როგორ გავლენას მოახდენს კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკაზე?

კოვიდ-19 ის პანდემიამ შეაფერხა და თავიდან ბოლომდე შეცვალა სამყარო, რომელშიც ცხოვრებას ჩვენ უკვე მივეჩვიეთ. ის საშიშროებები, რომლებიც ამ ვირუსს მოაქვს ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი, თუმცა ვიცით რომ ამ ეტაპზე მისი განკურების ზუსტი გზა არ არსებობს. ეს არი ყველაზე საშიში ამ მთელს სიტუაციაში გარდა იმ საოცარი სისწრაფისა, რომლითაც კორონავირუსი გადადის ადამიანებში.

ვირუსი, რომელბიც ჩინეთის ერთ-ერთი შედარებით ღარიბი რეგიონიდან გავრცელდა, სავარაუდოდ ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა ზღვის პროდუქციის მარკეტზე. თუმცა ამ ვირუსის ზუსტი საწყისის დადგენას მეცნიერები ამჟამად არც კი ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას რადგან აქ პრიორიტეტი, ვირუსის გავრცელების შეფერხებაა და არა მისი ისტორია. ჩინეთი უკვე გახდა ბევრი არაკორექტული კრიტიკული განცხადების სამიზნე და ჯერ კიდევ არსებობს ბევრი კონსპირაცია იმის შესახევ რომ ეს ვირუსი არ არის ბუნებრივი წარმომავლობის, თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლსებოა მხოლოდ იმით არის დაინტერესებული,თუ როგორ შეიძლება შევაჩეროთ ამ ვირუსის გავრცელება, რაც ამჟამად წარმოუდგენლად ჟღერს.  ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არიის რომ რაც შეიძლება გადავწიოთ ვირუსის გავრცელების პიკის პერიოდი რათა ჯანდაცვის სისტემებს მივცეთ საკმარისი დროს რომ შეძლონ ყველა ინფიცირებულს გაუწიოინ დახმარება. კორონავირუსის ყველაზე საშიში მახასიათებელი სწორედ მისი გავრცელების სიჩქარება, რადგან თავად ვირუსი შედარებით მარტივად შეიძლება განიკურნოს თუ ამის რესურსები არსებობს. მთავარი პრობლემა კი აღმოჩნდა იმ სასუნთქი აპარატებს ნაკლებობა რომელიც კრიტიკულ მდგომაორეობაში მომაკვდავი ადამიანისთვის შეიძლება სიცოცხლის ტოლფასი იყოს.

ჩვენ ვხედავთ რომ ზოგ ქვეყანაში სიკვიდილიანობ ბევრად უფრო მაღალია, და ამ მომენტში ჩინეთი საიდანაც ვირუსი თავიდან გავრცელდა, სიკვდილიანობის დონე ბევრად ნაკლეი აღმოჩნდა ვიდრე იტალიასა და ესპანეთში. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა სასუნთქი აპარეტების ნაკლებობა ორივეგან ყველაზე დიდი პრობლემა იყო. ევროპაში, რომელიც ახლა პანდემიის ეპიცენტრია ექიმებს უწევთ აარჩიონ თუ ვისი სიცოცოხლის გადარჩენა არის შესაძლებელი და ფატალურ შემთხვევევბში ადამინს უკვე აღარც აერთებენ სასუნთქ აპარატზე. ექსპერტების აზრით პანდემიის ცენტრი მალე შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს, ხოლო ამასობაში ჩინეთში მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდბეა და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.  სიტუაციის სიმძიმის გაზვიადება ასეთ შემთხვევაში რთულია და ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ მათ დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები ასვევ ყველა ის რჩევა, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა ამ ვირუსის თავიდან ასაციელბლად.

რა თქმა უნდა როდესა საქმე ასეთი მასშტაბით ვირუსთან, პანდემიასთან გვაქვს ეს სხვა სექტორებზეც აისახება. ბევრი იმასაც კი იძახის, რომ მას შემდეგ რაც მსოფლიო ნელ-ნელა მოახერხებს და დაძლებს ამ გამოწვევას ის ეკონომიკური გამოწვევები, რომლებსაც კოვიდ-19 დაგვიტოვებს შეიძლება ვირუსზე უფრო ფატალურიც კი აღმოჩნდეს. მსოფლიო მასშტაბით იხურება ბიზნესები, მილიონობით ადამიანი ვეღარ ახერხეს მუშაობას, საფონოდ ბირჟა კი ისეთ კრიზის განიცდის, რომელიც ბოლოს 2008 წელს ვნახეთ. მიუხედავად, იმისა, რომ როგორც მსოფლიოს სავალუტო ფონდი აცხადებს, ამჯერად ასეთი დარტყმებისთვის ბევრად უფრო კარგად ვართ მომზადებულები. როგორი ძლიერი მექანიზმებიც არ უნდა შეემუშავებინა მსოფლიოს 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია, რომ შეიძლებოდა ასეთი დარტყმისთვის ყოფილიყო მზად. ეს ნათელია იმ პანიკიდანაც, რომელსაც ახლა მსოფლიო ქვეყნების ყველა მთავრობა განიცდის. მათ უწევთ გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებთან დაკავშირებიტ რომლებიც მათი წარმოადგენლობის უმრავლესობისთვის სრულიად გაუგებარია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პანდემიის წინაშე ჩვენ უკვე საუკუნეზე მეტია არ ვყოფილვართ და გასაგებია,რომ პროტოკოლი თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში არ არის გათანამედროვებული.

მართალია დღესდღეობით მთავარი გამოწვევა არის ადამინათა უსაფრთხოება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მას შემდეგ რაც დასრულდეა ეს პანდემა ჩვენ მოგვიწევს იმ რეალობაში ვიცხოვროთ, რომელსაც დღეს თითოეუი ჩვენგანი ქმნის თავისი ქცევით. პანდემიის შედეგებმა შეიძლება მართლაც მოიტანოს ისეთი ეკონომიკური კრიზისი რომელიც საბოლოო ჯამში მეტ ადამიანს მოკლავს და დააზარალებს, თუმცა მიუხედავად ასეთი რისკებისა მთავრობების უმრავლესობა, საბედნიეროდ მზად არის საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით ასეთ რისკებზე წავიდეს. ის რაც ახლა ყველაზე მთავარია არის ჯანდაცვის სისტემის დაცვა და მისი გადატვირთვის თავიდან აცილება. ამიტომაც მნიშვნელოვანი რომ ეს ზომები მანამდე მიიღოს ყველა სახელმწიფომ სანამ ამის აუცილებლობა დადგება.

საქართველოს შემთხვევა

საქართველო, ბევრისთვის გასაკვირადაც, აღმოჩნდა ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა რომელმაც მოახერხა და პანდემიას ასე თუ ისე მომზადებული შეხვდა. აღსანიშნავია, რომ პირველი შემთხვევა საქართველოში თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა, რა დრისთვისაც ამ ვირუსზე ინფორმაცია შედარებთ უფრო გავრცელებული იყო და ქვეყნამა მოახერხა რომ შესაბამისი ზომები მიეღო. ამ მომენტისთვის ჯანდაცვის მხრივ საქართველო ასე თუ ისე მზად არის პანდემიისთვის და მისი შედეგებისთვის, შედარებით უფრო დამაფიქრებელის ქვეყნის ეკონომიკური მდგომრეოაბ და მოახერხებს თუ არა საქართველო, რომ ამ კრიზისიდან ფინანსურადაც მოახერხოს თავი დააღწიოს ტრაგედიას.

საქართველოს წინაშე ამჯერად რამდენიმე სხვადასხვა გამოწვევა დგას. ეს არის ეკონომიკის სტაბილურობის შეძლებისდაგვარად შენარჩუნება, მათზე ზრუნვა ვისზეც ეს ცვლილებები ყველაზე დიდი გავლენას მოახდენს და რესურსების სწორად დანაწილება ჯანდაცვას, უსაფრთხოებასა და ეკონომიკური შეღავათებს შორის. შეიძლება ერთი შეხედვით ეს გადაწყვეტილბებეი და თუ როგორ უნდა წარიმართოს ბიუჯეტი და შემდეგი ნაბიჯები ძალიანაც ნათელი იყოს, თუმცა სინამდვილეში როდესაც როგორც მთავრობა, რომელბიც ყველა მოქალაქეზე და ქვეყნის ყველა სექტორზე არის პასუხისმგებელი შეიძლება არჩევანის გაკეთება გაჭიანურდეს ან უბრალოდ გართულდეს.  ამ სიტუაციაში ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ საჭიროა მოქმედება დავიწყოთ მანამდე სანამ ამის გადაუდებელი აუცილებლობა გამოჩნდება და ამის ნიშნებს ჩვენ ვხედავთ საქართველოშიც. თუმცა ის ეკონომიკური საფრთხეები რომელბაც შეიძლება ჩვენი მომავალი 10 წელი სრულიად შეცვალოს ასევე მნიშვნელოვანია. რეალურად ამ პანდემიამ თავდაყირა დააყენა მსოფლიოს ფინანსური სექტორი. ამერიკაში საფონდო ბირჟამ განიცადა უდიდესი ზარალი რომლის გამოსწორებასაც ახლა ადმინისტრაცია სხვადასხვა ხელოვნური სუბისიდრებიტ ცდილობს. კორონავირუსის გავრცელება აისახა ქვეყნების ეკონომიკებზე რადგან გამომდინარე იქიდან, რომ დაიკეტა თითქმის ყველა ბიზნესი, კაფე, რესტორანი და შეწყდა მიმოსვლა, კვების ინდუსტრია,  ტურისტული ინდუსტრია და მცირე და საშუალო ბიზნესები ახლა ყველაზე რთულ გამოცდას გადიან. სწორედ ეს მოცემულობაა ახლა საქართველოშიც, რაც რა თქმა უნდა , არ ჩაივლის კვალის გარეშე.

