განვადება საქართველოში

განვადება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური სერვისია, რომელსაც ყველა შემოსავლის ადამიანი იყენებს. ფინანსური განათლეა საქართველოში ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა, თუმცა რაც შეეხეა განვადებას ყველამ იცის თუ რას ნიშნავს განვადება და როგორ შეიძლება ამ სერვისით გამოყენებით ფინანსური ტრნზაცქიები და შენაძენები გაიმარტივოთ.  გამომდინარე იქიდან, რომ ამ სერვისზე მოთხოვნა დიდია, ასევე დიდია არჩევანი და თქვენ შეგიძლიათ არჩევანი მაქსიმალურად თქვენს სიტუაციზე მოარგოთ. თუმცაღა მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ თუ რა შემტხვევაში ღირს  განვადების გაკეთება, რომელ შენაძენებს უმჯობესია მარტო გაუმკლავდეთ და საერთოდ რა არჩევანია დღეს ამ მხრივ საქართველოს ფინანასურ ბაზარზე. იმისთვის,რომ უკეთ მოვახერხოთ განვადების სერვისით სარგებლობა მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს თუ რა რის განვადება დარა შემთხვევებში გამართლებული ამ სერვისის გამოყენება.

ბევრს განვადება და სამომხმარებლო სესხი ერთმანეთდი ერევა, თუმცა ეს ორი სერვისი ნამდვილად არ არის ურთიერთჩანაცვლებადი. განვადებისას თქვენ კონკრეტული ნივთის შეძენა გაქვს დასახული მიზნად, და განვადებაც სწორედ ამ ერთ კონკრეტულ ნივთზე ვრცელდება და მის ღირებულებას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაცდეს. განვადება შეგიძლიათ თავად იმ ობიექტში გააკეთოთ სადაც ნივთი უნდა შეიძინოთ და ეს პროცედურა დღეს ძალიან შემოკლებულია და 15 წუთში თქვენ უკვე შეგეძლებაათ სასურველი ნივთი სახლში წაიღოთ.

სამომხმარებლო სესხი კი პირდაპირ ბანკში და სხვა საფინანსო დაწესებულებაში უნდა აიღოთ, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ იღებთ თანხას, რომელსაც შემდეგ თქვენი სურვილისადმი დახარჯავთ. სამომხმარებლო სესხი შედარებით მეტ პროცედურებსა და დოკუმენტაციას საჭიროებს, ამასთან არ არსებობს ურპოცენტო სესხი, სამაგიეროდ  არსებობს უპროცენტო განვადება.

როდესაც უპროცენტო განვადებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანი რო ასევე გავითვალისწინოთ, რომ გარდა პროცენტული დანამატებისა, ბანკებს ასევე აქვს დამატებითი საკომისო გადასახადები, რომელზეც ხშირად არ ლაპარაკობენ ხმამარლა. ამიტომ თუ თვქნე უპროცენტო განვადებაზე ფიქრობთ გადაამოწმეთ, აქვს თუ არა ამ კონკრეტულ ბანკს თუ ფინანსურ ინსტიტუს დამატებითი საკომისიო გადასახადები რათა არ აღმოჩნდეთ გაუთალისწინებელ ფინანსურ მდგომარეობაში. განვადება ნივთების შეძენის პროცესს ბევრადუფრო ამარტივებს, მაგრამ ეს სუალც არ ნიშნავს რომ თქვენ ამისთვის დამატებითი თანხების გადახდა არ მოგიწევთ.

მნიშვენლოვანია რომ სანამ ნებისმიერ ფინანსურ სერვისს მიენდობით, პირველ რიგში კარგად იცნობდენდ ამ სერვისის პროვაიდერს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რომ ასევე ამ სერვისებს კარგად გაეცნოთ, და თუ რომელიმე სერვისი ზედმეტად კარგად ჟღერს გადაამოწმეთ მათი პიორბები და ასე თავიდან აირიდებთ ყველა გაითვალიწინებელ ხარჯხ და იმ შემთხვევაში თუ ეს შეფარული ხარჯები თქვენთვის მიუღებელი იქნება, შეიძლება სხვას შეთავაზება თქვენს სიტუაციას უკეთ მოერგოს.

