IQ Option ფორექს ბროკერის მიმოხილვა

IQ Option ფორექს ბროკერის მიმოხილვა post thumbnail image

IQ Option ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული საბროკერო კომპანიაა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ბროკერს საქართველოში არ ყავს წარმომადგენლობა და არ არის დარეგისტრირებული, ქართველი ტრეიდერები ხშირად სწორედ მასთან ხსნიან სავაჭრო ანგარიშს. IQ Option 2013 წელს გაიხსნა და მას შემდეგ სთავაზობს ფინანსურ სერვისებს და ბირჟაზე ვაჭრობას ტრდეიდერებს თითქმის ყველა ქვეყნიდან. IQ Option ის მიმოხილვაში გაგაცნობთ ინფორმაციას საბროკერო კომპანიის ლიცენზიის, შეთავაზებების, ძირითადი მახასიათებლებისა და სავაჭრო პირობების შესახებ. მიმოხილვა დაგეხმარებათ გააკეთოთ ინფორმირებული არჩევანი და ისე დაიწყოთ ან არ დაიწყოთ ბროკერთან ვაჭრობა.

IQ Option მიმოხილვა

არის თუ არა IQ Option სანდო ბროკერი?

IQ Option სავალუტო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია დარეგისტრირებულია კვიპროსში და ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოს CySEC-ის ლიცენზია აქვს. ეს აძლევს ბროკერს საშუალებას შესთავაზოს თავისი მოსმახურება ტრეიდერებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. შესაბამისად, საბროკერო კომპანიას არ აქვს ლეგალურად ოპერირების უფლება სხვა ქვეყნებში, სადაც არ არის რეგულირებული ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მათ შორის საქართველოში. გამოუცდელი ტრეიდერები ამ ინფორმაციას ხშირად შეცდომაში შეყავს. საბროკერო კომპანია, რომელიც ემსახურება ტრეიდერებს ევროკავშირის ქვეყნებში ნამდვილად რეგულირებულია CySEC-ის მიერ. რაც შეეხება საქართველოს და სხვა ქვეყნებს, ტრეიდერებს ამ ქვეყნებიდან ემსახურება სენტ ვინსენტ და გრენადინებში რეგისტრირებული კომპანია IQOption LTD.  შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ ანგარიში IQ Option თან, თქვენ ვაჭრობთ არა ევროკავშირში რეგულირებულ ბროკერთან, არამედ ოფშორულ ბროკერთან.

IQ Option თაღლითი ბროკერი

IQ Option.com review

ერთი შეხედვით ბროკერის ვებსაიტი კარგად გამოიყურება, აქვს თანამედროვე ინტერფეისი და საინტერესო დიზაინი. თუმცა სამწუხაროდ ეს საიტის ერთადერთი დადებითი მხარეა. ნავიგაცია ვებსაიტზე ძალიან რთულია, განსაკუთრებით დამწყები ტრეიდერებისათვის, რომელთაც არ იციან რა ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული საიტზე და სად. როგორც ყველა ინდუსტრიას ფორექსსაც აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც ბროკერების ვებსაიტზეც ვრცელდება. საიტი უნდა ემსახურებოდეს მომხმარებელს და აწვდიდეს ინფორმაციას ბროკერის და მისი მომსახურების შესახებ. IQ Option-ის საიტზე შეუძლებელია ინფორმაციის მოძიება, რადგან ის უბრალოდ განთავსებული არ არის – მაგალითად, ინფორმაცია სავაჭრო ანგარიშების შესახებ. ეს ნამდვილად არ არის კარგი ნიშანი და მნიშვნელოვნად წევს IQ Option-ის რეიტინგს დაბლა.

რას სთავაზობს IQ Option  მომხმარებლებს

მომხმარებელს IQ Option-თან სავაჭრო ინსტრუმენტების საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს. ბროკერი სთავაზობს ინსტრუმენტების რამდენიმე კლასს:

  •  ბინარული ოფციონები – ბინარული ოფციონები ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია მაღალი რისკის გამო, თუმცა, ბროკერი ამ სავაჭრო ინსტრუმენტებს მაინც სთავაზობს იმ იმ ქვეყნებში სადაც სავაჭრო ბირჟა მკაცრად რეგულირებული არ არის. ტრეიდერებს შეუძლიათ აირჩიონ შემოთავაზებული 57 ოფციონიდან მათთვის სასურველი და დაიწყონ ვაჭრობა.
  • სავალუტო წყვილები – IQ Option ტრეიდერებს სთავაზობს 75 სავალუტო წყვილს, მათ შორის ძირითად, მეორეხარისხოვან და ეგზოტიკურ სავალუტო წყვილებს.
  • CFD-ები 197 სხვადასხვა აქციებზე
  • CFD-ები 25 კრიპტოვალუტაზე
  • CFD-ები 5 დასახელების საქონელზე
  • CFD-ები 25 სხვადასხვა ETF-ზე.

როგორც ხედავთ, ბროკერთან სავაჭრო ინსტრუმენტები საკმაოდ მრავალფეროვანია. ახლა ვნახოთ როგორია სავაჭრო პირობები და ბროკერის ძირითადი მახასიათებლები.

