გლოვოსა და ვოლტის კურიერები – საშუალო ხელფასი post thumbnail image

გლოვოსა და ვოლტის კურიერები – საშუალო ხელფასი

მიტანის სერვისები საქართველოში განსაკუთრებულო პოპულარობით სარგებლობს. გლოვო და ვოლტი, გიგანტი კომპანიები რომლებიც მოწინავე პოზიციებს იკავებენ მსოფლიოს მასშტაბით, სულ რამდენიმე წელია რაც ქართველ მომხმარებლებს ემსახურებიან.

მიუხედავად მოკლე ისტორიისა, მათი სერვისები განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ბოლო წლებში. გლოვოსა და ვოლტს მოსახლეულობის უდიდესი ნაწილი იყენებს, ამ ფაქტის ყველაზე დიდი მიზეზი, შეიძლება კორონავირუსის პანდემია იყოს.

გასული წლის განმავლობაში, არსებული კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მიტანის სერვისები განსაკუთრებით მოთხოვნადი და პოპულარული გახდა საქართველოში. გაზაფხულის უდიდესი ნაწილის განმავლობაში, მობილობა შეზღუდული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამის გამო, ადამიანების დიდ ნაწილს არ ჰქონდა საშუალება გასულიყო გარეთ, წასულიყო თავის საყვარელ რესტორანსა თუ კაფეში, ან თუნდაც სურსათის მაღაზიაში შეევლო საყიდლებისთის. ამის გამო, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გადავიდა ისეთი სერვისების გამოყენებაზე, როგორსაც მოსახლეობას გლოვო და ვოლტი სთავაზობენ.

ასეთი პოპულარობის გამო, ძალიან ბევრს აინტერესებს თუ როგორ შეიძლება დაიწყონ მუშაობა მიტანის სერვისებზე. უფრო მეტად კი, რამდენი ექნებათ ხელფასი ამ მიმართულებით მუშაობის შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით ადამიანებს, რომლებიც ამ ორ კომპანიაში მუშაობენ, ან მუშაობდნენ, რათა დაგვედგინა თუ რამდენადაა შესაძლებელი სტაბილური შემოსავლის ქონა კურიერად მუშაობისას.

დღეს განვიხილავთ იმ შედეგებს, რომლებიც ჩვენი კვლევის დროს მივიღეთ. ამიტომ, თუ გსურთ, რომ გაიგოთ მეტი ვოლტისა და გლოვოს სერვისების შესახებ, და იმის შესახებ, თუ რამდენი გექნებათ ხელფასი აქ მუშაობის დროს, ყურადღებით განაგრძეთ ჩვენი გზამკვლევის კითხვა.

ასევე,  ნუ დაგავიწყდებათ რომ ფულის შოვნის ბევრი სხვა გზა არსებობს თანამედროვე სამყაროში. ერთი კარგი მაგალითი ამისა გახლავთ ბროკერი XM-ი, რომელიც ადამიანებს სთავაზობს წვდომას უდიდეს სატრეიდო მარკეტთან. იხილეთ XM-ის შეთავაზებები ქვემოთ.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან ერთად!

კურიერების საშუალო ხელფასი საქართველოში

გლოვოს კურიერის ხელფასიროგორც გავარკვიეთ, ძირითადად კურიერების საშუალო ხელფასი გამომუშავებაზეა დამოკიდებული. ანუ, რაც მეტ მუშაობ, პროპორციულად, შენი ხელფასიც იზრდება. მაგრამ, მაინც რადმენს უნდა ელოდო საშუალოდ ყოველ თვე? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც ჩანს, ყველა კურიერეის შემთხვევაში, ეს ინდივიდუალურია.

როდესაც ვსაუბრობთ ვოლტისა და გლოვოს ხელფასებზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის, რომ მათი გამოთვლის სისტემა ცოტათი განსხვავდება. მაგრამ, საბოლოოდ, როგორც ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, საბოლოო ხელფასი თითქმის იდენტურია.

ვოლტშიც და გლოვოშიც კურიერების ხელფასი ითვლება გამომუშავების მიხედვით. მაგრამ, გამომუშავება დამოკიდებულია არა მომხმარებლების რაოდენობაზე რომელსაც კურიერები მოემსახურნენ, არამედ კილომეტრებზე, რომელიც მათ გაიარეს მომსახურების დროს.

ასევე, ორივე კომპანიას აქვს სპეციალური ბონუსის სისტემა, რომელიც კურიერებს დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს. ბონუსების სისტემა ორივე კომპანიაში მთლიანად დამოკიდებულია შეკვეთების რაოდენობაზე. მაგალითად, როგორც გავარკვიეთ, იმისთის, რომ ვოლტში ბონუსი მიიღოთ, მინიმუმ 100 შეკვეთა უნდა გქონდეთ შესრულებელი თვის განმავლობაში. ხოლო ვოლტში, შეკვეთების რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 120-ს.

