როგორ შევარჩიოთ კარგი ფორექს ბროკერი საქართველოში?
ფორექსზე ვაჭრობა გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. ადამიანებს ნებისმიერი ქვეყნიდან შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ვალუტის ვაჭრობაში და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ფორექსის ძირითად ცენტრებს წარმოადგენს ნიუ-იორკი, ლონდონი, და ტოკიო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ მოვაჭრეებს სხვა ქვეყნებში ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ მიიღონ სარგებელი ფორექსიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სავალუტო ბირჟა ერთნაირ შესაძლებლობას აძლევს ყველა მონაწილეს. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ ბაზარზე ვაჭრობით, მათ შორის საქართველოშიც.
საქართველო ნამდვილად არ არის იმ ქვეყნებს შორის სადაც ფორექსი პოპულარულია. თუმცა ჩვენს ქვეყანაშიც ადამიანები აცნობიერებენ ამ ბაზართან დაკავშირებულ შესაძლებლობებს. ფორექს ვაჭრობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი კარგი საბროკერო კომპანიის შერჩევაა. ეს ამავდროულად ყველაზე რთული დავალებაცაა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი შედარებით მწირია. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ფორექს ვაჭრობაზე, რეგულირებულ ბროკერებზე, და ზოგადად ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებზე. ასევე განვიხილავთ რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ბროკერი და როგორ უნდა დაიცვათ თავი თაღლითებისგან.
Contents
- 1 სტატიაში წაიკითხავთ:
- 2 ფორექს ტრეიდინგი საქართველოში
- 3 საბროკერო კომპანიები საქართველოში
- 4 ფორექს რეგულაციები საქართველოში
- 5 როგორ შევარჩიოთ ბროკერი
- 5.1 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ბროკერები
- 5.2 საერთაშორისო ბროკერები რომელთაც აქვთ რეგულაცია სანდო მარეგულირებელი ორგანოებისაგან
- 5.3 ოფშორული ბროკერები
- 5.4 არარეგულირებული ბროკერები
- 5.5 სავაჭრო ინსტრუმენტების მრავალფეროვნება
- 5.6 ბროკერებთან ვაჭრობის საფასური
- 5.7 კლიენტების მხარდაჭერა
- 5.8 ფორექს ბროკერების მიმოხილვები
- 6 როგორ დავიცვათ თავი თაღლითი ბროკერებისაგან
- 7 როგორ ავირჩიოთ ფორექს ბროკერი
სტატიაში წაიკითხავთ:
- როგორია ფორექს ტრეიდინგი საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით
- რომელია საუკეთესო საბროკერო კომპანიები ფორექსის ქართულ ბაზარზე
- როგორ უნდა შეარჩიოთ საბროკერო კომპანია სწორად
- რომელ მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ბროკერის შერჩევისას
- როგორ უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან საბროკერო კომპანიის ობიექტური და სუბიექტური მიმოხილვები
- როგორ დაიცვათ თავი თაღლითი ბროკერებისაგან
ფორექს ტრეიდინგი საქართველოში
რადგან საქართველოში ფორექსი პოპულარული ჯერ კიდევ არ არის, ეს ბაზარიც ნაკლებად განვითარებულია. ქვეყანაში საბროკერო საქმიანობას და ზოგადად ფორექსს და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას საქართველოს ეროვნული ბანკი არეგულირებს. ამ დროისათვის რეგულირებული საბროკერო კომპანიები ძალიან ცოტაა. ეროვნული ბანკის საიტის მიხედვით ლიცენზია მინიჭებული აქვს სულ ცხრა ფირმას რომელიც სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო და სავაჭრო მომსახურებას სთავაზობს მოსახლეობას.
ქართველ ტრეიდერებსა და ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ ანგარიში გახსნან ზოგიერთ საერთაშორისო საბროკეროსთანაც. სამწუხაროდ მათ არ ჰყავთ ადგილობრივი წარმომადგენლობა საქართველოში. მათთვის ქართული ბაზარი მიმზიდველი არ არის, რადგან ფორექსით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი ჯერ კიდევ ცოტაა.
