რა არის ავტოდაზღვევა და რატომ უნდა დააზღვიოთ ავტომობილი post thumbnail image

რა არის ავტოდაზღვევა და რატომ უნდა დააზღვიოთ ავტომობილი

ავტოდაზღვევა სადაზღვეო პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. ავტომობილის მართვა გარკვეულ რისკებს უკავშირდება, თავად მძღოლისათვის, მგზავრების ან გარშემომყოფებისათვის. სწორედ ამიტომ, ბევრ ქვეყანაში მანქანას დაზღვევის გარეშე ვერ მართავთ. სავალდებულო დაზღვევა საქართველოში შესაძლოა შემოვიდეს 2020 წლიდან. თუმცა თუ გინდათ დაცული იყოთ ისეთი რისკებისაგან, რომელთა გათვალისწინებაც წინასწარ არ შეგიძლიათ, გირჩევთ ახლავე დაიწყოთ ფიქრი თქვენი ავტომობილის დაზღვევაზე.

ამ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ რა არის ავტოდაზღვევა, როგორი დაზღვევის პაკეტები არსებობს ავტომობილისათვის, რომელი რისკებისაგან შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი მანქანა. ასევე – როგორ ადგენენ სადაზღვეო კომპანიები სადაზღვეო პოლისის რაოდენობას და თქვენს რომელ მონაცემებს ითვალისწინებენ ამისთვის, რა ღირს , რომელი სადაზღვეო კომპანიები სთავაზობენ ქართველ მომხმარებლებს ავტოდაზღვევას და კონკრეტულად რა პირობებით. სტატიის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით რომ ავტოდაზღვევა მნიშვნელოვნად გიცავთ დამატებითი ხარჯებისაგან და შეგეძლებათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სადაზღვეო პაკეტი.

Contents

ავტოდაზღვევის სახეები

როგორც ავღნიშნე, როდესაც ავტომობილს მართავთ თქვენ შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოთ როგორც თქვენი ავტომობილი და საკუთარი თავი, ასევე თქვენს მანქანაში მყოფი მგზავრი, ან ქუჩაში გამვლელი. სწორედ ამიტომ არსებობს ავტოდაზღვევის სამი სახოება – უშუალოდ ავტომობილის დაზღვევა, მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა და პასუხისმგებლობის დაზღვევა.

სავალდებულო ავტოდაზღვევა

რა არის ავტომობილის ძარის დაზღვევა

თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ ნებისმიერი ტიპის ავტო ტექნიკა რომელიც მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. ავტომობილის დაზღვევა გულისხმობს ავტომობილის ძარის დაზღვევას. რაც ნიშნავს რომ ის აზღვევს მხოლოდ ავტომობილს და საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურებს ფიზიკური ზიანით დამდგარ ზარალს.

როგორც წესი, სადაზღვეო კომპანიებს აქვთ განსხვავებული პოლისები და პირობები ავტომობილის დაზღვევისათვის, თუმცა ის რისკები, რომლისგანაც ისინი აზღვევენ ავტომობილს თითქმის სტანდარტულია

რა რისკებისგან შეგიძლიათ დააზღვიოთ ავტომობილი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა – რა თქმა უნდა ავტომობილის ძარის დაზღვევა ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევის რისკებს. მიშვნელობა არ აქვს თქვწნ გამოიწყვიეთ საგზაო შემთხვევა თუ მეორე მანქანამ, დაზღვევა აგინაზღაურებთ თქვენი მანქანის დაზიანების ხარჯებს.
  • ქურდობა, გატაცება და ყაჩაღობა – თუ დილით ნახეთ რომ თქვენი მანქანის მინები ჩამტვრეულია შიგნით კი აუდიო სისტემა აღარ დევს, შეგიძლიათ დაურეკოთ თქვენს სადაზღვეო აგენტს და სადაზღვეო კომპანია აგინაზღაურებთ ამ ზარალს. ასევეა ყაჩაღობისა და გატაცების შემთხვევაშიც.
  • ვანდალიზმი – სადაზღვეო კომპანია ანაზღაურებს ვანდალიზმის შემთხვევებსაც, მაგალითად თუ ვინმემ განგებ დაგიკაწრათ მანქანა, ჩატეხა თქვენი მანქანის ფარები, პულივიზტორით დაგიწერათ რომ უყვარხართ ან მიმართა ვანდალიზმის სხვა ფორმებს, შეგიძლიათ თქვენს სადაზღვეო კომპანიას მოთხოვოთ ზარალის ანაზღაურება.
  • საგნების დაცემა – სადაზეო კომპანია ანაზღაურებს სხვადასხვა საგნების თქვენს მანქანაზე დაცემით მიყენებულ ზარალს.
  • სტიქიური მოვლენები – ავტოდაზღვევა ანაზღაურებს სხვადასხვა სტიქიური მოვლენებით მიყენებულ ზიანს.  თუმცა, ყურადღება უნდა მიაქციოთ მონიშნული სტიქიური უბედურებების სიას. მაგალითად ზოგიერთი სადაზღვეო კომპანია ფარავს ზარალს ყველანაირი სტიქიური უბედურების შემთხვევაში, ზოგიერთი გამორიცხავს რიგ შემთხვევებს მაგალითად მიწისძვრას ან სეტყვას. შესაბამისად ყურადღებით გაეცანით რომელ შემთხვევებს ფარავს სადაზღვეო კომპანია.

რა შემთხვევები არ ანაზღაურდება?

ის რომ ავტოდაზღვევა გაქვთ ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ზარალი აგინაზღაურდებათ. ამისთვის საჭიროა არ გქონდეთ დარღვეულიდ აზღვევის პირობები. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა დროს მანქანის დაზღვევა არ მოქმედებს და შესაბამისად ზარალი არ აგინაზღაურდებათ. ეს პირობები და შემთხვევბი აღნიშნულია სადაზღვეო ხელშეკრულებაში. ასეთი შემთხვევები სტანდარტულია და ძირითადად ერთია ყველა სადაზღვეო კომპანიისათვის. თუმცა შესაძლოა ყველა პირობა არ იყოს ერთ რომელიმე კომპანიასთან.

სადაზღვეო კომპანია არ აგინაზღაურებთ ზარალს თუ

  • ავტომობილს მართავდა პირი მართვის მოწმობის გარეშე
  • ავტომობილის მართვის დროს უფლებამოსილი მძღოლი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში
  • ავტოავარია გამოიწვია გაუმართაობამ და დაზიანებამ რაც არსებობდა დაზღვევამდე
  • ავტომობილი დაზიანდა რბოლის დროს
  • ავტომობილი დაზიანდა ტრანსპორიტრების დროს (როდესაც მანქანა იყო ტვირთი)
  • ავტომობილის დაზიანების შემდეგ დროულად არ ეცნობა პოლიციასა და სადაზღვეო კომპანიას
  • მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განაგრძო სვლა უნებართვოდ სადაზღვეო კომპანიასთან შეუთანხმებლად, ან/და პატრულის მითითების გარეშე
  • უფლებამოსილმა მძღოლმა განგებ, სადაზღვეო ანაზღაურების მიღების მიზნით დააზიანა ავტომობილი
  • ავტომობილი არ იყო წარდგენილი სადაზღვეო კომპანიასთან დაზიანების სურათების დოკუმენტირებისათვის
  • ავტომობილი დაზიანდა სადაზღვეო ტერიტორიის გარეთ. მაგალითად თუ თქვენი ავტოდაზღვევა საქართველოში მოქმედებს და ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საქართველოს საზღვრებს გარეთ სადაზღვეო კომპანია ასეთ ზარალს არ აგინაზღაურებთ.
  • ავტოავარიის დროს ავტოდაზღვევის პრემია იყო გადახდილი დაგვიანებით ან არ იყო გადახდილი სრულად.

თუ ავტოსაგზაო შემთხვევა შეგექმნათ ან თქვენი ავტომობილი დაზიანდა ისე, რომ თქვენ რომელიმე ზემოთ აღნიშნულს აკმაყოფილებდით სადაზღვეო კომპანია ზარალს არ აგინაზღაურებთ.

საუკეთესო ავტოდაზღვევა

მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა

ავტომობილის ძარასთან ერთად სადაზღვეო კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას. ეს განსხვავდება ჩვეულებრივი ჯანმრთელობის დაზღვევისგან. ამ ტიპის დაზღვევის დროს სადაზღვეო კომპანია აძლევს კომპენსაციას დაზღვეულს თუკი მძღოლი და მგზავრები მიიღებენ სხეულის დაზიანებას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. სადაზღვეო კომპანია ასევე ანაზღაურებს იმ შემთხვევებსაც თუ ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიღებული ტრამვის გამო ფატალური შედეგი დადგა და მძღოლი ან მგზავრი გარდაიცვალა.  ნებისმიერ შემთხვევაში თანხა განისაზღვრება სადაზღვეო პოლისით, შესაბამისად დაზარალებული დაზღვეული ანაზღაურებას მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში.

პასუხისმგებლობის დაზღვევა

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

ხანდახან ისეც ხდება, რომ შეიძლება თავად გამოიწვიოთ ავტოსაგზაო შემთხვევა და დააზიანოთ სხვა ადამიანის საკუთრება ან მისი ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ფიქრი არავის უნდა, ეს ყოველდღიურად ხდება. სწორედ ამიტომ, სადაზღვეო კომპანიები ავტომობილის მფლობელებს სთავაზობენ მესამე ტიპის დაზღვევას- პასუხისმგებლობის დაზღვევას. ამ ტიპის დაზღვევა გიცავთ ისეთი უსიამონო მოვლენებით მიღებული ზარალისგან, როგორიცაა მაგალითად სხვისი ავტომობილის დაზიანება ან ავტომობილის მართვის დროს სხვა ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება. თუ ასეთი შემთხვევა დადგამ დაზღვევა მოქცემთ შესაბამის, ხელშეკრულებით გათვალისინებულ თანხას, იმისთვის, რომ მესამე პირს ზიანი აუნაზღაუროთ.

