ბიზნეს დაზღვევა post thumbnail image

ბიზნეს დაზღვევა

საქართველოში ბიზნეს სექტორი ნელა, თუმცა დამდვილად ვითარდება და ამასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ისეთ სერვისებზე როგორც ბიზნესების დაზღვევა და ბიზნეს სესხებია. დღესდღეობით ასეთ სერვისებს ქართულ ბიზნესებს თითქმის ყველა ბანკ სთავაზობს არსებობს რამდენიმე ძირითადი ტიპის შეთავაზება და ყველა მწარმოებელს ან ბიზნესის მფლობელს შეუძლია აირჩიოს სხვადასხვა ტიპის დაზღვევა ან სესხი რათა საკუთარი ბიზნესი გააუმჯობესოს და თავიც უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს სექტორი საქართველოში განვითარების დაწყებით ეტაპზეა ბევრ ახალბედას ჯერ კიდევ არ აქვს გამოცდილება ბიზნესთან დაკავშირებულ ასეთ ფინანსურ სერვისებთან მუშაობის, რაც შესაბამისად განაპირობებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ეხლა იწყებს წარმოებას ეხლა აყალიბებს კომპანიას და ბიზნესს, არ . არის აღჭურვილი საჭირო ინფორმაციის ამ სრვისებთან დაკავშირებით.

საქართველოში ბიზნესზსა და ზოგადად ფინანასური სერვისებზე განათლების მიღება შედარებით რთულია, თუ თქვენ თავად არ მუშაობთ ასეთ დაწესებულებაში ან ამ განხრით არ გაქვთ პროფესიონალური განათლება მიღებული. არადა იმისთვის, რომ გვესმოდეს და ვარჩევდეთ ერთმანეთისგან ასეთ ფინანსურ სერვისებს სულაც არ უნდა გვჭირდებოდეს უმაღლესი განათლება ან მოვლენები ეპიცენტრში ყოფნა. თუ გადახედავტ სხვა ქვეყნების გამოცდილებებს, ალბათ დაინახავთ, რომ ზოგადი ფინანსური განათლება ყველა განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ასე თუ ისე მისაწვდომია. არსებობს ასეთი სერვისების არჩევის და მათი რაც შეიძლება მომგებიანად გამოყენების კულტურა და ეს ხშირ შემთხვევაში სწორედ იმის წინაპირობაა რომ ქვეყანაში . მოხდეს ბიზნესების განვითარება და ხალხმა უკეთ მოახერხოს თავისი ფინანსური მდგომარეობის და საჭიროებების შეფასება.  რა თქმა უნდა, განვითარებულ ქვეყნებშიც კი ეს პროცესი არ მომხდარა 1 თუ 2 წლის ვადაში. ასეთი კულტურისა და ფინანსური ტრადიციების დაფუძნებას ბევრად მეტი დრო და გამოცდილება სჭირდება. საქართველო ამჟამად თავისი განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა, და რადგანაც არის იმის შესაძლებლობა რომ ჩვენ მალევე დავეწიოთ განვიტარებულ ქვეყნებს თუნდაც ფინანსური სერვისებით სარგებლობის ტრადიციაში, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ფინანსური ტრადიციებზე ვსაუბროთ, აქ ძირითადად იგულისხმება ის პრაქტიკებიმ რომელბსაც ქვეყნების მოსახლეობა სხვების გამოცდილებაზე დაყრდნობით აკეთებს, და ეს ერთგვარი საერთოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა ამა თუ იმ სერვისთან დაკავშირებით. ეს ნაწილობრივ სწორედ იმის შედეგია, რომ ეს სერვისები განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია არსებობს და მათი გამოყენების გამოცდილებაც დაგროვილია და მათზე ინფორმაციაც უფრო ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომა რის საჭირო, რომ საქართველოს ფინანასურ სექტორ მივცეთ დრო განსავითარებლად, თუმცა მანამდე ჩვენითაც მაქსიმალურად უნდა ვიყოტ საქმის კურსში და აქტიურად მოვიძიოთ ინფრომაცია ამა თუ იმ სერვსის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, მაინც არის ბანკების მხრიდან პროაქტიულობის ნაკლებობა. საჭიროა, რომ მოსახლება იცნობდეს ამ სერვისებს და იცოდეს როდის უნდა მიმართოს ამ კონკრეტულ სერვისს და როდის უნდა გააკეთოს არჩევანი სხვა მომსახურებაზე. ეს ეხება როგორც ინდივიდებს ისე ბიზნესებსაც. ჩვენ შეგვიძლია რომ მოვთხოვოთ ბანკებს მეტი პროაქტიუობა, თუმცა მანამდე ჩვენით, ინტერნეტისბი მეშვეობითაც შეგვიძლია, რომ გავავრცელოთ ეს აუცილებელი ინფორმაცია და ბიზნესის მფლობელბს დავეხმაროთ საჭიროს ცნობებისა და შეთავაზებების მოძებნაში.