საქართველოს ეკონომიკას რომელიც რომელიც ძალიან არის დამოკიდებული ტურისტულ ინდუსტრიაზე, ეს ნამდვილად დიდ გავლენას მოახდენს. ფრენები თანდათანობით შეწყდა დაახლოებით 3 კვირის წინ და საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ზაფხულის შუა პერიოდში აღდგეს. ეს რა თქმა აისუახება ავიაკომპანიებზე, სასტუმრობეზე , ჰოსტელებეზე სხვადასხვა ტუროპერატორებზე, მუზეუმებზე და იმ კაფეებსსა და რესტორნებზე რომელბიც ძირირთადად ტურისტებზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო სეზონი საქართველოსთვის განსაკუთრებით მომგებიანი გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ დროებით შეზღუდული იყო მიმოსვლა რუსეთთან, რომელიც საქართველოსთვის ტურისტულად მნიშვენლოვანი ქვეყანაა რადგანც სოწრედ რუსები წარმოადგენენ საქართველოს ერთგული ტურისტების დიდ ნაწილს.

მიუხედვად იმისა, რომ საქართველომ მოახერხა ამ უკანასკნელი გამოწვევისთვის სათანადოდ ეპასუხა, დანაკლისი მაინც შეიმჩნეოდა. რა საკვრიველია ჩვენ ბევრად უფრო დიდ წინააღმდეგობებსა და გამოწვევებს უნდა ველოდოთ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შემდეგ, რადგან ამ პანდემიამ ფაქტიურად სრულიად გააჩერა მსოფლიო. საქართველოს მოუწოევს გაუმკლავდეს იმ ფინანსრუ დანაკარგებს რომლებიც არ ვირუსით, კონკრეტულად კი ფრენების შეჩერებითა და ზოგადად ტურიზმის დროებით გვერდზე გადადებით იქნება გამოწვეული.

საქართველოში ასევე დაზარალდა ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი, სამწუხაროდ ბევრი მათგანი შედარებიტ ახალბედა. საქმე იმაშია რომ რადგანაც ახლა დაწესებულებების უმრავლესობა ვალდებულია ან მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშაოს ან საერთოდ დაიკეტოს ეს ბევრი ასეთი დაწესებულეისთვსი არ არის ხელმისაწვდომი ფუფუნება. შესაბამისად მათ არ აქვთ საშუალებს რომ შეინარჩუნონ ბიზნესი და მიტანის შერვისით მაინც მიიღონ გარკვეული მოგება. ზოგი კომპანიისთვის კი ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მუშაობა გაერგზელებინათ რადგან მოგება მაინც არ იქნებოდა საკმარისი. საქართველოსთვის ასეთი მოცემულობა განსაკუთრებით საშიშია რადგან ადგილობრივი ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებულ ასეთ ბიზნესებზე. მართალია მათი უმრავლესობა შედარებით ახალია მაგრამ ასეთი ტიპის ბიზნესები განსაკუთრებით მნიშვენლოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის და ბიუჯეტში თანხის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი წამოწყებებიდან ხვდება.  უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთი დანაკლისი არ იქნება მოკლევადინაი და ჩვენ ამ ვირუსის ეფექტს ალბათ კიდევ წლების განმავლობაში ვიგრძნობთ. ბიზნესების დაკეტვა რა თქმა უნდა ყველაზე ქვეყანაზე უარყოფიტ გავლენას მოახდენს, თუმცა არის სხვადასხვა საშუალებები, რომ ქვეყანა სრულიან არ გაჩერდეს. მაგალითისთვის უკონტაქტო მიტანის სერვისი შეიძლება ბევრი რესტორნისთვის გახდეს გამოსავალი, თუმცა ეს უფრო ისეთ დაწესებულებებზე ვრცელდება ვისაც შეუძლია, რომ მხოლოდ მიტანაზე იმუშავოს და მაინც მოგებაში დრჩეს. როდესაც რესტორნები იტანის სერვისით სარგბლობენ , ბუნებრივია ამ სერვისისი საასურიც არის გადასახადები რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.  პატარა რესტორნებისთვისა და კაფეებისთვის ასეთ მუშაობას სრულად დაკეტვაც კი ჯობია და სწორედ ამას აკეთებს დღეს მცირე და საშუალო ბიზნესების დიდი ნაწილი.  ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი ეკონომიკური ფაქტორი იქნება ამ სიტუაციისან გამოსვლის პერიოდში და საჭირო იქნება, რომ მთავრობა ისევე როგორც საზოგადოება ამ მცირე ბიზნესებს გვერდში დაუდგეს რათა რაც შეიძლება მალე მოვარხერხოთ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების წესს. ეს რა საკვირველია არ მოხდება რამდენიმე თვეში თუმცა არსებობს გზები რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ეს უფრო რეალისტური გახდეს და უფრო მოკლე ვადებშიც.

