როგორ გავლენას ახდენს კორონავირუსი მარკეტებზე?

კორონავირუსი მთელი მსოფლიოს დღისწესრიგს ყოველდღიურად ცვლის და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა უფრო მეტი ვიცით ამ დაავადების შესახებ მასთან გამკალვება ჯერ კიდევ რთულია. რაც მთავარია, არავინ იცის თუ როდის დასრულდება ეს გაუგებრობა, ჩვენი რესურსების რა ნაწილი დასჭირდება იმას, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და რა ვადებში უნდა ველოდოთ მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბევრისთვის შეიძლება უცნაური იყოს, რომ ვირუსსა და ფინანასურ მარკეტებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირია, თუმცაღა რადგან ვირუსი პანდემიად გამოცხადდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ მისი მასშტაბების გადასწვდება ყველა ქვეყანას და სავარაუდოდ საკმაოდ დიდი მასშტაბებითაც.  ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნების უმრავლესობაში არსებული ინფრასტრუქტურები შეწყვეტენ ფუნქციონირებას და ძალიან გართულდება ისეთი ჩვეულ რეჟიმში ფუქნციონირება. ეს შემდეგ რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება, და გამომდინარე იქინდა რომ პანდემია ყველა ქვეყანას ეხება ეს პროცესი ყველა ქვეყანაში, თუმცაღა ეს სცენარი ყველგან განსხვავებული სისწრაფით და სირთულით განვითარდენა. ასეთი შემთხვევების  კითხვა არ არის მოხდება თუ არა ეს, არამედ როდის მოხდება ეს. საუკეთესო რაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გააკეთოს, არის მოუწოდოს თავის მოქალაქეებს დაიცვან სოციალური დისტანცირება და საჭიროების შემთხვევაში გამოაცხადონ საგანგებო მდგომაორება ან კარანტინი. ეს ერთი შეხედვით მარტივ გადაწყვეტილებად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში ქვეყანაში კარანტინში გამოცხადება ურთულესი დარტყმა ნებისმიერი ქვეყნისთვის. როდესაც თუნდაც საგანგებო მდგომარება ცხადდება ეს ნიშნავს რომ ბიზნესების აბსოლიტური უმრავლესობა წყვეტს ფუნქციონირებას, მაქსიმალურად არის შეზღუდული გადაადგილება და ზოგადად ქვეყნების ეკონომიკა დროებით ჩერდება, იმისათვის, რომ როგორმე ჯანდაცვის სფერომს ეფექტურად მოახერხოს ყველა ავადმყოფის მიღება და რესურსების ყველასთვის განაწილება. ამ პანდემიის დროს სოციალური დისტანცრება ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე დიდი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანაში პანდემიის გავრცელები სიჩქარეზე, რაც თავისთავად დადებითი მოვლებაა, თუმცა ამასთან ერთად სოციალური დისტანცირება ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ ხდება ეკონომიკის სტიმულირება, მცირე და პატარა ბიზნესები სრულიად წყეტენ მუშაობას, დიდი ბიზნესების ნაწილი კი, გამომდიანრე იქიდან თუ რა სფეროში მუშაობს შეიძლება დროებით დაიკეტოს ან განაგრძოს მუშაობა კარანტინის პერიოდშიც კი. ეს იმის ნიშანია, რომ გამომდინარე იქიდან თუ როგორ განვითარდება მოვლენები ეკონომიკას მიადგება ან უზარმაზარი ან უბრალოდ გარკვეული ზარალი. ასეთი პანდემიისგან ეკონომიკის დაცვა თითქმის წარმოუდგენელია და ამას ვერ ახერხებენ ის ქვეყნებიც კი რომლებიც თავს იკავებენ მკაცრი რეჟიმებისგან სწორედ იმიტომ რომ არ მოხდეს ეკონომიკის სერიოზული შესუსტება. ასეთი მიდგომა კი ეკონომიკის პრიორიტეტიზირებას ახდენა ადამიანების ჯანრმთელობაზე და შესაბამისად მათ უფრო მაღალი სიკვდილიანობაც აქვთ. ასეთი რისკების ადგილი მსოფლიოში ბევრ ქვეყანას არ აქვს და ასეთ მიდგომას ბევრი საზოგადოებაც შეეწინააღდეგებოდა. პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანდება მთელი ქვეყანა და შესაბამისად ხალხის უსაფრთხოება საბოლოო ჯამში პრიორიტეტი ხდება ხოლმე. თუმცა როგორც აღვნიშეთ, არის გამონაკლისებიც. ჩვენ ყველა შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ პანდემიისთის მსოფლიო არცერთ დონეზე მომზადებული არ იყო. რა თქმა უნდა ასეთი გავრცელების მქოდენ ვირუსების წინასწარმეტყველება შეუძლებელია, თუმცა ნამდვილად შეიძლებოდა, თუნდაც ყველაზე განვითარებული ქვეყნების მხრიდან ყოფილიყო მეტი მზაობა პადემიასთან გასამკლავლებლად. საქმე იმაშია, რომ ვირუსის ყველაზე საშიში თვისება მისი გავრცელების სისწრაფეა, რასაც საბოლოო ჯამში, ყველაზე ცუდ შემთხვევაში მივყავართ ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვამდე, როდესაც უკვე საავადმყოფოები ვეღარ ახერხებენ რომ დახმარება გაუწიონ ყველა ავადმყოფს რაც საბოლოო ჯამში ფატალური შედეგებით მთავრდება. სწორედ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების თავიდან აციელბას ემსახურება ასეთი კრიტიკური ზომები, რომელბიც ყველამ იცის, რომ ძალიან აზარალებს ეკონომიკას და შეიძლება ამ პანდემიის ეკონომიკური შედეგები ბევრად უფრო რთულად დასაძლევი აღმოჩნდეს ვიდრე თავად ვირუსი. თუმცა ეს ის არჩევანია, რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა აკეთებს თავისი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად. ალბათ ერთ-ერთი პირველი გამოვლინება იმისა, თუ როგორ ეფექტს ახდენს პანდემია ეკონომიკაზე, სწორედ მარკეტებზე, კერძოდ საფონდო ბირჟაზე და სავალუტო ბირჟაზე აისახება და პანიკა მსოფლიო მასშტაბით სწორედ მაშინ დაიწყო როდესაც ყველამ დაინახა თუ რამხელა გავლენა ჰქონდა საფონდო ბირჟაზე ამ პანდემიას და მისი გავრცელების შესახებ ცნობებს.