საბროკერო კომპანიები საქართველოში
ქართველ მომხმარებელს არჩევანის გაკეთება უწევთ ადგილობრივ ლიცენზირებულსა და საერთაშორისო ბროკერებს შორის. ასეთი ფირმების სია საქართველოში ძალიან პატარაა. თუმცა, ქართველ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს ისეთ საერთაშორისო ბროკერთანაც, რომელიც აქ რეგისტრირებული არ არის. სწორედ ამიტომ რეკომენდირებული საბროკეროების სია ძირითაად დაკომპლექტებულია საერთაშორისო კომპანიებისაგან. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმ ბროკერებზე, რომელთან ვაჭრობაც ქართველი მომხმარებლებისთვისაა შესაძლებელი. დროთა განმავლობაში სიას დაემატება ახალი ფირმებიც.
XM მთელს მსოფლიოში ერთ-ერთს საუკეთესო საბროკერო კომპანიად ითვლება. ის რეგისტრირებულია კვიპროსში და აქვს ლიცენზია მსოფლიოში ყველაზე სანდო მარეგულირებელი ორგანოების CySEC, FCA UK, და ASIC ისაგან.
ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს სხავადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტებით ვაჭრობას მარჟების გამოყენებით, მათ შორისაა სავალუტო წყვილები, CFD-ები კრიპტოვალუტაზე, აქციებზე, ძვირფას ლითონებზე, ინდექსებზე და ა.შ
ბროკერთან შეგიძლიათ ივაჭროთ MetaTrader 4 და MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმებზე.
შეიტყვეთ მეტი XM-ის შესახებ დეტალურ მიმოხილვიდან
IQ Option ქართველი ტრეიდერებისათვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი საბროკერო კომპანიაა. საბროკერო კომპანია 2013 წელს გაიხსნა კვიპროსში და ლიცენზირებულია CySEC-ის მიერ.
ის მომხმარებელს სთავაზობს სავალუტო წყვილებითა და CFD-ებით ვაჭრობას სხვადასხვა სავაჭრო ინსრუმენტებზე – მათ შორის აქციებზე და კრიპტოვალუტაზე.
IQ Option მომხმარებელს სთავაზობს ვაჭრობას საკუთარ სავაჭრო პლატფორმაზე.
შეიტყვეთ მეტი IQ Option-ის შესახებ დეტალური მიმოხილვიდან
Alpari საერთაშორისო საბროკერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია ფორექსის ბაზარზე ოპერირებს. კომპანია რეგისტრირებულია სენტ ვინსენტ და გრენადინებში და რეგულირებულია ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოს მიერ.
Alpari ტრეიდერებს სთავაზობს სავალუტო წყვილებითა და CFD-ებით ვაჭრობას ძვირფას ლითონებზე, კრიპტოვალუტაზე და ფასიან ქაღალდებზე. საბროკერო კომპანიის კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ მარჟით და ივაჭრონ MetaTrader 4 და MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმაზე.
შეიტყვეთ მეტი Alpari-ის შესახებ დეტალური მიმოხილვიდან
TeleTrade ფორექს ბროკერი არაქართული საბროკერო კომპანიაა რომელიც აქტიურად ცდილობს ქართველი ტრეიდერების ყურადღების მიქცევას. საბროკერო კომპანია 2000 წელს შეიქმნა, დარეგისტრირებულია სენტ-ვინსენტ და გრენადინებში და რეგულირებულია ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოს მიერ.
ტელეტრეიდი მომხმარებელს სთავაზობს ვაჭრობას საავალუტო წყვილებითა და CFD-ებით ლითონებზე, ინდექსებზე, აქციებზე, ნედლეულზე, კრიპტოვალუტაზე და ETF-ზე. ვაჭრობა შესაძლებელია MetaTrader 4 და MetaTrader 5-ის სავაჭრო პლატფორმების გამოყენებით.
შეიტყვეთ მეტი TeleTrade-ის შესახებ დეტალური მიმოხილვიდან
VipTrade ქართული საბროკერო კომპანიაა რომელიც საქართველოში დაარსდა 2017 წელს. ვიპტრეიდი ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სავალუტო წყვილებითა და CFD-ებით ვაჭრობას ნედლეულზე, ლითონებზე და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტების კლასებზე. ტრეიდერებს რომელთაც სავაჭრო ანგარიში ვიპტრეიდთან აქვთ გახსნილი შეუძლიათ ვაჭრობა MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმაზე.
შეიტყვეთ მეტი VipTrade-ის შესახებ დეტალური მიმოხილვიდან.
LiteForex საერთაშორისო ბროკერია რომელიც სავაჭრო სერვისებს სთავაზობს ქართველ მომხმარებელს. კომპანია რეგისტრირებულია კვიპროსში და ლიცენზირებულია ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოს CySEC-ის მიერ.
