ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში – პირობების და ფასების შედარება
მთელს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაზღვევის ტიპი ჯანმრთელობის დაზღვევაა, მათ შორის საქართველოშიც. ჯანმრთელობის დაზღვევას საქართველოში არსებული ყველა სადაზღვეო კომპანია სთავაზობს მოსახლეობას. თუმცა, მათი უმრავლესობა მხოლოდ კორპორატიულ კლიენტებს ემსახურება. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები განსხვავდება ერთმაენთისაგან პირობებითა და ღირებულებით, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ კონკრეტულად რას გთავაზობთ ესა თუ ის კომპანია. ამასთანავე, თითოეული კომპანია მსურველებს განსხვავებულ სადაზღვეო პოლისებს სთავაზობს მათი საჭირობებიდან, სურვილებიდან და ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე. კერძო დაზღვევის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ასავე საყოველთაო დაზღვევით სარგებლობა. აქაც, მნიშვნელოვანია იცოდეთ კონკრეტულად რა ტიპის საყოველთაო დაზღვევაა თქვენთვის ხელმისაწვდომი.
სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში განვიხილავთ დაზღვევის ზოგად პირობებს საქართველოში, დეტალურად მოგიყვებით საყოვეთაო დაზღვევის პირობების შესახებ, ასევე განვიხილავთ თითოეულ კომპანიას, რომელიც კერძო ინდივიდუალურ დაზღვევას გთავაზობთ, შევადარებთ მათ პირობებსა და ღირებულებას რათა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ. თუმცა, თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობაში, წაიკითხეთ რა საჭიროა ჯანმრთელობის დაზღვევა ქვემოთ.
Contents
- 1 რა საჭიროა ჯანმრთელობის დაზღვევა
- 2 რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის შეძენისას
- 3 ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა
- 4 რომელი სადაზღვეო კომპანიები სთავაზობენ ჯანმრთელობის დაზღვევას?
- 5 სადაზღვეო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
- 6 სადაზღვეო კომპანია უნისონი
- 7 ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების შედარება
რა საჭიროა ჯანმრთელობის დაზღვევა
ჯანმრთელობა ისეთი რამაა, რისთვისაც ფული და დრო არ უნდა დაგენანოთ. სამწუხაროდ დღეს ეკონომიკური სიტუაციისა და მუდმივად გადატვირთული რეჟიმის გამო ადამიანები ნაკლებად აქცევენ ჯანმრთელობას ყურადღებას – არ დადიან ყოველწლიურ შემოწმებაზე და არ მიდიან ექიმთან მანამ, სანამ ჯანმრთელობის პრობლემები სერიოზულდება. ამასთანვე, რატომღაც ბევრს მიაჩნია რომ ყოველტვიური სადაზღვეო პრემიის გადახდა ზედმეტი დანახარჯია და მაშინ გადაიხდიან საფასურს, როდესაც ექიმთან წასვლა მოუწევთ. სინამდვილეში ჯანმრთელობის დაზღვევა გიცავთ დამატებითი ხარჯებისაგან და შესაბამისად დამატებითი თავისტკივილისაგან.
როდესაც ჯანმრთელობის დაძღვევა გაქვთ, ვალდებული ხართ ყოველი თვის განმავლობაში გადაიხადოთ სადაზღვეო პრემია იმ პოლისის შესაბამისად, რომელიც შეძენილი გაქვთ. ამის სანაცვლოდ შეგიძლიათ ისარგებლოთ ნაკლები ფასებით განსაზღვრულ კლინიკებში. ასევე შეგიძლიათ სრულად გადაიხადოთ ექიმის მომსახურების საფასური, რომლის წინასწარ განსაზღვრულ პროცენტაც თქვენი სადაზღვეო კომპანია აგინაზღაურებთ დადგენილ ვადაში. ზოგიერთ პოლისში შედის სტომატოლოგიური მომსახურებაც, ზოგიერთი პოლისი კი ამას გამორიცხავს. ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები სადაზღვეო კომპანიის თანამონაწილეობით. მაგალითად თუ მედიკამენტების შეძენისათვის სადაზღვეო კომპანიის თანამონაწილეობა 60 პროცენტია ხოლო თქვენი კი 40 პროცენტი, იმ მედიკამენტში რომელიც 100 ლარი ღირს თქვენ გადაიხდით 40 ლარს, ხოლო სადაზღვეო კომპანია დარჩენილ თანხას. განსხვავებული მძღოლის დამგზავრების დაზღვევა, რომელიც ავარიის შემთხვევაშიდამატებიტ ანაზღაურებას გთავაზობთ.
ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში მეტად მოსახერხებელია დაზღვეულისათვის ამ და სხვა დამატებითი ბენეფიტების გამო, რომელთაც თითოეული სადაზღვეო კომპანია სთავაზობს კლიენტებს. მათ ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ. თუ თქვენ არ გსურთ შეიძინოთ ინდივიდუალური ჯანმრთელობის სადაზღვეო პოლისი და გსურთ ისარგებლოთ ჯანმრთელობის დაზღვევით წაიკითხეთ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პირობების შესახებ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის შეძენისას
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის შეძენა მნიშნვნელოვანი გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, ამას გულისყურით უნდა მოეკიდოთ და კარგად გამოიკვლიოთ რას გთავაზობთ ესა თუ ის სადაზღვეო კომპანია. ძირითადად ადამიანები ყურადღებას მხოლოდ ყოველთვიურ სადაზღვეო პრემიასა და პროცენტულ თანამონაწილეობას აქცევენ. თუმცა შერჩევისას სხვა პირობებიც უნდა შეისწავლოთ რათა შEარჩიოთ საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში.
ყოველთვიური სადაზღვეო პრემია
თუ სადაზღვეო პრემიის რაოდენობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ეს პირველი რამაა, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. განსაზღვრეთ დაახლოებით რა თანხის გადახდა გსურთ ყოველთვიურად დაზღვევაში. ნახეთ კომპანიები, რომლებიც გთავაზობენ დაზღვევას და შეამოწმეთ რომელი მათგანის შემოთავაზებაა თქვენს თანხასთან ყველაზე ახლოს. თუმცა, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო იაფია დაზღვევა მით უფრო ნაკლები დაფარვა აქვს მას და ასევე პროცენტული თანამონაწილეობა და წლიური ლიმიტიც დაბალია.
მომსახურეობის ანაზღაურებადი პროცენტი
თქვენ ალბათ უკვე იცით დაახლოებით რა მომსახურეობები შეიძლება დაგჭრიდეთ, ან რითი გსურთ ისარგებლოთ როდესაც დაზღვევა გექნებათ. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ პროცენტულ თანამონაწილეობას. ამასთანავე შეადარეთ ერთი სადაზღვე კომპანიის კონკრეტული პოლისი სხვა პოლისებს, შესაძლოა გიღირდეთ თვეში 10-20 ლარით მეტის გადახდა იმისათვის რომ უეკთესი პირობებით ისარგებლოთ. ასევე შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა ჯანმრთელობის პოლისები რომ ნახოთ, რომელს აქვს უფრო მეტი თანამონაწილეობა.
მედიკამენტების ანაზღაურების პროცენტი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის მედიკამენტების ანაზღაურებაში სადაზღვეო კომპანიის პროცენტული თანამონაწილეობა, წლიური ლიმიტი და აფთიაქების ჩამოანთვალი. თუ იცით, რომ შესაძლოა მედიკამენტორზური მკურნალობა დაგჭირდეთ შესაბამისად შეარჩიეთ ისეთი პოლისი, რომელსაც უფრო მაღალი დაფარვა აქვს.
გამონაკლისი მომსახურეობები/დაავადებები
აუცილებელია გაეცნოთ გამონაკლის დაავდადებებსა და მომსახურეობებს. შესაძლოა თქვენ გაქვთ რაიმე დაავადება და გსურთ გქონდეთ დაზღვევა რომ უფრო ნაკლები თანხა გადაიხადოთ მედიკამენტებში, ექიმთან ვიზიტებსა და გამოკვლევებში და დაზღვეული იყოთ გართულებებისაგან. შესაბამისად შეიძლება შეარჩიოთ სადაზღვეო პოლისი და აღმოაჩინოთ რომ თქვენი პოლისი არ ფარავს ამ მომსახურეობებს. გამონაკლისების შესახებ ინფორმაცია როგორც წესი საიტზე მოცემული არ არის, მაგრამ აუცილებლადაა მოცემული ხელშეკრულებაში. ძირითადად სადაზღვეო კომპანიებს ხელშეკრულებები საიტზეც აქვთ ატვირთული. შესაბამისად, ჩამოტვირთეთ ისინი და ყურადღებით გაეცანით.