ეს ყველა ის ფაქტორია რომელიც ჩვენს ეკკონომიკურ სტაბილურობას მომდევნო რამდენიმე თვის განამვლობაში აუცილებლად დაარღვევს და უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ქვეყნებიც კი სადაც ჯერაც არ მიუღწევია ვირუსს,  მაინც გამოცდიან საკუთარ თავზე ამ კატასტროფის შედეგებს რადგან მსოფლიო ეკონომიკა ახლა მისთვის აბსოლიტურად უცნობი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ ყველა განვითარებუი ქვეყანა ცდილობს ეს დარტყმა მოსახლეობას მაქსმალურად შეუმსუბუქოს. ამას კი საქართველოს მთავრობა ამჟამად აპირებს სოციალურად დაუცველი პირებისთვის აუცილებელ საკვებსა და პირველადი მოხმარეის ნივთებზე არსებული ფასის შენარჩუნებით და  ასევე მცირე და საშუალობა ბიზნესებისთვსი შეღავათების დაწესებით. ასევე ინიციატივით გამოვდინენ ბანკები, რომე მომდევნო სამი თვის განმავლობაში მათ, ვისაც სესხები ჰქონდათ დასაფარი შეღავათის პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, ასევე აუციელებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობა პირველადი მოხმარების პროდუქციით რათა მოსახლეობაში არ ატყდეს პანიაკ და ეკონომიკამ მაინც გააგრძელოს მოძრაობა. ამის უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს მუშაობა გადაადგილების მეთოდებზე, ამ გაურკვეველ პერიოდში პროდუქციის მოზრაობის პოლიტიკასა და პროტოკოლზე. ეკონომიკრუი ზრალი აქედან აუციელბლად გვექნება, თუმცა თუ მთავრობა შეძლებს რომ ეს პერიოდი მოსახლეობას გაუმარტივოს ისეთი აქტივობეით, როგორებიცაა ფასების შენარჩუენება და მარაგის უზრუნველყოფა, ასევე შეღავათები მათ ვინც ამჟამად ვერ მუშაობს მაშინ ეს ეფექტი შედარებით მოკლე დროში შეგვეძლება რომ გადავლახოთ.

ლარის კურსი

ეკონომიკური გამოწვევები ასევე შეეხო ლარის კურსს, რაც ბევრისთვის მთავარი განხილვის საკითხია ამ ყველაფერში. ფაქტად რჩება ის, რომ ლარის გაუფასურებამ ყველა გააკვირვა იმიტომ რომ ეს თითქმის არნახული სისწრაფით მოხდა.  საქართველოს ეროვნულამ ბანკა მიიღო რამდენიმ გადაწყვეტილება და მილიონობით დოლარიც გაყიდა სავალუტო ბირჟაზე ამ ზრდის შესამცრიებლად თუმცა შედეგები ჯერ ნამდვილად არ ჩანს. ბერვს არც აქვს იმედის, რომ ლარის კურის მომდევნო 1-2 თვის განმავლობაში უფრო გამყარდება და ასევე ხშირია ნეგატიუი შეფასებები ეროვნული ბანკის მიმართ, რომელიც საზოგადოებსი ნაწილის თქმით უბრალოდ საკამრისად პროფესიონალურად ვერ უდგება ამ საკითხს. რადგანაც დადგა ამის საჭიროება, აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ ლარის გამყარებაზე და მოვითხოვოთ სპეფიაცლური შეღავათები მათთვის ვინც ამა თუ იმ გადასახადებს იხდის დოლარში. აქეთ მიმართული ღონისძიებებსი გტარება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე რადგან ლარის გაუფასურება შემაშფოთებელი სისწრაფით მიმდინარეობს. ამ მხრივ გატარებული ცვლილბებეი ასევე შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზარალის შემსუბუქებას, თუმცა ამ მხრივ მოსახლოებაში დიდი იმედები ჯერ არ არსებობს.

