რა როლი აქვს კერძო სექტორს კორონავირუსთან ბრძოლაში post thumbnail image

რა როლი აქვს კერძო სექტორს კორონავირუსთან ბრძოლაში

მას შემდეგ რაც საქართველოში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსი, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული იქნა ყველა არსებული რესურსი რათა მდგომაორების ესკალაცია მაქსიმალურად  გადაგვევადებინა. ეს რთული პერიოდი აისახება არამარტო ჯანდაცვის სექტორზე არამედ ეკონომიკაზეც და საუბედუროდ ეფექტი, რომელიც ამ პანდემიას ჩვენი და ყველა სხვა ქვეყნის ეკონომიკაზე ექნება ბბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდება ვიდრე ტავად კოვიდ-19-ის ეპიდემია. მსოფლიო დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა, როგორც იცით არ არსებობს ვაქციან ამ დაავადების წინააღმდეგ და მის მიმართ ადამიანს იმუნიტეტი არ აქვს. ეს კი შედეგად იწვევს ბერვ ინფიქიცრებას, თუმცა ამას ასევე ენატება ის რომ თავად ამ ვირუსის  მახასიატებლებიდან გამომდინარე, ეს ვირუსი ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება და 14 დღის განმავლობაში შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანის ორგანიზმში სანამ სიმპტომატიკის გამოვლინება დაიწყებოდა. ამ ფაქტორების კომბინაციამ გამოიწვია ის, რომ ამ ვირუსმა დედამიწის ყველა კუთხე მოიცვა სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუმცა ამჯერად ჩვენი ფოკუსი არ იქნება ამ ვირუსის მახასიათებლები და მის მიერ წამოწეული საფრთხეები ჯანდაცვის სფეროში.

როგორც უკვე გამოცდილებამ გვაჩვენა, ამ ვირუსის ყველაზე ვერგაი თვისება მისი განვითარების სისწრაფეა. საქმე იმაშია, რომ როდესაც ინფიცირდება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, საავადმყოფოებს აღარ რჩებათ რესურსები იმისათვის, რომ ყველა პაციენტს გაუწიონ მეთვალყურეობა და დახმარება. ამის შედეგად იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რადგან საავადმყოფოების ვერ ახერხებენ რომ ყველას მიაწოდონ ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ასეთი სიტუაციის გამო, ბევრ ქვეყანაში აშენდა დროებითი სამკურნალო დაწესებულებები, თუმცა სასუნთქი აპარატებირჩება ყველაზე მთავარ გამოწვევად. იტალიაში ექიმებს უწევთ არჩევანი გააკეთონ, თუ რომელი პაციენტისთვის უფრო მიზანშეწონილია სასუნთქი აპარატის გამოყოფა, და მსხგავსი სიტუაციაა ახალ ბევრ სხვა ქვეყანაში ევროპის მასშტაბით. ამერიკაში გაიცა ბრძანება სასუნთქი აპარატების სწრაფად დამზადების თაობაზე და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ნამდვილად არ არის ამერიკაში სასუნთქი აპარატების საჭირო რაოდენობა.

არის თუ არა კერძო სექტორი ვალდებული დაეხმაროს სახელმწიფოს?

ამ პანიკის ფონზე ხშირია კითხვები თუ რა დონეზე უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებსში კერძო სექტორი და რამდენად არის მიზანშეწონილი მათზე დაყრდნობა საჭიროების შემთხვევაში. ქვეყანას საგანგებო მდგომაორების გამოცხადების შემთხვევაში აქვს უფლება რომ დებისმიერ დაწესებულება გამოიყენოს საჭიროების მიზნით, დახმარების გასაწევად რეზიდენტებისთვის და ეს ბუნებრივია გაამარტივებს სიტუაციის კონტროლს პანდემის პიკური პერიოდის დროს. თუმცა სახელმწიფოს რესურსებსაც აქვს ლიმიტები.