თავდაპირველი რეაქციები

როცა თავიდან ინფორმაცია ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში აღმოცენებული ვირუსის შესახებ გავრცელდა, ამისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში უკვე საკარანტინო მდგომარეობა იყო და სიკვდილიანობის შემაშფოთებელი დონე. დაახლოებით იანვრის ბოლოსთვის,როდესაც შემთხვევები უკვე მსოფლიო მასშტაბით მომრავლდა, დასაწყისში მაინც არ იყოს პანიკის საფუძველი, ბევრი ქვეყნის შეხედულებით. ამან გამოიწვია ის, რომ მსოფლიოს ქვეყნები არ აღმოჩნდნენ იმ რეალობისთვის მომზადებულები რომლებიც მათი სულ რამდენიმ კვირაშიდაატყდებოდათ თავს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჯანდაცვის სიტემების მხრივ პანიკა და აპარატურის მომარაგება ჯერ კიდევ არ განიხილებოდა მარკეტებზე მოულოდნელი ცვლილბებეი მალევე გახდა შესამჩნევი.

ზოგადად საფონდო და სავალუტო ბირჟები ყველაზე მცირედ ცვლილებასაც კი ასახავენ საერთაშორისო პოლიტიკაში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ყველა ის ინვესტორი, რომელიც მოვლენებს წლის განმავლობაში დიდი ყურადღებით აკვირდება თავის გადაწყვეტილებებს, სწორედ ამ  მოველენებზე დაყრდნობით იღებს. ყველაზე გამოცდილი მოვაჭრეების იმასაც კი ახერხებენ, რომ ისეთ პოლიტიკური ვითარებიდან გააკეთონ დასკვნები, რომლებსაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ და ეს გახდება ხოლმე სწორედ იმის გარანტია, რომ მოგება ნამდვილად დიდი იქნება. როდესაც ვსაუბრობთ საფონდო ბირჟაზე, სწორედ მოულოდნელი სვლების წინასწარმეტყველება და ისეთი კომპანიების შეძენა, რომელშიც სხვები პოტენციალს ჯერ ვერ ხედავენ, იძლევა ყველაზე დიდი მოგების შანსს. ყველას შეუძლია ფული ჩადოს მომგებიან კომპანიაში რომლის წარმატებაშიც ეჭვი არავის ეპარება, თუმცაღა მიუხედავად იმისა, რომ ეს წამგებიანი სვლა არასდროს არ იქნება, მოგებაც შედარებით მოკრძალებული იქნება, რადგან სწორედ ასე ფიქრობს კიდევ ათასობით ადამიანი და შესაბამისად იქცევა კიდევაც.