საქართველოს მთავრობის მოვალოებაა ასევე, რომ უზრუნლვეყს მათი ფინანსური უზრუნველყოფა ვინც პანდემიის გამო დაკარგა შემოსავალი  და თუმცაღა ასეთი ადამიანიები რაოდენობა საკმაოდ დიდია, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დამსაქმებლები ახერხებენ , რომ დისტანციურადამუშოაბ თავიანთი დაქვემდებარებულები.

არსებობს რამდენიმ გზა, რომ მოსახლოების შედარებით მოწყვლად ნაწილს გავუმარტივოტ ცხოვრება. შეიძლება შეჩერდეს გადასახადების გადახდის აუცილებლობა, ისეთი კომუნალური გადასახადებისა როგორებიცაა შუქი, გაზი წყალი. ზოგი ქვეყანა ქირის გადასახადსაც კი აჩერებს, თუმცა ეს პრაქტიკა მიღებული არ არის. საქართველოში ჯერჯერობით გადასახადების შეჩერების საკითხი არ დგას თუმცა როგორც ეკონომიკის სამინიტრომ განაცხადა ამას საჭიროების შემთხვევაში განიხილავენ

ბუნებრივია, თუ საქმე კომუნალური გადასახადების გაუქმენისკენ წავიდა, ქვეყნისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნებ, რადგან ფული ბრუნვა თითქმის სრულად შეწყდება, იმის გათვალისწინებით რომ კიდევ უფრო მეტი ბიზნესი დაიხურება მომდევნო კვირებში. ეს შედეგად ალბათ ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ფასების ზრდა, უფრო ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური კრიზისი და ზოგადად ქვეყნის შიგნით არეულობის დაწყება. ის რომ სამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ ფასების მატება მაქსიმალურად შეამცირონ, რა თქმა უნდ ადასაფასებელია, თუმცა მთავარი საკითხი არის უს თუ რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ეს შემაკავებელი პოლიტიკა, და რამდენად დააზღვევს ის საქართველოს მოსახლოებას. მათთვის ვინც სამსახური დაკარგა ასევე განიხილება გარკვეული თვიური კომპენსაციის დაწესება და ეს სხვა ალბათ ყველაზე მომგებიანი იქნება, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ რომ ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოსახლოებაც კი საჭიროებს დამატებით ფინანსებს და არა მხოლოდ ფასების შეანრჩუნებას.

საქართველოს ეკონომიკაზე ამ ვირუსის გავლენა ძალიან დიდი ქნება და სავარაუდოდო თვეები დასჭირდეაბ იმსა, რომ ლარი ისევ თავის ასე თუ ისე სტაბილურ კურსს დაუბრუნდეს და რომ მოსალხოებამაც იგრძნოს ეკონომიკური წნეხის შემსუბუქება. საქმე იმაშია, რომ ასეთ სიტუაციებში ბევრი ქვეყანა არც კი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და  რისკავს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს იმის ფასად, რომ მათი ეკონომიკა დარჩეს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ეს არის ამ მოცემულობაში შესაძლებელი, და რომ მათ შემდგომ არ მოუწიოთ ეკონომიკურ სირთულეებთან გამკალვება, რომლებიც შეიძლება კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს კორონავირუსის მსხვერპლთან შედარებით. ეს მიდგომა, თავისთავად არ არის ის გზა რომელსაც საქართველო დაადგა ამ ვირუსის გავრცელების დროს, თუმცა ამ ტიპის მიდგომას ვხედავთ შვეიცარიაში, ნაწილობრივ ამერიკაშიდა ასევე დიდ ბრიტანეთში. რადგან ასეთ ქვეყნებს არ სურთ ეკონომიკა სულ თავზე ჩამოექცეთ ისინი მზად არიან მოსახლეობის ნაწილი გაწირონ. ეკონომიკური სირთულეების მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად აუციელებლია რომ მოსახლოება ზუსტად მიჰყვეს იმ გაიდლაინეს, რომლებსაც ქვეყნის ლიდერები აწესებენ რათა შენარჩუნებული იყოს ყველა უსაფრთხოების მოთხოვნა და გადაცემის სისწრაფე იქნეს დაყვანილი მინიმუმამდე.

ვირუსული ინფექციის ეკონომიკური გავლენა მოსახლეობის თანამშრომლობის შედეგად შეიძლება იყოს დაყვანილი მინიმუმამდე და ამიტომ ამ მოძრაობაში ჩართულობის საჭიროება ძალიან დიდია. ჯერჯერობით საქართველოს ჯერ კიდევ ჯანდაცვის პროექტებზე აკეთებს აქცენტს რაც გასაგებიცაა, რადგან ჩვენთან ჯერ კიდევ არ ყოფილა ე.წ პიკური პერიოდი და მომდევნო კვირების ან თვეების განმავლობაში საქართველოშიც დადგება.

