როგორ ვივაჭროთ ეთერიუმით – აუცილებელი ნაბიჯები post thumbnail image

როგორ ვივაჭროთ ეთერიუმით – აუცილებელი ნაბიჯები

ეთერიუმი არის პროგრამული პლატფორმა, რომელიც შექმნილია ბლოკჩეინის ბაზაზე. ის არის დეცენტრალიზებული სტრუქტურის მქონე, ვირტუალური სოფთვეარ სისტემა. ის არის მეორე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტა ბიტკოინის შემდეგ და ამავდროულად, ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ბლოკჩეინი.

ეთერიუმის იდეა პირველად წამოიწყო პროგრამისტმა და ბიტკოინ ჟურნალის დამაარსებელმა ვიტალიკ  ბუტერინმა 2013 წელს, თუმცა ოფიციალურად, ქსელის ჩართვის თარიღად 2015 წლის 30 ივლისი სახელდება. ეთერიუმი გამოიყენება დეცენტრალიზებულ ფინანსებში.

დღესდღეისობით ეს კრიპტოვალუტა ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს არა მხოლოდ დამწყებ კომპანიებში, არამედ ისეთ გიგანებშიც კი, როგორებიცაა Microsoft-ი და IBM. 2016 წლის შემდეგ ეთერიუმმა ძალიან დიდი აღმავლობა განიცადა და Etherium 2.0-ად იქცა.

ვიტაკლიკ ბუტერინი ფიქრობდა, რომ ბიტკოინსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ფულის გარდა, სხვა დიდი სარგებლობაც შეეძლო მოეტანა ინდუსტრიისთვის, აპლიკაციის განსავითარებლად კი საჭირო იყო საწერი ენის შექმნა. სწორედ ასე შეიქმნა პროგრამული ენა ეთერიუმი, რომელიც პროგრამისტებს აპლიკაციების შექმნაში ეხმარება.  შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეთერიუმს ორი ძირითადი მიზნისთვის გამოიყენებენ, პირველი, ციფრულ სივრცეში ვაჭრობისთვის, როგორც სხვა კრიპტო ვალუტები, ხოლო მეორე, აპლიკაციების სამართავად.

მას შემდეგ რაც 50 მილიონი დოლარის ღირებულების ფონდი  მოიპარეს, 2016 წელს ეთერიუმი გაიყო ორ განცალკევებით მდგომ ბლოკჩეინად: ეთერიუმად და ეთერიუმ კლასიკად. ახალი ეთერიუმი იმით განსხვავდებოდა ორიგინალური სოფთვეარისაგან, რომ იგი ბევრად უფრო მეტად იყო დაცული მსგავსი ტიპის შემოტევებისგან.

2019 წლის სექტემრისთვის აღნიშნულმა კრიპტო ვალუტამ მოახერხა ისე განვითარება, რომ ის გახდა ბაზარზე სიდიდით მეორე ვირტუალური ვალუტა, რომელიც მხოლოდ ბიტკოინს ჩამორჩებოდა. აღსანიშნავია, რომ ეთერიუმის თანადამფუძნებელი ჯოზეფ ლუბინი აღნიშნული პლატფორმის არსს ინტერეტს ადარებდა და ამბობდა, რომ ეთერიუმი სწორედ მისნაირი რევოლუციური მნიშვნელობისაა, რადგანაც მას ზუსტად ინტერნეტის მსგავსად ყოვლისმომცველი ეფექტი ექნება ადამიანებზე. თუ როგორ ხდება ეთერიუმით ვაჭრობა და სხვა რა საინტერესო მახასიათებლები აქვს აღნიშნულ კრიპტო ვალუტას, ამ თემებზე სტატიის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ.

ეთერიუმის გამოტანა

როგორ ხდება ეთერიუმით ვაჭრობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეთერიუმი, ცნობილი როგორც ETH არის მსოფლიოს სამ ყველაზე მსხვილ კრიპტოვალუტებს შორის. 2019 წლის აპრილის მონაცემებით ბაზარზე მან მიაღწია მესამე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს $16.34 მილიარდის ღირებულებით, ჩამორჩება ბიტკოინს, ღირებულებით $92.56 მილიარდი და რიპლს $29.35 მილიარდით.

