ჩვენს შესახებ

გამარჯობა,

თუ გაინტერესებთ ფინანსური საკითხები და გსურთ თქვენი პირადი ფინანსების მართვა და სწორად განკარგვა ისწავლოთ, სწორ ადგილას აღმოჩნდით. kapitali.ge ქართული პროექტია რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მოსახლეობისათვის იმ რჩევებისა თუ ინფორმაციის მიწოდებას, რაც საჭიროა ფინანსური დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისათვის.

ფინანსური განათლებარატომ შეიქმნა kapitali.ge?

kapitali.ge-ის შექმნის იდეა მას შემდეგ გაგვიჩნდა რაც გავაცნობიერეთ, რომ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს წარმოდგენა პერსონალური ფინანსების მართვასა და ინვესტიციაზე. ეს მეტწილად ინფორმაციის ნაკლებობით და ეკონომიკური მდგომარეობით არის გამოწვეული. ამის გამო სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობა მოკლებულია ინფორმაციას იმ შესაძლებლობებზე რასაც სავაჭრო ბირჟები და ზოგადად ინვესტიციები ქმნიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ სივრცეში მოგვექცია ინფორმაცია რომელიც გზას უხსნის ქართველებს ფინანსური ბაზრებისა და შემდეგ ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ.

რას ნახავთ ჩვენთან?

ფინანსური ვაჭრობაინფორმაცია ინვესტიციებზე

ჩვენს საიტზე წაიკითხავთ სხვადასხვა ტიპის ფინანსური ბაზრების შესახებ, ნახავთ ინფორმაციას რაში და როგორ შეიძლება ჩადოთ თქვენი კაპიტალი, როგორ უნდა დაიწყოთ სხვადასხვა აქტივების შეძენა და ვაჭრობა ფორექსის ბაზარზე, საფონდო ბირჟაზე თუ სხვა ფინანსურ პლატფორმებზე. ჩვენი საიტის დახმარებით გაიგებთ როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ წარმოდგენა ფულის შესახებ, დაიწყოთ კაპიტალის დაგროვება და თავად გადაწყვიტოთ როგორ განკარგოთ ის ისე, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი. ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ ინსტრუმენტია თქვენთვის, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფინანსური დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

საბანკო სერვისებიყველაფერი საბანკო სერვისების შესახებ

თუმცა გზა ფინანსური კეთილდღეობისაკენ ფინანსური პასუხისმგებლობითა და პირადი ფინანსების სწორად განკარგვით იწყება. სწორედ ამიტომ, ჩვენთან გაეცნობით ინფორმაციას არამარტო კაპიტალის განკარგვაზე, არამედ იმაზე თუ როგორ მართოთ თქვენი ფინანსები. გაგაცნობთ საქართველოს ბაზარზე არსებული საბანკო სერვისების ანალიზს რათა თავად გადაწყვიტოთ რომელი მათგანია თქვენთვის მისაღები და შეარჩიოთ საუკეთესო პროდუქტი და სერვისი, იქნება ეს სადებეტო და საკრედიტო ბარათები, სეხები, ანაბრები თუ სხვა.

 

ფინანსური ვაჭრობაყველაფერი დაზღვევის შესახებ

ფინანსურ მდგომარეობაზე ზრუნვაზე არანაკლებ მნიშნველოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ორი ხშირად იკვეთება. ამიტომ, ჩვენთან გაეცნობით ინფორმაციას საქართველოში არსებული სადაზღვეო კომპანიების შესახებ. გაგაცნობთ მათი პროდუქტებისა და სერვისების ანალიზს რათა შეძლოთ ერთ გვერდზე შეაფასოთ რომელი პროდუქტია თქვენთვის მისაღები. ჩვენთან გაეცნობით ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის შესახებ. ასევე ნახავთ სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული დაზღვევის პაკეტების მიმოხილვას უძრავი ქონებისთვის, ავტომობილისთვისა და სამოგზაურო დაზღვევისთვის.

ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორად აირჩიოთ დაზღვევისა თუ საბანკო სერვისების პროვაიდერი და ისარგებლოთ საუკეთესო პირობებით. თქვენ გაიგებთ უფრო და უფრო მეტს პერსონალური ფინანსების შესახებ და ისწავლით როგორ დააგროვოთ და გამოიყენოთ კაპიტალი იმისთვის, რომ სულ მალე მიაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობას.  ამ ინფორმაციების გაცნობის გარდა, მიადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგს, სადაც მუდმივად შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს ფინანსური სფეროდან. თუ თქვენთვის საინტერესო სტატია ვერ იპოვეთ, აუცილებლად მოგვწერეთ და ვეცდებით შემოგთავაზოთ ინფორმაცია თქვენთვის სასურველ თემაზე ინვესტიციებთან, ვაჭრობასთან და სხვა ფინანსურ თემებთან დაკავშირებით.