მათთვის ვინც დაკარგა სამსახურის, იმ ბიზნესებისთვის რომლებიც ამ მოცემულობაში ვერ ფუნქციონირებენ მთავრობის დახმარება ერტადერთი გამოსავალია. თუმცა ფაქტია, რომ ვირუსის გავრცელების პიკის შემდეგ დადგება ყველაზე რთული ეკონომიკური პერიოდი.

არის გზები, რომელთა გამოყენებითაც ჩვენ, მოქალაქეებსაც შეგვიძლია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მაგალითისთვის თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ მხარი დაუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესებს, იმის მაგივრად რომ თქვენთის აუცილებელი პროდუქცია დიდი კორპორაციებისგან შეიძინოთ, კარგი იქნება თუ თქვენს ახლომახლო არსებულ პატარა, ადგილობრივ ბიზნესებისგან შეიძლენთ. ამის საშუალებას დღეს უკვე იძლევა მიტანის სერვისებიც, და როგორც ვახსენეთ, არ არის საჭიროება,რომ ინერვიულოთ მიტანის პროცესზე რადგან უკონტაქტო შევეთის შესაძლებლობაც გაქვთ.

ერთი დადებითი მხარე, რომელიც კორონავირუსისი გავრცელებამ გვაჩვენა არის ის, რომ საქართველო ასე თუ ისე არის მზად იმისთის, რომ ონლაინ აწარმოოს ბევრი საქმიანობა. მართალია ეფექტურობის დონე არ იქნება ისეთივე მაღალი, რომელიც ეს სხვა შემთხვევებში იყო, თუმცაღა მოხდა ასე თუ ისე სკოლებისა და უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურები შენარჩუნებულია, ასევე მუშოაბას ძალიან ევრი აგრძელებს დისტანციურად,სახლიდან თავიანთი კომპიუტერებით. ეს ძალიან კარგია, რადგან ეს ნიშნავს რომ ცხოვრება ქვეყანაში მთლიანად პარალიზებული არ არის და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნორმალურად, იმ დონეზე როგორც ეს შესაძლებელია.

არსებობს ასევე ინიციატივა რომ საზოგადეობას წარედგინოს ლარის ზედა და ქვედა ზღვარი რათა მოსალეობაში არ შეიქმნა პანიკა და მათ ჰქონდეთ უფრო კარგი გაგება იმ ეკონომიკური სიტუაციისა და რეალობისა, რომელსაც დღეს ვუყურებთ. ზედა და ქვედა ლიმიტების დაწესება ჩვენს ეკონომიკურ ისტორიაში მიღებული პრაქტიკა არ არის, თუმცა შეიძლება ამ განსაკუთრებული სიტუაციის გათვალისწინებით, მოსახლოების მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე ასეთი პრაქტიკებიც დაინერგოს. ის, რომ ლარი ძალიან მოწყვლადია ასეთი საერთაშორისო მოვლენებისთვის, ეს ყველამ ვიცით, მართალაი ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ეს ცვლილბე რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაიტანოს და შეამციროს, თუმცა ასეთ სიტუაციაბეში დაზუსტებით მომავალაზე საუბარი სრულიად წარმოუდგენელია ამის მაგალითია ისიც, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე 40 მილიონი ლარი გაყიდა, მოსახლოების ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ეს არ მოახდენდა არავითარი გავლენას, თუმცა ამ ქმედების შემდეგ ლარი ასე თუ ისე გამყარდა. ასერომ რთულია, რომ დავასახელოთ ზუსტი რიცხვები, ზედა და ქვედა ზღვარი თუნდაც, და ამიტომაც სამომავლო პროგნოზები ხშირ შემთზვევაში სრულიად საფუძველს მოკლებული აღმოჩნდება ხოლმე.