მას შემდეგ, რაც კრიპტო ვალუტებმა თავიანთ პიკს მიაღწიეს, აქტივებმა ნელ-ნელა კლება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ეთერიუმის ფასმა 2021 წელს განსაკუთრებით იმატა. მისი მაჩვენებელი 2021 წლის იანვრიდან მარტამდე 700 დან 1800 დოლარამდე გაიზარდა. კრიპტო ბაზარი დღემდე არ კარგავს თავის ინოვაციურობასა და აქტუალობას, რადგანაც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყოველდღიურად განაგრძობენ ეთერიუმითა თუ სხვა კრიპტოვალუტით ვაჭრობას.

ციფრული ვალუტის მთავარი გამოყენება მდომარეობს მის ინტეგრაციაში ეთერიუმის ქსელთან. რეალურად, ETH მთავარი მამოძრავებელი ძალაა აღნიშნული პლატფორმის, რომელიც თავის მხრივ, განვითარების ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა.

ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეთერიუმში ინვესტიციის ჩადება ბევრად უფრო მომგებიანი და დამაიდებელია ვიდრე ბიტკოინში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეთერიუმი მხარდაჭერილია Fortune 500 კომპანიების მიერ და გამოიყენება სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ამ და სხვა მიზეზების გამო, გასაკვირი არაა, რომ ინვესტორები მზარდი ტემპით ამატებენ ETH-ს ვალუტას თავიანთ პორტფოლიოებში.

ეთერიუმის ყიდვა – არსებული გზები

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სავაჭრო პლატფორმის განსაზღვრა, რომელიც შეესაბამება ინვესტორის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. მსგავსი ტიპის საინვესტიციო პლატფორმებია Coinbase, Kraken, Bitstamp, Gemini, Binance, და Bitfinex. ყველა ეს ბირჟა საშუალებას იძლევა ეთერიუმით ვაჭრობის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული სავაჭრო პლატფორმის არჩევის დროს არის გაცვლის ტიპი.

ერთ-ერთი ასეთი ტიპი არის ეროვნული ვალუტის გაცვლა, ხოლო მეორე კრიპტოდან კრიპტოვალუდაზე გაცვლა (C2C). ეთერიუმი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტა,  ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. ისეთი ინვესტორები, რომლებთაც სურთ, რომ ივაჭრონ სხვადასხვა ვალუტებში ან აქვთ არჩევანი, რომ მარტივად დააკონვერტირონ სხვა ვალუტები ეთერიუმში, უპირატესობას მიანიჭებენ C2C გაცვლის ტიპს.

თუმცა არსებობს ბევრი ინვესტორი, რომლებსაც მრავალი ექაუნთი აქვთ, რომლებიც მოიცავს როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე კრიპტოვალუტაში გაცვლასაც. ამასთან, მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ კრიპტოვალუტა ძალიან არარეგულირებადი ფენომენია და მუდამ განიცდის სწრაფ ინოვაციას. ეს უკანასკნელი ფაქტი წარმოშობს უამრავ შესაძლებლობას ბაზარზე, თუმცა ამასთან ერთად, ზრდის თაღლითობის რისკებს. ამიტომაც, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ დარწმუნებულები იყოთ იმ სავაჭრო პლატფორმის საიმედოობაში, რომელსაც აირჩევთ.

მეორე საგულისხმო ნაბიჯი სასურველი პლატფორმის არჩევის შემდეგ არის ექაუნთის შექმნა. ეს პროცესი დაახლოებით იგივეა, რაც საბროკეროში ექაუნთის შექმნა. საჭიროა მიუთითო საკუთარი სახელი, იმეილ მისამარი, სოციალური დაცვის ნომერი, სპეციფიკური საიდენტიფიკაციო ფორმები და ა.შ. ექაუნთის ვერიფიკაცია არის ამ პროცესის საბოლოო ნაბიჯი.

ბირჟების უმეტესობა ითხოვს, რომ შენი ანგარიში ვერიფიცირებული იყოს ერთი, ან მეტი საშუალებით. სწორედ აქ დაგჭირდებათ თქვენი პირადი დოკუმენტების ატვირთვა, რათა დადასტურდეს თქვენი ვინაობა და საიტი დარწმუნდეს, რომ ექაუნთმა ყველა საჭირო რეგულაცია გაიარა. ვერიფიკაციის ვადა განსხვავებულია, ის დამოკიდებულია გაცვლის ტიპზე და მერყეობს დაახლოებით ერთი საათიდან ორ დღემდე.

