რა უნდა ვიცოდეთ სტუდენტური სესხების შესახებ
სესხების ბევრი ნაირსახეობა არსებობს და გამომდინარე იქიდან, თუ რა ტიპის საქმისთვის ეძებთ სესხსს თქვენ შეგიძლიათ უფრო მომგებიანი პირობებიც აირჩიოთ ან თუნდაც იმ ბანკთან წამოიწყოთ ურთიერთობა, რომელიც თქვენს კონკრეტულ შემთხვევას ერგება.
სტუდენტური სესხები ბევრისთვის ერთადერთი გზაა, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს და ასეთი ტიპის ფინანსურ დახმარებას თქვენ თითქმის ყველა ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან ბანკში მოახერხებთ. სესხების მიმართ დამოკიდებულა საზოგადოების მხრდინავ ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი, თმცა სტუნდეტურ სესხებს მსოლფიო მასშტაბით ბევრად უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს ვიდრე ბევრ სხვა ტიპის სესხს. საქმე იმაშია, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში უმაღრლეს სასწავლებელში სწავლა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მათთვის ვისაც რეალურად არ აქვს შესაძლებლობა ასეთი თანხა გაისტუმროს, არ უნდა სჭირდებოდეს ამელა სესხის გამოტანა. ბევრისთის განათლება მომგებიანი ინვესტიცია, ხოლო ბევრიც ამ საქმე უფრო სკეპტიკურად უყურებს. საქმე იმაშია რომ საგანმანათლებლო სესხებს ასევე ხშირად მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ და ამასთან ბევრი დამატებითი ინფორმაცია სჭირდება იმისთვის რომ სტუდენტური სესხი დაგიმტკიცდეთ.
თეორიულად სტუდენტუსი სესხი ბევრ ახალგზარდას ეხმარეაბ რომ გაიუმჯობესოს მომავალი და საკუთარ თავს უკეთესი ცხოვრების შანსი მისცეს. მსოფლიოში სტუდნეტუ სესხებზე ყველაზე ხშირად დიალოგი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის, რადგან განათლების მიღება ყველაზე ძვირი სწორედ ამერიკაშია ხოლო იმ სტუდნეტების ნაწილი, რომელბის უნივერსიტეტში განათლების მისაღებად სესხებს იღებენ ხშირად 10-15 წლის განმავლობაში იხდიადნ სესხს რაც მათ კეთილდღეოასა და ცოხვრების ხარისხზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. საქმე იმაშია, რომ როდესაც სტუნდეტუ სესხზე სვსაუბრობთ, საკრედიტო ლიმიტი არ წესდება სტუნდეტინს შემოსავლის მიხედვით რადგან, რა თქმა უნდა, სწავლა და კარგი შემოსავალი ერთად ეს ძალიან იშვიათი კომბინაციაა. ამიტომაც ხშირად ახალგაზრდებიცდებიან საკუთარ გათლებში და იმედის ხარჯზე იღებენსესხს, რომელიც შეიძლება ატწლეულებიც კი გაჰყვეთ და საბოლოო ჯამში ამხელა ფინანსური პასუხისმგებლობა სულაც არ უღირდეთ ესეთ ფინანსურ წნეხად.
საქართველოში განათლების მიღება ბევრად იაფია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ თანხის გადახდაც ხშირად ზედმეტად რთულია ასე რომ სტუდენტებს მაინც უწევთ სესხის გამოტანა. საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი და “მიღებულია”., რადგან აქ უმაღლესი განათლების გარეშე კარგი სამსახურის შოვნა, უფრო სწორე დკარგი შემოსავლი ქონდა თითქმის წარმოუდგენელია. ყოველშემთხვევაში ასეთია უფროსი თაობის შეხედულება. ამიტომ იმის მაგივრად რომ ფინანსური რესურსების არ არსებობის შემთხვევაში ახალგაზრდებმა სწავლა გადადონ და სამსახური იშოვონ, მათ ურჩევნიათ რომ ათასობით ლარის ოდენობის სესხი გამოიტანონ.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვახსენეთ სტუდნეტუი სესხები საკმაოდ პოპულარულია, ეს მაჩვენებელი ნამდვილად ვერ შეედრება თუნდაც ამერიკის მაჩვენებელს, რადგან საქართელოში გარდა შედარებით დაბალი ტარიფებისა, დაფინანსების მოპოვების მეტი შესაძლებლობაც არის. საქართველოში სტუნდეტური სესხები განსხვავდება და ყველა ბანკის პირობების საკუთარი ნაკლები და პლიუსები აქვს თუმცა, ყველა მათგანი დაახლოებით ერტ პრინციპნს მიჰყვება, უბრალოდ განსხვავებული ლიმიტებით.