ჩვენთან საგანგებო მდგომარეობა საკმაოდ ადრე გამოცხადდა, და ამას ნამდვილად ექნება დიდი ეფექტი საქართელოს ეკონომიკაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ გაზარდა მოსამზადებელი პერიოდი, რათა ვირსს უფრო უკეთესად ინფორმირებულები და მომზადებულები შევხვედროდით. ის ზომები, რომლებცი სოციალური დისტანცირების დროს ყველამ უნდა დაიცვას გამოცხადებული იყო უკვე მაშინ როდესაც ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმ შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს ვირუსი ნამდვილად დიდ ზარალს მოუტანს საქართველოს და ყველა ქვეყანას, მიუხედვადა იმისა, თუ როგორი იქნება მათი კორონავირუსის მაჩვენებელი. რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მჭირდროდ დაკავშირებულ რეაობაში, სადაც ნებისმიერი ქვეყნის გასაჭირი, ასე თუ ისე ახდენს გავლენას ჩვენს ყოველდღიურ რეალობაზე,  კორონავირუსის ეფექტის შეჩერება ძალიან გაჭირდება, და მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც სადაც ვირუსის გავრცელება არც ისეთი დიდია და არ არის მიღებული საგანგებო მდგომარეობა თუ კარანტინი. მართალია, ის ქვეყნები რომლებიც კარანტინის გამოცხადებისგან მაქსიმალურად შეიკავებენ თავს, საჭიროებსი შემთხვევაშიც კი, ეკონომიკის მაქსმალურად დასაცავად მოიქცევიან ასე, და მათი პრიორიტეტი იქნება ეკვილიბრიუმის შენარჩუნება და არა მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. საქართველომ. ბუნებრივია ასეთი მიდგომა არ არჩია და ჩვენი პრიორიტეტი ამჟამად მოსახლეობის დაცვა არის. მაგრამ გამომიდმარე იქიდან, რომ ეკონომიკური გამოწვევები გარდაუვალია, ფიქრი ამ კუთხითაც აუცილებელია. ეს ნიშნავს, რომ გარდა იმ გამოწვევებისა რომელსაც თავად ეს ვირუსი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის, ასევე დადგება ეკონომიკური გამოწვევები, რომლებიც ალბათ კიდევ უფრო დიდხანს გასტანს ვიდრე თვითონ კორონავირუსის ეფექტი.

ასეთ პერიოდში დგება კერძო სექტორის საკითხი და როგორ უნდა მოიქცეს სექტორი ისე ღომ შეასრულოს თავისი წილი და ქვეყანას შეუმსუბუქოს ეს ტვირთი. ამაზე არ არსებობს ერთგვაროვანი შეხედულებ რადგანაც ბევრი თვლის რომ ეს კერძო სექტორის პრობლემა სულაც არ არის და მთელი პასუხისმგებლობა ახლა სახლემწიფოზეა, თუმცა როგორც ჩანს საქართველო არც ამ რეალობას იზიარებს რადგან უკვე ვნახეთ რომ ბევრამ კერძო კლინიკამ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამის წინააღმდეგი ბევრი კლინიკის მეპატრონე იყო, გამოყო საკუტარი რესურსები იკორონავირუსთან საბრძოლველად. თუმცა როდესაც კერძო სექტორზე ვსუაბრობთ ეს არ ეხება მხოლოდ ჯერძო ჯანდაცვას. საუბარია იმ ბიზნესებზე და ბიზნესმენებზე, რომელბიც ამ პერიოდში დიდი ალბათობით აღარ არიან მუშაობაში ჩართულები, რადგანაც ყველა არააუცილებელი ბიზნესი დღეს დახურულია.

რა შეუძლია კერძო სექტორს?

ეს რა თქმა უნდა ისეთი საკითხია, რომელზეც მსჯელობა ხშირად არ გვიწევს ხოლმე. თუმცა ეს პანდემიაა ისეთი მოვლენაა, რომელიც მხოლოდ საუკუნეში ერთხელ თუ მოხდება და სწორედ ახლა გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და ისეთ კომპრომისებზე წასვლა რაც არ გვჩვევია. კერძო სექტორის ჩართულობას შეუძლია ძალიან შეცვალოს პანდემიის განვიტარების კურსი და როგორც ვხედვათ ამ შეხედულება უფრო მეტი და მეტი ინდუსტრიის წარმოკადგენელი იზიარებს მსოფლიო მასშტაბით. მიუხედვად იმისა, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, იყო რამდენიმე კომენტარი კერძო სექტორის მხრიდან, რომელიც სრულიად გამორიცხავდა საკუთარი სერვისების კორონავირუსთან საბრძოლველად უსასყიდლოდ გამოყენებას, მას შემდეგ რაც ნათელი გახდა თუ რამდენად დიდი საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა. კერძო სექტორს, ბუნებრივია შეუძლია შესთავაზოს სამკურნალო დაწესებულებები მოსახლოებას და ამით მთავრობის საქმეც გაამარტივოს, რომელსაც აღარ დასჭირდება დროებითი საავადმყოფოების აშენება, ან ყოველშემთხვევაში ნაკლები რაოდენობის დროებითი საავადმყოფოები დასჭირდება. თუმცა რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი და მეთი ინფორმაციაც ვრცელდება იმ პრობლემებზე რომლესაც ქვეყნები ყველაზე ხშირად აწყდებიან კოვიდ-19-თან ბრძოლაში. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა აღმოჩნდა ის სამედიცინო აღჭურვილობა, რომლებიც ექიმებს ინფიცირებულებთან ურთიერთობისას სჭირდებათ, ექიმები და ექთნები, რა თქმა უნდა, ვერ დაიცავენ სოციალურ დისტანციას და ამიტომ მათ განსაკუთრებით სჭირდებათ პირდბადეები და ის სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობა რომელიც მათ ვირუსისგან დაიცავს.