პროვაიდერი სამედიცინო და სტომატოლოგიური დაწესებულებები
ყველა სადაზღვეო კომპანიას აქვს პროვაიდერი კლინიკები, სადაც მომსახურეობის მიღება თქვენთვის უფრო კომფორტულია. პროვაიდერ კლინიკებში სადაზღვეო კომპანიების თანამონაწილეობის პროცენტი გაცილებით მაღალია. ამასთანავე, მომსახურეობის მიღებისას იხდით არა სრულ თანხას, არამედ თქვენს წილს. შესაბამისად არ გიწევთ ქვითრებისა და საბუთების გაგზავნა სადაზღვეო კომპანიისათვის და ანაზღაურებისათვის ლოდინი. ზოგიერთ კომპანიას მეტი პროვაიდერი კლინიკა აქვს, ზოგს კი ნაკლები. ასევე, კლინიკები ხშირად განსხვავდება ფასებით და მომსახურეობის ხარისხით. სანამ ჯანმრთელობის დაზღვევას იყიდით, აუცილებლად გადაამოწმეთ რომელი კლინიკებია პროვდაიდერი და შესაბამისად აირჩიეთ სადაზღვეო კომპანია.
მოცდის პერიოდი
ზოგიერთ მომსახურეობას, რაც დაზღვევითაა განსაზღვრული ვერ მიიღებთ დაზღვევისთანავე. მაგალითად თუ 5 თვეა რაც დაზღვევით სარგებლობთ, გეგმიურ ჰოსპიტალიზაციას დაზღვევა არ დაგიფინანსებთ, ამ მომსახურეობისათვის როგორც წესი მოცდის პერიოდი 12-დან 24 თვემდეა. ასევე ორსულობისა და მშობიარობისთვის თანადაფინანსებას მიიღებთ მას შემდეგ რაც უწყვეტათ სარგებლობთ კონკრეტული სადაზღვეო კომპანიით 12-დან 24 თვემდე. მოცდის პერიოდი განსხვავებულია ყველა სადაზღვეო კომპანიასთან.
ანაზღაურების წესი და ვადა
თუ თქვენ ისარგებლებთ რაიმე მოსმახურებით არაპროვაიდერ კლინიკებში, სავარაუდ მოგიწევთ გადაიხადოთ მომსახურეობის სრული თანხა. შემდეგ უნდა გააგზავნოთ საჭირო საბუთები სადაზღვეო კომპანიასთან და დაიცადოთ სანამ მიიღებთ ანაზღაურებად თანხას ანგარიშზე. სადაზღვეო კომპანიები ითხოვენ განსხვავებულ საბუთებს, მათ ასევე სხვადასხვა ვადა აქვთ დაწესებული თანხის ასანაზღაურებლად. ზოგიერთ სადაზვეო კომპანიას უკეთესი სერვისი აქვს და თანხას მალე და უპრობლემოდ ანაზღაურებს, ზოგიერთს კი არა. ჰკითხეთ თქვენს ნაცნობებს, ვინც ამ დაზღვევით სარგებლობს, რამდენად მარტივია კომპანიასთან ურთიერთობა.
ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა
საქართველოში ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა 2013 წლიდან მოქმედებს. საყოველთაო დაზღვევით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი სტატუსის მქონე პირებს:
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები
- პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები
- ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები
- საქართველოში სტატუსის მქონე მაგრამ მოქალაქეობის არმქონე პირები
- ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან ლლტოლვილის სტატუსის მქონე პირები
- თავშესაფრის მაძიებელი პირები
საყოველთაო დაზღვევაში ჩართული პირები ერთიანდებიან ოთხ კატეგორიად და იღებენ საყოველთაო დაზღვევის განსხვავებულ პირობებს. ეს კატეგორიებია:
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000 მდე.
- 6-17 წლის ჩათვლით ასაკის პირები
- თვიური 1000 ლარზე მეტი მაგრამ წლიურად 40 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირები
- თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირები ან სხვა პირები.
