როგორ ვივაჭროთ dogecoin-ით საქართველოში – რა უნდა ვიცოდეთ? post thumbnail image

როგორ ვივაჭროთ dogecoin-ით საქართველოში – რა უნდა ვიცოდეთ?

დოჯქოინი (dogecoin) არის კრიპტოვალუტა, რომელიც შექმნა სოფტვეარ ინჟინრებმა: ბილი მარკუსმა და ჯექსონ პალმერმა. მათ სურდათ, რომ შეექმნათ საგადასახადო სისტემა, რომელიც იყო ერთგვარი ხუმრობის ნაწილი, ისინი ამით იმ სპეკულაციებს დასცინოდნენ, რომელიც იმჟამად კრიპტოვალუტებზე არსებობდა. მიუხედავად ამ სატირული ბუნებისა, ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი ვალუტა საკმაოდ კარგი ინვესტიციის შესაძლებლობაა, რადგანაც მას ლეგიტიმური პოტენციალი გააჩნია. დოჯქოინის მთავარი სიმბოლო არის შიბა ინუ-ს ძაღლი, რომელსაც ასევე ძალიან ხშირად იყენებენ იუმორისტულ ჭრილში ინტერნეტ სივრცეში. სწორედ ამიტომ გახდა დოჯქოინი ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტა.

დოჯქოინი ოფიციალურად წარადგინეს 6 დეკემბერს, 2013 წელს და მან ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა ონლაინ სივრცეში. საერთო ჯამში მან მარკეტ კაპიტალიზაციის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, კერძოდ კი $85,314,347,523  აშშ დოლარს. ეს 2021 წლის მაისის მონაცემებით.

რეალურად, დოჯქოინის შექმნის მთავარი მოტივი იყო ის, რომ ბილი მარკუსს, ადობე სოფტვეარ ინჟინერს და ჯექსონ პალმერს სურდათ შეექმნათ ისეთი ციფრული ვალუტა, რომელიც შეძლებდა უფრო მეტი პოპულარულობის მოპოვებას, ვიდრე ეს ბიტკოინმა შეძლო. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ მათ სურთად ამ უნიკალური ვალუტის გაცალკევება სხვა ვალუტებისგან, რომელთა არსებობისა თუ შექმნის ისტორია დღემდე დავის საგანია მსოფლიოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წელს, შექმნიდან 30 დღეში ამ ვალუტას უკვე მილიონობით ვიზიტორი ჰყავდა თავის ოფიციალურ საიტზე. ეს უკვე ადასტურებს იმას, რომ დოჯქოინი ნამდვილად არის ყველასაგან განსხვავებული, უნიკალური კრიპტოვალუტა, რომელმაც თავის მწვერვალებს მიაღწია და დღესდღესობით ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს კრიპტო სამყაროში. თუმცა ამ კრიპტოვალუტით ვაჭრობა დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი სხვისგან.

დოჯქოინის შექმნის ისტორია და მოტივები

საქართველო dogecoinროგორც უკვე აღვნიშნეთ, დოჯქოინის შექმნის მთავარი მოტივი იყო ის, რომ დამფუძნებლებს სურდათ თავიანთი ხუმრობის რეალობაში გარდაქმნა, რომლითაც შეძლებდნენ დიდი ბიტკოინზე უფრო ცნობილი ვალუტის შექმნას. ეს იდეა რეალობაში მალევე გარდაქმნა დოჯქოინის დამფუძნებელმა – პალმერმა. ამ დროს, ის იყო ადობე სისტემების მარკეტინგის დეპარტამენტის წევრი სიდნეიში.

პალმერმა შექმნა საიტი Dogecoin.com, სადაც მან დაამატა ცნობილი ლოგო, ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც მარკუსმა ამ საიტის შესახებ შეიტყო, მან გადაწყვიტა თავისი ძალისხმევა ჩაედო მოცემული კრიპტოვალუტის განვითარებაში. კონკრეტულად კი მარკუსმა შექმნა დოჯქოინის პროტოკოლი უკვე არსებული ვალუტის, ლაქიქოინის ბაზაზე, რომელიც იყენებდა სკრიპტ ტექნოლოგიას თავისი ალგორითმისთვის. სკრიპტის (script) გამოყენება ნიშნავს იმას, რომ მაინერებს არ შეუძლიად გამოიყენონ SHA-256, რომელიც არის ბიტკოინის მაინინგის აღჭურვილობა, სამაგიეროდ ისინი იყენებენ სხვა იარაღებს, რომელიც უფრო რთულია  საწარმოებლად.