განვადება ბევს სხვადასხვა ტიპის შენაძენზე შეიძლება გააკეთოთ, დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული ბინითა და სხვა ტიპის უძრავი ქონებით. განვადები ბევრად დიდ არჩევანს აძლევს მომხმარებელს, რათა სასურველი ნივთი შეიძინოს, მიუხედვად იმისა თუ რა ფასისაა თავად პროდუქტი. სწორედ ამიტომ თითქმის ყველა ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი თავის მომხმარებელს სთავაზობს ასეთ პროდუცქიას სხვადასხვა პრიორიტეტებითა და ფინანსური ლიმიტებით. სესხებისგან განსხვავებით განვადების გაკეთება ბევრად ნაკლებ დროს საჭიროებს და ხშირად უფრო მომგებიანიც არის კლიენტისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ განვადებიტ მხოლოდ ერთი კონკრეტული პროდუცქტის შეძენისას შეგიძლიათ ისარგებლოთ, ეს ნიშნავს რომ აქ დამატებით სხვა შეღავათები გექნებათ, მაგალითად ბევრად დაბალი საპროცენტო განაკვეთი ანდაც საკომისიო გადასახადების არარსებობა ან ძალიან დაბალი საკომისიოები. გასათვალისწინებელია, რომ ზოგ ბანკს დამატებითი თვირი გადასახადებიც აქვს და მართლია, როგორც წესი ასეთი გადასახასები 1-2 ლარს არ აღემატება, მაგრამ თუ თქვენი საკამოდ გრზელვადიანი სესხი გაქვთ, მაგალიტად რამდენიმ წელი, მაშინ ეს თანხა შეიძლება თქვენთვის სულაც არ ღირდეს დამატებით გადასახადად.

როგორც წესი ასეთი შემოთავაზებები ასეთ ინფორმაციას განვადების აღების მომენტში გაგაცნობენ, თუმცა სანამ თავად გადაწყვეტს გამოიტანოთ რაიმე ნივთი განვადებით, სჯობს ასეთი დამატებითი გადასახადებისთვის თავიდანვე იყოთ მზად რატა შემდეგ უცბათ, შეძენის მომენტში თქვენთვის წამგებიან ხელშეკრულებას არ მოაწეროთ ხელი. ასეთი პროცესები, რა თქმა უნდა, უფრო ისეთ შენაძენებს ეხება რომლებიც 1500 ლარზე ან უფრო ნაკლებ თანხას ეხება, რადგან უფრო დიდი შენაძენებს ბევრად მეტი პროცედურებიც მოჰყვება და დეტალებს ადრევე გაიგებთ. განვადებების პირობების გაცნობისას, აუციელებლია რომ პიველ რიგში გადაამოწმოთ არა მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლი, არამედ საკომისიოა და ყოველთვიური გდამატებითი გადასახადები, რომლებიც პროცენტებში არ შედის. ასეთი შეფარული ხარჯები თქვენს გამოცდილებას ბევრად უფრო რთულად სამართავს გახსდის და შესაძლოა სულაც არ გიღირდეთ ესა თუ ის ნივთი ამდენ დამატებით ხარჯად.

საქართველოში ბევრი კომპანია და ბანკი არსი დაკავებული განვადების შეთავაზებებით და ბევრი მათგანი თავად მაღაზიებშიც არის წარმოდგენილი რათა თქვენი ბანკის წარმომადგენელთან ერთად ადგილზეცე მარტივად გააფრმოთ განვადება. იმისთვის, რომ აარჩიოთ განვადების მეთოდი თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინოთ, პროცენტური მაჩვენებლი, საკომისიო გადასახადები და ყოველთვიური გადასახადები, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს თქვენს პროვაიდერს. გარდა ამისა თქვენ შეიძლება შეზღუდული იყოთ სხვა ბანკების მეშვეობით განვადების გაკეთებით, რადგანაც არ გაქვთ ბანკის ანაბარი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბანკში შეიძლება უკეთესი სერვისები  და პირობები იყოს.