მას შემდეგ რაც ინფორმაცია კოვიდ-19 ის შესახებ მსოფლიოს მოედო, ძალიან მალე პირბადეების დეფიციც გაჩნდა. ბევრმა მოქალაქემ დაიწყო პირბადეების მომარაგება, რაც ნაწილბრივ გასაგებია, თუმცა ასეთი ქცევის შედეგად ათასობით ჰოსპიტალი დარჩა პრირბადეების გარეშე,ხოლო ბუნებრივის სწორედ სამედიცინო პერსონალს სჭირდება ყველაზ ემეტად პიბბადე. სწორედ ამიტომ კერძო კომპანიებამ გადადეს საკუტარი საქმე და დაიწყეს პიბადეების წარმოება. ამ კამპანიაში . მონაწილებას იღებენ ცნობილი დიზაინერები რომლებიც თავიანთ მთლიან ქარხნებს სწორედ ამ საქმეს უთმობენ და არც მოგების კეთებაზე ფიქრობენ ამ მონეტში.

ასეთი შემთხვევა საქართველოშიც გვქონდა და ბათუმში შეიკერა ათასობით პირბადე, რომლიც გარეცხვა და ხელახა გამოყენებაც შეიძლება,რაც ძალიან დაეხმარება ქვეყანას არამარტო დეფიციტთან გამკლავებაში არამედ იმ პანიკის ნეიტრალიზებაში რომელიც თავდაირველად  პირბადეების გაუჩინარებას მოჰყვა და ხალხი შეშინდა იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, რომ პირბადეების მარაგი არც აღარასდროს მოაღწევდა ქვეყანამდე.  ეს არის ერთერთო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორმა აიღოს თავის თავზე ასეთ სტრესულ და რეალურად უპრეცენტდენტო მდგომარეობისას პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად გამოიყენოს თავისი რესურსები საერთო კეთილდღეობისთვის.

ასევე გვქონდა შემთხვევები როდესაც პარფიუმერულმა ქარხნებმა დაიწყეს სადეზინფექციო საშუალებების წარმოება რადგაც, ამ საშუალებებზეც ვირუსის გავრელებსითანავე დაიწყო დეფიციტი და ამ პროდუქტის მომარაგება. კერძო სექტორმა თავის თავზე აიღო პასუიხისმგებლობა და შედეგად თავიდან ააცილა მთელ ქვეყანას რიგი გაუგებრობები და პრობლემები საფრანგეთში, სადაც დღეს საკმაოდ რთული მდგომაორებაა, თუმცა არ არის ამ პროდუქტების ნაკლებობა, შესაბამისად მედ პერსონაიც შედარებიტ დაცული რჩება, რაც რა თქმა უნდა გადამწყვეტ როლს თამაშობს პაციენტების გადარჩენაში.

თუმცა ეს კიდევ არ არის ის ერთადერთ მიზეზი, რის გამოც კერძო სექტორი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიაში. გარდა იმისა, რომ ახლა მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცოტა ბიზნესი მუშაობს, ასევე ძალიან შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა ვინც ახლა არააუციებელ შენაძენებს აკეთებს და ბერი ბიზნესი , მიუხედავად იმისა არის თუ არა ქვეყანაში კარანტინი, მაინც ვერ ფუნქციონირებს ნორმალურად. ეს კი შესაბმისად იმას ნიშნავს, რომ მათ ყველა ვარიანტში წამგებიანი თვეები ელით წინ. ასეთ შემთხვევაში კი თუ ბიზნესი, მისი დაწესებულებები და სპეციალიზაცია იძლვა საშუალებას რომ რამენაირად ჩაერთოდ კორონავირუსთან ბრძოლაში და მოახერხონ თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში მშვიდობის და რაც მთავარია, უსაფრთხოების ზომებსი შენარჩუნებას, მაშინ მათ ეს გადაწყვეტილება აუცილებალდ უნდა მიიღონ. ასეთი რთული პერიოდის დროს ბევრი ბიზნესი ასევე კონტრიბუციებს აკეთებს ვირუსთან ბრძოლის ფონდში, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი პრაქტიკაა და მედპერსონალს და მთავრობას, ვირუსთან ბრძოლაში ძალიან დაეხმარება. გამომიდნარე იქიდან რომ ეს ვირუსი უნივერსალური გამოწვევაა, მისგან არავინ არის დაცული, შესაბამისად მისი სწრაფად დამარცხება ყველას ინტერესებშიც შედის.