ნამდვილად წარმატებულ მოვაჭრეებს აქვთ უნარი რომ ასეთი მოვლენების ეფექტი საფონდო ბირჟაზე წინასწარ განსაზღვრონ და შესაბამისადაც მოიქცნენ,  ან გაყიდონ თავიანთი აქციები სანამ ამ რეალობას მოვაჭრეთა უმრავლესობაც დაიაზარებს ანდა კი შეიძინოს ის აქტივები, რომლებიც სავარაუდოდო ძალიან მალე ბევრად უფრო ღირებული გახდება. ერთი შეხედვით ეს სტრუქტურა მარტივად ჟღერს, თუმცა ასე რომ იყოს ბევრად მეტი მილიონერი და მილიარდელი გვეყოლებოდა ვიდრეს დღეს გვყავს. ამ მიდგომას განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი სპეციალური მრცეველსაც კი უხდის ფულს რათა მათი აქტივები და მათ შესახებ გადაწყვეტილბებსი ყოველთვის დაცული იყოს პროფესიონალის მიერ.

ჩვენ ზუსტად ასეთი ნიშნები დავინახეთ კოვიდ-19 ეპიდაფეთქების პერიოდშიც. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო გავრცელებული ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც რამდენიმე სენატორმა თავისი აქტივების ძალიან დიდი ნაწილი გაყიდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ პანიკის საფუძველი ქვეყანას არ ჰქონდა და არც განსაკუთრებული ზომების მიღება იყო საჭირო. თუმცა როგორც ნათელი გახდა, თავად ნამდვილად არ ფიქრობდნენ ესე და გაცნობიერებულად ცდილობდნენ რომ მოავალი წაგებისგან დაეცვათ თავი. ამ სენატორებმა ზუსტად იცოდნენ რომ სიტუაცია გაუარესდებოდა და მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკას უჭერდნენ მხარ საჯაროდ, მათი ქმედება ეწინააღმდეგებოდა ხალხში შექმნილ ნარატივს, რომელსაც საჯაროდ მთავრობაც იზიარებდა, რომ პანიკის საფუძველი არ იყო.

საინტერესოა, რომ მაშინაც კი როდესაც თავად სენატორებმა აქტიურად დაიწყეს თავიანთი აქტივების გაყიდვა, მათ ეს გააკეთეს მანამდე სანამ ქვეყანაში გამოცხადდებოდა საგანგებო მდგომარეობა ან დაიწყებოდა პანიკა. ამის მიზეზი არის ის, რომ მათ სურდათ რომ სხვა აქტივების მფლობელებსაც არ ქონოდათ იგივეს გაკეთების შესაძლებლობა რადგან ეს მათ ნაბიჯებს ნაკლებად მომგებიანს გახდიდა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ როგორც სენატორესბ მატ ჰქონდათ ექსკლუზიური ინფორმაცია სხვებზე ადრე და შეეძლოთ რომ ასეთი დასკვნები გაეკეთებინათ სხვებზე ადრე და შესაბამისად მოგებაშიც დარჩენილიყვნენ. რა თქმა უნდა, ასეთი ქცევა არ შეიძლება ეთიკურად ჩაითვალოს და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკის მასშტაბით, თუმცა ეს ამავდროულად ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ინფორმაცია და პოლიტიკური მოვლენები მართლაც ძალიან დიდი გავლენას ახდენს მარკეტებზ. ახლა კი შეგვიძლია, რომ კონკრეტულად კოვიდ-19 გავლენაზეც ვისაუბროთ.