საბროკერო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სავალუტო წყვილებით და CFD-ებით ვაჭრობას სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტებზე. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ MetaTrader 4 და MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმებით.
შეიტყვეთ მეტი LiteForex -ის შესახებ დეტალური მიმოხილვიდან
ფორექს რეგულაციები საქართველოში
ფორექსის ბაზარს საქართველოში ეროვნული ბანკი არეგულირებს. მისი მიზანია ერთის მხრივ აკონტროლოს რეგულირებული საბროკერო კომპანიები საქართველოში, და ამავდროულად დაიცვას ინვესტორების ინტერესები და უფლებები. ეროვნული ბანკი ასევე გასცემს ლიცენზიას საბროკერო კომპანიებზე, რომელთაც სურთ ოპერირება საქართველოში. მას ასევე შეუძლია აუცილებლობის შემთხვევაში შეუჩეროს ან გააუქმოს ლიცენზია საბროკერო კომპანიებს და დაადგინოს შესაბამისი რეგულაციები ინვესტორების ინტერესების დაცვისათვის.
დღეისათვის საქართველოში მოქმედებს 2018 წელს მიღებული რეგულაციები რომლებიც სხვა ასპექტებთან ერთად განსაზღვრავს ლიცენზიის მიღების წესებს და აუცილებელ მოთხოვნებს.
საქართველოში დაფუძნებული საბროკერო კომპანიები, ისევე როგორც საერთაშორისო საბროკეროების ფილიალები ექვემდებარება ეროვნული ბანკის რეგულაციებს. იმ კრიტერიუმებთა შორის რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია ლიცენზიის მისაღებად არის საკმარისი კაპიტალის ქონა საბროკერო საქმიანობის წარმართვისათვის და ცალკე ანგარიში კლიენტების თანხების შესანახად. ეს იცავს მომხმარებელს და მის კაპიტალს. სწორედ ამიტომ, ლოკალურად დარეგულირებულ საბროკერო კომპანიებთან ვაჭრობა უფრო სანდოა ვიდრე იმ ბროკერებთან რომელთაც არ აქვთ საქართველოში ოპერირების ლიცენზია. მეორე მხრივ, ქართველ მომხმარებელს რომელთაც სურთ საცალო ფორექს ვაჭრობის დაწყება ლიცენზირებული კომპანიების ძალიან მწირი არჩევანი აქვთ. ამიტომ უმჯობესია არჩეული იქნეს ცნობილი ბროკერები, როგორიცაა მაგალითად XM. მაშ როგორ ავირჩიოთ საბროკერო კომპანია რომელიც სანდოა და ამავდროულად აქვს დიდი ხნის გამოცდილება და კარგი სერვისი?
როგორ შევარჩიოთ ბროკერი
უნდა აღინიშნოს, რომ კარგი ბროკერის შერჩევა საკმაოდ რთულია. ქართველ ინვესტორებსა და ტრეიდერებს აქვთ შემდეგი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა:
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ბროკერები
სამწუხაროდ, ასეთი ბროკერების რაოდენობა საკმაოდ ცოტაა. ლიცენზია აქვს სულ ცხრა ბროკერს რომელთაგან ყველა არ სთავაზობს საცალო ფორექს ვაჭრობას მომხმარებლებს. ლიცენზირებულ ბროკერთან ვაჭრობა იცავს მომხმარებელს ბროკერის თაღლითობისაგან. თუ ამგვარი რამ მაინც მოხდა და ბროკერმა დაარღვია რეგულაცია, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ ბანკს. თუმცა, სამწუხაროდ ზოგიერთი ქართული საბროკერო კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ საცალო ფორექს ვაჭრობას არ არიან გამორჩეული საუკეთესო სავაჭრო პირობებითა და მომსახურების ხარისხით.