იმისთვის რომ სტუდენტუი სესხი აიღოთ რამდენიმე დოკუმენტი დაგჭირდებათ, მიუხედვადა იმისა, თუ რომელ ბანკში აპირებთ ამ სესხის აღებას. სტუდენტუსი სესხი აღებისას აუცილებლად დაგჭირდებათ პირადობა და სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე შემოსავლის წყარომ რომლის ზღვარი ყველა ბანკში სხვადასხვაა თუმცა, ძირითადად არ აჭარბებ 400 ლარს ერთ პირზე.
სტატიაში განვიხილავთ რამდნიმე ბანკის შემოთავაზებებს სტუდენტებისთვის, მათ პროცენტულ განაკვეთებს და რა შემთხვევაში იქნება თქვენთვის მომგებიანი ამა თუ იმ კონკრეტული ბანკის არჩევა. როგორც უკვე განვიხილეთ ბანკები ძირითადად ერთ სტრატეგიაზე დაყრდნობილ სტუდენტუს სესხებს სთავაზობენ მომხმარებლებს თუმცა პროცენტებსა და ვადებში განხსვავება ამ შემთხვევაში მთავარი ინდიკატორი იქნება, თუ რომელი ბანი უნდა აირჩიოთ თქვენი სტუდენტური სესხისთვის. თუ რომელიმე ბანკთან უკვე გაქვს ფინანსური ურთიერთობა ეს სუალც არ ნიშნავს რომ სესხიც აუცილებლად იქიდან უნდა გამოიტანოთ. ბანკისთის არ აქვს მნიშვენლობა თუ რამდენი ხანია მათი კლიენტი ხართ. მთავარია გქონდეთ საჭირო დოკუმენტაცია და მოახერხოთ
ტერაბანკი
ტერაბანკი საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა დღევანდელ წარმატებას ბანკმა 2015 წელს ჩატარებული რებრენდინგის შედეგად მიაღწია. ბანკის აქციები დიდი ნაწილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კუთვნილებაშია. ბანკი ძირითადად ფოკუსირდება მცირე და საშუალო ბიზნესებთან თანამშრომლობაზე და ბანკის მისიაც მეწარმეებისთვის ხელისშეწყობა და ფინანსური დახმარების გაწევააა. რაც შეეხება სტუნდენტუ სესხებს, ეს რა თქმა უნდა ბანკის მთავარი სერვისი არ არის, თუმცა ტერაბანკი მომხმარებლებს საკმაოდ მომგებიან პირობებს სთავაზობს. ტერაბანკის სტუდენტებს სთავაზობს უნივერსიტეტის პირველი წელი მთლიანად დააფინანსოს, 17,000 ლარისი ლიმიტში. ამ სესხის გადახდა თქვენ 3-დან 12 თვემდე ვადაში უნდა მოახერხოთ ყოველთვიური შენატანებით. ეს კონკრეტული სესხის უზრუნველყოფას არ მოითხოვს და საკომისიო 0.5%-ს და 1%-ს შორის მერყეობს. ეს სესხი ერთ-ერთ ყველე მოკლევადიანი, იმ სტუნდეტურ სესხებს შორის რომლებსაც დღეს განვიხილავთ, თუმცა პროცენტული განაკვეთიც არც ისე მაღალია. ეს სესხი შეიძლება გამოადგემ იმ სტუნდეტს რომელიც შედარებით მოკლევადიან პროგრამაზე ფიქრობს ჩაბარებას და სწავლას . ამ შემთხვევაში თქვენი სწავლების პერიოდი ნახევრის დაფარვა შეგიძლიათ სტუდენტური სესხით ხოლო დამატებითი ფინანსები შეიძლება სხვა გზებით მოიძიოთ ან სწავლის დამთავრებიდან მალევე გაისტუმროთ ეს სესხი. ტერაბანკის სესხი თანხაში შეზღუდულია და შეიძლება ხოგი სტუნდეტის საზღვარგარეთ სწავლების მცირე ნაწილიც კი ვერ დაფაროს. ამიტომ ტერაბანკზე არჩევანი იმ შემთხვევაში გააკეთეთ თუ ზუსტად იცით რომ 17,000 ლარი თქვენი სწავლების 2 სემესტრს დაფარავს. როგორც ვახსენეთ, ამ სესხის უკან დაბრუნების ლიმიტი ერთი წელია, რადგან სწორედ იმ შემთხვევებზე არის გათვლილი , რომლებიც მოკლევადიან დაფინანასებას საწიროებს. თუ ფიქრობთ რო სწავლიდან ერთი წლის დაწყვეის