გარდაუვალი შენელება

საქართველოს ეკონომიკა შენელდება, ლარი ალბათ გაუფასურდება და ქვეყანას ნამდვილად რთული მომვალალი რამდენიმე თვე ელის. თუმცა ასეთი მომავალი აქვს ასევე ყველა სხვა ქვეყანას. როგორც უკვე ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ფართო-მასშტაბიან სტიმულის პაკეტს ამტკიცებენ, რაც ბუნებრივის ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება, თუმცა მოსახლეობას გაუმარტივებს ამ რთული პერიოდის გადატანას. ასევე მნიშვნელოვანი, რომ გვახსოვდეს, რომ ამ პანდემიიდან დაუზარალებელი ვერავინ გამოვა. იქნებიან ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობაც არ იქნება ისეთი დაზარალებული როგორც სხვების, თუმცა ეს ქვეყნები ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუ მაგალითად არ მიიღებენ სათანადო უსაფრთხოების ზომებს და ჩვეულე რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას, მაშინაც კი როდესაც იცინა რომ ეს სერიოზულ საფრთეს წარმოადგენს მათი მოქალაქეებისთვის. ასეთი მიდგომა განსაკუთრებულ პრაგმატულობას და მოსახლოების მინიმალურ ჩართულობას საჭიროებს, რადგან წარმოუდგენელია, რომ მოსახლეობას ერჩივნოს ეკონომიკის პრიორიტიზირება საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. თუმცა საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაშიც კი ხელშეუხელებელი ვერავინ დარჩება. დღევანდელი ეკონომიკური სტრუქტურა იმდენად საერთაშორისოა და იმდენად ბევრს ქვეყანას და კომპონენსტ მოიცავს, რომ ძალიან რთულია, რომ ასეთ რეჟიმში რაიმე ინდუსტრია ჩვეულე რეჟიმში ფუნქციონირებდეს, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ბიზნესი 100%-ით ადგილობრივის და ყველაფრის ქვეყნის შიგნით წარმოება ხდება, რაც ძალიან იშვიათია.

ამ პანდემიამ მსოფლიოს დაანახა ის სისუსტეები და მოუმზადებლობის დონე რომელიც დღესდღეობით უნივერსალურია. ჩვენ იმდენად ვართ დამოკიდებულები სხვა ქვეყნებზე, რომ იმ კონკრეტულ ქვეყანაში კრიზისის შემთხვევაში ეს არეულობა ჩვენზეც აუცილებლად გავრცელდება. ჯერჯერობით ამ კონკრეტულ თემაზე სასაუბროდ დრო არავის აქვს, თუმცა სამომავლოდ ნამდვილად ღირს იმაზე დაფიქრება თუ როგორ შეუძლება ყველა ქვეყანას გახდეს შედარებით დამოუკიდებელი და ეს არ ნიშნავს, რომ მათ უნდა გაწყვიტონ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა, რადგან ასეთი სტრქუტურა ჩვენ უსაფრთხოების უფრო დიდ გარანტიასაც გვაძლევს. თუმცა რადგანაც უკვე ვიცით, რომ კრიზისის შემთხვევაში უკვე წარმოუდგენელია მისი ლოკალიზირება, ამის გათვალისწინება სამომავლო ბიზნესგეგმებსა და პოლიტიკა მნიშვენლოვანი იქნება.

რა მოხდება პანდემიის დასრულების შემდეგ?

ჯერ საქართველოში პანდემიის დასრულებაზე ლაპარაკი ნამდვილად ნაადრევია, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ დასაწყის ფაზაში ვართ. ეს  ნიშნავს, რომ ყველაზე რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვუზრუნველყოთ,რომ  ეკონომიკურად ამ რთული რამდენიმე კვირისთვის, როდესაც პანდემია თავის პიკურ პერიოდს მიაღწევს. ყველაზე რთულ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება კარანტინის დაწესება ქვეყნის მასშტაბით რითაც მაქსიმუმამდემ შეიზღუდება გადაადგილება.  გართულდება საკვების მიღების პროცესი და შეიძლება სრულიადაც აიკრძალოს მაღაზიებში სიარული და მთავრობის მიერ ორგანიზებული საჭმლის და სხვადასხვა სასურსათო მარაგების პაკეტებზე დამოკიდებულებიც გავხდეთ. იმისთის რომ ეს ურთულესი მდგომარეობა ავირიდოთ აუცილებელია, რომ ეხლავე დავრჩეთ სახლში და მაქსიმალურად დავიცვათ ყველა მოცემული რეკომენდაცია. იქიდან გამომდინარე თუ როგორ გადავიტანთ პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდს, შემდეგ ორი სცენარის განვითარება არის შესაძლებელი.

ან ჩვენ მოვახერხებთ, რომ ავიცილოთ თავიდან კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა, რადგან მოქალაქეების პირდათლად გაითვალიწინებელი ყველა რეკომენდაციას და რაც მთავარია ამას გააკეთებენ მაშინაც კი როცა ისინი არ არიან მეთვალყურეობის ქვეშ. შენელებული გავრცელების ტემპი ნიშნავს, რომ ჩვენ მოვახერხებთ რომ ასე თუ ისე შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენს ჯანდაცვის სფეროს მივცეთ დრო  და სასუალება ყველა პაციენტს უმკურალოს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამას მოჰყვება ის, რომ არ გახდება საჭირო ყველა ობიქეტი დაკეტვა და ასე თუ ისე ბიზნესების განაგრძობენ მუშაობას, საუბარია რა თქმა უნდა აუცლებელი მოხმარების საგნების გაყიდვის ობიექტებზე. ამასთავანაზე დისტანციული მუშაობის პრაქტიკის შენარჩუნებაც უფრო რეალისტური იქნება და ქვეყანა მეტად მომზადებული იქნება იმ პერიოდისთვის, როდესაც უკვე დაიწყება პანდემიის შენელება.