ამ პრობლემის ერთი ნაწილი ასევე არის ის, რომ ქართულ რეალობაში არ არსებობს სივრცე სადაც მხოლოდ ფინანსური სერვისებზე დაიდებდა ინფორმაცია და მომხმარებელს გარდა ბანკების სერვისების გაცნობისა შეეძლებოდა უფრო ზოგადი ფინანსური განათლების მიღება და ე.წ ფინანსურ ტრადიციებზე მეტის გაგება. ამ პრობლემის გადაჭრას ჩვენ ასეთი ბლოგების მეშვეობიტ ვცდილობთ და ვიმედოვნებთ რომ ასეთ ინფორმაციასაც გამოუჩნდება ქართველი მკითხველი.

თუმცა რომ დავუბრუნდეთ მთავარ თემა, რაც არის ბიზნეს სესხები საჭიროა ვიცოდეთ რამოდენიმე ძირითადი შეკითხვა, რომელიც ყველა ბიზნესმფობელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს სანამ სესხზე გააცხადს შეიტანს. საბედნიეროდ დრესდღეობით ასეთი სერვისების ნაკლებობა სულაც არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველა ბანკი, რომელიც მომხმარებლებს ამ სერვისს სთავაზობს ერთნაირ პირობებსაც ემორჩილება. თქვენ ნახავთ, რომ განსხვავება ამ სერვისებს შორის საკმაოდ დიდია და არჩევანიც თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა გააკეთოთ.

რატომ არის საჭირო ბიზნესის დაზღვევა?

დღესდღეობით საქართვეოში ძალიან ბევრი ახალი ბიზნესია და ხშირ შემთხევაში ქართველი მოქალაქეების სწორედ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას. ეს დიდი სტიმულია აქაური დამწყები ბიზნესმფლობელებოსთვის ისევე როგორც ეკონომიკისთვის საქართველოს ეკონომიკა, როგორც ვახსენეთ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ძლიერი, თუმცა განვითარების ნიშნები აშკარად სახეზეა. დღეს როცა ადგილობრივი ბიზნესები თამამ ნაბიჯებს დგამენ, როდესაც ბიზნესმფლობელები ფიქრობენ თუ როგორ შეიძლება უფრო გაზარდო თავიანთი ბიზნესი ისე რომ მაქსიმალრად შეამცირონ რისკები ბიზნესის დაძრვევის საკითხის აუცილებლად გახდება განხივლის საგანი. საქმე იმაშია, რომ მართალი დღეს ბევრია ხალი ბიზნესი ოპერირებს საქართველოში, თუმცა ბევრი მათგანი საკმაოდ მცირეა და ჯერ კიდევ არ ყავს მომხარებლების სტაბილური ჯგუფი, სწორედ ამიტომ მათთის რისკებიც უფრო მაღალია და რაც მთავარია, მათ უმრავლესობას არ აქვს ფინანსური მხარდაჭერა, რომ სხვადასხვა გაუთვალიწსინებელი შემთხვევსებისას შეძლოს საკუთარი ბიზნესის გადარჩენა და ფეხზედაყენება. ეს ის რეალური საფრთხეა რომელზეც ყველა ახალბედა ბიზნესი თ სტარტაპი უნდა დაფიქრდეს. ასეთი შემთხვევევბისთვის კი სწორედ ბიზნეს დაზღვევა გამოიყენება, რომელიც თქვენს მაგივრად მოაგვარებს იმ გაუვალისწინებელ შემთხვევებს რომელბიც ბიზნესის ოპერირებისას აუცილებლად მოხდება.

საქმე იმაშია რომ ბიზნეების დაზღვევის პრაქტიაკ ჯერ კიდევ არ არის კარგად გამჯდარი ადგილობრივ მოსახლეობაში. ამის მიზეზი შეიძლება ვეძებოთ ისევ შედარებით განუვითარებელ ეკონომიკასა და ასეთი ტიპის ბიზნესების სიახლეში. ადგილობრივი ბიზნესები შედარებით ახალი ფენომენია ქართული საზოგადოებისთვის ყოველშემთხვევაში იმ ფორმიტ როგორითაც ის დღეს არსებობს. ამიტომაც ის გამოცდილება და ცოდნა რომელიც ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობად და .თავად ბიზნესებლა გამოცდილოებით დააგროვეს ჩვენთან ჯერ კიდევ მიუწვდომელია.  თუმცა ამ ინფორმაციის გაზიარებითაც შეიძლება რომ საქართველოში ბიზნესების დაზღვევის ტრადიცია დაინერგოს და დროთა განმავლობაშ აუცილებელიც კი გახდეს ყველა ისეთი ბიზნესისთვის, რომელსაც გრძელვადიანი მიზნები და გეგმები აქვს.