გამომდინარე იქიდან, თუ რისთის გჭირდებათ განვადების გაკეთება, სხვადასხვა შეთავაზებები სხადასხვა  უპირატესობებს მოგანიჭებთ. მართალია განვადების პროცესი საკმაოდ ხანმოკლეა და წუთებში შეგიძლიათ ის წამოიწყოთ და დააამთავროთ თუმცა მისი ეფექტი შეიძლება წლების განამვლობაში იგრძნოთ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი პროცედურეაა, სულაც არ ნიშნავს, რომ არ ჭირდება ყურადღება და წინასწარი დაგეგმვა. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი შემთხვევებისთის უფრო მომზადებულები იყოთ, ჩვენ გთავაზობთ დეტალურ აღწერასა და ჩამონათალს ყველა იმ ბანკისა თუ კომპანიისა რომელიც განვადების სერვისებს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს.  როგორც უკვე ვახსენეთ დღესდღეობით ფინანსური სერვისები შეიძლება ბევრი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებისგან მიიღოთ და ასერომ პირობებისა დაშეღავათების უფრო ფართო არჩევანიც გაქვთ. ჩვენ განვიხილავთ როგორც უფრო ტრადიციულ ინსტიტუბეს, მაგალითად როგორებიცაა ბანკები, ასევე ცალკეულ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა თუ ფინანსრუ ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას მოგცემენ, თქვნთის სასურველი ნივთი შეიძინოთ რამდენიმე, დროზე გადანაწილებული გადახდის მეშვეობით. რადგანაც უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამომხმარებლო სესხი და განვადება ერთი და იგივე არ არის, ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ ის პრიორიტებები და პრინციპები, რომლებიც სამომხმარებლო სესხზე მოქმედებს, არ არის აუცილებელი, რომ განვადებაზეც მოქმედებს. ამაში ის იგულისხმება, რომ რახან განვადების პირობები ხშირად სხვანაირია, ესეიგინ თქვენი არჩევანის სხვა პრინციპებზე დაყრდნობით უნდა გააკეთოთ. ყველაზე მთავარი ნებისმიერი ასეთი სერვისით სარგებლობისა, არის რომ სწორად აარჩიოთ თავად კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ინტერნეტის მეშვეობით გამოხმაურებებზე დაყრდნობით უფრო მარტივია აღმოაჩინოთ არასანდო კომპანიები, თავად ასეთი დაწესებულებებიც უკეთ ახერხებენ შენიღბონ თავიანთი რეალური სახე და სხვადასხვა კრიმინალური მეთოდებით ახერხებენ ნდობის ფაბრიკაციას. ასეთი შემთხევები ნამდვილად არ არის ხშირი საქართველოში, თუმცა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ვითარდება ასევე ის საშუალებები, რომლებათ ასეთი კრიმინალური კომპანიები თავიანთ საქმიანობას შეფარულად აგრძელებენ.

სანამ აარჩევთ კომპანიას, გადაამოწმეთ მისი ვალიდურობა სხვადასხვა სოციალური ქსელებისა და გამოხმაურებების დახმარებით. თქვენ შეგიძლიათ საკმაოდ სიღრმისეული დასკვნა გააკეთოთ კომპანიასთნა დაკავშირებიტ მათი სოციალური ქსელების მეშვეობით. თუმცა ყველაზე სანდო მაინც ის გამოხმაურებებია, რომლებიც ან თქვენი ნაცნობებისგან ან ისეთი არხების საშუალებით გაქვთ მოპოვებული, რომელბიც საკუთარ რეპუტაციას საფრხის ქვეშ არ დააყენებდნენ. როდესაც დააზუსტებთ, რომ საქმე სანდო კომპანისთან გაქვთ,  თქვენი მოვალეობაა დაზუსტებით გაეცნოთ ყველა იმ პირობას და განვადების სხვადასხვა შემოთავაზებებს, რომლებსაც კომპანია თქვენ გთავაზობთ. თუ ესა თუ ის დაწესებულება გთავაზობთ ნულ პროცენტიან განვადებას თუმცა პირობებში მითითებულია, რომ თქვენ დაგჭირდებათ საკომისიოები გადახდა, თქვენ ვერ დააბრალებთ კომპანიას თქვენს შეცდომაში შეყვანას, რადგან სესხი აღებამდე ცალკე არ გაგაფრთხილეს დამატებით ხარჯების შესახებ. ამიტომაც გაუთვალისწინებელი სიტუაციების თავიდან ასარიდებლად გაეცანით განავადების პირობებს, და ნუჩათლის რომ მხოლოს სერვისის სახელიდან გამომდინარე შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნა, გაწყობთ თუ არა ამ კონკრეტული შეთავაზების პირობები.

ახლა კი განვიხილოთ ყველა ის მთავარი კომპანი და ბანკი რომელიც ქართველ მოქალაქეებს ამ სერვისებს სთავაზობს.

ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს თანამედროვე და სწრაფი სერვისების დიდ არჩევანს სთავაზობს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური სწორედ ონლაინ განვადების პროგრამაა. განვადების დასამტკიცებლად თქვენ სახლიდან გასვლაც კი არ მოგიწევთ, რადგა მთელი პროცედურა შეგიძლიათ ონლაინ გაიაროთ. პლატფორმა onoff.ge-ზე, რომელიც ტექნიკის ყველაზე დიდი ონლაინ კატალოგია ხელმისაწვდომია ონლაინ გადახდების ახალი სისტემა. ეს პლატფრომა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა და გაძლევთ საშუალებას, რომ ტექნიკა ერტდროულად ბევრი სხვადასხვა მაღაზიიდან განვადებით გამოიტანოთ. ეს საიტი განვადების პროცესს ავტომატურ რეჟიმში მართავს და მთლიანი პროცესი, ლიბერთი ბანკის ინფორმაციით 4 წუთის განმავლობაში შეიძლება დასრულდეს. იმისთვის, რომ განვადებით შეიძინოთ ტექნიკა onoff.ge-ზე საჭიროა რომ პირველ რიგში დარეგისტრირდეთ საიტზე, შეარჩიოთ სასურველი პროდუცქტები საქართველოში არსებული ტექნიკი მაღაზიებიდან, და განვადებით ყიდვის ღილაკს დააჭიროთ. ამის შემდეგ საიტი მოგთხოვთ, რომ გაიაროთ იდენტიფიკაციის მეთოდი, ანუ ატვირთოთ საიტზე თქვენი ID ბარათი ან ბიომეტრიული პასპორტი ან ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკის მეშვეობით გაიაროთ რეგისტრაცია. ამ სერვისით შეუძლია ისარგებლოს ყველა საქართველოს ფიზიკურ პირს, რომელიც ფლოს საიდენტიფიცირებო დოკუმენტებს, ბიომეტრიულ პასპორტს ან სარგებლობს ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკით. იმისთის რომ ეს განვადება დაგიმტკიცდეთ აუცილებლად უნდა იყოთ 20 წლიდან 67 წლამდე და წარადგინოთ შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა. ამ სერვისის გავლისას პასუხი კითხვაზე დაგიმტკიცდათ თუ არა განვადება სულ რაღაც წუთებში გეცოდინებათ. თუ პროცედურა წარმატებით დასრულდება, მაშინ თქვენ დაგიკავშირდებათ თავად ბანკის წარმომადგენელი და მოგაკითხვათ სასურველ მისამართზე პროცედურეის დასასრულებლად და ნივთების გადმოსაცემად. ლიბერთი ბანკს შემდეგი განვადების პირობები აქვს ასეთ შენაძენებზე : ონლაინ შენაძენის გასტუმრების ვადა ფიქსირებულია და 48 თვეს მოიცავს. წინსწრების საკომისიო არ არის განსაზღვრული ხოლო წლიური პრცენტური განაკვეთი 24%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 26.87%. რაც შეეხება ლიმიტს თანხაზე, თქვენ ლიბერთის განვადებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი ნივთების შეძენისას, რომლებსაც 200 ლარიდან 5000 ლარის ღირებულება აქვთ. ამ სესხი სარგებლობისას თქვენ თანაბარი გადახდები მოგეთხოვებათ და არ გჭირდებათ თავდები პირი. ეს პირობები ძალიან მომგებიანი მათთვის ვინც თავის ფინანსურ სერვისებში კომფორტსა და ფიქსირებულ პირობებს ეძებს. ეს ინოვატორული მიდგომა ლიბერთის სხვა მსხგავსი სერვისპროვაიდერებისგან გამოარჩევს და მომხმარებელს არჩევს საშუალებას, რომ სახლიდან გაუსვლელად მოაგვაროს ისეთი ფინანსური პროცედურები, რომელბცი ხშირად საათობით გრძლედება.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი თავის მომხმარებლებს სთავაზობს რომ წინასწარ დამტკიცებული ლიმიტით შეიძინოს სასურველი ნივთები. საქართველოს ბანკის განვადება არ საჭიროებს პირველადა შენატანს, გთავაზობთ წინასწარ დამტკიცებული განვადების ლიმიტს, რომელიც შეგიძლიატ მხოლოდ თქვენი პირადობითა და სულ რაღაც 10 წუთიანი პროცედურის შედეგად აიღოთ. საქართველოს ბანკში განვადების ლიმიტი 5000 ლარია, და მხოლოდ ამ ვალუტაში გაიცემა. საქართელოს ბანკში განვადების გაფორმებისთის აუცილებელია, რომ თქვენი ხელფასი 150 ლარს აჭარბებდეს. წლიური საპროცენტო  განაკვეთები 0% -დან იწყება, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 10%-დან. საქართველოს ბანკი სესხის გაცემის საკომისიოს 0%-დან იწყებს. წინაპირობა იმისთის რომ სესხზე დაგამტკიცონ არის ის, რომ უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე  და თქვენი ასაკი უნდა იყოს 20-70 წლის ჯგუფში. საქართველოს ბანკის მეშვეობით შეგიძლიათ განვადება ადგილზე, ონლაინ და მობილურის საშუალებით გააკეთოთ და მათ მომგებიანი პირობებით მარტივად ისარგებლოთ.