შემდეგ უკვე შეძლებს იზრუნოთ სესხი სდაფარვაზე მაშინ ეს შემოთავაზება შეიძლება სწორედაც რომ თქვენთვის არის. მაგრამ თუ თქვენ ბევრად უფრო დიდი სესხი გჭირდებათ, და თანხის უკან დაბრუნების პროცესის გადანაწილებაც უფრო დიდ პერიოდზე გსურთ მაშინ მოკლევადიანი სესხები ბუნებრივია თქვენთის სწორი არჩევანი არ იქნება. ტერაბანკის მიერ შემოთავაზებული პირობები ძალიანაც მომგებიან მათთვის ვისაც მხოლოდ სწავლების ნაწილის დაფინანსება სურს, თმცა ყველა სხვა შემთხვევაში არც თანხდა და არც სესხის უკან დაბრუნების ვადა არ არის მომგებიანი და შესაბამისად უმჯობესია სხვა ბანკების შეთავაზებებს გადაახედოთ, რადგანც საბედნიეროდ სტუდენტური სესხების ბევრი სხვა ვარიანტიც ადვილად არის ხელმისაწვდომი. მართალია ეს კონკრეტული სესხი უზრუნველყოფას არ საჭიროებს და შეიძლება შესაბამისად ბევრისთის სწორედ ამიტომ იყოს მიმზიდველი თუმცაღა, უმჯობესია სესხი ფინანსურად აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნდებს და რამდენიმე დამატებითი პროცედურა მაინც გაიაროთ და შემოთავაზება მხოლოდ მისი სიმარტივის მიხედვით არ განსაჯოთ, რადგან სტუდენტური სესხი ბევრ შემთხვევაში თქვენი მომავლისთის უაღრესად მნიშვენლოვაი იქნება და ნაჩქარები და არასწორი გადაწყვეტილბებები ბევრ დამატებით პრობელმასაც შეგიქმნით. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტური სესხები ძირითადად ახალგაზრდებისთისაა, ეს არ ნიშნავს რომ მათაც იგივე პასუხისმგებლობების და რისკების გაზიარება არ მოუწევთ. ამიტომ სანამ სტუდნეტუ სესხს მხოლოს ზედაპირულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთებთ, აუცილებელია ბოლომდე გაეცნოთ თქვენს არჩევანს და ისეთი შეთავაზება იპოვოთ, რომელიც მაქსიმალურად დააკამყოფილებს ყველა თქვენს მოთხოვნას.
ასეთი ინფორმაციის შეგროვება, თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით დღესდღეობით ძალიან მარტივია. ამიტომაც, ახალგაზრდებს უფრო გაუმარტივდებატ სწორი არჩევანის გაკეთება და დამატებით გართულებებსაც თავიდან აიცილებენ თუ გადაწყვეტილებსიმ იღებამდე კარგად შეისწავლიან სტუდენტური სესხების ბაზარს და ინფორმირებულ არჩევნას გააკეთებენ.
კრედო ბანკი
კრედო ბანკი ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის საფეხურის განათლებას დაგიფინანსებთ. კრედო ბანკის სტუდენტურ სესხს ბევრი პოზიტიური მახასიათებელი აქვს. ალბათ თავად სტუნდეტებისთვის ყველაზე მთავარი პლიუსი სი იქნება რომ კრედობანკში სტუდნეტური სესხის აღებისას, მისი გადახდა შეგიძლია სწავლის დასრულებდან 6 თვის შემდეგ დაიწყო, რაც ბევრისთვის დიდი შვება იქნება. მათ შორის ვინც სტუდნენტურ სესხს იღებს, მნიშვნელოვანია რომ ეს სესხი თავადვე დაფარონ, ხოლო თუ მათ მოუწევთ თან სწავლა, თან მუშაობა და ასევე სახლში დამატებითი დავალებების შესრულება, თითოეული ამ მიმართულებით გაუჭირდებათ წარმატების მიღწევა. სტუდენტებს სწორედ ასეთი შეღავათები სჭრიდებათ თავიანთი მსესხელებისგან რათა წარმატებით მოახერხონ როგორც სწავლის დასრულებ ასევე მომავალში უკეთესი სამსახურის შოვნა და სესხი დროზე გასტუმრება.
