რა გავლენას მოახდენს კოვიდ-19 თქვენს სესხებზე? post thumbnail image

რა გავლენას მოახდენს კოვიდ-19 თქვენს სესხებზე?

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მთავარი და თითქმის ერთადერთი განხილვის საგანი სწორედ კორონავირუსი და ამ პანდემიით გამოწვეულიე სხვა გართულებებია. ასეთი საფრთხის წინაშე მსოფლიო უკვე ათწლეულებია არ ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ ვიცით თუ როგორ ვითარდება მოვლენები მსოფლიო მასშტაბით და ასევე ვიცით თუ რა პროტოკოლს უნდა კივყვეთ პანდემიიც პერიოდში, კოვიდ-19-ის შემთხვევაში რისკები მაინც ძალიან მაღალია. როდესაც საქმე ასეთი მასშტაბის ეპიდემიას ეხება, ეს გავლენას ახდენს ასევე სხვა სფეროებზე და უპირველეს ყოვლისა ეკონომიკაზე.

შეჩერებულია ფრენები, ტურიზმის ინდუსრია აღარ ფუნქციონირებს, დაკეტილი ყველა არააუხილებელი დაწესებულება და ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი დღეს სამუდამოდ დაკეტვის საფრთხის წინაშეა. კოვიდ-19-ის ეპიდაფეთქებამ ასევე შეასუსტა ლარის კურსი, სამსახური დააკარგვიან ათასობით ადამიანს ქვეყნის მასშტაბით. საქმე იმაშია, რომ მას შემდეგაც რაც გავუმკლავდებით ვირუსს და გადავალთ ცხოვრების ჩვეულ რიტმზე, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სხვა პრობლემა დაგვრჩება მოსაგვარებეი, რომელიც ამ პანდემიამ დაგვიტოვა. ქვეყანას და ზოგადად, მსოფლიოს წინ ძალიან რთული რამდენიმე თვე ელის. გარდა იმისა, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების შედეგად მსოფლიო ეკონომიკა ახლა 2008 წლის შემდეგ ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაშია, ამას ემატება ის ფაქტი რომ ჯანდაცვის სისტემებსი მსოფლისო მასშტაბით ახლა სრული დატვირთვით მუშაობს თუმცა ესეც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვირუსისი გავრცელება შენელდეს ხოლო სიკვდილიანობამ დაიწიოს.

თუმცა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკურ გავლენაზე, უფრო კონრეკტულად კი რა გავლენას მოახდენს პანდემია თქვენს სესხზე, გადახდის ვადებსა და პროცენტულ მაჩვენებლებზე.

ეკონომიკური სტრუქტურები პანდემიისას

გამომიდნარე იქიდან, რომ მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადებულია პანდემია და მსოფლიო უკვე კვირებია აღარ ფუნქციონირებს ისე როგორც ეს მისთვის ნორმალურია, იცველა ძალიან ბევრი მიდგომა, სერვიცი და ის წესი, რომელიც დღიდან დღემდე გვეხმარება წესრიგი დავამყაროთ სამყაროში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. პანდემიის დროს ხდება ქვეყნის მასშტაბით პრიორიტეტების გადაფასება, ყველაზე ხშირად კი ამ დროს სწორედ ჯანდაცვის სისტემა გადმოდის პირველ ადგილზე და სხვა ყველაფერი ცოტახნით კარგავს მნიშვენლობას.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არიან ქვეყნები რომლებიც მზად არიან გაიღონ ის მსხვერპლი რომელსაც კოვიდ-19 მათ აუცილებლად მოუტანს, თუმცა შეინარჩუნონ თავიანთი ეკონომიკა იმ ფორმიტ როგორიც ის პანდემიამდე იყო, ეს ნიშნავს რომ ზოგ ქვეყანაში, მაგალითად როგორიცაა შვედეთი, ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა საგანგებო მდგომარეობა და მოსახლოება ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას. ეს რა თქმა უნდა მოსახლოების მხოლოდ იმ ნაწილს ეხება, ვისაც არ აქვს ვირუსი, ხოლო დაინფიცირებულები, რომელთა რიცხვირ დღითიდღე იზრდება, გადიან მკურნალობის კურს, თუმცა არა ყოველთვის წარმატებულად. ასეთი მიდგომა საქართველოში არ აირჩიეს და სწორედ ამიტომ, მომდევნო რამდენიმე კვირა თუ თვე, ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომაორება იქნება გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ ყველა არააუციელებლი დაწესებულება იქნება დაკეტილი. ეს არ ეხება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, ბანკებსა და საფოსტო ოფისებს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ზოგ საბანკო სერვისზე ლიმიტები მაინც დაწესდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად დაწესებულება განიხილება როგორც აუცილებელი.

მას შემდეგ რაც კოვიდ-19 პანდემიად გამოცხადდა, მსოფლიო მასშტაბით წამყვანმა ეკონომისტებმა და საჯარო მოხელებმაა დაიწყეს საუკეთესო გამოსავალზე ფიქრი. ის რომ ეს პანდემია მთელს სამყაროს დიდი წნეხის ქვეშ . მოაქცევს ფაქტია, თუმცა სხვადასხვა შეღავათებით არის შესაძლებელი, რომ ეს დარტყმა მაქსიმალურად შემსუბუქებული გახდეს. ამერიკაში გამოიყო 2 ტრილიონი ლარის ოდენობის სტიმულის პაკეტი, ზოგი ქვეყანა სრულად აუქმებს გადასახადებს. ეს ორივე პრაქტიკა საკმაოდ მიღებულია და ზოგადად პანდემიის დროს მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახით დახმარების გაწევა საუკეთესო გზაა, რომ მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება ასე თუ ისე მაინც დარჩეს კომფორტული და მათ ვინც ამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური, ჰქონდეს იმის იმედი, რომ ყოველთვის ექნება საკვების მიღებულის საშუალება და საკუთარი აუციელებლი მოხოვნილებების დაკმაყოფილებსი შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის მიდგომა არ ცნობს გადასახადების გუქმებას, განსაკუთრებით კი ეს ეხება ქირია გადახდას. მათი პოლიტიკის გათვალისწინებით, პაკეტი რომელიც ამერკელებს $1200 თანხას სთავაზობს უნდა ფარავდეს ასევე ქირის საფასურს. ანუ ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის აქვთ თავიანთ ნეგატიური ასპექტებიც.

მართალია საქართველოში ჯერ არ დასახელებულა ასეთი პაკეტის ზუსი რიცხვები თუ პირობები, თუმცა ვიცით, რომ სახელმწიფო 10 მილიონი ლარის ხარჯზე უზრუნვეყოფს,რომ ისეთი პროდუქციაზე რომელზეც ქვეყნის სოცილურად დაუცველი მოსახლეობა არის დამოკიდებული ფასები არ გაიზრდება. ასევე განიხილება იდეა, რომ მოხდეს მოსახლეობის იმ ნაწილისთის ვინც სამსახური დაკარგა, ფინანსური დახმარების გაწევა ეს შეიძლება მოხდეს ან კერძო სექტორის მხრიდან ან სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ჯერჯერობით ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრო ქართული ბანკების გადაწყვეტილებამ, რომლითაც მოხდა სესხების 3 თვით გადავადება. ახლა კი შეგვიძლა განვიხილოთ თუ რას ნიშნავს ეს, რამდენან სარგებლიანია ეს შეტავაზება თავად მომხმარებლისთის და რამდენად რეალისტურია იმის დაშვება, რომ სამი თვის შემდეგ ჩვენ ნორმალური ცხოვების რიტმს დავუბრუნდებით.

რას გულისხმობს სესხის სამთვიანი გადავადება?

თუ თქვენ სესხი გაქვთ აღებული საქართველოს ან თი ბი სი ბანკში, მაშინ თქვენ მოგეცემატ შანსი რომ სესხი 3 თვით გადაავადოთ, ანუ არ გადაიხადოთ ის თანხა რომელსაც სტანდარტულად ყოველ თვე იხდით და დაელოდოთ მოვლენების განვითარებას და გადახდა მხოლოდ 3 თვის შემდეგ განაახლოთ. ეს ეხება როგორც ბიზნესებს ისე ინდივიდუალურ მსესხებლებს და ეს ინიციატივა ბევრ თავიდან ძალიანაც მოსწონდა, თუმცა მალევე გაირკვა რომ სესხის გადავადება ასევე გულისხმობს თქვენი გადავადების ასევე გაზრდის იმ თანხას რომელიც საბოლოო ჯამში უნდა გადაიხადოთ და ამ შემთხვევაში ეს იქნება დამოკიდებული ბანკზე და თქვენი სესხი ტიპზე, თმცა უნივერსალურად ყველა სესხი რომელიც გადავადდება პანდემიის გამო, მისი საპრცენტო განაკვეთი გაიზრდება და თქვენ მოგიწევთ მეტი თანხა გადაიხადოთ, თუმცაღა მომდევნო სამი პერიოდი შეძლებთ სესხისთვის გადადებული თანხა ჩვეულბრივად მოიხმაროთ და აუცილებლობებისთვის გადადოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შემოთავაზება, რომელიც ამ პერიოდს უფრო მარტივად გადაატანინებს მოსახლოებას დასაფასებელია, თუმცა ბევრისთვის გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი მიუღებელი აღმოჩნდა. თუ მოვლენებს უფრო პრაგმატულად შევხედვათ, გასაგებია თუ რატომ გადაწყვიტეს ბანკებმა ამ გზით წასვლა და ალბათ ბევრისთვის ეს შეღავათიც საკმარისზე მეტია და ეს შეთავაზება კოვიდ-19-ის გავრცელების პიკის პერიოდს ბევრად უფრო მარტივად გადაატანინებს მოსახლეობის იმ ნაწილს ვინც ამ შეთანხემაბზე თანახმა იქნება.