საერთაშორისო ბროკერები რომელთაც აქვთ რეგულაცია სანდო მარეგულირებელი ორგანოებისაგან
საერთაშორისო ბროკერებს რამდენიმე უპირატესობა აქვთ. პირველ რიგში მათ აქვთ რამდენიმეწლიანი გამოცდილება. როგორც წესი, მათთან არის სავაჭრო ინსტრუმენტებისა და სავაჭრო ანგარიშების დიდი არჩევანის შესაძლებლობა. ეს გეხმარებათ მოარგოთ ბროკერის სერვისი თქვენს საჭიროებებს. ამასთანავე, საერთაშორისო ბროკერებს ჰყავთ კლიენტები მრავალი ქვეყნიდან და მათი სერვისი მრავალფეროვანია.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბროკერები ამ ქვეყანაში არ არიან წარმოდგენილები, მათთან ანგარიშის გახსნა შესაძლებელია, თუ მათ არ აქვთ საქართველო გამონაკლის ქვეყნებში მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ ეროვნული ბანკის ლიცენზია, ისინი ითვებიან სანდო ბროკერებად რადგან ისინი არიან ლიცენზირებულნი სხვა ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისაგან.
ეს სამსახურები ერთმანეთისაგან განსხვავდება მიდგომებითა და რეპუტაციით. ზოგიერთი მათგანი უფრო მკაცრია, უკეთესად აკონტროლებს საბროკერო კომპანიებს და შესაბამისად მათ მიერ რეგულირებული ბროკერები სანდოა. ასეთი ორგანოებია: SEC, CySEC, FCA UK, ASIC, ასევე ევროკავშირის ქვეყნების მარეგულირებელი კომპანიები რომლებიც მოქმედებენ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისისიის (ESMA) რეგულაციების მიხედვით. საერთაშორისო საბროკერო კომპანიებს ხშირად აქვთ ლიცენზია რამდენიმე ასეთი მარეგულირებელი ორგანოებისგან რაც მაქსიმალურად ამცირებს მათთან ვაჭრობისას თაღლითობის რისკს. სწორედ ეს ფირმები შეგვიძლია მივიჩნიოთ საუკეთესო ფორექს ბროკერებად.
იმისთვის რომ ძებნისას დაზოგოთ დრო, გირჩევთ ენდოთ ისეთ ბროკერებს რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით დადებითი რეპუტაცია აქვთ და ამასთან ბონუსებით ანებივრებენ მომხმარებლებს. ასეთია მაგალითად XM რომელზე რეგისტრაციაც საკმაოდ მარტივია.
ოფშორული ბროკერები
ოფშორული ბროკერები იმ საბროკერო კომპანიებს მიეკუთვნებიან რომელთან საქმის დაჭერისაგან თავი უნდა შეიკავოთ. ბროკერები რომელთაც ლიცენზია აქვთ ვანუატუს, დომინიკის რესპუბლიკის, ბელიზის, მარშალის კუნძულებისა და სხვა მსგავსი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისაგან. ისინი სულაც არ არიან ისეთი სანდოები, როგორადაც თავის წარმოჩენას ცდილობენ. ასეთ ქვეყნებში საბროკერო ლიცენზიის მიღება ძალიან მარტივი და იაფია, შესაბამისად თაღლითი ბროკერები სწორედ იქ რეგისტრირდებიან. გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა კარგად ჟღერდეს ასეთი კომპანიების შემოთავაზებები, ნუ გახსნით მათთან ანგარიშს, რადგან არ იქნებით დაცული თაღლითობისაგან.
არარეგულირებული ბროკერები
ზოგიერთი ბროკერი ოპერირებს ლიცენზიის გარეშე. ასეთ ფირმებთან ისევე როგორც ოფშორულებთან, არ ხართ თაღლითობისაგან დაცული. აქ შეიძლება აღმოაჩენოთ რომ თქვენი სავაჭრო ანგარიშიდან მთელი თქვენი ფული გაქრა და ამ თანხების დაბრუნება ფაქტიურად შეუძლებელია. ბროკერის შერჩევისას აუცილებელია არჩევანი გააკეთოთ ისეთ კომპანიაზე, რომელსაც აქვს ლიცენზია რესპექტაბელური მარეგულირებელი ორგანოსგან. ინფორმაცია რეგულაციის შესახებ, ასევე ლიცენზიის ნომერი შეგიძლიათ ნახოთ ფორექს ბროკერის საიტზე. თუმცა ნუ ენდობით კომპანიებს მხოლოდ მათ სიტყვაზე, ყველა მარეგულირებელ ორგანოს აქვს ოფიციალური საიტი სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ ლიცენზირებული ფირმების სია და დარწმუნდეთ რომ მათ ნამდვილად აქვთ აქტიური ლიცენზია.