კოვიდ-19 და ფინანსური მარკეტები

როგორც აღვნიშნეთ, მარკეტების რეაქციები საკმაოდ არეული იყო პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორს შეგვიძლია მივაწეროთ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია კოვიდ-19 საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო მსოფლიოს გარშემოა ყველა დარწმუნებული იყო, რომ სინამდვილეში ეს დაავადება მათ ქვეყანას არ შეეხებოდა და რაღა თქმა უნდა თითოეული მათგანი არასწორი აღმოჩნდა. რაც დრო გადის და მეტ ინფორმაციას ვიგებთ ამ კონკრეტული კორონავირუსის შესახებ და უფრო ნათელი ხდება, რომ ეკონომიკური ეფექტი გაცილებიტ დიდხანს გასტანს და თავად ეს ვირუსიც დიდი ხნის მანძილზე იქნება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც დაწესდა ვირუსის შესაჩერებლად უფრო დიდხანს გასტანს. თუმცა პირველი ეკონომიკუ ეფექტი ისევ საფონდო ბირჟაზე და სავალუტო ბირჟაზე იყო შესამჩნევი. დაიწყო თუ არა მოსახლოებაში პანიკა, საფონდო ბირჟაზეც გავრცელდა იგივე რეაქციებს და მარკეტს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ვარდა ჰქონდა, აქციების ფასები ძალიან დიდი სისწრაით ვარდებოდა და შესაბამისად ეს ინვესტორებს კიდევ უფრო მეტი პანიკის მიზეზს აძლევდა. მომდევნო კვირების განმავობაში იყო სხვადასხვა მცდელობები, რომ მარკეტი დასტაბილიზებულიყო, ეს მცდელობები თავად მთავრობისგან მოდიოდა რადგან მარკეტზე ასეთი ცვლილებები ეკონომიკას აუცილებლად და მომენტალურად ურტყამს. ასეთი ცლილებები გამოწვეულიე იმით, რმ როდესაც ხდება ასეთი სიმძიმის საერთაშორისო მოვლენები, ინვესტორების დიდი ნაწილი იწყებს თავისი წილების გაყიდვას რაც მთლიანად კომპანიის ფასს ამცირებს. ამასთან მყიდველის გამოჩენის ალბათობაც ძალიან დაბალია, თუმცაღა მაინც არის შანსი. ამიტომაც მარკეტზე ფასები სწრაფად ეცემა რასაც თოვლის გუნდის ეფექტი აქვს და სწაფად ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვახსენეთ მტავრობის მხრიდან იყო ამ ეფექტი განეიტრალების მცდელობები და რამდენიმე პოზიტიური ცვლილებაც დავინახეთ, ასეთი ტურბულენტური პერიოდისას რთულია რომ პოზიტიურ ცვლილებებზე გვქონდე პრეტენზია რადგან ასეთი პანდემიის დროს პრიორიტეტი ავტომატურად ჯანდაცვა ხდება და მთელი რესურსები და ენერგია სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე მიდის.

რაც შეეხება სავალუტო ბირჟას, რა თქმა უნდა შედარებით სუსტ ეკონომიკებზე ეს ძალიან ცუდად მოქმედებს რაც, ჩვენ დავინახეთ საკუთარ ლარის კურსზეც. დოლარის ჯურსი დახლოებით 3 ლარს შეადგენდა ვირუსი გავრცელებამდე ხოლო, პანდემიიც გამოცხაადებიდან პირველ კვირაში 3.6ლ-მდეც კი ავიდა. ეროვნულმა ბანკმა გაატარა ღონისძიებები რათა ასე თუ ისე გაეძლიერებინა საკუთარი კურსი და მოახერხა შედარებით დაესტაბილიზებინა მდგომარეობა და ლარის კურსი ახლა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 3.2ლ-ია, თუმცა ეს რიცხვიც აქტიურად იცვლება. ასეთი გამოწვევების წინაშე, ინფლაციის დონის გაზრდა არის ოპტიმალური გამოსავალი, თუმცა როგორც ყველა აცნობიერებს ჩვენ დღესდღეობით არ ვცხოვრობთ ამ დონეზე მოწესრიგებულ სამყაროში. მართალია, რომ ეს პერიოდი განსაკუთრებით რთული იქნება სუსტი ეკონომიკებისთვის, მაგრამ არც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებისთვის იქნება მარტივი ამ პერიოდის გადატანა და ჩვენ ამას უკვე ვხედავთ ისევ ამერიკის მაგალითზე.

ბევრის იმასაც კი ამბობს, რომ კორონავირუსის ეფექტი ეკონომიკაზე შეიძლება საბოლოო ჯამში უფრო მომაკვდილნებელიც კი გახდეს, ვიდრე თავად ვირუსის ეფექტი ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამის მიზეზები შეგვიძლია კიდევ უფრო სიღრმიეულადაც დავინახოთ.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს პანდემიას ეს საერთოდ ცვლის მოვლენები განვითარების სცენარს და სულ სხვა პროტოკოლები იწყებს მოქმედებას. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებს აქვთ საშუალება, რომ გაოცხადონ საგანგებო მდგომარეობა და უარეს შემტხვევაში კარანტინი. ეს არ გულისხმობს მხოლოდ გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას, რაც თავისთავად ქვეყნის ეკონომიკისთვის არის დარტყმა. ეს ასევე ეხება ბიზნესებს,მათო 90% დღესდღეობით როდესაც კარანტინია ქვეყანაში დაკეტილია. ფუნქციონირებს მხოლოდ აუცილებელი დაწესებულებები, რაც ნიშნავს რომ შემოსავალიც მხოლოდ ამ რამდენიმე ინდუსტრიას აქვს, ხოლო ისინი უმრავლესობას ნამდვილად არ წარმოადგენენ. ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ძალიან ბევრი დაკარგავს სამსახურს და ძალიან ბევრი კომპანია შეწყვეტს მუშაობას, ზოგი კი სრულიადაც დაიკეტება. ის რომ დიდი ბიზნესების ნაწილი წყვეტს ფუნქციონირებას ასევე დიდ გაველნას ახდენს საფონდო ბირჟაზე მათ  ღირებულებაზე და ეს კიდევ უფრო აშკარა ხდება დროთა განმავლობაში, თუმცაღა ამის ნიშნები თავდაპირველ პანიკაშიც შეინიშნება. ასეთი ეკონომიკური შენელება  რა თქმა უნდა დიდი ხანია მოახდენს გავლენას ქვეყნებში ცხოვრების ხარისხზე, და დიდი ხნის განმავლობაში დააყოვნებს ბიზნესების მუშაობის ხელახა წამოწყებას. ბევრი პატარა და საშუალო ბიზნესი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო განვითარების იმ ფაზაში როდესაც ასეთი წინაღობისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მზად, ამ დარტყმას დიდი ალბათობით ვერ გადაიტანს, ხოლო ამ ტენდენციის შედეგები კიდევ უფრო მოგვიანებით დაიწყებს ასახვას სავალუტო და საფონდო ბირჟებზე.