ბიზნესის დაზღვევა უკვე ათწლეულებია აუცილებლობას წარმოადგენს დასავლეთსი, საქმე კი ძირითადა იმაშია, რომ როდესაც  ინდივიდი ან ინდივიდთა მცირე ჯგუფი ფლობს ბიზნეს, როემლსაც არ აქვს უამრავი ფილიალი, მილიონი დოლარის ოდენობის მოგება ყოველწელს და არ აქვს საჭირო კავშირების სხვადასხვა ოფიციალურ პირვებთან თუ დაწესებულებებთან ყველა პატარა დანაკლისი თუ გაუთვალისწინებელი მოვლენა დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ბიზნესზე. გარდა იმისა, რომ ბიზნესის დაზღვევა თავიდან აგარიდებთ იმ დამატებით გადასახადებს, რომლების გადახდაც აუცილებლად მოგიწევთ, ასევე დაზღვევის ქონდა ბევრად უფრო თავდაჯერებულს გაგხდით ბიზნესის მართვის ყოველ ეტაპზე და შესაძლებლია მოგცემთ, იფიქროთ უფრო ფართომასშტაბიანად და ბიზნესის გაფათოებისა და განვითარების პროცესიც დააჩქაროთ.

მართალი დღესდღეობით ნაკლებად ხდეაბ ძარცვისა და თუ სხვა ტიპის კრიმინალური აქტივობები ბიზნესებთან მიმათებაში, თუმცა ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს და შეიძლება მიღებული ზარალი იმენდან დიდი აღმოჩნდეს რომ ბიზნესის დროებით შეჩერებაც კი მოგიწიოთ ამიტომ ყოვლთვის სასურველი რომ გქონდეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენი დაზღვევა იქნება.  გარდა ამისა შეძლებთ დაიზღვიოთ თავი ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან როდესაც თავად კლიენტი ან თქვენი თანამშრომელი მიაყენებს ზარალს ამ პროდუქციას ან თქვენს სამუშაო სივრცეს და ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ჯობია იყოთ დაზღვეული ვიდრე ინერვიულოთ იმაზე, რომ ყოველთვის ყველას აკონტროლებდეთ თქვენს სამუშაო სივრცეში, და კლიენტებსაც ასევე ექცეოდეთ.

ეს გამოწვევები ბიზნესის მფლობელების წინაშე ძალიან დიდი ხანია დგას, თუმცა თანამედროვე გამოწვევებმა დაზღვევის ინდუსტრიასაც გაუჩინეს ახალი წინაღობები. მაგალითისთვის დღესდღეობით კლიმატის ცლვლილების მიერ გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები ბევრად დიდ საფრთხეს უქმნიან ბიზნესებს ვიდრე ოდესმე, დღესდღეობით ბევრად დიდია შანსი, რომ თქვენი ბიზნები, თქვენი სამუშაო სივრცე დაზარალდეს კლიმატის ცვლილების გამო  და გაიძულოთ შეწყვიტოთ ფუნქციონირება. ეს რა თქმა უნდა ზოგ ადგილას მდებარე ოფისებს მეტად ეხება ვიდრეს მაგალითად ისევ საქართველოში არსებულ ბიზნესებს, მაგრამ ეს ის ფაქტორია, რომელიც წლებთან ერთად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება. საქმე იმაშია, რომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სადაზვევო კომპანიები ახლა ცდილობენ რომ შეცვალონ არსებული რეგულაციები, და შეადგინონ ისეთი გეგმები, რომლებიც მათ ასეთ დიდ წაგებაში არ წაიყვანს. საქმე იმაშია რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილები მიერ გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები გაზრდილი სისწარფით აზიანებენ ბიზნესებს და სადაზღვევო კომპანიებს ასეთი შემთხვევებისთვსი ბევრად მეტი თანხის გადახდა უწევთ ვიდრე ეს თუნდაც ორი წლის წინ უწევდათ. ბუნებრივი კატასტროფები, ყოველთვის წარმოადგენდნენ რეალურ საფრთხეს, თუმცა ამჟამად ეს საფრთხე ბევრად უფრო ხშირად დგას ბიზნესების წინაშე, და შესაბამისად ამას სადაზღვევო კომპანიებიც ითვალსწინებენ.

მართალია ამ მხრივ ცვლილებები მოსალოდნელია ახლო მომავალში, თუმცა ამჟამად თქვენ სადაზღვევო კომპანიები მაინც დაგაზღვავენ ძველი სტანდარტებით ასეთი ბუნებრივი მოვლენებისგან და ამის გათვალისწინებაც უფრო და უფრო საჭირო გახდეაბ ბიზნესმფლობელებისთვის. ეს საკითხი ბევრისთვის შეიძლება საკამთო აღმოჩნდეს რადგან კლიმატი ცვლილების ბევრ არ სჯერა. მიუხედავად იმისა თუ როგორი თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ ბუნებრივი სტიქიებისგან გარკვეულწილად მაინც დააზღვიოთ თქვენი ბიზნესი თუ სათაო ოფისები ან ზოგადად დაწესებულებელი სარისკო ზონებში გაქვთ.