რა თქმა უნდა ორივე დაზღვევის შემთხვევაში მოქმედებს ზემოთ ჩამოთვლილი პირობები. იმისთვის რომ სადაზღვეო კომპანიისაგან ზარალის ანაზღაურება მიიღოთ, აუცილებელია თავად პირნათელი იყოთ როგორც კომპანიის, ასევე კანონის წინაშე.

რის მიხედვით დგება სადაზღვეო პრემია?

დაზღვევის ფასი თითქმის ყოველთვის ინდივიდუალურია. თუ თქვენ და თქვენი მეგობარი ერთდრიულად გადაწყვეტთ მანქანის დაზღვევას, სავსებით შესაძლებელია, რომს ადაზღვეო აგენტმა სხვადასხვა ღირებულება გითხრათ ამა თუ იმ ტიპის დაზღვევისთვის. მეტიც, ეს მოსალოდნელიც კია. ამის უკან იგივე ლოგიკაა, რაც მაგალითად სესხების შემთხვევაში. ბანკი შეიძლება გთავაზობდეთ სესხს  8 პროცენტიდან, თუმცა საკრედიტო ოფიცერმა სესხი თქვენს მეგობარს 18 პროცენტში გაუფორმოს, თქვენ კი 10 პროცენტში. ასე იმიტომ ხდება, რომ ბანკები ნახულობენ თქვენს ყოველთვიურ შემოსავალს, საკრედიტო ქულას, საკრედიტო ისტორიას, სხვა ფინანსურ ვალდებულებებს, აფასებენ თქვენს გადახდისუნარაიანობას და შესაბამისად გთავაზობენ სესხის პროცენტს.

სადაზღვეო კომპანიებსაც სურთ მინიმუმამდე დაიყვანონ რისკი და ამიტომ, ითვალისწინებენ ყველა მაჩვენებელს რაც მათ ხელთ აქვთ. დაზღვევის ღირებულების დასათვლელად ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებენ თქვენს ასაკს და მანქანის მართვის გამოცდილებას. ასევე დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ რა მოდელის მანქანა გყავთ. თუ მსუბუქ მანქანას ატარებთ, თქვენი დაზღვევის ღირებულება უფრო ნაკლები იქნება, ხოლო თუ სპორტული მანქანა გყავთ -უფრო მაღალი, რადგან სპორტული მანქანები უფრო რისკიანად მიიჩნევა. სადაზღვეო კომპანიები ასევე ითვალისწინებენ ავტოავარიებს და საგზაო შემთხვევებს რომლებიც ამ დრომდე გადაგხდათ . თუ აქამდე ავტო საგზაო შემთხვევა არადროს გქონიათ, სადაზღვეო კომპანია ფრთხილ მძღოლად ჩაგთვლით და შესაბამისად დაზღვევის ღირებულება უფრო ნაკლები იქნება. ეს იმიტომ, რომ კომპანიას ნაკლები მოლოდინი აქვს რომ ავტო საგზაო შემთხვევაში მოხვდებით და ზიანის ანაზღაურება მოუწევს.

რომელი სადაზღვეო კომპანიები გთავაზობენ ავტოდაზღვევას?

ავტოდაზღვევა საქართველოში უკვე საკმაოდ პოპულარული სადაზღვეო პროდუქტია. რამდენადაც ბევრი ადამიანი ხედავს დაზღვევის საჭიროებებს და თანაც, მისი ღირებულება არც თუ ისე მაღალია. საქართველოში არსებული 17  სადაზღვეო კომპანიიდან ავტოდაზღვევას 16 კომპანია გთავაზობთ, გამონაკლისი მხოლოდ იმედი ლ-ია.  რასაკვირველია, სადაზღვეო კომპანიებს განსხვავებული პირობები და შემოთავაზებები აქვთ. ქვემოთ იხილავთ ამ პირობების მოკლე მიმოხილვას რათა გაგიმარტივდეთ თქვენთვის სასურველი სადაზღვეო პოლისის შერჩევა.

სადაზღვეო კომპანია ჯი პი აი

სადაზღვეო კომპანია ჯი პი აი ავტომანქანის მფლობელებს სთავაზობს ორი ტიპის დაზღვევას – ავტომობილის დაზღვევასა და მგზავრებისა და მძღოლის დაზღვევას. ავტომობილის დაზღვევა შესაძლებელია დაზღვევით “ავტო კლასიკი.” კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ორი ტიპის პაკეტს -ავტო კლასიკი ნაწილობრივი და ავტო კლასიკი სრული.

ავტოდაზღვევა საქართველოში

ავტომობილის დაზღვევა

ავტო კლასიკი ნაწილობრივ ანაზღაურებს მხოლოდ თქვენი ავტომობილის დაზიანების ხარჯებს, თუკი ავტოავარია შეგემთხვათ, თანაც მნიშვნელობა არ აქვს თქვენ გამოიწვიეთ ავტოსაგზაო შემთხვევა თუ სხვამ

ავტო კლასიკი სრული ანაზღაურებს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი, ავტომობილის ცალკეული ნაწილების დაზიანება, საგნების ვარდნა და სტიქიური მოვლენები, გარდა სეტყვისა და მიწისძვრისა. თუმცა, თუ მათგანაც გსურთ დაზღვევა, შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატებითი დაფარვა, რა თქმა უნდა, დამატებითი ფასის სანაცვლოდ.