მსოფლიოს მასშტაბით იკეტება ბიზნესები, ფუნქციონირებას და მოგების გამომუშავებს წყვეტენ უდიდესი დაწესებულებები და რა თქმა უნდა ეს ძალიან ნეგატიურად აისახება მსოფლიოს ეკონომიკაზე. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი რეალობისა და მსოფლიოს ასე აქტიურად თანამშრომლობის ფაქტორი კიდევ უფრო ამძიმებს ამ რეალობას იმით, რომ ერთ ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა აუცილებლად აისახება ასევე სხვა ქვეყნებზეც რადგან მსოფლიოში ექსპორტ-იმპორტის რაოდენობა რეკორდული და ქვეყნებიც ძალიან არიან ერთმანეთზე დამოკიდებულები. ამიტომაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ქვეყანაში ჯერ არ არის სავალალო მდგომაორება, დიდი ალბათობით მათ ეკონომიკაზე ამ ვირუსის გავლენა იგრძნობა თუნდაც იმ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაკლებული იმპორტით ან უბრალოდ პროდუქტის მიწოდების შენელებული პროცესით. მართალია ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ერთიმხრივ გვქიმნის მეტი დაცულობას და მშვიდობის შენარჩუნების დიდ მოტივაციას, ეს ასევე ნიშნავს, რომ პრობლემიც იზოლაცია რთულია ხდება, განსაკუთრებით კი პანდემიის.

ტურიზმი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მომგებიანი სფეროა დღეს მსოფლიოში და საქართველოში განსაკუთრებით და რომელშიც ძალიან დიდი კომპანიები არიან ჩართულნი დღეს სრულიად დაპაუზებულია. ტურიზმზე არის დამოკიდებული არაერთი სხვა ინდუსტრია, იქნება ეს საჭმლის თუ თვითმფრინავებისა წარმოება, შეკეთება და მათზე დასაქმებული პირები. კორონავირუსმა ტურისტულ ინდუსტრიას დაარტყა პირველად და გაქრა მილიონობით სამსახური მსოფლიოს გარშემო. ავიაკომპანიები ყოველდღე მილიონობით დოლარს კარგავენ და სიტუაციის გაუმჯჯობესების იმედი ჯერ არავის აქვს. რა თქმა უნდა ამ ფაქტორმაც იქონია დიდი გავლენა იმაზე, რომ ამდენი კომპანიის აქტივების ფასი უეცრად ასე დაეცა საფონდო ბირჟაზე. ტურიზმზე საქართველოს გარდა ძალიან ბევრი ქვეყანა არის დამოკიდებული და ეს პანდემია ბუნებირივია ნიშნავს, რომ ამ სფეროდან ქვეყნები შემოსავალს კიდევ დიდი ხანი ვერ ნახავენ. ეს დიდი დარტყმა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა განსაკუთრებით მათთვის ვისაც სუსტი ეკონომიკა აქვს და ტურიზმზე არის დამოკიდებული, თუნდაც ნაწილობრივ როგორც ჩვენ.  ტურიზმის ინდუსტრია უზარმაზარია,  ძალიან ბევრი გავლენიანი კომპანი ასევე ტურიზმზე არის დამოკიდებული და ამანაც განაპირობა ბევრი კომპანიის აქციებზე ფასის ვარდა, რაც სავარაუდოდ კიდევ დიდხანს გაგრძელდება იმიტომ, რომ თუ კი სხვა ინდუსტრიებს მეტი შანსი აქვთ, რომ ამ კრიზისული მდგომარეობიდან სასწრაფოდ გამოვიდნენ, ტურიზმის ინდუსტრიას სულაც არ აქვს ეს ფუფუნება რადგან სტანდარტული მიმოსვლა ალბათ კიდევ თვეების განმავლობაში არ აღდგება.

