Alpari ფორექს ბროკერის მიმოხილვა
ალპარი რუსული საბროკერო კომპანიაა რომელიც უკვე 20 წელია ოპერირებს სავალუტო ბირჟაზე. ალპარი დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და დიდ საერთაშორისო საბროკერო კომპანიად ითვლება მსოფლიოში. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ბროკერს თვალდახუჭული უნდა ენდოთ და მხოლოდ რეპუტაციის გამო გახსნათ მასთან ანგარიში. ალპარი საბრკერო მომსახურებას სთავაზობს ტრეიდერებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. გარკვეული პერიოდის წინ ბროკერს ქართული საიტიც ჰქონდა, თუმცა ახლა ის ხელმისაწვდომი აღარაა. ბროკერთან შესაძლებელია სავალუტო წყვილებით, ლითონებითა და ფასთა შორის სხვაობების კონტრაქტებით ვაჭრობა. მომხმარებელს შეუძლია ანგარიში გახსნას 20 აშშ დოლარით და დაიწყოს ვაჭრობა MetaTrader 4- ის ან MetaTrader 5-ის სავაჭრო პლატფორმებზე. მოდით უკეთ გავიცნოთ ალპარი ფორექს ბროკერი, რას სთავაზობს ის მომხმარებელს და საერთოდ არის თუ არა ის სანდო.
არის თუ არა ალპარი სანდო ბროკერი?
ბროკერის სანდოობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ლიცენზია და ამ ლიცენზიის გამცემი მარეგულირებელი ორგანო. ამ მხრივ ალპარი ნამდვილად არ არის სანდო. ბროკერის საიტის მიხედვით საბროკერო კომპანია ალპარის მართავს კომპანია Alpari Limited, რომელიც რეგისტრირებულია სენტ ვინსენტ და გრენადინებში. საიტზე აღნიშნულია რეგისტრაციის ნომერიც 20389 IBC 2012, რომელიც გვატყობინებს რომ საბროკერო კომპანიამ ლიცენზია მხოლოდ 2012 წელს, 7 წლის წინ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ალპარი სავაჭრო მომსახურებას სთავაზობს ქართველ მომხმარებლებს, ის არ არის დარეგისტრირებული საქართველოში და არ აქვს შესაბამისი ლიცენზია ეროვნული ბანკისაგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ალპარი ოფშორული ბროკერია რომელსაც ლიცენზია აქვს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სანდო მარეგურილებელი ორგანოსაგან. ქართველმა ტრეიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ალპარისთან ვაჭრობის შემთხვევაში, ისინი დაცულები არ არიან თაღლითობისგან და სავაჭრო კაპიტალის დაკარგვისაგან.
საერთაშორისო საბროკერო კომპანიებთან რეგისტრაციისას აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ რომელი მარეგულირებელი ორგანოს ლიცენზია აქვთ მათ. შეარჩიეთ ისეთი ბროკერი, რომელსაც აქვს სანდო ორგანოების მიერ მინიჭებული ლიცენზია. ერთ-ერთი ასეთი ბროკერი ქართველი მომხმარებლებისათვის არის XM რომელსაც აქვს CySEC, FCA UK და ASIC-ის ლიცენზიები.
რას სთავაზობს ალპარი მომხმარებლებს
ალპარი მომხმარებელს სთავაზობს სავაჭრო ინსტრუმენტებს სამი კლასიდან: სავალუტო წყვილები, ლითონები, და ფასთა შორის სხვაოებების კონტრაქტები. მომხმარებლებს საშუალება აქვთ აირჩიონ 46 სავალუტო წყვილიდან მათთვის სასურველი წყვილი სავაჭროდ. ბროკერთან შესაძლებელია როგორც ძირითადი, ასევე მეორეხარისხოვანი და ზოგიერთი ეგზოტიკური სავალუტო წყვილებით ვაჭრობა.
რაც შეეხება ლითონებს, აქ მომხმარებლის არჩევანი ძალიან მწირია, რაც ალპარის რეიტინგს დაბლა სწევს. ტრეიდერებს შეუძლიათ ივაჭრონ ორი ინსტრუმენტით: XAGUSD (Spot Silver USD) და XAUUSD (Spot Gold USD).
ბროკერი ტრეიდერებს ასევე სთავაზობს კონტრაქტებს ფასთა შორის სხვაობაზე (CFDs). სულ ხელმისაწვდომია 18 ასეთი სავაჭრო ინსტრუმენტი, რომელთა შორისაა CFD-ები ფასიან ქაღალდებზე, კრიპტოვალუტაზე, და ინდექსებზე.
ალპარის ძირითადი მახასიათებლები – მინიმალური დეპოზიტი, საკრედიტო მხარი და სპრედები
ალპარისთან სტანდარტული სავაჭრო ანგარიშის გახსნა შესაძლებელია 20 აშშ დოლარით რაც ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მომხმარებლისათვის. ტრეიდერებს შეუძლიათ ისარგებლონ 1:1000 საკრედიტო მხარით რაც ძალიან მაღალია. ასეთი მაღალი საკრედიტო მხარის შემოთავაზება მხოლოდ ოფშორ ბროკერებს შეუძლიათ, ისინი ამას აკეთებენ მეტი მომხმარებლის მოსაზიდად. მაღალი საკრედიტო მხარი ტრეიდერებისათვის საკმაოდ მაცდურად ჟღერს, თუმცა მათ უნდა გაითვალისწინონ მაღალ საკრედიტო მხართან დაკავშირებული რისკები.
ალპარი თავის საიტზე წარმოაჩენს ძალიან დაბალ სპრედებს. მაგალითად საიტის მიხედვით მინიმალური სპრედებიდან ყველაზე დაბალი 0.2 -ია, ხოლო ყველაზე მაღალი 6.4 პიპ-ი. სინამდვილეში, ბროკერი წარმოაჩენს არა რეალურ სპრედებს, არამედ მინიმალურ სპრედებს ECN სავაჭრო ანგარიშისთვის, სადაც სპრედები დაბალია საკომისიო გადასახადების ხარჯზე.
მაგალითად, საიტზე ჩანს, რომ მინიმალური სპრედი AUD:CAD სავალუტო წყვილისთვის 0.2 პიპ-ი. თუმცა თუ დაწვრილებით ინფორმაციას მოვითხოვთ, ვნახავთ, რომ სტანდარტულ სავაჭრო ანგარიშზე მინიმალური სპრედი 2 პიპ-ია, ხოლო საშუალო სპრედი 2.9 რაც წარმოდგენილ სპრედთან შედარებით ძალიან დიდია. ცხადია, რომ ბროკერი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, რათა დაარწმუნოს ანგარიშის გახსნაში.
ალპარის სავაჭრო ანგარიშის ტიპები
ალპარი ტრეიდერებს სთავაზობს 6 ტიპის სავაჭრო ანგარიშს. მომხმარებლებს შეუძლიათ ნანო, სტანდარტული და ECN სავაჭრო ანგარიშების გახსნა როგორც MetaTrader 4 ასევე MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმებზე. სამწუხაროდ, ბროკერი ტრეიდერებს არ აწვდის ინფორმაციას იმ მახასიათებლების და დამატებითი ბენეფიტების შესახებ რომლებიც მოყვება სავაჭრო ანგარიშებს. ასევე, არ არის ინფორმაცია მოცემული საკომისო ხარჯებზე ECN სავაჭრო ანგარიშისათვის. კიდევ ერთი, რასაც მომხმარებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ არის ის, რომ სხვადასხვა სავაჭრო ანგარიშებზე შეზღუდულია სავაჭრო ინსტრუმენტები. მაგალითად, ნანო და სტანდარტული ანგარიშებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ 33 სავალუტო წყვილი და არცერთი CFD ინსტრუმენტი. შესაბამისად, თუ თქვენ ალპარისთან CFD-ებით ვაჭრობა გაქვთ გადაწყვეტილი იძულებული ხართ გახსნათ ECN სავაჭრო ანგარიში, რომლისთვისაც მინიმალური დეპოზიტი 20 აშშ დოლარის ნაცვლად 300 აშშ დოლარია.
თანხის განაღდება და გადახდის მეთოდები
ალპარის საბროკერო კომპანიასთან შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე გადახდის მეთოდი, მათ შორის საბანკო ტრანზაქცია, სადებეტო/საკრედიტო ბარათები და ელექტრონული გადახდის მეთოდები. ანგარიშზე თანხის განთავსების, ასევე თანხის განაღდების საკომისიო დამოკიდებულია გადახდის მეთოდზე და მერყეობს 0.5 პროცენტიდან 2.5 პროცენტამდე. სამწუხაროდ, ბროკერს არსად არ აქვს აღნიშნული რამდენი ხანი ჭირდება თანხის განაღდების მოთხოვნის დადასტურებისათვის და ტრანზაქციისათვის. ეს ინფორმაცია აუცილებელია ტრეიდერებისათვის, რადგან მას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ბროკერის არჩევისას.
როგორც ჩანს, თანხის განაღდება ალპარისთან პრობლემურია, ამაზე მიანიშნებს მომხმარებლების კომენტარები ფორექს ფორუმებზე. მათი უმეტესობა აღნიშნავს რომ ვერ გამოაქვთ ფული სავაჭრო ანგარიშებიდან და მიუთითებენ ალპარის თაღლითობაზე.
ალპარის კლიენტთა მომსახურების სერვისი
ალპარისთან დაკავშირება რამდენიმე საშუალებით შეიძლება. ვებსაიტზე ბროკერს მითითებული აქვს კლიენტთა მომსახურების ორი ნომერი და რამოდენიმე საფოსტო მისამართი სხვადასხვა ტიპის პრობლემებისათვის. ბროკერთან დაკავშირება ასევე შეიძლება საიტზე ჩაშენებული ონლაინ კონსულტაციით. სამწუხაროდ ონლაინ კონსულტაცია შესაძლებელია მხოლოდ სამ ენაზე ინგლისურად, ინდონეზიურად და არაბულად.
ალპარის რეიტინგი
სამწუხაროდ ალპარი არ არის რეკომენდირებულ საბროკერო კომპანიათა რიცხვში. მიუხედავად იმისა, რომ ბროკერს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ის ვერ სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის საბროკერო მომსახურებას. ალპარი წარმოადგენს ოფშორულ საბროკერო კომპანიას, რომელიც არ არის რეგულირებული სანდო მარეგულირებელი ორგანოს მიერ. მინიმალური დეპოზიტი საკმაოდ დაბალია, თუმცა სავაჭრო ანგარიშზე ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები ლიმიტირებულია. ბროკერი არასწორ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს სპრედებზე რათა შეუქმნას მცდარი წარმოდგენა. ამასთანავე, როგორც ჩანს ალპარის მომხმარებლებს ხშირად აქვთ თანხის განაღდების პრობლემა. საბროკერო კომპანია ასევე არ აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას თანხის განაღდების პირობებზე. შეჯამების სახით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო ბროკერი სთავაზობს მომხმარებელს გაცილებით უკეთეს სავაჭრო პირობებს. შესაბამისად, ნუ იჩქარებთ ალპარისთან ანგარიშის გახსნას და განაგრძეთ კარგი საბროკერო კომპანიის ძებნა.