მეტი კომფორტისთვის, ჯი პი აი დაზღვეულებს სთავაზობს ავტო ასისტანსის მომსახურებას, რაც ითვალისწინებს მანქანისთვის საწვავის ადგილზე მიტანას, საბურავების გაბერვასა და გამოცვლას, მანქანის დაქოქვას სპეციალური ხელსაწყოთი და ევაკუატორის უფასო მომსახურებას.

გარდა ამისა, სადაზღვეო თანხიდან გამომდინარე, დაზღვეულებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი საჩუქარი: ნასვამი მძღოლის მომსახურება, მომსახურების პაკეტი თეგეტა მოტორსში ან ერწლიანი უფასო პარკირება.

ავტომობილის დაზღვევის ღირებულება იწყება ავტომობილის რეალური ღირებულების 2.5 პროცენტიდან და დამოკიდებულია სხვადასხვა მონაცემებზე, რომლებიც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ – მაგალითად მძღოლის ისტორია, გამოცდილება და ა.შ

მგზავრისა და მძღოლის დაზღვევა

რაც შეეხება მგზავრისა და მძღოლის დაზღვევის ღირებულებას, ის განისაზღვრება თვეში 20, 30, 50, და 80 ლარით. შესაბამისად შემთხვევის დადგომის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამისი ანაზღაურება. ჯამური ლიმით ყოველთვიურად 20 ლარის გადახდის შემთხვევაში 5000 ლარია, აქედან ერთ პირზე ანაზღაურებადი თანხის ღირებულება 2000 ლარია. ყვოელთვიურად 50 ლარის გადახდის შემთხვევაში ჯამური ლიმიტი 50 000 ლარია, ხოლო ლიმიტი ერთ პირზე 10 000 ლარი.

ჯი პი აი ავტოდაზღვევა

სადაზღვეო კომპანია ირაო

სადაზღვეო კომპანია ირაო ავტომობილის მფოლობელებს სთავაზობს ავტოდაზღვევას ირაოს კოსკოს ავტომობილის დაზღვევისათვის. დაზღვევა ანაზღაურებს ისეთ შემთხვევებს როგორიცაა: ავტისაგზაო შემთხვევა ძარცვა, ყაჩაღობა და ქურდობა, ვანდალიზმი, საგნების დაცემა, ხანძარი, მეხის დაცემა და აფეთქება, სტიქიური უბედურებები მათ შორის მიწისძვრა, სეტყვა წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი და ღვარცოფი, ასევე ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების დაზიანება ან დაკარგვა დაზღვეული რისკების შედეგად (გამონაკლისია მინები და სარკეები)

დაზღვეულები სარგებლობენ 24 საათიანი მომსახურებით რომელშიც შედის საწვავის მიტანა ადგილზე, ავტომობილის დაქოქვა, საბურავის გამოცვლა და ევაკუატორის მომსახურება.

გარდა ამისა, სადაზღვეო კომპანია ირაოს საიტზე ვკითხულობთ, რომ კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დამატებით დაფარვებსაც, მათ შორის მძღოლისა და მგზავრების დაზღვევას, მძღოლის დაზღვევას, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევასა და მინებისა და სარკეების ცალკეული დაზინებისა და ქურდობის დაზღვევას. თუმცა, სამწუხაროდ ამ დაფარვების შესახებ სხვა ინფორმაცია მოწოდებული არაა.

ირაო არ აკონკრეტებს არც დაზღვევის მინიმალურ ღირებულებას, თუმცა საიტზე აღნიშნულია, რომ ფასი დგება მძღოლების ინდივიდუალური შეფასების სედეგად. კომპანია ყურადღებას აქცევს მძღოლის ასაკს, ავტომობილის მართვის გამოცდილებასა და მიღებული ჯარიმების რაოდენობას.

გარდა ამისა, სადაზღვეო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ირაო დრაივერის პროდუქტს, რომელიც გულისხმობს მძღოლის პასუხისგებლობის დაზღვევას სხვა ავტომობილის მართვისას უშუალოდ ამ ავტომობილის წინაშე. მარტივად რომ ვთქვათ თქვენ შეგიძლიათ თამამად ატაროთ მეგობრის ავტომობილი და აცვტოსაგზაო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში კომპანია აანაზღაურებს ზარალს. თუმცა გაუგებარია ეს ცალკე სადაზღვეო პროდუქტია თუ დამატებითი დაფარვა.

თი ბი სი დაზღვევა

თი ბი სი დაზღვევა ავტომობილის მფლობელებს სთავაზობს სამივე ტიპის დაზღვევას: ავტომობილის ძარის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების დაზღვევას და მესამე პირის მიმართ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას.

თი ბი სი ავტოდაზღვევა

ავტომობილის დაზღვევა

თუ თი ბი სი დაზღვეით დააზღვევთ თქვენს ავტომობილს აგინაზღაურდებათ შემდეგი შემთხვევები: ავტოავარია, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი, საგნების დაცემა, სტიქიური უბედურებები (მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა). გარდა ამისა, ავტომობილის ტექნიკურად გაუმართაობის შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში შეძლებთ მიიღოთ ავტოდახმარება. კერძოდ, ისარგებლოთ ევაკუატორის მომსახურებით, საწვავის ადგილზე მიტანა, საბურავის ადგილზე გამოცვლა დაავტომობილის დაქოქვა.