ქართველმა ტრეიდერებმა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გაითვალისწინონ. თუ თქვენ ვაჭრობთ საბროკერო კომპანიასთან და აღმოჩნდებით თაღლითობის მსხვერპლი, ან შეგექმნებათ რაიმე პრობლემა, რაც საჭიროებს მარეგულირებელი ორგანოს ჩართვას, ვერ მოახერხებთ დაიბრუნოთ ინვესტიცია, თუ ბროკერი არ არის დარეგისტრირებული და რეგულირებული საქართველოში.
რადგან ქვეყანაში არ არის კარგი, რეგულირებული ბროკერების დიდი არჩევვანი, უმჯობესია თუ აირჩევთ ისეთ საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც აქვს ლიცენზია ერთი ან რამდენიმე სანდო მარეგულირებელი ორგანოსგან. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული იქნებით, რომ ეს კომპანია სანდოა და პატიოსნად ემსახურება ტრეიდერებს. შესაბამისად აქ უფრო გაცილებით უფრო მეტი შანსია, რომ დაცული იყოთ ყოველგვარი გადაცდომისაგან.
სავაჭრო ინსტრუმენტების მრავალფეროვნება
ლიცენზია არ არის ერთადერთი რამ რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ბროკერის შერჩევისას. ლიცენზირებული კომპანიებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სერვისის ხარისხით და მრავალფეროვნებით. ერთ-ერთი მინიშვნელოვანი კრიტერიუმი არის სავაჭრო ინსტრუმენტების მრავალფეროვნება. ფორექს და CFD ბროკერებმა შეიძლება შემოგთავაზონ სავაჭრო ინსტრუმენტები რამდენიმე სხვადასხვა კლასიდან:
- სავალუტო წყვილები
- CFD კრიპტოვალუტაზე
- CFD ლითონებზე, მაგალითად ოქრო, ვერცხლი, პალადიუმი
- CFD ნავთობზე
- CFD სხვადასხვა კომპანიების აქციებზე
- CFD საქონელზე მაგალითად შაქარი, ყავა, კაკაო და ა.შ
- CFD საფონდო ბირჟის ინდექსებზე
ნახეთ ამა თუ იმ კატეგორიიდან კონკრეტულად რომელ სავაჭრო ინსტრუმენტებს გთავაზობთ კომპანია. ბროკერის შერჩევამდე კარგად გამოიკვლით მისი ეს მახასიათებლები და შემდეგ გააკეთეთ არჩევანი. სხვაგვარად, შეიძლება გახსნათ ანგარიში და აღმოაჩინოთ რომ მათთან ვერ ივაჭრებთ თქვენთვის სასურველი სავაჭრო აქტივებით.
ბროკერებთან ვაჭრობის საფასური
ცხადია ფორექსზე ვაჭრობა არ არის უფასი. ბროკერები სხვადასხვაგვარად იღებენ თავიანთი მომსახურეობის საფასურს. საბროკერო კომპანიის შერჩევისას თქვენი მიზანია აარჩიოთ ისეთი პროვაიდერი, რომელსაც აქვს კარგი სერვისი და ამავრდოულად არ დაგიცარიელებთ თქვენს სავაჭრო ანგარიშს სხვადასხვა კომისიებით და მოსაკრებლებით.
ყველაზე გავრცელებული გზა რითაც ბროკერები იღებენ თავიანთ სარგებელს არის სპრედები. ისინი სთავაზობენ სპრედებს რომლებშიც გათვალისწინებულია მათი მომსახურების საფასური და დამატებით არ გიწევთ რამის გადახდა. აირჩიეთ ბროკერი რომელიც სთავაზობს მჭიდრო სპრედებს.
ზოგიერთ კომპანიას აქვს კომისიები თითოეულ ნავაჭრ ლოტზე. ამასთანავე ზოგ ბროკერთან შეიძლება შეხვდეთ კომისიებს დეპოზიტისთვის და თქვენი სავაჭრო ანგარიშიდან თანხის გამოტანისთვის. ასევე ზოგიერთი პროვაიდერი დაგაკისრებთ საფასურს უმოქმედობისათვის თუ არ ივაჭრებთ გარკვეული დროის განმავლობაში. ასევე გავრცელებულია სავაჭრო ანგარიშის შენარჩუნების საფასურის გადასახადიც. შესაბამისად, თუ არ გინდათ თქვენი სავაჭრო ანგარიშიდან თანხა ათასგვარ საკომისიოებში დაიხარჯოს, გამოიკვლიეთ რა საკომისიოები აქვს ფორექს საბროკერო კომპანიას მასთან თანამშრომლობის დაწყებამდე.