ბიზნესმფლობელებს ხშირად უჭირთ ამ გადაწყვეტილების მიღება რადგანაც სურთ დამატებით გადასახადებს თავი აარიდონ. ეს სავსებით გასაგებია განსაკუთრებით კი ახალბედა ბიზნესებისგან , რომლებსაც ძალან მცირე მოგება აქვთ ან შეიძლება ჯერ კიდევ არ აქვტ სტაბილური შემოსავალი. ასეთ შემთხვევაში დაზღვევაზე ფიქრი შეიძლება მართლაც არ იყოს მიზანშეწონილი ადგან ეს თანხები სხვა მიზსნითვსი შეიძლება უფრო პროდუქტიულად იქნეს გამოყენებული. ბიზნსის დაზღვევა ერთგავრი ფუფუნებაა, რომლის უფლებაც საკუთარ თავს მფლობელემა რაც შეიძლება დრე უნდა მისცენ,თუმცა არა იმ შემთხვევაში თუ ეს მათ ბიზნესს ზიანს მიაყენებს ან მოგებას ნოალმდე დაიყვანს. ბიზნესის დაზღვევაზე ფიქრი შეგვიძლია დავიწყოთ მაშინ თუ გვაქვს ასე თ ისე სტაბილური შემოსავალი და ბიზნეის დაზღვევისთვის საჭირო ყოველთვიური გადასახადი ჩვენი შემოსავლის ზედმეტად დიდ პროცენტს არ წაიღებს. ამისათვის მნიშვნელოვანია რომ თავად განსაზღვროთ თუ რა თანხის გადახდისთვის ხართ მზად დაზღვევისთვის და რა კონკრეტულ სერვისებზე გექნებათ მოთხოვნა.

ბიზნეს დაზღვევის სხვადასხვა ტიპები არსებობსა და თქვენი არჩევანი ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა ტიპის ბიზნესი გაქვთ და რა ტიპის შემთხვევებოსგან გსურთ უპირველეს ყოვლისა თავის დაზღვევა. იმისთვის რომ გააკეთოთ ინფორმირებული არჩევანი კი ჩვენ გთავაზობთ ყველა იმ ძირითადი სადაზღვევოს შემოთავაზებას რომელიც ბიზნესებთან მუშაობენ  და დეტალურად განვიხილავთ იმ დადებიტ  და უარყოფიტ მხარეებს, რომლებიც არ სერვისებს აქვთ. საქართველოში ბანკები და ცალკე სადაზღვევო დაწესებულებებები გვთავაზობენ  დაზღვევის სერვისებს, ასევე გამჩნდა ბევრი ონლაინ დაზღვევის სერვისი და დღესდღეობით ამ სერვისის მიღება ისეთ მარტივია როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, პროცედურა უფრო გაწელილი იქნება ვიდრე ეს ინდივიდუალური სადაზღვევო პოლისების შემთხვევაში არის თუმცა მათ უმრავლესობის შევსება თქვენ უკვე ონლაინ შეგიძიათმ უბრალოდ საჭირო დოკუმენტების მოგროვებითა და თქვენი პირადი ინფორმაციის საიტზე ატვირთვით. ასევე არსებობს სხვადასხვა აპლიკაციები, რომელბის დაგეხმარებათ დაზღვევის სახლიდან გასვლის გარეშე მიღებაში და ასე რომ თ ტექნოლოგიასთნა ურთიერთობა გეხერხებათ მაშინ აუცილებლად განიხილეთ ეს არჩევანიც, რათა პროცესი მაქსიმალურად დააჩქაროთ. ონლაინ გაკეთებული დაზღვევები უფრო სწრაფად იძლევა შედეგს რადგან არ გეკარგებათ დრო მგზავრობაში, ოფისში ლოდინსა და გადამისამართებებში. ეს ყველაფერი ძალიან სწაფად გვარდება ონლაინ . გააცხადსი შევსებით, ხოლო ბანკში ან თავად დაესებულებაში მისვლა შეიძლება მხოლოდ დაზღვევის ბოლო ეტაპზე მოგიწიოთ. ონლან დაზღვევა და სხვადასხვა ინოვატორული სერვისები მომავალში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება მასებისთვის, მათი გამოყენებაც უფრო მარტივის იქნება და თავად სადაზღვეოებსაც გაუმარტივებს მუშაობის პროცესს, რადგამ მინიმუმამდე დაიყვანს ოფისში მისვლის აუცილებლობას.

გამომიდნარე იქიდან რომ სტარტაპები, ონლაინ-კომპანიები და სხვა თანამედროვე სერვის პროვაიდერები საქართველოში ჯერ ბევრი არ გვყავს სადაზღვევო იდუსტრიის დ იდი ნაწილი ისევ ძველებური მეთოდებით მუშაობს. თუ თქვენც ასე გირჩევნიათ საქმიანობის წარმოაება მაშინ თქვენ ეს ფაქტორიც შეგიწყობთ ხელს.