რა რესურსებით შეუძლია კერძო სექტორს დახმარება

კერძო კომპანიებს შეუძლიათ ასეთი გადარიცხვებით უზრუნველყონ მოსახლეობის ის ნაწილიც კი, ვინც არ არის სოციალურად დაუცველი თუმცა კორონავირუსის გამო სამსახურები დაკარგეს. ეს შეიძლება გააკეთონ ფონდში ფულის გადარიცხვით, თუმცა ასევე შეიძლება ყველა კერძო კომპანიამ, რომელსაც აქვს ამის რესურსები, თავის თანამშრომლებს, რომლებმაც სამსახური კორონავირუსის გამო დაკარგეს კომპენსაციის სახით გარკვეული თანხა გადაურიცხოს ერთჯერადად, ან ყოველთვიური ხელფასის სახით, გააჩნია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში . ეს რა თქმა უდა ვერ იქნება მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა თუ კერძო კომპანიები ამ გადაწყვეტილებას თავისით მიიღებენ, მაშინ სახელმწიფოს აღარ . მოუწევს მოსახლოების ამ ნაწილზე ზრუნვა და ამის მაგივრად შეძლებს ფინანსები ისევ ჯანდაცვის სექტორს მოახმაროს. ამას შეუძლია სრულიად შეცვალოს ვირუსის განვითარების სცენარი და მოსახლეობას ის რთული პერიოდი, რომელიც აუცილებლად დადგება მას შემდეგ რაც კორონავირუსის გავრცელების ტემპები შენელდება, უფრო მარტივად გადაატანინოს.

ის რომ კორონავირუსის გავრცელებას მხოლოდ ჯანმრთელობასთან და ჯანდაცვის სისტემასთან ასოცირებული პრობლემები არ მოსდევს უკვე ყველამ იცის. როგორც ჩვენ უკვე დავინახეთ, კოვიდ-19-ს პანდემიამ უკვე საკმაოდ შეასუსტა ლარი კურსი და მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პერაციებისა, სავარაუდოა რომ ქართული ლარის კურსი თავის  პანდემიამდელ მდგომარეობას კიდევ დიდი ხანი არ დაუბრუნდება. როგორც უკვე ვახსენეთ პანდემიის ერთ-ერთი გვერდითი გამოვლინება სწორედ ეს ეკონომკური გამოწვევებია, რომლებიც შეიძლება წლების განმავლობში ვერ დავძლიოთ, რადგან ასეთი გამოწვევების წინაშეც მართლაც მხოლოდ საუკუნეში ერთხელ ხვდება კაცობრიობა. იმისთვის, რომ ეკონომიკური ზარალი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარდა მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პროექტებისა, საჭიროა რომ კერძო სექტორიც მზად იყოს ამ გამოწვევებისთვის და თავისი მხრივ შეუმსუბუქოს ქვეყანას ის ზარალი და შედეგები, რომელბიც აუცილებლად დადგება ვირუსის გავრცელების შემდეგ.

ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც გადარიცხვებით კორონავირუსთან საბრძოლველ ფონდში ასევე ადგილობრივი წარმოების და საქართველოში არსებული პატარ და მცირე ბიზნესებიცს წახალისებით. პანდემიამ დაგვანახა, რომ მსოლფიოს ასეთი მჭიდრო უერთიერთდამოკიდებულებას ყოველთვის კარგ შედეგაბდმე არ მივყავართ, სწორედ ამიტომ საჭიროა, რო როდესც ვსაუბრობთ პიკური პერიოდის თანმდევ რამდენიმე თვეზე, პრიორტეტად გავხადოთ ადგილობრივი წარმოება, რომელიც დამოკიდებულებიარ იქნება უცხოურ ინვესტიციებზე და პროდუქციაზე და შეიქმნება საქართველოში საქართველოსთის. ასეთი პროექტების წახალისება და მათზე ფოკუსირება ბევრად უფრო გაამარტივებს მომავალში ასეთ გამოწვევბთან ბრძოლად და ადგილობ ბიზნეს ინდუსტრიასაც წაახალისებს.