კორონავირუსის გავრცელებამ მთელი მსოფლიო ეკონომიკა  დროებიტ ტავდაყირა დააყენა. არცერთი დაწესებულება აღარ ფუნქციონირებს ისე როგორც ამას მიჩვეულები იყვნენ და ეს რა თქმა უნდა დამატებით პრობლემებსა და გაუგებრობებს შექმნის, რაც შეიძლება კიდევ აქციების ფასების ვარდნის მიზეზი გახდეს, თუმცა ეს დანაკლისები ნამდვილად არ იქნება ისეთი დიდი, როგორიც პანდემიის გავრცელების დასსწყის ეტაპებზე იყო. აუცილებელის გავითვალისწინოთ, რომ მარკეტები რაღაც მომენტში აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ პანდემიამდელ მდგომარეობას თუმცა ამ შმეთხვევაში მთავარი კითხვა არის თუ როდის მოხდება ეს ცვლილბეა და კეთდება თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ამ პროცესში ჩართულები არიან მსოფლიო მასშტაბით მთავრობები და კერძო სექტორის წარმოკადგენლები, რომელბიც თავიანთი დახმარებიტ ცდილობენ რომ შეუნარჩუნონ მარკეტებს სტაბილურობა, თუნდაც ცოტახნის. ეს პროცედურები სამყაროს ძალიან რთულად დაუჯდება, თუმცა თუ ეს მოხდება ორგანიზებულად, ეს მხოლოდ დააჩქარებს მსოფლიოს ეკონომიკის გამოჯანმრთელების პროცესს.

მოახერხებს თუ არა მსოფლიო ამ კრიზისიდან გამოსვლას?

მას შემდეგ რაც პანდემიან საფონდო ბირჟაზე ასეთი ნეგატიური გავლენა მოახდინა, ძალიან ბერი ადარებს ამ პერიოდს 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ პანდემიის საწყის ეტაპებზე ვართ დიდი ალბათობით მომდევნო რამდენიმე თვე ცვენ სწორედ იგივე წინაღობებისა და სირთულეების გადატანა მოგვიწევს რომლებიც მსოფლიომ 2008 წელს გადაიტანა. ამ პანდემიის ეფექტები სავარაუდოდ კიდევ 1 წელი ძალიან შესამჩნევი იქნება და იქიდან გამომდინარე, რომ მსოლფიო დღეს კიდევ უფრო არის დამოკიდებულე იმპორტზე- შეიძლება ეს ეფექტი კიდევ უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. არსებობს რამდენიმე თეორია იმის თაობაზე თუ როდის შეიძლება ველოდოთ სიტუაციის დასტაბილურებას და გარდა იმისა, რომ ბერვი კითხვა არსებობს იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს სტაბილური სიტუაცია, ამ მომენტისთვის ასეთ ნიშნულად შეგვიძლია ავიღოთ ის პერიოდი როდესაც კოვიდ-19 უკვე აღარ იქნება ისეთი საფრთხის შემცველი და მისი კონტროლი ჩვენთვის უფრო შესაძლებელი გახდება. ზოგი პროგრნოზით ამ მდგომარეობამდე მისვლას დასჭირდება დაახლოებით 6 თვე, თუმცა ზოგის აზრით იმისთვის, რომ ქვეყნებმა ისევ ჩვეულ რეჟიმში დაიწყონ ფუნქცინირება ერთი წელი მაინც იქნება საჭირო. ეს რა თქმა უნდა, ბევრისთვის საკმაოდ ნეგატიური სცენარია, თუმცა რეალისტურიც.