კლიენტების მხარდაჭერა
ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია რომელსაც ტრეიდერები ხშირად ყურადრებას არ აქცევენ. წარმოიდგინეთ რომ თქვენს სავაჭრო ანგარიშს რაიმე პრობლემა შეექმნა, ან გახსნილი გაქვთ პოზიცია რომლის დახურვაც სასწრაფოდ გჭირდებათ, მაგრამ სავაჭრო პლატფორმა ამის საშუალებას არ გაძლევთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირდებათ ბროკერის წარმომადგენელთან დაკავშირება.
ასეთ მდგომარეობაში უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად შეამოწმეთ როგორი სერვისი აქვს ბროკერს. თუ გადაწყვეტთ რომელიმე ბროკერთან ანგარიშის გახსნას, დაუკავშირდით მის წარმომადგენელს, დაუსვით მას თქვენთვის საინტერესო კითხვები ან სთხოვეთ უკეთ გაგარკვიოთ მათ სერვისში. ამგვარად შეამოწმებთ რამდენად სწრაფად გიპასუხებთ ბროკერის წარმომადგენელი და რამდენად ამომწურავი და დამაკმაყოფილებელი იქნება თქვენთვის მისი პასუხი. ასე მთელ რიგ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. თუმცა თუ კარგ ბროკერებს აირჩევთ, როგორიცაა XM, აუცილებლად აიცილებთ თავიდან მსგავს უსიამოვნებას.
საუკეთესო შემთხვევაში ფორექს საბროკერო კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შემოთავაზებული კლიენტთა მომსახურების გუნდთან დასაკავშირებლად რამოდენიმე ვარიანტი. მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, და ონლაინ კონსულტაცია. ელქტრონული ფოსტა მოსახერხებელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაქვთ მნიშვნელოვანი პრობლემა და შესაძლოა დაგჭირდებით ბროკერისთვის საბუთების გაგზავნა და მიმოწერის შენახვა. ტელეფონის ნომერი გამოგადგებათ როდესაც დახმარება სასწრაფოდ გჭირდებათ, მაგალითად თუ პოზიცია გაქვთ დასახური და ამას თავად ვერ ახერხებთ. სხვა შემთხვევაში ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გზა ბროკერთან დასაკავშირებლად ონლაინ კონსულტაციაა. კარგი იქნება თუ სამივე საშუალებას გამოცდით ბროკერთან ანგარიშის გახსნამდე, რათა დარწმუნებული იყოთ რომ დროულად დაგეხმარებიან ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში.
ფორექს ბროკერების მიმოხილვები
სასურველი ბროკერის შერჩევის პროცესში, ალბათ გექნებათ მხედველობაში რამოდენიმე კომპანია, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს თქვენს მოთხოვნებს. მაგრამ როგორ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება რომელშიც დარწმუნებული იქნებით? ამაში ფორექს ბროკერების მიმოხილვები დაგეხმარებათ. მსგავსი ანალიზი მოიცავს ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, სანდოა თუ არა ბროკერი, როგორი ფასები და მომსახურება აქვს, რამდენად კმაყოფილები არიან მათი მომხმარებლები და ა.შ. წაიკითხეთ მიმოხილვები თქვენ მიერ შერჩეულ ბროკერებზე სანამ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.
თუმცა მიმოხილვებთანაც სიფრთხილეა საჭირო. ზოგიერთი მათგანი სულაც არ არის ისეთი ობრიექტური, როგორიც შეიძლება ერთი შეხედვით სჩანდეს. ზიგიერთი მიმოხილვა დაწერილია სწორედ იმისთვის, რომ შეცდომაში შეგიყვანოთ და დაგარწმუნოთ კონკრეტულ ბროკერთან ანგარიშის გახსნაში. ამიტომ, საჭიროა სანდო ვებსაიტის არჩევა რათა დარწმუნდეთ რომ მოცემული ინფორმაცია სწორია. ქემოთ განვიხილავთ რამდენიმე მეთოდს, თუ როგორ გაარჩიოთ ობიექტური მიმოხილვა სუბიექტურისაგან, რომელსაც თქვენი შეცდომაში შეყვანა უნდა.
