რა უნდა ვიცოდეთ ონლაინ სესხებთან დაკავშირებით

თანამედროვე ფინანსურ სერვისებს შორის ონლაინ სესხები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია და ამ კონკრეტული ტიპის სესხზე მომუშავე კომპანიების ნაკლებობა არც საქართველოში არ არის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ონლაინ სესხების გაცემა სესხის აღების ყველაზე პოპულაური მეთოდი გახდა, თუნდაც იმიტომ რომ ასე სესხის აღება ბევრად მარტივია და ნაკლებ დროსაც მოითხოვს. დღესდღეობით თითქმის ყველა ტიპის მომსახურების მიღება არის შესაძლებელი ინტერნეტის მეშვეობით და სტანდარტული სესხის აღების პროცესთან ასოცირებულ ბევრ ნეგატიურ გამოცდილებასაც მარტივად აგაცილებთ სესხის ონლაინ აღება. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული სესხები, რომელბსაც ბანკები გასცემენ ჯერ კიდევ ძალიან პოპულარულია ონლაინ სესხები, სხვადასხვა კომპანიებისგან რომელბიც ბანკებისგან დამოუკიდებლად მუშაობენ ასევე ძალიან მოთხოვნადია.

ფინანსური სერვისები უკვე დიდიხანია ტრანსფორმაციის გზას ადგას. ყველა სერვისის ონლაინ გადატანასა და ამ პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და შემოკლებაზე ყველა ბანკი ფიქრობს რადგან სწორედ ამას ელის მომხმარებელი. თანამედროვე მომხმარებლისთის უმთავრესი კომფორტი და სწრაფი სერვისია, რასაც ფიზიკური ბანკისგან ხშირად ვერ მიიღებთ. იმისთვის რომ მომხმარებელი რომელიც სწრაფ და მარტივ სერვისებს ეძებს, ონლაინ არჩევანი უკონკურენტოა და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ დღესდღეობით საქართელოში და რა თქმა უნდა, მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც უამრავი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ სესხებს სახლიდან გაუსვლელად. ასეთ კომპანიესბ ნამდვილად მეტი მუშაობა და მონდომება სჭირდებათ, რომ მომხმარებლების გულები მოიგონ, რადგან თავად სესხის ეს ტიპის ახალია და ბევრისთის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს სანდო სესხის აღების მეთოდს. ასეთი მიდგომისთის მომხარებელს საფუძველიც აქვს, რადგანც ხშირია შემთხვევები როც ახალდაფუძნებული კომპანიები ან სწორად ვერ აფასებენ თუ რა სჭირდებათ რათა ონლაინ სესხების კომპანია სწორად მართონ. თუმცა არის შემთხვევები, როცა კრიმინალები ამ კომპანიების სახელით ხალხს არახელსაყრელ და უსამართლო პირობებს სთავაზობენ, ასერომ სანამ ონლაინსესხსს აიღებთ ახალი კომპანიის მეშვეობით აუცილებლად გადაიკითეთ შეფასებები ამ კომპანიაზე და დაუკავშირდით პირადად რათა უკეთ განსაჯოთ შეეფერება თუ არა ეს კომპანია  თქვენს სტანდარტებს და რამდენად უსაფრთხოა მათთან თანამშრომლობა. როდესაც ონლაინ სესხებს ბანკებისგან ვიღებთ, რისკებიც ნაკლების, თუმცა როგორც ალბათ თავადაც შეამჩნევთ, ბანკის პირობები ხშირად ჩამოუვარდება ხოლმე ახალბედა კომპანიების შემოთავაზებებს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ ირჩევენ უფრო და უფრო ხშირად მომხარებლები სწორედ ახალბედა კომპანიებს, რომლებიც მხოლოდ ონლაინ სესხებს სთავაზობენ მომხმარებლებს

საქართველოში ონლაინ სესხების კომპანიები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად და წარმატებით მუშაობენ. თავდაპირველად მათ მიმართ ნდობა, როგორც მოსალოდნელი იყო, თითქმის არ არსებობდა თმცა წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდონით მათ რეპუტაცია დღეს ბევრად უფრო ძლიერი და პოზიტიურია.  ქართელოს მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს თუ ონლაინ სესხი აღება გადაწყვეტს, თუმცა სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოდით გადავხედოთ თუ რა არის ონლაინ სესხი და რა შემთხვევაში უნდა ივმართოდ სესხის აღების ამ მეთოდს.