როდესაც მსოფლიო 2008 წლის კრიზისის წინაშე დადგა,  ბევრად ნაკლები ინფორმაცია და გამოცდილება არსებობდა მაშინ იმ ეკონომიკურ ღონისზიებებზე რომლებიც შეგვეძლო მიგვეღო ასეთი სიტუაციების დროს და მიუხედავად იმისა, რომ ეხალ რთულია პოზიტიურ მომავალზე ფიქრი, როგორს მსოფლიოს სავალუტო ფონდი იძახის დღესდღეობით მსოფლიო უფრო მეტად არის მზად ასეთი გამოწვევბისთვის. ჩვენ ეს დავინახეთ ასევე საფონდო ბრიჟის დასტაბილურებისთვის ჩატარებულ ღონისძიებებში, იმ სტიმულის პაკეტებში რომლებსაც მოსახლეობის ის ნაწილი იღებს რომელმაც დაკარგა სამსახური და ეს პრაქტიაკ უფრო და უფრო ფართოდ მიღებული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია, ისევე როგორც ლარი კურსზე იმოქმედა ერვონული ბანკის ნაბიჯებმა ასევე შეიძლება მალე ვნახოთ ასეთივე რეზულტატები საფონდო ბირჟაზეც და სვალუტო ბირჟაზეც შესაბამისად. იმ გამოცდილების გამო, რომელიც ქვეყნებმა დააგროვეს 2008 წლის კრიზისის დროს, თავად მოსახლეობაც და მთავრობებიც ახლა მეტად ინფორმირებულ პოზიციას იჭერენ კრიზისთან მიმართებაში და დიდი ალბათობით მოხერხდება ერთობლივი ძალებით სიტუაციის გაუმჯობესება თუნდაც 6 თვის შემდეგ. იმისთვის, რომ ეს რეალობა გახდეს პრიორიტეტი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავობაში სოციალური დისტანცირების მაქსიმალურად დაცვა უნდა გახდეს რადგან სწორედ ასე მოხერხდება ჯანდაცვის სისტემის წნეხის შემსუბუქება, ქვეყანაში კრიზისული პერიოდის აღკვეთა და რაც შეიძლება გადავადება, ხოლო მოგვიანებით როცა ეს რეალობა უკვე მიღწევადი იქნება შეიძლება დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ როგორ შეიძლება მარკეტები დავუბრუნოთ თავიანთ საწყისს მდგომარეობას. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, რომ მარკეტების მხარდაჭერა და მათი სტაბილიზაცია, თუნდაც ნაწილობრივ აუცილებელია, და ის რომ მომდევნო თვეების თუ კვირების განმავლობაში ეს არ იქნება პრიორიტეტული საკითხი, რომ მისი სრული იგნორირება მოხდება დაუშვებელია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ეკონომიკა უყურადღებოდ დავტოვოთ. აუცილებელია მარკეტების მხარდაჭერეა, სუბსიდიები და ასე შემდეგ რათა მოხდეს ამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და ნელ-ნელა მოძლიერება. მას შემდეგ რაც ამ პანდემიაზე მეტი გვეცოდინება სავარაუდოდ ის დანაკლისები რაც უბრალოდ პანიკით იყო გამოწვეული ასევე აღდგება დროთა განმავლობაში.

რაც შეეხება პოლიტიკუ ასპექტებს, ეს ალბატ უფრო მეტ დროს წაირებს. გადადებულია ყველა მნიშვნელოვანი ან ის ელექტრონულ რეჟიმში მიმდინარეობას. ყველა სხვა საკითხი ამჟამად აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს და ქვეყნები მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობენ და ცდილობენ ყველაზე ოპტიმალური გეგმა შეინარჩუნონ იმისთვის, რომ მსოფლიომ ნორმალურად განაგრძოს ფუნქციონირება და მაქსიმალურად იყოს დაცული ის გზები და სისტემები, რომელბიც ყოველდღე უზრუნველყოფენ ჩვენს კომფორტს. პანდემიიც დროს სხვა ყველა საკითხი მეორეხაისხოვანია, თუმცა  ასევე უნდა ვიფიქროთ მომავალზე და იმ პოსტ-კრიზისულ პერიოდზე რომელიც ყველა ქვეყანას უკლებლიც დაუდგება. მარკტებზე ასეთი სერიოზული გავლენა კორონავირუს ჰქონდა იმიტომ, რომ მან შეცვლა ყველა ქვეყნის დრისწესრიგი, ყველა შეთანხმება და ახალი რეალობა შექმნა მსოფლიოში.

კოვიდ-19-ს შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მარივად შეიძლება შევადაროთ 2008 წლის კრიზის რადგან მისი სირთულე  ნამდვილად შეესაბამება 2008 წლის გამოწვევებს, თუმცა საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით მსოფლიო უფრო უკეთ არის შეიარაღებული იმისთვის, რომ გაუმკავდეს ამ გამოწვევებს და მეტი ინფორმაცია აქვს ხელს რათა შეცდომები დაიყვანოს მინიმუმამდე. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს ერთობლივი მონდომებით საქმის გაკეთება ბევრად უფრო მარტივია, და დიდი ალბათობით ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში დავინახავთ ბერვ ისეთ შემთხვევას როდესაც საზოგადეოაბ თავადაც აიღებს პასუხისმგებლობას ეკონომიკურ დახმარებაზ, იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა თუ ეკონომიკის სტიმულირების სხვა ხერხები. რადგან ამ პრაქტიკეის შესახებ მოსახლეობას დღეს ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს ვიდრე ეს აქამდე ჰქონდა,მეტი პასუხისმგებლობაც და სავარაუდოდო მეტ იქნება ჩართულობას. ეს სსაგრძნობლად გაამარტივებს “გამოჯანმრთელების: პროცესს და თან ძალიანაც დააჩქარებს მას.