სამწუხაროდ, საიტზე მოცემული არ არის ინფორმაცია რა მონაცემების გათვალისწინებით ითვლება დაზღვევის ყოვეთვიური ღირებულება ან რა არის მინიმუმი.

პასუხისმგებლობის დაზღვევა

რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაზღვევას, მისი ფასი 5 ლარიდან იწყება და განსხვადება იმის მიხედვით, თუ როგორ შეიძენთ დაზღვევას. ვებ გევრდით შეძენის შემთხვევაში თვიური სადაზღვე პრემიის ფასი 5 ლარით განისაზღვრება, ბი ბოტით შეძენის შემთხვევაში წლიური 50 ლარით, ხოლო სათაო ოფისში – წლიური 70 ლარით.
არ ანაზღაურდება ის შემთხვევები, როდესაც სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას ავტომობილს მართავდა პირი რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა, პირი რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმდების ქვეშ. ან თუ ავტომობილი დაზიანდა რბოლის შედეგად.

თი ბი სი ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

D1 დაზღვევა

D1 დაზღვევა განკუთვნილია მძღოლებისთვის 25 წლის ზემოთ. ამ დაზღვევის აღებისათვის აუცილებელია ფლობდეთ ავტომობილს რომელიც გამოშვებულია 2000 წელს და შემდეგ, და იყენებდეთ მას მხოლოდ პირადი დანიშნულებით. ეს დაზღვევა გიცავთ მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევებისაგან და ფარავს როგორც თქვენი ასევე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე მანქანის დაზიანების ხარჯებს, ასევე აგინაზღაურებთ იმ შემთხვევებს, როდესაც ამ ავარიის შედეგად თქვენ ან თქვენი მგზავრები მიიღებენ ჯანმრთელობის დაზიანებას.

შეგიძლიათ შეიძინოთ დაზღვევა თვეში 30 ლარიდან, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურების ლიმიტი 5000 ლარი იქნება, ან თვეში 40 ლარიდან, ამ შემთხვევაში ლიმიტი გაიზრდება 10 000 მდე.

ავტომობილის დაზღვევა თი ბი სი

სადაზღვეო კომპანია უნისონი

სადაზღვეო კომპანია უნისონი მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის დაზღვევის პოლისს, რომელიც ფარავს შემდეგ რისკებს: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, სხვადასხვა საგნის დაცემა, სტიქიური მოვლენები, მათ შორის  მიწისძვრა და სეტყვა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი. დაზღვეულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ 24 სათიანი უფასო ასისტანსით მთელს საქართველოში. ამ სერვისებში შედის ევაკუატორით მომსახურება, საწვავის მიწოდება, საბურავების შეცვლა, ჩაკეტილი კარის გაღება, მანქანის დაქოქვა და სხვა.

გარდა ამისა, უნისონთან შეგიძლიათ შეიძინოთ პასუხისმგებლობის დაზღვევა ” მწვანე ბარათი”, რომელიც მოქმედებს 45 ქვეყნის ტერიტორიაზე.

სამწუხაროდ საიტზე მოცემული არ არის დეტალური ინფორმაცია, ასევე დაზღვევის ღირებულება.

სადაზღვეო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

სადაზღვეო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილისა და პასუხისმგებლობის დაზღვევას.  დაზღვევის პოლისები განსხვავდება ერთმანეთისაგან ყოველთვიური ღირებულებით. საბაზისო პოლისს ყველაზე მცირე დაფარვა აქვს და ანაზღაურებს მოხლოდ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას, ხანძარისა და აფეთქების შედეგად მიყენებულ ზიანს.  საბაზისო პოლისის ფასი განისაზღვრება ავტომობილის ღირებულების 1.8 პროცენტიდან, დაზღვეულებს შეუძლიათ ისარგებლონ ევაკუატორის მომსახურებით სერვის ცენტრამდე.

სრული დაფარვის პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვეო შემთხვევებს: საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, საგნის ვარდნა, ქურდობა, ვანდალიზმი, ძარცვა და ყაჩაღობა. მოცემული პოლისის ღირებულება განისაზღვრება ავტომობილის ღირებულების 2.0 პროცენტიდან.

პრემიუმ პოლისი ფარავს ყველა ზემოთ მოცემულ სადაზღვეო შემთხვევებს და დამატებით სტიქიურ მოვლენებს. ამასთანავე, აღნიშნული პოლისის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 24 საათიანი ავტო ასისტანსით. პრემიუმ პოლისის ღირებულება იწყება ავტომობილის ღირებულების 2.5 პროცენტიდან.

ავტოდაზღვევის ფასები

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სამი პოლისი აქვს. მინიმალური ღირებულება თვეში 5 ლარია, ანაზღაურებული თანხის ლიმიტი კი 5000 ლარი. ასევე არის პოლისები 8 და 13 ლარის ყოველთვიური ღირებულებით, სადაც ლიმიტი შესამაბისად 10 000 და 25 000 ლარია.  სამწუხაროდ, ამ პოლისებზე და დაზღვევის ამ პაკეტზე სხვა ინფორმაცია საიტზე მითითებული არ არის.