რა არის ონლაინსესხი

ონლაინს სესხს მომხმარებელი იღებს კომპანიიდან, რომელიც საკუთარ ბიზნესს მხოლოდ ონლაინ აწარმოებს და კლიენტებთანაც სწორედ ასე ურთიერთობს. თქვენ ონლაინ სესხის ასაღებად მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტკავშირის დაგჭირდებათ.  ონლაინ სესხის აღების დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიოთ თქვენი მსესხებელი რადგანც მთლიანი გამოცდილებაც სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ამ თემაზე უფრო სიღრმისეულად მოგვიანებით ვისაუბრებთ. ონლაინ სესხის აღებისას, თქვენ უპირველე ყოვლისა ირჩევთ მსესხებელ კომპანის და სესხი აღებაზე განაცხადსაც ონლაინ ავსებთ. თქვენგან სესხის აღების განაცხადის გარდა დამატებითი პროცედურები და დოკუმენტები საჭირო არ არის. ბევრს ჰგონია, რომ ონლაინ სესხის აღების შემთხვევაში არც თავად კომპანია აწარმოებს დამატებით პროცედრებს მაგრამ იმისთვის რომ თქვენ სესხზე თანხმობა მიიღოთ, აუცილებელია, რომ კომპანიამ გადაამოწმოს თქვენი საკრედიტო ისტორია რათა დარწმუნდეს რომ სანდო კლიენტი ხართ. სესხზე თანხმობის პროცედურე შეიძლება ბანკებთან უფრო გაწელილი და რთული იყოს, თუმცა ონლაინ სესხების შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი თუ როგორი ფინანსური წარსული გაქვთ და როგორ კლიენტად აღგიქვამენ ეს ფინანსური დაწესებულებები. საკრედიტო ისტორიაზე და მის მნიშვენლობაზე შეგიძლიათ ამ სტატიაში წაიკითხოთ. ფინანსური სერვისების ეს ასპექტი ქართველ მომხარებელს ხშირად  ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა კარგი საკრედიტო ისტორია თქვენ შესაძლებობს გაზრდის და ბევრად უკეთეს სერვისებით შეძლებთ წვდომას, ამიტომ მნიშვენლოვანი რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოთ საკრედიტო ისტორიაზე ზრუნვა რადგან მიუხედავად იმისა, თუ საიდან და რა მეთოდით აპირებტ სესხის აღებას, თქვენ საკრედიტო ისტორიას დიდი მნიშვნელობა ექნება ნებისმიერი მსესხებლისთვის. ონლაინმსესხებლები, თქვენ სესხზე თანხმობის შემთხვევაში თანხას პირდაპირ თქვენს ანგარიშზე დასვამენ, ხოლო როცა გადახდის დრო მოვა ავტომატურად ჩამოგაჭრიან თანხასაც.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

მთავარი გამოწვევა რომელსაც ონლაინსესხის აღებისას მომხარებელი აწყდება უსაფრტხოებას უკავშირდება. ხშირად ონლაინ მსესხებლებს მოსახლეობის ის ნაწილი აკითხავს, რომელსაც ცუდი საკრედიტო ისოტირა აქვს და ტრადიციულ ბანკებთან თანამშრომლობისას არ აქვს სესხის მიღების იმედი. საქმე იმაშია, რომ ბევრი ონლაინმსესხებელი თქვენს საკრედიტო ისტორიას ან არ შეამოქმებს ან დაგპირდებათ,რომ ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაშიც კი შეძლებთ სესხი აიღოთ.

მათთვის ვისაც სხვა შემთხვევაში კრედიტის აღება არ შეუძლიათ, ეს შეიძლება სესხის მიღების ერთადერთი გამოსავალი იყოს. თუმცა საქმე იმაშია რომ ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობისაას ყოველთვის დამატებითი სიფრილეა საჭირო. ყველა უკვე კარგად დაფუძნებული კომპანია, ონლაინ სესხის გაცემამდე შეამოწმებს თქვენ საკრედიტო ისტორიას, ხოლო ახალბედა მსესხებლები, სწორედ დაბალი კრიტერიუმებით ცდილობენ ახალი კლიენტების მოზიდვას, თუმცაღა ეს მიდგომა, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს კომპანიები აუცილებლად სანდონი არიან. როდესაც კომპანი გპირდებათ სესხს და არ აინტერებსს თუ როგორი ფინანსური ისტორია აქვს, აუცილებლად გადაამოწმეთ შეფასებები, სხვების გამოცდილებები რათა დარწმუნდეთ, რომ სანდო და პროფესიონალურ კომპანისთან იჭერთ საქმეს. ასეთი მომგებიანი შემოთავაზებებით ბევრი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობის ის ნაწილი რომელსაც სხვა გზით სესხის აღების საშუალება არ ექნება და სწორედ ამით სარგებლობენ. ასეთი შემთხვევები საქართველოში ყოფილა, ასერომ თუ ჩათვლით რომ რახან კომპანიას კარგი პირობების აქვს და ონლაინ სესხები აქ უკვე დიდი ხანია პოპულარულია,  ამიტომ უნდა ენდოთ.

რა საკვირველია ყველაზე სანდრო წყარო ისევ მომხარებელია, ასერომ თუ ხელი მიგიწვდებათ ამ კომპანისს სოციალურ ქსელებს, რომელიც ყველა კარგ კომპანიას აუცილებლად ექნება, გადახედეთ გამოხმაურებებს და კომენტარებს, რათა რაც შეიძება ყველაზე რეალისტური სურათი გქონდეთ იმ დაწესებულებისა, რომელსაც თქვენი პირადი ფინანსური ინფორმაცია უნდა ანდოთ, რომლითაც ბოროტად სარგებლობაც მარტივად შეიძლება. ბევრი კომპანია, რომელიც ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტებსაც ეხმარება, იმედს იმაზე ამყარებს, რომ კლიენტი ვერ მოახერხებს სესხის დროზე დაფარვას და ამიტომ კომპანია შეძლებს, რომ დამატებითი გადასახადები ჩამოგაჭრათ. სწორედ ამ მიდგომის წყალობით აქვს ასეთ კომპანიებს დამატებითი შემოსავალი და ამიტომ შედის მათ ინტერესებში ისეტ კლიენტებტან მუშაობა რომლებსაც ცუდი საკრედიტო ისტორის აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ისტორიის გარეშე მიღებული სესხის იდეა შეიძლება კარგად ჟღერდეს, ონლაინ მსესხებლები ამ ინფორმაციას იმიტომ ითხოვენ რომ სწორად შეაფასონ, შეძლებთ თუ თქვენი თანხის დროულად დაბრუნებას. ასეთი კომპანიები თავიანთ იმიჯზე და ერთგული კლიენტურის შექმნაზე ზრუნავენ და მოგების ნახვაც სწორედ ამ მიზნებისთვის შესაფერისი მეთოდებით სურთ. ამიტომ ნუ დაეყრდნობით მხოლოდ დაბალ სტანდარტებს რადგანც ხშირს შემთხვევასი ის “მომგებიანი” პირობები, რომელბიც ამა თუ იმ დამწყებ კომპანიაში აქვთ, შეიძლება თქვენთვის, პირიქით წამგებიანიც გახდეს. ნებისმიერ სერვისის შერჩევისას, ნაკლებ გამოცდილ კომპანიებთან მუშაობა ყოველთვის უფრო სარისკო იქნება, ხოლო როცა საქმე ეხებაფინანსრუ სერვისებს აქ განსაკუთრებული სიფრთილე აუცილებელია, ამიტომ  თქვენი არჩევანიც სწორედ ისეთ კომპანიაზე შეაჩერეთ რომელსაც ან აქვს უკვე გამოცდილება, ან თავიდანვე ყველა პირობას გიქმნით იმისთვის რომ თქვენ გაუთვალისwინებელი  და დაფარული პირობებისგან დაზღვეული იყოთ და შეძლოთ დროულად დააღწიოთ თავი ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობას.

ონლაინ სესხების აღება არა მხოლოს ასეთ კომპანიებთან არის შესაძელბელი და დღესდღეობით ყვეა განვითარებული და თანამედროვე ბანკი ონლაინსესხის აღების პროცედურას თავის ყველა კლიენტს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ პირობები ამ შემთხვევაშიც იგივეა, როგორ რეგულაურლი სესხი აღებისას, ის სიმარტივე და სწრაფი სერვისები, რომლებიც ბევრისთის ონლაინ სესხის მთავარი პლიუსია, ბანკებშიც არის ხელმასიაწვდომი. თანაც თუ ონლაინ სესხსს ბანკისგან იღებთ უსაფრთხოებასა და შეფარებულ პირობებზე ნერვიულობაც არ მოგიწევთ რადგანაც ყველა დიდი ბანკი უფრთხილდება თავის რეპუტაციას და ცდილობს კლიენტები ყველა ზედმეტი გართულებისგან დაიცვას. ბანკებთან სესხებზე თანამშრომლობისას თქვენ ნაკლებად მომგებიანი პირობები შეიძლება შეგხვდეთ, რადგან ბანკებს არ სჭირდებათ დამატებითი კლინტების მოზიდვა დაბალი პროცენტული მაჩვენებლით ან საკრედიტო ისტორიის იგნორირებით. ამიტომ მათი სესხსები სისტემაც უფრო ორგანიზებულია და მისი გაცემის სტანდარტებიც შედარებით მაღალია. გამომდინარე იქიდან რომ ბანკების მეშვეობით აღებული ონლაინ სესხები ნაკლებდ სანერვიულობს აძლევს კლიენტს, შეიძლება სწორედ ეს იყოს თქვენი მთავარი არჩევანი, ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კარგი საკრედიტო ისტორია გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თქვენ სესხის მიღების ბევრად მაღალი შანსი, სწორედ ონლაინ სესხებზე ფოკუსირებული კომპანიებთან თანამშრომლობისას გაქვთ.

საქართველოში, როგორც უკვე ვახსენეთ, ასეთი კომაპნიების ნაკლებობა სულაც არ იგრძნობა და თქვენ დიდ არჩევანიც გექნებათ თუ ონალინ სესხს ამ მეთოდით აიღებთ. ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ ის ძირითადი პლიუსები, რაც ონლაინ სესხებს აქვთ. მარტივი და სწრაფი პროცედურებურები, ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაშიც კი აძლევს ადამიანს შანსს გამოიტანოს სესხი ბანკთან თანამშრომლობის გარეშე. ონლაინ სესხის პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა კომპანიებსთან, თუმცა ძირითადი პრინციპი ყველა კომპანის ერთნაირი აქვს. ისინი თქვენს საკრედიტო ისტორიას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ, და შესაძლოა მათგან ისეთი სესხი მიიღოთ რომელსაც ბანკისგან ვერ მიიღებდით თქვენი საკრედიტო ისტორიიდან გამომდინარე. თანხა ავტომატურად გეჭრებათ ანგარიშიდან, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა საკმარისი, ასე რომ ასეთი სესხები მეტ ყურადღებასაც საჭიროებს.

მოდით გადავხედოთ იმ კომპანიებს, რომლებიც დღესდღეობით მომხმარებლებს ონლაინსესხებს სთავაზობენ  საკმაოდ მომგებიანი პირობებითაც.

ვივუსი

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინ მსესხებელია და ქართულ მარკეტზე უკვე წლებია ფუნქციონირებს. ამ კონკრეტული კომპანიისგან თქვენ შეგიძლიათ 3000 ლარამდე სესხი გამოტანა რომელიც შეგიძლიათ 24 თვის განმავლობაში გადაიხადოთ. ზოგადად ასეთ კომპანიებს პროცენტული მაჩვენებელიც ბევრად მაღალი აქვთ და  ზოგ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 40% საც აღწევს, თუმცა მათთვის ვისაც ეს თანხა გადაუდებლად სჭრიდება და ბანკებთან გაწელილი პროცედურების დრო და საშუალებ არ აქვს, მათთვის ეს შეთავაზებაც მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს პირობები მათ სულაც არ აწყობდეთ სხვა შემთხვევაში. აქ შეგიძლიათ აიღოთ როგორც გრძელვადიანი ასევე მოკლევადიანი სესხები თმუმცა ეს თქვენ წლიუ ეფექტურ პროცენტულ პაჩვენებლებს გაზრდის, ხოლო წლიური ნომინალური პროცენტი იგივე დარჩება. ვივუსი ერთერთი სანდო კომპანიაა, რადგან მათ უკვე აქვთ საკმარისი გამოცდილება და კარგი გამხმაურებები, რათა ახალმა კლიენტმა თავისუფლად შეძლოს მათთან კომუნიკაცია და სესხის აღებაც. ვივუსი საქართელოს მასშტაბით სესხების ყველაზე მსხვილი პროვაიდერია და მათ მოსახლეობის დიდი ნაწილიც ენდობა.  ვივუსი ამაყობს საკუთარი გამჭვირვალე პროცესებით და ცდილობს რაც შეიძლება ეთიკურად აწარმოოს თავისი საქმიანობა. ვივუსი არ გასცემს სესხებს 20 წლამდე ასაკის პირებზე და ცდილობს, რომ რაც შეიძლება უსაფრთხო და რისკისგან თავისუფალი სერვისები შესთავაზოს მომხმარებელს და ყველა გაცემული სესხი გადის სესხის დამტკიცებისათის საჭირო ყველა აუცილებელ ეტაპს. ვივუსი ასევე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მსესხებელია რადგან სესხი აღება თქვენ სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში შეგიძლიათ, მას შემდეგ რაც ვივუსის ანგარიშზე 1 თეთრს გადარიცხავთ რათა კომპანიამ გადაამოწმოს, რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ მოქმედი ანგარიში. სესხის ასაღებად აუცილებლად დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა. ვივუსი “4ფინანსის” წარმომადგნელეია საქართელოსი, შესაბამისად სერვისების ევროპული სტანდარტის აქვს და 17 სხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს. საქართველოში ვივუსი პირველადს 2013 წელს გამოჩდა და იმის შემდეგ მისი განვითარება და მაღალი სტანდარტები სახეზეა.

დაიწყე ვაჭრობა XM-თან!

სფეისი

სფეისიი ქართულ ბაზარზე შედარებით ახალი გამოჩენილია, თუმცა ისიც მაღალი ხარისხის სწრაფ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს. სფეისის მარტივი პროცედურები და მომხმარებელზე გათვლილი აპლიკაცია, სესხი აღების პროცესს ძალიან ამარტივებს და ამიტომ პოპულარობაც მალევე მოიპოვა.  სფეისის მეშვეობით სესხი აღება სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ და გადახდის გრაფიკიც შეგიძლიათ თვენს სიტუაციას მოარგოთ. სფეისის ონლაინ სესხებს არ აქვს არავითარი დამატებიტი საკომისიო გადასახადების და კომპანია ფოკუსირებული გამარტივებულ და გამჭვირვალე პროცედრებზ რათა მალევე მოახერხოს ერთგული კლიენტურის შეკრება და იმ ბაზარზე, სადაც ონლაინ მსესხებელების ნაკლებობა სულაც არ არის, თავისი ადგილი მაღალი ხარისხის სერვისებით დაიმკვიდროს. პასუხს იმაზე, მიიღებთ თუ არა სესხხ სფეისის აპლიკაციით დაახლოებით ერთ წუთში მიიღებთ, ხოლო თანხა მითითებულ ანგარიშზე მომენტალურად დაჯდება. ყოველთვიური გადახდის თარიღი შეგიძლიათ თავად დააწესოთ, და ვადაც თავად აირჩიოთ.  სფეისი ასევე გთავაზობთ სერვისს, რომელიც საშუალებას მოგცემთ  გადახდის ერთი თვე გამოტოვოთ და ეს თანხა სესხის დარჩენილ დროზე გადანაწილდება.

ამ ყველაფრის გაკეთება, თანხის არჩევა, ვადის არჩევა და საბოლოო გადასახდელი თანხის გაგება აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ და რეგისტრაციაც, პირდაპირ მობილურით შეგიძლიათ. აუცილებელია თვენი ფოტო და პირადობის მოწმობა რათა ანგარიში წარმატებით გახსნათ.  სფეისი ასევე სხავ ფინანსურს . სერვისებსაც სთავაზობს თავის მმხმარებლებს. წლიური პროცენდუტლი მაჩვენებელი, 15.5%დან იწყება, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთ 15.5% დან 50%-მდე მერყეობს. მინიმალური თანხა 100 ლარია, ხოლო მაქსიმალური 50,000, მინიმალური ვადა 1 თვე, მაქსიმალური კი 48 თვე. მართალია კომპანია ჯერ კიდევ ახალია, თუმცა მომგებიანი პირობებეის და უსაფრთხო სერვისებით, მათ უკვე ჰყავთ საკუთარი სამომხმარებლის ბაზა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი სავსეა ასეთი კომპანიებით, ბევრი მათგანი უსაფრთხოების მნიშვნელობას ხშირად ვერ ხედავს. მათთვის მთავარია, რომ სერვისები შესთავაზონ მომხმარებლებს, ხოლო მათი გამოცდილება და შესაძლო რისკები ხშირად ასეთი კომპანიებისთის არ არის მნიშვნელოვანი.

კრედიტონ.ჯი

კრედიტონ.ჯი-ც ასევე დიდი ხანია ქართული ონლაინ სესხების ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა. ამ შემთხვევაშიც კრედიტის აღება წუთებში არის შესაძლებელი .თქვენ უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ანკეტა და ფულიც თქვენს ანგარიშზე მომენტალურად აისახება. კრედიტონიც გამჭვირვალეობას ანიჭებს მნიშვნველობას რაც მათ უფრო მეტ სანდოობას სძენს. ონლაინ სესხის აღებისას ერთ-ერთი რისკი, სწორედ ის არის, რომ კომპანია ბევრ დაფარულ პუნქტს დროულად არ გაგაცნობთ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდებით ისეთ კონტრაქტში, რომელიც თქვენ სრულებითაც არ გაწყობთ. როდესაც ონლაინ სესხს იღებთ ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაამოწმოთ ყველა პუნქტი თუმცა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც აქცენტს არ აკეთებენ ასეთ მიდგომაზე, მეტი ყურადღება გმართებთ. კრედიტონს მეშვეობით, 100-დან 1500-ლარადე სესხის აღება შეგიძლიათ, რომელიც 1 თვეში უნდა გადაიხადოთ, ამასთან ერთად კომპანია თქვენ უფასო ფინანსურ კონსულტაციასაც გთავაზობთ.

როგორც უკვე ვახსენეთ, ეს კომპანიე ერთგულ კლეინტურას ეძებს და აფასებს, ამიტომ თუ კრედიტონთან მუშაობისას წარმატებით დაფარეთ სესხი, შეგიძლიათ მომავალში გაზრდილი საკრედიტო ლიმიტით ისარგებლოთ და ჩაერთოთ კლიენტების ლოიალურობის პროგრამაში. იმ შემთხვევაში თუ დროულად ვერ ახერხებთ სესხის გადახდას, გაქვთ ვადის გახანგრძლივების საშუალება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რომ კომპანია დროულად გააფრთხილოთ, რათა თავიდან აირიდოთ ჯარიმები და ნეგატიურ მსესელებთა რეესტრში მოხვედრა. სესხის აღება კი შეგიძლიათ, როგორც ინტერნეტიც ისევე, სატელეფონო ზარის მეშვეობითაც.

ეს ჯერაც არ არის სრული ჩამონათვალი იმ კომპანიებისა, რომლებთანაც თანამშრომლობით თქვენ ონლაინ სესხების აღებას შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია ჯერ კიდევ არ აკეთებს აქცენტს სანდოობაზე და მომხმარებლის გამოცდილებაზე, მათ მაინც ჰყავთ კლიენტურა, რომელიც უცოდინრობის გამო საბოლოო ჯამში უარეს ფინანსურ მდგომარეობაში ვარდება. ამიტომ ცნობიერების ამაღლება ონლაინ სესხებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვენლოვანი არამარტო უსაფრთხოებისთის არამედ იმიტომ, რომ მომავალმა კომპანიებთა მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი საქმე და შექმნან ისეთი სერვისები, რომელბის რისკებს მაქსიმალურა დდაწევს და მომხმარებელსაც დაეხმარება, იმის მაგივრად რომ მისი ფინანსური მდგომარეობა გააუარესოს.

დღესდღეობით ყველა მნიშვენლოვანი სერვისის ონლაინ ვერსია არსებობს და ახლო მომავალში ეს ყველა არსებული სერვისისთვის აუცილებელი გახდება. ონლაინ სესხები ბერვად უფრო მოკლე პერიოდში ახერხებენ დააკმაყოფილონ კლიენტების მოთხოვნები და მათ ბევრად უფრო გამარტივებულ პროცედურას სთავაზობენ, თუმცა რისკაინობაც ამ შემთხვევაში შედარებით მაღალია ისევე როგორც საპროცენო განაკვეთი. თუმცა ონლაინ სესხები აძლეს შანსს მოსახლეობის იმ ნაწილს რომელსაც ბანკთან ურთიერთობის დაჭერა და სესხი მიღება რეალურად არ შეუძლია ასე რომ ონლაინ მსესხლებლები ძალიან მნიშვენლოვან როლს თამაშობენ ბევრი ადამიანის ფინანასურ ცხოვრებაში. ბოლო რამდენიმე წლის განმავობაში, ასეთი დაწესებულებები უფრო და უფრო მეტ ყურადრებას უთმობენ პასუხისმგებლობას და ცდილობენ რო მაქსიმალურად შეამცირონ ის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ვერ ახერხბეს თანხსი დროზე დაფარვას,და შესაბამისად უწევს ჯარიმების გადახდა, რადგან არავის სურს ისეთ დაწესებულებასთან თანამშრომლობა რომელიც საკუთარი კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ექსპლუატაციას ეწევა. ასეთი მიდგომა, ბუნებრივია ნეგატიურად აისახება ყველა კომპანიაზე, ხოლო გამოხმაურებების მეშვებით აინფორმაცია ასეთ კომპანიებზე ძალიან მარტივად ვრცელდება.

მომდევნო რამდენიმე წელიწადში ონლაინ სესხები ბაზარი კიდევ უფრო დაიწხვეწება და მაქსიმალურად შემცირდება ისეთი კომპანიების რიცხვი, რომლებიც უსაფრთხოებასა და კლიენტის ბედზე არ ფიქრობენ, რადგან კომუკიცაის კლიენტეს შორის ბევრად უფრო მარტივი გახდა. გამომდიანრე იქიდან რომ საქართელოში უკვე არის რამდენიმე სოლიდური კომპანია, რომელიც ცდილობს ეს საქმე რაც შეიძლება გამჭვირვალედ და ურისკოდ გააკეთოს, ახალ კომპანიესბ აქვთ მაგალითი, რომ ასეთი მიდგომითაც შეიძლება იყო წარმატებული ონლაინ მსესხებელი, რაც ძალიან მნიშვენლოვანი ბაზრის განვითარებისთის. ონლაინ სესხები შეიძლება ძალიან დაეხმაროს იმ ადაიანს ვისაც სხვა ტიპის სესხები ან არ იზიდავს ან მათძე ხელი არ მიუწვდება, ამიტომ ასეთი დაწესებულებების მნიშვნელობა ყველა ქვეყნისთვის, თუმცა საქართელოსთის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.