როდესც პანდემიასთან გვაქვს საქმენ მთელი რესურსები სწორედ ამ საქმისკენ მიდის, ანუ პრიორიტეტი ხდეაბ სამედიცინო პერსონალი, მათთვის აუციელებელი აღჭურვილობა, თუნდაც პირბადეები  და რა თქმა უნდა, საწოლები და ხშირ შემთხვევაში დროებითი ჰოსპიტალებიც. როგორც ეს ჩინეთის დროს მოხდა, ქვეყნის მასშტაბით ერთზე მეტი დროებითი ჰოსპიტალის აშენება გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჯარო და კერძო კლინიკა, სასტუმროებიც კი თავიანთ რესუსრსებს სთავაზობენ სახელმწიფოს რათა მოხდეს ყველა ინფიცირებულის და კარანტინში მყოფი პირის განთავსებას  არის სანსი რომ მაინც გახდეს საჭირო დამატებითი ზომების მიღება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კერძო კლინიკებისა და სასტუმროებსი ნაბიჯი ნამდვილად გაამარტივებს პროცედურეს ბევრისთვის.

როდესაც პანდემიის პიკი გადაივლის, შემდეგ სხვა ტიპის თუმცა ალბათ იმავე სირთულის გამოწვევა დადგება ჩვენს წინ. ეს იქნება ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება, ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებაზე დაბრუნება და მოსახლეობისთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა რაც კიდევ დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

მოსახლეობა უნდა მოემზადოს საკმაოდ რთული ეკონომიკური პერიოდისთვის, როდესაც შესაძლოა შეიზღუდოს ის ყოველდღიური აქტივობები, რომლებიც ოდესაღაც ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო. შეიძლება დიდი დროს დაგვჩირდეს სანამ აღდგება ტრანსპორტის ჩვეულებრივი მოძრაობა, გაიხსნება ბარების და რესტორნები და აღდგება ფრენები. ეს ბუნებირივს ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ფული ნაკლებად შევა და განვიტარებაც შენელდება. ეს მიუხედავად ყველაფრისა, შეიძლება ქვეყანამ მარტივად გადაიტანოს თუ იქნება ერთიანობა და ფართომასშტაბებით გაგება იმისა, რომ ასეთი ე.წ “გამოჯანმრთელების” პროცესი გარდაუვალია. ჩინეთი, სადაც ეს პანდემია დაიწყო, მხოლოდ ახლა, პირველი შემთხვევიდან სამი თვის შემდგ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა მაინც ნელა. სულ ახლა დაიწყო ფუნქციონირება მეტრომ ხოლო ფრენები ჯერ კიდევ აკრძალულია, რადგან მიუხედავად ადგიობრივი გადაცემების შემცირებისა, აღმოჩნდა რომ ახლა პირიქით, მოსახლეობას ჩინეთში სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ ვირუსი. ასერომ, არის შანსი რომ მაღალი მობილიზების შემთხვევაში ეს პანდემია უკვე 2-3 თვის პერიოდში დავძლიოთ, და უკვე გდავიდეთ აღდგენით პროცედრებზე.

მას შემდეგ რაც საერთაშორიოს მიმოსვლა აღდგება და შსსაბამისა ტურისტული ინდუსტრიაც თავიდან დაიწყებს ძალბის მოკრებას, მდგომარეობას მკვეთრად გაუმჯობესდება, თუმცა მანამდე უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი ბიზნესები პრიორიტეტად ვაქციოთ და მათ დავუჭიროთ მხარი. იმისთვის, რომ ი სპერიოდიც კი როდესაც ასე თ ისე ჩაკეტილები ვიქნებით საკუთარი ქვეყნის ფარგლებში მოვახერხოთ და ეკკონომიკა ასე თ ისე მაინც ავამოძრაოთ. იმის გათვალისწინებით, რომ მათ ვინც სამსახური დაკარგა მთავრობა შესთავაზებს ყველაზე აუცილებელი საგნების შეძენისთვის საჭირო თანხას და ამ ეკონომიკური სირთულეების პერიოდს შედარებით უმტკვნეულოდ გადავიტანთ.

ეკონომიკური სტაბილურობსი შესანარჩუნებლად, ასევე აუცილებელია კერზო სექტორის ჩართულოა, რასაც ვხედვათ მცირე დოზით, თუმცა კიდევ მეტი აქტიურობაც სასურველი იქნებოდა.