საქართელოში სადაზღვევო სერვისები შეგიძლიათ მიიღოთ იმ ბანკებისგან რომლებთანაც უკვე გაქვთ ფინანსური ისტორია ან შეიძლება აღმოაჩინოთ რომ სხვა ბანკი უკეთეს შეთავაზებას გთავაზობთ. სანამ ბიზნესსესხის ასაღებათ წახვალთ ან პროვაიდერს აირჩევთ საჭიროა რამდენიმ უმთავრეს კითხვაზე გქონდეთ პასუხი რათა არჩევანი უფრო ინფორმირებულად გააკეთოთ და შემთხვევიტ წამგებიან შეთანხმებაზე არ მოაწეროთ ხელი უბრალოდ იმიტომ, რომ საკუთარ მოთხოვნებს არ იცნობთ კარგად.

პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის თუ რა წარმოადგენს თქვენთვის მთავარ რისკს და რა შემთხვევაში გამოგადგებოდათ დაზღვევა ყველაზე ხშირად. მართალია კარგია თუ თქვენს ბიზნეს დააზღვევთ კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული კატასტროფებისგან, მაგრამ თუ თქვენი ბიზნესი მდებარეოსბ მაგალითად თბილისში შანსი იმისა, რომ ამ დაზღვევას ოდესმე გამოიყენებთ საკმაოდ დაბალია. ანუ როდესაც თქვენ ეძებთ კრიტერიუმებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს თქვენ მიერ არჩეული სადაზღვევო კომპანია, გაითვალისწინეთ ის შემთხვევები და საჭიროებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩნდება ტქვენს ბიზნესში და თქვენს გარშემო. დააკვირდით გარშემო ბიზნესებს და გამოიკვიეთ თქვენს გარშემო რომელი სადაზღვევო პირობე გამოდგა საბოლოო ჯამში ყველაზე სარგებლიანი და რა ტიპის დახმარება სჭირდებოდათ ბიზნესებს თქვენს გარშემო. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ადგილის სპეციფიკური მოცემულობებიდან გამომდინარე, ობიექტურად შეაფასოთ ბიზნესის საჭიროებები. დიდი ალბათობით, როგორც ბიზნესი, პრიორიტეტი ბანკებთნა თანამშრომლობას მიენიჭება ხოლმე. ყოველშემთხვევაში ეს ასეა სხვა ფინანსური სერვისების შემთხვევაში. რაც შეეხება დაზღვევას არსებობს ბევრი დიდი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და უკვე წლებია მოსახლოებას ხარისხიან მოსახურებას სთავაზობს.

ირაო

ირაო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სადაზღვევო კომპანიაა და ისინი ბიზნესის დაზღვევის სერვისსაც სთავაზობენ მომხმარებლებს. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ირაოს სერვისებით, თუ ფლობთ მცირე ან საშუალო ბიზნესს და მაშინ ირაოში წელიწადში სულ რაღაც 350 ლარად შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი ბიზნესი და ქონების დაძიანებით გმაოწვეული დანახარჯების ანაზღაურება თქვენ აღა მოგიწევთ. ირაოს მიერ შემოთავაზებული დაზღვევის პაკეთი გულისხმობს თქვენი ბიზნესის საკუთრებაში არსებულ ი სენობების, ცალკეული ფართების, სამეურნეოა ნაგებობების, საწარმოო და ტექნოლოგიუი ხაზების და მანქანა დანადგარების დაზღვევას. ასევე ამ პაკეტში შედის საკომუნიკაციო მოწყობილობების, მაღალი ძაბვის მანქანების, სასაქონლო-მატერიალური ნივთების და ინვენტარის დაზღვევას. ირაოს დაზღვევა გათვლივლია გაუთვალისწინებელ ხარჯებზე, როგორებიც არის ხანძრით, მეხით, აფეთქებით, კონტეინერის აფეთქებით, საჰაერო ხოლადის.მისი ნაწილების ვარდნით გამოწვეული ზარალი. ასევე მიწისძვრით, შტორმით, ქარიშხლით, სეტყვით, მეწყერით, ქვის ცვენით, თოვლის სიმძიმით და წყალდიდობით გამოწვეული ხარჯები. გარდა ამისა დაზღვევის პოლისში გათვალისწინებული წყალგაყვანილობისა და სადრენაჟო სისტემიდან გამონადენი წყლით გამოწვეული ზარალი, საქვაბეებიდან ან მილებიდან სმოხეთქვით გამოწვეული ზარალი.  ეს რაც შეეხება იმ მოვლენებს რომლებთანაც ადამიანს არ აქვს კავშირი. თუმცა ირაო ასევე დაფარავს მესამე პირის მიერ ჩადენილ ვანდალიზმ, ქურდობას და დაყაჩაღების მცდელობებს. ბევრ სადაზღვეო კომპანიას არ აქვს ეს პუნქტი მათ ბიზნეს გეგმებში, მაგრამ ირაო ასევე აგინაზღაურებთ საქმიანობის შეჩერების შედეგად შემცირებული შემოსავლით მოყენებულ ზიანდ და ქონების პირდაპირ ზარალს. თქვენ ეს სადაზღვევო პოლისი შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ რეჟიმშიც. არსებობს ლიმიტები თუ რა თანხაზე შეგიძლიათ დაეზღვიოთ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტი 10,00 ლარია, საქმიანობის შეჩერების დაზღვევისაც ასევე 10,000 ლარი.რაც შეეხება ქონების დაზღვევას ლიმიტი 50,000 ლარია ზოლო ქველიმიტი მინეზე 1000 ლარის, ხოლო სეიფში ნაღდი ფულის შენახვის შემთხვევაში 2000 ლარი. ეს შეთავაზება საკმაოდ უნივერსალურია და ფასიც ასე თუ ისე მისაღები. ასე რომ ახალი ბიზნესებისთვის ეს პაკეტი სავსებიტ ოპტიმალურია. თუმცაღა არამხოლოდ სადაზღვევო კომპანიებთან შეიძლება ბიზნესის დაზღვევა და ამ სერვისებს ბანკებიც გვთავაზობენ.