კრედო ბანკი სხვა ჩამოთვლილ ბანკებთან შედარებით ნაკლებად მასშტაბურია, თუმცა სწორედ ამიტომ ისინი საკუტარ კლიენტებს მათზე ორიენტირებულ სერვისებსა და შერაათიან კრედიტებს სტააზობენ მაგალითისთვის, სტუდენტებს შეუძლიათ გამოტანილი სესხი 96 თვის განმავლობაში გადაიხანოდ და მუდმივად იმაზე არ ინერვიულონ თუ რამდენად მოახერხბენე მაშინვე დაფარონ ათასობით ლარის ოდენობის სესხი. სტუდნენტებსაც სწორედ ასეთი პირობები იზიდავთ ყველაზე მეტად და შესაბამისად კრედო ბანკის სესხებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში. ისევე როგორც ტერა ბანკის შემთხვევაში, არც აქ დაგჭრიდებათ უზრუნველყოფა, ხოლო სესიხ მისაღებად მხოლოდ სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები დაგჭირდებათ. კრედო ბანკი ბაკალავრის სტუდენტებს 9000 ლარამდე სესხს, სთავაზობს ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ 20,000 ლარის ოდენობის სესხი გამოიტანონ ბანკიდან. სესხის გამოტანიდან 54 თვეში მაინც უნდა დაიწყოს სტუდენტმა თანხის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევს დამატებით ჯარიმებთან განმკლავება. კრედო ბანკის სტუდენტური სესხი აღება შეგიძლიათ ბანკის წებსაიტიდანაც კი დაიწყოთ სადაც ზუსტად შეგიძლიატ გაარკვიოთ რა დამატებითი პროცენტის გადახდა მოგიწევთ თქვენი არჩეული თანხის გამოტანის შემთხვევაში, და რა არჩევანი გაქვთ ამ სესხი გადახდის ვადებთან დაკავშირებით. თუ ეფექტური საშეღავათო პერიოდით სარგებლობას გეგმავთ მაშინ ბანკში განაცხადი ამის თაობაზე თავიდანვე უნდა შეიტანოთ. ეფექტრური საპროცენტო განაკვეთი კრედო ბანკში 13.78%-ს შეადგენს, რომელიც საშეღავათო პერიოდის აღების შემთხვევაში 17.27%-მდე იზრდება. კრედობანკის სერვისები ყველაზე მეტად გამოადგება იმ სტუდენტს, რომელიც თავისით აპირებს სესხი გასტუმრებას,თუმცა არ უნდა რომ სწავლა და მუშაობა აუცილებლად ერთმანეთს დაამთხვიოს და ურჩევნია, რომ უფრო მაღალპროცენტიანი თუმცა გრძელვადიანი სესხი აიღოს, თუმცაღა კრედობანკიდან შედარებით მოკლევადიანი სესხებიც შეიძლება გამოიტანოთ.
კრედო ბანკის მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოს და ეთიკის საკითხებსაც ყოველთვის ითვალისწინებენ ახალი სერვისებისა და პირობების შემუშავებისას, თუ თქვენთვის გრძელვადიანი სესხი ყველაზე მნიშვნელოვანია, კრედობანკი ამისთის თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ. იმ შემთხვევაშიც კი აქამდე არ გქონიათ ამ ბანკთან შეხება, ნუ ჩათვლით რომ ნაკლებად ხარისხიან სერვისს მიიღებთ, რადგანაც კრედობანკი კლიენტის გამოცდილებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ასევე აქვს ონლაინ და სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელსაც ნებისმიერი შეკითხვის ან გაუგებრობის შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ.
გრძელვადიანი სესხები და მათი ავ-კარგიანობა ფინანსურ სამყაროში ხშირად ხდება განსჯის საგანი. მართალია, რომ სტუდენტებს ჯერ არ აქვთ კარგი შემოსავალი და ხშირად სესხს მომავალი შემოსავლის იმედად იღებენ. ასეთი მიდგომა ბევრისთვის იმედგაცრუებით მთავრდება, და გარდა ამისა წნეხი რომ რაც შეიძლება მალე იშოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახური კიდევ უფრო იზრდება. ეს ბევრისთის ცხოვრების მთავარი გამწვევა ხდება და რაც მთავარია, მათ არ იციან თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობელმას ფინანსურად თუ ემოციურად. ბევრისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს იმის გარანტია რომ შეძლებს მალევე იპოვოს მარაალაზღაურებადი სამსახური, ასეთი გრძელვადიანი სესხის გამოტანა შეიძლება სარისკო იყოს. გარდა იმისა, რომ მაღალია პროცენტული მაჩვენებელი, მუდმივად ხელფასის დიდი ნაწილის დათმობა და ბანკისთის გადარიცხვა ბევრისთის რთულად გადასახარში დანაკარგია. ამიტომაც, სანამ ასეთ სესხზე წახვიდოდით, რეალურად შეაფასეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და რაც შეიძლება მალე დაიწყეტ სესხის გადახდაზე ფიქრი და შესაბამისი თანხის გადადებაც მალევე დაიწყეთ. ის რო კრედო ბანკი გთავაზობთ, რომ სესხის გადახდა შედარებიტ გვაინ დაიწყოთ დაგეხმარებათ რომ მთელი თქვენი ენერგია სწავლას და შემდეგ სამსახურის ძიებას დაუთმოთ. თუმცა თუ 6 თვეზე ადრეც მოახერხებს შემოსავლის წყარო მონახოთ, ეს ჯერაც არ ნიშნავს რომ სესხის გადახდა აუცილებლად ბოლო მომენტამდე უნდა გადადოთ. შეეცადეთ პირველი შესაძლებლობაზე დაიწყოთ სესხის გასტუმრება.
თი ბი სი ბანკი
თი ბი სი ბანკი ბევრისთვის ნობილი ფინანსური სერვისების პროვაიდერია და ამ დაწესებულების მიმარტ ნდობაც შესაბამისად მაღალია. თუ თქვენ უკვე სარგებლობთ თი ბი სის სერვისებისთ, ან გინდათ მოერიდოთ ნაკელბად ცნობილ კომპანიებტან მუშაობას და გსურთ კარგად გამოცდილი და სანდრო მსესხებელი მაშინ თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი თი ბი სია. აქ სტუდენტური სესხის ასაღებად დაგჭრიდებათ მსესხებლის და სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი ცნობა და არც ამ შემთხვევაში უზრუნველყოფა საჭირო. თი ბი სის სტუდენტუს სესხზე ლიმიტი შედარებით დაბალი აქვს და თანხის მაქსიმალურ რაოდენობას 5,000 ლარის წარმოადგენს, ხოლო ამ თანხის უკან დაბრუნება 3-დან 12 თვემდე უნდა მოხდეს. იმისთვის რომ თი ბი სიში სესხი დაგიმტკიცდეთ თქვენი თვიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 200 ლარს. თუ ბანკის ყველა მოთხოვნა დააკამყოფილეთ მაშინ თქვენი სესხის საპროცენტო განაკვეთი 26.74% იქნება. ამ ეტაპზე სტუნდეტური სესხის ონლაინ აღება არ არის შესაძლებელი თუმცა, სატელეფონო ზარისა და ბანკში ვიზიტის მეშვეობით სესხის აღება თი ბი სიშიც მარტივია.
დიდი ბანკებიდან სტუდენტური სესხების გამოტანა ხშირად ბევრად მაღალ პროცენტულ განაკვეთს ნიშნავს, თუმცა ამის სანაცვლოდ თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ სანდრო და პასუხისმგებლიან კომპანიასთან გაქვთ კავშირი. მართალია დღესდღეობით თაღლითური კომპანიები მარტივი აღმოსაჩენია სოციალური ქსელისა და სხვადასხვა გამოხმაურებების მეშვეობით, ზოგი მომხმარებლისთვის ნაცნობ კომპანიასთან მუშაობა უფრო მნიშვენლოვანია, რაც თავისთავად გამართლებულია. თუმცაღა როგორც ხედავთ არჩევანი სხვადასხვა სტუდენტურ სესხებს სორის საკმაოდ დიდია და თქვნი საბოლოო გადაწყვეტილებაც იმაზე იქნება დამოკიდებულები თუ რომელი შემოთავაზება, რა თანხის ლიმიტი და პროცენტული განაკვეთუ გაწყობთ, მაგრამ აგრეთვზე უნდა მოახერხოთ რომ ბანკიც დაარწმუნოთ რომ სანდო მომხმარებელი ხართ და შეძლებთ დროულად გადაიხადოთ თქვენი სესხი.
სტუდენტურ სესხებზე განაცხადის შეტანა ბევრ კომპანიაშიონალინ შეგიძლიათ. ისეთი დაწესებულებები რომლებიც ტექნოლოგიურ პროგრესს და განითარებას სერიოზულად უყურებენ აუციელბლად შემოგთავაზებენ ამ არჩევანს. ონლაინ სესხები ჯრაც ბევრისთვის არ ითველბა სანდო არჩევანად, მიუხედავად იმისა, რომ ეს სერვისი უკვე რამდენიმე წელია წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით. თუ თქვენ უკვე გაქვთ გამოცდილება ონლაინ სესხებთან სტუდენტური ონლაინ სესხი არ განსხვავდება ჩვეულებრივი სესხისგან თავისი პროცედურით.
როდესაც სტუდენტური სესხის აღებას ფიქრობთ, გაითვალისწნეთ რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა საკრედიტო ისტორია, ან უფრო სწორედ ცუდი საკრედიტო ისტორია, მაინც გაქვთ შანსი ბანკისგან დახმარება მიიღოთ. ბანკებისთვის ახალგზარდებტან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც ისინი ცდილობენ აქედანვე ააწყონ ახალგაზრდა მომხარებლებტან ურთიერთობა და მათ საუკეთესო პირობები შესტავაზონ.
სტუდენტური სესხები საქართველოსი პოპულარულია, თმცა როგორც ჩამოთვლილი მაგალიებიდან დაასკვნიდით, კრედიტის ლიმიტ საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით მათთვის ვინც კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს ან სურს განათლება საზღვარგარეთ მიიღოს. ეს ერთი მხრივ მომხმარებელს ბევრ გართულებას აცილებს თავიდან, ხოლო მეორემხრივ, ისედაც ზღუდავს მას არჩეავნი გაკეთებისას. თუ თქვენ გსურთ სესხების მეშვეობიტ გაიაროთ ბაკალავრის ოთხივე წელიწადი, მაშინ დამატებით პრობლემებს წააწყდებით რადგან შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა სესხის გამოტანა დაგჭირდეთ, რაც ბევარდ უფრო გაართულებს თქვენთვის გადახდის პროცესს. თუმცა ისიც ნათელია, რომ სტუდენტური სესხი აღების პროცედურა საქართველოში საკამოად მარტივია და არც ბევრ საბუთსა თუ დამატებიტ ინფორმაციას და რთულ პროცედურებს არ მოითხოვს.
საქართველოში სესხებზე ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია, თუმცა ბერვს ჯერ კიდევ არ აქვს ის ფინანსური ცოდნა რომელიც სწორი სესხი არჩევისთის აუცილებელია. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებსაც ხშირად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მარტო უწევთ. გარდა იმისა რომ დიდია შანსი ასეთ დროს რომ იმაზე ბევრად დიდი სესხი გამოიტანოთ ვიდრე ეს თქვენსფინანსურ სიტუაციას შეესაბამება, ასეთ პერიოდში გაუთვალისწინებელი მოვლენები ბევრად ხშირად ხდება რაც სესხი გადახდის პროცესს კიდევ უფროართულებს. ამიტომ სანამ სტუდენტურ სესხს გამოიტანთ, აუცილებელი ბოლომდე გესმოდეთ მისი მნიშვნელოვა, ეს პასუხისმგებლობა და თავიდანვე იყოთ მომზადებულები ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთის. ეს მიდგომა არამხოლოდ სტუდენტური სესხის გასტუმრებაში, არა მედ ბევრ სხვა ფინანსუ საქმესა და წამოწყებაში გაგიმარტივებთ ცხოვრებას. ახალი მსესხებელი კომპანიები თითქმის ყოველ წელს ჩნდება საქართველოს ფინანსუ ბაზარზე, ასერომ შეიძლბეა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, სტუდენტური სესხების პირობები საქართველოშიც შეიცვალოს. თუმდა ჯერჯერობით, მიუხედვად შედარებით დაბალი საკრედიტო ლიმიტისა, სტუდენტური სესხების გაცემის სერვისები მარტივი და საკმაოდ გამჭვირვალეც არის.