გარდა ამისა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლარი კურსი დღეს ძალიან სუსტია და მიუხედავად ეროვნული ვალუტიტ გამყარების მცდელობებისა, მისი მომავალი არც თუ ისე კარგად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენებში მომდევრნო კვირებში, ლარის კურის სავარაუდოდ დიდი ხანი ვერ გამყარდება. ეს მნიშვნელოვანია მათთვის ვისაც სესხი დოლარში აქვს გამოტანილი. ამ კატეგორიისთვის ეს დრო განსაკუთრებით მძიმეა რადგან შეიძლება მათი გადასახდელი თანხა ლარებში 20%მდე გაიზარდოს რაც წარმოუდგენლად დიდი წნეხია ნებისმიერ მსესხებელზე. ამ შემთხვევაში კი შეიძლება სესხის გადავადება მართლაც კარგი არჩევანი იყოს რადგან 3 თვის თავზე, ლარის მდგომარეობა ბევრად უკეთესი იქნება ვიდრეს ის დღეს არის თუმცა გასათვალისწინებელია ასევე დამატებითი პროცენტებიც, რომელიც თქვენს გადასახდელ თანხას დაემატება იმ შემთხვევაში თუ გადაწყვიტეთ გადაავადოტ თქვენი სესხი.

ეს შემოთავაზება ყველაზე მომგებიანი სწორედ მათთვის იქნება, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლა ჩვეულებისამებრ განაგრძობენ სესხის გადახდას, მაშინ აუცილებლად მოუწევთ ბევრად დიდი თანხების გამოყოფა სესხისთვის.  ამ მოცემულობას სჯობს ისევ ბანკის შეთავაზებით ისარგებლონ და არის შანსი რომ საბოლოო ჯამში გადავაადებით ბერვად ნაკლები თანხის გადახდა მოუწიოთ. ეს რა თქმა უნდა ზუსტად არავინ იცის, თუმცა დიდი ალბათობით ლარის კურსის ბედი სწორედ ამ სცენარით განვითარდება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ სესხი ლარში გაქვთ აღებული, მაშინ ალბათ არჩევანის გაკეთება უფრო გაგიჭირდებათ, თუმცა დღევანდელი მოცემულობით ქვეყანაში ფასების ზრდა ისეთი სისწრაფით არ მიდისი როგორც ეს ალბათ ერთი შეხედვით შეიძლება ჩავთვალოთ. ამის მიზეზი კი ის არის რომ ფასების შენარჩუნების მიზნით მთავრობა გარკვეულ ღონისძიებებს უკვე ახორციელებს. ასევ ყველა შესაბამისი უწყება ირწმუნება, რომ სასურსათე პროდუქციაზე ნაკლებობა არ იქნება და პანიკის საფუძველიც არ არის. ამიტომ არი შანსი, რომ მომდევნო რამდენიმე თვე არც თუ ისე რთულად გადასატანი აღმოჩნდეს. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმოსბ იმას, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძლედება. მოსახლოების გადაადგილება შეიზღუდება და რესტორნებსა და ბარებში სიარული კიდევ თვეების განმავლობაში არ იქნება ნებადართული, თუმცარა წვდომა იმ აუცილებელ პროდუქტებზე რომლებიც გადასარჩენად გვჭირდება, როგორც მთავრობა ირწმუნება, პრობლემა არ გახდება. შესაბამისად, თუ სესხიხ გადახდა შეგიძლიათ ისე, რომ მაინც დაიტოვოტ მინიმალური თანხა გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის, მაშინ შეიძლება თვენთვის სესხის გადავადება არ იყოს სწორი არჩევანი. ყველა ჩვენგანი დრეს განსხვავებულ ერალობაში ცხოვრობს, სადაც იმის ფუფუნება რომ არააუცილებელ საგნებზე და სერვისებზე ვიფიქროთ უბრალოდ არ გვაქვს. ყველა არსებული ფინანასები ინახება განსაკუთრებული შემთხვევებისთვის და აუცილებლობებისთვის. თუ გაქვთ აღებული სესხი და ამასთანავე იცით, რომ სესხი თვიური შენატანის შემდეგაც გექნებათ საკმარისი თანხა, რომ დაფაროთ აუცილებელი ხარჯები და თან დაიტოვოთ თანხა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, მაშინ ამბჯობინებს რომ სესხი ახლავე გადაიხადოთ და აირიდოთ დამატებითო პროცენტები.