საშუალო ხელფასი ორივე კომპანიაში მსგავსია და ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დატვირთული გრაფიკი გექნებათ კვირის განმავლობაში. როგორც უკვე გითხარით, ხელფასის დათვლის სისტემა შეიძლება ამ ორ კომპანიაში განსხვავებული იყოს, მაგრამ საბოლოო ხელფასი, დიდად არ განსხვავდება.

სპეციალური ბონუსები

გარდა იმ ხელფასისა, რომელსაც თქვენ აიღებთ შეკვეთების მიტანისა და მრავალი კილომეტრის გავლის შემდეგ, როგორც კურიერს, თქვენ ასევე გაქვთ საშუალება, რომ მიიღოთ დამატებითი შემოსავლები ე.წ. “ჩაის” სახით. ჩაი, იგივე თიფები, დამოკიდებულია თქვენს მომხმარებლებზე, და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და თავაზიანად ასრულებთ თქვენს საქმეს.

ჩაის მთლიანად იხდის თქვენი მომხარებები, რომელთანაც ესა თუ ის პროდუქტი მიგავთ. ჩაის ოდენობა განსხვავდება ყველა მომხმარებელთან, ზოგი საერთოდ არ იხდის დამატებით თიფებს, ზოგმა კი, შეიძლება, ათობით ლარიც კი გაიმეტოს თქვენი მომსახურებისთის.

როგორც უკვე გითხარით, თიფების სისტემა საკმაოდ ინდივიდუალურია და მისი გათვალისწინება საშუალო ხელფასში საკმაოდ რთულია. შეიძლება,  მთელმა თვენ ისე ჩაიაროს, რომ არ მიიღოთ არანაირი თანხა თიფების სახით, რომელიმე თვეში კი თქვენმა თიფებმა შეიძლება რადმენიმე ასეულ ლარს გადააჭარბოს. თუ უფრო მაღალი ბონუსების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ დამატებითი შემოსავლის წყაროებით ისარგებლოთ, როგორიცაა ტრეიდინგიდან მიღებული ბონუსები, რაც ბევრად მარტივია მისაღებად.

რა თანხას უნდა ელოდეთ ვოლტში ან გლოვოში მუშაობისას?

ვოლტის კურიერის ხელფასიგასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მოთხოვნა მიტანის სერვისებზე საკმაოდ გაიზარდა. დღეისთვის, რესტორნებისა თუ კაფეებისთვის, არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მიტანის სერვისები ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა.

სწორედ ამიტონ, მიტანის სერვისებმა, როგორებიცაა ვოლტი და გლოვო, საკუთარი მნიშვნელობა ერთი-ორად გაზარდა. არსებული სიტუაცია დაეტყო ხელფასებსაც, რომელსაც გლოვოსა და ვოლტის კურიერები იღებენ.

როგორც რამდენიმე კვლევამ აჩვენა, საშუალოდ, დატვირთვიდან გამომდინარე, გლოვოს კურიერები საქართველოში დაახლოებით 1000-2000 ლარამდე გამოიმუშავებენ. ეს თანხა ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საათი მუშაობთ კვირაში, რამდენ მიტანას ახორციელებთ, რამდენ კილომეტრს გადიხართ, და რა თანხას გიხდიან მომხმარებლები ე.წ. ჩაის სახით. ვოლტის შემთხვევაშიც, შემოსავლები შეიძლება 2000 ლარამდე ავიდეს. ესეც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს იმუშავებთ თვის განმავლობაში.

მაგრამ, როგორ იღებებ ვოლტი და გლოვო შემოსავალს? ეს საკმაოდ საინტერესო კითხვაა. თუ ოდესმე გამოგიყენებიათ რომელიმე მიტანის სერვისი, თქვენ ნახავდით, რომ ორივე მათგანი გარკვეულ თანხას იღებს მიტანის სერვისებში.

ეს ძირითადად დამოკიდებულია იმ რესტორანსა თუ კაფეზე, რომლიდანაც თქვენ იწერთ საკვებს, ან ნებისმიერ სხვა პროდუქტს. ძირითადად, ეს კომპანიები იძენენ პროდუქტს დაახლოებით 20-30%-ით ნაკლებ ფასად, რაც იმას უწყობს ხელს, რომ თქვენთან საკვები სწრაფად და ხარისხიანად მოიტანონ. შედეგად, თქვენ იხდით იგივე თანხას, რასაც გადახიდიდით რესტორანში (მიტანის სერვისის გამოყენების გადასახდის გამოკლებით).

უნდა დაიწყოთ თუ არა მუშაობა კურიერად?

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მიტანის სერვისებზე მოთხოვნა საკმაოდაა გაზრდილი. ეს ეხება, როგორც ვოლტს, ისე გლოვოს. ორივე კომპანია უდიდეს როლს თამაშობს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში კორონავირუსის პანდემიის გამო.

დღეს, თუ თქვენ გსურთ, რომ რომელიმე რესტორნის კერძი მიირთვათ, მოგიწევთ, რომ გამოიყენოთ რომელიმე მიტანის სერვისი, და როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველაზე სწრაფი სწორედ ეს ორი კომპანია გახლავთ.