2013 წლის 19 დეკემბერს დოჯქოინის ღირებულება დაახლოებით 300%-ით გაიზარდა სულ რაღაც 72 საათში. ეს ნიშნავს იმას რომ მისი ღირებულებითი დიაპაზონი $0.00026 დან $0.00095 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო კრიპტოვალუტის მოცულობამ მილიარდს მიაღწია ერთი დღის განმავლობაში. ეს ზრდა მოხდა მაშინ, როდესაც ბიტკოინი და სხვა მსგავსი კრიპტოვალუტები ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ იმის გამო, რომ ჩინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აეკრძალა ჩინური ბანკისთვის ინვესტიცია ჩაედო ბიტკოინ ეკონომიკაში. ამის მერე, სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, დოჯქოინმა განიცადა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი წარუმატებლობა, რომელიც გამოიხადა იმაში, რომ მისი ღირებულება დაეცა 80%-ით მოცემული მოვლენის შემდეგ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წელს დოჯქოინის ვაჭროის მოცულობამ გადააჭარბა ბიტკოინისას  და ყველა სხვა კრიპტო ვალტის, ერთად აღებულს. მიუხედავად ამისა, მთლიანი კაპიტალიზაციით ის მაინც ჩამოუვარდებოდა ბიტკონს. რაც შეეხება მოცემული კრიპტო ვალუტის ბოლოდროინდელ მონაცემებს, 2021 წლის იანვარში დოჯქოინის ღირებულება დაახლოებით 800%-ით გაიზარდა სულ რაღაც 24 საათში და შეადგინა 0.07 აშშ დოლარს. 2021 წლის თებერვალში დოჯქოინმა კიდევ ერთი ახალი რეკორდი დაამყარა და მისი ფასი 0.08 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამას თავისი კონკრეტული მიზეზები ჰქონდა, გასაკუთრებულ გავლენა კი ილონ მასკმა იქონია. ამ ფაქტზე სტატიის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ.

ილონ მასკის ეფექტი დოჯქოინზე

ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ილონ მასკის ინტერესი აღნიშნული ვალუტით. მილიარდელი ტესლას და SpaceX-ის CEO წლების განმავლობაში დიდ ინტერესს იჩენდა დოჯქოინის მიმართ. ეს ინტერესი კი გამოიხატებოდა ძირითადად იმით, რომ ილონ მასკმა არაერთი თვითი მიუძღვნა მოცემულ კრიპტოვალუტას, რამაც დოჯქოინის ფასი მოცემულ მომენტში მნიშვნელოვნად გაზარდა. გარდა ამისა, მასკის აღნიშნული პოსტები გავლენას ახდენდა retail ინვესტორების ამ ვალუტით დაინტერესებაზეც. ილონ მასკი ამ შემთხვევაში არის, როგორც ერთგვარი კულტი, ლიდერი, რომელის აზრსად ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან დიდი ფასი აქვს.

ილონ მასკი ერთადერთი ადამიანი არაა, რომელმაც თავისი ცნობადობის გამო დიდი წვლილი შეიტანა დოჯქოინის ცნობადობის გაზრდაში. ასეთი ცნობილი ადამიანების სხვა დიდი სია არსებობს, რომელთა შორისაც არის დალას მავერიკი, სნუპ დოგი და ჯინ სიმმონსი. მათ დოჯქოინის მიმართ თავიანთი ინტერესის შესახებ აქტიურად ისაუბრეს სოციალურ მედიაში და ილონ მასკის მსგავსად, საჯაროდ დააფიქსირეს საკუთარი აზრი მოცემულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქედან გამომდინარე უკვე აღარ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ დღესდღეისობით დოჯქოინის ღირებულება ძალიან დიდია და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება იმით, რომ სწორედ მოცემულ კრიპტო ვალუტაში ჩადოს დიდი რაოდენობით ინვესტიცია. ასეთ ადამიანებს სჯერათ, რომ რადგანაც ცნობილი და წარმატებული ადამიანები ამ ვალუტას ირჩევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ დოჯქოინის ნამდვილად არის ის ვალუტა, რომლის ყიდვაც ღირს.

როგორ მუშაობს დოჯქოინი?