სადაზღვეო კომპანია პრაიმი

სადაზღვეო კომპანია პრაიმი მომხმარებელს სთავაზობს კასკო რეგულარ, კასკო პრემიუმ და კასკო სუპერ დაზღვევის პოლისებს, რომელბიც ერთმანეთისგან ღირებულებისა და სადაზღვეო შემთხვევების დაფარვით განსხვავდება.

ავტოდაზღვევის პირობები

კასკო რეგულარი

ამ დაზღვევით აგინაზღაურდებათ შემდეგი სადაზღვეო შემთხვევები: ქუდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი, სტიქიური უბედურებები, მათ შორის მიწისძვრა და სეტყვა, ავტომობილის ნაწილობრივი დაზიანება, ხანძარი, აფეთქება და მეხის ცემა, ავტომობილის ცალკეული ნაწილების ქურდობა და დაზიანება. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ 24 საათიანი ასისტანსით და ევაკუატორის მომსახურეობით სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას. აღსანიშნავია, რომ პრაიმის ავტოდაძრვევა მოქმედებს საქართველოში, სომხეთში, თურქეთში და აზერბაიჯანში.

კასკო რეგულარი დაზღვევის პოლისით ვერ ისარგებლებთ ზოგიერთი მომსახურებით, მაგალითად ავტო-ასისტანსი, პატრულის ჯარიმის ანაზღაურება, აუდიო-ვიდეო აპარატურის დაზვევა.

კასკო პრემიუმი

კასკო პრემიუმი მოქმედებს ისევე როგორც კასკო რეგულარი, თუმცა დამატებით აქვს 24 საათიანი ავტო- ასისტანსის მომსახურეობაზე წვდომა.

კასკო სუპერი

კასკო სუპერი მოიცავს ყველა აღნიშნულ მომსახურეობას, მათ შორის პატრულის ჯარიმის ანაზღაურებასა და აუდიო ვიდეო აპარატურის დაზღვევას.

დაზღვევის საფასური შეგიძლიათ გამოითვალოთ სადაზღვეო კომპანიის საიტზე თითოეული პოლისისათვის.

სადაზღვეო კომპანია პე ეს პე

პე ეს პე დაზღვევა მსურველებს სთავაზობს მსუბუქი ავტომობილის, ასევე მაღალი გამავლობის ავტომობილის, სატვირთო და სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევას.

იმ შემთხვევაში თუ თქვენს ავტომობილს პე ეს პე დაზღვევას ანდობთ, კომპანია აგინაზღაურებთ ავტომობილის დაზიანების საფასურს იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილი დაზიანდა ავარიაში მძღოლის ბრალეულობით ან მისი ბრალეულობის  გარეშე. ასევე დაზღვევა მოიცავს შემდეგ შემთხვევებს: ხანძარი, აფეთქება, საგნის დაცემა, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება/ვანდალიზმი. ავტომობილის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ბუნებრივი სტიქიები მათ შორის სეტყვა. ფორს მაჟორული სიტუაციები, მათ შორის გაფიცვა, საბოტაჟი, მანფესტაცია, რევოლუცია და საომარი ქმედებები.

პე ეს პე დაზღვევის პრიობებში შედის უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა. ამასთანავე, თუ თქვენი მანქანა 5 წლამდეა შეგიძლიათ მიიღოთ მომსახურება მარკისა და მოდელის სპეციალიზებულ ავტოცენტრებში. ამასთანავე, პე ეს პე ავტოდაზღვევით შეგიძლაით დააზღვიოთ გარე აქსესუარები. დაზღვეულებს შეუძლიათ ისარგებლონ ევაკუატორის უფასო მომსახურებით საქართველოს მასშტაბით სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას. ასევე ასისტანსით გზებზე რაც გულისხმობს საწვავის მიწოდებას, ავტომობილის დაქოქვას, საბურავების შეკეთებას ან შეცვლას და სხვა მსგავს მომსახურებებზე. თუმცა აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში და თბილისიდან 25 კილომეტრის რადიუსში.  პე ეს პე ავტოდაზღვევის ღირებულების გამოთვლა შესაძლებელია საიტზევე. კომპანია ითვალისწინებს ავტომობილის გამოშვების თარიღს, მის ღირებულებას და მძღოლის ასაკს.

ტაო დაზღვევა

სადაზღვეო კომპანია ტაო მომხმარებელს სთავაზობს ავტოდაზღვევის სამ განსხვავებულ პაკეტს განსხვავებული პირობებით. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სტანდარტული, სილვერი და უნივერსალ დაზღვევის პაკეტი. ვნახოთ რას გულისხმობს თითოეული მათგანი.

სტანდარტული დაზღვევით შეგიძლიათ ავტომობილი დააზღვიოთ სტანდარტული შემთხვევებისაგან: ავტოსაგზაო შემთხვევა, ქუდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, სტიქიური მოვლენები, საგნების ვარდნა, აფეთქება და ხანძარი, ასევე მინებისა და სარკეების დაზიანება ან ქურდობა.