თი ბი სი

თი ბი სი ბანკი კომბინირებულ დაზღვევას სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესებს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ქონების, შენობა-ნაგებობების და ბიზნესის შეფერხებისგან დაზღვევის მიღება ბანკისგან. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი ძირითადი პროდუქტი, და ორი ანდ ერთი დამატებითი სერვისი, ან ბიზნესის შეფერების დაზღვევა ან შენობა-ნაგებობების დაზღვევა. იმისთვის რომ მიიღოთ ეს დაზღვევა თქვენ დაგჭირდებათ საკუთრებით დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც აღწერს შენობის შიგთვსს, მანქანა დანადგარებს და სასაწყობე მარაგებს.  როდესაც ბიზნესის შეფერეხების დაზღვევას იძენთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანაზრაურდება მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში შემცირებული ბრუნვის ოდენობა, და ანაზღაურების პერიოდი 180 კალენდარული დღეა, ხოლო ანზღაურების მაქსიმალური დღიური ლიმიტ 250 ლარი დღეში. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, მაქსიმალური სადაზღვევო ტანხა არის 2 000 000 ლარი, წლირუი სადაზღვევო ტარიფი არისნ 0.15% ხოლო მინიმალური სადაზღვევო პრემის არის 100 ლარი.

ალდაგი

ალდაგი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სადაზღვევო კომპანია საქართველოში ასევე სთავაზობს მოსახლოებას მათი იზნესების დაზღვევას.  ალდაგი ყოველწლიურად ათი ათასობის მეწარმის ბიზნესს აზღვევს და მათ უნიკალურ საჭიროებებსაც ითვალისწინებს. ალდაგში შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი ავტომობილები,  აღადგინოთ და შეცვალოტ ავტომობილის დაზიანებული ნაწილები თუ ეს თქვენი ბიზნესის ნაწილია. ეს ავტოდაზღვევა დაგიფარავთ სრულ დაზიანებას ავტოსაგზაო შემთხვაში, ასევე დაფარავს ხარჯებს ხანძრის, აფეტქების, ვანდალიზმის, ასევე სტიქიური უბედურების შემთხვევაში. ეს პოლისი ითვალისწინებს ქურდობას, ძარცვას და ყაჩაღობას ასევე ნაწილობრი დაზიანებასაც. ასევე შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი მძღოლი და მგზავრები. ასევე შეგიძლიათ დააზღვიოთ ავტო პაუსიხმგებლობა, რომელ შემთხვევაშიც მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის მიზნის, შეგეძლებათ თავიდან აიცილოთ კომპანიაში მყოფი ავტომობილით მესამე პირთათვის მიყენებული ქონებრივი და ფიზიკური ზიანის ხარჯები.

რაც შეეხება ქონების დაზღვევას რომელიც ალბათ ყველაზე პოპულარუი და საწირო სადაზღვევო შემოთავაზებაა ბიზნესების მფლობელებისთვის, ალდაგი ამ სერვისსაც გთავაზობთ. ალდაგში ქონების დაზღვევისაც თქვენ გაქვთ შანსი დააზღვიოთ შენობა-ნაგებობები, ბინები, ოფისები, სააქროები და სხვა. შენობის ტიპში თქვენ შეზღუდულები არ ხართ. ასევე შეგიძლიათ დააზღვიოთ მანქანა-დანადგარები, საწარმო-ტექნოლოგიური ხაზები, სამეურნეო ინვენტარი, ელექტროტექნიკა, კომპიუტერები და სხვა. ამ სადაზღვევო პლისში შედის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, ინტერიერის საგნები და მათი მოპირკეთებაც კი. ფანჯრის მინები, სარკეები და ვიტრიბენი ამ დაზღვევის ჩვეულებრივი ნაწილი და არ მოითხოვს დამატებიტ შენატანებს.