ზედმეტად პოზიტიური მიმოხილვა
არ არსებობს იდეალური ბროკერი. შესაძლოა რომელიმე კომპანიას ჰქონდეს ნამდვილად კარგი მომსახურება, დაბალი ტარიფები და იყოს ამავდროულად ლიცენზირებული. მაგრამ ასეთი საბროკერო ფირმა ბევრი ნამდვილად არაა. თუ თქვენ კითხულობთ მიმოხილვას, სადაც ბროკერის ყველა ასპექტი დადებითადაა შეფასებული და მიმოხილვა სრულად პოზიტიურია, ღირს დაფიქრება იმაზე თუ რამდენად ობიექტურადაა ის დაწერილი. შესაძლოა საბროკერო კომპანიას ჰქონდეს რამოდენიმე ნაკლი, მაგრამ ის თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე მაინც იყოს საუკეთესო არჩევანი. ამიტომ ნუ ენდობით ბრმად ზედმეტად პოზიურ შეფასებებს, რომელთა ძირითადი ამოცანა თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება კი არაა, არამედ განკუთვნილია მხოლოდ იმისთვის რომ ბროკერთან გახსნათ ანგარიში.
ბევრი “მაგრამ”
რთულია კარგი მიმოხილვის დაწერა ის ბროკერზე რომელიც არ შედის რეკომენდირებული საბროკერო კომპანიების ჩამონათვალში. წარმოიდგინეთ, რომ დავალებად გაქვთ კარგი ინფორმაცია დაწეროთ რესტორანზე, რომელიც სულაც არ არის კარგი. მაგალითად, ივახშმეთ რესტორანში რომლესაც მშვენიერი ხედი აქვს, მაგრამ იქ მირთმეულმა საკვებმა მოგწამლათ. ალბათ თქვენს მეგობრებს არ ურჩევთ ივახშმონ ამ რესტორანში და არ ეტყვით “საჭმელმა მომწალა, მაგრამ სამაგიეროდ არაჩვეულებრივი ხედი ჰქონდა.”
დაახლოებით ასე გამოიყურება ამგვარი მიმოხილვა. ასეთი მიმოხილვები ცდილობენ მოგაწონონ თაღლითი ბროკერი, ან კომპანია რომელსაც ცუდი მომსახურება აქვს და თქვენი ყურადღება სხვა ასპექტებზე გადაიტანონ. მაგალითად, “საბროკერო კომპანია შემჩნეულია თაღლითობაში, მაგრამ სამაგიეროდ კარგი სპრედები აქვს.” ასეთი ბროკერი ნამდვილად არ გჭირდებათ.
არასწორი ინფორმაცია
ზოგიერთი მიმოხილვა იმდენად სუბიექტურია რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ბროკერზე. მაგალითად პროვაიდერს მაღალი საკომისიოები აქვს, თუმცა მიმოხილვაში კითხულობთ, რომ სპრედები დაბალია და საბროკერო კომპანიას არავითარ დამატებით ხარჯებს არ აკისრებს თავის კლიენტებს. იმისთვის, რომ არ მოტყუვდეთ, თავადაც გადაამოწმეთ მიმოხილვაში მოცემული ინფორმაცია ბროკერის საიტზე.
მიმოხილვა რომელიც არაფერში გეხმარებათ
ასეთი მიმოხილვები ძალიან ბევრია. მათ წაკითხვამდე უნდა გაითვალისწინოთ რომ ობიექტურ ანალიზს ერთადერთი მიზანი აქვს – დაგეხმაროთ აირჩიოთ რეკომენდირებული ფორექს ბროკერები და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ზოგიერთი მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ აზრს ვერ გამოიტანთ, რადგან ის არ გაწვდით იმ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ ერთი კომპანიის მეორესთან შედარებაში და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებაში. თუ ასეთ მიმოხილვას გადააწყდით, ნამდვილად არ ღირს ასეთი მასალის წაკითხვა.
როგორ დავიცვათ თავი თაღლითი ბროკერებისაგან
რადგან ფორექს ინდუსტრია ძალიან მომგებიანია, ამ ბაზარზე შეხვდებით ძალიან ბევრ მათგანს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანების შეცდომაში შეგიყვანა და მათ ხარჯზე გამდიდრებაა ნუ დაუშვებთ რომ ამგავრი თაღლითი საბროკერო კომპანიის კლანჭებში აღმოჩნდეთ. არავის არ სურს, რომ დაიწყოს ფორექსზე ვაჭრობა, მიიღოს მოგება და აღმოაჩინოს რომ თაღლითმა ბროკერმა მისი სავაჭრო ანგარიში სრულად მიითვისა. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ მსგავსი პრობლემები.
- დარწმუნდით რომ საბროკერო კომპანია ლიცენზირებულია. ბევრი თაღლითი ბროკერი თავს ასაღებს სანდო პროვაიდერად და საიტზე წარმოდგენილი აქვს ლიცენზიის ნომერი რომელიც ან არასწორია, ან სულაც სხვა საბროკერო კომპანიას აკუთვნის. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ მისი საიტის ნახვით. აუცილებლად გადაამოწმეთ ამ ინფორმაციის სანდოობა იმ მარეგულირებელი ორგანოს ვებსაიტზე, რომლის ლიცენზიაც აქვს ბროკერს წარმოდგენილი.
- როგორც იტყვიან, რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არის. ბევრი თაღლითი ბროკერი ცდილობს მიიქციოს თქვენი ყურადღება ბონუსებით და დაპირებებით, რომ მათთან ვაჭრობა აუცილებლად გაგამდიდრებთ. თუკი გგონიათ რომ ესა თუ ის დაპირება ზედმეტად კარგად ჟღერს და სიმართლეს არ შეესაბამება, ალბათ ასეც არის. ამიტომ კარგად გადაამოწმეთ ის, რასაც გთავაზობთ ბროკერი.
- ნუ ენდობით საბროკერო ფირმებს, რომლებიც გთავაზობენ თქვენს ნაცვლად ვაჭრობას და გპირდებიან მაღალ პროცენტულ სარგებელს. თუ გსურთ, რომ კომპანიამ ივაჭროს თქვენს ნაცვლად, აუცილებლად გამოიკვლიეთ მისი ყველა ასპექტი და დარწმუნდით რომ მათი დაპირება რეალურია. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გქონდეთ ხელშეკრულება, ან რაიმე სხვა სამართლებრივი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც მოახერხებთ ფულის დაიბრუნებას, თუ თაღლითობის მსხვერპლი გახდებით.
- აუცილებლად წაიკითხეთ ბროკერის მიერ მოწოდებული დოკუმენტებაცია, მათ შორის ვაჭრობის წესები და პირობები. გასაგებია რომ არავის უნდა დრო დახარჯოს 50 გვერდის კითხვაში, თუმცა ეს დაგეხმარებათ მომავალში აირიდოთ თავი მთელ რიგი პრობლემებს. თაღლით ბროკერებს ხშირად არ აქვთ სრული ინფორმაცია საკომისიო გადასახადებზე. სამაგიეროდ ეს ინფორმაცია მოცემულია იურიდიულ დოკუმენტებში, რომლებიც ხშირად მოვაჭრეების ყურადღების მიღმა რჩება. წარმოიდგინეთ, რომ სავაჭრო ანგარიშზე თქვენი მოგება განახევრდა, ხოლო დარჩენილ ნაწილს საერთოდ ვერ ანაღდებთ, ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად დაუკავშირდებით ბროკერს. ის წარმოგიდგენთ რომელიმე პუნქტს წესებისა და პირობების დოკუმენტიდან რომელიც უფლებას აძლევს მას თქვენი თანხა დააკავოს ანგარიშზე. ასეთი უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია დაუთმეთ დრო მსგავსი დოკუმენტების გაცნობას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ თანამშრომლობის გადაწყვეტილება.
როგორ ავირჩიოთ ფორექს ბროკერი
ახლა უკვე გაქვთ სრული ინფორმაცია და პასუხი კითხვაზე როგორ ავირჩიოთ ფორექს ბროკერი საქართველოში. შეამოწმეთ მისი რეგულაცია და დარწმუნდით რომ საბროკერო კომპანია ნამდვილად ლიცენზირებულია. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროვაიდერებს რომლებიც რეგულირებულია სანდო მარეგულირებელი ორგანოების მიერ. სანამ ბროკერის შერჩევას გადაწყვეტთ განსაზღვრეთ თქვენი მოთხოვნები როგორი უნდა იყოს ის და შეადარეთ სხვადასხვა საბროკეროების მახასიათებლები თქვენს სიას. შეარჩიეთ კომპანია იმის მიხედვით როგორი მომსახურება და კლიენტთა მხარდაჭერა აქვთ მათ და აუცილებლად წაიკითხეთ ფორექს ბროკერების მიმოხილვები. ასე შეძლებთ თავი აარიდოთ თაღლით ბროკერებს და შეარჩიოთ საუკეთესო ფორექს ბროკერი საქართველოში, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული ფორექს ტრეიდერი.