ვი თი ბი ბანკი

ვი თი ბი ბანკი ასევე სთავაზობს თავის მომხმარებელსმ მარტივ და სწრაფ განვადებას, რომელიც ბანკის მომხარებელმა, ან ახალმა კლიენტმა შეიძლება ონლაინ შეავსონ. თუ ნივთის შეძენას ვი თი ბის შეტავაზებული პრგრამიტ გადაწყვეტშ, სახლიდა გაუსვლელად შეძლებთ შეავსოთ განაცხადი, ხოლო ბანკის წარმომადგენლები თქვენთვის სასურველ ნივთს სასურველ ადგილას მოგიტანენ. ვი თი ბის განვადებები საპროცენტო განაკვეთები 0%დან იწყება, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1.62%დან იმ შემთხვევაში თუ სესხის თანხა 5000 ლარს შეადგენს, ხოლო 5.43%-დან თუ სესხის თანხა შეადგენს 1500 ლარს. მინიმალური თანხა, რომელზეც შეგიძლიატ განვადებაზე განაცხადი შეიტანოთ 1500 ლარის , ხოლო  ლიმიტი 5000 ლარზე გადის. ლიბერთისგან განსხვავებით,  ვი თი ბის განვადებას არ აქვს ფიქსირებული სესხის ვადა, და თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე შეგიძლიათ ნებისმიერი პერიოდი აირჩიოთ 24 თვემდე. ეს განვადება შეიძლება მხოლოდ ლარის ვალუტაში მოხდეს და მართალია საპროცენტო განაკვეთო 0% იწყება, თუმცა ვი თი ბის საკომისიო გადასახადებიც აქვს. მაგალითად თანამონაწილეობის საპროცენტო განაკვეთიც 0%-დან იწყება ხოლო სესხი მომსახურების საკომისიო ფიქსირებული 2 ლარია თვეში. გარდა ამისა, თქვენ ასევე შეიძლება მოგიწიოთ გადაიხადოთ ერთჯერადი საკომისიო ან ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო. ორივე ეს გადასახადი 0%-დან იწყება, თმცა ზედა ზღვარი დაკონკრეტებული არ არის და ინდივიდუალურად გამოითველა ყველა კლიენტვისთვის.

ვი თი ბი-ს განვადებით სარგებლობისას, თქვენ ნივთის შეძება ბანკის პარტნიორი კომპანიებისგან შეგიძლიათ ონლაინ. მას შემდეგ რაც შეავსებთ განაცხადს თქვენ მიიღებთ sms შეტყპბინებას დაგიმტკიცდათ სესხი თუ არა. იმისთის რომ ეს განაცხადი შეავსოთ დაგჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის საშუალებითაც ბანკი ერთი საათის განმავლობაში დაადგენს უნდა დაუშვას თუ არა განვადება. ხოლო თუ თქვენ განაცხადი ბანკის არასამუშაო საათებში გააკეთეტ, მაშინ პასუხს შეგიძლიათ მომდევნო დღეს დაელოდოთ. არ განვადებისთის არ გჭირდებათ უზრუნველყოფა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა და 20-65 ასაკის ჯგუფში ყოფნა გჭირდებათ. იმისთის რომ განვადება დაგიმტკიცდეთ საჭიროა, რომ თქვენი მინიმალური შემოსავალი 150 ლარს მაინც შეადგენდეს. ვი თი ბი-ს მოხერხებული და სწრაფი სერვისები აქვს, კარგი საპროცენტო შეთავაზებებით, თმცა იმის ხარჯზე რომ ბანკისთვის საკომისიოეს და ყოველთვიური გადასახადის გადახდა მოგიწევთ. თუ ეს მოცემულობა სხვების უფრო მაღალ პროცენტებსა და საკომისიოების არრსებოსბი შემთხვევაშიც კი უფრო მომგებიანი, მაშინ აუცილებლად ამ შეთავაზებაზე გააკეთეთ არჩევანი.

თი ბი სი

თი ბი სის განვადების სერვისები ასევე შეიძლება ონლაინ გააფორმოთ. თი ბი სი პარტნიორი მაღაზიების გამორჩეულად დიდი არჩევანი აქვს და ბერვს მაღაზიაში ნახავთ თი ბი სის განვადების სტენდებს სადაც ადგილზევე შეძლებთ გაიფორმოთ განვადება სულ რაღაც რამდენიმე წუთსი დამატებითი პროცედურების გარეშე. თუმცაღა თუ ონლაინ განვადება თქვენთის უფრო მოსარგებია, მაშინაც შეგიძლიათ ეს სერვისები თი ბი სის ანდოთ.  ონლაინ განვადება სწრაფი და სანდოა. თი ბი სის ასევე ერთე-ეერთი ყველაზე მაღალი ლიმიტი აქვს  განვადების თანხაზე, რადგან სესხის თანხა შეიძლება 100 ლარიდან 10,000 ლარამდე მერყეობდეს. ამ განვადების გასტუმრება 2 წლის განმავლბაში შეგიძლიათ. თი ბი სის საპროცენტო განაკვეთი 0% პროცენტიდან იწყება და ინდივიდუალურ შემთხვევებზე დაყრდნობით იცვლება, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ასევე 0%დან. როგორც ვახსენეთ, ბევრი ბანკი დაბალი საპროცენტო განაკვეთის სანაცლოდ აწესებს საკომისიო გადასახადებს და ეს თი ბი სის შემთხვევაშიც მართალია. თუ განვადებას თი ბი სის მეშვეობით გააკეთებთ, მაშინ გაცემის საკომისიოც უნდა გადაიხადოთ. საკომისიო გადახდილი თანხის 4.9% ია, და მინიმალური 5 ლარი საკომისიო აუცილებლად უნდა გადაიხადოთ ადგილზე. ასევე შეიძლება ეს საპრცენტო მაჩვენებლი 5.9% იყოს.  თუ განვადებას ვადაზე გადაანაწილებთ შეიძლება განსხვავდებოდეს საკომისიო მაჩვენებლი და ესეც ინდივიდუალუ შემთხვევაზე იქნება დამოკიდებული და ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავთ. თი ბი სი ნებისმიერი ტიპის განვადებისას ითხოვს თქვენი შემოსავლის წყაროს დასტურს, ან გზავნილებს, რომელბიც დაადასტურებს რომ თქვენ გაქვთ ფინანსური შემოსავალიდა შეგიძლიათ დაფაროს ეს განვადება. თქვენი შემოსავლის დადასტურება შეგიძლიათ ან სახელფასო ამონაწერის მეშვეობით, ან პირდაპირ შემოსავლების სამსახურიდან, ასევე შეიძლება წარმოადგინოთ საიჯარო ხელშეკრულება და გზავნილები ამონაწერიც. როგორც შეამჩნევდით მათთვის ვინც თვითდასაქმებულია ასეთი განვადებით სარგებლობა ხშირ შემთვევაში წარმოუდგენელია, თუმცა თი ბი სის შემთხვევაში, თვითდასაქმებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ სამუშაო ადგილის ფოტო დასაბუთება ბანკის წარმომადგენლის სამუშაო ადგილზე ვიზიტის საფუძველზე.  თი ბი სის განვადება შეგიძლიათ აიღოთ ონლაინ, ტელეფონის მეშვეობით ან ფილიალში მისვლით.