კერძო სექტორის წარმომადგენლებს დღეს აქვთ საშუალება, რომ ქვეყანას საკმაოდ სერიოზული ფინანასური დახმარებ გაუწიონ და საჭიროა რომ სექტორის ყველა წარმომადგენელმა გაითავისოს ეს შეხედულება, რადგან თუნდაც მცირედი მონდომება შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური სცენარი ბევრად უკეთესად განვითარდეს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ ამ გზას ბევრი კერძო კომპანია აირჩევს. თუ ქვეყანაში გამოცხადდა საკარანტინო მდგომარეობა, და სიტუაციაც შედარებით რთული სცენარით განვითარდა მაშინ გარდაუვალია, რომ სახელმწიფოს დასჭირდება რესურსები, დახმარება და ეს სწორედ კერძო სექტორის დახმარებით იქნება შესაძლებელი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა არის სუსტიდა თუ მაგალითად ამერიკას შეუძლია, რომ მიიღოს 2 ტრილიონიანი სტიმულის პაკეტი, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს დაეხმარება, საქართველოში მსგავსი რესურსები ჯერ კიდევ არ არის.

თუ საქართველომ დღემდე მოახერხა, რომ სიტუაცია კონტროლირებადია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა, მთავრობა,კერძო სექტორის  და რაც მთავარია სამედიცინო სექტორის პროფესიონალები ერთად მუშაობდნენ რათა მომხდარიყო ამ ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შენელება, ყველა შემთხვევის გამოკვლევა და მოსახლოების მაქსიმალურად ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად ის რომ დღეს ჩვენი მდგომაორება ასე თუ ისე მართვადია, არის ადამიანების დამსახურება და არა იმ ფინანასების რომლებზეც ხელი მიგვიწვდება. თუმცა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ასეთი მდგომაროებას სავარაუდოდ დიდხანს არ გასტანს ქვეყანაში თავად ვირუსის ხასიათის გამო. გავრცელება ისეთი სწრაფი და შეუმჩნეველი გზებით ხდება, რომ მისი სრულად კონტროლი თვითიზოლაციის გარეშე წარმოუდგენელია. ქვეყანას ელოდება ურთულესი რამდენიმე კვირა წინ და ერთადერთი რაც რეალურად შეაფერხებს ამ პროცესს არის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება. წინააღმდეგ შემთვევაში საქართველოც დადგენა იმ გამოწვევბის წინაშე, რომელთა წინაშეც დღეს მთელი ევროპა დგას.

თუმცა როგორ ქვეყანა ჩვენ ყოველთვის ურთულები გამოწვევებისთვის უნდა ვიყოთ მზად, და სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ სანამ ასეთი რადიკალური ზომების მიღება გახდება საჭირო, მანამდე მოხდე რესურსების მობილიზება, რაც შემდეგ ნებისმიერ გართულებასთან გამკლავებას ბევრად უფრო მარტივს გახდის. ეს არის სწორედ ის წინმსწრები პირობა, რომელიც აგვარიდებს არამხოლო პანიკას და ეპიდემიის ქვეყნის მასშტაბით გავრცელება არამედ იმ ფატალურობას, რომელიც ქვეყნებში მას შემდეგ ისადგურებს რაც სამედიცინო რესურსები უკვე აღარ არის საკმარისი. საქართველო გავრცელების მაღალი დონისთვის წინასწარვე ემზადება რაც ბუნებრივი დადებითი მოვლენაა, თუმცა მხოლოდ საწოლების გამოყოფა საკმარისი არ იქნება, რადგან მათთვის მთავარი სასუნთქი აპარატები და ის ეკონომიკური მხარდაჭერაა, რომელიც ამ პანდემიასთან გავრცელებას სჭირდება.

ის ფონდი რომელიც დღეს არის შექმნილი, სწორედ ამ მიზნის მირწევას გაუმარტივესბ ქვეყანას და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მეტი ვისაუბროთ კერძ სექტორის ჩართულობაზე, რადგან ეკონომიკურად ეს გამოწვევა ზუსტად ისეთივე რთულია ჯაცნდაცვის მხრივ.

რა მოხდება ეპიდემიის დაძლევის შემდეგ?