შემდეგი ეტაპი არის თანხის შეტანა ანგარიშზე. ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობის შემთხვევაში ეს პროცესი უმარტივესია და მოითხოვს მხოლოდ ბანკის ანგარიშიდან ან სადებეტო ბარათიდან თანხის დამატებას.

კრიპტოვალუტით ვაჭრობის შემთხვევაში არ არსებობს საინვესტიციო თანხის მინიმუმი ან მაქსიმუმი რაოდენობა, ამიტომაც შეგიძლია ეთერიუმის გამომუშავება დაიწყო 5, 1000 ან მეტი დოლარიდან. თუმცა ვალუტის გაცვლის პროცესს თავისი გადასახადი ემატება ხოლმე, როგორც წესი, ამიტომაც უმჯობესია თანხის დიდი რაოდენობა შეიტანოთ ერთბაშად.

C2C გაცვლა ცოტა უფრო რთულია იქიდან გამომდინარე, რომ კრიფტოვალუტის გაგზავნა კოდით ერთი მდებარეობიდან მეორეზე. აღსანიშნავია, რომ ეთერიუმი ძალიან პოპულარული ვალუტაა C2C პლატფორმაზე, ამიტომაც დიდი შანსია, რომ მისი დიდი რაოდენობით შენახვა მომგებიანი აღმოჩნდეს.

შემდეგი ეტაპი კი არის უშუალოდ ვაჭრობის დაწყება. ამ შემთხვევაში უნდა დაადასტურო განხორციელებული ტრანზაქცია და დაელოდო მონაცემების დამუშავებას. ეს დრო დამოკიდებულია განსახორციელებელი ტრანზაქციების ჯამურ რაოდენობაზე.

საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ არსებობს ეთერიუმის საფულე, სოფთვეარ სისტემა, რომელიც იცავს და ინახავს ინვესტორის მიერ შეტანილ საგადასახადო ინფორმაციასა და პაროლებს. ETH-ს ყიდვის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ აღნიშნული ვალუტა ეთერიუმის საფულეში ან საკუთარი ბანკის ანგარიშზე.ეთერიუმი საქართველოში

ეთერიუმით ვაჭრობა საქართველოში

ეთერიუმით ვაჭრობა დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას არცერთი ფინანსური ინსტიტუტი არ აკონტროლებს, ანუ არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს რომელი წერტილიდან გსურთ ეთერიუმში ფულის დაბანდება, ETH-ით ვაჭრობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიწყოთ.

მსოფლიოში, ისევე, როგორც საქართველოში, ეთერიუმის ყიდვის პროცესი სხვადასხვა ბირჟებისა და გაცვლითი კომანიების საშუალებით მიმდინარეობს. ქართველ ინვესტორს შეუძლია შევიდეს მისთვის სასურელ პლატფორმაზე და მიუთითოს სასურელი თანხა ლარებში. შემდეგ კი პლატფორმა ავტომატურად დათვლის ეთერიუმების რაოდენობას. ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაელოდოთ დროს, როდესაც ეთერიუმის ფასი აიწევს და მხოლოდ შემდეგ გამოიტანოთ თანხა.

ეთერიუმის გაყიდვა ზუსტად ასეთივე მარტივი პროცესია, რომლის დროსაც უნდა მიუთითოთ ის სასურველი რაოდენობა, რომლის გაყიდვაც გსურთ, დანარჩენს კი პროგრამა თავისით დაგითვლით.