დოჯქოინით ვაჭრობა საქართველოშიდოჯქოინი არის ისეთი კრიპტოვალუტა, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე, ბიტკოინისა და ეთერიუმის მსგავსად. როგორც ყველა სხვა კრიპტოვალუტა, დოჯქოინის ბლოკჩეინ სისტემა იყენებს კრიპტოგრაფს იმისათვის, რომ მისი ყველა ტრანზაქცია იყო სრულიად დაცული ყოველგვარი საფრთხისაგან. ადამიანები, რომლებიც მაინერების სახელით არიან ცნობილი, იყენებენ კომპიუტერულ სისტემას იმისათვის, რომ ამოხსნან სხვადასხვა მათემატიკური განტოლებები, აწარმოონ ტრანზაქციები და ჩაწერონ ეს ყოველივე დოჯქოინის ბლოკჩეინზე. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი მაინერები ახერხებენ, რომ გამოიმუშავონ დამატებითი დოჯქოინის კრიპტო ვალუტა, რომელიც მათ შეუძლიათ, რომ შეინახონ ან გაყიდონ ფინანსურ ბაზარზე.

გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დოჯქოინის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გადასახადებისა და შესყიდვების დროს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრისთვის ეს არ არის ღირებულების დაგროვების ეფექტური გზა. მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინი ასაჩუქრებს მაინერებს თავიანთი შრომისთვის და იმისთვის, რომ მილიონობით ახალ დოჯქოინს აწარმოებენ ყოველ დღე. ეს ყოველივე ძალიან დიდ გამოწვევას შეიცავს და საერთო ჯამში დიდ გავლენას ახდენს დოჯქოინის სპეკულაციურ ფასის ზრდაზე დროთა განმავლობაში.

როგორ უნდა ჩავდოთ დოჯქოინში ინვესტიცია საქართველოში?

მათ ვისაც აინტერესებთ თუ როგორ იყიდონ დოჯქოინი საქართველოში უნდა იცოდნენ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ დოჯქოინი კრიპტოვალუტის შეძელენა შესაძლებელია ისეთ ცნობილ პლატფორმებზე, როგორებიც არის Binance და Kraken. ეს პლატფორმები საშუალებას აძლევენ ადამიანებს, რომ შეიტანონ თავიანთი თანხა ანგარიშზე დოლარის ან კრიპტოვალუტის სახით. ამის შემდეგ კი მათ შეეძლებათ იყიდონ ან გადაცვალონ სხვადასხვა ვალუტა, მათ შორის არის დოჯქოინი.

არსებობენ რამდენიმე ონლაინ ბროკერები, რომლებთანაც ასევე არის შესაძლებელი დოჯქოინის ყიდვა, გარდა ცნობილი აქტივებისა, როგორებიც არის აქციები, ობლიგაციები და ასე შემდეგ. ასე რომ, თუ გსურთ დოჯქოინში ინვესტიციის ჩადება, სწორედ ასეთი ონლაინ ბროკერ კომპანიები უნდა მოიძიოთ. ამასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვაც, რომ როგორც სხვა კრიპტოვალუტის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც იყიდით დოჯქოინს, რეკომენდირებულია რომ ეს ვალუტა თქვენს კრიპტო საფულეში გადაიტანოთ. ეს კარგია იმიტომ, რომ კრიპტოვალუტით მოვაჭრეები ამ საფულეს იცავენ პაროლით, რომელიც ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის ვაჭრობის პროცესს. ეს ნიშნავს იმას, რომ უმეტესწილად, მოვაჭრეებისა და ინვესტორების ქონება ჰაკერებისგან სრულიად დაცულია.

მანამ, სანამ დოჯქოინი ძალიან პოპულარული გახდებოდა ფართო მასებისთვის, მისი ყიდვა შეიძლებოდა უფასოდაც, კერძოდ კი ონლაინ დავალებების შესრულებით. ეს დავალებები შეიძლებოდა ყოფილიყო უბრალოდ რეკლამის ყურება ან გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს მსგავსი ტიპის დავალების პოვნა ინტერნეტ სივრცეში უკვე პრობლემას წარმოადგენს, რაც გასაკვირი არც არის, რადგანაც აღნიშნულმა კრიპტოვალუტამ უკვე ძალიან დიდი ღირებულება შეიძინა და დოჯქოინის პოპულარულობის გაზრდისთვის ამ გზებისთვის მიმართვა უკვე აღარ არის საჭირო.