ჯერ რა თქმა უნდა ეპიდემიის გადავლაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა კერძო სექტორის ჩართულობა ეპიდებიის ამ ეტაპზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც კრიტიკური პერიოდი გადაივლის, ჩვენ სულ სხვა გამოწვევბი დაგვხვდება. ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ მოვახერხებთ და ასე თუ ისე კონტროლის ქვეშ მოვიყვანთ ამ ვირუსის გავრცელებას, შემდეგი ნაბიჯი არის ეკონომიკის დასტაბილურება, ჩვეულ რიტმში ცხოვრების გაგრძლება, სამხუწაროდ ეს ალბათ ჯერ კიდე თვეების განმავლობაში არ მოხდება, თუმცა როდესაც ინფიცირებულთა რიცხვები კლებას დაიწყვეს, ჩვენ უკვე შეგვეძლება, რომ დავფიქრდეთ თუ როგორ შეგვიძლია ეკონომიკის გამოჯანმრთლება მაქსიმალურად დავაჩქაროთ.  რა თქმა უნდა სანამ პანდემის ჯერ კიდევ თავის დაწყებით ფაზაშია, რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამ ვირუსით დაავდებულთა მკურნალობას ან მათ შენახვა მოხმარდება ვინც ვირუსის გამო დაკარგდა სამსახური და შემოსავალი. ხოლო მას შემდეგ რაც ვირუსი ასე თუ ისე დამარცხებული იქნება პრიორიტეტები უკვე შეიცვლება.

წინა პლანზე წამოვა ისეთი გამოწვევები როგორებიცა ადგილობრივი ბიზნესების აღდგენა, საერთაშორისო კავშირების, იმპორტის და ექსპორტის ნორმაიზირება და ჩვეულბ რეჟიმში დაბრუნება. ანუ ყველაფერი ის რაც ახლა უკვე აღარ ფუნქციონირებს ჩვეულებრივად. რაც შეეხება ბიზნესების ისევ ამუშავებას აქ მოსახლოების და კერძო სექტორის როლი იზრდება. თუ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა რომ აკონტროლოს სიტუაცია, თუმცა რა თქმა უნდა ესეც კოლაბორაციას საჭიროებს მოსახლეობის მხრიდან, მას შემდეგ რაც დასრულდება ეს რთული პერიოდი მოსახლეობასა უფრო მეტის გაკეთება შეეძლება სიტუაციის განსამუხტად.

ამისთვის საჭიროა, რომ პრიორიტეტი გახდეს ადგილობრივი წარმოება, ის ბიზნესები,რომლებიც ადგილობრივ პროდუქტს ყიდიან და ის დაწესებულებები, რომლებიც კარანტინის პერიოდში დაიკეტა. ჩვენ როგორც მომხმარებლებს გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ რაც შეიძლება მეტად შევიძინოთ ადგილობრივი პროდუქტი, რაც შეიძლება მეტად აზრიანად გავაკეთოთ ნებისმიერი ტიპის შენაძენების რათა ყოველი ჩვენი ტრანზაცია რაღაც კუთხით მაინც ეხმარებოდეს ადგილობრივ ეკონომიკას. რაც შეეხება კერძო სექტორს, მის ყველაზე წარმატებული წარმომადგენლებს ექნებათ შანსი, რომ თავად გაუწიონ გარკვეული დახმარება ასეტ ბიზნესებს წაახალისონ ისინი და დაეხმარნონ ახალი კლიენტების შეძლენაში. ის კონტრიბუციები, რომლებიც პანდემიის დროს კერძო სექტორიდან წამოვა, ისევ კერძო სექტორის მუშაკებს შეიძლება მოვახმაროთ, ხოლო მას შემდეგ რაც კრიტიკული პერიოდი გადაივლის სასურველია,რომ მთავრობამ, კერძო სექტორმა და მოსახლეობამ ერთობლივი ძალებით დაიწყოს ეკონომიკის მოძლიერება და მისთვის ნორმალური ფუნქციონირების დაბრუნება.

როგორც უკვე ვახსენეთ, ეს პროცესი ეტაპობრივი იქნება რადგანაც ფრენების აღდგენა, სამიმავლო გზების გაღება და სხვადასხვა ექსპორტ/იმპორტის ხელშეკრულებების განახლება ასევე ეტაპობრივი იქნება. საქართველოს, როგორ ტურიზმზე საკმაოდ დამოკიდებული ქვეყანა, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რთულ პერიოდს გამოვივლით. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი რიცხვი, როდესაც გვეცოდინება რომ ნამდვილად უსაფრთხოა საერთაშორისო მგზავრობები. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია, რომ შემოსავლის ალტერნატიურლი წყაროები რაც შეიძება მალე გაჩნდეს ქვეყანაში. მართალია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში უფრო მეტად ვსაუბრობტ ადგილობრივ წარმოებაზე და ახლა სწორედ ის დროა, რომ მათზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება და რესურსები გამოიყოს. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ასევე კერძო სეტორზე, რათა როგორც მინიმუმ, ქვეყნის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დაწესებულებები შევინარჩუნოთ, და დახმარება გავუწიოთ იმ ინდუსტრიებსა და თანამშრომლებს, რომლებიც პიკის პერიოდშიც ფუნქციონირებდნენ და მუშაობდნენ. იმისთვის რომ ბევრი ის ბიზნესი, რომელიც ახლა დაიკეტა, კარანტინის შემდეგ ისევ დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას საჭირო იქნება ბევრი დახმარება და წამახალისებელი პროექტი რომლიც უკან უნდა იდგეს როგორც მთავრობა ასევე კერძო სექტორი სადაც რესურსების დიდი ნაწილი არის მოქცეული. ეს შეიძლება იყოს მათთვის სივრცის გამოყოფა, ან მათთან თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტებზე რათა მეტმა ადამინამა გაიგოს მათ შესახებ და მეტი ახალი კლიენტი გაუჩნდეს ამ დაწესებულებებს. ასეთი თანამშრომლობები ძალიან დააჩქარებს ბიზნესების ნორმალურ მდგოაორებაში დაბრუნებას და დროთა განამვლობაში ზოგადად ბრუნვაში მათ უმტკივნეულოდ ინტეგრირებას.

ასეთი გამოწვევების დროს ძალიან ზარალდებიან მცირე და საშუალო იზნესები, რომლებსზც არ აქვს იმის რესურსი რომ 1-2 თვე არ იმუშაონ და შემდეგ ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ ფუქნციონირება. კორონავირუსის გამოწვევა ბერვ დაწყებ ბიზნესს დააყენებს საფრთხის ქვეშ, ხოლო ისინი ვინც ამ გამოწვევას გაუძლებენ, პანდემიის დასრულების შემდეგ კიდევ დამატებით წინაღობებს შეეგებებიან.

რადგანაც ასეთი კოლექტიური ტრამვის შემდეგ, რთულია ნორმალურად ცხოვრებას დაუბრუნდე,  მოთხოვნა არააუცილებელ საგნებზე და შესაბამისად ბიზნესებზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დაუბრუნდება იმ დონეს, რომელიც პანდემიის გავრცელებამდე გვქონდა. ამ რთულ პერიოდში კი ასეთ ბიზნესებს ყველაზე მეტად დასჭრიდებათ მოსახლოები და კერძო და საჯარო სექტორის თანადგომა რათა მოახერხონ პირველი რამდენიმე თვე რომელიც მთელი ქვეყნისთვის რთული იქნება, შეძლებისგდაგვარად მარტივად გადალახონ და დარჩნენ ბიზნესში.

საქართველოს ბოლო რამდენიმ წლის განმავობაში განვითარდა ბიზნესის ეს ნაწილი, და ეს განვითარება წახალისებული იყო როგორ მთავრობის ისე სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებისგანაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავისთავად დადებითი ფაქტია, ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალოე ბიზნესების კულტურა არ არის ისეთი ძლიერი და არ არის ჯერ ბერვი გამოცდილი პირი ამ საკითხში რომელიც თუნდაც სხვა დამწყებ ბიზნესებს გაუწევდა რეკომენდაციებს და დაეხმარებოდა ამ დროს მეტი სიმშვიდის შემოტანაში. სწორედ ამიტომ საჭიროა ასეთი დონით ჩარევა რათა ნაწილობრივ მაინც შევინარჩუნოთ ის პროგრესი რომელიც ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ეს ფაქტორიც როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად არის საჭირო, რომ კერძო სექტორი ამ პროცესში ჩართული იყოს. კერძო სექტორს აქვს კარგი გამოცდილება ასეთი წამახალისებელი პროექტებისა და დიდი ალბათობით ეს გაგრდძელდება პანდემიის შემოდგომ პერიოდში როდესაც ეს ყველაზე საჭირო იქნება.

რატომ არ არის საჯარო რესურსები საკმარისი?

ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ არის ქვეყანაში იმის რესურსები რომ მთავრობამ და საჯარო სექტორმა აიღოს საკუთარ თავზე მთელი ამ პროცედურების ჩატარება და ბიზნესების მხარდაჭერა. მართალია საქართველოს თავისი არსებული ბიუჯეტით შეძლებდა ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას თმცა ამ შემთხვევაში საუბარია პრიორიტეტებზე და ის ხარჯები რომელბიც სავარაუდოდ კორონავირუსის სამედიცინი პერსონალს დაჭირდება ბევრად დიდი იქნება, ვიდრე ეს თუნდაც ბიზნესის მხარდაჭერას შეიძლება დასჭირდება. ამაში არ იგულისხმება, მხოლოდ დროებითი ჰოსპიტალები და აპარატურა. ამაში შედის სადეზინფექციო სამუშაოები, მოქალაქეების უზრუნველყოფა აუცილებელი საყიდლებით, უსაფრთხოების დამცველები და ზოგადად ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნება რომელიც ძალიან ბერვ რესურსს საჭიროებს.