ეს პოლიცი მოიცაბს ხანრის შემთხვევას, როდესაც შენობა ზიანდება შენობაში გაჩენილი ცეცხლით, ეს ზარალი ანაზრაურდება პოლისით. ალდაგის ბიზნესისი დაზღვევა ასევე ითვალისწინებს, აფეთქების შემთხვევას, როდესაც დაზღვეული ქონება დაზიანდება აფეთქები შედეგად. ამ პოლისში შედის ასევე მეხის დაცემა, ვანდალიზმი, თვითმფირნავის ჩამოვარდა, ქურდობა, მიწისძვრა, ბუნებრივი კატაკლიზმები, დატბორვა და ავტოტრანსპორტი შეხაჯება.

ცალკე შემოთავაზება აქვს ალდაგს მანქანა-დანადგარებისთვის,რომელზეც იგივე პირობები ვრცელდება როგორის ქონების დაზღვევაზე და შესაბამისად იმაზე შემთხვევებს ითვალისწინებს როგორსაც ქონების დაზღვევის პოლისი. ალდაგში ასევე შეგიძლიათ თქვენი მარაგების დაზღვევა. როგორც ხედავთ ალდაგს ყველაზე დივესიფიცირებული დაზღვევის პოლისები აქვს და მეტად დეტალურად შეუძლია მოერგოს თქვენი ბიზნესის კონკრეტულ მოთხოვნებს. ალდაგი როგორც კომპანია უკვე წლების სანდოობიტ გამოირჩევა და უსაფრთხო არჩევანი ნებისმიერ ახალი ბიზნესისთვის.

როგორც ხედავთ ქართულ მარკეტზე არის საკმაოდ არჩევანი და არ ხართ შეზღუდულები იმ სერვისებში, რომლეთა დაფარვისთვისაც სადაზღვევო კომპანიები მზად არიან. ეს ძალიან მომგებიანი მიზნესებისთის და როგორც ნახეთ დაფარული ძალიან ბევრი სხვადასხვა შემთხვევა და ბიზნესის სხვადასხვა ასპექტებისთვის.

ზოგადად თქვენი დაზღვევის საფასური დამოკიდებული იქნება თავად თქვენ ბიზნესზე და რა ტიპი ქონებას, რა ღირებულების ბიზნესს აზღვევთ კომპანიასთან თუმცა ფასი ძირითადად სავსებიტ მისაღები არის ხოლმე.  ასეთი ტიპის დაზღვევები დაგეხმარებათ რომ თქვენი ბიზნესი დაიცვათ გაუთვაისინებელი შემთხვევებისგან რადგანც და განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ასეთი პრობლემები ძალიან დააზიანებს თქვენს მიზნესს და როგორც კი გექნებათ შესაძლებლობა რომ დააზვიოთ თქვენი ბიზნესი ეს გადაწყვეტილება აუციბლად უნდა მიიღოთ. მართალია ზოგადად ეს ძირითი სადაზღვევო პოლისები დაახლოებით ერთ პირობებს გთავაზობენ , თუმცა მოცემულობები სხვადასხვაა და თქვენი ბიზნესის ხასიატიდანგამომდიანრე უნდა გააკეთოთ არჩევანი ისეთ შემოთავაზება რომელიც ფარავს თქვენთვის ყველაზე რეალისტუ შემთხვევას და ასევე შეღავათიან ფასად გთავაზობტ ამ სერვისს.

რა თქმა უნდა, ბიზნესის დაზღვევა მოთხოვნილება არ არის და თქვენ არავინ გაგამტყუვნებთ თუ გადაწყვეტთ, რომ არ დააზღვიოთ თქვენი ბიზნესი. მიუხედავად იმისა, რომ ამას ბერვი ბენეფიტი აქვს არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ რომ მოგებინის ნაწილი დაზღვევაში წავიდეს, რომელსაც ალბათ არ გამოიყენებთ ხშირად. თუმცა მათთვის ვინც არ იზიარებს ამ მიდგომას და დარწმუნებულია რომ ჯობია ყოველთვიურად პატარა გადარიცვხვა გააკეთოს, იმის მაგივრად რომ საჭიროები დროს უამრავი ტანხა გადაიხადოს და ალბათ შემოსავალიც დაკარგოს დროებით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