როგორც უკვე აღინიშნა სტატიაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად კარგ გადამცვლელ კომპანიას შეარჩევთ ფულის დასაბანდებლად. პირველ რიგში, ეს საყურადღებოა იმის გამო, რომ დაბალი რეპუტაციის მქონე კომპანიამ შესაძლოა საკმარისად კარგად ვერ დაიცვას თქვენი თანხა ან განხორციელდეს ჰაკერული შეტევა სისტემაზე.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაში ეთერიუმის ყიდვა-გაყიდვის პროცესი ბევრად უფრო გამარტივებული და კომფორტულია. უცხოურის მსგავსად, ეთერიუმის ქართული საიტები ასევე სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს ელექტრონულ საფულეს, სადაც მოვაჭრეები თავიანთი ეთერიუმის ან სხვა კრიპტოვალუტის შენახვას შეძლებენ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ კომფორტის სანაცვლოდ გადამცვლელი კომპანიები გადასახადებს უწესებენ ინვესტორებს, რომლებიც ზოგჯერ ზედმეტად არაადეკვატურია. ამიტომ სანამ ვალუტის ყიდვას გადაწყვეტთ, უმჯობესია წინასწარ განსაჯოთ სად სჯობს ფულის დაბანდება.

ეთერიუმთან დაკავშირებული რისკები

აღსანიშნავია, რომ სისტემაში არსებული რისკების გაანალიზება და მათი ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კარგად ვაწარმოოთ რისკ მენეჯმენტი. რისკების წყარო ხშირად არის არა ინფრასტრუქტურული ან ტექნოლოგიური აქტივები და სხვა ხელშესახები ცვლადები, არამედ ადამიანური ფაქტორი, მისი მენტალური მდგომარეობა თუ გადაწყვეტილებები.

ამიტომაც, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ რისკებს განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიექცეს. კრიპტოსამყროსთან დაკავშირებული რისკები ხშირად გამოწვეულია ფინანსურ ბაზარზე არსებული გაურკვევლობებით თუ გეგმების წარუმატებლად დასრულების საფრთხეებით, ლეგალური დავალიანებებით, ნდობის ნაკლებობით, გაუთვალიწინებელი შემთხვევებით და ა.შ.

თუმცა თუ უფრო კონკრეტულად შევხედავთ საკითხს, არსებობს რამდენიმე რეალური რისკი, რომელიც აღნიშნულ კრიპტოვალუტასთანაა დაკავშირებული, კერძოდ:

  • ეთერიუმის დამაარსებელს აქვს ლიმიტირებული ფონდები
  • მნიშვნელოვანი დეველოპერები შესაძლოა უკანონო საქმიანობაში ჩაერთონ
  • არსებობს კონკურენციასთან დაკავშირებული რიგი რისკები
  • სხვა ჯერ კიდევ უცნობმა ვალუტამ შესაძლოა გადაწონოს ეთერიუმი
  • მნიშვნელოვანია რეგულაციებთან დაკავშირებული რისკებიც
  • არსებობს საფრთხე, რომ ბევრი ეთერიუმის საფულე გატეხონ ჰაკერებმა
  • აპლიკაციის სირთულე და დაუცველობა

ეს ყველა იმ რისკების ჩამონათვალია, რომელიც ეთერიუმთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ვალუტით ვაჭრობა არ ღირს. გასათვალისწინებელია, რომ კრიპტო სამყაროში მსგავსი რისკები ყოველთვის არსებობს და მათი მთლიანად აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია, თუმცა ამ რისკების წინასწარ გათვალისწინება და ცოდნა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და ამ ყველაფერმა, შესაძლოა სრულყოფილად უზრულველყოს თქვენი ფინანსური უსაფრთხოება და კომფორტი.

ეთერიუმის საფულე

რა განსხვავებაა ეთერიუმსა და ბიტკოინს შორის

ეთერიუმიცა და ბიტკოინიც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტებია, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორი, რომელთა დამახსოვრებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ეთერიუმიცა და ბიტკოინიც ბლოკჩეინს იყენებს ყველა ტრანზაქციის დამტკიცებისთვის, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიტკოინი არის მხოლოდ ვალუტა, ხოლო ეთერიუმი კი პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა.

გარდა ამისა, ეთერიუმსა და ბიტკოინს ორი განსხვავებული მიზანი აქვთ. ეთერიუმმა თავისი პლატფორმა შექმნა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე იმისათვის, რომ მომხმარებლები გაეთავისუფლებინა ცენტრალიზებული სისტემისაგან, რომელიც, თავის მხრივ, აწესებს ხოლმე მკაცრ შეზღუდვებს და აქვს შემაშფოთებელი უსაფრთხოების სისუსტეები.

ამისგან განსხვავებით, ბიტკოინი ბლოკჩეინ ტექნოლიგიაზე შექმნილია იმისათვის, რომ მას ადამიანებისთვის ახალი გლობალური ვალუტა და გადახდის სისტემა გაეცნო, რომელიც შეამცირებდა ტრანზაქციების გადასახადებს და გააქრობდა ისეთი ფინანსური შუამავლების არსებობის საჭიროებას, როგორიც არის ბანკი.

ბიტკოინის ბლოკჩეინმა კრიპტო ვალუტის სრული დეცენტრალიზაცია მოახდინა. იმის მაგივრად, რომ ბანკისგან მოეთხოვა ტრანზაქციების დაცულობის უზრუნველყოფა, ის მილიონობით მაინერისგან ითხოვდა სხვადასხვა კრიპტოგრაფიული თავსატეხის ამოხსნას, რათა ტრანზაქციის სრულ ვალიდურობაში თავად დარწმუნებულიყო.

მიუხედავად ამისა, ბიტკოინის ეს სრული დეცენტრალიზაციისა და ვალიდაციის პროცესი ბევრად უფრო ნელს ხდის ამ პლატფორმას, ეთერიუმისაგან განსხვავებით. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ეთერიუმით ვაჭრობა მოითხოვს სულ რაღაც 12 წამს, ხოლო ბიტკოინის მაინინგის დრო კი არის მთელი 10 წუთი.

საგულისხმოა ის, რომ ეთერიუმი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ბიტკოინისგან განსხავებულად იყენებს. კერძოდ, ის უფრო მეტ პირობებს სთავაზობს როგორც დეველოპერებს, ასევე ვალუტის ენთუზიასტებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეთერიუმი დაწერილია ისეთ პროგრამულ ენაზე, რომელიც ნებისმიერი ტიპის ალგორითმის გაშვების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამის გამო, ეთერიუმის ბლოკჩეინ პლატფორმა ბევრად უფრო სწრაფად რეაგირებს სხვადასხვა პროცესებზე, ვიდრე ბიტკოინის.

ტრანზაქციების განხორციელების დრო, ზემოთ ნახსენები 12 წამი, ამ განვითარებული ეთერიუმის პროგრამული ენის დამსახურებაა. ამიტომაა ეთერიუმის ბლოკჩეინი საუკეთესო ქსელი ნებისმიერი ბიზნესისა თუ პროგრამისთვის. მას აქვს განსაკუთრებულად კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ გადაჭრას სხვადასხვა ტიპის პრობლემა ზედმიწევნითი სიზუსტითა და მაღალი ხარისხით.

ეთერიუმის მთელი ამ რიგი უპირატესობების გამო მოხდა ის, რომ ძალიან ბევრი გიგანტი კომპანიების ყურადღება მიიპრო ამ უკანასკნელმა პლატფორმამ, რომლებიც თავის მხრივ, ფინანსურ ბაზარზე ყოველღიურად იბრძვიან პირველობისთვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ Fortune 500 კომპანიები და სხვადასხვა მნიშნელოვანი ფინანსური ინტიტუტები სწორედ ეთერიუმს უჭერენ მხარს.

რამდენად ღირს ეთერიუმით ვაჭრობა

როგორც უკვე განვიხილეთ, ეთერიუმით ვაჭრობას, სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტის მსგავსად, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. კრიპტო სამყაროში წარმოუდგენელია ინვესტირება ნულოვანი რისკებით, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ეთერიუმის ყიდვა ასევე არის გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული. მაგალითად, არსებობს კონკურენციასთან და რეგულაციებთან დაკავშირებული საფრთხეები.

შეუძლებელია ინვესტორი 100%-ით იყო დარწმუნებული, რომ მის ანგარიშს რომელიმე ჰაკერი არასდროს გატეხავს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ეთერიუმით ვაჭრობა ნამდვილად ღირს, რადგანც ეს უკანასკნელი არის საკმაოდ ხეირიანი და მომგებიანი საქმიანობა. ამიტომაც, ის, ვინც მზადაა ფულის ისეთი დაბანდებისთვის, რომელიც მოითხოვს რისკსა და ფინანსებს, მას შეუძლია ჩადოს ინვესტიცია ეთერიუმში, დაელოდოს გარკვეული დროს გასვლას და გაყიდოს ვალუტა მაშინ, როდესაც მისი ფასი ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს.