TeleTrade ფორექს ბროკერის მიმოხილვა
TeleTrade ერთ-ერთი იმ ბროკერთაგანია რომელიც აქტიურად ცდილობს ქართველი მომხმარებლების ყურადღების მიქცევას. ამისთვის ტელეტრეიდი ქართულ ვებსატსა და სოციალურ ქსელებს იყენებს, სადაც კონტენტს ასევე ქართულ ენაზე აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ ტელეტრეიდი ქართველ ტრეიდერებს სთავაზობს მომსახურებას ის არ არის რეგისტრირებული საქართველოში და შესაბამისად არ აქვს ეროვნული ბანკის ლიცენზია, რომელიც აუცილებელია საქართველოში საბროკერო კომპანიის საქმიანობისათვის. ტელეტრეიდი ქართველ მომხარებელს სთავაზობს ფორექსის სავალუტო წყვილებითა და CFD აქციებით ვაჭრობას MetaTrader-ის პლატფორმაზე. ტელეტრეიდის მიმოხილვაში განვიხილავთ ბროკერის მახასიათებლებს, მასთან ვაჭრობის პირობებს და ვნახავთ არის თუ არა ბროკერი რეკომენდირებული ქართველი მომხმარებლებისათვის.
არის თუ არა ტელეტრეიდი სანდო
საბროკერო კომპანიის საიტის მიხედვით, ტელეტრეიდი 2000 წელს შეიქმნა და მას შემდეგ აქტიურად ოპერირებს ფორექსის ბირჟაზე, თუმცა უცნობია როდის დაიწყო ოპერირება ქართულ ბაზარზე. საქართველოში ტელეტრეიდ ფორექს ბროკერზე პასუხისმგებელი იურიდიული პირია Teletrade D.J. Limited. აღნიშნული კომპანია არ არის რეგისტრირებული საქართველოში და არ აქვს ქვეყანაში ლეგალურად ოპერირების ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკისგან. Teletrade D.J. Limited რეგისტრირებულია სენტ-ვინსენტ და გრენადინებში, შესაბამისად ტელეტრეიდი ოფშორული ბროკერია, რომელსაც არ აქვს ქართველი ტრეიდერებისათვის საბროკერო მომსახურების შეთავაზების უფლება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სენტ-ვინსენტი და გრენადინები ერთ-ერთი ისეთი ლოკაციაა, სადაც თაღლითი ბროკერები რეგისტრირდებიან. ამის მიზეზი რეგულაციების ნაკლებობა და იაფი ლიცენზიაა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტელეტრეიდი არ არის სანდო ბროკერი და მასთან ვაჭრობისას შესაძლოა თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ. თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ საერთაშორისო ბროკერთან ვაჭრობა დარწმუნდით რომ მას აქვს ლიცენზია სანდო მარეგურილებელი ორგანოსაგან. მაგალითად XM რომელსაც რამოდენიმე ლიცენზია აქვს.
Teletrade.ge ის მიმოხილვა
ხშირად ბროკერის საიტი გვაძლევს მინიშნებას ღირს თუ არა ამა თუ იმ ბროკერთან ვაჭრობა. თაღლითი ბროკერები დიდ ყურადღებას არ აქცევენ რამდენად კარგად მუშაობს ვებსაიტი ან რამდენად კარგად ემსახურება ის ვიზიტორებს. ტელეტრეიდის საიტიდან კარგად ჩანს, რომ ბროკერი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს მომსახურების ხარისხს. საიტზე ინფორმაცია ლიმიტირებულია, ზოგიერთი ინფორმაცია კი სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, საიტზე აღნიშნულია, რომ ბროკერს 200 ოფისი აქვს 30 ქვეყანაში, თუმცა საკონტაქტო ინფორმაციაში მხოლოდ ბელარუსია და პორტუგალიაა მოცემული. საიტზე კონტენტის ნაწილი რუსულადაა წარმოდგენილი, რაც მიანიშნებს რომ საიტი წარმოადგენს რუსული საიტის ასლს და არ არის დამზადებული ქართული აუდიტორიისათვის. მაგალითად, თუ გადახვალთ ვებსაიტის გვერდზე “ანალიტიკა” გვერდი პირდაპირ რუსულ საიტზე გადაგამისამართებთ.
ამასთანავე, საიტზე მიუწვდომელია მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მაგალითად იურიდიული დოკუმენტაცია. შესაბამის გვერდზე წარმოდგენილია კონტრაქტის კოტირების რეგლამენტი, თუმცა ლინკი არ მუშაობს და მისი ნახვა შეუძლებელია. სხვა ლეგალური დოკუმენტები არ არის მოცემული.
რას სთავაზობს ტელეტრეიდი მომხმარებლებს
ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს სავაჭრო ინსტრუმენტებს რომლებიც გაერთიანებულია შვიდ ძირითად სავაჭრო კლასში, ესენია: სავალუტო წყვილები და CFD ლითონებზე, ინდექსებზე, აქციებზე, ნედლეულზე, კრიპტოვალუტაზე და ETF-ზე. ტელეტრეიდთან ვაჭრობა შესაძლებელია MetaTrader 4-ისა და MetaTrader 5-ის სავაჭრო პლატფორმებზე. თუმცა თუ თქვენი ყურადღება მიიქცია სავაჭრო ინსტრუმენტების ჩამონათვალმა, ნუ იჩქარებთ ტელეტრეიდთან ანგარიშის გახსნას სანამ არ შეიტყობთ მისი ძირითადი მახასიათებლების შესახებ.
ტელეტრეიდის ძირითადი მახასიათებლები – მინიმალური დეპოზიტი, საკრედიტო მხარი და სპრედები
საიტზე არ არის ინფორმაცია მოცემული მინიმალური დეპოზიტის შესახებ. ეს ისეთი ინფორმაციაა რომელსაც ხშირად პირველ რიგში ამოწმებენ, რადგან არცერთ ტრეიდერს არ სურს მაღალი მინიმალური დეპოზიტის გადახდა. ამ ინფორმაციის დამალვა მიანიშნებს რომ ბროკერს შეიძლება მაღალი მინიმალური დეპოზიტი ჰქონდეს, რომლის საიტზე ჩვენება არ უნდა.
ბროკერი მომხმარებელს სათავაზობს 1:100 საკრედიტო მხარს. მომხმარებელს თავად შეუძლია შეარჩიოს მისთვის მისაღები საკრედიტო მხარი 1:100-მდე. ეს არ არის ყველაზე მაღალი საკრედიტო მხარი, რომელიც შესაძლებელია სხვა საბროკერო კომპანიებთან ვაჭრობისას მიიღოთ.
სპრედები ტელეტრეიდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლია. ბროკერი ძალიან მაღალ სპრედებს სთავაზობს მომხმარებლებს. ყველაზე დაბალი სპრედი სავალუტო წყვილებისათვის 1.5 პიპ-ია ევრო/დოლარის წყვილისათვის. სხვა ვალუტების წყვილებისთვის სპრედები გაცილებით მაღალია და 3,206.1 პიპამდეც კი ადის. ასეთი სპრედების პირობებში ბროკერთან ვაჭრობა ძალიან ძვირია, და შესაბამისად რეკომენდირებული არ არის.
ტელეტრეიდის სავაჭრო ანგარიშის ტიპები
ტელეტრეიდი მომხმარებლებს სთავაზობს სამი ტიპის ანგარიშს MetaTrader 4 Standard, MetaTrader 4 professional, Metatrader 5 Standard. სამწუხაროდ, როგორც ავღნიშნე საიტზე არ არის ნაჩვენები რა მინიმალური დეპოზიტია საჭირო თითოეული ანგარიშის გასახსნელად. ინფორმაცია ანგარიშების ტიპების შესახებ ასევე ლიმიტირებულია და მომხმარებელს არ აწვდის საჭირო დეტალებს.
თანხის განაღდება და გადახდის მეთოდები
ბროკერთან სავაჭრო ანგარიშის შევსება და თანხის განაღდება შესაძლებელია მხოლოდ საკრედიტო/სადებეტო ბარათებით (VISA, MasterCard) და Webpay- აპლიკაციის საშუალებით. სამწუხაროთ ბროკერი არ სთავაზობს მომხმარებელს გადახდის მეთოდების ფართო არჩევანს. საიტზე არ არის მოცემული ინფორმაცია თანხის მოხსნისა და განაღდების შესახებ. მომხმარებლებს არ აქვთ ინფორმაცია რამდენი ხანი ჭირდება ბროკერს იმისთვის, რომ დაადასტუროს მომხმარებლის განაცხადი თანხის მოხსნის შესახებ და რამდენი ხანი ჭირდება ტრანზაქციას. ასევე არ არის ინფორმაცია მოცემული საკომოსიო ხარჯებთან დაკავშირებით. ამ დეტალების ცოდნა აუცილებელია ბროკერთან ანგარიშის გახსნამდე და საგანგაშოა რომ ბროკერი ამ დეტალებს მალავს.
ტელეტრეიდის კლიენტთა მომსახურების სერვისი
ტრეიდერებს ტელეტრეიდის საიტის ნახვის შემდეგ შეიძლება უამრავი შეკითხვა გაუჩნდეთ მომსახურებასთან და სავაჭრო პირობებთან დაკავშირებით. ადგილი სადაც ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა იყოს ხშირად დასმული შეკითხვების გვერდია, თუმცა ბროკერი ამ გვერდზე მხოლოდ სავაჭრო პლატფორმასთან დაკავშირებულ კითხვებს სცემს პასუხს.
რაც შეეხება ბროკერთან დაკავშირებას, ეს არც ისე მარტივი საქმეა. საიტზე არის ონლაინ კონსულტაციის ფანჯარა, თუმცა ის არ მუშაობს. ბროკერს არ აქვს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი, შედეგად მასთან დაკავშირების ერთადერთ საშუალებად ტელეფონის ნომერი რჩება. არც ესაა ადვილი, რადგან ბროკერს არ აქვს მითითებული ქართული ნომერი და ქართველ ტრეიდერებს ბროკერთან დაკავშირება მხოლოდ სენტ-ვინსენტ და გრენადინებში დარეკვით შეუძლიათ.
TeleTrade -ის რეიტინგი
ალბათ უკვე მიხვდით, რომ ტელტრეიდის რეიტინგი ძალიან დაბალია. ბროკერი აქტიურად ცდილობს ქართული ბაზრის ათვისებას და ქმნის შთაბეჭდილებას რომ საქართველოში ლეგალურად ოპერირებს, თუმცა არ აქვს შესაბამისი ლიცენზია. ოფშორული ბროკერი რეგულირებულია სენტ-ვინსენტ და გრენადინებში, რომელიც ცნობილია როგორც თაღლითი ბროკერების თავშესაფარი. ამ ყველაფერთან ერთად საბროკერო კომპანიის სავაჭრო პირობები მიუღებელია ყველა გამოცდილი თუ გამოუცდელი ტრეიდერისათვის – მინიმალურ დეპოზიტზე ინფორმაცია არ არის და სპრედები ძალიან მაღალია. ბროკერს კარგი არც მომსახურება აქვს, საიტზე არ არის მოცემული ინფორმაცია რომელიც ტრეიდერებისთვის აუცილებელია და კლიენტთა მოსმახურების სერვისი უბრალოდ არ მუშაობს. ამის გათვალისწინებით, არსებობს დიდი რისკი, რომ ტელეტრეიდი თაღლითი ბროკერია და მასთან საქმის დაჭერა ნამდვილად არ ღირს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ საშუალება გაქვთ აირჩიოთ საერთაშორისო სანდო და რეკომენდირებული ბროკერი, რომელიც თქვენს თანხებს არ მიითვისებს, რისი რისკიც ტელეტრეიდთან საგრძნობლად მაღალია.