საქართველოს ბაზარზე სხვა მრავალი კომპანია არსებობს რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ. მაგრამ, ვოლტი და გლოვო არიან ის გიგანტი კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა და იყენებს.

თუ თქვენ მზად ხართ იმუშაოთ დატვირთულ გარემოში, ეს კომპანიები არაჩვეულებრივ შეთავაზებებს გთავაზობენ. რაც მთავარია, საქმე საკმაოდ მარტივად ასათვისებელია – თქვენ გჭირდებათ მხოლოდ სკუტერი და მზაობა პროფესიული ზრდისთვის.

მაგრამ, აუცილებელია არ დაივიწყოთ ის ფაქტი, რომ კურიერად მუშაობა გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. მაგალითად, საკმაოდ დიდი ნაწილი კურიერებისა დღეში 10 საათს, და ზოგჯერ, მეტსაც მუშაობს. ეს გარემო შეიძლება არ იყოს ყველასთვის, მაგრამ თუ შეძლებთ, რომ მოერგოთ ამ პირობებს, თქვენ სტაბილური, და მზარდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გექნებათ.

თუ ფიქრობთ, რომ ეს არ არის თქვენთვის, და გინდათ იშოვოთ უბრალოდ დამატებითი შემოსავალი სახლიდან გაუსვლელად, აუცილებლად ნახეთ შემოთავაზებები რომლებიც აქვს XM ბროკერს. ეს კომპანია წლებია რაც ფორექს და ტრეიდინგ სამყაროში მუშაობს და მათი სერვისები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ XM-ის სპეციალური შემოთავაზებები.

მიიღე XM-ის ბონუსი!

რატომ არიან გლოვო და ვოლტი ასეთი წარმატებულები?

ვოლტისა და გლოვოს კურიერების ხელფასიეს ორი გიგანტური კომპანია მოწინავეა მსოფლიოს ბაზარზე და წარმოადგენს მიტანის სერვისების წამყვან ბრენდებს. მათი შემოსვლა საქართველოში ამ სექტორის განვითარებისთვის უდიდესი გადადგმული ნაბიჯი იყო. ამ წარმატების ფორმულის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი არის ის, რომ ორივე კომპანია ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებზე.

სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ვოლტისა და გლოვოს მიტანის სერვისებზე. წლების განმავლობაში საქართველოში ეს სერვისები უფრო და უფრო პოპულარული გახდა. თუ გავითვალისწინებთ საშუალო ხელფასებს ქვეყანაში, ანაზღაურებაც საკმაოდ კარგია.

რაც მთავარია, სამსახურის დაწყება მიტანის სერვისებში საერთოდაც არაა რთული. მთავარია, გააცნობიეროთ ის სირთულეები რასაც შეიძლება წააწყდეთ მუშაობის დროს, და იყოთ მზად იმისთვის, რომ მოემსახუროთ თქვენს კლიენტებს სწრაფად და ხარისხიანად.

გლოვო და ვოლტი საქართველოში მოწინავე კომპანიებთან თანამშრომლობენ. რესტორნების ძალიან დიდი ნაწილი იყენებს მიტანის სერვისებისთვის ამ კომპანიებს. ვოლტი საქართველოს სამ დიდ ქალაქს ემსახურება, ესენია ქუთაისი, ბათუმი, და დედაქალაქი, თბილისი.

რაც შეეხება გლოვოს, ის მეტ ქალაქში ფუნქციონირებს. ესენია ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, და, რა თქმა უნდა, თბილისი. მოთხოვნა კურიერებზე ყოველდღიურად იზრდება ამ ორ კომპანიაში. ეს განპირობებულია ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ახლა უკვე მეორედ, ქვეყანაში მობილობა შეზღუდულია და რესტორნები – დაკეტილი. ამის გამო, ვოლტი და გლოვო საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ორივე კომპანიას აქვს გამოცხადებული ვაკანსიები კურიერების თანამდებობაზე, რომლებიც შეგიძლიათ კომპანიების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე იხილოთ.

ამ კომპანიებამდე, საქართველოში არსებობდა სხვა კომპანიები, რომლებიც ახორციელებდნენ მიტანის სერვისებს. სამწუხაროდ, ბევრი არ იყენებდა ამ სერვისებს რადგან ისინი უბრალოდ არ იყო საკმარისად სწრაფი ან ხარისხიანი. დღეისთვის ეს შეიცვალა, ვოლტისა და გლოვოს კურიერების დახმარებით, მიტანის სერვისები საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.

ასე რომ, თუ გსურთ მუშაობის დაწყება რომელიმე კომპანიაში, ჩვენ ვფიქრობთ ეს საკმაოდ კარგი იდეაა. ეს ბაზარი საკმაოდ მზარდია, ამიტომ მოთხოვნა კურიერებზე ყოველთვის იარსებებს. ვოლტმა და გლოვომ შეძლეს, რომ საქართველოში მიტანის სერვისების დონე მაღლა აეწიათ, რის გამოც, ხელფასებიც შესაბამისად გაიზარდა.