სილვერ დაზღვევა ზემოთ ჩამოთვლილი სტანდარტული სადაზღვეო შემთხვევებისა აზღვევს ავტოსაგზაო შემთხვევისას მესამე პირის ავტომობილის ან სხვა ქონების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისადმი მიყენებული ზიანის დაზღვევასაც.

უნივერსალ პაკეტს დამატებით აქვს მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დაზღვევა და მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა.

გარდა ამისა, კომპანია დაზღვეულებს სთავაზობს საქართველოს ტერიტორიაზე ევაკუაციის ხარჯების დაფარვას და ავტომობილის შეკეთებას დაზღვეულების ინტერესების გათვალისწინებით ტექნიკური მომსახურების ცენტრებში.

სადაზღვეო კომპანია აისი ჯგუფი

კიდევ ერთი სადაზღვეო კომპანია რომელიც ავტომობილის მფლობელებს ავტოდაზღვევას სთავაზობს აისი ჯგუფია. აისი ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს ავტოდაზღვევის ერთ, სტანდარტულ პაკეტს, თუმცა მსურველებს შეუძლიათ დამატებითი დაფარვების აღებაც.

სტანდარტული პაკეტი გულისხმობს სრული ზარალის დაფარვას, ასევე სადაზღვეო კომპანია აისი ჯგუფი დაფარავს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა ნაწილობრივი დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევისას, ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ხანძარი, აფეთქება და საგნების ვარდნა. ასევე ქარხნული აქსესუარების ქურდობა. დაზღვეულებს შეუძლიათ ისარგებლონ ევაკუატორის უფასო მომსახურებით,  (თუმცა საიტზე მითითებული არ არის ევაკუატორის მომსახურების მასშტაბები), 24 საათიანი ასისტანსით, და ასევე შეუძლიათ გადაიხადონ წლიური პრემია განვადებით. რაც შეეხება წლიურ სადაზღვეო ტარიფს, ის იწყება ავტომობილის ღირებულების 2 პროცენტიდან.

ავტოდაზღვევის ფასი

როგორც ხედავთ, სტანდარტულ ავტოდაზღვევასთან ერთად კომპანია სთავაზობს დამატებით დაფარვებსაც. შეგიძლიათ თვეში 50 დოლარიდან დააზღვიოთ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ასეთა შემთხვევის დადგომის შემთხვევაში სადაზღვეო თანხა განისაზღვრება მინიმუმ 5000 დოლარით. ასევე შეგიძლიათ თვეში 30 დოლარიდან დააზღვიოთ მძღოლი და მგზავრები უბედური შემთხევისაგან, ასეთ დროს დაზღვევა ხარჯებს 5000 დოლარიდან აგინაზღაურებთ, გააჩნია რამდენია თქვენი ყოველთვიური სადაზღვეო პრემია.

კომპანია მომხმარებელს ასევე პირდება მინიმალურ ტარიფებს და სადაზღვეო პრემიის განვადებით დაფარვას ტარიფის ზრდის გარეშე.

სადაზღვეო კომპანია ალდაგი

სადაზღვეო კომპანია ალდაგი ავტომობილების მფლობელებს სთავაზობს როგორც ავტომობილის, მძღოლისა და მგზავრების, ასევე პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისებს.
ავტომობილის დაზღვევა შესაძლებელია შემდეგი შემთხვევებისაგან: სრული დაზიანება ავტოავარიის დროს, ხანძარი, აფეთქება და ვანადლიზმი, ქურდობა ძარცვა და ყაჩაღობა, და ნაწილობრივი დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ასევე ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც შემთხვევით თავად აზიანებთ თქვენს საკუთარ ავტომობილს, მაგალითად თუ მოყინულ გზაზე მოცურების შედეგად მანქანას დაუზიანდება რაიმე ნაწილი.

ალდაგის ავტოდაზღვევა მოიცავს 24 საათიან ავტო ასისტანსის მომსახურებას. ამ მომსახურეობებში შედის მცირე ტექნიკური პრობლემების მოგვარება ადგილზე, საბურავების დაბერვა ან შეცვლა სათადარიგო საბურავის არსებობის შემთხვევაში, საწვავის მიწოდება და აკუმულატორის დამუხტვა. დაზღვეულებს შეუძლიათ ისარგებლონ ლაფეტის მოსმახურებით თბილისში ან თბილისიდან 20 კილომეტრის რადიუსში, ასევე ამავე მომსახურებით ზოგიერთ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და მოცემული ქალაქებიდან 10 კილომეტრის რადიუსში.

ყველაზე იაფი ავტოდაზღვევა

მსურველებს შეუძლიათ აიღონ დამატებითი პოლისი მგზავრისა და მძღოლის დაზღვევისთვის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის. საიტზე სამწუხაროდ არ არის აღნიშნული როგორ ითვლება წლიური პრემია, ამასთანავე, რამდენია ყოველთვიური პრემია მოცემული პოლისებისათვს.

აი ჯი ჯი საქართველოს სადაზღვეო ჯგუფი

სადაზღვეო კომპანია აი ჯი ჯი ავტომობილის მფლობელებს სთავაზობს სამივე ტიპის სადაზღვეო პოლისს. ავტომობილის დაზღვევა ითვალისწინებს სტანდარტულ რისკებს როგორიცაა მაგალითად ავტოსადაზღვეო შემთხვევის დროს მანქანის ან ცალკეული ნაწილების დაზიანება, ძარცვა, ქურდობა და ყაჩაღობა, სტიქიური უბედურებები, აფეთქება, ხანძარი, მეხის ცემა, საგნების ცემა და ვანდალიზმი. ასევე შეგიძლიათ დააზღვიოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ და შეიძინოთ მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა. სამწუხაროდ საიტზე მოცემული არ არის რა დამატებითი ბენეფიტები აქვს აი ჯი ჯი ავტოდაზღვევას, რის მიხედვით დგება სადაზღვეო პრემია და რამდენია ის.

სადაზღვეო კომპანია ჰუალინგი

ჰუალინგ დაზვევა მომხმარებელს სთავაზობს ასევე სამი ტიპის დაზღვევას. ჰუალინგ ავტოდაზღვევა ფარავს სტანდარტულ სადაზღვეო შემთხვევებს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა, ხანძარი, აფეთება, სტიქიური უბედურებები და საგნების ვარდნა. ავტოდაზღვევის პოლისის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 24 საათიანი ასისტანსით გზებზე, რომელშიც შედის საწვავის ადგილზე მიტანა, საბურავის ადგილზე გამოცვლა, ევაკუატორით მომსახურება და ავტომობილის დაქოქვა.

საუკეთესო ავტოდაზღვევა საქართველოში

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ პასუხისმგებლობის პოლისი ან/და დააზღვიოთ მძღოლი და მგზავრები. თუმცა მოცემული არ არის ამ დაზღვევის პოლისების პირობები, ფასები და შესაბამისი ანაზღაურების ლიმიტი.

მოცემული კომპანიების გარდა ავტოდაზღვევა საქართველოში შეგიძლაით შეიძინოთ კიდევ სამი სადაზღვეო კომპანიიდან: არდი, ქართუ დაზღვევა და ალფა.

სამწუხაროდ ქართუ დაზღვევის საიტზე ინფორმაცია მოუწვდომელია, ტრადიციულად სადაზღვეო კომპანია არდის სადაზღვეო პოლისებზე და პირობებზე ინფორმაცია განთავსებული საერთოდ არ არის საიტზე. ხოლო რაც შეეხებეა სადაზღვეო  კომპანია ალფას ავტოდაზღვევას, საიტზე მოცემულია მხოლოდ ძალიან ზოგადი ინფორმაცია და დეტალებით დაინტერესების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ კომპანიას საიტზე განთავსებულ ნომერზე.

რა უნდა გააკეთოთ სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას

როდესაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ სადაზღვეო კომპანიას და ავტოდაზღვევის პოლისს, სადაზღვეო აგენტი გაგაცნობთ დეტალურ ისნტრუქციას თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევების დადგომის დროს, რომელთაც თქვენი სადაზღვეო პოლისი ფარავს. თუმცა სტანდარტულად აუციელებლია რომ შემთხვევის დადგომამდე დაურეკოთ თქვენს სადაზღვეო აგენტს და დეტალურად აცნობოთ სადაზღვეო შემთხვევის დადგომამდე. ამიტომაც, იქონიეთ საჭირო ნომერი თქვენს სმარტფონში. თქვენი სადაზღვეო აგენტი აუცილებლად მოგცემთ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა მოიქცეთ.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო პოლისი

ახლა უკვე იცით რა არის ავტოდაზღვევა, რა შემთხვევები იფარება ავტოდაზღვევის პოლისები ძირითადად და რომელ შემთხვევებში არ აგინაზღაურებენ სადაზღვეო კომპანიები ზარალს. ასევე გაეცანით სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიების პირობებს და შეთავაზებებს ავდოდაზღვევისათვის. იმისთვის, რომ სწორად აარჩიოთ სადაზღვეო პოლისი აუცილებელია დეტალურად გამოიკვლიოთ თუ რას გთავაზობთ თითოეული მათგანი. თუ თქვენთვის სადაზღვეო პრემიის რაოდენობა გადამწყვეტია, აუცილებლად გაარკვიეთ როგორ ითვლება სადაზღვეო პრემია და რა თანხის გადახდა მოგიწევთ. როდესაც გადაწყვეტთ ავტოდაზღვევის შეძენას ამა თუ იმ კომპანიასთან, ნუ იხელმძღვანელებთ მხოლოდ ფასითა და სადაზღვეო აგენტის დაპირებებით, დეტალურად გაეცანით ხელშეკრულებას რომ იცოდეთ ზუსტად რომელი შემთხვევები აგინაზღაურდებათ და რა თანხით. ასევე ყურადღება მიაქციეთ რა საბუთების, დოკუმენტებისა და ბიუროკრატიის გავლა მოგიწევთ თანხის ასანაზღაურებლად და სეარჩიეთ ისეთი სადაზღვეო კომპანია, რომელსაც პირობები მაქსიმალურად აქვს მორგებული კლიენტის საჭიროებებს.