თითოეულ კატეგორიას განსხვავებული პირობები და დაფარვა აქვს, მათ დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ სოციალური მომსახურეობის ოფიციალურ სატიზე.
თუ თქვენ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობთ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ჩართულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში. ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ სარგებლობთ ან გისარგებლიათ კერძო დაზღვევით და გსურთ ისარგებლოთ საყოველთაო დაზღვევით მოგიწევთ მოიცადოთ 6 თვის განმავლობაში. ანუ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობა შეგეძლებათ მხოლოდ მას შემდეგ რაც კერძო დაზღვევის გაუქმებიდან 6 სრული თვე გავა.
რომელი სადაზღვეო კომპანიები სთავაზობენ ჯანმრთელობის დაზღვევას?
რაც შეეხება კერძო დაზღვევას, საქართველოში ინდივიდუალურ ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობს 17 სადაზღვეო კომპანიიდან 4. ეს კომპანიებია: იმედი ელი, ჯი პი აი ჰოლდინგი, უნისონი და ქართუ დაზღვევა.
ქართუ დაზღვევის საიტზე ინფორმაცია შეზღუდულია. შესაბამისად დარწმუნებით ვერ ვიტყვით ქართუ დაზღვევა მხოლოდ კორპორატიულ კლიენტებს ემსახურება თუ ინდივიდუალებსაც.
იმედი ელის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ სტატიის დაწერის დროს (აგვისტო 2019) ინდივიდუალური პირადი და ოჯახის სადაზღვეო პაკეტების რეალიზაცია დროებით შეჩერებულია. შესაბამისად სადაზღვეო პოლისის პირობები ხელმისაწვდომი არ არის.
ამგვარად, ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის მსურველებს მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ: ჯიპიაი ჰოლდინგი და უნისონი. მოდით განვიხილოთ თითოეული სადაზღვეო კომპანიის შემოთავაზება დეტალურად რათა შეარჩიოთ საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში.
სადაზღვეო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
სადაზღვეო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევა განკუთვნილია თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისათვის. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზღვევას სახელით “პოლისი მედი.” თვქენ შეგიძლიათ შეარჩიოთ პოლისი მედის ქვეშ არსებული ხუთი სადაზღვეო პოლისი თქვენი პრეფერენციებისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს პოლისებია: მედი ბაზისური, მედი ოპტიმალი, მედი სტანდარტი, მედი კლასიკი და მედი პრემიუმი.
პოლისი მედით დაზღვევის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ პირადი ექიმის უფასო კონსულტაციით ან პირადი პედიატრის მომსახურებით ოჯახის დაზღვევის შემთხვევაში. კომპანია ითვალისწინებს პროფილაქტიკური ანალიზების ჩატარებას, გადაუდებელი და უბედური შემთხვევების დროს დაზღვეულის საავადმყოფოში მოხვედრის შედეგად გამოწვეული ფინანსური ხარჯების ანაზღაურებას.
აუციელებელია იცოდეთ, რომ პოლისი აქტიურდება სადაზღვეო კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან მინიმუმ 15 დღეში, თვის პირველ ან 15 რიცხვში. მაგალითად თუ ხელშეკრულებას გააფორმებთ 25 სექტემბერს, დაზღვევით სარგებლობა შეგეძლებათ 15 ოქტომბრიდან.
მედი ბაზისური
სამედიცინო მომსახურებები და მათი დაფარვა
პირადი ექიმისა და 24 საათი ცხელი ხაზის მომსახურეობა აგინაზღაურდებათ 100%-ით ულიმიტოდ.
პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში ერთხელ 100%
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 50% (ლიმიტი 2500 ლარი)
ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის გამო 100% (ლიმიტი 5000 ლარი)
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობა (პოზიტიური სიის შესაბამისად) 100% (ლიმიტი 300 ლარი)
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობა (პოზიტიური სიის მიღმა) 50% (ლიმიტი 300 ლარი)
გეგმიური ამბოლატორული მომსახურეობა 25% (ულიმიტო)
მედიკამენტები სახალხო აფთიაქში 25% / სხვა სააფთიაქო ქსელში 15% (ლიმიტი 800 ლარი)
საბაზისო კლინიკები თბილისში
მედი საბაზისო პოლისთ დაზღვეულებისათვის საბაზისო კლინიკებია “მედიკორი” და “მედიქალჰაუსი”, დაზღვეულებს შეუძლიათ შეარჩიონ კლინიკა “კურაციო” თუმცა ამ შემთხვევაში პოლისის ღირებულებას ემატება 5 ლარი.
ღირებულება
თვეში 10.5 ლარი.
მედი ოპტიმალი
სამედიცინო მომსახურებები და მათი დაფარვა
პირადი ექიმისა და 24 საათი ცხელი ხაზის მომსახურეობა აგინაზღაურდებათ 100%-ით ულიმიტოდ.
პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში ერთხელ 100%
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 100% (ლიმიტი 3000 ლარი)
ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის გამო 100% (ლიმიტი 8000 ლარი)
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობა (პოზიტიური სიის შესაბამისად) 100% (ულიმიტო)
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობა (პოზიტიური სიის გარეთ) 50% (ლიმიტი 500 ლარი)
გეგმიური ამბოლატორული მომსახურეობა 50% (ულიმიტო)
მედიკამენტები სახალხო აფთიაქში 30% / სხვა სააფთიაქო ქსელში 20% (ლიმიტი 1000 ლარი)
დამატებით:
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურეობა (ერთ საწოლ/დღეზე მეტი) – 50% (ლიმიტი 1000 ლარი)
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურეობა (ერთი საწოლი/დღე) – 50% (ლიმიტი 500 ლარი)
“გეგმიურ ჰოსპიტალური” მომსახურეობაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 12 თვე.
საბაზისო კლინიკები თბილისში
საბაზისო კლინიკებია “მედიკორი,” “მედიქალჰაუსი”, “კურაციო”
ღირებულება
თვეში 19 ლარი.
მედი სტანდარტი
სამედიცინო მომსახურებები და მათი დაფარვა
პირადი ექიმისა და 24 საათი ცხელი ხაზის მომსახურეობა აგინაზღაურდებათ 100%-ით ულიმიტოდ.
პროფილაქტიკური და სასკრინინგო კვლევები წელიწადში ერთხელ 100%
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 100% (ლიმიტი 5000 ლარი)
ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის გამო 100% (ლიმიტი 12 000 ლარი)
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობა (პოზიტიური სიის შესაბამისად) 100% (ულიმიტო)
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობა (პოზიტიური სიის გარეთ) 50% (ლიმიტი 800 ლარი)
გეგმიური ამბოლატორული მომსახურეობა 50% (ულიმიტო)
მედიკამენტები სახალხო აფთიაქში 35% / სხვა სააფთიაქო ქსელში 25% (ლიმიტი 1000 ლარი)
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურეობა (ერთ საწოლ/დღეზე მეტი) – 80% (ლიმიტი 3000 ლარი)
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურეობა (ერთი საწოლი/დღე) – 80% (ლიმიტი 600 ლარი)
“გეგმიურ ჰოსპიტალური” მომსახურეობაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 12 თვე.
დამატებით:
ჰოსპიტალიზაცია უბედური შემთხვევის გამო 100% (ლიმიტი 12 000 ლარი)
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 100% (ლიმიტი 5000 ლარი)
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება 80% (ულიმიტო)
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურეობა 50% (ულიმიტო)
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება 30% (ულიმიტო)
ორთოპედია/ორთოდონტია 10-30% (ულიმიტო)
საბაზისო კლინიკები თბილისში
საბაზისო კლინიკებია “მედიკორი,” “მედიქალჰაუსი”, “კურაციო”
ღირებულება
თვეში 31 ლარი.
მედი კლასიკი
სამედიცინო მომსახურებები და მათი დაფარვა
პირადი ექიმისა და 24 საათი ცხელი ხაზის მომსახურეობა – 100%-ით ულიმიტოდ.
პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში ერთხელ 100%
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 100% (ლიმიტი 10 000 ლარი)
ჰოსპიტალური მომსახურეობა უბედური შემთხვევის გამო 100% (ლიმიტი 15 000 ლარი)
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება (ერთ საწოლ /დღეზე მეტი) 80% (ლიმიტი 4000 ლარი)
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება (ერთი საწოლი/დღე) 80% (ლიმიტი 800 ლარი)
*”გეგმიური ჰოსპიტალური” მოსმახურეობაზე ვრცელდება 12 თვიანი მოცდის პერიოდი
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (პოზიტიური სიის შესაბამისად) 100% (ულიმიტო)
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (პოზიტიური სიის გარეთ) 50% (ლიმიტი 1000 ლარი)
გეგმიური ამბოლატორული მომსახურება პირადი ექიმის სამსახურის ბაზაზე 90% (ულიმიტო)
გეგმიური ამბოლატორული მომსახურება პპ კლინიკებში 80% (ულიმიტო)
არაპროვაიდერ კლინიკებში 50% (ლიმიტი 800 ლარი)
მედიკამენტები სახალხო აფთიაქში 40%, სხვა სააფთიაქო ქსელში 30% (ლიმიტი 1500 ლარი)
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება 100% (ულიმიტო)
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება 60% (1000 ლარი)
ორთოდონტია / ორთოპედია 10-30% (ულიმიტო)
საბაზისო კლინიკები თბილისში
საბაზისო კლინიკებია “მედიკორი,” “მედიქალჰაუსი”, “კურაციო”
ღირებულება
თვეში 41 ლარი.
მედი პრემიუმი
სამედიცინო მომსახურებები და მათი დაფარვა
პირადი ექიმისა და 24 საათი ცხელი ხაზის მომსახურეობა – 100%-ით ულიმიტოდ.
პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში ერთხელ 100%
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 100%
ჰოსპიტალური მომსახურეობა უბედური შემთხვევის გამო 100% (ორივე მომსახურეობისთვის ლიმიტი 20 000 ლარი)
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება (ერთ საწოლ /დღეზე მეტი) 90% (ლიმიტი 5 000 ლარი)
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება (ერთი საწოლი/დღე) 90% (ლიმიტი 1000 ლარი)
*”გეგმიური ჰოსპიტალური” მოსმახურეობაზე ვრცელდება 12 თვიანი მოცდის პერიოდი
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (პოზიტიური სიის შესაბამისად) 100% (ულიმიტო)
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (პოზიტიური სიის გარეთ) 60% (ლიმიტი 1000 ლარი)
გეგმიური ამბოლატორული მომსახურება პირადი ექიმის სამსახურის ბაზაზე 90% (ულიმიტო)
გეგმიური ამბოლატორული მომსახურება პპ კლინიკებში 90% (ულიმიტო)
გეგმიური ამბოლატორული მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკებში 60% (ლიმიტი 1000 ლარი)
მედიკამენტები სახალხო აფთიაქში 60%, სხვა სააფთიაქო ქსელში 50% (ლიმიტი 2000 ლარი)
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება 100% (ულიმიტო)
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება 70% (1000 ლარი)
ორთოდონტია / ორთოპედია 10-30% (ულიმიტო)
დამატებით:
ორსულობა 90% (ულიმიტო)
მომსახურება ორსულობაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 24 თვე
საბაზისო კლინიკები თბილისში
საბაზისო კლინიკებია “მედიკორი” და “მედიქალჰაუსი”, დაზღვეულებს შეუძლიათ შეარჩიონ კლინიკა “კურაციო” თუმცა ამ შემთხვევაში პოლისის ღირებულებას ემატება 5 ლარი.
ღირებულება
თვეში 56 ლარი.
სადაზღვეო კომპანია უნისონი
სადაზღვეო კომპანია უნისონის ჯანმრთელობის დაზღვევა დაყოფილია ორ კატეგორიად Universal და Unique. უნივერსალური პაკეტი იყოფა სამ პოლისად უნივერსალი+, უნივერსალი ++ და უნივერსალი +++. თუ რას ფარავს თითოეული მათგანი შედარების სახით ერთმანეთის გვერდით არის ილუსტრირებული საიტზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მსურველს შეარჩიოს მისთვის საუკეთესო ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
სამედიცინო მომსახურებები და მათი დაფარვა
ქვემოთ მოცემული მომსახურებები ერთნაირია სამივე უნივერსალ პოლისისათვის:
24/7 ასისტანსი 100% (ულიმიტო)
სასწრაფო სამედიცინო დახმარება 100% (თვეში ორჯერ)
პირადი ექიმის/ექთნის მომსახურება 100% (ულიმიტო)
პროფილაქტიკური კვლევები 100% (წელიწადში ერთხელ)
გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება 100% და ულიმიტოა უნივერსალის სამივე პაკეტისათვის. ხოლო გეგმიური ამბოლატული მომსახურება მოცემულია სურათზე პირველი მოცემულია უნივერსალ + ის ჩამონათვალი, შემდეგ უნივერსალ ++ და უნივერსალ +++
გეგმიურ ჰოსპიტალიზაციაზე მოქმედებს 12 თვიანი მოცდის პერიოდი.