თუ კოვიდ-19-მა სამყაროს ერთი რამ ასწავლა ეს არის ის, რომ მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელიც განიცადა მთელმა სამყარომ, იქნება ეს ტექნოლოგიური ჭრილში თუ კომუნიკაციის კუთხით, მსოფლიო არ არის მზად ასეთ პანდემიებისთვის. აქ საინტერესო სწორედ ისაა, რომ ასეთი პანდემიენი შეიძლება მოხდეს საუკუნეში ერთხელ, თუმცა მათი შეჩერება და აღმოფხვრა წარმოუდგენელია ეს დედამიწაზე არსებობსი განუყოფელი ნაწილია.

ეკონომიკური გამოწვევები, რომლებსაც ეს პანდემია გამოიწვევს კიდევ დიდი ხანი დარჩება დღისწესრიგში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მექანიზმები იმისთვის, რომ შევამციროტ ეს გავლენა მისი სრულიადნ გაქრობა წარმოუდგენელია. კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიო მასშტაბიტ შეაჩერა ეკონომიკები და ახალი თავსატეხი გაუჩინა მთავრობებს, თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნონ მოსახლეობის უსაფრთხოება ისე, რომ ამან სრულიად არ გაანადგუროს და ჩაძიროს ქვეყნის ეკონომიკას დამარკეტზე მათი აქციები  და ვალუტა. რთულია რომ ასეთ მდგომარეობას სრულიად ავირიდოთ თავიდან ლარის გაუფასურება, როგორც ეს უკვე გამოცდილებამ გვიჩვენა და იმაზე დაყრდნობით, თუ რამდენად კოორდინირებული იქნება საზოგადოების ქცევა და მტავროების გადაწყვეტილებები, შესაძლებელია რო სულ რაღაც თვეების პერიოდში კორონავირუსისგან დატოვებული ეკონომიკური გამოწვევი დაიძლიოს. ეს ბუნებრივის გულისხმობს ბერვ და სხვადასხვა ტიპის სუბსიდიებს მტთავრობებისგან, სხვადასხვ ატრანზიტული გზების და მარშრუტების აღდგენას თუმცაღა რა თქმა უნდა განახლებული წესრიგითა და წესებით და ამასთან ერთად ეს გულისხმობს იმას, იქნება ერთიანობა მოსახლეობის მხრიდანაც რომელიც ადგილობრივ ბიზნესებს დაეხმარება მოძლიერებაში, სედეგად მეტ სტაბილურობას შემატებს ისევ საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიებს და ვალუტის კურსის გამყარებასაც მოიტანს შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გეგმა დღევანდელი გადმოსახედიდან ზედმეტდ ოპტიმისტურად ჟღერს ბევრი ექპერტი ირწმუნება, რომ სინამდვილეში ეს სავსებით რეალურია იმ არსებული მექანიზმების გათვალისწინებით რაც დღეს მსოფლიო მასსთაბით მოიპოვება.

ის რომ ასეთ პანდემიებსა და მსგავს მასიურ პრობლემებს ყოველთვის ექნება დიდი გავლენა კონომიკაზე ეს მართლაც გარდაუვალია თუმცა საუკეთესო მიდგომა ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, რომ გვეცადა რაც შეიძლება ბერვი რამ ვისწავლოთ ამ გამოცდილებებისგან რათა მომავალში, როცა ასეთი შემთხვევები კიდევ განმეორდება, ჩვენ უფრო მომზადებულები დავხვდეტ ამ გამოწვევას და ადრეულ ეტაპებზევე მოვახერხოთ მისი გავრცელების შეჩერება და მილიონობით სიცოცხლის შენარჩუნებაც. გარდა ამისა, მეტი მომზდებულბა ასევე ეკონომიკურ გართულებებსა და იმს გამოწვევბს აგვარიდებს, რომლებიც დღევადნელი პროგრნოზით ჩვენი დღისწესრიგირს ნაწილი შეიძლება წლების განმავლობაშიც იყოს, რადგან მიუხედავად აქტიური კომუნიკაციისა სხვადასხვა ქვეყნებს შორის მზაობის დონე მაინც არ არის ისეთი, როგორიც ეს თანამედროვე სამყაროს შეეფერება.

სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ მაქსიმაურად ყურადღებით ვადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას რათა აღარ დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა და პანდემიის გავრცელება, ასეთის არსებობსი შემთხვევაში ბევრად უფრო უკეთესად გავაკონტროლოდ.