თუ კი თქვენთვის ახლა განსაკუთრებიტ მძიმე პერიოდი და თქვენ ხარჯებიც მხოლოდ აუცილებელ საკვებზე გყოფნით, მაშინ სესხის გადავადება შეიძლება თქვენთვის სწორი არჩევანი იყოს, რადგან ამ გაურვეველ პერიოდში მომავალზე მარჩიელობა ვერ მოგვცემს ვერანაირ ცოდნას. შეიძლება სიტუაცია უფრო გართულდეს ან შეიძლება ის უფრო გამარტივდეს, თუმცა ყოველთვის უარესისთის უნდა ვიყოთ მზად. ამ შემთხვევაშიც უმჯობესია, რომ სესხის გადავადების სერვისს მიმართოთ და შემდეგი სამი თვე გათავისუფლდეთ ამ გადასახადისგან

რამდენად ეთიკური ასეთი შეთავაზება?

ხალხში ამ შემოთავაზებამ ბევრი არეული რეაქცია გამოიწვია. ზოგისთვის ეს ბანკების მხრიდან სოლიდარობის გამოხატულება იყო, ზოგი კი ამას უბრალოდ ზედაპირულ ჟესტს უწოდებს, რადგან საბოლოო ჯამში ამ გარიგებაშიც ბანკი რჩება მოგებული.

როდესაც საქმე გვაქვს პანდემიასთან, ქვეყანაში არცერთი დაწესებულება არ მუშაობს ისე როგორც ეს პანდემიის გავრცელებამდე იყო მიღებული. მათ შორის ბანკებიც. ძალიან ბევრი ოფისი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და ბევრი მათგანი საერთოდ წყვეტს მუშაობას. რაც შეეხება ბანკებს ისინი ჯერ კიდევ ითვლევა აუციელებლ დაწესებულებად ასერომ ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას.

ზოგადად კერძო სექტორის როლი პანდემიის დამარცხებაში ძალიან დიდია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ კერძო სექტორს ენიჭეაბა, როცა საქმე ფინნასებს ეხება, თუმცა ამ სექტორის დახმარებით პანდემიასთან ბრძოლა ბევრად მარტივია. ყველაზე კრიტიკული პანდემიასთან ბრძოლისას სწორედ დაწყებითი ფაზებია. პირველი რამდენიმე კვირა ან ერთი თვე, არის გადამწყვეტი პანდემიის გავრცელებაში, თუმცა ეკონომიკური ზარალი, რომელიც მოსდევს პანდემიას ბევრად უფრო დიდი ხანი რჩება. ეკონომიკური ზარალი გამოწვეული იმ დიდი ცვლილებებით, რომელბსაც დღეს ჩვენი ეკონომიკა უმკლავდება ართულებს ბევრ აქტივობას და გვაიძულებს რომ რუტინები, თუნდაც ფინანსური, რადიკალურად შევცვალოთ. ბანკების მხრიდან ასეთი შემოთავაზება, რა თქმა უნდა დადებითადიმოქმედებს იმ ადამინაბეზე ვისთვისაც ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიემა და სხვაგვარად ვერ მოახერხებდა ამ გამოწვევბთან გამკალვებას. თუმცა ის, რომ ბანკები მაინც ცდილობენ ასეთ პერიოდში მოგების მიღებას, მართლაც იმსახურებ საზოგადოებისგან კრიტიკას. მიუხედავად ამისა, ეს სვლა და ეს პირობები მოსალოდნელი იყო, რადგან ამ გარიგებაში ბანკებისთვისაც უნდა იყოს მოგება და ინტერესი.სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობით ამაზე უკეთესი შეთავაზების მოწოდება მათ არ გადაწყვიტეს. რაც მთავარია, ქვეყანაში არის ტენდენცია, რომელიც კერძო სექტორის და არასამთავრობო კომპანიებისა და ორგანიზაციების მაღალ ჩართულობას გულისმხობს და სწორედ ასეთი მიდგომა დაგვეხმარება გადავიტანოთ ეს კრიზისული მდგომაორებს სწრაფად და რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. ის ეკონომიკური ზარალი რომელიც საქართველოსთვის და მსოფლიოსთისაც საერთო იქნება, გარდაუვალია. თუმცა ყველა ეს წინაღობა მოგვამზადებს შემდეგი ასეთი გამოწვევისთვის.

ბანკებისგან ასეთი სვლები ბევრისთვის შეიძლება სრულიად განსხვავებულ რეალობას ნიშნავდეს და ამიტომ არც მათი უგულებელყოფა ღირს.