თი ბი სის ასევე აქვს განახლებული განვადების შემოთავაზება, სადაც  ლიმიტი 15,000 ლარია, ხოლო სესხი გადახდიხ ვადა 48 თვეა. აქ საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 1%-ია რაც ბევრად კომფორტულია მომხარებლისთვის, როდესაც წინასწარ იცით რისი დამატება მოუწევს. თუმცა ამ შემთხვევაშიცსაკომისიო და თანამონაწილეობა გადასახდელი გექნებათ, თუმცა პროცენტული განაკვეთი 0%-დან იწყება. დანარჩენი პირობები კი იგივე დარჩა.

imart.ge

აიმარტი მომხმარებელს შიდა განვადებას სთავაზობს, თუმცა ასევე ბანკებთანაც თანამშრომლობს. ამ შემთხვევაშ ნივთი უნდა აღემატებოდეს 100 ლარს რათა მისი განვადებიტ შეძენა მოახერხოთ.აიმარტიც განვადების პირობებს ინდივიდუალურად ადგენს და საპრცენტო განაკვეთიც ასე ფიქსირდება. განსხვავებით ბანკებისგან, მომხმარებელს მოუწეს ნივთის ღირებულების 50% თავდაპირველი შენატანის სახით გადაიხადოს,ხოლო დარჩენილი თანხა გადანაწილდება შემდგომ თვიურ გადასახადებზე. ასეთი განვადება მაქსიმუმ 3 თვეზე შეიძლება გადაანაწილოთ. კომპანიაში უნდა წარადგინოთ თქვეი სახელფასო ამონაწერი  და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განვადება შეიძლება გამოიტანოთ ონლაინ ან მაღაზიის ფილიალებში. როგორც ხედავთ ასეთ შემთხვევაში პროცენტული განაკვეთი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, თუმცა თავად კომპანის საკომისიოს არ აიღებს. სესხის გასტუმრებისთის შედარებით შეზღუდული დრო გაქვთ, თმცა სხვა მაჩვენებლები თქვენ სიტუაციას ერგება, შეგიძლიატ ბანკებთან თანამშრომლობის მაგივრად პირდაპირ მაღაზიებთან ითანამშრომლოთ.

როგორც ხედავთ გირაოთი სარგებლობა შეიძება ძალიან მოგებიანი იყოს და ჩამოთვლილი კომპანიებისა და ბანკების გარდა სხვაგანაც ნახავთ მსგავს შემოთავაზებებს. თუმცა პრინციპი და პროცენტული მაჩვენებლი დიდად არ განსხვავდება სხვადასვხ ადაწესებულებებს შორის. მთავარია რომ გაეცნოთ პირობებს და არჩევანი ისე გააკეთოთ. ამ სერვისების უმრავლესობა მუშაობს როგორც ონლაინ ისევე ფილიალებში ან მაღაზიებში მისვლით და ხშირად 15 წუთზე მეტს არ საჭიროებს დასამტკიცებლად და ნივთის შესაძენად.