IQ Option-ის ძირითადი მახასიათებლები – მინიმალური დეპოზიტი, საკრედიტო მხარი და სპრედები

ბროკერთან რეალური სავაჭრო ანგარიშის გახსნა 10 აშშ დოლარითაა შესაძლებელი. მაქსიმალური საკრედიტო მხარი 1:300 ია.  სამწუხაროდ საიტზე არ არის მოცემული სპრედები, შესაბამისად მომხმარებლებს არ აქვთ საშუალება წინასწარ, ანგარიშის გახსნამდე, ნახონ როგორ გამოიყურება სპრედები და შეადარონ ის სხვა ბროკერების სპრედებს.  IQ Option-ის საიტზე არ არის მოცემული ინფორმაცია არც სავაჭრო ანგარიშების ტიპებზე. ბროკერის ბლოგზე ვკითხულობთ, რომ ის მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ ერთი ტიპის სავაჭრო ანგარიშს, ხოლო პროფესიონალ ტრეიდერებს, შეუძლიათ აირჩიონ VIP ანგარიში. სამწუხაროდ არ არის მოცემული ინფორმაცია რა მახასიათებლები აქვს ამ ანგარიშებს და რა ბენეფიტის მიღება შეუძლიათ მომხმარებლებს. აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია მომხმარებელისათვის, რათა წინასწარ იცოდეს როგორი სავაჭრო პირობები აქვს ბროკერს, როგორია სპრედები და რა ტიპის ანგარიშების გახსნა შეიძლება ბროკერთან. თუ სანდო საერთაშორისო საბროკერო კომპანიას ეძებთ, რომელიც სრულად აცნობს მომხმარებელს ინფორმაციას, შეგიძლიათ ალტერნატივად განიხილოთ XM საბროკერო კომპანია. ის არამხოლოდ წარმოადგენს ვაჭრობის დეტალებს ვებგვერდზე, არამედ მომხმარებელს სთავაზობს დემო ანგარიშსაც სადაც ტრეიდერებს შესაძლებლობა აქვთ ვირტუალური  ფულით ივაჭრონ და ნახონ რამდენად მისაღებია მათთვის ბროკერის პირობები და მომსახურება.

გახსენი დემო ანგარიში XM-თან!

თანხის განაღდება და გადახდის მეთოდები

თანხის ანგარიშზე შეტანა და განაღდება რამოდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი. ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ ვიზა და მასტერქარდის სადებეტო და საკრედიტო ბარათები, ასევე რამდენიმე ელექტრონული გადახდის მეთოდი მაგალითად Skrill, Neteller, WebMoney, advcash, და QIWI. საიტის მიხედვით თანხა მაშინვე აისახება სავაჭრო ანგარიშზე და თახნის შეტანაზე არ არის საკომისიო. რაც შეეხება ანგარიშიდან თანხის განაღდებას, ბროკერს 3 დღე ჭირდება თანხის განაღდების მოთხოვნის დადასტურებისათვის. შემდეგ ტრანზაქციის სიჩქარე დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ გადახდის მეთოდს აირჩევთ.

IQ Option-ის კლიენტთა მომსახურების სერვისი

IQ Option ფორექს ბროკერი ნამდვილად გამოირჩევა წარმომადგენლობითი ოფისებით სხვადასხვა ქვეყნებში. საბროკერო კომპანიას აქვს კლიენტთა მომსახურების სერვისი შესაბამის ქვეყნებში. თუმცა, მათი სიმრავლე ქართველ მომხმარებლებს ნამდვილად არ ეხმარება. საიტზე მოცემულია ტელეფონის ნომრები სხვადასხვა ქვეყნებისთვის, ამ ქვეყნების სიაშია დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, სინგაპური, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, პორტუგალია, არგენტინა და ა.შ. სამწუხაროდ, ამ სიაში საქართველო არ არის და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი რომ ქართველ ტრეიდერს დახმარების საჭიროების შემთხვევაში ურჩევნია სხვა გზას მიმართოს ვიდრე სამხრეთ აფრიკის ოფისში დარეკვაა. სამწუხაროდ სხვა გზა მხოლოდ საფოსტო შეტყობინების გაგზავნაა.

IQ Option-ის რეიტინგი

IQ Option ნამდვილად არ არის რეკომენდირებული ბროკერი ქართველი ტრეიდერებისათვის. ბროკერი არ აძლევს მომხმარებელს სრულ ინფორმაციას სავაჭრო პირობებზე. გარდა ამისა საბროკერო კომპანია, რომელიც იღებს ქართველ ტრეიდერებს წარმოადგენს ოფშორულ კომპანიას და არ აქვს ლიცენზია სანდო მარეგულირებელი ორგანოსაგან. ეს არ  ნიშნავს, რომ IQ Option-ის მომხმარებელი აუცილებლად თაღლითობის მსხვერპლი გახდება. ბევრი ბროკერი, რომელსაც აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს ლიცენზია რეგისტრირდება ოფშორულ ტერიტორიებზე იმისთვის რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს მაღალი საკრედიტო მხარი და ისეთი სერვისი მიაწოდონ, რაც ევროკავშირის ქვეყნებში დაშვებული არაა (მაგალითად ბინარული ოფციონები). თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი რატომაც ეს ბროკერი რეკომენდირებული არაა. ის სავაჭრო პირობები, რომლებიც აღწერილია ბროკერის ვებგვერდზე არ არის მიმზიდველი არც დამწყები და არც გამოცდილი ტრეიდერებისათვის. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბროკერის პოპულარობა საქართველოში მეტწილად ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული როგორც თავად IQ Option-ზე, ასევე სხვა უკეთეს საერთაშორისო საბროკერო კომპანიებზე, როგორიც მაგალითად XM და სხვა საბროკერო კომპანიებია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *