წინ წამოწევა სწორედ ამ ტენდენციას უწევს წინააღდეგობას და ასევე გამოარჩევს ბანკს სხვა კონკურენტებისგან.
ეთიკის საკითხევის წინ წამოვა ასევე შეიძლება განვიხილოთ, პერსონალური მომსახურებებისადმი მოთხოვნის გაზრდასთან ერთად. ახალგაზრდებს სურთ ისეთი სერვისებით სარგებლობა, რომელთა უკანაც ისეთი კომპანიები დგას, რომლების მხარდაჭერაც კლიენტს თანამამად შეუძლია, საკუთარი შეხედულებების იგნორირების გარეშე. თუ ადრე ამის საშუალებას უბრალოდ არჩევანის სიმწირე არ იძლეოდა დღესდღეობით მომხარებელს აქვს საშუალება ბევრ ბანკს შორის აირჩიოს, შესაბამისად კრიტერიუმიც ახლა ბევრად უფრო მეტი არის ვიდრე თუნდაც 10 წლი წინ იყო. მიუხედავად ბერვი ასეთი გამოწვევისა, რამდნიმე ბანკი ახერხებს, რომ დარჩეს რელევანტური და განვითარდეს დროსთან ერთად.
თანამშრომლობა სტარტაპებთან და მცირე ბიზნესებთან
უფრო და უფრო ხშირად ინოვაციური იდეები მოდის პატარა კომპანიებისგან და სტარტაპებისგან, რომლებსაც ხშირად შეიძლება არ ჰქონდეთ რესურსები იდეების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში ბანკებს, რომლებსაც აქვთ რესურსები თანამშრომლობენ სხვა კოპანიებთან და ეხმარებიან მათ განვითარებაში, თან თავიანთ კლიენტებს ახალი ტექნობოგიებს და სერვისებზე სწვდომას აძელვენ. ფინანსური სექტორო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში კოლაბორაციებზე აქტიურად იქნება დაფუძნებული. ამიტომ მნიშვრნლოვანია, რომ ბანკებმა ხელი შეუწყონ მათ გარეშემო დაწყებით ფაზაში მყოფ სტარტაპებს და შესთავაზონ თავიანთი რესურსები მათი ინოვაციების და სერვისების სანაცვლოდ. ბევრი კომპანი ცდილობს, რომ კლიენტების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს, მიუხედავდ იმისა თუ რამდენად ჯდება ესა თუ ის სერვისი მათ კომპეტენციაში. ეს ხშირ შემთხვევაში თავად კომპანიისთვის ცუდი შედეგებით მთავრდება და საბოლოო ჯამში ისევ ბიზნესი რჩება წაგებული. რა თმა უნდა, სერვისები გაფართება ყველა წარმატებული ბიზნებისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო, თუცმა არ უნდა ვეცადოს ყველა სერვისი ერთად მივაწოდოთ მომხმარებელს. სწორედ ამიტომ თანამშრომლობა სხვა კომპანიებთან ძალიან მნიშვენლოვანია ბანკებისთვის, რათა დაეხმარონ ადგილობრიბ ბიზნესებს, მოიზიდონ ახალი კლიენტები და განავითარონ საკუთარი სერვისები.
ბანკების მომავალი შეიძლება ორი მიმართულებით განვითარდეს, თუ ამ ინსტიტუტებმა მოახერხედ და საკუთარ კლიენტებს გაუმჯობესებული სერვისები შესთავაზეს მაშინ არის შანსი, რომ მათ რელევანტურობა ამჟამინდელ დონეზე დარჩეს, ხოლო წინაარმდეგ შემთხვევაში ბანკებს მოუწევთ ფინანსური სექტორში ახალი მოთამაშეებისთვის ადგილის დათმობა. ეს რეალობა არც ისე შორს არის და სწორედ ამიტომ ცდილობენ მსოფლიო ბანკები მაქსიმალურად ახლოს იყვნენ ინოვაციებთან და იმის მაგივრად, რომ ადგილი ახალ სტარტაპებს დაუთმონ მათთან ერთად მუშაობას ამჯობინებენ. ამ მიდგომას ყველაზე სარგებლიანი შედეგები მოაქვს და ორივე მხარეს აძლევს შესაძლებლობას დააბალანსოს საკუთარი სერვისები პარტნიორის სახასიათო თვისებებით.