მედიკამენტები ოჯახის ექიმის დანიშნულებით 45% და მედიკამენტები ექიმის დანიშნულებით 35% უნივერსალ + ის მფლობელებისათვის (ლიმიტი 1000 ლარი)
მედიკამენტები ოჯახის ექიმის დანიშნულებით 55% და მედიკამენტები ექიმის დანიშნულებით 45% უნივერსალ ++ ის მფლობელებისათვის (ლიმიტი 1500 ლარი)
მედიკამენტები ოჯახის ექიმის დანიშნულებით 65% და მედიკამენტები ექიმის დანიშნულებით 55% უნივერსალ ++ ის მფლობელებისათვის (ლიმიტი 2000 ლარი)
მოცემულია დაფარვები უნივერსალ + (პირველი) უნივერსალ++ და უნივერსალ +++ ისათვის. ორსულობასა და მშობიარობაზე მოქმედებს 12 თვიანი მოცდის პერიოდი.
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება 80% ( ულიმიტო) უნივერსალ+ ის მფლობელებისთვის
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება 80% ულიმიტო უნივერსალ+ და უნივერსალ++ მფლობელებისათვის
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურეობა პროვაიდერ კლინიკებში 50% (ლიმიტი 500 ლარი) უნივერსალ+ მფლობელებისათვის
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურეობა პროვაიდერ კლინიკებში 60% (ლიმიტი 1000 ლარი) უნივერსალ+ მფლობელებისათვის
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურეობა პროვაიდერ კლინიკებში 80% (ლიმიტი 1500 ლარი) უნივერსალ+ მფლობელებისათვის.
გარდა ამ მომსახურეობებისა, უნივერსალ დაზღვევის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 40 დან 50%მდე ფასდაკლებებით კბილების გათეთრებაზე და იმპლანტებზე კლინიკა ნიუ დენტში, ასევე ღრძილების მკურნალობაზე ვექტორით.
30 პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს უნივერსალ დაზღვევის მფლობელებისათვის სარეკრეაციო პროცედურებზე როგორიცაა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟი და ესთეტიკური მედიცინა.
ასევე უნივერსალ+ ის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთკვირიანი სამოგზაურო დაზღვევით, უნივერსალ ++ ის მფლობელებს ორკვირიანი, ხოლო უნივერსალ+++ ის მფლობელებს 1 თვიანი სამოგზაურო დაზღვევით.
დაზღვევის ღირებულება
უნივერსალ+ ის ღირებულებაა 35 ლარი
უნივერსალ++ ის ღირებულებაა 45 ლარი
უნივერსალ+++ ის ღირებულებაა 61 ლარი
უნისონი მომხმარებელს ასევე სთავაზობს Unique პოლისს რომლის ყოველთვიური ღირებულება 140 ლარია. პირობებს შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ უნისონის საიტზე.
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების შედარება
როგორც ხედავთ კომპანია ჯიპიაის მინიმალურ დაზღვევასა და უნისონის მინიმალური ღირებულების დაზღვევას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. თუმცა უნისონის მომსახურეობის დაფარვის ზონა უფრო დიდია როგორც მომსახურეობების თვალსაზრისით, ასევე კომპანიის პროცენტული თანამონაწილეობითაც. ასევე, უნისონს არ აქვს განსაზღვრული აფთიაქები და შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერი აფთიაქით იმავე პირობებით. ჯიპიაის მხოლოდ სამი საბაზისო პროვაიდერი კლინიკა აქვს თბილისში, თუმცა უნისონის პროვაიდერი კლინიკების სია საიტზე მოცემული არ არის.
საბოლოოდ რომელ სადაზღვეო კომპანიას შეარჩევთ და მათ რომელ პოლისს მიანიჭებთ უპირატესობას მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული რჩვები და შეძლებთ შეარჩიოთ ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.