ეს ასევე რეალისტური გადაწყვეტილებაა, რადგან აუცილებლად დადგება მომენტი როდესაც თქვენი ბიზნები აღმოჩნდება მოულოდნელობის წინაშე, რაც დაგაყენებთ ფინანსურად რთულ მდგომარეობაში. ისევე როგორც ყველაზა აზღვევს საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში საჭირო თანხის პირდაპირ გადახდა თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა, და დიდი ალბათობით შეუძლებელი, უმჯობესია, რომ ეს თანხა დანაწევრებული გზით ყოველთვიურად მიდიოდეს დაზღვევაში, რომ საჭიროების დროს თქვენ ბევრად მეტი თანხა დაზოგოთ, ვიდრე ალბათ ამას დაზღვევაზე უარის თქმით მოახერხებდით. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის დაზღვევა არ არის აუცილებელი, ეს სასურველი იმიტომ, რომ თუ ბუნებრივი კატაკლიზმებსი შედეგად ან ძარცვის შედეგად თქვენ დაკარგეთ ბიზნესი, შესაძლოა თვეების განმავლობაში არამხოლდო მოგიწიოთ ამ ყველაფრის შეკეთების ფასების გადახდა არამედ შეგიჩერდებათ შემოსავალი რადგან ბინზესმა შეიძლება ვერ განაგრძოს ნორმალურად მუშაობა სხვადასხვა დაზინაბებების გამო.

ეს განსაკუთრებით ეხება პატარა და საშუალო ბიზნესებს, რადგანაც დიდი კორპორაციები მარტივად მოახდენენ ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დაღწევას, ხოლო პატარა ბინზესისთვის ეს შეიძლება დახურვის მიზეზიც კი გახდეს რადგანც დაზღვევის გარეშე მათ შეიძლება არ აღმოაჩნდეთ ფინანსური რესურსები იმისა, რომ მიყენებული ზარალი აანაზღაუროს, აღადგინოს მუშაობა ნორმალურ რეჟიმში ან შეიძლება საერთოდ თვეების განმავლობაში ვერ იპოვოს იმის რესუსრსები რომ მიყენებული ზარალი როგორმე გადაწონოს და ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდეს. როგორც აღვნშნეთ, საქართველოში მცირე ბიზნესები ბევრია, განსაკუთრებით კი ისეთები, რომელბიც სულ ეხლა იწყებენ საქმიანობას და არ აქვთ სტაბილური შემოსავალი და არც კლიენტურა. ეს კი ნიშნავს რომ ნებისმიერი ისეთი ზარალი რომელიც ბინზესს შეაჩერებს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი ვეღან გააგრძელებენ მუშაობას რადგან უბრალოდ არ ექნებათ ზარალის აღდგენის რესურსები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მცირე და საშუალო ბიზნესებმა დაიზღვიონ თავი და ამით საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა გაიხანგრძლივონ. პატარა ბიზნესებს სჭირდებათ უსაფრთხოების ეს ზომა, რათა უფრო მარტივად შეძლონ დაუბრუნდნენ მუშაობას და ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო არ მოუხდეთ მთელი ბიზნესის შეწყვეტა.

დღესდღეობით ბიზნესების დაზღვევა არც თუ ისე პოპულარული საქართველოში, რაც ასევე იმის მიზეზია თუ რატომ არ სთავაზობს ამ სერვისს მოსახლოებას უფრო მეტი პროვაიდერი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესების რაოდენობა იზრდება დიდი ალბათობით ამ სერვიპროავიდერების რაოდენობაც გაიზრდება რადგან მოსახლეობას დღეს უფრო მეტი ინფორმაცი აქვს ბიზნესების მართვასთან და ფინანსების რაციონალურ გადანაწილებასთან დაკავშირებით. ეს დიდწილად იმის მომასწავლებელის, რომ მომავალში ბევრად მეტი წარმატებული მცირე და საშუალობიზნები იქნება ქვეყნის მასშტაბით და დაზვევაზე მოტხოვნაც გაიზრდება. მართალი იმისთვის, რომ კომპანიებმა დაიწყონ ბიზნესის დაზღვევაზე ფიქრი, საჭიროა რომ ისინი ეკონომიკურად უფრო მდგრად პოზიციაზე იყონ, თუმცა ამას დიდწლიანდ ისევ დრო განაპირობებს.

ბიზნესების დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანი ამ სექტორის განვიტარებისთვის და ე.წ მეორე შანსებისთვის. ბევრია ისეთი შემთხვევა როდესაც დაზღვევის არქონის გამო ბიზნესები ვერ ახერხებენ რომ გააგრძელონ საქმიანობა ან ზედმეტად ბევრი დრო სჭირდებათ იმისთვის რომ ნორმალურ ფუნქიონირებას დაუბრუნდნენ. ფრთხილი მიდგომა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, თუ როგორი შეხედულება გაქვთ იმაზე,თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში დაზღვევა ყოველთვის ოპტიმალური გამოსავალია.

ბიზნესის დაზღვევა თავიდან ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ და იმ მოულოდნელობებთან გამკლავებას, რომლებიც აუცილებლად შეგხვდებათ გზაში, უფრო გაგიმარტივებთ. რაც მეტს ვისაუბრებთ დაზღვევის მნიშვნელობასა და პატარა ბიზნესებისთვსი სასიცოცხლო ფინანსურ საჭიროებებზე მით უფრო მეტი შანსია, რომ ეს სექტორი ქვეყანაში სწრაფად განვითარდეს.