გარდა ამისა, როგორ ვახსენეთ, საქართველო ზრუნავს ასევე თავის სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომლისთვისაც არსებული ფასების შენარჩუნებას ცდილობს მათთვის გამოყოფილ პროდუქციაზე. ეს ყველაფერი ბევრ ფინანსურ რესურსს საჭიროებს, ხოლო ის რესურები რომელბიც ამ პერიოდში დარჩება აუცილებლად უნდა მოხმარდეს პირდაირ კორონავირუსის საკითხს. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რომ ეკონომიკა აკონტროლო მაქსიმალურად თავისი პოლიტიკით და აკონტროლო ხარჯები, ლარის კურსი და ითანამშროლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს წესრიგი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე განვითარებული და ჩვენი ბიუჯეტი ვერ ფარავს იმ ხარჯებს, რომლებიც ბიზნესის ნორმალრად ფუნქციონირებას 100%-ით უზრუნველყოფს. ამიტომ საჭიროა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა იყოს ჩართული იმ პროცესში რომელიც დაგვეხმარება რომ რაც შეიძლება მალე გადავიდეთ ფუნქციონირების ნორმალურა რეჟიმზე. თუ მოვახერხებტ და ქვეყნის მასშტაბით ყველას ჩავრთავთ ამ პროცესში, თუ შეიქმნება საზოგადოება, რომელმაც იცის თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დააჩქაროს ნორმალური ცხოვრების რიტმის დაბრუნება, მაშინ ბევრად მარტივი იქნება რომ ადგილობრივი ბიზნესები და ეკონომიკა ისევ მოძლიერდეს და რაც მთავარია ეს მალე მოხდეს.

ჩვენ უკვე ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ კერძო სექტორი აქტიურად ინება მთელს ამ პროცესში ჩართული რაც ძალიან დასაფასებელია. მათთვის კის ვინც თვლის, რომ ეკონომიკის გაძლიერება და შემდეგ პატარა და მცირე ბიზნესების დახმარება, მხოლოდ ამ დაწესებულებებს ეხება, ეს შეიძლება მიუღებელი იყოს. თუმცაღა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთი შემთხვევებიმართლაც ასწლეულში ერთხელ შეიძლება მოხდეს და ძალიან რთუალი ასეთი პანდემიისთის ოდესმე მოემზადო და წინასწარ გქონდეთ საჭირო რესურსები, ეს მიდგომა ბევრად უფრო გასაგებია.

სიტუაციის უნიკალურობიდან გამომდიანრე, შეუძლებელია, რომ არ იყოს ჩართული ამ პროცესში კერძო სექტორის თუნდაც რაღაც ნაწილი. სწორედ ერთად მუშაობით არის შესაძლებელი, რომ ეს პროცესი შეძლებისდაგვარად უმტკივნეულად გადავიტანოთ, თუმცა ამის სრულიად უპრობლემოდ და დანაკარგების გარეშე გაკეთება თითქმის წარმოუდგენელია, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დღეს არა ეკონომიკას არამედ ჯანრმთელობას ვაყენებთ პირველ ადგილზე. მოსახლოების დიდი ნაწილიც სწორედ ამ მიდომას ემხრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ თავად მოსახლოებაც ალბათ ძალიან ჩართული იქნება პოსტ-პანდემიის მოძლიერების პროცესში.

შეჯამება

ასეთი გამოწვევების წინაშე მსოფლიო ძალიან იშვიათად დგას ხოლმე. რთულია წინასწარ გათვალო თუ როგორ განვითარდება მოვლენები და შეძლებენ თუ არა ქვეყნები დაამარცხონ ეს დაავადება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საკმაოდ მწირია რაც უფრო აფერხებს სწრაფ გამოჯანმრთელების პროცესს. ასეთი დარტყმა მსოფლიო ეკონომიკას არ მიუღია 2008 წლისშემდეგ და ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენმად უფრო მტკივნეული გადასატანი იქნება ეს პროცესი ქვეყნებისთვის. თუმცა რადგანაც დღეს ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია და ჩვენც მეტი ცოდნა გვაქვს ასეთი მოვლენეის შესახებ, არის შანსი რომ სხვა კრიზისებთან შედარებით უფრო სწარაფ მოვახერხოთ სიტუაციის დასტაბილურება, და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქვეყნებს ექნებათ ერთიანობის განცდა და ყველა გააკეთებს თავის წილ საქმეს.